სიყვარულზე შეყვარებული
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: სამშაბათი, 2012-04-03, 11:21 PM | შეტყობინება # 31 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-04, 8:19 PM | შეტყობინება # 34 |
842
Offline
| IV თავი
რაც ბავშვები გავიცანი, დაახლოებით ერთი თვე იყო გასული. ახლა ყველანი ისევ ცეცლის გარშემო ვისხედით და ალექსის ლექსებს ვუსმენდით. მათით აღფრთოვანებული ვიყავი. ყველანი იმდენად ნიჭიერები, შემოქმედებითები და დადებითი პიროვნებები იყვნენ, რომ სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, მიხაროდა რომ ასეთი ადამიანები გავიცანი. ყოველ საღამოს ძალიან კარგად ვერთობოდით. ამ ბოლო დროს კი ბიჭებმა პოეზიის საღამოების მოწყობა გადაწყვიტეს, თავიანთ შემოქმედებას გვაცნობდბენ... ახლაც სანდრო კითხულობდა თავის ახალ ლექსს, რომელიც როგორც თვითონ თქვა, ორი დღის წინ დაწერა. ლექსი გამომშვიდობებაზე იყო, ჩემთვის საკმაოდ უცნაური შინაარსის... ყველას ძალიან მოგვეწონა, ნელ-ნელა უფრო ვმხიარულდებოდით, მაგრამ სანდრო მოწყენილი იყო, ეს კი ძალიან მიკვირდა. ძირითადად სულ კარგ ხასიათზეა ხოლმე. - მივდივარ, - თქვა უცებ, როცა ყველანი წამით გავჩუმდით. - სად? - ერთად წამოიყვირეს ბიჭებმა. - ბათუმში, რაღაც პრობლმები აქვს მამაჩემს და ჩემი დახმარება სჭირდება, - თავი ჩახარა. გულში რაღაცამ გამკრა, არ მინდოდა რომ სანდრო წასულიყო. როგორ გამეძლო მისი ხუმრობების და რაც მთავარია-მისი ხმის გარეშე? - რამდენი ხნით მიდიხარ? - ჰკითხა მარიმ. - მაქსიმუმ ორი კვირით, მალე ჩამოვალ, - ნაძალადევად გაიღიმა. ეტყობოდა, რომ არც მას უნდოდა წასულიყო. კარგი ხასიათი უცბად ყველას გამოგვეცალა, მაგრამ ვცდილობდით არ შეგვემჩნია. გვინდოდა სანდრო მხიარულად გაგვეცილებინა. შიგნით, ღრმად, თითქოს რაღაც ამტკივდა. არ მინდოდა სანდროს გაშვება, მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი, რომ მე ვერაფრით შევაჩერებდი. უკვე ათის ნახევარი იყო, საკმაოდ ჩამოღამდა და გოგოებმაც სახლებში წასვლა გადავწყვიტეთ. როგორც ყოველთვის, ბიჭებმა ყველანი მიგვაცილეს. გამომშვიდობებისას ყველანი გადავკოცნე, სანდროს კი გადავეხვიე, მან კი მაგრად ჩამიკრა გულში. ყველაზე ნაკლებად მინდოდა, რომ მისთვის ხელი გამეშვა და სახლში ავსულიყავი, ის კი აქ დარჩენილიყო და ხვალ უკვე ჩემგან ასე შორს, ბათუმში წასულიყო... მაგრამ თავს ძალა დავატანე, სანდროს უცებ მოვშორდი, ბიჭებს ხელი დავუქნიე და სადარბაზოში უცებ გავუჩინარდი... სანდროს გარეშე დღეები ზლაზვნით მიდიოდა, თითქოს გარეთ გასვლის სურვილიც გამიქრა, იქ ხომ სანდროს ვეღარ ვნახავდი. ეს ყველაფერი კი ძალიან მეუცნაურებოდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ მენატრებოდა სანდრო ასე საშინლად. მის ამბებს ბიჭებისგან ვიგებდი, ერთმანეთს ძალიან იშვიათად ვწერდით. იმედი მქონდა, რომ მის არყოფნაში მაინც გავერკვეოდი, თუ რას ვგრძნობდი სინამდვილეში... მე და ელე მის სახლში მარტონი ვიყავით, ის კომპიუტერთან იჯდა, მე კი დივანზე ვიყავი მოკალათებული და მის დღიურს ვათვალიერებდი. - არ გინდა რაღაც მითხრა? - უცებ შემომიბრუნდა ელენე. - რას გულისხმობ? - ვერ მივუხვდი. - იმას, რომ რაც სანდრო წავიდა თითქმის სულ მოწყენილი ხარ, რითი ახსნი ამას? - თვალები დამიბრიალა. მის ქცევაზე გამეცინა. ისე მიყურებდა, თითქოს მე დამნაშავე ვიყავი, ის კი დეტექტივი, რომელც ცდილობდა ჩემთვის სიმართლე ეღიარებინა. - რითი უნდა ავხსნა? - გამეცინა. თავი ოდნავ გვერდზე გადაწია, თვალები უარესად დამიბრიალა ისეთი სახე მიიღო, რომ მივხვდი, ჩემგან სიმართლეს ელოდა. - უკვე ერთ კვირა გავიდა, რაც წავიდა, მე კი ძალიან მენატრება. თუმცა ერთი მხრივ კარგიცაა ეს, გავერკვევი სინამდვილეში რას ვგრძნობ, ან ვგრძნობ თუ არა რამეს, იქნებ ეს უბრალოდ მიჩვევაა, ან სულაც უბრალოდ მოხიბლული ვარ მისით, ის ხომ თითქმის ისეთი ბიჭია, როგორსაც სულ ვეძებ. - და იქნებ იპოვე კიდეც? - გამომცდელი მზერა მომაპყრო ელემ. - არა! - მაშინვე ვიუარე. - არ მინდა, სანდრო როგორც მეგობარი დავკარგო, ამიტომ სულაც არ ვარ აღფრთოვანებული იმ იდეით, რომ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება შემიყვარდეს. - რატომ გგონია, რომ დაკარგავ? ეს რთული საკითხი იყო... ყველაზე მეტად ის არ მინდოდა, რომ რომელიმე მეგობარი შემყვარებოდა. ვიცოდი, ამ შემთხვევაში მასთან ისე ახლოს ვეღარ ვიქნები და ნელ-ნელა ჩვენს შორის ბზარები გაჩნდებოდა. მე კი სანდროს დაკარგვა არ მინდოდა..! საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ მის მიმართ არაფერს არ ვგრძნობდი და ეს უბრალოდ მეჩვენებოდა, მაგრამ გული სულ სხვას მეუბნებოდა... იმ შემთხვევაშიც კი, თუ სანდრო ჩემს მიმართ რამეს გრძნობდა, რა უნდა მექნა? ოცნების კოშკების ტყუილად აგება არ მჩვევია, რამდენი ხანი ვიქნებოდით ერთად? და მერე უცებ... ერთმანეთი რომ დავკარგოთ, ყველანაირად... ვიცი, რომ ამას ვერ გადავიტან! ალბათ უცნაურია, მაგრამ მირჩევნია სრულიად უცნობი ადამიანი შემიყვარდეს, როგორც ელეს მოუვიდა და არა საუკეთესო მეგობარი. ელენე ჩემს პასუხს ელოდა, მაგრამ ზარის ხმა გავიგეთ, მარი და ლიზი მოვიდნენ. ამიტომ ჩვენი საუბარი გადაიდო, მაგრამ კარგად ვხვდებოდი, რომ ელენე ასე არ მორჩებოდა ამ საკითხზე საუბარს. მის ჩამოსვლამდე უკვე ერთ კვირაზე ნაკლები იყო დარჩენილი, ბოლო დღეები თითქოს ჩემს ჯინაზე საშინლად იწელებოდა. ისევ გაურკვევლობაში ვიყავი, არავითარი შვება არ მომგვარა მისმა წასვლამ, პირიქით! ამ ორი კვირის განმავლობაში, მისმა მონატრებამ ამატირა კიდეც. მხოლოდ ერთხელ წამომივიდა მის გამო ცრემლები და თავს პირობა მივეცი, რომ ეს პირველი და საბოლოო იყო. თუმცა პირობა ვერ შევასრულე, რადგან ახლა, ამ წამს ლოყებს მლაშე სითხე მისველებდა და მიწვავდა. ყოველი დაკარგული ცრემლი, ჩემს გულს ისარივით ერჭვოდა და მიკუმშავდა. მონატრების გამო მხოლოდ ერთადერთხელ ვიტირე, ელისაბედი მენატრებოდა.. მაგრამ ახლა, ახლა მე თვითონაც კი არ ვიცოდი რა მატირებდა. ის, რომ სანდრო უაზროდ მენატრებოდა და ამის მიზეზი მეც არ ვიცოდი, თუ ის, რომ ჩემს გულსა და გონებაშიც სრული ალიაქოთი იყო, ჩემი თავის თვითონ არ მესმოდა. უფრო კი ყველაფრის გამო ერთად ვტიროდი... საწოლში ვიწექი და ჯიუტი ცრემლების გაჩერებას ვცდილობდი, უშედეგოდ.. სანდრო დღეს საღამოს ჩამოვიდა, მაგრამ გარეთ არ გამოსულა, ბიჭები ავიდნენ მის სანახავად. მე კი ხვალ დილით, სკოლაში ვნახავდი. საკუთარ თავში ვიპოვე გრძნობა, რომელსაც შიში ერქვა. ჩემს თავზე გავბრაზდი და თავი ბალიშში მაგრად ჩავრგე. სანდროსთან შეხვედრის, მისთვის თვალებში ჩახედვის მეშინოდა. მეშინოდა, რომ არ დამტყობოდა ყველაფერი ის, რასაც ვგრძნობდი. ვცდილობდი შევწინააღმდეგებოდი ამ გრძნობას, თუმცა როგორც ყოველთვის საკმარისად ძლიერი არ აღმოვჩნდი, სამწუხაროდ... ყურსასმენები გავიკეთე და საშინლად მძიმე როკი ჩავრთე, ხანდახაც ესეც მინდება. სიამოვნებისგან გამეღიმა და თვალები დავხუჭე, მხოლოდ ახლა მივხვდი რომ საშინლად მეძინებოდა...
მეორე დღეს ელეს ყოველ შესვენებაზე ძალით გავყავდი დერეფანში, პირველად არ მინდოდა კლასიდან გასვლა. ორი შესვენება არცერთი არ გამოჩენილა, მე კი ელეს ამაყი სახით ვუყურებდი და ბავშვივით ენას ვუყოფდი. ლიზის და მარის უნდოდათ საბას და სანდროს კლასში, ზემოთ ასვლა მაგრამ ელენემ შეაჩერა. იცოდა, რომ მე არ გავყვებოდი.Oმესამე შესვენებაზე ოთხივენი ბუფეტში ჩავედით. შევედით თუ არა, მაშინვე დავინახეთ ბიჭები და მათ შორის სანდრო, რომლებიც ერთი მაგიდის გარშემო იყვნენ შეგროვილნი. საბამ შეგვამჩნია და ხელით გვანიშნა, რომ მათთან მივსულიყავით. გოგოები სანდროს გადაეხვივნენ, ბოლოს კი მე დავრჩი. თავი თავისუფლად დავიჭირე და მეც გადავეხვიე, მან კი ისევ ისე ჩემიკრა გულში, როგორც დამშვიდობებისას. ჩემდა გასაკვირად მხოლოდ გული ამიჩქარდა, ისიც თითქმის შეუმჩნევლად, მე კი უარეს რეაქციას ველოდი... სანდროს ჩამოსვლის შემდეგ, თითქოს რაღაც შეიცვალა... მე რა თქმა უნდა, ისევ გავმხიარულდი, მაგრამ ძველი თამო მაინც აღარ ვიყავი, რადგან ჩემს თავში ისევ ვერ გავერკვიე. სანდროსგან კი ადრე თუ განსაკუთრებულ ყურადღებას ვერ ვგრძნობდი, ახლა ყველაფერი პირიქით იყო. რაც არასდროს გაუკეთებია, შესვენებებზე როცა შევხვდებოდით, ხშირად ჩამიხუტებდა, ან უბრალოდ ხელს გადამხვევდა და ისე დამატარებდა აქეთ-იქით. უნდა ვაღიარო, ეს ყველაფერი მსიამოვნებდა, მაგრამ შიში ჩემში მაინც სახლობდა. ერთმანეთს უფრო დავუახლობდით. ვგრძნობდი, რომ ის უფრო მხიარული გახდა და უფრო თავისუფლადაც იქცეოდა ჩემთანაც და სხვებთანაც. ამიტომ ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებდი. ერთხელ მე და სანდრო მარტონი ვისხედით, სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით, მაგრამ ცოტა ხნით ორივე გავჩუმდით. - ვიღაც გოგო მომწონს, - თქვა მან. თავი ერთი წუთით ჩახარა, შემდეგ კი თვალებში მომაცქერდა. - ვინ? - ჩემი ინტერესი ვერ დავმალე. - გაინტერესებს? - გაიცინა. მკაცრი სახე მივიღე და თვალები დავუბრიალე, ის კი ისევ დუმდა და იცინოდა. - მეტყვი? თუ საერთოდ, ტყუილად მითხარი? - ცოტა გავბრაზდი. - არა, არა, მართლა მომწონს. - ვინ? - კითხვა გავუმეორე. - ნწუ, არ გეტყვი, - თავა გააქნია. - საერთოდ რას იწყებდი ამ თემაზე საუბარს მაშინ, - გავბრაზდი, და თან მეწყინა კიდეც. იქნებ როგორც მეგობარს არ მენდობოდა? მან კი საპასუხოდ უბრალოდ მხრები აიჩეჩა. იცოდა, რომ ასეთი ქცევა მაღიზიანებდა და სპეციალურად იქცეოდა ასე. - მე თუ არ მეტყვი, იმ გოგოს მაინც უთხარი, რომ მოგწონს. - არა, - ისევ გააქნია თავი. - ჯერ უნდა დავრწმუნდე... - შენს გრძნობებში? - შევეშველე. - ეგეც, მაგრამ ის თუ არის ამისთვის მზად არ ვიცი. - რას გულისხმობ? - დავინტერესდი. - არ ვიცი საერთოდ, მზად არის თუ არა მიიღოს ეს გრძნობა. განა მარტო ჩემგან, საერთოდ. მას უყვარს სიყვარული, მაგრამ ბოლომდე არაა გარკვეული თუ რა არის ეს. აი, აქ კი, მგონი სერიოზულად ცუდად გავხდი. ,,მას უყვარს სიყვარული” ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში. მან იცოდა, რომ ელე ,,სიყვარულზე შეყვარებულს” მეძახდა, ნუთუ ეს უბრალოდ დამთხვევაა? - საინტერესოა, - მივხვდი, რომ დიდ ხანს ჩუმად ყოფნა არ ივარგებდა და რაღაც ამოვღერღე. - მაგრამ, მე მაინც რატომ არ მეუბნები? - ტუჩები გავბუსხე. - არც შენ არ ხარ მზად, - თვალი ჩამიკრა და ადგა, ამით მანიშნა ამ თემაზე საუბარი დასრულებულიაო. მე კი უარეს გაურკვევლობაში ჩავვარდი, თავში ათასი კითხვა მიტრიალებდა, მაგრამ არცერთზე არ მქონდა პასუხი... ეს ყველაფერი მეორე დღეს ელენეს მოვუყევი, მან კი სიხარულისგან ლამის ყვირილი დაიწყო, მიმტკიცებდა ეს გოგო შენ ხარო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არ მინდოდა ის გოგო მე ვყოფილიყავი. ეს მარიამსა და ლიზისაც ვუთხარით, ისინიც ელესავით აღფრთოვანდნენ და სულ მომიშალეს ნერვები. ლიზიმ კი რჩევა მომცა, სანდრო უნდა აეჭვიანო და ყველაფერს მალე გეტყვისო. ეს აზრი საშინლად არ მომეწონა, რადგან ვერასდროს ვერ ვიტანდი ასეთ რაღაცეებს. თუ ის გოგო ნამდვილად მე ვიყავი, როცა მოუნდებოდა მაშინ მეტყოდა. თუმცა სრულიად შემთხვევით, მგონი ლიზის გეგმა ავასრულე, როცა სანდრომ ჩემს ბავშვობის მეგობართან ღამე ქუჩაში მოსეირნე დამინახა...
| |
|
|
RoB-dOd | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-04, 9:18 PM | შეტყობინება # 35 |
572
Offline
| ეს ნახე რა თურმე რა ინტრიგანი ყოფილა,შეხედე ერთო; (( რა სევდიანია. აი ვკითხულობ და მთლიანად ვეფლობი რაა... გადასარევია,შთამბეჭდავი....მართლა !სული მეხუთება ამის კითხვისას.აუ,რა უნდოდა ეხლა რ ას აეჭვიანა ტო;პ მამუნი ეგ. იმედია კი არადა ეგ გოგო თამუნიაა ! ვაიმე ნეტა რა მოხდებააა?// მოვკვდი ინტერესით !
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: კვირა, 2012-04-08, 9:33 PM | შეტყობინება # 36 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| momwoons : ))
| |
|
|
makie | თარიღი: კვირა, 2012-04-08, 10:50 PM | შეტყობინება # 37 |
144
Offline
| | |
|
|
|
bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2012-04-09, 7:03 PM | შეტყობინება # 39 |
842
Offline
| madloba yvelaaas :*:** XOXO
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2012-04-09, 8:00 PM | შეტყობინება # 40 |
842
Offline
| V თავი
ერთ დღეს, როცა სკოლიდან საშინლად დაღლილი მივედი სახლში, უკვე აღარაფრის თავი რომ არ მქონდა, მისაღებში დივანზე გავწექი და ტელევიზორი ჩავრთე. მაგრამ იქ ჩემთვის საინტერესო როგორც ყოველთვის ვერაფერი აღმოვაჩინე, ამიტომ გამოვრთე და ცარიელ, შავ ეკრანს დავუწყე ყურება. სახლში მარტო ვიყავი და ამიტომ თავს თავისუფლად ვგრძნობდი. თუმცა ეს მყუდროება ჩემი მობილურის ხმამ დაარღვია. საშინლად მეზარებოდა ადგომა და ჩემს საძინებელში შესვლა, თუმცა როგორღაც მოვახერხე და მივედი. ეკრანზე არც დამიხედავს, ისე ავიღე და ვუპასუხე. - გისმენთ... - როგორ არის ჩემი თხაჯანა გოგო? - გავიგე ნაცნობი ხმა, მაშინვე მივხვდი ვინ იყო. ასე დაძახებას მის მეტი სხვა ვინ გაბედავს... - ენას მიხედე შენ გირჩევნია, სკლეროზიანო, - ჩემთან რომ ყოფილიყო, აუცილებლად ენას გამოვუყოფდი. მისი ხმის გაგონებამ უცებ გამამხიარულა და დაღლილობაც დამავიწყა. ანდრია იყო ის ადამიანი, რომელიც... ამას უბრალოდ სიტყვებით ვერ ავღწერ, არ შემიძლია გადმოვცე ის გრძნობა, რასაც ანდრიას მიმართ ვგრძნობ. ის იყო ჩემი სულის მეორე ნახევარი, ყველანაირად მგავდა და ჩემი უსიტყვოდ ესმოდა. სანამ მე გავიაზრებდი რა მინდოდა, მან ეს უკვე წინასწარ იცოდა. გრძნობდა, როდის რა მჭირდა და ჩემი უსიტყვოდ ესმოდა. ის ჩემთვის მეგობარზე ბევრად უფრო მეტი იყო. უფროსი ძმა, რომელიც არასდროს არ მყოლია და ყოველთვის მინდოდა. მიკვირდა, როგორ გამიცნო ასე მალე, შემისწავლა მთლიანად და გამითავისა. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემზეც... ანდრია ის ადამიანია, რომელთანაც ბავშვობაში სათამაშოებს ვიყოფდი, ერთ საწოლში გვეძინა და ერთი თეფშიდან გვაჭმევდნენ. მაგრამ როცა ის ოთხი წლის გახდა, მშობლებმა უკრაინაში წაიყვანეს საცხოვრებლად, მე კი ამ დროს სამი წლის ვიყავი. ჩემს ოჯახს მათთან ურთიერთობა საერთოდ აღარ ჰქონდათ, შესაბამისად მეც. ანდრიას დედა დეიდაჩემის ახლო მეგობარი იყო, მაგრამ რამდენიმე წელში დეიდაჩემიც წავიდა უცხოეთში საცხოვრებლად და ასე კავშირი მთლიანად დავკარგეთ, თუმცა დეიდაჩემი და ანდრიას დედა ისევ მეგობრობდნენ. როცა ივნისში დეიდაჩემი თავის ოჯახთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, ძალიან გამიკვირდა მასთან ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანების დანახვა. ოთხივე გავიცანი, მაგრამ მათი დაჟინებული მზერა მიკვირდა და თანაც არ მსიამოვნებდა. როგორც იქნა ამოღერღა დეიდაჩემმა და გამარკვია ვინ იყვნენ. ამის შემდეგ მე და ანდრია ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ძალიან დავვახლოვდით. თანდათან ვხვდებოდი, ვინ იყო ჩემი ბავშვობის ღრმა მოგონებებში ამოტივტივებული უცნობი პატარა ბიჭის სახე. მართალია ძალიან ბუნდოვანი იყო, მაგრამ ხშირად ვიხსენებდი და ანდრიას ვეუბნებოდი. მას კი ძალიან უხაროდა რომ რაღაც მაინც მახსოვდა. ახლა კი უკვე თითქმის ოთხი თვე გავიდა იმ დღიდან, რაც ანდრია ,,მეორედ გავიცანი.” - ცოცხალი ხარ? - მკითხა სიცილით. - კი, კი, - გამოვფხიზლდი. - ახლა შენთან სახლში მოვდივარ, ქალაქში ვარ და მომშივდა. შენ როგორც ყოველთვის, გექნება რამე. ხოდა, მოამზადე, მოვალ უკვე მალე. - გამახარე, ჩემს სახლში ღორმუცელა მოდის, - გამეცინა. - ჰო, მოვალ მალე თხაჯან, - ტელეფონი უცებ გამითიშა. იცოდა, რომ მეც რამეს ვეტყოდი და ასე ჩვენი საუბარი ვეღარ დამთავრდებოდა. ანდრია ისეთი მსუნაგი იყო, მის გასაბრაზებლად სულ ღორმუცელას ვეძახდი, თითქმის სულ ჭამდა. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მიკვირდა, როგორ ინარჩუნებდა სხეულის ისეთ ფიგურეს, რომ ქუჩაში გამვლელი გოგოებიც მას თვალს აყოლებდნენ. მე კი როცა მასთან ერთად ვიყავი, გოგოების მზერაზე ყოველთვის მეცინებოდა. ალბათ უმეტესობას ეგონა, რომ მე და ანდრია შეყვარებულები ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვეგონეთ შეყვარებულები და არც კი მესმის რატომ. ამაზე ყოველთვის გვეცინებოდა. ჩვენ ხომ გარეგნობით სრულიად შეუსაბამოები ვიყავით. ის ჟურნალებიდან გადმოსულ სიმპატიურ, დაკუნთულ ბიჭს ჰგავდა. მე კი უბრალო გოგონა, უბრალო გარეგნობით... თუმცა ამის მიუხედავად, ქუჩაში მასთან ერთად სიარულისას არანაირი კომპლექსი არ მქონია, ის ხომ ჩემი უსაყვარლესი ძამიკო იყო და მე მისით ვამაყობდი..! ანდრიამ კი მითხრა მალე მოვალო, მაგრამ მაშინ მოვიდა, როცა უკვე დაბნელებული იყო. - ჩემი სახლის გზა დაგავიწყდა? - არა, უბრალოდ გავიგე, რომ საჭმელი არაფერი არ გქონდა და მეც შენი მომზადებული რამის გასინჯვა ვერ გავრისკე, მოწამლვა არ მხიბლავს დიდად, - ხითხითით მიპასუხა. - დამპალო, - თვალები დავუბრიალე, ის კი ისევ აგრძელებდა ხითხითს. ცოტა ხანი სახლში ვიყავით, სანდრო ნაჭამი იყო, მაგრამ ნამცხარზე მაინც არ თქვა უარი. თან იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი გაკეთებული არ იყო. უკვე საკმაოდ დაღამებული იყო, როცა წუწუნი დავიწყე გარეთ მინდა გასვლა-თქო. ანდრია რა თქმა უნდა მაშინვე დამთანხმდა და სასეირნოდ გავედით გარეთ. რატომღაც თავისებურად იქითკენ წავედით, სადაც მე ბავშვებთან ერთად ვარ ხოლმე. საღამო იყო, უკვე ცხრა ხდებოდა, საკმაოდ სიბნელეც იყო, მითუმეტეს შიდა ეზოებში ყველგან არ ენთო ლამპიონები. თან მე როგორც ყოველთვის თხლად მეცვა და საშინლად შემცივდა, ცოტაც და კანკალს დავიწყებდი... ანდრიამ ეს რა თქმა უნდა შეამჩნია, ხელი გადამხვია და თავისკენ მიმიზიდა. მე კი თავი მხარზე დავადე და ხელები წელზე შემოვხვიე, ასე უფრო გავთბი. ცალი ხელი ანდრიას ქურთუკის ჯიბეში ჩავყავი და იქ გასაღები გავაჩხარუნე. - ჩემს ჯიბეში ქურდის ხელია, - გაიცინა მან. - მცივა ანდრია, - სერიოზული ხმით ვუთხარი და შევხედე, მას კი ისეთი სახე ჰქონდა, რომ სიცილი ვეღარ შევიკავე, მაგრამ სიცივის გამო უცბადვე შევწყვიტე, გამაჟრჟოლა... - ასეთი მცივანა რომ ხარ, თბილად უნდა ჩაიცვა, აღარაა ზაფხული, - ეს უკვე სერიოზული ტონით მითხრა. ავხედე და სულაც არ ეცინებოდა, პირიქით დაბღვერილი იყო. - კარგი ჰო, ნუ მიბღვერ, - გავიბუსხე. ასე საუბარ-საუბარში ჩახუტებელები მივადექით იმ ადგილს, სადაც საღამოობით ბავშვები ვართ ხოლმე. უცბად თავში თითქოს რაღაც ნათურა გამინათდა და ანდრიას ვთხოვე, რომ უკან დავბრუნებულიყავით. ისიც დამთანხმდა და უკან, სახლისკენ წამოვედით. მაგრამ მგონი სწორედ აქ დავუშვი შეცდომა... წინ ალექსანდრე, საბა და სანდრო დავინახე. დღეს სკოლაში არცერთი არ იყო, ამიტომ აუცილებლად უნდა მივსალმებოდი. ალბათ ვერცერთი ვერ იფიქრებდა, რომ ასეთ სიტუაციაში მე ვიყავი. ერთმანეთს რომ მოვუახლოდვით, სანდროს მგონი თვალები გაუფართოვდა, ანდრიას ისევ ჩახუტებული ვყავდი. მათკენ გავიწიე და ანდრიაც მიხვდა, ხელი გამიშვა, მაგრამ მაინც არ მომშორდა. - პრივეტ, - ვითომც არაფერი მივესალმე და სამივე გადავკოცნე. - დღეს სკოლაში რატომ არ ბრძანდებოდით? - შევეცადე სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება. - აბა ,,შკოლნიკები” ხომ არ ვართ, ყოველ დღე სკოლა რა არის, - გაიცინა საბამ. - აბა აბაა, - გავიცინე. შევატყვე, რომ ბიჭები ერთმანეთს უყურებდნენ. ამიტომ მათი გაცნობა გადავწყვიტე... ალექსი და საბა ჩვეულებრივად მიესალმნენ, აი სანდროს კი რაღაცნაირად დაბღვერილი სახე ჰქონდა... არ მესიამოვნა და უცებ დავემშვიდობე მათ. - ესენი ისინი არიან, რომ მომიყევი? - მკითხა ანდრიამ. - ჰო, - ისე ვუპასუხე, რომ მიხვდა, ამაზე საუბარი ახლა არ მინდოდა. ანდრიამ სახლში ამაცილა, მე კი ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ მაშინვე დასაძინებლად წავედი. მეორე დღეს სკოლაში წასვლა საშინლად არ მინდოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა, თუმცა პირველ გაკვეთილზე მაინც დავიგვიანე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ახლოს მე ვცხოვრობდი, მიანც სულ გვიან მივდიოდი. იმ დღეს რატომღაც ისე ცუდად ვიყავი, თვალებს ნორმალურად ვერ ვახელდი, თუმცა სხვა დღეებთან შედარებით დიდი ხანი მეძინა. მესამე-დიდ დასვენებაზე დერეფანში გავედი, ცოტა ხანი ფანჯარასთან ვიდექი მარტო. დერეფანში კი ბიჭებმა ჩამოიარეს, საბამ და ალექსმა გადამკოცნეს, სანდრომ კი თითქოს ვერც დამინახა ისე ჩამიარა გვერდით. გავბრაზდი, თან საშინლად! ჩემი გაბრაზება კი ძალიან საშიშია. კლასში შევედი, ელეს და გოგოებს ხელი ჩავკიდე და ბუფეტში ჩავიყვანე. ვიცოდი, ბიჭებიც იქ იქნებოდნენ. მაგიდასთან მარტო სანდრო იჯდა, ბიჭები რიგში იყვნენ. მე, ელენე და ლიზი მასთან მივედით, გოგოებმა სანდრო გადაკოცნეს, მე კი ისე დავჯექი სკამზე, რომ მისთვის არც შემიხედავს. - თამ, საჭმელი ხომ გინდა? - მკითხა ლიზიმ. - კი, შენ მიყიდე რა, - ვთხოვე და ფული გავუწოდე. მას ელეც წაყვდა, მე და სანდრო მარტო დავრჩით... - ,,ნი ვიჟუები” კარგად ვიცით? - ვიცოდი ის არ დაიწყებდა, ამიტომ ისევ მე ვამჯობინე დაწყება. თანაც საშინლად გაბრაზებული ხმა მქონდა. - მე? - გაიკვირვა. - ეს შენ მოხვედი და არ მომესალმე, - აქეთ დამადანაშაულა. - ჰოო? - გამეცინა. - თავს ნუ იდებილებ, არ გიხდება, - ყველაზე მეტად იმას გამოვყავარ მდგომარეობიდან, რომ ადამიანი თვალებში მიყურებს და ურცხვად მატყუებს. ამ დროს წონასწორობას ვკარგავ... - გუშინ შენთვის რომ ეკითხა ადამიანს, დაკავებული იყავი თურმე, - ახლა მან ჩაიცინა. ჰო.. სანამ ანდრია მოვიდოდა ჩემთან, სანდრომ დამირეკა და ეზოში ჩასვლა მთხოვა, მაგრამ ვუთხარი რომ დაკავებული ვიყავი და არ მეცალა. - ასეც იყო. - გააჩნია რით ხარ დაკავებული, - ისე შემომხედა, მაშინვე მივხვდი რასაც ფიქრობდა და ბრაზისგან სისხლმა თავში ამასხა. - იცი რა? ვისთან ერთად, სად და როგორ ვიქნები, ეს მხოლოდ ჩემი საქმეა! - ნორმის ფარგლებში, - ხმა გაუმკაცრდა. - არამგონია, სხვისთვის კარგი შესახედავი იყოს, ღამე ბიჭთან ჩახუტებული გოგოს დანახვა. - შენ შეგეკითხო? - ირონიულად ჩამეცინა. - არა, უბრალოდ ადამიანმა საკუთარი თავის კონტროლი უნდა იცოდეს. ძალიან გავბრაზდი, თან სანდროსგან ასეთი ლაპარაკი მეწყინა კიდეც. ვცდილობდი სახეზე არ დამტყობოდა არაფერი, მაგრამ ალბათ მან მაინც შეატყო რაღაც და სახეზე ცოტა მოლბა... - ადამიანმა საკუთარი თავის კონტროლი მართლაც უნდა იცოდეს, - ხმის ტონით და გამომეტყველებით ვანიშნე, რომ მასზე ვამბობდი. - თანაც, არამგონია ნათესავთან ჩახუტება სამარცხვინო იყოს, - ეს ვუთხარი და ავდექი, საერთოდ ბუფეტიდან გამოვედი და ჩემს კლასში ავედი. გაკვეთილზე ელეს ყველაფერი დეტალურად მოვუყევი და მანაც დაასკვნა, რომ სანდრომ იეჭვიანა. არ მინდოდა საკუთარი თავი რამეში დამერწმუნებინა ან იმედი მიმეცა, მაგრამ ეს ყველაფერი სხვა ვერაფერზე ვერ მეტყველებდნენ. თანაც ვგრძნობდი, რომ სანროს მიმართ გრძნობები თანდათან მიღრმავდებოდა, ეს უკვე აღარ იყო ერთი ჩვეულებრივი მოწონება ან ბავშვური გატაცება. ამ გრძნობის მეშინოდა, მეშინოდა სანდრო არ შემყვარებოდა.. რადგან წინასწარვე ვიცოდი, რომ თუ ვინმე შემიყვარდებოდა, მას დავუთმობდი ჩემს მთლიან გულს და მხოლოდ მისთვის ვისუნთქებდი, მე კი გულის სიღრმეში ეჭვი მღრღნიდა, რომ არ ვიყავი ამ ყველაფრისთვის მზად. გაკვეთილები ისე დამთავრდა და სახლში ისე წავედი, რომ სანდრო მეტჯერ აღარ მინახავს, არადა ძალიან მინდოდა... თუმცა ვიცოდი, რომ საღამოს მაინც ვნახავდი. ასეც მოხდა! ალექსანდრემ და ელენემ ერთდროულად გამომიგზავნეს მესიჯები და მეც რატომღაც მხიარულ ხასიათზე დავდექი. კიბეები სწრაფად ჩავირბინე და ბავშვებისკენ გავემართე. გზაში კი სანდრო დავინახე, რომელიც ზუსტად იქითკენ მიდიოდა, საითაც მე. მივხვდი, ისიც ბავშვებთან მიდიოდა... გზაში თვითონ დამინახა და დამიძახა, გამიხარდა.. ჩემთან ახლოს რომ მოვიდა, ჩვეულებრივად გავაგრძელე გზა, ის კი ჩემს გვერდით მოდიოდა, არცერთი არ ვიღებდით ხმას... - ანუ ის ანდრია.. ჰო? - შემომხედა. - ჰო, ანდრია, - თავი დავუქნიე. - შენი ნათესავი... - ისევ თავი დავუქნიე. - ალბათ ასე არ უნდა დაგლაპარაკებოდი, უხეშად გამომივიდა.. - მართალია. - კარგი, ბოდიში, - გაჩერდა და გამიღიმა. - დავივიწყოთ, - გავუღიმე. სინდისი მაწუხებდა, რომ სანდრო მოვატყუე და ვუთხარი ანდრია ჩემი ნათესავია-თქო, მაგრამ იმის მტკიცება რომ დამეწყო, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და როგორც ძმას ისე ვუყურებ-მეთქი, ასე მალე ნამდვილად არ დამშვიდდებოდა.. დამნაშავე ვიყავი რომ მოვატყუე, მაგრამ იმ წუთას სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და რაც თავში პირველი მომივიდა, მაშინვე ის ვთქვი. ჩემი და სანდროს ურთიერთობა ისევ ისეთი გახდა როგორც ადრე. არა, თუმცა არ იყო ისევ ისეთი. ახლა უკვე ვგრძნობდი მისგან რაღაც უფრო მეტ ყურადღებას. ყოფილა შემთხვევებიც, როცა ბევრ მის მეგობარს სანდროს შეყვარებული ვეგონე. ყოველთვის უხერხულად ვგრძნობდი ხოლმე თავს, როცა მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ: ,,შენ სანდროს შეყვარებული არ ხარ?” ვღიზიანდებოდი კიდეც, მაგრამ რას გავაკეთებდი... როცა მეგონა, რომ ჩემი და სანდროს ურთიერთობა ახლა ყველაზე კარგი მიმართულებით მიდის-თქო, მაშინ წავიდა ყველაზე ცუდით. არ მეგონა, თუ ისევ ვიჩხუბებდით და ამჯერად ეს არ იქნებოდა მხოლოდ ერთდღიანი წყენა... თუმცა იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ყველაფერი კიდევ სხვა კუთხით შემოტრიალდებოდა...
| |
|
|
T-MOMSEN | თარიღი: ორშაბათი, 2012-04-09, 8:29 PM | შეტყობინება # 41 |
266
Offline
| | |
|
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-04-11, 3:10 PM | შეტყობინება # 45 |
842
Offline
| VI თავი
საერთოდ, ჩემ კლასელ ბიჭებთან არც ისე კარგი ურთიერთობა არ მაქვს. თუმცა ამ ბოლო დროს ხშირად არის ისეთი მომენტები, როცა მათთან თავს ყველაზე მყუდროდ და დაცულად ვგრძნობ, მაგრამ ეს ყველა მათგანს მაინც არ შეეხება. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ რამდენიმესაც ძალიან კარგად შეუძლიათ ერთ წამში ამ აურის გაქრობა მათი სიტყვებით, რომლებსაც არც კი უფიქრდებიან ისე ამბობენ. დღესაც ერთ-ერთი ასეთი დღე იყო... ჩემს მერხთან მოწყენილი, ჩემთვის ვიჯექი, როცა თოკო ჩემთან მოვიდა და თავი ამაწევინა. - რა გჭირს? - ლოყებზე ხელი მომიჭირა. - მეძინება, - თვალები თავისით დამეხუჭა. - ოო, ნუ ხარ მიმკვდარუნებული. წამო, გარეთ გავიდეთ, - ისე უცბად წამომაყენა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. - ჩემი სიცოცხლეე, - დერეფანში გამიყვანა და თავზე ვითომ მომეფერა, არადა თმები ამიჩეჩა. მე კი იმის თავიც აღარ მქონდა, რომ გავბრაზებულიყავი, მხოლოდ სახის გამომეტყველებით მივანიშნე, რომ არ მესიამოვნა. - კარგი ჰო, ჩემი ცხოვრებაა, - მიმიხუტა და თან სიცილით იგუდებოდა. - სად მაქვს თორნიკე შენი ნერვები, - ოდნავ მაინც გამეცინა, ზურგი შევაქციე და ფანჯარასთან მდგომ გოგოებთან მივედი. - ღამე საერთოდ არ გეძინა? - მკითხა მარიმ და სახეზე მიმითითა. - არ მახსოვს, - ჩემს თავზე გამეცინა. ელეს შევხედე, ის კი მკაცრი სახით მიყურებდა და თავს აქეთ-იქით აქნევდა. - რას აკეთებს ჩემი ცხოვრება? - თოკო ისევ ჩემთან მოვიდა და ხელი გადამხვია. თან იცინოდა, მას გოგოებიც აყვნენ. - რას აკეთებს და სუნთქავს, - გავუცინე. - არ ვიცოდი, - დამეჯღანა ისე უცებ შემომატრიალა, რომ თავბრუ დამეხვა. - თორნიკე! - თვალები დავუბრიალე და მანაც მაშინვე შეწყვიტა სიცილი, მაგრამ ერთი წუთის შემდეგ ისევ დაიწყო. - თვალების ბრიალი მაგრად გამოგდის, - ისევ იცინოდა. - ოოო, - ხელი ავიქნიე და შევბრუნდი, რომ ჩემი სიცილი არ დაენახა. ყოველთვის ასეა... თორნიკემ რაც არ უნდა გამაბრაზოს, ბოლოს მაინც მეღიმება, თუმცა თვალების ბრიალს მაინც ვაგრძელებ. მას ყოველთვის შეუძლია, მისი ცანცარული საქციელით ოდნავ მაინც გამაცინოს მაშინაც კი, თუ ძალიან ცუდად ვარ. მისი მხიარული ხასიათით შეუძლია ყველა გაამხიარულოს, მაგრამ მის გაბრაზებას კი ნამდვილად უნდა ერიდო... - რა სახეები გაქვთ, რა არის, - ნიკა მოვიდა და მე და ელეს დაჯღანული სახით შემოგვხედა. - აბა ახლა ნახე, - თოკომ მე და ელე ერთად დაგვაბზრიალა, ან რაღაც ამდაგვარი... ელემ მაშინე სიცილი დაიწყო. ასე იცის ხოლმე, როცა ცუდ ხასიათზეა, შეიძლება ერთ წამში უაზროდ დაიწყოს სიცილი. თოკომ ეს რომ დაინახა, ხელი ჩაიქნია, ხელმკლავი გამიკეთა და დერეფნის მეორე ბოლოსკენ წამიყვანა. მთლიანი დერეფანი ჩავიარეთ და ისევ ჩვენს კლასთან დავბრუნდით. - მეძინება რა, - ისევ დავიწყე წუწუნი. - იცი რა არის შენი ჰობი? - ღიმილით მკითხა თოკომ. - რა? - წუწუნიი! - ლოყებზე ხელი მომიჭირა და ჩამიხუტა, მეც ხელები შემოვხვიე. ყველაფრის მიუხედავად, ეს ადამიანი მაინც ძალიან მიყვარდა. - რა დებილი მყავხარ, - მის ხუჭუჭა თმებზე წავეთამაშე. - სულ შენი, - მის ხმაში ოდნავი ირონიაც იყო, მაგრამ ამჯერად ეს სპეციალურად არ გაუკეთებია, იხუმრა... სკოლაში შუქი არ იყო და შესაბამისად ზარიც არ ირეკებოდა. ჩვენთან მანდატური მოვიდა და გვითხრა, რომ კლასში შევსულიყავით, მაგრამ ჩვენ არ დავუჯერეთ და მაინც დარეფანში დავრჩით. თოკო ისევ მაიმუნობდა, ხან თმებს მიჩეჩავდა, ხან რას აკეთებდა... დერეფანში თვალი სანდროს მოვკარი, დაბღვერილი სახით იყურებოდა. მინდოდა მივსულიყავი და მივსალმებოდი, მაგრამ მანდატური ისევ მოვიდა ჩვენთან და სანამ კლასში არ შევედით, იქამდე არ წავიდა. - დაინახე სანდრო? - გაკვეთილზე ლიზი ჩემს გვერდით დაჯდა და პირდაპირ ეს მკითხა. - კი, - თავი დავუქნიე. - როგორ იყურებოდა... - ამას და თორნიკეს უყურებდა, - ჩემს წინ მჯდომი ელენე ლიზის შემოუბრუნდა და ხელით ჩემზე ანიშნა. - რა? - მაშინვე ვერ მივხვდი. ლიზიმ და ელემ ერთად შემომხედეს და თვალები გადაატრიალეს, მეც მაშინვე მივხვდი ყველაფერს. სანდროს და საერთოდ, საბასაც და ალექსსაც არ მოსწონდათ ჩვენი არცერთი კლასელი ბიჭი, არ იყვნენ კარგ ურთიერთობაში ერთმანეთთან. განსაკუთრებით კი თოკო და მისი ორი ძმაკაცი არ მოსწონდათ, ისინიც ჩვენი კლასელები იყვნენ. ალბათ ამიტომ ჰქონდა ასეთი სახე სანდროს. კარგად იცოდა, რომ ახლო ურთიერთობა არცერთ კლასელ ბიჭთან არ მქონდა. დღევანდელი სიტუაცია გაუკვირდებოდა, მაგრამ ალბათ გაბრაზდა კიდეც, რადგან ის ბიჭი თორნიკე იყო და არა სხვა რომელიმე. მთელი დღის განმავლობაში სანდრო მეტჯერ აღარ დამინახავს. ბოლოს გავიგე, რომ რამდენიმე კლასელთან ერთად სკოლიდან გაპარულა. ვგრძნობდი, რომ წინ უსიამოვნება მელოდა და ვნერვიულობდი... სანდროსთან კიდევ ერთხელ ჩხუბი არ მინდოდა. მისი ხასიათი კარგად ვიცოდი და იმასაც ვხვდებოდი, რომ თუ გაბრაზდა მისი შემორიგება ძალიან ძნელია. თანაც ამ სიტუაციაში გასამართლებელ საბუთს ვერ მოვიყვანდი. მას რომ ჩემთან ამ თემაზე ლაპარაკი დაეწყო, მე პირიქით აქეთ დავადანაშაულებდი მას, რაიმე მიზეზს მაინც მოვძებნიდი ამისათვის. საშინელი საქციელია, მაგრამ მის წინაშე დამნაშავესავით თავს ვერ დავხრიდი და მის დარიგებებს მორჩილი ბავშვივით ვერ მოვისმენდი. საშინლად ამაყი ვარ. იმ დღეს სახლში სტუმრები მყავდა, ამიტომ გარეთ ვეღარ გავედი. მაგრამ მთელი საღამო ელენეს ვემესიჯებოდი, ყველაფერს მიყვებოდა რაც იქ ხდებოდა. ფაქტიურად მეც იქ ვიყავი, ოღონდ მათ ვერ ვხედავდი... საბას და ალექსანდრეს თურმე სკოლის შემდეგ რაღაც უთანხმოება მოსვლიათ ჩემ კლასელ ბიჭებთან. მათ შორის კი რა თქმა უნდა თორნიკეც იყო. ეს ამბები ძალიან მადარდებდა, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. სუფრასთან მოწყენის საშუალებას არავინ მაძლევდა... თუმცა ტვინის პატარა ნაწილი მაინც ფიქრობდა იმაზე, თუ ხვალ როგორ შემხვდებოდა სანდრო. გაბრაზებული იქნებოდა? ასეა თუ ისე, რაღაცას მაინც მაგრძნობინებდა... მეორე დღეს სკოლაში არ მოსულა, ბიჭები ისევ გაიპარნენ. მარი საბას წერდა მობილურზე. - საბამ მომწერა თქვენც წამოდითო, - ჩვენთან მოვიდა მარი. – წავიდეთ რა, გავერთობით, - საწყალი კნუტის თვალებით შემოგვხედა. - სად არიან? - იკითხა ლიზიმ. - ზუსტად არ ვიცი, მთელი ქალაქი უნდა შემოიარონ მგონი, - გაიცინა მარიმ. - თქვენ წადით თუ გინდათ, მე დავრჩები, - ვუთხარი მათ და მერხთან დავჯექი. ჩემთან ელე მოვიდა და გვერდზე მომიჯდა. - რა გჭირს? - არაფერი, უბრალოდ სანდროს ნახვა არ მინდა. შენ წადი. - არც მე არ მინდა წასვლა. ბოლოს ლიზი და მარი გაიპარნენ, მე და ელე კი სკოლაში დავრჩით. საღამოს ყველანი გარეთ გავედით. ბიჭები მე და ელენეს გვაშაყირებდნენ ,,შკოლნიკები” ხართო. საერთო ჯამში ამ საღამომაც ისე მხიარულად ჩაიარა, როგორც დანარჩენმა საღამოებმა. ვცდილობდი მეც მათსავით მემხიარულა, მაგრამ ცოტა დაძაბული მაინც ვიყავი. სანდრო კი თითქმის საერთოდ არ მიმჩნევდა. ხანდახან თუ გამომელაპარაკებოდა რამდენიმე სიტყვით. გადავწყვტე პირველს არაფერი მეთქვა. რამდენიმე დღე დავაცლიდი და თუ არაფერს მეტყოდა, მე დავიწყებდი საუბარს. ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი უნდა გამერკვია, მისი უაზრო, ბავშვური საქციელები ნერვებს მიშლიდა უკვე. თითქმის ერთი კვირა გავიდა, რაც სანდრო ფაქტიურად აღარ მელაპარაკებოდა. მხოლოდ გამარჯობით და რამდენიმე ზოგადი სიტყვით შემოიფარგლებოდა. უკვე იმაზე ფიქრი და გეგმის შედგენა დავიწყე, რა უნდა მეთქვა მისთვის. სახლში მისული მესიჯის დასაწერად მოვემზადე, მაგრამ რამდენიმე წუთში სახლიდან გამოვედი. იქ დარჩენა არ შემეძლო. დედა როგორც ყოველთვის რაღაცით იყო უკმაყოფილო, ცოტა წავიჩხუბეთ და მეც მაშინვე გამოვედი გარეთ. სახლისგან მოშორებით ერთი მყუდრო პარკი იყო, სადაც მშობლები ბავშვებს ასეირნებდნენ. ყოველთვის ისმოდა პატარა ბავშვების კისკისი და ამით მხიარული გარემო იქმნებოდა. განცალკევებით მდგომი სკამი ავარჩიე, რომელიც დიდი ხის ძირში იდგა და შორიდან კარგად არც ჩანდა. ყურსასმენები გავიკეთე, ჩემი საყვარელი სიმღერა ჩავრთე და თვალები დავხუჭე. ასე კარგა ხანს ვიჯექი, შებინდდა კიდეც. უკნიდან ნაბიჯების ხმა გავიგონე და სანდრო დავინახე. ყურადღება არ მიმიქცევია და მობილურში სიმღერის ძებნას შევუდექი. ჯერ რამდენიმე წუთი სკამის უკან გაჩერდა, მაგრამ ბოლოს ჩემს გვერდით მაინც დაჯდა. ვცდილობდი ცხნობისმოყვარეობა დამეძლია და გვერდზე არ გამეხედა. ცალი ყურსასმენი მომხსნა და თვითონ გაიკეთა. - ასეთ მუსიკაზე ჩამეძინება, - გაიცინა. Yiruma-ს ვუსმენდი. - მე მომწონს, - მკვახედ ვუპასუხე. ჩემ ასეთ რეაქციაზე ისევ გაეცინა. - ხომ იცი, რომ ვერ ვიტან ასეთ სიცილს. - მაინც როგორს? - ირონიულს, - ზიზღით გავაქნიე თავი. - ვეცდები გადავეჩვიო, - გამიღიმა. - იმედია. ისე, მიკვირს, როგორ მელაპარაკები... - ახლა მე ვიყავი ირონიული. - გინდა ეს გავარკვიოთ? - კი, თან ძალიან, - ყურსასმენები მოვიხსენი და სიმღერა გამოვრთე. მთელი ყურადღება მას მივაპყარი. - ხომ იცი, რომ შენი კლასელი ბიჭები არ მომწონს, მითუმეტეს თორნიკე. - აბა მე მკითხე, მე თუ მომწონს შენი კლასელები. - ეს სულ სხვა რამაა, - შემაწყვეტინა. - მე თორნიკეს არ ვენდობი. - სამაგიეროდ მე ვენდობი. - როდიდან? - ჩაიცინა. - ვერ ვხვდები, რატომაა შენთვის ეს ყველაფერი ასე რთული გასაგები. ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილს მათთან ერთად ვატარებ. ათი წელია ერთად მოვდივართ, ერთად გავიზარდეთ. ყველა ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვერ ვიქნებით, მაგრამ ასე თუ ისე, კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ. თორნიკესთან კი ცუდი ურთიერთობა არასდროს მქონია. უბრალოს ისე ახლოს არ ვიყავით, როგორც ახლა ვართ. ისიც კარგად იცი, რომ ელენე მასთან ძალიან ახლოსაა, და-ძმასავით არიან, - დავასრულე ჩემი ტირადა. - თორნიკე და ელენე უკვე დიდი ხანია რაც მეგობრობენ, შენ კი ბოლო დროს დაგიახლოვდა... - და რა? - ვერ ვხვდებოდი საით მიჰყავდა საუბარი. - ის ვერც მე, და ვერც ჩემ მეგობრებს ვერ იტანს... - შენ რა გაგიჟდი? - ფეხზე წამოვხტი. ისიც წამოდგა და ჩემი დამშვიდება სცადა. - მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი. დაწყნარდი, - ხელი მომკიდა და სკამზე დამსვა. - მაინც როგორ იფიქრე? - აღშფოთებული ვიყავი. - თორნიკეზე ძალიან მცდარი წარმოდგენა გაქვს. ვიღაცისთვის შეიძლება მეც და შენც ცუდები ვიყოთ, მაგრამ ჩვენი მეგობრებისთვის ხომ ვართ კარგები? ისიც ასეა... უბრალოდ კარგად არ იცნობ და ამიტომ ამბობ ასე. იქამდე არ დაეცემა, რომ თავისი მიზნებისთვის ვიღაც გამოიყენოს, - თავი მკაცრად გავაქნიე. თორნიკეს ხასიათი და მისი ღირებულებებიც კარგად ვიცოდი და მასში ეჭვი არ მეპარებოდა. შეიძლება უცხო ადამიანზე უნებურად მეც ასე მეფიქრა, მაგრამ მაინც მეწყინა რომ სანდრო ასეთი აზრის იყო. - დარწმუნებული ხარ? - ეჭვნარევი მზერა მომაპყრო. - ასი პროცენტით! - კარგი, ვნახოთ... მისი ბოლომდე დარწმუნება ვერ მოვახერხე, მაგრამ დროთა განმავლობაში ამასაც შევძლებდი. ამის შემდეგ საუბარი ჩვეულებრივად გავაგრძელეთ, ათას უაზრო რამეზე ვლაპარაკობდით. შევრიგდით... ჩემი სახლისკენ მიმავალ გზას ვადექით. სანდროს ხელი ჰქონდა გადახვეული, ჩახუტებული ვყავდი... მისი სიახლოვე მსიამოვნებდა, საოცარ სითბოს ვგრძნობდი... - ოდესმე მითქვამს რომ ძალიან მიყვარხარ? - უეცრად მკითხა მან. შევცბი, მაგრამ არ შევიმჩნიე... - ნწუ. - ხოდა მაშინ ახლა გეტყვი: ძალიან მიყვარხარ! თვალებში ჩამხედა და შუბლზე ნაზად მაკოცა. სხეულში თითქოს ელექტროობამ დამიარა... მაშინ მივხვდი, რას ვგრძნობდი სინამდვილეში და ამ გრძნობას სახელიც დავარქვი...
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ოთხშაბათი, 2012-04-11, 3:13 PM | |
|
|