ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 15
  • 16
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულზე შეყვარებული

makieთარიღი: ორშაბათი, 2012-04-02, 7:24 PM | შეტყობინება # 16

144
4  +
28  ±
   ±
Offline
vaime ra dzalian tbili tavi iyooo smile smile smile
Quote (bella-vampire)
რომ ყოველთვის არ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ

Quote (bella-vampire)
შემეძლო ერთ წუთში მძიმე როკისთვის მომესმინა, მეორე წუთში კი კლასიკა ჩამერთო.

Quote (bella-vampire)
სიმღერის მხოლოდ სამჯერ მოსმენა მოვასწარი

vaime rogoor mgavs es gogooo biggrin



RoB-dOdთარიღი: ორშაბათი, 2012-04-02, 7:48 PM | შეტყობინება # 17

572
28  +
48  ±
   ±
Offline
თამ !შე მაგარო. რა კარგი ხარ,ჭკვიანი,ჩამოყალიბებული,საყვარელი,ინტელიგენნნტ)) რომ იცოდე რა სიამოვნებით ვკითხულობდი 1წუთის წინ ამას და ეხლაც რ ა ნასიამოვნებელი ვარ !ჰმ.მიყვარს რა ესეთები და მომკალი!აღრფთოვანებული ვარ. ეს სიმღერა კიდე.... ჩავწერე და მოვუსმინე ეხლა კიდე ამეკვიატა ვგრძ ნობ შენნაირად.)) ამდენი გრძნობა რო არის მოყრილი შენთან არ გცხვენია? გაგვინაწილე ცოტა რა.აი პირველ თავზე ლაპარაკი არ მაქვს ! ძალიან ამაღელვა.  მეორე თავის კითხვა კიდე რომ დავიწყე მეგონა ჩემ თავზე დაწერილ მოთხრობას ვკითხულობდი. აი ზუსტტადდ ! მეგობრობაზე რო გეწერა,ეგეთი პერიოდი მქონდ ა ზუსტად. ეს თუ შენ ხარ,დასახჩობი ხარ ! თუ შენი კომპით ვიღაც იპარება თვიზე და დებს. რაღა გითხრა თამ,უნიჭიერესი ხარ და ძალიან ძალიან მიყვარხარ!

I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2012-04-02, 8:17 PM | შეტყობინება # 18
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
tamooo tamoo tamooooo love vaiih love ra tbili situaciaa, mec gamacani eg bavshvebi raa biggrin gitxari mgoni wina fikshi ukve mara kide getyvi rom saxel sandroze vchedav! biggrin ai sashinlad vchedav tan biggrin tbili situacia iyo, chemtvis saocnebo............. eh, dzalian kargi tavi iyo tam, velodebi shemdegs love


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-04-02, 9:07 PM | შეტყობინება # 19

842
83  +
   ±
Offline
makie, chemi tvisebebi shevutavse cota-cota am oersonajs biggrin madlobaaa kiss
RoB-dOd, vaime doood, dzalian didi madlobaaaa kiss mixaria rom simgera shenc mogewona. rogor miyvars ver warmoidgeen...
eg periodi albat yvelas aqvs ase tu ise... vcdilob rac sheidzleba metad davaaxlovo realobastan da 15 wlis mozardis cxovreba avgwero ramdenadac shemidzlia. mec miyavrxar doood kiss
Quote (RoB-dOd)
ეს თუ შენ ხარ,დასახჩობი ხარ !

rato maxrchob? biggrin ras merchiiii :DDD
♥vampiressa♥, naaat kiss aseti situacia chemtvisac saocneboa... dzalian didi bednierebaa, roca yovel sagamos meogobrebtan ertad ase tbilad da mxiarulad atareb. hoo vici daa mec rogor miyvars saxeli sandrooooo love da andria tavistavad :DD

Vampire-Barbieთარიღი: სამშაბათი, 2012-04-03, 8:09 AM | შეტყობინება # 20

352
5  +
7  ±
   ±
Offline
საშინლად კარგი იყო, აღფრთოვანებული ვარ შენი ნიჭიერებით happy


T-MOMSENთარიღი: სამშაბათი, 2012-04-03, 7:06 PM | შეტყობინება # 21

266
15  +
30  ±
   ±
Offline
bella-vampire, mtavar gmirze uzomod var sheyvarebuliii... imitoom rom mis saqcielshi, piqrebshi, azrovnebashi mtlianad chemi tavi amovikitxe... gemovnebac ki ertnairi gvaqvs biggrin misi sulieri mdgomareoba sacorad axlosaa chemtaan happy
uzomood maintereseebs momdevno taaavii... ))
shen ki dzaaliaan nichieri xar, kargad gadmoscem adamianis gancdebs da mkitxvels "swori" kutxit warmouchen yvela mis karg tu cud tvisebas happy aburduli winadadeba gamomivida ragaac maagraam imedia mixvdi rasac vgulisxmobdi biggrin



bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-04-03, 9:37 PM | შეტყობინება # 22

842
83  +
   ±
Offline
Vampire-Barbie, gmadlooobbb shy kiss
T-MOMSEN, kikii, mivxvdi rac igulisxme da dzalian didi madloba aseti sityvebisatviiis:**
bevri adamiani agmochnda, romelic mtavar personajs dzalian gavs. mikvirs, ar megona ase tu iqneboda. axla mivxvdi, rom aset asakshi gogonebis umravlesobas titqmis ertnairi azrovneba aqvt, nu ertnairi problmebi da safiqrali...
momwons, roca chems personajebshi mkitxveli sakutar tavs xedavs, es mgoni ufro sainteresos xdis mistvis motxrobas.... smile

makieთარიღი: სამშაბათი, 2012-04-03, 9:47 PM | შეტყობინება # 23

144
4  +
28  ±
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
es mgoni ufro sainteresos xdis mistvis motxrobas....

getanxmebiii smile smile



eleeთარიღი: სამშაბათი, 2012-04-03, 9:59 PM | შეტყობინება # 24

131
2  +
7  ±
   ±
Offline
bella-vampire, Me sxvanairi var :)))

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-04-03, 10:16 PM | შეტყობინება # 25

842
83  +
   ±
Offline
elee, me is ar mitqvams, rom yvela asetia-tqo. vinc waikitxa umetesobam mitxra, rom dzalian mgavso:)))

RoB-dOdთარიღი: სამშაბათი, 2012-04-03, 10:23 PM | შეტყობინება # 26

572
28  +
48  ±
   ±
Offline
bella-vampire, რატომღაც დავფიქრდი შენს სიტყვებზე და მივხვდი,რომ მართლაც ასეა. რადგან ამდენმა თქვა უკვე რო ძაან მგავსო ესეიგი არის რაღაც ამ ასაკში,რომელიც გ ოგოებს ერთნაირად ემართებათ(სხვაანაირად ვერ ვხსნი აბაა;დ) 
პ.ს ახალ თავს როდის დებ თამუნია? happy happy happy


I Hate This FuCkinG Life <3

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-04-03, 10:27 PM | შეტყობინება # 27

842
83  +
   ±
Offline
RoB-dOd, xo dod, amazec da sxva bevr ramezec damafiqra bavshvebis komentarebma sxvadasxva tavebze da damexmara cxovrebashi ragaceebis gaazreba... mivxvdi rom espersonaji araa mxolod aseti, arada megona...
axal tavs gadavxedav da davdeb malee kiss

aNs_VolTuriთარიღი: სამშაბათი, 2012-04-03, 10:36 PM | შეტყობინება # 28
The Walking Dead
342
36  +
77  ±
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
Chris Daughtry - What About Now

es simgera ar vici am fikistvis aarchia tu shen mogwons mara kargia rom ak es dawere, dzalian mouxda es melodia im shinaars rac giweria smile
rac sheexeba fiks natkvamic maqvs mgoni rom momwons rogorc wer da es tavic momewona, nu me aravin mgavs akedan biggrin



bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-04-03, 10:38 PM | შეტყობინება # 29

842
83  +
   ±
Offline
aNs_VolTuri, ara specialurad ar amirchevia, me miyvars dzalian da zustad im dgeebshi roca am fiks vwerdi, mashin mqonda akviatebuli es simgera da mtavari personajivit viyavi biggrin

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2012-04-03, 10:39 PM | შეტყობინება # 30

842
83  +
   ±
Offline
III თავი


მეორე დღეს სკოლაში მხიარულ ხასიათზე წავედი, შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე ვიყავი. დილით ადრე ადგომაც კი არ დამზარებია, ცხოვრებაში პირველად ჩემით გავიღვიძე ასე ადრე.
მესამე სართულზე ძლივს ავედი, ისეთი მძიმე ჩანთა მქონდა სულ უკან მწევდა. კაბინეტში უცებ შევირბინე, ჩანთა მერხზე დავდე და ოთახიდან ფრთხილად გამოვედი, რომ რომელიმე ბიჭს არ შევჯახებოდი, რომლებიც ჭიდაობდნენ. არ მესმის, როგორ შეიძლება მეათე კლასელმა ბიჭმა უმიზეზოდ იჭიდაოს, ეს მხოლოდ ჩვენს კლასში ხდება და ესეც იმიტომ, რომ ყველა ზედმეტად გადარეული ერთად შეიკრიბა. ტრადიციულად ფანჯარასთან მდგომ გოგოებს მივესალმე სიტყვით, ვერ ვიტანდი ყოველ დილით გადაკოცვნებს. ელემ ხელი ჩამკიდა და გვერდზე ფანჯარასთან გამიყვანა, მარი და ლიზიც გამოგყვნენ. მე რაფაზე მოვკალათდი, ლიზიც გვერდზე მომიჯდა.
- გუშინ რა კარგი იყო, - გაიღიმა მარიამმა და ერთ-ერთი სიმღერა წაიმღერა, რომელიც იქ ვიმღერეთ.
- შენ, ქალბატონო, - მომიბრუნდა ლიზი. - რაზე ლაპარაკობდით შენ და სანდრო?
- ის სიმღერა იმღერა, ხომ? - მკითხა ელენემ.
- რომელი? - ერთად იკითხეს მარიმ და ლიზიმ.
- Chris Daughtry-ს What About Now. ვუთხარი ძალიან მომწონს-მეთქი, თანაც მისი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა აღმოჩნდა, - ვთქვი, ვითომც არაფერი. არადა გულში ძალიან მესიამოვნდა სანდროს ასეთი საქციელი.
- ახლა სანდროს საყვარელი სახელი თამო რომ აღმოჩნდეს,-გადაიხარხარა მარიმ.
- შენ სულ მაგაზე ნუ ფიქრობ, - თვალები დავუბრიალე და თავი გავაქნიე.
ზარი მალე დაირეკა და ჩემდა საბედნიეროდ მალე მოვრჩით ამ უაზრო ლაპარაკს. რაც არ უნდა იყოს, ლიზისთან და მარისთან ერთად თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ, არ შემიძლია ეს გრძნობა დავძლიო... მარისთან ერთ დროს ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, დაქალებიც კი გვერქვა. მაგრამ ჩვენი დაშორება თავისდაუნებურად მოხდა, მეშვიდე კლასის ‘დაქალობა’ სულ გაქრა.
საუბრის დროს ჩემსა და ლიზის შორის დაძაბულობას კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. სულ უბრალო დეტალებიც კი კარგად გამოხატავდნენ იმას, რომ ლიზის არ მოსწონდა მეც რომ მათთან ვიყავი. არც ის მოსწონდა, მე და ელენე რომ დავიწყებდით ერთმანეთში საუბარს, მარი ინტერესით გვისმენდა, ლიზი კი ვატყობდი, რომ იძაბებოდა. სამმა შესვენებამ ასე განვლო, ჰაერშიც კი იგრძნობოდა ეს დაძაბულობა. ვცდილობდი მე არ გამომეწვია ეს, რაც შეიძლება დამთმობი ვყოფილიყავი მასთან, მაგრამ ნელ-ნელა მოთმინების ფიალა მევსებოდა... ჩემი გაბრაზება კი ძალიან საშიშია!
ზუსტად მაშინ, როცა გაცხარებულმა პირი გავაღე რაღაცის სათქმელად, მარის და ელენეს ერთდროულად მოუვიდათ მესიჯები, ამაზე ჩემდაუნებურად გამეცინა და ჩემი სათქმელი ვეღარ ვთქვი.
- ალექსმა მომწერა.
- საბამ მომწერა.
ერთდროულად თქვეს მარიმ და ელემ. ჩემი სათქმელი გადამავიწყდა და ახლა მათზე გადავიტანე ყურადღება, მაგრამ ახლა თუ არ ვიტყოდი რამეს, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ სულ გავჩუმდებოდი...
- ალექსმა მკითხა, დღესაც ხომ გამოხვალთო. შენზე მწერს, კარგი გოგო ყოფილაო, - მე შემომხედა მარიმ.
- ყოფილაო რა, ცუდი ვეგონე? - გავიცინე.
- რას გაიგებ, - თქვა ლიზიმ.
ელე მესიჯს კითხულობდა და თან იცინოდა. მერე მე და მარის შემოგვხედა და ისევ სიცილი დაიწყო.
- თითქმის იგივე ტექსტით საბამ მომწერა მესიჯი.
- ანუ თამომ აღფრთოვანება დაიმსახურა? - თქვა ლიზიმ. არც ეს ნათქვამი არ მესიამოვნდა, რადგან უცნაური, ჩემთვის გამაღიზიანებელი ტონით იყო ნათქვამი. დასაწყნარებლად ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე.
- აბა რაა, ჩემი დაქალია, - გაიცინა ელენემ, მერე მარიმ ხელში ამიყვანა და ისე შემიყვანა კლასში.
- მარიამ გამიშვი! - დავუბღვირე და თავის განთავისუფლება ვცადე, მაგრამ ახლა დერეფანში გამიყვანა და კლასის წინ ჩამომსვა.
- შენ ადამიანი ხარ თუ ბუმბული? - გაიცინა, მე კი დავეჯღანე და უკან მივბრუნდი, კინაღამ საბას შევეჯახე.
- წონასწორობა დავიცვათ, - ხელით დამიჭირა და გადამკოცნა. მერე ალექსანდრეც მოვიდა, იმხელა იყო მე და ელემ ძლივს გადავკოცნეთ. ჩემდა გასაკვირად მათ უკან სანდრო შევამჩნიე, რომელიც ჩვენკენ მოდიოდა.
- პრივეტ ბავშვებო, - ყველა გადაგვკოცნა მე კი გაკვირვებული ვუყურებდი.
- რა იყო თამუშკ? - ღიმილით მკითხა საბამ.
- რა იყო საბუკ და, - სახელზე ყურადღება გავამახვილე. - არ ვიცოდი სანდროც თუ ჩვენს სკოლაში სწავლობდა.
- რა, დავიჯერო ასეთი შეუმჩნეველი ვარ? - გაიცინა მან.
- თავდამბლობით კვდები სან, - გაიცინა ლიზიმ.
- გაიცანით, ეს თვით თავმდაბლობა სანდროა, - თეატრალურად ხელები მისკენ გასწია საბამ, სანდრომ კი საპასუხოდ თავში ხელი წამოარტყა.
- დღეს ხომ გამოხვალთ? - იკითხა სანდრომ.
ელეს გადავხედე, არ ვიცოდი გარეთ ჩავიდოდი თუ არა. მართალია მთელი დღე სახლში ჯდომის იდეა საერთოდ არ მხიბლავდა, მაგრამ წინასწარვე ვგრძნობდი, რომ რაღაცაზე ნერვები მომეშლებოდა და ამიტომ სახლში დარჩენა მინდოდა. არა, სახლში არ მინდოდა! უბრალოდ უსიამოვნებისთვის თავის არიდება მინდოდა, მაგრამ ამავე დროს ბავშვებთან ერთად ყოფნაც მსურდა...
- ნუ უყურებ ეგეთი სახით ელენეს, - იდაყვი გამკრა მარიმ.
- გამოვალთ, აბა რას ვიზამთ, - უთხრა მარიმ.
ამასობაში ზარიც დაირეკა და ყველანი კლასებში დავბრუნდით.
- შვიდზე გამოგივლი და იცოდე მზად იყავი, - მკაცრად გამაფრთხილა მარიმ.
ბოლო გაკვეთილი იყო, ამიტომ ძალიან მიხაროდა, თანაც ვეღარ ვითმენდი როდის მოვშორდებოდი სკოლის შენობას. ელეს გვერდით დავჯექი, მარი და ლიზი კი ჩვენს უკან დასხდნენ. მთელი გაკვეთილი ვლაპარაკობდით, მასწავლებელი კი ჩვენდა გასაკვირად შენიშვნას არ გვაძლევდა.
მარისგან გავიგეთ, რომ სანდრო საბას კლასელი ყოფილა, მეთერთმეტეში იყვნენ ორივე. ალექსანდრე კი ჩვენ პარალელურ კლასში იყო...
ზუსტად შვიდი საათზე როგორც მარიმ გამაფრთხილა, მზად ვიყავი. სახლში მარტო ვიყავი, ამიტომ ცოტა ხნით მარი ჩემთან ამოვიდა, შემდეგ კი ელენეს სახლისკენ დავადექით გზას.
- თამ, სანდრო არ მოგწონს? - შემაპარა მან.
მის კითხვაზე გამეცინა.
- ვაღიარებ, ძალიან სიმპატიურია. როგორც შენ ამბობ, ბევრ გოგოს მოსწონს, მაგრამ მე მასთან მეგობრობა მინდა, ამიტომ არაფერი არ იფიქრო, - თითი დავუქნიე.
- არც ვფიქრობ, - ანგელოზის სახით შემომხედა. - მაგრამ თამ, არავინ არ მოგწონს საერთოდ, რა არის ეს?! სანდრო კი მართლა საყვარელი ბიჭია, თან გუშინ მთელი საღამო შენ გიყურებდა, - თვალი ჩამიკრა.
- გეყო, - შევუბღვირე.
ამასობაში ელესთანაც მივედით. ცოტა ხანში კი ქვემოთ ჩავედით, სადაც ბიჭები გველოდებოდნენ. დღეს უკეთესად გავერთეთ, მეც უფრო თავისუფლად ვიყავი მათთან ერთად. ამდენი სიმღერისგან, მგონი ხმაც დამიმუშავდა-მეთქი ვიცინოდი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, სულ ვიცინოდი, თითქოს მაინც რაღაც მაკლდა. რაც არ უნდა კარგად ვიყო, ყოველთვის მაქვს იმის შეგრძნება, რომ რაღაც მაკლია. არ ვტყუი, როცა ვამბობ, რომ საშინლად უცნაური ხასიათი მაქვს. როცა ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, შეიძლება უცებ უმიზეზოდ მოვიწყინო. ასე დამემართა ახლაც... პატარა ხის კუნძზე ვიჯექი, ავდექი და იქიდან ცოტა მოშორებით გავედი. მინდოდა შეუმჩნევლად გამომსვლოდა ეს ყველაფერი, მაგრამ უკან მათ მზერას ვგრძნობდი. იქვე მდგომ ერთ-ერთ ხეს მივეყუდე, მათ დასანახად მობილური ამოვიღე და მესიჯების თვალიერება დავიწყე. თუმცა ყველა წაშლილი აღმოჩნდა... თვალები დავხუჭე და სუსხი ჰაერი ჩავისუნთქე, მესიამოვნა... სიგარეტის სუნის შემდეგ ნამდვილად სასიამოვნო იყო. უკან ნაბიჯების ხმა გავიგე და მივიხედე, სანდრო იყო.
- რა გჭირს? - გვერდზე დამიდგა და თმა გადამიწია.
- არაფერი, - ნაძალადევად გავუღიმე.
- ვითომ? - ეჭვის თვალით შემომხედა.
მის სახეზე გამეცინა, ოდნავ გავმხიარულდი.
- ისეთი არაფერი, დაქალი მომენატრა...
ნახევრად სიმართლე ვუთხარი. ჩემი დაქალი მართლა ძალიან მენატრებოდა, რომელიც სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. მე კი არც კი ვიცოდი როდის ვნახავდი ისევ. ჩემთვის მხოლოდ ორი ადამიანი არსებობდა, რომლებიც საშუალებას მაძლევდნენ ცხოვრება ნათელ ფერებში დამენახა, ეს ელენე და ელისაბედი იყო. მათ გარეშე თავს არაფრად ვგრძნობდი, ახლა კი ჩვენი ელისაბედის გარეშე ორივეს გვიჭირდა...
- წამოდი, რაღაც უნდა ვიმღერო, - ხელი მომკიდა და ბავშვებისკენ წამიყვანა.
ისევ ჩემს ადგილას დავჯექი, სანდრო კი ოდნავ მოშორებით. გიტარა აიღო და დასაკრავად მოემზადა. პირველი აკორდებითვე მივხვდი, რომ ძალიან ლამაზი მელოდია იყო. შემდეგ კი როცა თვითონ დაიწყო სიმღერა, ყველანი გავისუსეთ, მხოლოდ ცეცხლის ტკაცუნი ისმოდა. საოცრად სასიამოვნო ხმა ჰქონდა... თანაც სიმღერის ტექსტი ისეთი იყო, თვალები ამიცრემლიანდა, დამძიმებული გული უფრო დამიმძიმდა. თვალები სწრაფად დავახამხამე, რომ ტირილი არ დამეწყო.
სანდრო სიმღერას მორჩა. ჩვენ კი ყველანი, გაშტერებულები ვუყურებდით. პირველი საბა მოეგო გონს და ტაშის დაკვრა დაიწყო, დანარჩენებიც ავყევით.
- ეს შენი დაწერილია, ხო? - კითხა საბამ.
- კი, - გაიცინა სანდრომ.
მე, ელემ და ლიზიმ ერთმანეთს გადავხედეთ, სამივეს კმაყოფილი, განცვიფრებული და აღფრთოვანებული სახეები გვქონდა. სანდროთი მართლაც აღფრთოვანებული ვიყავი, ძალიან ნიჭიერი იყო, ამასთანავე კარგი პიროვნებაც. მართალია ჩვენი ნაცნობობის სულ რაღაც მეორე დღე იყო, მაგრამ მისგან იმდენად დადებითი მუხტი მოდიოდა, რომ ცუდს ვერც ვიფიქრებდი. დანარჩენებიც ძალიან კარგები იყვნენ! მიხაროდა, რომ ასეთი ადამიანები ვიპოვე..!
ამის შემდეგ, ბავშვები ყოველ დღე ჩავდიოდით, ცეცხლს ვანთებდით და ვმღეროდით, კიდევ ათასნაირ გასართობს ვიგონებდით... ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, თავისუფლად ვეძახდი მათ ჩემს საუკეთესო მეგობრებს. სანდრო კი... მასთან თითქოს რაღაც განსაკუთრებული მაკავშირებდა, რასაც ვერ ვხსნიდი. ამას ყველასთან ვუარყოფდი, მაგრამ საკუთარი თავის მოტყუება არასდროს მეხერხებოდა. უბრალოდ მასთან ყოფნა მსიამოვნებდა, მასთან სუაბარი და მის ულამაზეს თვალებში ჩახედვა, რომლებშიც ათასი რამ იკითხებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფრის ამოცნობას ვერ ვახერხებდი. საბამაც კი მითხრა, სანდრო სულ შენ გიყურებსო, თუმცა ამის თქმისას სიცილით კვდებოდა.
დრო გადიოდა და არაფერი იცვლებოდა, თუმცა არც მე ვგრძნობდი სანდროს მიმართ რაღაც განსაკუთრებულს, უბრალოდ მისი პიროვნება მხიბლავდა. ზედმეტი ყურადღება ჩემთვის არასდროს მოუქცევია, თუმცა ერთმა შემთხვევამ შეცვალა ყველაფერი...
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 15
  • 16
  • »
ძებნა: