bella-vampire | თარიღი: კვირა, 2012-06-17, 1:08 AM | შეტყობინება # 219 |
842
Offline
| XIX თავი
დრო ნელა გადიოდა. ვცდილობდი გავმხიარულებულიყავი, მაგრამ ყოველთვის არ გამომდიოდა. ხანდახან ამას ანდრიაც კი ვერ ახერხებდა. ადამიანი, რომელსაც ჩემი უსიტყვოდ ესმოდა. ზოგჯერ მეგონა, რომ ჩემი უხასიათობით დაიღალა, აღარ შერჩა ნერვები ჩემს გასამხიარულებლად. მთელი ერთი თვე ჩემზე იყო აწყობილი და ჩემი ცხოვრებით ცხოვრობდა. დაივიწყა ყველაფერი: უკრაინა, სწავლა, გართობა... თავს უხერხულად ვგრძნობდი რომ ჩემს გამო ყველაფერი მიატოვა, მაგრამ ამავე დროს მისი უსაზღვროდ მადლიერი ვიყავი. რამდენჯერმე ვუთხარი რომ უკრაინაში დაბრუნებულიყო, მაგრამ მისგან უარი მივიღე, რაც გულის სიღრმეში ძალიან გამიხარდა. მარისთან და სალოსთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ხშირად დავდიოდით სასეირნოდ ერთად. ყველანაირად მეხმარებოდნენ და ჩემს უხეშობაზე არ ბრაზდებოდნენ, რადგან ესმოდათ რომ ძალით არ ვაკეთებდი. აი დედაჩემს კი ჩემი ყველაზე ნაკლებად ესმოდა. უნდოდა რომ სულ კარგ ხასიათზე, გაღიმებულს მევლო და არ ესმოდა, რომ უბრალოდ არ შემეძლო. განა არ მინდოდა... მაგრამ თითქოს ცუდ ხასიათზე ვიყავი დაპოგრამებული. სკაიპით მეგობრებს ყოველ დღე ველაპარაკებოდი და ზოგს უფრო მეტადაც კი დავუახლოვდი. სამწუხაროდ სანდროს ხშირად ვერ ვეკონტაქტებოდი, რადგან ჯგუფის საქმეებით ისე იყო დაკავებული, სწავლას ძლივს ასწრებდა, კომპიუტერთან დაჯდომაზე საუბარიც ზედმეტია... მათი კონცერტის ვიდეო გამომიგზავნა. ჩრემლები ვერ შევაჩერე და ვიტირე, ვეღარ ვჩერდებოდი. მითუმეტეს ვიცოდი, რომ მთავარი სიმღერა მე მეძღვნებოდა, სიმღერა გამომშვიდობებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მოსმენისას ვტიროდი, მაინც ვერ ვჩერდებოდი. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყურსასმენებში მის ხმას გამუდმებით ვუსმენდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს გვერდით იყო. მარკუსის საცოლე გავიცანი, ვივიანი ძალიან კარგი და საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთისათვის იყვნენ შექმნილნი. გერმანია და იქაური ხალხი ძალიან შემიყვარდა, მაგრამ საქართველო და ჩემი მეგობრები მენატრებოდნენ. მენატრებოდა საღამოობით კოცონის ირგვლივ ჩვენი შეკრება, პოეზიის საღამოები და ბიჭების ტკბილი ხმის მოსმენა. მათი კონცერტების ვიდეოებს ყოველთვის მიგზავნიდნენ, მაგრამ ეს მონატრების გრძნობას კი არ მიქრობდა, პირიქით მიასმაგებდა. ერთხელ მათი ერთ-ერთი ჩვეულებრივი შეკრება გადაირეს. ვიდეოში ყველა ხელს მიქნევდა და მესალმებოდა. ისე მელაპარაკებოდნენ, თითქოს მათ გვერდით ვყოფილიყავი. ნოსტალგია შემომაწვა და საშინლად ავტირდი, მაგრამ ამავე დროს ბედნიერიც ვიყავი. დავრწმუნდი, რომ დრო და მანძილი ნამდვილ მეგობრობას ვერაფერს დააკლებს. მეამაყებოდა, რომ ასეთი მეგობრები მყავდა. სანდრო როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავდა, მაშინვე მირეკავდა. დიდ ხანს ვლაპარაკობდით ისევ ისე, როგორც ჩემი საქართველოში ყოფნის დროს. მეგონა დროთა განმავლობაში ვიგრძნობდი, რომ მობეზრდა ჩემი ლოდინი და ნელ-ნელა მივიწყებდა, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა. თავისი ცხოვრების ყოველდღიურ დეტალებს მიყვებოდა. ჩემგანაც იგივეს მოსმენა უნდოდა, მაგრამ მე ხომ ვერ მოვუყვებოდი, რომ საავადმყოფოში დავდიოდი დასხივების ჩასატარებლად. ამიტომ ყველაფერს ზედაპირულად ვუყვებოდი. ვეუბნებოდი, როგორ ვსეირნობდი სალოსთან და მარისთან ერთად, როგორ მიშლიდა ანდრია ნერვებს და როგორ მენატრებოდა საქართველო და მეგობრები. ყურადღებას ბერლინის სილამაზესა დამ ის ღირსშესანიშნაობებზე ვამახვილებდი, რადგან ამ ქალაქმა მართლაც მომხიბლა. უკვე ოთხი თვე იყო გასული, რაც გერმანიაში ვიყავი. თითქოს მივეჩვიე კიდეც აქაურობასა და იმ მონატრების გრძნობას, რომელიც ერთი წუთითაც არ მასვენებდა. შეგუებული ვიყავი იმ აზრზს, რომ აქ კიდევ დიდი ხანი მომიწევდა ყოფნა. თუმცა ახლა უნდა გამეგო, რამდენ ხანში ერთხელ დამინიშნავდა ვიზიტებს მარკუსი. კონტროლი აუცილებელი იყო, რადგან როგორც გავიგე, ერთი სანტიმეტრის წანაზარდი დაუტოვებიათ. ნერვზე იყო და ამოჭრა ვერ გარისკეს, რადგან შესაძლებელი იყო რომ დავყრუებულიყავი, ან მხედველობა დამეკარგა... ეს ყველაფერი სულ რაღაც ორი კვირის წინ გავიგე, არ მეუბნებოდნენ. ჯერ გავბრაზდი, მერე გამიკვირდა, ვიცოდი რომ სიმსივნე კაფსულაში იყო მოთავსებული, მაგრამ მარკუსს არაფერი არ ავახსნევინე. რაც უფრო დეტალებში მეცოდინებოდა რა ხდებოდა ჩემს თავში, მით უფრო უარესი იქნებოდა ჩემი ფსიქიკისათვის. მარკუსის გათავისუფლებას ველოდებოდი, კაბინეტში პაციენტი ჰყავდა და სინჯავდა. უეცრად კარი გაიღო და იქიდან ატირებული ქალი გამოვიდა. მივხვდი რაშიც იყო საქმე და გული შემეკუმშა. ხუთ-ათ წუთში კი იქიდან საოცრად ლამაზი გოგო გამოვიდა. პირღია ვუყურებდი, ემოციებს ვერ ვმალავდი. ასეთი ლამაზი ადამიანი მართლა არასდროს არ მყავდა ნანახი. პირდაპირ სილამაზესა და სინაზეს ასხივებდა, არაამქვეყნიურად ლამაზი იყო. აწლიანებული, საოცარი თვალებით გამომხედა, რომელშიც სევდა იკითხებოდა. იმდენად გასაოცარი თვალები ჰქონდა, რომ არ მინდოდა ჩემთვის მზერა მოეშორებინა. ლამაზი თვალები ყოველთვის ჩემი სისუსტე იყო, მაგრამ ეს... ეს არ იყო უბრალოდ ლამაზი თვალები. ეს იყო სულის შეძვრამდე ლამაზი და სევდიანი თვალები. მზერას ვერ ვაშორებდი ამ საოცრებას... ალბათ შეამჩნია ჩემი რეაქცია, სევდიანად ჩაიღიმა და გვერდით ჩამიარა. მინდოდა ისევ მენახა მისი საოცრად ლამაზი თვალები, მისგან იმდენად დადებითი მუხტი მოდიოდა, რომ გასაშვებად დამენანა. სასწრაფოდ მარკუსის კაბინეტში შევედი. უნდა გამეგო ვინ იყო და რა სჭირდა, რომ მარკუსი სინჯავდა. კარი დაუკაკუნებლად გავაღე და თავჩაქინდრული მარკუსი დავინახე. - რა გჭირს? - მის წინ დავჯექი და ყურადღებით დავუწყე ყურება. - დაინახე ის გოგო, ჩემი კაბინეტიდან რომ გავიდა ახლა? - კი და მისმა სილამაზემ უბრალოდ დამატყვევა, ანგელოზს ჰგავს, - გავუზიარე ჩემი შთაბეჭდილება. - მეც იგივე გავიფიქრე მისი დანახვისას, - გაეღიმა. - თანაც საოცრად დადებითი პიროვნებაა, მაგრამ არ გაუმართლდა. გული მტკივნეულად შემეკუმშა, ნუთუ ასე სერიოზულად იყო საქმე. - რა სჭირს? - ვიკითხე ხმის კანკალით. - ტავის ტვინის სიმსივნეა, მეოთხე სტადია. აღარაფერი ეშველება. არადა სულ რაღაც 18 წლისაა, ჯერ მთელი ცხოვრება წინ აქვს. თან ასეთი სილამაზის პატრონია... ამ სიტყვების გაგონებისას უსიამოვნოდ გამაკანკალა. რატომ დასაჯა ღმერთმა ასეთი ანგელოზი? ზოგჯერ რა უსამართლოა ცხოვრება... - რატომ არის ცხოვრება ასეთი უსამართლო? - ვიკითხე გულობრყვილოდ. - ასეთი სილამაზის პატრონს ყველა კარი ღია აქვს ალბათ და ახლა სიკვდილმაც გაუღო თავისი კარი? ასეთი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სილამაზით სხვებს ცხოვრება გაულამაზონ. თვალები ამიცრემლიანდა. რატომ? რატომ? ასე ჩემი ამბავი არ განმიცდია... როგორ შეიძლება ოდესღაც მიწა დააყარო ასეთ მშვენიერებას? - ცხოვრება სამაგიეროს ითხოვს ალბათ მისი გარეგნობისათვის... - ჩაფიქრებულმა თქვა. - მტკივნეულია იმის გააზრება რომ ასეთი ადამიანი აღარ იარსებებს... სიცოცხლის გახანძლივების შანსიც არ აქვს? - არანაირი, - თავი მძიმედ გააქნია. - ის ქალი, ატირებული რომ გამოვიდა დედამისი იყო? - ჰო. მან უფრო მტკივნეულად აღიქვა ყველაფერი, ვიდრე თვითონ. - რა ჰქვია? - შერი. - მარკუს, შეგიძლია მისი კოორდინატები მომცე? - რაში გჭირდება? - ეჭვნარევი მზერით შემომხედა. - არც იფიქრო! ეს ყველაფერი მასზეც და შენზეც ცუდად იმოქმედებს. ის ხომ სრულიად უცხო ადამიანია შენთვის. - ჰო, მაგრამ მასთან ლაპარაკი მინდა. სულ ერთხელ მაინც, მერე ვინანებ რომ ეს არ გავაკეთე. გავიაზრე, რომ საშუალება რომ მქონოდა, მის გამო სიცოცხლესაც დავთმობდი. ალბათ სისულელეა სრულიად უცხო ადამიანისათვის თავის გაწირვა, მაგრამ ასეთი სილამაზისთვის ღირს. ჩვეულებრივი, მიწიერი ადამიანის გაჩენილს არ ჰგავდა, თითქოს ღმერთმა სპეციალურად მოავლინა ქვეყანაზე, რომ ადამიანებს ჭეშმარიტი სილამაზე გვერწმუნა. და არა მხოლოდ გარეგანი სილამაზე. ასეთ ადამიანს შეუძლებელია წმინდა სული არ ჰქონდეს. - ჯობია შენზე ვილაპარაკოთ, - მითხრა მკაცრი ტონით და მივხვდი, რომ მისგან ვერაფერს გავიგებდი. მარკუსმა გამსინჯა, რამდენიმე ანალიზზე გამიშვა და როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, უფლება მომცა საქართველოში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ექვს თვეში ერთხელ გერმანიაში უნდა ჩამოვსულიყავი კონტროლზე. - მართლა შემიძლია წავიდე? - ვერ ვიჯერებდი. - ჰო, მაგრამ ექვს თვეში ისევ ჩამოხვალ და ჩემთან მოხვალ. თუმცა ჩემს ქორწილამდე ვერსად წახვალ, - თითი დამიქნია. - არც ვაპირებ, - გახარებული გადავეხვიე. - ჰო მართლა, გინდა გაგახარო? - თვალები აუციმციმდა მარკუსს. - რა ხდება? - გახსოვს, ადრე გითხარი რომ საქართველოში ნათესავები მყავს, - თავი დავუქნიე. - მათ შესახებ ყველაფერი გავიგე და დავეკონტაქტე კიდეც. აღმოჩნდა, რომ ბიძაჩემს მათთან ურთიერთობა ჰქონდა. ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც. თბილისში ცხოვრობენ და ახვლედიანები არიან გვარად. ამ გვარის გაგონებისას შემაჟრჟოლა. - შენი ტოლი ბიჭი ჰყავთ, სანდრო. - რა?? - წამოვიყვირე.
ერთი წამით თვალებში დამიბნელდა და ყურები დამიგუბდა. - ცუდად ხარ? - დაპანიკებული მარკუსი მომვარდა. -არა, არაფერი მჭირს, - ვიუარე და მაგიდიდად წყლიანი ჭიქა ავიღე. - ყურადღებას ნუ მომაქცევ. - დაგავიწყდა რომ ექიმი ვარ? - ცალი წარბი აწია. - უბრალოდ სანდრო ახვლედიანი... - ვეღარ გავაგრძელე. - ის ბიჭია? მხოლოდ თავი დავუქნიე. მარკუსი მიხვდა რომ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და უსიტყვოდ გამომიშვა. დაბნეული ვიყავი, მაგრამ შერი და მისი ამბავი არ დამვიწყებია. ადმინისტრატორთან მივედი, რომელიც მარკუსმა გამაცნო და ვთხოვე, რომ შერის კოორდინატები მოეცა. თან ისიც დავაყოლე, მარკუსს სჭირდება-მეთქი. რა თქმა უნდა უარი არ უთქვამს და ხუთ წუთში შერის მისამართი უკვე ვიცოდი. რადგან საღამო იყო და მისი სახლი ქალაქის მეორე ბოლოში მდებარეობდა, მასთან სტუმრობა ხვალისთვის გადავდე. სახლში დაღლილი დავბრუნდი და მაშინვე ახალი ამბავი ვახარე ჩემებს. წასვლა მარკუსის ქორწილის მეორე დღეს გადავწყვიტეთ. გახარებული და დადარდიანებული ვიყავი, ჭამის მადა არ მქონდა. საძინებელში შევიკეტე და ლეპტოპი ჩავრთე თუ არა, მაშინვე სანდრომ დამირეკა. - როგორ ხარ? მისი ტონი არ მომეწონა, მაგრამ არაფერი ვუთხარი... - დაღლილი ვარ საშინლად. შენ როგორ ხარ? - აღშფოთებული, - მოკლედ მომიჭრა. - რა მოხდა? - დავინტერესი და შემეშინდა კიდეც, რაიმე ცუდი ხო მარ მოხდა-მეთქი. - არ გინდა სიმართლე მითხრა? - კითხვაზე კითხვით მიპასუხა. - რაზე ამბობ? - გავიკვირვე, მაგრამ ყველაფერს მივხვდი... - ყველაფერი ვიცი და მოტყუებას აზრი აღარ აქვს. უბრალოდ არ მესმის, რატომ მატყუებდი? არ ჯობდა უბრალოდ სიმართლე გეთქვა? - არა, - ჩავიბუტბუტე. - როგორ გაიგე? - ამას მნიშვნელობა არ აქვს, - ისევ გაბრაზებული იყო და საშინლად ცივას მელაპარაკებოდა. - სანდრო ახლა გაბრაზებას აზრი აღარ აქვს. - არ უნდა გავბრაზდე? შენი აზრით იმის ღირსი არ ვიყავი რომ სიმართლე გეთქვა? - არ მინდოდა შენც დატანჯულიყავი, - ცრემლები წამომივიდა.-რომ მეთქვა რას შეცვლიდი? ვერაფერს. თავიდან წამოსვლა არც მინდოდა, რადგან საქართველოში იმედი საბოლოოდ გადამიწურეს. ვიცოდი რომ შვიდი თვე მქონდა დარჩენილი და ამ თვეების გატარებას ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვაპირებდი, მაგრამ მშობლებმა აქ წამომიყვანეს. რამხელა რისკზე წავედი ვერც კი ხვდები. შვიდი თვე ერთ ოპერაციაზე გავცალე, არ ვიცოდით შედეგს გამოიღებდა თუ არა და საერთოდ, შეიძლებოდა ვერც გადამეტანა ოპერაცია. შენი აზრით მე მიხაროდა? ჭარმოიდგინე რა შეგრძნებაა, როცა შავით თეთრზე კითხულობ, რომ სულ რაღაც შვიდ თვეში ცოცხალი აღარ იქნები. მაგრამ არა, შენ ამას ვერ წარმოიდგენ. ვერავინ მიხვდება, რას ვგრძნობდი მე იმ წამს, - უკვე ვეღარ ვჩერდებოდი, ცრემლები შეუჩერებლივ მომდიოდა და ლაპარაკში ხელს მიშლიდა. - თამო, თამო, დაწყნარდი, გთხოვ, - ტკივილისაგან გული შემეკუმშა, როცა მის ხმაში ცრემლების კვალი შევნიშნე. ამ სიტყვების მოსმენა მისთვის იოლი არ იყო. ყველაფერი ჩემი ბრალია... - მაპატიე, - ჩავიბუტბუტე. - რა გაპატიო? - ჩაიცინა მან. - ის, რომ ასეთი კეთილი და კარგი ხარ? ის, რომ ისე შემაყვარე თავი რომ საკუთარ თავს ვერ ვცნობ? ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ საოცრად კარგი ადამიანი ხარ. შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მინდა ახლა ჩაგეხუტო. - წარმოვიდგენ, რადგან მეც მინდა შენი ჩახუტება. - როდის ჩამოხვალ? - ორ კვირაში, - სიურპრიზის გაკეთება მინდოდა, მაგრამ ახლა გადავიფიქრე. - მართლა? - ალბათ ვერ იჯერებდა. - ჰო, ექიმმა გამომიშვა. ექვს თვეში ერთხელ ისევ უნდა ჩამოვიდე ხოლმე კონტროლზე, მაგრამ მთავარია სულ ცოტა ხანში ყველას გნახავთ. - ერთხელ მეც წაოგყვები, ხომ უნდა ვნახო ჩემი ნათესავი, - გაიცინა. მეორე დღეს დილაადრიან გავიღვიძე, უცბად ვისაუზმე და ანდრიას ვთხოვე, მანქანით წავეყვანე მეგობართან. გაუკვირდა, რადგან იცოდა, რომ თითქმის არავის არ ვიცნობდი, მაგრამ დამთანხმდა. გზაში ყველაფერი მოვუყევი, შერის სილამაზეს მთელი ენთუზიაზმით ვყვებოდი და ისიც დაინტერესდა. - შენი თქმის ნამდვილი ქალღმერთია. - ზუსტი სიტყვა შეურჩიე. მანქანა შერის სახლის წინ გააჩერა. საკუთარი, პატარა და მყუდრო ეზოიანი სახლი ჰქონდა. ანდრიას ვთხოვე მანქანაში დამლოდებოდა, მაგრამ აიჩემა მეც მინდა მისი ნახვაო. კარზე დავაკაკუნე და ზუსტად იმ ქალმა გამიღო, ვინც დაავადმყოფში ვნახე ატირებული. - გამარჯობათ, ქალბატონო. უკაცრავად რომ გაწუხებთ, მაგრამ ჩვენ შერის ნახვა გვინდა. - ვინ ხართ? - მისი მეგობრები, - უპასუხა ანდრიამ. - მე შერის ყველა მეგობარს ვიცნობ, თქვენ კი არ მეცნობით. ალმაცერად გვიყურებდა და ჩვენი სტუმრობა აშკარად არ მოსწონდა. - მომისმინეთ ქალბატონო. მე ექიმი მარკუსის პაციენტი ვარ. თქვენ გუშინ იყავით მასთან კონსულტაციაზე, არა? ქალს სახე მოექუფრა და თვალები აუცრემლიანდა. - მართალია. შემოდით, - კარი ფართოდ გაგვიღო და მისაღებში შეგვიპატიჟა. - ახლა კი თქვენი მოსვლის ნამდვილი მიზეზი მითხარით. მე ყველაფერი მოვუყევი. ჩემი ავადმყოფობიდან დაწყებული, გუშინდელი დღით დამთავრებული. - ძალიან კარგი ადამიანი ხარ, შვილო, - გადამეხვია თვალცრემლიანი მარია. - შერი სახლშია? - მოთმინებას კარგავდა ანდრია. - არა, სამწუხაროდ არ არის. სასეირნოაა წასული. იცით, მას არასდროს ჰყოლია მეგობრები, ჩაკეტილი ბავშვი იყო. ახლაც მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავს, რომელიც უკვე თვეებია ამერიკაშია წასული და ახლა შერი სულ მარტოა. ისე ვდარდობ მის გამო... მის გარდა არავინ მყავს, არც ქმარი, არც ნატესავები... - დამშვიდდით, - მასთან მივედი და მხურვალედ ჩავეხუტე. ცოტა ხნით ისევ დავრჩით მათთან, მაგრამ შერი არ მოვიდა. გული ძალიან დამწყდა, მაგრამ დედამისის შეწუხება არ მინდოდა, ამიტომ წამოსვლა გადავწყვიტეთ. თუმცა იქამდე შერისთვის წერილი დავწერე, ეს დედამისმა მთხოვა. გამიკვირდა, არ ვიცოდი რა უნდა დამეწერა, მაგრამ როგორც კი კალამი ხელში ავიღე, თავისით დაიწერა ყველაფერი. რამდენიმე დღეში მარკუსის ქორწილისთვის დავიწყეთ მზადება. ცერემონია საოცრად ლამაზი იყო. ვივიანი ყველაზე ლამაზი პატარძალი იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს, მარკუსი ისეთი შეყვარებული თვალებით უყურებდა, რამდენჯერმე ცრემლიც კი მომერია. არ მინდოდა მათთან დამშვიდობება, მაგრამ ძალიან დავიღალე და თავის ტკვილიც დამეწყო და მარკუსმა, როგორც ჩემმა ექიმმა, სახლში წასვლა მიბრძანა. - არ შეგიძლია შენს ქორწილში მაინც დაანებო თავი ექიმობას? - ვწუწუნებდი. - არა, - თავი გააქნია და გადამეხვია. - ექვსი თვე ვერ გნახავ, არც კი მჯერა, - ცრემლი მომადგა. - სამაგიეროდ ინტერნეტით თითქმის ყოველდღე შევეხიმანებით ერთმანეთს, - გამიღიმა ვივიანმა. - ხომ იცი, ნამდვილ მეგობრობაზე მანძილი არ მოქმედებს. - მართალი ხარ. ორივეს დავემშვიდობე და სახლში წავედი. იმ საღამოსვე დავემშვიდობე ბერლინს და ჩემს ნათესავებს.
...
- თამუნა, გაიღვიძე, ჩამოვედით, - გამაღვიძა დედამ. ცალი თვალით ილუმინატორში გავიხედე და რომ მივხვდი რომ ჰაერში აღარ ვიყავით და მართლაც ჩამოვედით საქართველოში, მაშინვე წამოვხტი. ვნერვიულობდი, აეროპორტში ჩემი საყვარელი ადამიანები უნდა მენახა. ოთხი თვის შემდეგ მათ ისევ ვნახავდი... პირველი, არც დავინახე, ეს იყო ჩემი საყვარელი ჭაობისფერი თვალები, რომლებიც საოცარი სითბოთი და სინაზით მიყურებდნენ. დაუფიქრებლად გავიქეცი მისკენ და ვიგრძენი, რომ ისევ ჰაერში ვტრიალებდი. - სანდრო დამსვი, არ შეიძლება ჩემთვის, - ვუთხარი სიცილით და მთელი ძალით ჩავეხუტე. - არ მჯერა რომ აქ მყავხარ, ასე ახლოს, - თვალებში ჩამხედა და ჩემს ტუჩებს დააკვდა. - მიყვარხარ. ელენე მთელი წივილ-კივილითა და ცრემლებით შემხვდა. თორნიკემ ისე ჩამიხუტა, კინაღამ სუნთქვა შემეკრა. ალექსი და საბა კი სიმღერით შემხვდნენ. სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა. მეგონა ამდენი ემოციისგან გული გამისკებოდა... სახლში დიდი სუფრა დაგვხვდა, სადაც ნათესავები და მეგობრები ერთად შეყრილიყვნენ. ქეიფი შუა ღამემდე გაგრძელდა. ყველაზე ბოლოები ბავშვები დარჩნენ. ჩემს მშობლებს ეხვეწებოდნენ გარეთ გავეშვი, ალექსის სახლში ღამის გატენება უნდოდათ. დარწმუნებული ვიყავი რომ არ გამიშვებდნენ, მაგრამ გამაკვირვეს და დათანხმდნენ. - შენ უკვე დიდი გოგო ხარ. სხვა სიტუაციაში ალბათ არც გაგიშვებდით, მაგრამ გატყობთ, რომ ძალიან ხარ შეცვლილი და ამყველაფერმა შენზე რაღაც მხრივ დადებიდათაც კი იმოქმედა. პირღია ვუყურებდი მათ და მიხაროდა, სიამაყის გრძნობაც კი გამიჩნდა. ბავშვები ალექსთან ავედით და დაუვიწყარი დრო გავატარეთ. ახლა შემიძლია ვთქვა რომ ნამდვილად ვამაყობ ჩემი ცხოვრებითა და მეგობრებით. ოცნებების ასასრულებლად კი წინ მთელი ცხოვრება მაქვს... რამდენიმე კვირაში იმეილზე შერისგან წერილი დამხვდა. სიხარულისგან აქეთ-იქით დავხტოდი, მოულოდნელი იყო... ჩვენმა მიმოწერამ მუდმივი ხასიათი მიიღო და ჩემს საუკეთესო მეგობართა სიაში საპატიო ადგილიც დაიკავა. გული მტკიოდა რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდებოდა. სიხარულით ცას ვეწიე, როცა მომწერა რომ გერმანიის ერთ-ერთ საავადმყოფოს დასხივების ახალი დანადგარი უყიდია, რომელიც სულ ოთხ ქვეყანას აქვს. მას ადამიანის სიცოცხლის საგრძნობლად გახანგრძლივება შეეძლო. სასწაულები ხდება... იქნებ ღმერთმა შერისთვისაც მოავლინოს ერთი სასწაული? ის ყველანაირად იმსახურებს ამას! და ყველაზე მოულოდნელი და საოცარი ის იყო, როცა გავიგე რომ შერის არავინ არასდროს ყვარებია და საკუთარ თავს სიყვარულზე შეყვარებულს ეძახდა. ექვს თვეში მე და სანდრო ბერლინში წავედით, სადაც სამი კვირა დავრჩით. სანდრომ თავისი ნათესავი, მარკუსი გაიცნო და მისი მეუღლე ვივიანი, რომელიც სამი თვის ორსული იყო და პატარა ვაჟკაცს ელოდებოდა. მე კი ჩემი სულის მეორე ნახევარი, სიყვარულზე შეყვარებული გოგონა-შერი ვნახე და მასთან საუბრით გული ვიჯერე... რაც არ უნდა მოხდეს, მთავარია ფარ-ხმალი არ დაყარო და სასწაულების გჯეროდეს, ისინი მართლაც ხდება...
დასასრული
| |
|
|