ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 15
  • 16
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
სიყვარულზე შეყვარებული

bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-04-01, 6:24 PM | შეტყობინება # 1

842
83  +
   ±
Offline
სახელწოდება: სიყვარულზე შეყვარებული
ავტორი:bella-vampire
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
რეიტინგი: G(General)
ჟანრი: რომანტიკა(Romance) ანგსტ(angst)
სტატუსი: წერის პროცესშია
ავტორისაგან: ამ მოთხრობის დადება სხვა საიტზე დავიწყე, მაგრამ გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა. ჯერ კიდევ წერის პროცესშია. იმედია მოგეწონებათ...


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - კვირა, 2012-04-01, 6:25 PM

nati_cullenთარიღი: კვირა, 2012-04-01, 6:44 PM | შეტყობინება # 2

400
9  +
30  ±
   ±
Offline
angst? es germanuli angst igulisxme? :D:D


DreaMyთარიღი: კვირა, 2012-04-01, 6:49 PM | შეტყობინება # 3
3> HeadLess HorseMan <3
700
31  +
93  ±
   ±
Offline
საინტერესოა. რა ორიგინალური დასახელებაა. კარგია. smile მხოლოდ სათაურის გამოც კი ღირს ამის წაკითხვა. (თუ მეცლება აუცილებლად წავიკითხავ). და შენ 100% კარგს დაწერ.:)

bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-04-01, 7:04 PM | შეტყობინება # 4

842
83  +
   ±
Offline
nati_cullen, germanulis azrze ar var, ar vici biggrin da germanulad ras nishnavs?
DreaMy, oh, gmadlobt lukito biggrin smile

nati_cullenთარიღი: კვირა, 2012-04-01, 7:14 PM | შეტყობინება # 5

400
9  +
30  ±
   ±
Offline
angst germanulad shishs nishnavs da ratomgac chavtvale rom sashineleba iyo janri da amitom gewera biggrin


bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-04-01, 7:29 PM | შეტყობინება # 6

842
83  +
   ±
Offline
nati_cullen, ანგსტ (Angst) - განცდები, პერსონაჟის სულიერი და ფიზიკური ტანჯვა. ფანფიკში არის დეპრესიული მომენტები და დრამატული მომენტები. fikebshi es ase igulisxmebaaaa:*

bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-04-01, 7:30 PM | შეტყობინება # 7

842
83  +
   ±
Offline
I თავი


თხუთმეტი წლის ასაკში ჩემთვის რომ გეკითხათ, ყველაზე მეტად რა გაკლია, რა გინდაო, გიპასუხებდით რომ საყვარელი ადამიანი. საყვარელი ადამიანი, რომლისგანაც მივიღებდი იმ სითბოს, რომელიც მე ასე მაკლდა, რომელიც ჩემი გაყინული სულის გასალღობად მჭირდებოდა. ვცდილობდი ყველგან მომეძებნა სითბო, ვეძებდი კიდეც! თუმცა ვერ ვპოულობდი... ოჯახში ძებნა არც მიცდია, ვიცოდი იქ მაინც არ იქნებოდა. მეგობრები კი... ისინი ჩემი გაყინული სულის ნაწილები არიან! ცდილობენ გამათბონ, ეს გამოსდით კიდეც, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგჯერ ისინიც კი ვერ მათბობენ, ზოგჯერ მგონია ისე ვარ, რომ მალე ფიზიკურადაც გავიყინები, სიცივე მშთანთქავს...
ალბათ იფიქრეთ, რომ მე არ მყავს საყვარელი ადამიანები, რომლებიც მუდამ გვერდით დამიდგებიან, მანუგეშებენ, ჩამეხუტებიან როცა ყველაზე მეტად მჭირდება. საბედნიეროდ მე მყავს ასეთი ადამიანები, მაგრამ ყოველთვის რაღაც სხვის ძებნაში ვიყავი. მინდოდა რაღაც ახალი და განსხვავებული. გულის სიღრმეში ვიცოდი რაც იყო ეს “რაღაც,” მაგრამ არ ვაღიარებდი! საკუთარ თავთანაც კი მეშინოდა ამის აღიარება. სითბოს ვეძებდი... არა! უფრო სიყვარულს! სიყვარულს, რომელიც არასოდეს არ განმიცდია, არ ვიცოდი რა იყო ეს გრძნობა. თუმცა ვტყუი! ჩემს გულში “სულიერს” არ ჰქონდა ადგილი, თუმცა იყო “ვიღაც.” უცნაურია, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ არსებობდა “ვიღაც,” რომელიც მიყვარდა. მიყვარდა ისე, რომ მისი არსებობა არც კი ვიცოდი, ის უბრალოდ არსებობდა ჩემში, ჩემით.. ეს კი ყველაზე თბილი აზრი იყო ჩემს თავში. გიყვარდეს გამოგონილი, არარსებული ადამიანი.. ის, ვინც შენ თვითონაც არ იცი ვინ არის, მხოლოდ ის იცი რომ გიყვარს! თუმცა ეს ალბათ უფრო სხვაა... ჩემს თავს ყოველთვის “სიყვარულზე შეყვარებულ გოგონას” ვეძახდი. მიყვარდა ეს სახელი, ჩემში სულის გათბობას იწვევდა. ცოტა ხნით, მაგრამ მაინც! უიმედო იმედით ვცხოვრობდი. არ მეგონა, თუ ოდესმე გამოჩნდებოდა “ის.” თუმცა, გულის ღრმა სიღრმეში მე მაინც მჯეროდა ამის, გაუცნობიერებლად სულ ველოდი მას.
მინდოდა შემექმნა ჩემი ფერადი სამყარო მხოლოდ ჩემთვის, მაგრამ ვერ ვახერხებდი.. მე მქონდა ჩემი სამყარო, რომელშიც მხოლოდ მე ვიყავი ჩემს ოცნებებთან და ფიქრებთან ერთად. ვცდილობდი ეს სამყარო რაც შეიძლება ფერადი გამეხადა, მაგრამ რაც უფრო მეტად ვცდილობდი ამას, მით უფრო უფერულდებოდა. ბოლოს კი მხოლოდ შავ-თეთრი დარჩა, რომელიც ჩემთვის ფერადად გადაიქცა. ახლა უკვე აღარ ვცდილობდი სხვადასხვა, ჭრელი ფერის შემოტანას ჩემს სამყაროში, ისინი თვალებს მატკიებდნენ, სიმარტოვე და სიფერადე ერთად არ მსიამოვნებდა! უკვე შავ-თეთრი, ჩემი ფერადი ფერები გახდა ჩემი სამყაროს მთავარი შემადგენელი ნაწილი, ამის შეცვლას კი არ ვაპირებდი!
“მინდა ნოტებად აგაწყო და მუსიკად შეგქმნა, რომ მხოლოდ ჩემი გერქვას. შენს ჰანგებში მინდა დავიკარგო...”
ძილის წინ, ყოველთვის ვკითხულობ ამ სიტყვებს, რომლებიც მეც არ ვიცი ვის მუვუძღვენი, მაგრამ ის ვიცი, რომ საშინლად მათბობს და მსიამოვნებს. თვალებს ვხუჭავ და ვიწყებ ოცნების ხატვას, ჩემი ფერადი ფერებით. დილით კი, ჩემს დაუმთავრებელ სიზმრებს ვაგრძელებ არაფერზე, რომლებიც არასდროს მეორდება და მაინც, მათ არ აქვთ დასასრული. ისევე, როგორც მე! არასდროს არ ვაღიარებ, რომ სუსტი ვარ. ვიცი ეს კიდევ უფრო ამრევს, დამასუსტებს იმაზე მეტად ვიდრე ახლა ვარ. მე კი მეშინია სისუსტის. მეშინია, რომ ჩემს თავს ვეღარ დავიბრუნებ ისეთს, როგორიც ვიყავი: მხიარული, სულით თბილი ჭრელი, ფერადი ფერებით...

bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-04-01, 7:31 PM | შეტყობინება # 8

842
83  +
   ±
Offline
vici dzalian pataraa, magram shemegi tavebi didi iqnebaaa kiss

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2012-04-01, 9:21 PM | შეტყობინება # 9
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime tamooo, ai ar vici ra gitxraaa!! rogori vkitxulobdi icii? bednieri imit, rom gicnob! ra enit giweria, gavgijdi! au ar vici martla ra gitxra raa, jer pirveli tavia es marto, magram ukve imdeni msgavseba agmovachine da imdenad chemeulia ro ravi!! bednieri viqnebii, tu amas saitze ki ara, aramed lamaz wignad gamocemuls wavikitxav! bednieri var rom gicnob, miyvarxar da warmatebebs gisurveb!


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-04-01, 9:45 PM | შეტყობინება # 10

842
83  +
   ±
Offline
♥vampiressa♥, vaime naat, ver agigwer ras vgrdznobdi roca shens komentars vkitxulobdiii, aiii guli sixarulit amevsoo. madloba chemo sayvarelo imisatvis, rom yoveltvis aset tbil sityvebs meubnebi, es chemtvis namdvilad didi stimuliaa. mec dzalian bednieri var rom shennair ketil, nichier da sayvarel adamians vicnoob. dzalian gafaseb da mec miyvarxaaaar! kiss
da erts getyvi kidev... am motxrobashi albat yvelaze metad aris chemeuli... yvelashi vdeb ragac isets, rac me maxasiatebs, magram aq ramdenime tavi sheidzleba itqvas rom nawilobriv chemzea...

aNs_VolTuriთარიღი: კვირა, 2012-04-01, 10:15 PM | შეტყობინება # 11
The Walking Dead
342
36  +
77  ±
   ±
Offline
Quote (bella-vampire)
“მინდა ნოტებად აგაწყო და მუსიკად შეგქმნა, რომ მხოლოდ ჩემი გერქვას. შენს ჰანგებში მინდა დავიკარგო...”

dzalian momewona es rogorc sheni meore ra kvia vcekvam monatrebas kargad wer, magram mainteresebs yvela drama ratomaa? mdzabavs xolme
ise sheyvarebuli xom ar xar? da muza magitom xom ar gawveba ase?



bella-vampireთარიღი: კვირა, 2012-04-01, 10:25 PM | შეტყობინება # 12

842
83  +
   ±
Offline
aNs_VolTuri, eg citata chemi chanaxatidanaa:)
drama? ara, yvela drama araa. nu "vcekvav monatrebas" ki, magram mgoni sxva araa drama. tumca ragac monakvetebi cota rtuli wasakitxi kia.
ara, sheyvarebuli ar var biggrin ra vici, muza umagisodac momdis biggrin mixaria rom mogwoons kiss

makieთარიღი: ორშაბათი, 2012-04-02, 0:08 AM | შეტყობინება # 13

144
4  +
28  ±
   ±
Offline
dzaaan momewona, ai dzaaan kargaad weeer sheni stili momwons smile smile aseti originaluri saxelwodebebi tavshi saidaaan mogdiis ?? smile smile
p.s ''vcexvav monatrebis'' axal tavs rodis dadeeeeb??



bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-04-02, 5:58 PM | შეტყობინება # 14

842
83  +
   ±
Offline
makie, madloob kiss imis axali tavi albat xval iqnebaaa)))

bella-vampireთარიღი: ორშაბათი, 2012-04-02, 6:35 PM | შეტყობინება # 15

842
83  +
   ±
Offline
II თავი

დილით ადრე გაღვიძება ყოველთვის მიჭირდა, მხოლოდ ამიტომ ვერ ვიტანდი დილას. როგორც ყოველთვის, ჩემს ოთახში მამა შემოვიდა და დიდი წვალების შემდეგ მოახერხა ჩემი გაღვიძება. თვალები ძლივს გავახილე, საბედნიეროდ ოთახში სინათლე არ იყო და თვალები არ მტკენია. ეს კი თითქმის ყოველთვის ხდება, ფარდებს წევენ რომ გამეღვიძოს. გარეთ გავიხედე და სასიამოვნო ვერაფერი დავინახე, ჯერ ნორმალურად გათენებულიც არ იყო, მაგრამ ჩემი ატალახებული ეზო მაინც კარგად ჩანდა და ზიზღით დავიჯღანე. წინასწარ მომზადებული ტანსაცმელი ჩავიცვი, თავი მოვიწესრიგე და სასაუზმოდ დავჯექი. მთელ სახლში მხოლოდ მე და მამას გვეღვიძა, ამიტომ თავს თავისუფლად ვერ ვგრძნობდი. ვცდილობდი ჩემებურად ხმამაღლა არ მელაპარაკა, რომ დედა და ჩემი და არ გამეღვიძებინა.
- გუშინ სახლში რომელზე მოხვედი? - ეჭვის თვალით შემომხედა მამამ.
- არ დამიგვიანია, - ენა გამოვუყავი და სკამიდან წამოვდექი. საათს შევხედე და კმაყოფილმა იმით, რომ ჯერ კიდევ ადრე იყო და არ მაგვიანდებოდა, გავიღიმე.
კლასში შევედი თუ არა, მაშინვე უკან გამოვვარდი, იქ ნამდვილი საგიჟეთი იყო! ბიჭები როგორც ყოველთვის, ჭიდაობდნენ, ანდაც სკამებს ისროდნენ. მე კი ჩემი თავი სკამისთვის ნამდვილად არ მემეტებოდა. ფანჯარასთან მდგომ გოგოებთან მივედი და მივესალმე. ჩემი საუკეთესო დაქალი-ელენე მოვიდა და გვერდზე გამიყვანა. უკვე ერთი კვირაა, რაც ჩვენს შორის თითქოს განშორება ჩადგა, ამან კი ჩემი სამყაროს უფრო მეტად გაუფერულობა გამოიწვია და ჩემი გაყინული სულის უფრო მეტად გაყინვა, უკვე თითქმის აიზბერგს დაემსგავსა...
- თამუნა, დღეს საღამოს იცოდე გარეთ გამოდიხარ და არავითარი უარი! - თვალები დამიბრიალა.
თამუნას ძალიან იშვიათად მეძახდა. იცოდა, რომ ეს მაღიზიანებდა და ამიტომაც იქცეოდა ასე.
- როგორ მოხდა? - ირონიულად ჩამეცინა. არ მინდოდა რამე ცუდად გამომსვლოდა, ან მისთვის რამე მეგრძნობინებინა. ის, რაც წესით საჭირო იყო რომ სცოდნოდა, მაგრამ თავი მაინც ვერ შევიკავე. ჩემი ყველაზე ცუდი თვისება ისაა, რომ ყოველთვის არ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, ან რაც საჭიროა რომ ვთქვა. ეს კი იმიტომ ხდება, რომ არ ვარ საკუთარ თავში იმდენად დარწმუნებული, რამდენადაც უნდა ვიყო. თითქოს ნელ-ნელა ვკარგავ საკუთარი თავის რწმენას, ეს კი ყველაზე მეტად არ მინდა რომ მოხდეს. ვცდილობ, ვიყო ძლიერი. ისეთი, როგორიც ადრე ვიყავი. თვითონაც არ ვიცი რამ შემცვალა. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ მეც ძალიან გვიან შევამჩნიე ჩემში ცვლილებები, გამოსწორება კი უკვე გვიანი იყო. არა, გვიანი არასდროს არაა, მაგრამ მე ამისათვის საკმარისად ძლიერი არ ვარ. აი, მაინც ვთქვი ეს, რომ არ ვარ ძლიერი. არადა ვარ..! განუწყვეტლივ საკუთარ თავთან ბრძოლაში ვარ, ხან ერთი “მე” იმარჯვებს, ხან მეორე “მე.” მე კი სადღაც მათ შორის ვიკარგები...
- რა როგორ მოხდა? - ვერ მიმიხვდა.
- არაფერი, დაივიწყე, - ხელი ავიქნიე და რაც შემეძლო გავუღიმე. მე კი ტკივილამდე მინდოდა ტირილი, მაგრამ თავი შევიკავე. ყელში რაღაც ბურთი მომებჯინა, მახრჩობდა და სუნთქვის საშუალებას აღარ მაძლევდა, თითები სულ მთლად გამეყინა. ასე ვიცი ხოლმე, როცა ვნერვიულობ. ტუჩზე ვიკბინე, რომ არ მეყვირა.
- იტყვი? - ხელები გადააჯვარედინა და თვალები დამიბრიალა.
- რას? - თავი მოვისულელე.
- თავს ნუ იდებილებ, არ გიხდება!
- გამიკვირდა, ასე კატეგორიულად რატომ მომთხოვე გარეთ გამოსვლა, - ნახევრად სიმართლე ვუთხარი. მე საერთოდ ის გამიკვირდა, გარეთ გასვლა რატომ მთხოვა. პასუხმა თითქმის დააკმაყოფილა. ისეთი სახე მიიღო, მივხვდი რაღაცის მოყოლას აპირებდა.
- დღეს როგორც ყოველთვის, ბავშვები გავდივართ გარეთ. ხოდა, გაგაცნობ იმათ და რაც მთავარია ალექსანდრესაც.
- სიძეს? - უნებურად ხმამაღლა დავიძახე და გულიანად გადავიკისკისე.
- ჩუმად, - ხელზე ისე მომიჭირა, რომ მეტკინა და მაშინვე უკან გავწიე.
- იცოდე, იქ არაფერი არ წამოროშო, - გამაფრთხილა.
- ნემსს და ძაფს წამოვიღებ პირისთვის, - გამეცინა და კლასში შევედი, სადაც უკვე სიწყნარე იყო, რადგან მასწაველებელი შემოვიდა.
ალექსანდრე ბიჭი იყო, რომელიც ელენეს უყვარდა. თავიდან საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, ელე მას მხოლოდ დერეფანში ხედავდა. მაგრამ სამი კვირის წინ ყველაფერი შეიცვალა. საერთო მეგობარმა ერთმანეთი გააცნო, მასთან ერთად კი ალექსის მეგობრებიც გაიცნო ელემ და ყოველ საღამოს, ის და ჩვენი ორი კლასელი გოგო მათთან ერთად სეირნობდნენ. ალბათ ამანაც გამოიწვია ჩვენს შორის რაღაც პერიოდი დაშორება. ელეზე არ ვბრაზობდი, ძალიან მიხაროდა, რომ ბოლოს და ბოლოს გაიცნო ის ბიჭი. მეგობრის გამო მსხვერპლი უნდა გაიღო, ამიტომ ვეგუებოდი ჩვენს შორის ასეთ ურთიერთობას. თუმცა ძალიან მიჭირდა... მაგრამ მე მაინც ვიცი, რომ ელეს არ ვავიწყდები, სახლში მისული პირველი მე მირეკავდა, მიზიარებდა მის სიხარულს და დარდს. ისიც კარგად ვიცი, რომ ჩვენი ცხრა წლის დაქალობა ასე უბრალოდ არ გაქრება. ის ჩემთვის, მე კი მისთვის, ყველაზე სანდო, გამგებიანი და ერთგული მეგობარი იყო. ჩემთვის ის იყო ჩემი სულის მზე, ცდილობდა გაელღო ყინული, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ არ გამოსდიოდა, რომ მე არ ვაძლევდი ამის უფლებას. უკვე შემიყვარდა ეს ყინული, ჩემი აიზბერგი...
გაკვეთილები დამთავრდა და მე და ელე ერთად გამოვედით კლასიდან. გზაში კი მარი და ლიზი დაგვეწიენ. გოგოები, რომლებთან ერთადაც ამ ბოლო დროს ელენე იყო ხოლმე. მარის ჯერ კიდევ სულ პატარაობიდან ვიცნობდი, ერთად ავიდგით ფეხი. ლიზი კი... ლიზი ისეთი ადამიანი იყო, რომელსაც ვერ დავუმეგობრდებოდი, რაც არ უნდა მდომებოდა. ის ჩემგან ზედმეტად განსხვავებული იყო ყველანაირად. ვიცოდი, ლიზიც ასევე ფიქრობდა ჩემზე...
- თამ, ანუ დღეს შენც გამოდიხარ ხო? - მკითხა მარიმ. - ძალიან მაგრად გავერთობით, - ხელები დაისრისა, მე კი მის ქცევაზე გამეცინა.
- მე შეიძლება ვერ მოვიდე, - თქვა ლიზიმ.
არ ვიდარდებ-მეთქი ჩემდაუნებურად გავიფიქრე და ჩემი თავის გამიკვირდა. უხ, ჩემი დებილი ქვეცნობიერის ბრალია!
- საბამ მითხრა, რომ ვიღაც მათი ძმაკაცი მოვა და გაგვაცნობენ, სანდრო ჰქვია მგონი, - გვითხრა მარიმ.
ელემ უცნაურად გამომხედა და ჩაიცინა.
- რა? - ვერ მივხვდი.
- სანდროო, - გაიმეორა მან. - ჩემი სიყვარულზე შეყვარებული გოგო, შენი საყვარელი სახელიი, - თვალი ჩამიკრა.
- მე ანდრია უფრო მომწონს, - ენა გამოვუყავი და გავიცინე.
სახლში საშინლად დაღლილი მივედი, გაკვეთილებმა გამომფიტა. შევჭამე და ცოტა ხნით დავისვენე. დედას გასაკვირად, კომპიუტერი არ ჩამირთავს და პირდაპირ სამეცადინოს მივუჯექი.
- შენ კომპიუტერი არ გაქვს ჩართული? - ოთახში დედამ შემოყო თავი და გაკვირვებულმა შემომხედა.
- არა, - უემოციოდ ვუპასუხე.
მე და დედას კარგი დედა-შვილური ურთიერთობა არასდროს გვქონია. არა! როგორ არ გვქონდა, პატარა რომ ვიყავი დედას ვაღმერთებდი. მაგრამ დროთა განმავლობაში შეგვეცვალა ურთიერთობა, გაცივდა და ჩვენს შორის დიდი ზღვარი გაჩნდა. ეს მაშინ მოხდა, როცა მე დაახლოებით 12-13 წლის ვიყავი, ან შეიძლება ეს ყველაფერი ცოტა ადრე დაიწყო, მე არ მახსოვს.. დღე არ გავიდოდა, რომ არ გვეკამათა.
- დღეს არავინ არ გაგიძახა? - ხომ შეიძლება, სკოლიდან მოსულს ერთხელ მაინც დამისვას სხვა კითხვა. “დღეს რა მოხდა?” ან რაღაც ამდაგვარი. მკითხოს იმაზე, მე რა დამემართა და არა ის, რა ქულა მივიღე.
- არა, - თავი გავაქნიე და ისევ წიგნებს მივუბრუნდი, მაგრამ უცებ თავი ავწიე და მას შევხედე, რომელიც უკმაყოფილო სახით მიყურებდა. არ შევიმჩნიე და ვითომ არაფერი, ლაპარაკი გავაგრძელე. - დღეს ელესთან ერთად სასეირნოდ ჩავალ ქვემოთ.
- ძალიან არ დაიგვიანო, - მითხრა და ოთახიდან გავიდა.
ესეც ჩვენი, დედა-შვილის “თბილი” საუბარი, ჰმ...
ექვსს წუთები აკლდა, რომ სახლიდან გავედი, ექვსზე ელენესთან უნდა ვყოფილიყავი. ყურსასმენები გავიკეთე და Chris Daughtry - What About Now ჩავრთე. უკვე სამი დღეა, რაც ეს სიმღერა მაქვს ამოკვიატებული. ელეს სახლამდე, სიმღერის მხოლოდ სამჯერ მოსმენა მოვასწარი. მისი სახლის კარების წინ დავდექი და ჯიბეში ხურდა მოვძებნე. ხურდის გარეშე მის კარზე ვერ ვაკაკუნებდი, მერე ორი დღე თითები მტკიოდა. კარი გამიღო და მაშინვე სახლში შემათრია.
- ასეთი მასპინძლობა უნდა, რა, - გამეცინა.
მერე ელე ავათვალიერე თავიდან ბოლომდე და ჩემდაუნებურად გამეცინა. ასეთ გამოპრანჭულს იშვიათად თუ ვხედავდი. საერთოდ მაკიაჟს არ იკეთებდა ხოლმე, მაგრამ ახლა მოუხშირა, ეს კი რა თქმა უნდა ალექსის დამსახურება იყო.
- ნეტავ ვის ეპრანჭება ეს გოგო?! - ჩემთვის ვთქვი ისე, რომ მასაც გაეგო და მაშინვე სამზარეულოში გავედი, ვიცოდი არ შემარჩენდა.
- ისე ამბობ, თითქოს შენ არ ხარ.
ათ წუთში მარიმ მოგვწერა და ჩვენც ქვემოთ ჩავედით. ბიჭები გვერდზე უბანში იყვნენ, მაგრამ მე ავიტეხე არ გადავიდეთ, ისინი მოვიდნენ-მეთქი. ცოტათი მეუხერხულებოდა კიდეც. ისინი უკვე თითქმის სამი კვირაა რაც ერთად არიან, მე კი ახლა გამოვჩნდი. თუმცა, როგორც გავიგე, შორიდან ყველა მიცნობდა როგორც ელენეს დაქალს, ისევე როგორც მე მათ. თუმცა რა თქმა უნდა, ელენესგან მე მათზე ბევრად მეტი ვიცოდი.
ცოტა ხანში ისინიც მოვიდნენ ჩვენთან, ოღონდ მხოლოდ ორნი, ალექსანდრე და საბა. მათი თხოვნით ყველანი მათ უბანში გადავედით, სადაც თითქმის არ იყო ხალხი, მყუდრო ადგილი იყო ძალიან. სულ ცოტა ხანში ისე შევეწყვე ორივეს, რომ მეგონა დიდი ხანია რაც ვიცნობდი. მხიარული, კომუნიკაბელური და მეგობრულები იყვნენ. რაც ყველაზე მეტად გვიხაროდა მეც და ელესაც ის იყო, რომ არცერთი მათგანი არ იყო ჩვენი კლასელებისნაირი უზრდელი და ზედმეტად ცანცარა.
საბას ტელეფონმა დარეკა და მანაც მაშინვე უპასუხა. საუბრით მივხვდი, რომ იმ ვიღაც სანდროს ელაპარაკებოდა. ტელეფონი რომ გათიშა, ჩვენ მოგვიბრუნდა.
- ჩვენი ერთი ძმაკაცი მოვა ახლა.
- სანდრო? - იკითხა მარიმ, საბამ კი თავი დაუქნია.
- გიტარები მოაქვს? - იკითხა ალექსმა.
- აბა რა, - გაიცინა საბამ და ისეთი ღრმა ნაფასი დაარტა, შემეშინდა არ დაიხრჩოს-თქო.
- გიტარები? - ვიკითხე ვითომ დაბნეულმა. ელესგან კარგად ვიცოდი, რომ ალექსი და კიდევ ერთი მათი ძმაკაცი გიტარაზე უკრავდნენ და მღეროდნენ კიდეც.
- ჰო, ერთად დავდივართ გიტარაზე და აქაც დავუკრავთ. არ გინდა? - მკითხა.
- როგორ არა! ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა გიტარაზე და როიალზე დაკვრა ვიცოდე, - გავუღიმე.
- ერთ-ერთი, - გაიმეორა საბამ. - აბა დანარჩენებიც “დაყაჭე,”-მითხრა სიცილით. მე კი სიცილით თავი გავაქნიე.
ცეცხლი ავანთეთ და ყველანი წრეზე დავსხედით, ამასობაში კი თხუთმეტ წუთზე მეტი გავიდა.
- ეს თქვენი სანდრო რაღაც იგვიანებს, - გამეცინა და საათს დავხედე.
- ვეღარ ითმენ ხო? - ყურში ჩამჩურჩულა ლიზიმ, მე კი საპასუხოდ ვუჩქმიტე და ფეხზე წამოვდექი.
- თქვენი სანდროც მოვიდა, - უცებ გავიგონე ხმა და უკან მივტრიალდი. იქ კი ორი გიტარით ხელში ბიჭი იდგა. პირდაპირ თვალებში შემომხედა და გამიცინა. მივხვდი, რომ ჩემი ნათქვამი გაიგო და ამიტომაც თქვა “თქვენი სანდრო.”
- თამ, ისე ჩემი საყვარელი სახელიც არის სანდრო, - გადმომიჩურჩულა მარიმ. მივხვდი, რატომაც თქვა. მარი საერთოდ ისეთი გოგო იყო, რომლებიც მხოლოდ ბიჭებზე და გარეგნობაზე ფიქრობენ, სხვა არაფერზე. სანდრო კი სიმპატიური ბიჭი იყო, რამდენადაც ღამეში, ცეცხლის შუქზე ჩანდა.
ჩვენთან ახლოს მოვიდა, ალექსანდრე და საბა გადაკოცნა და ერთი გიტარა ალექსს მისცა, მეორე კი თავისთვის დაიტოვა. შემდეგ ყველანი გაგვიცნო, ყველას ხელი ჩამოართვა. ბოლოს კი მხოლოდ მე დავრჩი... არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაც უცნაურად ვნერვიულობდი. ალბათ იმიტომ, რომ სანდროზე საერთოდ არაფერი არ ვიცოდი. ხელი ძალიან ფრთხილად ჩამომართვა, გამიღიმა და საბას გვერდით დაჯდა.
ყველანი ერთმანეთში ისე ვსაუბრობდით, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით, ყველაზე მეტად კი ეს მომწონდა. ბავშვობიდან, ყოველთვის მინდოდა, რომ საუკეთესო ძმაკაცი მყოლოდა, რომელიც გული მიგრძნობდა რომ უკვე ვიპოვე. ისინი ისეთი თბილები, ყურადღებიანები და მეგობრულები იყვნენ, რომ შეუძლებელი იყო არ შეგყვარებოდა თითოეული მათგანი. მემგონი ამდენ ლაპარაკში გიტარები სულ გადაავიწყდათ, ამიტომ მე გავახსენე.
- გიტარები რამდენი ხანი უნდა გედოთ ეგრე, ვიზუალური ეფექტისთვის? - ბოლოში მაინც გამეცინა.
- რა იყო, ვეღარ ითმენ? - მკითხა საბამ.
- ნწუ.
- კარგი, კარგი, - გაიცინა სანდრომ. - რა დავუკრათ? - ჩვენ შემოგვხედა.
- ეგ რა კითხვაა? - ჩაახველა ალექსანდრემ.
ყველას გაგვეცინა, რადგან კარგად ვიცოდით რომელი ჯგუფის სიმღერებსაც მღეროდნენ. The Beatles -Let It Be-ს დაკვრა დაიწყეს, მაშინ პირველად გავიგონე როგორ მღეროდნენ ისინი. ალექსსაც და სანდროსაც, ორივეს საოცრად თბილი და სასიამოვნო ხმა ჰქონდათ. გამიკვირდა, რადგან ორივე ეწეოდა სიგარეტს.
მისამღერზე ყველანი ავყევით, მაგრამ მე და ელე განსაკუთრებულად ხმადაბლა “ვმღეროდით,” რადგან ჩვენი ხმით არ გაგვეფუჭებინა სიმღერა.
ამის შემდეგ კიდევ ბევრი სიმღერა იმღერეს, ძალიან გავერთეთ... ბოლოს ყველა თავისთვის ვიყავით, სანდრო ჩემს გვერდით იჯდა. ყურსასმენი, რომელიც ყელზე მქონდა ჩამოკიდებული მომხსნა და თვითონ გაიკეთა. იქ კი ისევ ჟღერდა Chris Daughtry - What About Now. გაეღიმა და ყურსასმენი უკან დამიბრუნა.
- გიყვარს?
- კი, ძალიან. უკვე სამი დღეა, რაც ავიკვიატე, სულ ამას ვუსმენ. სამი დღის განმავლობაში, პირველად მოვუსმინე სხვა სიმღერებს, - გამეცინა.
- ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა, - ეს ისე თქვა, თითქოს გემოვნება მომიწონა.
მობილური ხელში მეჭირა, დაუკითხავად გამომართვა და სიმღერების თვალიერებას შეუდგა. ამით ნამდვილად ვერ დაადგენდა რომელ ჟანრს ვუსმენდი, რადგან ეს მე თვითონაც არ ვიცოდი. შემეძლო ერთ წუთში მძიმე როკისთვის მომესმინა, მეორე წუთში კი კლასიკა ჩამერთო.
თვალიერება რომ დაამთავრა, შემომხედა და გაეცინა.
- რა?
- სრული ქაოსი აქ, - მობილურში მუსიკების ფაილზე მიმითითა. - საერთოდ რა ჟანრს უსმენ?
მის კითხვაზე გამეცინა. ჩემთვის ერთ-ერთი რთული შეკითხვა იყო, რადგან ამაზე პასუხი არასდროს არ მქონდა.
- გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. საერთოდ თითქმის ყველა ჟანრს ვუსმენ, მაგრამ რეპს და ჯაზს ყველაზე იშვიათად.
- ჰო, შევამჩნიე ერთ ჟანრში რომ არ იყავი, - მობილური დამიბრუნდა და ადგა. სადაც გიტარა ედო, იქ მივიდა, დაჯდა და გიტარა ისე დაიჭირა, მივხვდი დაკვრას აპირებდა. ეს ყველამ შეატყო და გაჩუმდნენ. გიტარის სიმებზე თითები აათამაშა, ამომხედა და გამიღიმა. პირველი ნოტებით მივხვდი, რომ ეს Chris Daughtry - What About Now იყო.
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 15
  • 16
  • »
ძებნა: