bella-vampire | თარიღი: პარასკევი, 2012-04-13, 8:46 PM | შეტყობინება # 49 |
842
Offline
| VII თავი
თავს ბედნიერად ვგრძნობდი... იმ გრძნობას ჩავწვდი, რომელიც ყოველთვის მიზიდავდა, მასზე შეყვარებულიც კი ვიყავი. თუმცა რა არის ცარიელი გრძნობები, როცა არ შეგიძლია ის ვინმე სხვას გაუნაწილო? მე კი ის ადამიანი ვიპოვე, რომლისთვისაც შემეძლო მთელი ჩემი სიყვარული გამენაწილებინა. არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი ჩემ თავს ხდებოდა. მეშინოდა, რომ მალე გამოვიღვიძებდი და მივხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ლამაზი სიზმარი იყო. მაგრამ თუ ეს მართლაც სიზმარი იყო, ამ მოკლეხნიან სიამოვნებაზეც არ ვიტყოდი უარს... მართალია სანდროს საქციელს ბოლომდე ვერ ჩავწვდი, მაგრამ ვხვდებოდი რომ რაღაც ახლის დასაწყისი იყო. რატომ მითხრა ეს სიტყვები? და ყველაზე მთავარი: რა მოხდებოდა ხვალ? მოუსვენრობამ ამიტანა, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ბოლოს მაინც დაწოლა და კარგად გამოძინება გადავწყვიტე. რადგან მეორე დღე შაბათი იყო, პირველ საათამდე მეძინა, ძლივს ავდექი საწოლიდან. მთელი დღე აქეთ-იქით დავხტოდი და ვცდილობდი საღამომდე რაც შეიძლება მალე გამეყვანა დრო. თუმცა არ მომიწია იქამდე ლოდინი... დაახლოებით ოთხი საათისთვის, როცა უკვე მთლიანად გამოფხიზლებული ვიყავი, მესიჯი მომივიდა. მობილურს ფრთხილად დავხედე და ეკრანზე სანდრო რომ დავინახე, გამიხარდა. მწერდა რომ ცოტა ხანში ჩემ კორპუსთან იქნებოდა და ჩასვლას მთხოვდა. რატომღაც ამ მესიჯმა ამანერვიულა, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. თუმცა იმაში, რომ უნდა შევხვედროდი, ეჭვი ერთი წამითაც არ შემპარვია. ზედმეტად გაპრანჭვა არასდროს არ მახასიათებდა. არც ახლა გამიკეთებია მაკიაჟი ან სხვა რამე(არადა მარი მაძალებდა ყოველდღე მაკიაჟით მევლო). ჩვეულებრისამებრ ოდნავ დახეული ჯინსები, კეტები და გრძელი სპორტული მაიკა ჩავიცვი. ყოველი შემთხვევისათვის მოსაცმელიც ავიღე და სწორედ მაშინ მოვიდა სანდროს მესიჯიც. მწერდა მოვედიო. - წავედი, - დედას გავძახე და გარეთ გავედი. ორი სართული უცებ ჩავიარე იმის მიუხედავად, რომ ვცდილობდი დრო გამეხანგრძლივებინა. როგორ უნდა შევხვედროდი სანდროს? თუმცა მე ხომ არაფერი დამიშავებია, ცუდი არაფერი მომხდარა და საერთოდ, ნერვიულობის მიზეზი არ მქონდა. მაგრამ ესმოდა კი ეს ჩემ გულს? გამალებით მიცემდა, მეგონა მალე საგულედან ამომივარდებოდა. დასამშვიდებლად რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და სადარბაზოდან გავედი. იქვე სანდრო მელოდებოდა, მივედი და გადავკოცნე. - როგორ ხარ? - უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო. - მე კარგად, მაგრამ შენ რა აჟიტირებული ხარ? - რა, დანაშაულია? თან მიზეზი მაქვს... - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. - არ გამანდობ? - ძალიან დავინტერესდი. - ჯერ არა. ვითომ გაბრაზებულმა ტუჩები გავბუსხე. ჩემს ქცევაზე გაეცინა, ხელი გადამხვია და წინ მიბიძგა. - წამოდი, წავიდეთ. - სად მივდივართ? - ნახავ, თუმცა ისეთი არაფერია. სანდროს ლექსიკონი ზეპირად ვიცოდი. “ისეთი არაფერია” ამბობდა ხოლმე და შემდეგ გაგვაოცებდა. მანქანასთან მიმიყვანა, რომელსაც ხშირად ვხედავდი ხოლმე, მაგრამ არ ვიცოდი ვისი იყო. მგზავრის მხარეს კარები გააღო და ხელით მინიშნა, რომ ჩავმჯდარიყავი. - შენ რა გაგიჟდი? - შევიცხადე მაშინვე. - რატომ? - უცოდველი ბავშვის თვალებით შემომხედა. - შენ გინდა მე ამ მანქანაში ჩავჯდე? და საჭესთან ვინ დაჯდება, შენ? არაა, გამორიცხულია! - ჯიუტად გავაქნიე თავი. - დაწყნარდი, შენს მოტაცებას კი არ ვაპირებ, - თვალი ჩამიკრა. - მართლა? მე კი ზუსტად ეგ ვიფიქრე. უკვე იმაზე ვფიქრობდი, როგორ ამეხსნა ეს ყველაფერი ჩემი მშობლებისათვის, - თვალები გადავატრიალე. ის კი ისევ იცინოდა და ამით უფრო მიშლიდა ნერვებს. - მანქანის მართვა ძალიან კარგად ვიცი. ასე რომ არ იყოს, არ დავჯდებოდი, სიკვდილი არ მინდა ჯერ. - რა დამთხვევაა. მეც არ მიზიდავს იმის იდეა, რომ სულ რაღაც რამდენიმე საათში შეიძლება ცოცხალი აღარ ვიყო. ამიტომ დაანებე თავი ამ მანქანას და სამარშრუტო ტაქსით წავიდეთ მშვიდობიანად. სანდრომ ცალი თვალი მოჭუტა, გვერდულად ჩაიცინა და ჩემკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა. მისი ქცევა საეჭვოდ მომეჩვენა და ამიტომ ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. - არ გაბედოო! - თუმცა გაფრთხილებას აზრი აღარ ჰქონდა, უკვე მანქანაში ვიჯექი, სანდრომ კი მანქანას შემოუარა და მძღოლის ადგილას დაჯდა. ღვედი გავიკეთე და ღმერთს შევთხოვე, რომ მშვიდობიანად გვემგზავრა. - მართლა ასე გეშინია? - ალბათ სახეზე მეტყობოდა. - შენ გეგონა გეხუმრებოდი? - ირონიულად ჩავიცინე. - ისე, პატრულმა რომ გაგაჩეროს რა უნდა ქნა, მართვის მოწმობა ხომ არ გაქვს? - უკანასკნელი მიზეზი მოვიშველიე. - თუ წესებს არ დავარღვევ არ გამაჩერებენ, - თვალი ჩამიკრა და მანქანა დაქოქა. - გეხვეწები ნელა იარე რა, - კნუტის თვალებით შევხედე. - პიკის საათებში რომ გონდოდეს ჩქარა მაინც ვერ ივლი, - დამამშვიდა. მანქანა შემოატრიალა და გზაზე გავიდა. გული მისკდებოდა ისე მეშინოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვამშვიდებდი. სანდრო უპასუხისმგებლო ადამიანი არ იყო. საკუთარი თავის იმედირომ არ ჰქონოდა, არც დაჯდებოდა. გულის ცემა ცოტა დამიმშვიდდა... სანდროს გავხედე, საქარე მინაში სრულიად მშვიდად იყურებოდა. ამან კიდევ უფრო დამამშვიდა და ფანჯარაში დავიწყე ყურება. გზები კარგად არ ვიცოდი, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ სადღაც ქალაქის ბოლოში მივდიოდით. ან საერთოდ ქალაქიდან გავდიოდით... - სანდრო სად მივდივართ? გადმომხედა და ცალყბად გამიღიმა. - ისე ცუდი იდეა არ არის... - რაზე ამბობ? - ვერ მივუხვდი. - შენს მოტაცებაზე, - ისე საყვარლად გაიცინა, ერთი წამით სუნთქვაც კი შემეკრა. - წარმატებები, - ვუთხარი უდარდელად და სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი. ცოტა ხანში კოჯრის გზა ვიცანი. ეს ადგილები კარგად ვიცოდი, რადგან კიკეთში აგარაკი გვქონდა და იქ ხშირად დავდიოდით. მაგრამ ახლა სად მივდიოდით? რა თქმა უნდა მთაწმინდა, აქამდე როგორ ვერ მივხვდი... - მთაწმინდა? - ჯერ კიდევ გაკვირვებული ვიყავი. - ვიცოდი რომ მიხვდებოდი. ცოტაც მოითმინე და ყველაფერს გაიგებ. - არ მითხრა, რომ “ამერიკულ გონკებზე” უნდა დამსვა. ხომ გითხარი, ამისთვის რამდენიმე დღით ადრე უნდა მოვემზადო-მეთქი. ადრე ბავშვებს ადრენალინზე, სიმაღლის შიშზე და ასეთ რაღაცეებზე გვქონდა საუბარი. ვთქვი რომ სიმაღლის არ მეშინოდა და საშიში რაღაცები ყოველთვის მიზიდავდა, როცა ადრენალინი გამოიყოფოდა. მაგრამ “ამერიკულ გონკებზე” დღესაც არ ვმჯდარვარ მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ სწრაფი ვარდნა მაშინებდა. არადა ძალიან მინდოდა, მაგრამ შიშს ბოლომდე მაინც ვერ ვძლევდი. ვფიქრობდი, რომ ადრენალინისაგან და შიშისაგან გული გამისკდებოდა, ამიტომ რისკზე არ მივდიოდი. - მაგაზეც ვიფიქრე, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე. შემეცოდე და სხვა დროისთვის გადავდე. - მაინც ვერ დამსვამ, - ენა გამოვუყავი და ფანჯარაში დავიწყე ყურება. რამდენიმე წუთში მანქანა შესასვლელთან გააჩერა. თვითონ პირველი გადავიდა, მე კი ღვედს ვიხსნიდი, რომელიც არადა არ მემორჩილებოდა. ბოლოს როგორც იქნა გავხსენი, შევბრუნდი რომ კარი გამეღო, მაგრამ სანდრომ დამასწრო და გადასვლაში დამეხმარა. - ნუ, რა გალანტური ხარ, სან. - ჰო აბა, ვცდილობ. ნამდვილი კლოუნია მეთქი გავიფიქრე და ზუსტად მაშინ მოვკარი თვალი კლოუნის მასკას, რომელსაც ქალი ყიდდა. - სან, არ გინდა იყიდო? მოგიხდება, - ხელით ვანიშნე. - თუ ასეა, ერთნარები ვიყიდოთ, - ხელი ჩამკიდა და იმ ქალისკენ წამიყვანა. ვეცადე წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ არ გამომივიდა. სანდრომ მაინც თავისი გაიტანა და ორივესთვის იყიდა კლოუნის მასკა. პარკში ხელდაგადხვეული დავყავდი, გულში მაგრად ვყავდი ჩახუტებული და ოდნავადაც არ მიშვებდა. ჩემთვის უცხო გზით მივდიოდით, მაგრამ სანდროს ბოლომდე ვენდობოდი და უხმოდ მივყვებოდი. ხალხის ნაკადი ნელ-ნელა შეწყდა და მალე ჩვენს გარშემო ერთი ადამიანის ჭაჭანებაც კი არ იყო. ჩვენ კი ისევ არ ვჩერდებოდით... სანდრო წინ მიდიოდა და მეც მას მივყვებოდი... მაგრამ მალე ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი ხედი გადამეშალა თვალწინ და ადგილზე გავშეშდი. ლამაზი ხედები ყოველთვის ჩემი სისუსტე იყო და ძალიან მხიბლავდა, მაგრამ ეს რაღაც საოცარი იყო... აქედან მთელი თბილისი ხელისგულივით მოჩანდა. უდიდესი და უმშვენიერესი სამება კი ყველაფერს ზემოდან დაჰყურებდა და თითქოს მათ იცავდა. როდესაც სამების ტაძარს ვუყურებდი, ტანში ყოველთვის ჟრუანტელი მივლიდა. აქედან კი ის უფრო დიადი ჩანდა, მისი ყურება სულიერად მამშვიდებდა ამდენი კილომეტრის დაშორების მიუხედავადაც. ჩემთვის საკმაოდ ამაღელვებელი პეიზაჟი იყო... ემოციებისგან დატვირთულს აღარ ვიცოდი რა მეთქვა. სანდროს მადლობელი ვიყავი რომ არ მომიყვანა. - საან, დიდი მადლობა რომ აქ მომიყვანე. ულამაზესი ადგილია, საოცრად დამამშვიდა, - სანდროს მადლიერი თვალებით შევხედე და გავუღიმე. - არაფერს. მიზეზიც მაქვს რატომაც მოგიყვანე აქ, - ინტერერსით სავსე თვალებით შევხედე და მიხვდა, რომ თხრობა უნდა დაეწყო. - ეს ადგილი ძალიან მიყვარს. აქ ხშირად ამოვდივარ და ვფიქრობ. ვფიქრობ ყველაფერზე... პრობლემებზე, ცხოვრებაზე... განმარტოებისთვის და საკუთარ თავთან მარტო დარჩენისთვის იდეალური ადგილია. ხშირად მოვდივარ აქ და სიმღერებს ვწერ, გიტარა მომაქვს და ჩემთვის მშვიდად ვღიღინებ. აქ თითქმის არავინ შემიმჩნევია, ცოტამ თუ იცის ეს ადგილი. მიყრუებულ ადგილად ითვლება და ხალხს ეს არ მოსწონს. ალექსის გარდა არავინ არ იცის რომ აქ მოვდივარ ხოლმე. მინდოდა რომ შენც გენახა... სანდროთი გაოცებული და აღფრთოვანებული ვიყავი. ფაქტიურად მან მისი ერთ-ერთი დიდი საიდუმლო გამანდო. და მე ვამაყობდი იმით, რომ მისი ნდობა დავიმსახურე..! - მადლობა, - შთებეჭდილებებისაგან გაბრუებულმა ოდნავ დავიჩურჩულე. - მადლობას რისთვის მიხდი? - ჩემთვის ბევრს ნიშნავს რომ მენდე და საიდუმლო გამანდე. თანაც ეს ულამაზესი ადგილიც მანახე. - ჯერ ყველაფერი ბოლომდე არ მითქვამს, - ისევ ცალყბად ჩაიღიმა და მეც კიდევ ერთხელ ამიჩქარდა გული. - კიდევ რა არის? - საშინლად დავინტერესდი. ხელი მომკიდა და იქვე ბალახზე დამსვა. თვითონაც გვერდით მომიჯდა და ჩემი ხელები მის ხელებში მოიქცია. - ჩვენ გუშინდელ ლაპარაკზე ბევრი ვიფიქრე. უკვე დიდი ხანია ეს უნდა გავაკეთო, მაგრამ რატომღაც თავს ვიკავებდი... გახსოვს ბოლოს რა გითხარი? ისეთი სახე მივიღე, თითქოს ვიხსენებდი. არადა კარგად ვიცოდი რაზეც ამბობდა. მან მითხრა რომ ვუყვარდი... თუმცა ეს სიყვარულის ახსნას ნაკლებად ჰგავდა. - მგონი კი, - ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი სახეზე და ალბათ გავწითლდი კიდეც. - ეს არ გავდა იმას, რაც მე მინდოდა... იცი, გოგოსთვის არასდროს მითქვამს რომ მიყვარდა. თუმცა არც არავინ მყვარებია... ცოტა შეყვარებული რომ არ მყოლია იცი, მაგრამ მათთვის არასდროს არ მითქვამს სიტყვა “მიყვარხარ.” ვიცი, ბევრი ელოდა ამას, მაგრამ ჩემთვის ეს სიტყვა არაა რაღაც ისეთი, რაც შეიძლება ყველას უთხრა... მეგონა ვერ ვიპოვიდი ისეთ გოგოს, რომელიც ამ სიტყვის ღირსი იქნებოდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი... ჩვენს ხელებს ვუყურებდი და მისთვის შეხედვა ვერ გამებედა. გული საშინლად მქონდა აჩქარებული, მძიმედ ვსუნთქავდი... მაგრამ სანდრომ ნიკაპში ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა. მის ულამაზეს თვალებს შევეჩეხე. მისმა მზერამ დამიმონა და თვალს ვერ ვაცილებდი. - ერთხელ გითხარი, რომ ერთი გოგო მიყვარდა, მაგრამ არ ვეუბნებოდი, რადგან მზად არ იყო ამისთვის, გახსოვს? პასუხად მხოლოდ თავი დავუქნიე... - ახლა რომ გითხრა ყველაფერი, მზად ხარ? - კინაღამ წამოვაყრანტალე სულელური შეკითხვაა-მეთქი, მაგრამ ენას კბილი დროულად დავაჭირე. - ერთადერთი გოგო, რომელმაც შეძლო ჩემი გულის აჩქარება და მისი დამონება შენ ხარ. მსოფლიოს ყველა გოგოს შორის შენ ხარ ის ერთადერთი, რომელთან ყოფნაც მინდა და არ დავიღლები, რომ უსასრულოდ გიმეორო თუ რა ძლიერ მიყვარხარ. მიყვარხარ... მიყვარხარ და ჩემი გრძნობა არ შეიცვლება, სანამ ეს გული ძგერს. ხელი მომკიდა და თავის გულზე დაადო. ვგრძნობდი, როგორ უცემდა გული და ამის სიამოვნებას ვიღებდი. ჩემთვის საამური მელოდია იყო მისი ძგერა... - და მე რა უნდა გითხრა ახლა? - გამეცინა. - ის გოგო ძალიან ბედნიერია რომ როგორც იქნა ეს ყველაფერი უთხარი და არ დაიღლება, შენი სიყვარულის სიტყვების მოსმენით, რადგან ზუსტად იგივეს გრძნობს და ახლა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანია. - არა, არ არის, - თავი გაიქნია. გაკვირვებულმა შევხედე. - მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი მე ვარ, - ბავშვივით ენა გამომიყო და გულში ჩამიკრა. - მიყვარხარ... მხოლოდ მაშინ გავბედი ამ სიტყვის წარმოთქმა, როცა არ მიყურებდა და ჩემი სახე მის მხრებში იყო ჩამალული. - შენ ვერც კი წარმოიდგენ მე როგორ მიყვარხარ... თავზე მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი...
| |
|
|
|