ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულზე შეყვარებული

makieთარიღი: კვირა, 2012-05-13, 1:06 PM | შეტყობინება # 91

144
4  +
28  ±
   ±
Offline
ra chirs chem tamoooos??.. cry cry cry cry cry cry cry cry cry axali tavi male dadee raaa


Crazyთარიღი: კვირა, 2012-05-13, 1:07 PM | შეტყობინება # 92

202
11  +
6  ±
   ±
Offline
axali axali axali mindaaaaaaa : PP


niniko14თარიღი: ორშაბათი, 2012-05-14, 7:53 PM | შეტყობინება # 93

194
3  +
3  ±
   ±
Offline
Axals ar dadeb tamo ?? happy


niniko14თარიღი: ორშაბათი, 2012-05-14, 8:27 PM | შეტყობინება # 94

194
3  +
3  ±
   ±
Offline
smile


bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-16, 11:32 PM | შეტყობინება # 95

842
83  +
   ±
Offline
XII თავი


მეორე დღესაც იგივე განმეორდა, ოღონდ ახლა უკვე მხოლოდ დედა შედიოდა ექიმებთან, მე იშვიათად თუ დამიძახებდნენ. სადღაც, გულის კუნჭულში ეჭვი მღრღნიდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფრის თქმას არ ვაპირებდი. დედა თვითონ მეტყოდა ყველაფერს, ან არადა ჩემით გავიგებდი.
შუა დღისას უკვე თავისუფლები ვიყავით ექიმებისგან. მე გახარებული მოვდიოდი საავადმყოფოდან, რადგან იქაურ სუნს და ექიმების გარემოცვას მოვშორდი. აი დედა კი... მძიმე ნაბიჯებით დადიოდი, რომ შეხედავდი ვერც კი იცნობდი. ჩემი ცნობისმოყვარეობა სადღაც გადავმალე და ენას კბილი დავაჭირე. ახლა ჩემი უაზრო ლაპარაკის დრო არ იყო, მაინც არაფერს მეტყოდა. სამაგიეროდ გეგმა შევიმუშავე, როგორ უნდა გამეგო ყველაფერი.
ჩემი თხოვნით მამიდასთან წავედით, მისი სახლი საავადმყოფოსთან ახლოს იყო. სულ რაღაც თხუთმეტი წუთის სასიარულო იყო, მაგრამ საშინლად დავიღალე, ფეხებს ძლივს ვადგამდი. ალბათ იმის ბრალიც იყო, რომ ნაჭამი არ ვიყავი. სამაგიეროდ როგორც კი მამიდასთან მივედით, მაშინვე მაცივარს მივადექი. მამიდა ახალგაზრდა, გაუთხოვარი ქალი იყო. მისი სილამაზე ყოველთვის მაბრმავებდა, მინდოდა მისნაირი ვყოფილიყავი, ჩემთვის მისაბაძი ადამიანი იყო. სამწუხაროდ არ გათხოვილა. როგორც თვითონ ამბობს, მისი შესაფერისი მამაკაცი ჯერ არ გამოჩენილა. იმედია ოდესმე გამოჩნდება...
- რა ფერქმრთალი ხარ, თამო, - სახეზე მომეფერა ნანი.
- საავადმყოფოდან მოვდივართ, - უთხრა დედამ.
- რატომ? რა მოგივიდა? - დამაყარა კითხვები.
რადგან შვილი არ ჰყავდა, მის მაგივრობას მე ვუწევდი. თანაც მეგობრებიც ვიყავით.
- ისეთი არაფერი, - დავამშვიდე.
ჩემი ნათქვამი არ დაიჯერა და დედას გახედა, მან არაფერი უპასუხა, უბრალოდ თვალებში ჩახედა და მერე მზერა ააცილა. მამიდამ ისევ მე შემომხედა, თვალები დამიბრიალა.
- რა მოხდა ნანიკო? - გავიცინე.
მოსწონდა როდესაც ასე ვეძახდით, ამით ყურადღება გადავატანინე.
ცოტა ხანი დავრჩით, მაგრამ დედამ დაიჩემა წავიდეთო. მეც სხვა რა გზა მქონდა, მამიდას დავემშვიდობე და დედას გავყევი.
სახლში მისულებს არავინ დაგვხვდა, მამა სამსახურში იყო. დედამ საყიდლებზე გასვლა გადაწყვიტა, სია ჩამოწერა და მხოლოდ საფულე წაიღო თან, ჩანთა დატოვა. გამიმართლა! ჩემი გეგმის განხორციელების დროც დადგა... შემოსასვლელი კარი ისე ჩავკეტე, რომ ჩემს გარეშე გარედან ვერ გაეღო. მშობლების საძინებელში შევედი და სკამზე დადებული ჩანთისაკენ წავედი, მაგრამ მისკენ გაწვდილი ხელი ჰაერში გამიჩერდა. რაც ამ დღეების განმავლობაში არ მინერვიულია, ახლა ავნერვიულდი. იქნებ არც ღირს? რა უნდა იყოს ისეთი... შეიძლება ჩემი საქციელი ვინანო კიდეც, მაგრამ ცნობისმოყვარეობასა და ეჭვს რა ვუყო? რაც არის იყოს, მაინც ვნახავ. ჩანთიდან ფორმა ასი ამოვიღე, გვერდზე სავარძელში ჩავჯექი, ფურცლები მუხლებზე დავიდე და ყურება დავუწყე. ისევ ვორჭაფობდი... შეიძლება აქ ის ეწერა, რასაც ჩემი ცხოვრება უნდა შეეცვალა, მაგრამ მეორე საკითხი იყო ის, თუ რა მხივ შეცვლიდა? დედას ისეთი დამწუხრებული და შეშინებული სახე ჰქონდა, რომ კარგი არაფერი ეწერებოდა. თუმცა გადავწყვიტე ყველაფერი ჩემით გამეგო, ასე უკეთესი იქნებოდა. პირველი ფურცელი გადავშალე, როცა ჩემმა მობილურმა დარეკა. ეკრანისთვის არც შემიხედავს, ისე ვუპასუხე.
- როგორ არის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი გოგო? - სანდრო იყო.
მის ნათქვამზე გამეცინა. ჩემს თავს ,,ყველაზე ლამაზად” არ ვთვლიდი, მაგრამ ალბათ მართალია, როცა ამბობენ, სიყვარული აბრმავებსო.
- მე კარგად, შენ როგორ ხარ?
- ცუდად.
- რა გჭირს? - შემეშინდა.
- მომენატრე.
მის ნათქვამზე გამეცინა.
- რა გაცინებს?
- მე რამე სერიოზული მეგონა.
- შეყვარებულის მონატრება სერიოზული არ არის?
- ჰო, კარგი, კარგი, - დავნებდი.
- რას აკეთებ?
- ტელევიზორს ვუყურებ, - რაც თავში მომივიდა, ის ვთქვი. ხომ ვერ ვეტყოდი, ჩემი ავადმყოფობის ანკეტას ვათვალიერებ-მეთქი.
- რა გადის? - ჩამეძია.
- ტიტანიკი, - არა, მაინც რამ გამახსენა ეს? არადა არ მიყვარს ეს ფილმი...
- შენ ხომ ვერ იტან ტიტანიკს.
- მართალია, მაგრამ ახლა შემთხვევით გადავრთე ამ არხზე და მერე შენც დარეკე.
- რა არხია?
- არ ვიცი, რაღაც უცხოურია.
- ჩამონათვალში ნახე, - არ მეშვებოდა.
- სანდრო რა გჭირს?
- რა უნდა მჭირდეს? - კითხვა დამიბრუნა.
- კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ, - გავბრაზდი. - რა დაკითხვას მიწყობ? რა მოხდა?
- რა უნდა მომხდარიყო? უბრალოდ მაინტერესებდა, - უდანაშაულოს ხმით მითხრა.
საუბრის დროს ანკეტის ფურცლებს უაზროდ ვშლიდი, მხოლოდ თვალს შევავლებდი და ისევ გადავფურცლავდი. ვერაფრის წაკითხვას ვერ ვასწრებდი, მაგრამ ჩემი თვალები მაინც და მაინც ბოლო ფურცელზე შეჩერდნენ.
- ღმერთო, - ჩავიბუტბუტე და ხელი პირზე ავიფარე, რომ არ მეყვირა.
- რა მოხდა? - შეშფოთებული ხმა ჰქონდა სანდროს, მაგრამ მას აღარ ვაქცევდი ყურადღებას. მთელი გონება ფარატინდა ფურცლისკენ მქონდა, რომელზეც ის ეწერა, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.
- მე... მე... ეს ხომ... ღმერთო, შეუძლებელია... - გაუაზრებლად ვბუტბუტებდი, თვალებიდან ცრემლები მსდიოდა.
- რა მოგივიდა? თამუნა!
- არა, არაფერი... - ძლივს ამოვისლუკუნე.
- ახლავე მოვდივარ შენთან!
- არა, არ მოხვიდე! აი, კარებზე დააკაკუნეს და დედა იქნება. მე კარგად ვარ, დამშვიდდი, - უცბად გავუთიშე.
ტელეფონი ხელიდან გამივარდა და სადღაც დაეცა, ყურადღება არც მიმიქცევია. ისევ იმ ფურცელს ვუყურებდი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, ამაზე ვერასდროს ვიფიქრებდი...
როგორღაც შევძელი და წამოვდექი, ჩემს საძინებელში შევედი და კუთხეში ჩავიკუზე. ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. ვერს შიშს, ვერ გულდაწყვეტას, ვერც ბრაზსს... ყველანაირი ემოციის შეგრძნება დავკარგე. მხოლოდ ტირილი შემეძლო და ვტიროდი, მთელი ძალით, გაუჩერებლად...
ალბათ დიდი ხანი გავიდა, როცა წამოდგომა შევძელი. ცრემლები გამითავდა... სახეზე ცივი წყალი შევისხი, ოდნავ გამომაფხიზლა. საათს დავხედე, დედა უკვე უნდა მოსულიყო, მაგრამ ალბათ ისევ ვიღაც ნაცნობი შეხვდა და მასთან ერთად ლაპარაკობდა. მაგრამ... მან ხომ უკვე ყველაფერი იცი? და... ეს როგორ გადაიტანა? მის სახეზე ნათლად ჩანდა ტკივილი, მაგრამ ეს? ეს ალბათ ყველაზე დიდი სასჯელია დედისთვის. მე მის ადგილას ვერ გადავიტანდი, გავგიჟდებოდი. თურმე რა ძლიერი ყოფილა დედიკო. ყველა დედა ძლიერი თუნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის უკვე დედაა. მართალია არ გამოხატავს, მაგრამ ვიცი, ჩუმად იტანჯება და ეს კიდევ უფრო მიკლავს გულს. ნეტავ რომელი ჩვენგანი უფრო მეცოდება? მე წავალ. ის კი დარჩება და ტკივილით მოუწევს ცხოვრება. მე ვეღარაფერს ვიგრძნობ, მას კი სულ გავახსენდები და წყლიან თვალებში ცრემლი ჩაუდგება. მას ჩემი ნახვა მოუნდება, სურათებს დახედავს. მე კი... მე მაინც დავინახავ ჩემს ყველა საყვარელ ადამიანს.
სასწრაფოდ ჩავიცვი გრძელი ბოლოკაბა, ფული ავიღე და სახლიდან გავედი. ყველაზე მეტად დამშვიდება მჭირდებოდა. სახლში სიმშვიდეს ვერ ვიპოვიდი. ერთადერთი ადგილი, სადაც ტკივილსა და ნაღველს ვემალები, ეს ეკლესიაა. სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ და ყველა ამქვეყნიური დარდი მავიწყდება. ვგრძნობ რომ დაცული ვარ.
სადარბაზოდან გასულს დედა შემხვდა.
- სად მიდიხარ? - მკითხა დაბნეულმა.
- დე, ეკლესიაში მინდა წასვლა. მობილური არ წაგიღია, შემოსასვლელში მაგიდაზე ფურცელი დაგიტოვე. მალე დავბრუნდები.
- კარგი, როგორც გინდა.
თვალები აუცრემლიანდა და გამეცალა. რაც ძალა მქონდა მოვიკრიბე და ეკლესიისკენ წავედი. შორს არ იყო და ამიტომ ფეხით გასეირნება ვამჯობინე, სუფთა ჰაერი მჭირდებოდა.
უკვე საღამო იყო, ეკლესიაშიც ორად-ორი ადამიანი იყო, ლოცულობდნენ. ალბათ მათი ახლობლების კარგად ყოფნას შესთხოვდნენ ღმერთს. მე რა უნდა შევსთხოვო? ალბათ ის, რომ ჩემი წასვლის შემდეგი ძალიან არ დაიტანჯნონ... სანთლების გამყიდველს მამაოზე ვკითხე, თურმე მისი ერთ-ერთი შვილი ცუდად გამხდარა და იქ წასულა. გულის მანკით იყო დაავადებული სულ პაწაწინა ბავშვი და ამით იტანჟებოდა. მასთან შედარებით მე რა მაქვს სათქმელი? თხუთმეტი წელი ვიცხოვრე და ცხოვრებას საკმაოდ გავუგე გემო. ვიპოვე ერთგული მეგობრები, პირველი და უკანასკნელი სიყვარული-სანდრო. ალბათ დასაწყისში ძალიან დაიტანჯება, მაგრამ დრო უშველის ყოველთვის. ნელ-ნელა დამივიწყებს კიდევაც, სხვა შეუყვარდება და მასთან ერთად იქნება ბედნიერი. მე იმითაც ბედნიერი ვარ, რომ სიყვარულზე შეყვარებულ გოგონას უფალმა მისცა შანსი, რომ ცოცხალი ადამიანი შეყვარებოდა და არა მხოლოდ გრძნობა.
ეკლესიაში შევედი, ხატებს ვემთხვიე და სანთელი დავანთე. ვლოცულობდი და თან ცრემლები მსდიოდა, ვერ ვჩერდებოდი... არ მჯეროდა რომ სულ მალე ყველაფერი დამთავრდებოდა, მზის სხვის ვეღარ ვიხილავდი.
შვიდი, მხოლოდ შვიდი თვე...

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-16, 11:37 PM | შეტყობინება # 96
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
შვიდი, მხოლოდ შვიდი თვე

chatvale mkvdari xar tamuna! ra aris googoo eees aaaa?



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-16, 11:41 PM | შეტყობინება # 97

842
83  +
   ±
Offline
♥vampiressa♥, winadadebaa biggrin biggrin

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-16, 11:53 PM | შეტყობინება # 98
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bella-vampire, dagerxa! biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

nati_cullenთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-17, 0:03 AM | შეტყობინება # 99

400
9  +
30  ±
   ±
Offline
rame cudad gavige tu ragac ameria mgoni xo?natias vemuqrebodi dacva aiyvanetqo da shen uaress elodo jobia :((( ra miqeni ees :@@ memgoni girchevnia shecvalo an qna ragaca :@@ biggrin


Crazyთარიღი: ხუთშაბათი, 2012-05-17, 0:04 AM | შეტყობინება # 100

202
11  +
6  ±
   ±
Offline
vaime sad sad sad sad vaime cudat var : ((( rato chirs? angry an ra chirs? angry an ristvis? angry angry au tamooo : ((( shemdegi dade ra : ((vaime ra codoa : (((


bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2012-05-18, 5:01 PM | შეტყობინება # 101

842
83  +
   ±
Offline
ar chamqolot, torem shemdeg tavs ver egirsebit biggrin biggrin
jer me tvitonac ar vici ras vizam. :DDD imedia dges sagamostvis movaswreb axali tavis daweraaas :*:**

niniko14თარიღი: პარასკევი, 2012-05-18, 7:20 PM | შეტყობინება # 102

194
3  +
3  ±
   ±
Offline
Dedaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa eeeeeeeeeeeeee cremlebii wamskda amiiis :\ raari kaco is mainc vicodee ra chirs :\\ ox ra intrigani xar biggrin :))) male dade b shemdegs ??


RoB-dOdთარიღი: პარასკევი, 2012-05-18, 8:50 PM | შეტყობინება # 103

572
28  +
48  ±
   ±
Offline
angry თამო!ჩვენი სიკვდილი თუ გინდა თქვი ეხლავე cry sad sad

I Hate This FuCkinG Life <3

bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-05-20, 5:13 PM | შეტყობინება # 104

842
83  +
   ±
Offline
XIII თავი


ჩემს განაჩენთან შეგუება გამიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ამ სიტუაციიდან არანაირი გამოსავალი არ არსებოდა, ჩემი მომავალი უკვე გადაწყვეტილი იყო. არადა ამ დაავადების ყოველთვის მეშინოდა, ნათესავებში საკმაოდ გავრცელებული იყო. მგონი ყველაზე კარგად ამ დაავადებაზე მქონდა ინფორმაცია და ისიც ცოცხალი მაგალითებისაგან. ახლა კი ყველაფერს საკუთარ თავზე გამოვცდიდი. ნეტავ სიმპტომებით როგორ ვერ მივხვდი? მაგრამ ამბობენ, რომ დაავადებულ ადამიანებს ფსიქოლოგია ისე უყალიბდებათ, რომ ფიქრადაც არ გაივლებენ, რომ ავადმყოფობა სჭირთ და სიკვდილი სულ მალე მოაკითხავთ. ალბათ მეც ასე ვიყავი, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ რაიმეთი ვიქნებოდი დაავადებული და მალე მოვკვდებოდი, მინდოდა ეს მცოდნოდა. ადამიანების უმრავლესობას იმის გაგება რომ მალე მოკვდებიან, დეპრესიაში აგდებთ. მე კი მირჩევნია ვიცოდე როდის მოვკვდები, რომ ყველაფრის გაკეთება მოვასწრო. თუმცა ამის მიუხედავად მაინც დამრჩება აუხდენელი ოცნებები და სურვილები. რამდენი რამ ჩავატიო შვიდ თვეში? მხოლოდ შვიდი თვე... შვიდი საოცრად რთული თვე. საერთოდ ვის უნდა ვუთხრა ამის შესახებ? არ მინდა მათ თვალებში სიბრალული დავინახო, ჩემი თავი თვითონ არ მეცოდება. მე უბრალოდ გული მწყდება, რომ ვერ ვნახავ იმ ადგილებს, რომლების ნახვაც ჩემი ოცნება იყო. ვერ ვნახავ პირამიდებს, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს და ახლაც მედგრად დგანან. აქლემზე შემჯდარი ვერ გავისეირნებ უდაბნოში იმის შესამოწმებლად, ქვიშაში მართლაც თუ შეიწვება კვერცხი. ვენეციაში გონდოლით ვერ გავისეირნებ და წყალში ვერ ჩავყვინთავ, რომ ვნახო როგორ დგანან შენობები წყალში. ბერმუნდის სამკუთხედი-ეს ყველაზე დიდი საიდუმლოა. იქნებ უკანასკელ დღეებში ვცადო და გავფრინდე იქ? რისკი მინიმალური იქნება ჩემთვის, ბოლოს და ბოლოს მაინც მოვკვდები. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენიმე დღით ადრე თუ გვიან? მინდოდა უძველესი მაჩუ-პიკჩუს-,,ინკების დაკარგული ქალაქის” ნანგრევების დათვალიერება, ინკების ხიდზე დადგომა და იქიდან უმშვენიერესი მდინარის, ურუბამბამას ხეობის ყურება. ვერსალის სასახლე... მადლობა “მეფე მზეს” რომ ის ააგო. ამაზონის ტროპიკული ჯუნგლები და ალიგატორები... ტაჯ-მაჰალი ინდოეთში...
ღმერთო, რამდენი რამის ნახვა მინდა და ეს ჯერ კიდევ არ არის სრული სია. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ რომ აქედან ვერაფერს ვერ ვნახავ. შვიდი თვე ამ სიის ასრულებისათვის არარსებულად ცოტაა. ღამდენი რამ უნდა გავაკეთო რომ იმქვეყნად დამშვიდებული წავიდე. დამშვიდებული იმით, რომ რისი შესაძლებლობაც მქონდა ყველაფერი გავაკეთე და ჩემს ცხოვრებას ფუჭად არ ჩაუვლია.
თითქმის ყველას უკვირს ის ფაქტი, რომ 15 წლის თინეიჯერს ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის, მაიამის, ლას-ვეგასისა და სხვა ამდაგვარი, თანამედროვე ქალაქების ნახვა არ მინდა. რა თქმა უნდა უარზე არც ამაზე ვარ, მაგრამ ვგიჟდები ანტიკურ ხანაზე და მიყვარს იმ დროიდან შემონახული ყველაფერი.
თუმცა რისი გაკეთებაც შემიძლია, მის ასასრულებლად უკან არ დავიხევ. შემიძლია გადმოვხტე პარაშუტით, თუნდაც სიმაღლე არ იყოს ისეთი, როგორიც მე მინდა. შემოვიარო საქართველოს ის კუთხეები, რომლებიც არ მაქვს ნანახი(თუმცა ასეთი ცოტაა). ვიცეკვო ტანგო წვიმაში და ვიყვირო რომ ბედნიერი ვარ იმის მიუხედავად, თუ რამდენი ადამიანი მიყურებს. ჩემი შიშის მიუხედავად დავჯდე ,,ამერიკულ გორკებზე” და ,,მეგა-დაცემაზე.” ვისწავლო გიტარაზე დაკვრა... შვიდი თვე ამ და სხვა, უფრო შესაძლებელი სურვილების ასასრულებლად საკმარისი იქნება.
მაგრამ ახლა ყველაზე ძნელი ნაბიჯი უნდა გადავდგა. ჩემს მშობლებს ვუთხრა რომ ყველაფერი ვიცი და არ მეშინია. როცა დამინახავენ რომ მე ძლიერი ვარ, მათაც მოემატებათ ძალა და გამძლეობა.
კვირა დღე იყო, დედიკოც და მამიკოც სახლში იყვნენ. მე ჩემს ოთახში ვიყავი, ისინი მისაღებში ისხდნენ და რაღაცაზე ჩუმად საუბრობდნენ. ეს ,,რაღაც” კარგად ვიცოდი რაც იყო. მათთან გავედი თუ არა, მაშინვე შეწყვიტეს საუბარი. ჩემი მშობლების სახეები რომ დავინახე ტირილი მომინდა, მაგრამ თავი შევიკავე.
- თამუნა, შენთან სალაპარაკო გვაქვს, - მითხრა მამამ.
- მეც, მაგრამ თქვენ დაიწყეთ.
- მოკლედ, გადავწყვიტეთ გერმანიაში წაგიყვანოთ.
- რა? - საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი.
- თამო შენ... მოკლედ, ცოტა ხნის წინ გავიგეთ რომ... - სიტყვებს ეძებდა დედა.
- ვიცი რაც მჭირს, - მოკლედ ვუთხარი. ორივეს თვალები გაუფართოვდა, არ ელოდნენ.
- რაზე ამბობ?
- ვიცი რომ თავში სიმსივნე მაქვს და სულ რაღაც შვიდი თვე დამრჩა.
დედამ წამოიკივლა და ტირილი დაიწყო. მამა გაკვირვებული სახით მიყურებდა, ბოლოს მოვიდა და ჩამეხუტა.
- ასე მშვიდად ხარ?
- ჰო. ნერვიულობას რა აზრი აქვს? ამ შვიდ თვეს როგორც მე მინდა ისე გამოვიყენებ, სიცოცხლით დავტკბები.
მამას თვალზე ცრემლი მოადგა, მაგრამ როგორც ნამდვილმა ვაჟკაცმა, შეიკავა და ძალიან თბილად ჩამიხუტა.
- დე, - მის წინ ჩავიმუხლე და ხელი ჩავკიდე.
- ძლიერი უნდა იყო. ხომ ხედავ, მე როგორ ვარ? წინასწარ ადამიანის დატირება ცუდი ნიშანი რომ არის არ იცი? - საყვედურიანი თვალებით შემომხედა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. - ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით, დედამიწა უბრალოდ მოსაცდელი დარბაზია. ნამდვილი ცხოვრება იქაა... მე უბრალოდ ნაკლები ლოდინი მომიწია, - რაც შემეძლო გავუღიმე. ჩემი თავის მიკვირდა, საიდან ამდენი გამბედაობა და ძალა?
- ჩემი ძლიერი გოგო, მოდი, - ტირილით თქვა დედამ და ჩამიხუტა.
ამ სურათზე მამამ თავის შეკავება ვეღარ შეძლო და ერთი ცრემლი მაინც ჩამოუგორდა, რომელიც მაშინვე მოიწმინდა. ჩვენთან მოვიდა და ორივე ჩაგვიხუტა.
დღეები დღეებს მისდევდა, მე ვცდილობდი არ შევცვლილიყავი და ისევ ძველ თამოდ დავრჩენილიყავი, მაგრამ ერთი რაღაც მაინც შეიცვალა. ყველაფრის დაფასება ვისწავლე. ცხოვრებისგან თითოეულ წამს ვიჭერდი და გონებაში ღრმად ვიბეჭდავდი. დღევანდელი დღით ვცხოვრობდი და ყოველ წამს ვიღიმებოდი. დასანანი ის არის, რომ როცა სიკვდილი მომიახლოვდა, მხოლოდ მაშინ მივხვდი რა მშვენიერია სიცოცხლე და რა უბედურია ის ადამიანი, რომელიც მას ვერ აფასებს.
ახლა უფრო ხშირად დავდიოდი ეკლესიაში, ვეხმარებოდი მამაოს და გაჭირვებულ ბავშვებს, რომლებიც თავშესაფარში არიან. მათი დანახვისას კიდევ უფრო ვაფასებდი ჩემს ცხოვრებას და არაფრად ვაგდებდი იმ ფაქტს, რომ მალე სიკვდილი მელოდა. მე თხუთმეტი წელი ვიყავი ბედნიერი ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში, ისინი კი დაბადებიდანვე დაუცველები იყვნენ. არ იცოდნენ რა იყო ნამდვილი, ლაღი ბავშვობა.
ვცდილობდი ყველა ნაცნობთან კარგი ურთიერთობა მქონოდა. ლიზისთანაც აღარ მქონდა ისეთი დაძაბული ურთიერთობა, ნეიტრალურად ვიყავით. სანდროს ეს ახარებდა და უკვირდა კიდეც, მაგრამ კმაყოფილი იყო ჩემი ცვლილებით. ახლა ერთი წუთითაც არ ვიწყენდი, ვმხიარულობდი და სხვასაც ვამხიარულებდი. უცნაურია მომაკვდავი ადამიანის ასეთი ქმედება, მაგრამ მე ასე უფრო მიადვილდებოდა იმასთან შეგუება, რომ მალე სიკვდილის ხელი მეც შემეხებოდა და გამოვესალმებოდი სიცოცხლეს.
ჩემი დაავადების შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. ძირითადად ნათესავებმა და ელემ. არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ შემთხვევით გაიგო. საშინელი რეაქცია ჰქონდა, დედაჩემივით ყოველდღე ტირილისგან დასიებული თვალებით დადიოდა. ორივეს ვსაყვედურობდი, მაგრამ მაინც არ მიჯერებდნენ და თავისას განაგრძობდნენ. გული მტკიოდა რომ ყველაფერი ჩემს გამო ხდებოდა. თბილისში ცოტა ხნით ჩამოვიდა ელისაბედი. ისე მიხაროდა, ჭკუაზე არ ვიყავი. ორი კვირით რჩებოდა, მაგრამ მე და ელემ გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ხანში ჩვენ ჩავაკითხავდით. არ მყოფნიდა ის დრო, რასაც მასთან ერთად ვატარებდი. ვიცოდი რომ მალე საერთოდ ვეღარ ვნახავდი, ამიტომ მასთან, სოფელში ხშირად ჩასვლა გადავწყვიტე, რაზეც საბედნიეროდ დამეთანხმნენ მშობლები, ჩემი ესმოდათ.
ჩემი ამბავი სამწუხაროდ ელისაბედმაც გაიგო, ჩემი და ელეს საუბარი მოისმინა. მისთვის საშინელბა იყო იმის გააზრება, რომ კიდევ ერთხელ დაკარგავდა საყვარელ ადამიანს, ძმა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა.
ხშირად ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა სანდროსთვის. სიმართლის თქმას არაფრის დიდებით არ ვაპირებდი, მაგრამ შესაბამის ტყუილსაც ვერ ვიფიქრებდი. მშობლებმა კი უკვე გადაწყვიტეს ჩემი გერმანიაში გაგზავნა. საშინლად არ მინდოდა, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი. ჯერ ერთი, არასრულწლოვანი ვიყავი. მათი მესმოდა, შვილის გადარჩენას ცდილობდნენ და მესამე-ყველა მთხოვდა წავსულიყავი და ბედი მეცადა.
ჩემი მეგობრებისა და ნათესავების მიტოვება არ მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე და ჩემს მშობლებს დავემორჩილე, როცა მამაოს ველაპარაკე და წასვლა მირჩია.
ყველაზე ძნელი სანდროსთან დამშვიდობება იყო, რა უნდა მეთქვა? გული გამალებით მიცემდა, როცა მასთან შესახვედრად მივდიოდი, რომ ჩემი წასვლა მეცნობებინა.

viku-vukuთარიღი: ორშაბათი, 2012-05-21, 2:14 PM | შეტყობინება # 105

397
10  +
12  ±
   ±
Offline
bella-vampire, aseti gveli rato xar! angry angry angry angry angry dade shemdegi taviiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii saswrafod mesachiroebaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

ძებნა: