წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა
|
|
bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2011-01-29, 7:43 PM | შეტყობინება # 1 |
842
Offline
| სახელწოდება: წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა ავტორი: ანა(ჩემი დაქალი) დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო ოფლებები აქვს ავტორს. ბეტა: bella-vampire პეირინგი: ნ.დ./ე.უ. რეიტინგი: G ჟანრი: Romance სამარი: ეს არის ისტორია, მოცურავე და მოციგურავე გოგონაზე. ემა უილსონი თავქარიანი და წინდაუხედავი ადამიანია, მაგრამ უეცარი სიყვარული მას ძალიან შეცვლის. სტატუსი: წერის პროცესშია
ბავშვებო, ეს არის ჩემი დაქალის ფიკი. მან მთხოვა, რომ დამედო საიტზე.
[color=green]პროლოგი
ჩემს ცხოვრებას სულ ორი რაღაც წარმოადგენს – წყალი და ყინული. იქ თავს უბედნიერესად ვგრძნობ. დედას სურდა ჩემპიონი გავმხდარიყავი ფიგურულ სრიალში, მამას – ცურვაში. დიდი დავის შემდეგ, 10 წლის ასაკში ორივე სპორტზე შემიყვანეს. როცა 13 წლის გავხდი, დედა და მამა გარდაიცვალნენ. დამრჩა ძმა-ტაილერი და უმცროსი და-სემი. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. სამივენი გავიზარდეთ, რაშიც ჩვენი გამზრდელი რენე გვეხმარებოდა. ახლა უკვე 18 წლის, დამოუკიდებული ემა უილსონი ვარ!
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - შაბათი, 2011-01-29, 7:45 PM | |
|
|
|
bella-vampire | თარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 10:19 PM | შეტყობინება # 17 |
842
Offline
| მესამე თავი - ემა უილსონ, ამას არასდროს გაპატიეპ, - გავიგონე ჯესიკას ხმა. არადა რა კარგად მეძინა. ოხ!… - უნამუსო ხარ! – ეს უკვე მია იყო. - შეიძლება გავიგო რა დაგიშავეთ? – თვალები მუჭით მოვიფშვნიტე, ლოგინიდან წამოვიწიე და მუხლებზე დავდექი. - როგორ არ გვითხარი? – ერთად დაიკივლეს. - რა არ გითხარით? – მეც ხმამაღლა დავიძახე. - რა, და გუშინ წინ წვეულებაზე ნიკს რომ აკოცე. გუშინ არაფერი გითხარით. გვეგონა თვითონ მოინდომებდი, რომ მოგეყოლა, - შედარებით დაწყნარდნენ. - ვინ გითხრათ? Aუ, სემს გავპუტავ რა, - ვიცოდი რა მატრაკვეცაც იყო, მაგრამ ამაზეც თუ იჭორავებდა არ მეგონა. ამაზე სემს მაინც არ დაველაპარაკებოდი. დაიწყებდა იდიოტურ თავის მართლებას. მაგის მოსმენის არც ნერვები მქონდა და არც დრო. - ემა, შენ და ნიკი რა, ერთად ხართ? სულ ერთი კვირაა რაც გაიცანი, - წყნარი ხმით დაიწყო მიამ. მართალია ერთი კვირაა გავიცანი მაგრამ მისი შეყვარება მაინც მოვასწარი. - არა! – წამოვიკივლე. – მე და ნიკი უბრალოდ მეგობრები ვართ და მორჩა! – მკაცრად ვუთხარი. - მეგორები ერთმანეთს ტუჩებში არ კოცნიან, - უკმაყოფილო ხმით წაიბურტყუნა ჯესიკამ. - ეს კოცნა უბრალოდ შეცდომა იყო. ბევრი დავლიეთ და თავი ვეღარ გავაკონტროლეთ, სულ ეს იყო, - სწრაფად ავუხსენი მათ. იქნებ ნიკიც ფიქრობდა რომ შეცდომა იყო? - კარგი, კარგი. მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. ჭამოდი, სადმე მაღაზიებში გავიაროთ, რაღაც ტანსაცმელი შემომაკლდა, - სიცილით თქვა მიამ. - შენ , თუ ტანსაცმელი გაკლია აღარ ვიც...ააააააა... - დავიკივლე ბოლო ხმაზე. - რა მოგივიდა? – შეშინდა მია. ჟესი შიშისგან სკამზე დავარდა. - რა, და შენიშეყვარებული მომკლავს! პირველზე სტუდიაში უნდა ვიყო. ახლა კი პირველს თხუთმეტი აკლია, - ლოგინიდან წამოვხტი და ტანსაცმილის ჩაცმა დავიწყე. - გიშუამდგომლებ, - გადაიხარხარა მიამ. - ჰაჰაჰა, რა სასაცილოა, - დავეჯღანე. - წამოდი, ჩემი მანქანით გავიდეთ, - შემომთავაზა ჯესმა. - ხო, ახლავე, ჩანთას ჩავალაგებ, – ვთქვი წუწუნით. ჯესის მანქანაში ვისხედით. - დღეს ვარჯიშს რომელზე ამთავრებ? – მკითხა მიამ. - როცა შენი პრინცი გამომიშვებს მაშინ, - გავიცინე. - ხოდა, ოთხისთვის გამოგივლით და მაღაზიებში გავიაროთ, ცოტა ტანსაცმელი ვიყიდოთ. - ხო, გავიგე, - ჩავიბურტყუნე. ჩემი ტელეფონის ხმა გავიგონე. - გისმენ ნიკ, - სახე შემეცვალა. რაღა ახლა დარეკა. ამის ახსნაღა მაკლდა გოგოებისთვის, რომლებიც რამე უაზრობას იფიქრებდნენ. - სად ხარ ამდენ ხანს? – ცოტა უხეშად მითხრა. - ორ წუთში მანდ ვარ, - თავი გავიმართლე ჩემი ჭკუით. - მაიკი ორივეს მოგვკლავს, ხომ იცი ვერ იტანს დაგვიანებას. - მია დამპირდა გიშუამდგომლებთო, - გავიცინე. - ემა, ეს სასაცილო არაა! – ტელეფონი გათიშა. ვერაფერი გავიგე. რა მოუვიდა? - მხოლოდ მეგობრები ვართ! – წაიბურყუნა ჯესმა. - ჯეს, მეგობრებს ტელეფონზე არ ელაპრაკები ხოლმე? – უხეშად გამომივიდა. - კი, მაგრამ ეგრე არ ვინაზები! – თვალებში შემომხედა. ოხ, ჯესიკა, საიდან გამოგყვა ადამიანებში ასე კარგად გარკვევის უნარი. - ჯესს, - დავიწუწუნე. - კარგი, ხო, ნუ იბუტები, - ისევ წინ გაიხედა და ჩაიცინა. სტუდიაში შევედი და სწრაფად გამოვიცვალე. მე და ნიკი ახალ ილეთზე ვარჯიშობდით. მაიკი მკაცრი სახით გვიყურებდა რამდენჯერაც ძირს დავეცემოდით. დრო საშინლად გაიწელა. მია და ჯესი რაღაცაზე ჭორაობდნენ. მე და ნიკმა ცოტა დავისვენეთ და ვარჯიში განვაგრძეთ. ნიკი რაღაც უცნაური იყო, არც ხმას იღებდა, არც არაფერს ამბობდა, თავისი ჩვეული იუმორი სადღაც გაქრა. სამ საათზე ვარჯიშს მოვრჩით. მიამ მაიკს დაუბარა ხუთზე ჩვენს ბარში გელოდებით მე ემა და ჯესიო. გოგოებმა სახლში გამიყვანეს. მათ ოთხისთვის უნდა გამოევლოთ. ჩემს ოთახში ავედი და პირდაპირ აბაზანაში შევედი. გრილმა წყალმა გამომაფხიზლა. ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. - ემ, სახლში ხარ? – გავიგონე რენეს ხმა. - ხო, - დივანზე მოვკალათდი, სანამ გოგოები მოვიდოდნენ. - ვიღაც ნიკმა დარეკა, ემასთან საქმე მაქვსო. მეგონა შინ არ იყავი და ვუთხარი მოგვიანებით დარეკეთ-თქო, – ამიხსნა რენემ. ნეტავ ნიკს რა უნდოდა? ალბათ მობილური დამიჯდა და ამიტომ ვერ დამირეკა პირადად. ძალიან მაინტერესებდა ასეთი სასწრაფო რა იყო. - რენე, გთხოვ, არავის უთხრა, რომ ნიკმა დარეკა, კარგი?- არ მინდოდა, რომ სემს რამე გაეგო. მოსდებს მთელს ქვეყანას სისულელეებს რაც არ ხდება და ალბათ არც არასდროს მოხდება ჩემსა და ნიკს შორის. - როგორც შენ გინდა, - მადლობის ნიშნად გავიღიმე. რენე ოთახიდან გავიდა. - ემა, წავედით, - გავიგონე მიას ხმა. სახლში შემოსვლა დაეზარა ალბათ, რადგან ეზოდან მეძახდა. - მოვდივარ, - ჩანთას ხელი დავავლე და გარეთ გავედი. მიამ უამრავი ტანსაცმელი იყიდა. არც მე და ჯესმა დავაკელით. მშევნივრად ვატარებდით დროს. სულ გადამავიწყდა დილის დაღლილობა, მაგრამ ინტერესი მაინც არ მშორდებოდა: ნეტავ ნიკს რა უნდოდა? წვეულებამდე შვიდი დღეღა რჩებოდა. მე და ნიკს მშვენიერი ნომერი გვქონდა. ახალი ილეთიც დავამუშავეთ. მაიკი კმაყოფილი იყო. ჩემი სტუდიის ვარსკვლავები ხართო. მაიკის მამა ცნობილი ჰოკეისტი იყო, დედა – მოციგურვე. მამამისმა, მისტერ კონრიმ გადაწყვიტა ცნობილი სტუდია შეექმნა. ხოდა ზუსტად მაიკ კონრის მომავალ სტუდიაში შემიყვანეს მშობლებმა ათი წლის ასაკში. მე და მაიკი პარები ვიყავით, მაგრამ მან ტრამვა მიიღო, რის შემდეგაც აღარ სრიალებს. მე ვთხოვე, რომ ჩემი ტრენერი გამხდარიყო. ჩემი და მიას დიდი ხვეწნა მუდარის შედეგად, საწადელს მივაღწიეთ. დიდი ხნის მარტო სრიალის შემდეგ, მაიკმა მირჩია მეწყვილე მეპოვნა და აი, ნიკიც გამოჩნდა. მაიკი და მია მეცხრე კლასიდან ერთად არიან. სწორედ მისგან გავიცანი მია და ამ დროიდან ჩვენც ვდაქალობთ. მერე ჯესი გავიცანით და მასაც ძალიან დავუახლოვდით. ფიქრებში გავერთე. უკვე ბართან ვიყავით. მანქანიდან გადმოვედით და შიგნით შევედით. მაიკი უკვე იქ იყო ნიკთან ერთად. - როგორც იქნა მოხვედით, - წაიბურტყუნა მაიკმა. - შენმა შეყვარებულმა მთელი მაღაზია წამოიღო და მაგას არც თუ ისე ცოტა დრო სჭირდება, - სიცილით ვთქვი. - იიი, - ენა გამომიყო მიამ. მერე გაიქცა და მაიკს კალთაში ჩაუხტა. რაღაც ჩასჩურჩულა ყურში, ნაზად აკოცა და გვერდით სკამზე გადაჯდა კმაყოფილი სახით. ალბათ მაიკი ახალი კაპრიზის შესრულებას დაჰპირდა. ნიკი ხმას არ იღებდა. - ნიკ, მითხრეს რომ დამირეკე რამე სერიოზულზე გინდოდა საუბარი? – გადავწყვიტე მე დამერღვია დაძაბულობა ჩემსა და მას შორის. სკამზე დავჯექი და კარგად მოვკალათდი. - მაგაზე მერე ვილაპარაკებთ, - თქვა და ფანჯარაში გაიხედა. რა უცნაური იყო დღეს. - კარგი, - ჩავიბურტყუნე და წინ გავიხედე. -- კევინ! – დავიკივლე ბოლო ხმაზე და სკამიდან წამოვხტი. მასთან მივვარდი და ჩავეხუტე. მან ხელში ამიტაცა და დამაბზრიალა. ყველა ჩვენ გვიყურებდა. უეცრად თვალში ნიკის სახე მომხვდა. ვერაფერი ამოვიკითხე, გაქვავებული იჯდა. - კევინ, აქ რას აკეთებ? – ვკითხე როცა ძირს დამსვა. - დღეს ჩამოვედი ემ. მეგობართან ერთად. ის სასტუმროში წავიდა მე კი აქ შემოვედი წვენის დასალევად. - როგორ მომენატრე, - გადავეხვიე. – კარგი, წამოდი მაგიდასთან მივიდეთ. მია ფეხზე ადგა და გადაეხვია, იგივე გაიმეორა მაიკმაც. - ეს კევინია, ჩემი ბავშვობის მეგობარი, უფრო სწორად ჩვენი, - გავიცინე. ნიკის სახეს კვალვ შევხედე თითქოს უფრო დაწყნარებული იყო, მაგრამ მაინც არ გავდა იმ ნიკს, მე რომ ვიცნობდი. – ეს ჯესია, ეს ნიკი – ჩემი მეწყვილე. - სასიამოვნოა, - გაიღიმა კევინმა. - ჩემთვისაც, - ჯესიც მიესალმა. ნიკს ხმა არ ამოუღია. კევინი ჯესის გვერდით სკამზე მოკალათდა. მე კი ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ათას რამეზე ვსაუბრობდით, კევინი თავის ამბებს გვიყვებოდა. ჯესის აშკარად მოეწონა. ჩვეულებრივზე მეტად იპრანჭებოდა, ძალიანაც მიხაროდა იქნებ ის იდიოტი საბოლოოდ დაევიწყებინა. მაიკი და კევინი კარგი მეგობრები იყვნენ. ჩვენ სულ ერთად ვიყავით, მაგრამ შემდეგ კევინი სხვა ქალაქში გადავიდა მშობლებთან ერთად. ზაფხულობით ჩამოდიოდა ხოლმე და ისევ ერთად ვიყავით. ის ძალიან მიყვარდა როგორც საკუთარი ძმა. - ჰეი, ემ, ბიჭებთან რა ხდება? როგორ გაქვს საქმე? – სიცილით მკითხა კევინმა. - მშვენივრად, - მეც გავიცინე, მაგრამ ნიკის სახის დანახვამ გამაწყვეტინა. რა ჯანდაბა სჭირს ამ ბიჭს ნუთუ ხუმრობაც დაავიწყდა. - ემა, შენთან ლაპარაკი მინდა, - უხეშად და მკაცრად თქვა ნიკმა. ცოტა გავბრაზდი ცოტა ნაზადაც შეიძლებოდა. - შენ არ თქვი მერე ვისაუბროთო, - იგივე ტონით მივმართე. - გთხოვ, - ისე შემომხედა არ შემეძლო უარი მეთქვა. - კარგი. - გარეთ გავიდეთ, - ხელი ჩამავლო და ბარიდან გამიყვანა. ქუჩა გადავკვეთეთ და პატარა პარკში სკამზე დავსხედით. - გისმენ, - დავიწყე მე. - კევინს შენთან რა აკავშირებს? – მკითხა მკაცრად. - ხომ გითხარი, ჩემი ბავშვობის მეგობარია და ძალიან მიყვარს, - კიდევ ერთხელ ავუხსენი და გავიღიმე. - ეჭვი მეპარება მეგობრებს ასე ეგებებოდნენ, - ამას და ჯესიკას მგონი პირი აქვთ შეკრული. ცოტა დავიბენი, ნუთუ ნიკი ეჭვიანობდა? - ნიკ! ის ჩემი მეგობარია, - მკაცრად გავიმეორე. - რაღაც არამგონია, - ისევ იგივე გააგრძელა. - რამდენჯერ გაგიმეორო, რომ მხოლოდ მეგობრები ვართ. ერთად გავიზარდეთ და ისე მიყვარს, როგორც ძმა, - გავცეცხლდი. საშინლად ფეთქებადი ხასიათი მქონდა და პატარა მიზეზიც საკმარისი იყო ჩემი გაბრაზებისთვის, მაგრამ თავის შეკავებაც შემეძლო, თუმცა ამ წუთას არა. - მეგობრობიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია, - გამოსცრა კბილებში. მან სულ მთლად ჭკუიდან გადამიყვანა. საშინლად მძულს ეჭვიანობა! სკამიდან წამოვხტი. - იცი რა, რაც გინდა ის იფიქრე, დავიღალე იმის ახსნით რომ მხოლოდ მეგობარია და საერთოდ რა შენი საქმეა ვინაა? ვალდებული არ ვარ რამე აგიხსნა! – გამოვბრუნდი და წამოვედი. ნიკი უკან გამომყვა. - ემა, მოიცადე, - ის არ ჩერდებოდა. - მორჩა! ბარში ვბრუნდები, - დავიკივლე მე. შუა ქუჩაში ვიყავი გაჩერებული. გვერდით გავიხედე და გავშეშდი. მანქანა ძალიან ახლოს იყო, ვეღარაფერს მოვასწრებდი. ვერც გვერდზეე გასვლას, ვერც წინ წასვლას. - ემა, არა! – გავიგონე ნიკის ღრიალი, მერე მუხრუჭების ხმა და შავ უსასრულობაში ჩავიძირე.
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2011-02-04, 10:41 PM | |
|
|
|
|
bachia_bachia555 | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 8:27 PM | შეტყობინება # 20 |
206
Offline
| Quote (AnasteishA) mara ro ar gairkva niks ra undoda roca urekavda? damainteresa dzalian. eg mec mainteresebs imedia gairkveva tavi zaan magaria :*:*imedia ema kargad iqneba
| |
|
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2011-02-07, 9:34 PM | შეტყობინება # 24 |
842
Offline
| მეოთხე თავი თვალები გავახილე და ოთახში მიმოვიხედე. ეს აშკარად არ იყო ჩემი საძინებელი. ოთახი ბნელ და მუქ ფერებსში იყო გადაწყვეტილი ჩემისაგან განსხვავებით. თვალები ბოლომდე გავახილე და წამოდგომა დავაპირე. - ემა, არ ადგე, - გავიგონე ნაცნობი ხმა. - ნიკ? შენ აქ რას აკეთებ? – გაკვირვებულმა წამოვიძახე. - ჩემს საძინებელში ხარ და ჩემს საწოლში წევხარ, - ირონიულად მითხრა და ოდნავ გაიღიმა. - რა მოხდა? არაფერი მახსოვს, - ყველაფრის გარკცვევა მინდოდა. - დამალვას აზრი არ აქვს, ამიტომ ყველაფერს გეტყვი. მე და შენ ვიკამათეთ. ქუჩაზე გადადიოდი და კინაღამ მანქანა დაგეჯახა. კიდევ კარგი გაჩერება შეძლო, თორემ არ ვიცი რა მოხდებოდა, -ხმა ჩაუწყდა, მერე ამოისუნთქა და განაგრძო. - გული წაგივიდა. ჩემთან მოგიყვანეთ, ამასობაში ექიმიც მოვიდა და თქვა, რომ სერიოზული არაფერია, დამამშვიდებელიც გაგიკეთა. გულის წასვლა შიშმა გამოიწვია. ბავშვებიც აქ იყვნენ, მაგრამ უკვე წავიდნენ რადგან ძალიან გვიანია. ჯესმა შენთან დარეკა და მოიტყუა, რომ მასთან რჩებით შენ და მია, – ღრმად ჩავისუნთქე. - ემა, მაპატიე ყველაფერი ჩემი ბრალია, მე რომ არა, არაფერი მოხდებოდა, - თავი დახარა,Mმაგრამ მთავარი ის იყო, რომ მე ნიკს არაფერში ვადანაშაულებდი. - არა! შენ არაფერ შუაში ხარ, ეს შეიძლებოდა ნებისმიერს მოსვლოდა. - მაპატიე, - კიდევ ერთხელ გაიმეორა და ფეხზე წამოდგა. Mივხვდი, რომ ოთახიდან გასვლას აპირებდა. საწოლიდან ავდექი, მასთან მივედი და ჩავეხუტე. - ნიკ, შენი ბრალი არაფერი არ არის, - ყურში ჩავჩურჩულე. მან ძლიერად ჩამიკრა გულში. - წამოდი, ქვემოთ ჩავიდეთ, რამე უნდა ჭამო, - ხელი გამიAვა და კარისკენ წამიყვანა. ულამაზესი სახლი იყო. უცნაური ფორმა ჰქონდა. არ მესმოდა რატომ, მაგრამ სულ მუქ ფერებში იყო. უცბად გამახსენდა, რომ დღეს ნიკმა დამირეკა. სწორედ ამ თემაზე მსურდა მასთან საუბარი. - ნიკ, არ მეტყვი რატომ დამირეკე დღეს? რისი თქმა გინდოდა? – ვცადე გამერკვია რაც ძალიან მაინტერესებდა. - უბრალოდ რაღაც უნდა მეკითხა წვეულებსათან დაკავშირებით, მაგრამ მერე მაიკთან გავარკვიე, - ვიცოდი რომ სიმართლეს არ ამბობდა. - რატომ მატყუებ? - არაფერსაც არ გატყუებ და მოვრჩეთ ამაზე საუბარს. – ვიცოდი, რომ ამ ლაპარაკის გაგრძელებას აზრი არ ქონდა მაინც არაფერს მეტყოდა. ამიტომ საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე. - აქ მარტო ცხოვრობ? – ვკითხე ინტერესით. - კი, - თავი დამიქნია. - ჰუჰ, - ამოვისუნთქე. - მე გამიჭირდებოდა, - გაეცინა. - ჩემი ოჯახი ლონდონში ცხოვრობს. მყავს ერთი უმცროსი და – ელი, რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს და მენატრება, – მოიღუშა. აშკარა იყო, რომ თავისი ოჯახი ენატრებოდა. - მაშინ აქ რატომ ჩამოხვედი? – ტუჩზე ვიკბინე. სახე გაუმკაცრდა. არა რა, ასეთი რა ვიკითხე. - ჩემი მშობლები გაშორებულები არიან. დედა სიცხეს ვერ იტანს, მამა-წვიმას. მე და ელი დედასთან ერთად წავედით. მამაჩემმა მთხოვამ რომ მასთან ჩამოვსულიყავი ცოტა ხნითმ – ამიხსნა მან. - მამაშენი რას საქმიანობს? – ფანჯარაში გავიხედე. - ეს ასეთი საინტერესოა შენთვის? – მკაცრად მკითხა. - უბრალოდ ვცდილობ მეტი გავიგო შენზე და შენს ოჯახზე. - ექიმია, - სახეზე ტკივილი გამოესახა. - კარგი პროფესიაა, მომწონს, - ვთქვი ღიმილით. - მის შემთხვევაში არც ისე კარგი, - ჩაიბურტყუნა თავისთვის. - რატომ? – ეგონა ვერ გავიგონე, რადგან ძალიან გაუკვირდა ჩემი კითხვა. - უბრალოდ ვთქვიმ ემა, - მითხრა უხეშად. ნიკმა საჭმელი მომიტანა. ისე ვჭამეთ ხმა არცერთს არ ამოგვიღია. ძალიან მაინტერესებდა რას ნიშნავდა მისი სიტყვები: ,,მის შემთხვევაში არც ისე კარგი.”თუ არ უნდოდა, ამ პროფესიას არც აირჩევდა. გაურკვევლობაში ვიყავი. დღეს ნიკი შეიცვალა. ხმას მხოლოდ მაშინ იღებდა, როდესაც რამეს ვეკითხებოდი. უხეშად მექცეოდა, არა მარტო მე, არამედ ყველას. არაფერი არ მესმოდა, რა ემართებოდა. ის მხიარული ნიკი დღეს გაქრა. საჭმლის ჭამა დავამთავრეთ. ნიკი ფეხზე წამოდგა, თან ხელში თეფშები ეჭირა. უცბად მტვრევის ხმა გავიგონე. ნიკი მაგიდას დაეყრდნო. თითქოს ფეხზე ვეღარ დგებოდა. Mივხვდი, რომ ცუდად იყო. ფეხზე წამოვხტი და მასთან მივვარდი. - ნიკ, კარგად ხარ? რა გჭირს? – ხელებში მოვიქციე მისი სახე. - სულ გაფითრდი, რა გჭირს? – გავკიოდი ბოლო ხმაზე. - არაფერია, ემა, უბრალოდ გადაღლილობის ბრალია, - რამდენიმე წამის მერე პასუხი გამცა. თითოს უფრო დაწყნარდა, ფერიც დაუბრუნდა. - როგორ შემაშინე, - ამოვისუნთქე და სკამზე დავეხეთქე. - ემა, ძალიან გვიანია, წადი, დაიძინე, - თითქოს არ უნდოდა ასეთ მდგომარეობაში მენახა. თითქოს რაღაცის ეშინოდა. - ასეთ მდგომარეობაში მარტო ხომ არ დაგტოვებ, გაგიჟდი? - თავი გავაქნიე. - მეც უნდა დავიძინო, წამოდი! – ხელი ჩამავლო. - ხო, კარგი, - ჩავიბურტყუნე. ნიკის ოთახში შევედი. ის გვერდზე საძინებელში იძინებდა. ლოგინზე ჩამოვჯექი. ნიკი მართალი იყო, მართლაც ძილის დრო იყო. საათი მოვიხსენი, მაგრამ ხელიდან გამივარდა და ლოგინის ქვეშ შევარდა. ასაღებად დავიხარე და რაღაც თეთრი დავინახე. მივხვდი, რომ კონვერტი იყო. ხელში ავიღე და გავხსენი. აშკარად ანალიზის პასუხები თუ ექიმის დასკვნა იყო. ასეთი რაღაცეები არ მესმოდა, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ ნიკს ეკუთვნოდა რადგან ამ სახლში მის გარდა არავინ ცხოვრობდა. - ემა, შეიძლება შემოვიდე? – გავიგონე ნიკის ხმა. კონვერტი შარვლის ჯიბეში ჩავიტენე. - რა თქმა უნდა, - ვუთხარი წყნარი ხმით. - მაინტერესებდა ხვალ სახლში გაგიყავნო, თუ პირდაპირ სავარჯიშოთ წავიდეთ. - ჯერ სახლში გავალ, - კარისკენ წავიდა. - ჰო, მართლა ტკბილ ძილს გისურვებ, - გამიღიმა. - მეც, - ოთახიდან გავიდა. საწოლში შევძვერი. უკვე ღამის ორი საათი იყო. ხვალ კი რამდენი უნდა გვევარჯიშა. თვალები დავხუჭე და მალევე ჩამეძინა დილით ნიკმა სახლში გამიყვანა. შხაპი მივიღე, გამოვიცვალე და რა თქმა უნდა სავარჯიშოდ წავედი. რამდენი ხანია პლაჟზე აღარ ჩავსულვარ. დღეს გოგოებს ვაიძულებ გამომყვენ. მანქანიდან გადმოვედი და სტუდიაში შევედი. მაიკი, ნიკი და კევინი ერთად იყვნენ და ლაპარაკობდნენ. ნიკი ისევ გაფითრებული იყო. მათთან მივედი. - კევინ, მიკვირს შენი აქ ნახვა, - ოდნავ გავიღიმე. - მაიკმა დამპატიჟა, უმაგრესი სანახავია ნიკი და ემა ყინულზეო, - ყველამ გავიცინეთ ნიკის გარდა. აშკარად რაღაც ხდება და ეს აუცილებლად უნდა გავარკვიო. გასახდელში შევედი და გამოვიცვალე. - ნიკ, დავიწყოთ? კარგად ხარ? – მინდოდა მშვიდი ხმით მეთქვა, მაგრამ არ გამოვიდა. - რა თქმა უნდა, ემა, - ყინულზე შევედით და სრიალი დავიწყეთ. - ნიკ. დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ? – ცავჩურჩულე ყურში. - ემა, ცუდად ყოფნის რა მეტყობა? – მკითხა უხეშად. - გაფითრებული ხარ! – თვალებში შევხედე. - ეს არაფერს არ ნიშნავს! – გვერდზე გაიხედა. ხმა აღარ ამომიღია, მაინც არაფერს მეტყოდა. ეს წვეულება რომ ჩაივლიდა, აუცილებლად მივიტანდი ჩემს ექიმთან იმ ცონვერტს, რომელიც ნიკის საძინებელში ვიპოვე და ახლა საიმედოდ მაქვს გადამალული. - ემა, ნიკ, აქ მოდით, - დაგვიძახა მაიკმა. მასთან მივედით. - ბობ, ემა უილსონი და ნიკი დორსი, - ხელი ჩვენსკენ გამოიშვირა მაიკმა, - სწორედ ესენი გამოვლენ შენს წვეულებაზე. - ბობ, აქ რას აკეთებ აკი საქმიან შეხვედრაზე მივდივარო? – გავიგონე გასახდელიდან გამოსული კევინის ხმა. - ხოდა საქმიან შეხვედრაზე ვარ. ხომ გითხარი წვეულებისთვის ავარჩიე უკვე ერთი წყვილი-თქო და აი, ისინიც. Dდა შენ აქ რა გინდა? – ორაზროვნად გადახედა კევინს. - ესენი ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. ესაა ემა ამდენს რომ გიყვებოდი, - ბობმა ზედმეტად თავდაჯერებით ამომხედა, თითქოს ჩემგან რაღაცას ელოდა. - ძალიან სასიამოვნოა, ულამაზესი ხარ, - გმიღიმა. - მადლობა, - დიდად არ მესიამოვნა მისი კომპლიმენტი. - ოჰო, ესეიგი თავის ძმაკაცებთანაც საუბრობს შენზე არა? მერე კი ისინი კომპლიმენტებით გაჯილდოვებენ! მაგარია! – უხეში ხმით ჩამჩურჩულა ნიკმა ყურში. - ნიკ! – მწარედ ვუბრწკინე რადგან ტკივილისგან გველივით დაიკლაკნა. - მოკლედ, შევთანხმდით, სამშაბათს შენთან ვართ, ბობ, - გაიღიმა მაიკმა და ბობს ხელი ჩამოართვა. - რა თქმა უნდა, - ბობმა მე გადმომხედა. როგორც მივხვდი ეს კევინს ის მეგობარი იყო, რომელთან ერთადაც ჩამოვიდა მაიამიში. - ახლა კი ჩემი წასვლის დროც მოვიდა, ბევრი საქმე მაქვს, - გაიღიმა ბობმა და ჩემსკენ გადმოიხარა საკოცნელად. - ნახვამდის, - როგორც იქნა ხმა ამოიღო ნიკმა. ხელი ჩამავლო და ყინულზე შემათრია. ბობი გაცეცხლებული უყურებდა. - ნიკ, ეს რა საქციელია? – გავბრაზდი. - ასე იყო საჭირო და მორჩა! ხმა აღარ ამოიღო ამ თემაზე! – მკაცრად მითხრა. მას დავემორჩილე. მთელი ვარჯიშის განმავლობაში ჩუმად ვიყავი. საღამოს გოგოები პლაჟზე ჩავიყვანე. თურმე როგორ მომნატრებია წყალი. სახლში მისული ჩემს ოთახში ავედი, საწოლზე დავეხეთქე და ყურსასმენები გავიკეთე. წვეულებამდე ოთხი დღეღა რჩებოდა. მე და ნიკი მზად ვიყავით, მაგრამ ერთი რამ მაინც არ მასვენებდა. ნიკის უეცარი ცვლილება. ფიქრებში გართულს ვერც კი მივხვდი, როდის ჩამეძინა.
| |
|
|
|
|
|
|
|
|