bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2011-01-29, 7:43 PM | შეტყობინება # 1 |
842
Offline
| სახელწოდება: წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა ავტორი: ანა(ჩემი დაქალი) დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო ოფლებები აქვს ავტორს. ბეტა: bella-vampire პეირინგი: ნ.დ./ე.უ. რეიტინგი: G ჟანრი: Romance სამარი: ეს არის ისტორია, მოცურავე და მოციგურავე გოგონაზე. ემა უილსონი თავქარიანი და წინდაუხედავი ადამიანია, მაგრამ უეცარი სიყვარული მას ძალიან შეცვლის. სტატუსი: წერის პროცესშია
ბავშვებო, ეს არის ჩემი დაქალის ფიკი. მან მთხოვა, რომ დამედო საიტზე.
[color=green]პროლოგი
ჩემს ცხოვრებას სულ ორი რაღაც წარმოადგენს – წყალი და ყინული. იქ თავს უბედნიერესად ვგრძნობ. დედას სურდა ჩემპიონი გავმხდარიყავი ფიგურულ სრიალში, მამას – ცურვაში. დიდი დავის შემდეგ, 10 წლის ასაკში ორივე სპორტზე შემიყვანეს. როცა 13 წლის გავხდი, დედა და მამა გარდაიცვალნენ. დამრჩა ძმა-ტაილერი და უმცროსი და-სემი. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. სამივენი გავიზარდეთ, რაშიც ჩვენი გამზრდელი რენე გვეხმარებოდა. ახლა უკვე 18 წლის, დამოუკიდებული ემა უილსონი ვარ!
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - შაბათი, 2011-01-29, 7:45 PM | |
|
|
bella-vampire | თარიღი: ორშაბათი, 2011-03-07, 10:13 PM | შეტყობინება # 110 |
842
Offline
| მერვე თავი დილით ოთახში ჩვეულებისამებრ მზე ანათებდა. ცალი თვალი გავახილე. თავს დოინჯშემოდებული სემი მადგა, ტუჩები მოეპრუწა და თვალებში სიცილი დასთამაშებდა. - ქალბატონო, სად ბრძანდებოდი? ღამის ორ საათზე დაბრუნდი სახლში, - ნეტა აქამდე მე მელოდებოდა? გამიკვირდა. საწოლიდიან ავდექი და კარადასთან მივედი. - სად ვიყავი და... მმმმ… მიასთან, - წამოვიძახე გახარებულმა, როცა რაღაც მოვიფიქრე. - ემა, ემა. ჭკუა ვერ ისწავლე, - ტაში შემოკრა სემმა და თან იცინოდა. - რატომ? – ვკითხე გაკვირვებულმა. - მიამ სახლში დარეკა, გუშინ მთელი ღამე ვურეკავდი მობილურზე და ყურმილს არ იღებდაო, - წარბები ზემოთ ასწია. - აააააააააა, - მხოლოდ ამის წალუღლუღება მოვახერხე. - აბა, მეტყვი სად იყავი? – ლოგინზე დახტა და ტუჩები მოპრუწა. ეჰ ,ჩემო დაიკო, სამწუხაროდ იმედი უნდა გაგიცრუო. - არა! – აბაზანაში შევედი და კარი ჩავკეტე. - ემა, შემომიშვი, - კარებზე აბრახუნებდა სემი. - სემ, ბანაობა მაცადე, - მშვიდად ვუთხარი. - ემა, გააღე! – ისევ გაჰკიოდა. - არა – მეთქი! - დებილო! – როგორც ჩანს ოთახიდან გავიდა, რადგან საშინელი დაბრახუნების ხმა გავიგონე. აბაზანაში ერთი საათის გატარების შემდეგ როგორც იქნა გარეთ გამოვედი. ტანსაცმელი ჩავიცვი და ისევ უკან შევბრუნდი თმების გასაკეთებლად. ოთახში დაბრუნებულს მია დამხვდა ჩემს საწოლზე წამოგორებული. როგორც ჩანს, სემის საუბრი გაგრძელებას აპირებდა და სამწუხაროდ ამასაც სემივით ვერ მოვიშორებდი. - სად იყავი? – მკითხა ისე, თითქოს ჩემზე ბრაზობდა. - შენ და სემმა პირი შეკარით? – მივედი და ლოგინზე ჩამოვჯექი. - ემა, ღამის ორ საათამდე სად იყავი? – ისევ გამიმეორა კითხვა. - ოჰო, საათის თქმაც მოუსწრია სემს უკვე, - თავი გავაქიე. - ემა! – მკაცრად გადმომხედა. - სანაპიროზე ვსეირნობდი. ცუდ ხასიათზე ვიყავი, - უცბად ვიცრუე. Nუ, მთლადაც არა, მართლაც ხომ სანაპიროზე ვიყავი. - მარტო? – დაეჭვებულმა მკითხა. - არა, ბებო და ბაბუც იყვნენ. მარტო აბა ვინ უნდა წამეყვანა, - ვითომ მისმა კითხვამ მაგაბრაზა, მაგრამ არც თუ ისე კარგი მსახიობი ვიყავი. - მარტო პლიჟზე ღამის ორ საათამდე, - ჩაიბურტყუნა უკმაყოფილო ხმით. - დიახაც მარტო, - თავი დავუქნიე. - კარგი ხო. Aბა, თუ გამოიცობ რა ჩავიდინე? პირდაპირ გეტყვი, ჯესი მომკლავს, - თქვა სიცილით მიამ. - ასეთი რა ქენი? - რა და ახლა ჯესიკა კევინთან ერთადაა რესტორანში, - წარბები ზემოთ ასწია, - არა, აღიარე რომ გენიოსი ვარ, - გაიცინა. - ნუ, დავუშვათ გენიოსი ხარ, მაგრამ ჯესიკა კევინთან შესახვედრად თავისი ნებით წავიდა? – გამიკვირდა. - არა, რა თქმა უნდა. მე ვუთხარი, რომ სალაპარაკო მქონდა მასთან. ბარის მისამართი, მაგიდის ნომერი და საათი ვუთხარი. ძალიან კი გაუკვირდა, მაგრამ მოვალო. მერე კევინს დავურეკე და იგივე გავუმეორე. ახლა ალბათ ერთად არიან, - თვალი ჩამიკრა. - ეს რომელი სერიალიდან აიღე? – ვკითხე სიცილით. - სერიალებს არ ვუყურებ, - ენა გამომიყო. - სულ დამავიწყდა ჯესის რომ უნდა დავხმარებოდით, - ვთქვი დარცხვენილმა. - ესეიგი, აქ საქმე ბიჭს ეხება, რადგან დაქალიც კი დაგავიწყდა, - ხელები გადააჭდო და გამომცდელად მიყურებდა. როგორ ცდილობდა რამე ეთქმევინებინა, მაგრამ სულ ტყუილად. - სულელო, - ბალიში ვესროლე, რომელიც რა თქმა უნდა უკან დამიბრუნა. ჩემი ტელეფონის ხმა გავიგონე. - ხო, ჯეს, - ვუპასუხე გაოცებულმა, როცა მისი მშვიდი ხმა გავიგონე და არა ისეთი, როგორიც გაბარზებისას აქვს ხოლმე. - მია შენთანაა? - კი? – ისე ვთქვი, თითქოს კითხვას ვსვამდი. - ხოდა მადლობა გადაეცი, - მითხრა სიცილით. - აუცილებლად, - გავიღიმე. - ხო, მართლა, ჩვენს ბარში გელოდებით, მაიკი და ნიკიც აქ არიან.Aარ დააგვიანოთ, - ტელეფონი გამითიშა. - მგონი სიკვდილს გადარჩი, - გავიცინე. - აშკარად, - ისიც ამყვა. - წამოდი, გველოდებიან, - ხელი ჩავავლე და ოთახიდან გავედი. - ჩემი მანქანით წავიდეთ, - მითხრა მიამ, როცა უკვე გარეთ გამოვედი. - კარგი, - ჩავიბურტყუნე და მანქანაში ჩავჯექი. სანამ ბარში მივდიოდით, მია თავისსა და მაიკის ურთიეთობაზე მელაპარაკებოდა, მეც რაღაცას ჩავურთავდი ხოლმე საუბარში. ბართან უცბად მივედით, რადგან მია გიჟივით ატარებდა მანქანას. სწრაფად გადმოვედით და შიგნით შევედით. ჩვენს ჩვეულ მაგიდასთან ჯესიკა და კევინი ისხდნენ ხელიხელგადახვეულები. იქვე მაიკი და ნიკი იყვნენ და რაღაცას ელაპარაკებოდნენ. მია მაიკთან მივიდა, ნაზად აკოცა და მის გვედრდით დასკუპდა. მე ნიკის გვედრით მოვკალათდი. - მომენატრე, - ჩაიბუტყუნა ისე, რომ არავის გაეგონა. მე გავუღიმე. - მია, ბავშვობიდან ასეთი ეშმაკი იყავი, - დაიწყო კევინმა, - მადლობა, რომ ასე დამეხმარე, - გაიღიმა და ჯესის აკოცა. როგორ მინდოდა მათ ადგილას ვყოფილიყავი და არ დამემალა რომ ნიკი მიყვარდა. - ემა, რაღაც უნდა გითხრა, - კეფაზე შემოიდო ხელი კევინმა. - გისმენ, - გავუღიმე. - ვიცი, რომ ახლა ამის დრო არაა, მაგრამ ნუ, მოკლედ, ბობს შენთან ლაპარაკი უნდა, - ცალი თვალით ამომხედა. გავშრი. არ ვიცოდი რა მეთქვა. მია და ჯესი ჩუმად ისხდნენ. მაიკს ვერ გაეგო ყველა რატომ გაჩუმდა ბობის ხსენებაზე, სახეზე საშინელი გაურკვევლობა გამოსახვოდა. ნიკს გავხედე. გაქვავებული იჯდა, მძიმედ სუნთქავდა და ხელები მოემუშტა. - დამშვიდდი, - ჩავიბუტბუტე მე. ვიცოდი, რომ ნიკი გაიგონებდა. - ემას მასთან არაფერი აქვს სალაპარაკო, - კბილებში გამოსცრა ნიკმა. - კი მაგრამ, - დაიწყო კევინმა. - არავითარი მაგრამ, მას არ ნახავს და მორჩა, - მაგიდაზე ხელი დაარტყა ნიკმა. - მოიცადეთ! აქ რა ხდება საერთოდ? რატომ არ უნდა ილაპარაკოს ემა ბობს და ნიკი ასე რატომ გამწარდა? – გაბრაზდა მაიკი. - არაფერი იცის? – წაიბურტყუნა კევინმა. - რა ჯანდაბა არ ვიცი? – უკვე გაცეცხლდა. ყველა ჩვენ გვიყურებდა. ჯესიკა ხმას არ იღებდა, მიამ არ იცოდა რა ექნა. მე ვერ ვლაპარაკობდი. - რამდენ ხანს ისხდებით ყველა ასე ჩუმად? არ მეტყვით რა ხდება? Mია, შენ მაინც ამოიღე ხმა, - მიას მკაცრი მზერა ესროლა მაიკმა. გული საშინლად მტკიოდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს გამო ხდებოდა. ამაში მე ვიყავი დამნაშავე. მიამ მე გადმომხედა. თავი დავუქნიე. Aაზრი მაინ ცარ ქონდა ვეღარაფერს დავუმალავდით. მიამ მაიკს ყურში ჩასჩურჩულა რაშიც იყო საქმე. მაიკი გაბრაზებისგან გაწითლდა. მერე ღრმად ჩაისუნთქა დასამშვიდებლად. სწორედ ამიტომ არ მინდოდა რამე გაეგო. - და ამას მიმალავდით? – ნიკს გადახედა მაიკმა, საშინელი სახით. - მაიკ, ვიცი, რომ ბობის საქციელის პატიება არ შეიძლება, ვიცი ემაზე გიჟდები და მისთვის ყველაფერს გააკეთებ. მეც საშინლად გაბრაზებული ვარ ბობზე, მაგრამ მასაც გაუგეთ, ნასვამი იყო. უნდა, რომ ემას ბოდიში მოუხადოს, - თავი ჩაღუნა კევინმა. - Kევინ, უკვე გითხარი, რომ ემას მასთან არაფერი აქვს სალაპარკო, - ისევ იგივე ტონით გაიმეორა ნიკმა. - შენ რა უფლება გაქვს რამე აუკრძალო? – კევინიც გაბრაზდა. - მე არ მაქვს უფლება? – სარკასტულად გაიცინა ნიკმა, - ემა ჩემი შეყვარებულია და მე ვთვლი, რომ მაქვს უფლება რამე ავუკრძალო, - სკამიდან წამოხტა ნიკი. მთელი ბარი ჩვენ შემოგვყურებდა. - გეყოფათ, - ახლა მეც გავმწარდი. ეს ყველაფერი ხომ ჩემს გამო ხდებოდა. - შენ და ემა? – პირი დააღო ჯესმა. ნიკს იდაყვზე ხელი ჩავავლე და სკამზე დავსვი. მია, მაიკი და კევინი გაშტერებულები ისხდნენ. - აი თურმე სად იყო მთელი ღამე, - წაიბურტყუნა მიამ. - ემა, ყურადღებით მომისმინე, - კბილი კბილს დააჭირა მაიკმა, - თავს ძლივს ვიკავებ ის ნაგავი რომ არ მოვკლა, მაგრამ კევინს ვცემ პატივს. იცოდე, არ დაგინახო მას გაეკარო, თორემ კარგად იცი, რასაც ვუზამ და ნიკიც დამეხმარება, - მართალია მათ არ უნდოდათ რომ ბობს დავლაპარაკებოდი, მაგრამ მასთან მაინც ვისაუბრებ, გაპარვაც რომ დამჭირდეს. – ტაილერმა იცის ამის შესახებ? – მკითხა ინტერესით მაიკმა. - არა! და ძალიან გთხოვთ არავინ არაფერი უთხრათ, - ვთხოვე მათ. - კარგი, - თავი დამიქნია მაიკმა. - ნიკ, დამშვიდდი? – ვკითხე მშვიდი ხმით. - შედარებით, - ამომხედა და გამიღიმა. - ბავშვებო, მე და ნიკს საქმე გვაქვს და წასასვლელები ვართ. თქვენ კარგად გაერთეთ. Mაიკ, გთხოვ შენც დამშვიდდი, - მასთან მივედი და ჩავეხუტე. - დაგირეკავთ, - ერთად მომაძახეს გოგოებმა. მე და ნიკი გარეთ გამოვედით. შევთანხმდით, რომ Dდღეს მამამისთან უნდა გველაპარაკა მის ოპერაციასთან დაკავშირებით. - გასაღები მომეცი. ასეთ მდგომარეობაში საჭესთან არ უნდა დაჯდე, - ხელი გავუშვირე. - შევძლებ როგორმე. - გასაღები – მეთქი, - მკაცრად გავუმეორე. - კარგი ხო. შენთან კამათს მაინც არ აქვს აზრი, - გასაღები ჯიბიდან ამოიღო და მე მომცა. საჭესთან მოვკალათდი. ნიკი ჩაჯდა მანქანაში. პედალს ფეხი დავაჭირე და სწარაფად მოვშორდით ადგილს. არცერთი ხმას არ ვიღებდით. საქარე მინაში ვიყურებოდი და საჭეს ჩავფრენოდი. - ნიკ, მესმის, რომ შენ მდგომარეობაში შედარებით მგრძნობიარე ხარ, მაგრამ ასე არ შეიძლება, - ფრთხილად გავხედე. - როგორ ასე? Aაბა შენთვის უფლება მომეცა იმ არანორმალურს შეხვედროდი? – თავი გააქნია. - ნიკ, შენ ვერაფერს ამიკრძალავ, - ჩუმად ვუთხარი. - ემა, როცა საქმე შენს უსაფრთხოებას ეხება, შენი დაბმაც რომ დამჭირდეს ამაზეც თანახმა ვარ. გასაგებია? – მითხრა უხეშად. - კი, მაგრამ, - მინდოდა გამეპროტესტებინა მაგრამ ვინ გაცადა. - მაპატიე, მაგრამ ეს თემა განხილვას აღარ ექვემდებარება, - გადმომხედა და გამიღიმა. მერე ჩემსკენ გადმოიხარა და ლოყაზე ნაზად მაკოცა. სავადმყოფოსთან მალე მივედით. მანქანიდან გადმოვედით. ნიკმა წელზე ხელი მომხვია და ასე შევედით შენობაში. გული საშინელი სისწრაფით მიცემდა. დღეს გადაწყდებოდა რა ბედი ელოდა ნიკს და ჩვენს სიყვარულს.
| |
|
|