bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2011-01-29, 7:43 PM | შეტყობინება # 1 |
842
Offline
| სახელწოდება: წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა ავტორი: ანა(ჩემი დაქალი) დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო ოფლებები აქვს ავტორს. ბეტა: bella-vampire პეირინგი: ნ.დ./ე.უ. რეიტინგი: G ჟანრი: Romance სამარი: ეს არის ისტორია, მოცურავე და მოციგურავე გოგონაზე. ემა უილსონი თავქარიანი და წინდაუხედავი ადამიანია, მაგრამ უეცარი სიყვარული მას ძალიან შეცვლის. სტატუსი: წერის პროცესშია
ბავშვებო, ეს არის ჩემი დაქალის ფიკი. მან მთხოვა, რომ დამედო საიტზე.
[color=green]პროლოგი
ჩემს ცხოვრებას სულ ორი რაღაც წარმოადგენს – წყალი და ყინული. იქ თავს უბედნიერესად ვგრძნობ. დედას სურდა ჩემპიონი გავმხდარიყავი ფიგურულ სრიალში, მამას – ცურვაში. დიდი დავის შემდეგ, 10 წლის ასაკში ორივე სპორტზე შემიყვანეს. როცა 13 წლის გავხდი, დედა და მამა გარდაიცვალნენ. დამრჩა ძმა-ტაილერი და უმცროსი და-სემი. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. სამივენი გავიზარდეთ, რაშიც ჩვენი გამზრდელი რენე გვეხმარებოდა. ახლა უკვე 18 წლის, დამოუკიდებული ემა უილსონი ვარ!
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - შაბათი, 2011-01-29, 7:45 PM | |
|
|
bella-vampire | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-17, 8:10 PM | შეტყობინება # 131 |
842
Offline
| მეცხრე თავი ის გაუნძრევლად იწვა, არაფერს ამბობდა.მხოლოდ იყო თეთრი, თოვლივით თეთრი. ცივი, ყინულივით ცივი. მის ულამაზეს თვალებს ვეღარ ვხედავდი, მათში ვეღარ ვიძირებოდი, მის ტუჩებს ვეღარ ვეხებოდი. მას ვეღარ ვგრძნობდი, მისი გულის ცემა აღარ მესმოდა, აღარ ფეთქავდა, არ მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი. მხოლოდ გაყინულ სხეულს ვხედავდი, რომელიც ნაზად ესვენა საწოლზე. ის აღარ მჩუქნიდა ღიმილს, რომელიც მე ასე მჭირდებოდა, მისი სუნთქვა ხომ ჩემი სუნთქვა იყო, მისი გაღიმება ჩემი სიხარული, მისი თვალები ჩემი სამყარო, მთლიანად ის კი - ჩემი სიცოცხლე. ნათლად ვხედავდი ნიკის გაყინულ სახეს, გალურჯებულ ტუჩებს, გაქვავებულ სხეულს და გული მეკუმშებოდა. არ მჯეროდა. რომ ეს ჩემი ნიკი იყო. საშინელი ხმით ვღრიალებდი და არ ვიჯერებდი. რომ ის ჩემთან აღარ იყო. - არ დამტოვო, ნიკ! – კივილით წამოვხტი ლოგინიდან. გავაცნობიერე, რომ ეს მხოლოდ კოშმარი იყო და მეტი არაფერი. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და ნიკი არ დამტოვებდა. ამას არავითარ შემთხვევაში არ გამიკეთებდა. თვალები ბოლომდე გავახილე და საათს გავხედე. თერთმეტის ნახევარი იყო. არ მჯეროდა, ნუთუ ასე ადრე გამეღვიძა. ნელა ავდექი ლოგინიდან. გადავწყვიტე პლიაჟზე ჩავსულიყავი. გამოვიცვალე, თმები გავიკეთე და კიბეებზე დავეშვი. - ემა? როგორ მოხდა? – გაიცინა რენემ. - რა ვიცი, გამეღვიძა და ლოგინში ვეღარ გავჩერდი, - მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოვიღე და სწარაფად მოვსვი. - სადმე მიხიდარ? – დაინახა, რომ ზურგჩანთა მეკიდა. - ხო, პლიაჟზე ჩავალ, - ჭიქა მაგიდაზე დავდე, რენეს ვაკოცე და სახლიდან გამოვედი. პლიაჟზე მალე ჩავედი. ბევრი ხალხი არ იყო. ჯერ ადრეც იყო და ალბათ ამიტომ. სწრაფად გავიძრე ჯინსის კაბა და მაისური. სათვალე მოვიხსენი და წყლისკენ გავიქეცი. ვიგრძენი, როგორ მომესალმნენ ტალღები. შიგნით შევცურე და დიდხანს აღარც ამოვსულვარ ზემოთ. დღეს ბობი უნდა მენახა. ვიცოდი, რომ ნიკი და მაიკი ამის საშუალებას არ მომცემდნენ, ამიტომ გაპარვა გადავწყვიტე. დაახლოებით ორი საათის შემდეგ წყლიდან ამოვედი და სახლში დავბრუნდი. სწრაფად გამოვიცვალე და ლოგინზე წამოვგორდი, მობილურის ხმა გავიგონე. - ხო, ნიკ, - ვუპასუხე გახარებულმა. მისი ხმის გაგონება მსიამოვნებდა. - როგორ ხარ? – მკითხა ნაზად. - მშვენივრად, შენ ხომ კარგად ხარ? - კი,კი, - მითხრა სიცილით. - დღეს სადმე ხომ არ მიდიხარ? – მკითხა მან. უნდა მომეტყუებინა, სხვა გზა არ იყო. - სემმა მთხოვა მაღაზიებში გამომყევიო, - ვუთხარი გულგრილად. - კარგი. მე მამაჩემი უნდა ვნახო. გუშინ იმ ავადმყოფის გამო საუბარი ვერ დავამთავრეთ. დაგირეკავ მერე. - მიყვარხარ, - გავიღიმე. - მეც, - ტელეფონი გავთიშე. გამახსენდა, რომ კევინს აუცილებლად ეცოდინებოდა ბობის მისამართი. მისი ნომერი ავკრიბე და დაველოდე. - გისმენ, ემა, - მალევე გაისმა კევინის მხიარული ხმა. - ასე რამ გაგამხიარულა? – ვკითხე სიცილით. - მე და ჯესი რაღაცაზე ვიცინოდით. - ძალიან კარგი. იცი, კევინ, რაღაც მინდა გთხოვო, - დავიწყე წყნარი ხმით. - მიდი აბა, - ისევ იცინოდა. - ბობის მისამართი მომეცი, - ტუჩზე ვიკბინე. - კარგი, - ხარხარით მიპასუხა. მისამართი გაოვართვი. ტელეფონის გათიშვას ვაპირებდი, მაგრამ ვინ გაცადა. - კი მაგრამ რად გინდა? – ხმა დაუსერიოზულდა. - კევინ, წავიდეთ რა, - რაღაცას ეწუწუნებოდა ჯესი. - ემა, ახლა უნდა წავიდე და იცოდე, სისულელე არ ჩაიდინო, - მკაცრი ხმით მითხრა. ტელეფონი გამითიშა. “გმადლობ ჯეს” გავიფიქრე გულში. მან გადამარჩინა. არც კი ვიცი რით უნდა ამეხსნა რად მინდოდა ბობის მისამართი. ლოგინიდან ავდექი. უცბად სემის ხმა მომესმა. ოთახიდან სწრაფად გამოვედი და კიბეები ჩავირბინე. - ტაილერ, - გადავეხვიე. - ოჰო, ასე რამ შეგცვალა, - გაიცინა. - უბრალოდ მომენატრე. კვირაზე მეტია რაც წახვედი, - ხელი გადამხვია და გულში ჩამიკრა. დიდად არასდროს არ ვავლენდი ჩემს გრძნობებს და-ძმის მიმართ, მაგარამ მათ გარეშე ვერ ვიცოცხლებდი. - ამდენ ხანს მარტო არ მოიწყინე? – დივანზე დასკუპდა სემი. - ვინ გითხრა, რომ მარტო ვიყავი, - გაიცინა, - ენჯელაც ჩემთან ერთAად იყო. ახლა მივიყვანე სახლში. - შენ და ენჯელას სერიოზული ურთიერთობა გაქვთ? – დამაინტერესა ამ ამბავმა. - რა გითხრა, ემ. ძალიან მიყვარს და მასზე სერიოზულად ვფიქრობ, - ოდნავ გაიღიმა. - პატარა ბიჭი აღარ ვარ, რომ არ ვიცოდე ცხოვრებაში რა მინდა. - ჩემი ბრძენი ბიჭი, - გავიცინე. - შენ იცინე და ნახავ, მალე ოჯახს ახალი წევრლი შემოემატება, - თვითონაც ამყვა. - ჯერ მხოლოდ ოცი წლის ხარ, - თავი გავაქნიე. - ისე, თუ გახსოვს, ხვალ ვხდები ოცდაერთის, - თვალი ჩამიკრა. ვაიმე, როგორ აღარ მახსოვდა, რომ ხვალ ჩემი ძმის დაბადების დღე იყო. - ტაილერ, როგორ დამავიწყდა. ხოდა, ხვალ მაგარი წვეულება იქნება, - ტაში შემოვკარი. - ემა, არ გვინდა, - თავი მოიფხანა. - ამას მე მივხედავ ჩემო ძამიკო, - ლოყაზე ვაკოცე და კიბეებზე ავირბინე. მიას ნომერი ავკრიფე. - ემა, როგორ ხარ? – გაისმა მისი წკრიალა ხმა. - მია, იცი რა, ხომ გახსოვს ხვალ ტაილერის დაბადების დღეა და მინდა წვეულება მოვაწყოთ. შეგიძლია დამეხმარო? - რა თქმა უნდა. ხომ იცი, ასეთ რაღაცეებზე ვგიჟდები, - გაიცინა. - მაშინ ჯესსაც უთხარი და ამ საღამოს ჩემთან გამოდით. - არის უფროსო, - გავიცინე. - გელოდებით, - ტელეფონი გავთიშე და კარადასთან მივედი. ტანსაცმელი გამოვიცვალე. დრო იყო ბობთან წავსულიყავი. მანქანის გასაღები ავიღე, კარები გამოვხურე და დაბლა ჩავედი. - სად მიდიხარ? – მკითხა ტელევიზორთან მჯდარმა ტაილერმა. - ჯესის გავუვლი. თან წვეულევის საქმეები უნდა მოვაგვარო, - დღეს მერემდენედ მოვიტყუე უკვე სათვალავი ამერია. - იცოდე, არ დააგვიანო, - მითხრა სერიოზულად. - ძალიან გამკაცრდი ტაილერ ხომ იცი, - გავიცინე. - ემა, სერიოზულად გეუბნები, - მკაცრი ტონით მითხრა. - კარგი, - ჩავიბურტყუნე. გარეთ გამოვედი და მანქანაში ჩავჯექი. ვერ გადამეწყვიტა წავსულიყავი თუ არა. ერთი მე ამბობდა: - სწრაფად სახლში შედი. მეორე მე კი სასწრაფოდ წასვლას ითხოვდა. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, პედალს ფეხი დავაჭირე და ეზოს გავცდი. სულ იმაზე ვფიქრობდი რა მოხდებოდა. ისევ იგივე რომ ექნა? მერე ხომ ნიკი ვეღარ მიშველიდა. ან საერთოდ რატომ მივდიოდი ბობის სანახავად? რაში მჭირდებოდა მისი ბოდიშები? ეს რომ ნიკმა და მაიკმა გაიგონ, მერე არ ვიცი რა მოხდება. კევინიც გაბრაზდება, რომ გამოვიყენე, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო მეორე მე, რომ მას წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი. როგორც იქნა მივაღწიე კევინის მიერ მოცემულ მისამართს. ეს ულამაზესი ადგილი იყო. მანქანა გავაჩერე და გადმოვედი. სახლისკენ მივიწევდი, მაგარმ ფეხები უკან მრჩებოდა. ზარი დავრეკე. მოსამსახურემ მალევე გააღო კარი. - გამარჯობა, - მივესალმე. - გამარჯობათ, - გამიღიმა. - იცით, მე ბობის ნახვა მინდა, - ვთქვი ყოყმანით. - მობრძანდით და ვკითხავ თუ შეუძლია თქვენი მიღება, - სახლში მიმიპატიჟა მოსამსახურემ. - მადლობა, - ოთახში შევედი და დივანზე ჩამოვჯექი. ქალი გრძელ კიბეებს აუყვა. სახლი ულამაზესი იყო. ღია ფერებში გადაწყვეტილი, დიდი ფანჯრებით. მოსამსახურე მალევე დაბრუნდა უკან და მითხრა, რომ ბობი მიმიღებდა, მაგრამ ტვინის შერყევის გამო ისევ ცუდად იყო და იწვა. მისი ოთახისკენ წავედით. ქალმა კარი გამიღო. - გამარჯობა, - დავიჩურჩულე. - მიხარია, რომ მოხვედი, - გახარებული ხმა ჰქონდა. – დაჯექი, გთხოვ, - იქვე მდგარ სავარძელში დავჯექი. - მაპატიე, - თავი დახარა, - არ მინდოდა, ამდენი არ უნდა დამელია, თავს საშინლად ვგრძობ, ძალიან გთხოვ მაპატიე, - მომეჩვენა, რომ ეს სიტყვები ყალბი იყო, მაგრამ საკმაოდ თავდაჯერებულად ლაპარაკობდა. – ემა, მითხარი რამე, - თვალებში შემომხედა. - არ ვიცი ბობ, საერთოდ აქ რისთვის მოვედი. ჩათვალე, რომ უკვე გაპატიე, - სავარძლიდან ავდექი. წასვლა მინდოდა, აქ გაჩერება აღარ შემეძლო. მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი. ამ დროს ოთახის კარი გაიღო. - საყვარელო, ჩვენი გეგმისათვის თითქმის ყველაფერი მზად მაქვს!
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ხუთშაბათი, 2011-03-17, 8:11 PM | |
|
|