სიყვარულზე შეყვარებული
|
|
bella-vampire | თარიღი: კვირა, 2012-04-29, 12:57 PM | შეტყობინება # 76 |
842
Offline
| 2-3 dgeshi iqneba axali. nati_cullen, aba romels vwer? :DDD is, rasac axla vdeb, "ar davtmobdi, magram..." damtavrebuli maqvs, erti wlis win davwere.
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-05-02, 8:05 PM | შეტყობინება # 77 |
842
Offline
| X თავი მეორე დღეს სკოლაში ვერ წავედი. დილით როგორც კი გავიღვიძე, მაშინვე მივხვდი რომ ცუდად ვიყავი და სკოლაში ვერ წავიდოდი. თავს საშინლად სუსტად ვგრძნობდი, თავბრუ მეხვეოდა. საწოლიდან მაინც წამოვდექი და სამზარეულოში შევედი, სადაც მამა უკვე საუზმობდა. - რა გჭირს? - ჩემ დანახვაზე სახე შეეცვალა. - რა მჭირს? - კითხვით ვუპასუხე. - სახეზე ფერი არ გადევს. - ჰო, თავს სუსტად ვგრძნობ და დღეს სკოლაში არ წავალ რა, - შევეხვეწე. ჩემთან მოვიდა, შუბლზე ხელი დამადო და მერე მაკოცა. ჩემი მამიკო... - ისაუზმებ თუ ისევ ჩაწვები? - ცოტას შევჭამ, ჩაი დამისხი. მაგიდისკენ წავედი, მაგრამ შუა გზაში თავბრუ საშინლად დამეხვა, ყველაფერი დატრიალდა და ჩავიკეცე... დაცემას მამას ხელებმა გადამარჩინა. ხელში ამიყვანა და ჩემს საძინებელში შემიყვანა, საწოლზე დამაწვინა და საბანი გამისწორა. ოთახიდან გავიდა და გავიგე, როგორ გააღო კარადის კარი, სადაც წამლები იდო. - ჯერ სიცხე გაიზომე, თუ გაქვს წამალს დაგალევინებ და მერე დაიძინე. რა გეგონა, რამდენიმე დღე გადაბმულად ხუთი საათიც რომ არ გეძინა. თერმომეტრი მომაწოდა და საათი დაინიშნა... ათ წუთში ისევ შემოვიდა და შეამოწმა, სიცხე არ მქონდა. რადგან მოთენთილი ვიყავი და ძალა არ მქონდა, გადავწყვიტე ისევ დამეძინა. რამდენიმე წუთში ჩამეძინა... მეორეჯერ დაახლოებით პირველი საათისათვის გამეღვიძა. თითქოს გამოძინებული ვიყავი, მაგრამ მთელი სხეული მტკიოდა და ისევ ვგრძნობდი სისუსტეს. თავს ძალა დავატანე და წამოვდექი. ისევ სამზარეულოში გავედი, სადაც ამჯერად დედა იყო და იქაურობას ალაგებდა. - უიმე, თვალები როგორი ჩასიებული გაქვს, - მომახალა მაშინვე. - მადლობა, ამაზე უკეთესს რას მეტყოდი, - ირონიულად ჩავიცინე. - ვკვდები ისე მშია, - ამით მივახვედრე, რომ საუზმე უნდა გაეკეთებინა. აბაზანაში შევედი თუ არა, მაშინვე სარკეში ჩავიხედე და გული გამისკდა. თვალები მართლაც საშინელ მდგომარეობაში მქონდა. თავი მოვიწესრიგე და გამოვიცვალე. საძინებლიდან გამოსვლისას, თვალი მობილურისკენ გამექცა. სამი უპასუხო ზარი სანდროსგან და ორი მესიჯი ელესგან. ორივეს საერთო მესიჯი დავუწერე იმის შესახებ რომ კარგად ვარ და უბრალოდ ჩამეძინა. გავაგზავნე თუ არა, მობილური სადღაც მოვისროლე და დამშეული სამზარეულოსაკენ გავეშურე. საერთოდ დილით ბევრი ჭამა არ მიყვარს, მაგრამ ეს დღე გამონაკლისი იყო. საკმაოდ ბევრი ვჭამე, მაგრამ ჩემს სისუსტეს ამანაც ვერ უშველა. - ნეტავ რამე ვირუსი ხომ არ დადის? აბა რა უნდა მოგსვლოდა?! - ბუტბუტებდა დედა და თან თავს დამტრიალებდა. ვერაფერმა ვერ მიშველა, ისევ საშინლად ვგრძნობდი თავს. ხანდახან ჩემს წინ მთელი ოთახი ტრიალებდა, მაგრამ დედას არაფერს ვეუბნებოდი. არ მინდოდა კიდევ უფრო შემეშინებინა, ისედაც აღარ იცოდა რა გაეკეთებინა რომ უკეთესად გავმხდარიყავი. სამსახურში ისედაც დაიგვიანა და როცა მეორეჯერ დაურეკეს, დამნაშავის თვალებით შემომხედა. - არაუშავს, წადი. არაფერი მჭირს ისეთი, რომ მარტო ვერ დავრჩე. პატარა ხომ არ ვარ? - უდარდელად გავიცინე. - კარგი, მაგრამ რამე თუ დაგჭირდება მაშინვე დამირეკე. დამჯერი ბავშვივით თავი დავუქნიე და ტელევიზორის ყურება განვაგრძე, თუმცა საინტერესო არაფერი გადიოდა... დედას წასვლიდან ათი წუთიც არ იყო გასული, რომ ზარის ხმა გავიგე. მეგონა რამე დარჩა და მობრუნდა, ამიტომ კარი მაშინვე გავაღე. წინ კი ელენე და სანდრო შემრჩნენ. - თქვენ აქ რა გინდათ? - სტუმართმოყვარეობაც ამას ჰქვია, - გაიცინა ელემ, გადამკოცა და სახლში შევიდა. - კარგად ხარ? - მკითხა სანდრომ და ჩამიხუტა. - კი, უბრალოდ ჩამეძინა, - ამჯერად ტყუილი კარგად გამომივიდა. - ცოტა ხანში ბავშვებიც ამოვლენ, ბიჭები მაღაზიაში წავიდნენ, - მითხრა ელემ. - რისთვის? - გამიკვირდა. - რაღაცები უნდა ამოიტანონ. შენი სახლი მთელი დღე თავისუფალია და ეს არ გამოვიყენოთ? მე და სანდრომ ერთმანეთს გადავხედეთ და ელენეს ენთუზიაზმზე ერთდროულად გაგვეცინა. ცოტა ხანში დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ, მათთან ერთად მარიც იყო. გამახალისეს, ცუდად ყოფნა სულ დამავიწყდა. - ზარია! - წამოიყვირა მარიმ და კარისკენ გავარდა. უკან მივყევი და ადგილზე გავშეშდი. ლიზი იყო... - პრივეტ თამ, როგორ ხარ? ვინერვიულე ცოტა... - მოვიდა და გადამკოცნა. - არ მეგონა ჩემზე თუ ნერვიულობდი. - აბა რა, რატომ არა? - გაიკვირვა. - ოთახში შევიდეთ, - მარი ისეთ კარგ ხასიათზე იყო რომ ჩვენს შორის დაძაბულობასაც ვერ გრძნობდა. ელესაც თითქმის ჩემნაირი რეაქცია ჰქონდა ლიზის დანახვაზე. საერთოდ ვინ დაპატიჟა? - ისე, სანდროს უნდა ვუმადლოდე რომ აქ ვარ, თქვენ არ უნდა გეთქვათ? - მიუბრუნდა ბიჭებს და ელეს. - უცბად გადავწყვიტეთ, შენ კი იქ უკვე აღარ იყავი. - ხო, სანდრომ მესიჯი მომწერა, - მიანიშნა, რომ მათზე ნაწყენი იყო. - ელე თუ შეიძლება სამზარეულოში გამომყევი, მოხმარება მჭირდება. როცა მე და ელე მარტონი დავრჩით, საშინლად გაბრაზებული სახე მივიღე და ღიმილის ნიღაბი ჩამოვიშორე. - სანდროს მოვკლავ! - პირველი სიტყვები ეს იყო. - დააცადე ჯერ თვითონ რას გეტყვის, - მშვიდი ხმა ჰქონდა, მაგრამ ვატყობდი რომ მასაც იგივე უნდოდა რაც მე. - ჩემს საკუთარ სახლში დამიპატიჟეს ჩემთვის არასასურველი სტუმარი. მაგარია! მოიცადე... მობილური ავიღე და თოკოს მივწერე რომ ჩემთან ამოსულიყო. ბედზე თურმე ისიც ამას აპირებდა და უკვე ჩემს სახლთან იყო. ზარის ხმა რომ გავიგეთ, მე და ელე მაშინვე გავვარდით. - აუ, თქვენ ორ გიჟს რა გაგიძლებთ ახლა, - გაიცინა თოკომ და ვითომ წასვლა დააპირა, მაგრამ სახლში მაინც შემოვიდა და ჩამიხუტა. - რა ჭირიანი ხარ, რა გჭირდა დღეს? - ჩამეძინა უბრალოდ, - ენა გამოვუყავი. მეორე ოთახიდან ხმაური რომ გაიგო, ინტერესიანი თვალებით შემოგვხედა. - სტუმრები მყავს, - გადავიკისკისე. ხელი ჩავკიდე და დანარჩენებთან შევიყვანე. მის დანახვაზე ყველას გაოცებული სახე ჰქონდა, მითუმეტეს სანდროს. მაგრამ ალბათ ყველაფერს მიხვდა, მკაცრი მზერით დამასაჩუქრა და თავი გაიქნია. - რა არის, მღუპავთ? - ცოტა ხნის შემდეგ გადმოგვიჩურჩულა მე და ელეს თორნიკემ. - რატომ? - უთანასწორო ბრძოლაა, - ხელით ბიჭებზე მიგვინიშნა. - ნუ მაიმუნობ, - ელესგან ფერდში მუშტი მიიღო. ბიჭების არჩეულ მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვუყურეთ, ცოტა კარტი ვითამაშეთ, ვიცინეთ და ამასობაში დაბნელდა კიდეც. ყველაფერი ერთად მივალაგეთ და ბავშვები წასასვლელად მოემზადნენ. - თქვენ წადით და მეც დაგეწევით, - უთხრა ბიჭებს სანდრომ. - ალექსთან ვიქნებით, - დაუბარა საბამ. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და წავიდნენ. დივანზე დავჯექი და მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, რომ საშინლად დაღლილი ვიყავი. სანდრო ჩემს წინ დაჯდა, თვალს არ მაშორებდა. - რა იყო? - თორნიკეს შენ დაურეკე, არა? - კი, - ამაყად ვუთხარი. - შენ ჩემს გაუფრთხილებლად ლიზი რომ დაპატიჟე როგორ ფიქრობ, კარგი საქციელი იყო? - ბავშვები ამოვდიოდით და უხერხული იქნებოდა ის დაგვეტოვებინა. - თქვენ ამოხვედით ჩემი მეგობრები და შეყვარებული, ლიზი კი არცერთი არაა, მითუმეტეს შეყვარებული, - გამეცინა. სანდროს გაცინებაც მოვახერხე, მაგრამ მალევე დასერიოზულდა. - ასე რატომ არ გიყვარს? - დაიმსახურა! - მაინც რით? - სანდრო რა გინდა? თუ ჩხუბი გინდა, პირდაპირ თქვი, არაა პრობლემა. თუ შენ ასე ძალიან მოგწონს ლიზი, მიდი და იმასთან იყავი. მე არ მომწონს ეს ადამიანი და ვერავინ ვერ დამაძალებს მასთან მეგობრობას! - გავბრაზდი. ფეხზე წამოვდექი და ხმას ავუწიე. სანდრო ცდილობდა არ ამყოლოდა და ჩხუბი არ დაეწყო. ვატყობდი უჭირდა, მაგრამ სიმშვიდეს მაინც ინარჩუნებდა. რამდენჯერმა ღრმად ჩაისუნთქა და ბოლომდე დამშვიდდა. სკამიდან წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. - როცა დამშვიდდები მერე ვილაპარაკოთ. - ჰო, აბა რა... უეცრად თავბრუ დამეხვა. მაგიდას დავეყრდენი, მაგრამ კუთხეში მდგარი ჭიქა გადმოვარდა და მეც ვეღარ შევიკავე წონასწორობა. იატაკზე დავვარდი. ოთახი მთლიანად დატრიალდა და სიბნელეში აღმოვჩნდი... ...როგორც კი თვალები გავახილე, პირველი ელენეს შეშინებული სახე დავინახე. - გაიღვიძა, - გვერდზე გავიხედე და ფერწასული სანდრო დავინახე, რომელიც ოთახში ბოლთას სცემდა. როცა დაინახა რომ მას ვუყურებდი, ჩემთან მოვიდა და პატარა ბავშვივით თავზე მომეფერა. - როგორ შემაშინე... ისევ სუსტად ვიყავი, ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი და ამიტომ, მხოლოდ სუსტად გავუღიმე. - შენ დილითაც არ იყავი კარგად, ხომ? - ცალი წარბი ასწია ელენემ. - რამდენიმე დღეა რაც ნორმალურად არ მძინავს და ამის ბრალია. ხვალაც არ მოვალ სკოლაში, გამოვიძინებ და ყველაფერი კარგად იქნება, - დავაწყვე გეგმები. - კარგი. გინდა რამე მოგიტანო? სანამ შენები არ მოვლენ, შეგიძლია სიტუაციით ისარგებლო, ცოტა გაგათამამებთ, - გაიცინა. - მშვენიერია! - აღვფრთოვანდი. - ცოტა მშია. სამზარეულოში რამდენიმე ბუტერბროტი და წვენია და მომიტანე, რა. - ერთი ცუდად არ იყო, მერე ვნახავდით რას მოგიტანდი. - მაპატიე... - მითხრა სანდრომ, როცა ოთახში მარტონი დავრჩით. - რა? - ანერვიულდი და... - დაივიწყე, - თქმა აღარ დავაცადე. მასზე კიდევ ვიყავი გაბრაზებული, თუმცა ამას არ ვაჩვენებდი. მეორე დღესაც დავრჩი სახლში და საკმაოზე კარგადაც გამოვიძინე. თავს უკეთესად ვგრძნობდი, მაგრამ არა ისე როგორც საჭიროა. ალბათ დროთა განმავლობაში გამოვკეთდები... დეკემბრის დასაწყისი იყო, საკმაოდ ციოდა. ბუნებამ ულამაზესი თოვლითაც დაგვაჯილდოვა. გამიხარდა, მაგრამ გუნდაობის ხალისი მაინც არ მქონდა იმ მიზეზის გამო, რომ ყოველდღე სუსტად ვგრძნობდი თავს. ვცდილობდი არაფრით გადავღლილიყავი. კომპიუტერთან და ტელევიზორთან თითქმის აღარ ვჯდებოდი. თუ შევატყობდი რომ ცუდად ვიყავი, მეცადინეობასაც ვანებებდი თავს. ყოველ საღამოს გარეთ ვსეირნობდი. განტვირთვისთვის იოგაზეც შევედი, მაგრამ შედეგი არ იყო. თავიდან თუ ყურადღებას არ ვაქცევდი ამ მდგომარეობას, ახლა მეშინოდა კიდეც. ვინ იცის, იქნებ რა მჭირდა? მაგრამ არავის არაფერს არ ვეუბნებოდი. ჩვეულებრივ ცუდად ყოფნის დროს წუწუნი მჩვევია, მაგრამ მაინცდამაინც ახლა გავჩუმდი. თურმე უნდა ამომეღო ხმა... ზამთრის არდადგებისთვის სკოლიდან დაგვითხოვეს. ბავშვები საბას სახლში ვიყავით შეკრებილნი, ვმხიარულობდით. მაგრამ შუა გართობაში დედამ დამირეკა და სახლში მისვლა მთხოვა. ყველას დავემშვიდობე და რადგან ჯერ ადრე იყო, მარტო წამოვედი. მითუმეტეს სანდრო ცოტათი ნასვამი იყო და თვითონ იყო გასაცილებელი. გზაში თავბრუს ხვევა და პირღებინების შეგრძნება ვიგრძენი... ფეხს ავუჩქარე რომ სახლში მალე მივსულიყავი. უკვე გულის ცემასაც ვეღარ ვგრძნობდი, მეგონა ცოტაც და შუა ქუჩაში დავეცემოდი... - თამო, - უკნიდან მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი და შევხტი. მივტრილადი, ბაჩო იყო... - ბაჩო ახლა შენი თავი არ მაქვს, სახლში მაგვიანდება, - ზურგი შევაქციე, მაგრამ წონასწორობა ვეღარ შევიკავე, კინაღამ წავიქეცი. - კარგად ხარ? - კი, კი. სახლში უნდა წავიდე. ჩემთვის ვბუტბუტებდი და კარგად ვხვდებოდი, რომ სახლში მარტო მისვლას ვერ შევძლებდი. - წამოდი, მიგაცილებ, - ხელი მომკიდა და სახლისკენ წამიყვანა. ბაჩოს მიმართ მადლიერების გრძნობით ავივსე. ისიც კი დამავიწყდა, რომ წარსულში მისგან კარგი არაფერი მახსოვს, ჩემი გამწარებელი იყო, მაგრამ ახლა სიკეთე გამოიჩინა. ამ საქციელის გამო ვერ ვიტყოდი რომ გამოსწორდა, მაგრამ იმედი გამიჩნდა... სახლში მივედი თუ არა, მაშინვე ჩემს ოთახში წამოვწექი. დედამ შეატყო რომ თავს ცუდად ვგრძნობდი, რაღაც წამალი დამალევინა და მალვე ჩამეძინა. გავიგე, ოთახიდან გასვლისას როგორ ამბობდა რომ ექიმთან უნდა წამიყვანოს. ვერასდროს ვერ ვიტანდი ექიმებს...
| |
|
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: პარასკევი, 2012-05-11, 5:41 PM | შეტყობინება # 81 |
842
Offline
| madlobaaaaa XOXO dges sagamos iqneba xali taviii^^
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2012-05-11, 8:21 PM | შეტყობინება # 82 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (bella-vampire) dges sagamos iqneba xali taviii^^ vaiimeee ra magariaaa!!! maleee?
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: პარასკევი, 2012-05-11, 9:20 PM | შეტყობინება # 83 |
842
Offline
| XI თავი
დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ, როგორც იქნა დავითანხმე დედაჩემი და ექიმთან წასვლაზე უარი ვათქმევინე. თანაც რამდენიმე დღეში ახალი წელი იყო, ყველანი ვემზადებოდით, მხიარულ განწყობაზე ვიყავით. მე კი არ მინდოდა, რომ გუნება გაგვფუჭებოდა. კარგად ვხვდებოდი რომ ამდენი თავბრუსხვევა და მთელი დღეები სუსტად ყოფნა, არ იყო გარდატეხის ასაკის ბრალი. იყო კიდევ რაღაც, რასაც მე ვერ ვხვდებოდი... დროთა განმავლობაში შიში გამიძლიერდა, როცა შევატყვე, რომ ამ ყველაფერს თავის ტკივილიც დაემატა. ფსიქოლოგიურად თავს ვარწმუნებდი, რომ ეს არაფერი იყო და არ უნდა მენერვიულა. ვცდილობდი დამევიწყებინა და ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ როცა გამუდმებით გაწუხებს ფიზიკური ტკივილი, მისი იგნორირება რთულია. საკუთარ თავს თვითონ გამოვუწერე რეჟიმი... ზედმეტი გადატვირთვისგან თავს ვიკავებდი, მთელი დღე თავისუფალი მქონდა და ამიტომ შეძლებისდაგვარად ვერთობოდი და სხვა რამეზე გადამქონდა ყურადღება. თუმცა ზედმეტ ემოციებს მაინც ვერიდებოდი... ბავშვებმა რამდენჯერმე ვიქეიფეთ, მე კი ერთი წვეთიც არ დამილევია და არც ბევრი მიცეკვია. ვიცოდი რომ ჩემი გამოგონილი რეჟიმი მდგომარეობას ვერ უშველიდა, მაგრამ მაინც ჯიუტად არ ვიღებდი ხმას და არავის ვეუბნებოდი, რომ ხანდახან გაღიმებაც კი ტკივილს მაყენებდა. ნერვიულობისა და დაძაბულობისაგან ყველა კუნთქი დაჭიმული მქონდა, ხანდახან სიარულიც კი მიჭირდა, მაგრამ პანიკიორი არასდროს ვყოფილვარ და თავი ხელში ამყავდა. თუმცა როდემდე შევძლებდი ამის დაფარვას, არ ვიცოდი... 31 დეკემბერიც დადგა... ჩემს გარდა ყველას უხაროდა ახალი წლის მოსვლა. მინდოდა ბავშვებთან ერთად შევხვედრილიყავი, მაგრამ არ გამიშვეს და ამიტომ მხოლოდ ბიჭები შეხვდნენ ალექსის სახლში შეკრებილნი. ეს ახალი წელის ისეთივე იყო, როგირც სხვა დანარჩენნი. მე როგორც მეოცნებემ, ბავშვურად ჩავიფიქრე 12საათზე სურვილი, თუმცა ნაკლებად მჯეროდა რომ ამისრულდებოდა. მაგრამ შანსი რატომ უნდა გამეშვა? იქნებ მართლაც მოხდეს სასწაული... ახალი წლის შემდეგი დღეები ან სტუმრად დავდიოდით, ან ისინი მოდიოდნენ. მეგობრებისთვის ძლივს ვიცლიდი. განსაკუთრებით სანდრო წუწუნებდა, რადგან ძალიან ცოტა ხნით მიწევდა მისი ნახვა. - ძლივს! ნორმალურად გხედავთ, - მითხრა ალექსმა, როდესაც მოვიცალე და მთელი საღამო მათთან ერთად გავატარე. - შენი სახე უკვე მავიწყდებოდა კიდეც, - გაიხუმრა ლიზიმ. - ვისაც საჭიროა იმას არ ვავიწყდები, - მასთან ისევ ისეთივე ურთიერთობა მქონდა და გამოსწორებას არც ვცდილობდი. არ მინდოდა... ამის თქმაზე სანდრომ ოდნავ მომიჭირა ხელი, ალბათ არ ესიამოვნა ჩემი ნათქვამი, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. მთელი საღამო ჩახუტებული ვყავდი, ერთი წუთითაც კი არ მიშვებდა ხელს. ისე მსიამოვნებდა მისი სიახლოვე და სითბო, მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლიდა. ლიზის ცივი გამოხედვა სულს მიშფოთებდა, რაც არასდროს არ მომხდარა. ჩემი თავის მიკვირდა, მაგრამ სანდროს სიახლოვემ ყველაფერი გადაწონა, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი და ყველაფერი მავიწყდებოდა. დაღამებულს ბიჭებმა გოგოები სახლამდე მიგვაცილეს, ყველას დავემშვიდობე და უცბად ავირბინე კიბეები, თუმცა ეს არ უნდა გამეკეთებინა, გული საშინლად ამიჩქარდა. ყურადღება არ მივაქციე და სახლში გაღიმებული, მხიარული სახით შევედი. მთელი ღამე თოვდა. ახლა უკვე გულით მიხაროდა, გადათეთრებული ქუჩები მომწონდა. დილით სპეციალურად ვდგებოდი ადრე რომ სუფთა თოვლი მენახა სანამ მანქანები გაივლიდნენ. მეორე დღეს მობილურის ზარმა გამაღვიძა. მზად ვიყავი მომეკლა ყველა, ვინც ამ დროს ძილში მიშლიდა ხელს. - გისმენთ, - უხეშად ვუპასუხე. - დილამშვიდობისა მძინარა. - სანდრო ახვლედიანი, სიკვდილი ხომ არ მოგენატრა? - სიკვდილი არა, მაგრამ შენ კი ძალიან მომენატრე. - და ამიტომაც დამიფრთხე ანგელოზები, არა? - გაბუტული ბავშვის ხმა მქონდა. - შენ თვითონ ხარ ჩემი ანგელოზი, - მისმა ტკბილმა, ხავერდოვანმა ხმამ მომნუსხა, მაგრამ გაბრაზებას მაინც არ ვივიწყებდი. - შენ ჯობია მითხრა, რატომ გამაღვიძე ასე ადრე? იმედია სერიოზული მიზეზია. - რა თქმა უნდა, მემ, - გაეცინა. - ფანჯრიდან გადაიხედე. - შენ რა ასეთ დროს იმისთვის გამაღვიძე რომ უბრალოდ ფანჯრიდან გადავიხედო? - ვერ ვიჯერებდი. - დავიჯერო ასეთი პრიმიტიული ვარ? - სიცილი წასკდა. - გაიხედე და მიხვდები. საწოლიდან ძლივს წამოვდექი, არ მინდოდა თბილი ლოგინის დატოვება. ფანჯარასთან უცებ მივედი და... - რა ლამაზია! - აღფრთოვანება ვერ დავმალე. - ვიცოდი რომ მოგეწონებოდა. - რა თქმა უნდა მომეწონა! აბსოლიტურად ყველაფერი თეთრია, ასეთი თოვლი მგონი თბილისს არ ახსოვს. მიყვარხარ! - დაუფიქრებლად ვთქვი და დავიმანჭე. რა თქმა უნდა ძალიან მიყვარდა სანდრო, მაგრამ ასე გრძნობების გამოხატვას არ ვიყავი მიჩვეული. - შენ წარმოდგენა არ გაქვს, მე როგორ მიყვარხარ. - ახლა შევეჯიბროთ? - მიუხედავად იმისა რომ ვერ მიყურებდა, ცალი წარბი მაინც ავწიე. - არ ღირს, მაინც მე მოვიგებ, - გაეცინა. - ჰმ... საკუთარ თავში დარწმუნებული იდიოტი. - და შენ მაინც ასეთი გიყვარვარ. - ჰო. ძალიან უცნაურიაიმის გააზრება, რომ იდიოტი გიყვარს, - ჩემი მწარე ენა მაინც ვერ გავაჩერე. - იცოდე გაგახსენებ ამ სიტყვებს, - დამემუქრა ის. - ოქეი, - დარწმუნებლი იმით, რომ ვერაფერსაც ვერ მიზამდა, მხიარულად დავეთანხმე. - თამ, ნახევარ საათში გამოგივლი და ჩამოდი ქვემოთ. - ნახევარი საათი რაში მეყოფა? - შევიცხადე. - იჩქარე, თორემ მალე მანქანები აატალახებენ, - გამითიშა. საათს დავხედე, რვის ნახევარი იყო. ეჰ, არადა რა კარგად მეძინა... სასწრაფოდ მოვემზადე, ვისაუზმე და დედა გავაფრთხილე, რომ საგუნდაოდ მივდიოდი. როცა გარეთ ჩავედი, სანდრო უკვე სადარბაზოსთან იდგა და მელოდა. მის დანახვაზე თავი ვერ შევიკავე, გავიქეცი და მთელი ძალით ჩავეხუტე. სანდრომ თითქმის ნამდვილი ფოტოსესია მომიწყო. სურათების გადაღება არასდროს არ მიყვარდა, მაგრამ სანდრო მაიძულებდა, ყოველ წუთს მიმიზნებდა ფოტოაპარატს, მე კი ვერსად ვემალებოდი. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ კარგი ფოტოები გამოვიდა. კარგა ხანს ვიგუნდავეთ, მაგრამ ჩემთვის ზედმეტი აღმოჩნდა ამდენი რეაქცია, დავიღალე და სახლში წასვლა გადავწყვიტე. მთელ დღეებს სანდროსთან და მეგობრებთან ერთად ვატარებდი, ვმხიარულობდით. მაგრამ სამწუხაროდ, თავბრუს ხვევები გამიხშირდა, მადაც დამეკარგა და უკვე ყველა ამჩნევდა, რომ სუსტად ვიყავი. სანდრო ამ საკითხში ყველაზე დიდი პანიკიორი აღმოჩნდა, მაძალებდა ექიმთან წადიო. მისი დაძალება საჭირო არც აღმოჩნდა, დედამ მალე შეამჩნია ჩემი მდგომარეობა და ექიმთან წამიყვანა. სახლიდან დილით გავედით და თითქმის ღამე დავბრუნდით. უზარმაზარ საავადმყოფოში ხან რომელ კაბინეტში შევდიოდით, ხან რომელში. სიარულისგან დავიღალე... რამდენიმე ექიმის შეშფოთებულმა სახემ გამაკვირვა, დედა კი საშინლად შეაშინა. მაგრამ გადავწყვიტე ყურადღება არ მიმექცია და პასუხებს დავლოდებოდი. ერთ-ერთმა ექიმმა დედა მარტო შეიყვანა კაბინეტში და იქ ელაპარაკებოდა, მე კი ამასობაში უსაქმოდ დავდიოდი საავადმყოფოს დერეფნებში. დედა წაშლილი სახით გამოვიდა, მაგრამ გაღიმებას ცდილობდა. მისი რეაქციები ზეპირად ვიცოდი და მივხვდი რომ არ ხდებოდა რაღაც კარგი. მეორე დღეს ისევ დაგვიბარეს.
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|