ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 14
  • 15
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-01-29, 7:43 PM | შეტყობინება # 1

842
83  +
   ±
Offline
სახელწოდება: წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა
ავტორი: ანა(ჩემი დაქალი)
დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო ოფლებები აქვს ავტორს.
ბეტა: bella-vampire
პეირინგი: ნ.დ./ე.უ.
რეიტინგი: G
ჟანრი: Romance
სამარი: ეს არის ისტორია, მოცურავე და მოციგურავე გოგონაზე. ემა უილსონი თავქარიანი და წინდაუხედავი ადამიანია, მაგრამ უეცარი სიყვარული მას ძალიან შეცვლის.
სტატუსი: წერის პროცესშია


ბავშვებო, ეს არის ჩემი დაქალის ფიკი. მან მთხოვა, რომ დამედო საიტზე.

[color=green]
პროლოგი


ჩემს ცხოვრებას სულ ორი რაღაც წარმოადგენს – წყალი და ყინული. იქ თავს უბედნიერესად ვგრძნობ. დედას სურდა ჩემპიონი გავმხდარიყავი ფიგურულ სრიალში, მამას – ცურვაში. დიდი დავის შემდეგ, 10 წლის ასაკში ორივე სპორტზე შემიყვანეს. როცა 13 წლის გავხდი, დედა და მამა გარდაიცვალნენ. დამრჩა ძმა-ტაილერი და უმცროსი და-სემი. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. სამივენი გავიზარდეთ, რაშიც ჩვენი გამზრდელი რენე გვეხმარებოდა.
ახლა უკვე 18 წლის, დამოუკიდებული ემა უილსონი ვარ!


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - შაბათი, 2011-01-29, 7:45 PM

bachia_bachia555თარიღი: შაბათი, 2011-01-29, 7:49 PM | შეტყობინება # 2

206
19  +
33  ±
   ±
Offline
dasawyisi sainteresoa tan sataurmac damainteresa smile axali tavi male dade mainteresebs : )) da shen axl tavs rodis dadeb fikshi? : ))

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-01-29, 7:55 PM | შეტყობინება # 3

842
83  +
   ±
Offline
bachia_bachia555, am fikis axal tavs cota xanshi davdeb da chemis xval sagamoti albat :S dges mqonda dagegmili damtavreba, magram ver gamomivida :X

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-01-29, 8:01 PM | შეტყობინება # 4

842
83  +
   ±
Offline
პირველი თავი

ოთახში მზე ანათებდა და ნახევრად გახელილ თვალს მჭრიდა. არა რა, მიყვარს მაიამი. დღეს პლიაჟი! გავიფიქრე გულში, მაგრამ რაღაც სილუეტის დანახვამ გამაწყვეტინა.
- სემ უილსონ, ტანსაცმელს ხელი გაუშვი და ოთახიდან გაეთრიე. დროზე! – იმხელა ხმაზე ვიკივლე შიშით ჰაერში ახტა.
- კარგი რა. – დაიწყო სემმა.
- დროზე! – კიდევ ერთხელ დავიკივლე.
- შტერი! – ეს თქვა და კარი გაიჯახუნა.
დღეს მშვენიერი ამინდია. პლიაჟზე აუცილებლად უნდა ჩავიდე. მობილურს ხელი დავავლე და ჩემს დაქალებს ჯესიკას და მიას დავურეკე.
- მია, ჯეს დღეს პლიაჟზე ჩავიდეთ რა.
- გვეზარება, - ერთად წამოიძახეს.
- აუ კარგით რა, ხომ იცით წყალი როგორ მიყვარს და მარტო ჩასვლა მეზარება.
- აუ ეს გოგო გამაგიჟებს რა, ჯერ ამბობს ყინული ჩემი ცხოვრებააო, მერე წყალიო, - დაიწყო მიამ.
- ორივე, - წამოვიძახე მე.
- კარგი წამოვალთ, - დავითანხმე.
- მიყვარხართ, - ტელეფონი გავთიშე.
საწოლიდან ავდექი და შხაპი მივიღე. აბაზანიდან გამოსულმა, სწრაფად ჩავიცვი მოკლე ჯინსის შორტი, ვარდისფერი მაისური და კეტები. შორტის ჯიბეში პლეიერი ჩავიდე. ზურგჩანთაში კუპალნიკები და პირსახოცი ჩავტენე. ოთახის კარი ჩავკეტე და კიბეებზე ჩავირბინე.
- ემა ისევ ისე მიდიხარ. არ გისაუზმია, - ეს რენეა.
- არ მინდა, პლაჟზე შევჭამ რამეს.
-კარგი, - მზრუნველური და ცოტა უკმაყოფილო ხმით მითხრა რენემ. სამზარეულოში გავიდა.
- ვაუ, ჩემი ძმა და კითხვა? – ირონიულად ჩავიცინე, როცა დივანზე მჯდარი ტაილერი დავინახე ჟურნალით ხელში.
- შეიძლება გავიგო სად მიდიხარ და საერთოდ დღეს რა გეგმები გაქვს? – ისე მკითხა თითქოს ჩემი ნათქვამი არ გაუგონია.
- ჰაჰ, ახლა ჯესისთან მივდივარ, მერე პლაჟზე, მერე ყინულზე და შეიძლება საღამოს კლუბში, თუ არ დამეზარა, – გაშტერებული მიყურებდა.
- რამე გამომრჩა? აა, უი შხაპი, ტანსაცმლის გამოცვლა და ღამით სემისათვის ნერვების მოშლა. მაპატიე ძამიკო, - ირონიულად მივახალე.
- აუტანელი ხარ რა!
- მადლობ. მეც კარგ დღეს გისურვებ, – სიცილით ვუთხარი, ყურსასმენები გავიკეთე და კარები გავიხურე.
ათ წუთში ჯესისთან ვიყავი.
- ჯეს, სად ხარ?
- მოდი ემ, - ეს აშკარად მია იყო.
ოთახში შევედი და იქვე მჯდარ პუფში ჩავხტი.
- ჯეს, ძალიან მწყურია, ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი რა, გთხოვ, – ჯესიკა სკამიდან წამოხტა და სამზარეულოსკენ წავიდა. ორ წამში წვენი მომიტანა და ჩაფიქრებული ისევ იმ სკამზე დაჯდა.
- შენ რა კიდევ იმ იდიოტზე ფიქრობ? – პირდაპირ ვკითხე.
- ემა მას სახელი აქვს.
- აჰ მაპატიე, დეგენერატი! Gამახსენდა, – არა ისე აშკარად პირველი ვარიანტი ჯობდა.
- ემმ, – უკვ ბრაზდებოდა.
- კარგი, კარგი, – დანებების ნიშნად ხელები მაღლა ავწიე.
- წავიდეთ რა დროზე, - ეს უკვე მიაა.
- მართალი ხარ და მოვრჩეთ იმაზე ლაპარაკს, უბრალოდ დრო მჭირდება და მორჩა, – ახსნა ჯესმა.
- კარგი, წავედით, - პუფიდან წამოვხტი.
ჯესის სახლი პლაჟთან ახლოს იყო და ხუთ წუთში იქ ვიყავით.
- აბა, დღეს რომელი მეჯიბრებით? – რაც შემეძლო ამაყად ვთქვი.
- ორივე, მზად ხარ შეტევისთვის? - ჯესი ეკითხება მიას.
- რა თქმა უნდა, - სიცილით წამოიძახა.
- მაინც ვერ დამამარცხებთ! – თვალი ჩავუკარი მათ.
- მაგასაც ვნახავთ, – ჯესმა თავი მაღლა ასწია და გვანიშნა წავედითო.
- ერთი, ორი და სამი! – დავითვალე მე და სამივენი ოკეანეში შევვარდით. ერთმანეთს წყალს ვასხამდით და ვაყვინთავებდით. აი ასეთი იყო ჩვენი შეჯიბრება. უცბად ვიგრძენი რომ რაღაც, უფრო სწორად, ვიღაც დამეჯახა. ზურგზე ვიწექი და თვალები დახუჭული მქონდა. ეს მამშვიდებდა. აშკარად ვიღაცის თავს შევეჯახე.
- უკაცრავად, ბოდიშს გიხდით, - ჩემსკენ შემობრუნდა უცნობი.
- ჰმ, არა უშავს, მაგრამ ცოტა ყურადღებით იყავი ხოლმე, - უხეშად მივახალე და ნაპირისკენ გამოვცურე. აშკარად უკან გამომყვა. ისედაც ნერვები მქონდა აშლილი და ამან უარესად გამაბრაზა. უკან მივბრუნდი.
- რა გინდა? – ვკითხე უხეშად.
- უბრალოდ ნორმალურად ბოდიშის მოხდაც არ მაცადე, – იდიოტი ბაბნიკი! გავიფიქრე გულში.
- ჩათვალე რომ გაპატიე, - ისევ ნაპირისკენ გამოვცურე. Dავინახე, რომ ჯესი და მია უკვე პლაჯზე იყვნენ და იცინოდნენ.
ნაპირზე ავედი. ტანსაცმელი სველ ტანზე გადავიცვი, ჩანთას ხელი მოვკიდე და წასვლა დავაპირე.
- კარგი რა ემ, რაზე ბრაზდები? – სიცილით მითხრა მიამ.
- მია კი არ ვბრაზდები, სახლში წავალ და ცივ საფენს დავიდებ რომ არ გამისივდეს.
- კარგი, - ისევ იცინოდა. – ყინულზე შევხვდებით.
- ხო და ისე, ფრთხილად იყავით არაფერმა დაგისიოთ ეგ ისედაც დასიებული თავები, - სიცილით ვუთხარი და წამოვედი.
სახლში მარტო მე და რენე ვიყავით. ტაილერი ჩვენი კომპანიის საქმეებზე წასულა, სემი კი თავის მეგობრებთან. ჩემს ოთახში შევედი, შხაპი მივიღე და ლოგინზე დავეხეთქე. Aარა, ისე ის ბიჭი იდიოტი კი იყო, მაგრამ ძალიან სიმპატიური. საკუთარ ფიქრებზე სიცილი დავიწყე. ვერ გავიგე როდის ჩამეძინა. თელეფონის ხმამ გამომაღვიძა.
- ემა, სასწრაფოდ სტუდიაში მოდი, შენთვის სიურპრიზი აქვს მაიკს, – მიას წკრიალა ხმამ გამომაფხიზლა.
- რა სიურპრიზი? ახლა რაღა მოიფიქრა?
- მეწყვილე გამოგიძებნა, - ჩაიბურტყუნა.
- სხვათაშორის, მე ვთხოვე რომ მეწყვილე მინდა-მეთქი, – ამაყად ვუთხარი.
- კარგი, ხო. დროზე მოდი მაიკი გელოდება.
- მოვდივარ, - ჩავიბუტბუტე და ლოგინიდან ძლივს ავდექი.
მანქანა სტუდისთან გავაჩერე და შიგნით შევედი.
- აბა მაიკ, ჩემი ახალი მეწყვილე შეგიძლია მაჩვენო?
- ემ, ხუთ წუთში მოვა, – აჰ, უკვე აგვიანებს ბიჭი.
- კარგი, მაშინ მანამდე ცოტას წავივარჯიშებ.
- ისე, არ გაინტერსებს ვინ იქნება შენი პრინცი? – სიცილით მკითხა ჯესიკამ.
- ვინ და ნიკი დორსი, – ვიღაცის ხმა გავიგონე, თან იცინოდა. მე, მია და ჯესი შემოვბრუნდით და გაშტერებულები ვიყურებოდით.
- ჯანდაბა! რომ ვამბობდი ბედი არ მაქვს-მეთქი და ჩემი არავის ჯეროდა! შენ აქ რას აკეთებ? – ვკითხე გაბრაზებულმა უცნობს.
- ემ, ეს შენიმეწყვილეა, ნიკი დორსი, – ამიხსნა მაიკმა
- შეუძლებელია, ეს ჩემი მეწყვილე არავითარ შემთხვევაში არ იქნება! – ნიკი ის ბიჭია, დღეს დილით რომ დამეჯახა ოკეანეში.
- და შეიძლება გავიგო რატომ? – დაინტერესდა ნიკი.
- იმიტომ, რომ მე არ მინდა! – ვთქვი გაბრაზებულმა.
- მოიცა, მოიცა, მოდი ყველაფერი გავარკვიოთ, - სიცილით დაიწყო ნიკმა.
- მე შენთან არაფერი მაქვს გასარკვევი! – მკაცრად და უხეშად ვუთხარი.
- სწერვა, - ჩაიბურტყუნა ნიკმა.
- სწერვას განახებ მე შენ!.... მაიკ ხელი გამიშვი! – საშინელი ხმით წამოვიკივლე.
- ემა, დამშვიდდი და მომისმინე! მე არ ვიცი რა ხდება თქვენ ორს შორის ან რა ხდებოდა და სიმართლე გითხრა არც მაინტერესებს! ნიკი შენი პარა იქნება! მე ასე მინდა! – გაბრაზებულმა თქვა.
- მაიკ, იცოდე მოგკლავ, ანდა მიას ვეტყვი შეხვედრის საათები შეგიმციროს, - დავემუქრე.
- არაფერიც, მაიკს როცა მოუნდება მაშინ მნახავს, - მია მაიკთან მივიდა და ნაზად აკოცა.
- მია, იცოდე შენც მოგკლავ და შენ შეყვარებულსაც, - გაბრაზებულმა ხელები მოვმუშტე. ჟესიკა ნიკის გვერდზე იდგა და იცინოდა.
- მორჩა ემა! შენ და ნიკი ერთად ისრიალებთ! – მივხვდი რომ მაიკს ვეღარაფერს გადავაფიქრებინებდი.
- კარგი ხო. როგორმე ავიტან “ამას”, - ხელი ნიკისკენ გავიშვირე.
- “ამას” ნიკი ჰქვია და ძალიან უხარია რომ შენნაირი პარა ეყოლება. მიყვარს მებრძოლი ადამიანები, - სიცილით მითხრა მან. პატარა ბავშვივით ენა გამოვუყავი. სიცილი კვლავ განაგრძო.
- ემა, ნიკ, მოემზადეთ! – მბრძანებლური ტონით თქვა მაიკმა.
არაუშავს, მაგას ვანახებ ჩემს დაცინვას. ყინულზე შევედი, ნიკს ხელი მოვკიდე და სრიალი დავიწყეთ. შურის ძიების დრო დადგა! ხელი გავუშვი, სწონასწორობა ვეღარ დაიკავა და დაეცა.
- ესეც შენი სიტყვით გამოსვლისთვის, - ენა გამოვუყავი და გამოვბრუნდი. მშვენიერი იყო! ეს მხოლოდ დასაწყისია!


bachia_bachia555თარიღი: შაბათი, 2011-01-29, 8:17 PM | შეტყობინება # 5

206
19  +
33  ±
   ±
Offline
ra magariaa happy yochag shen daqals shensavit nichieria happy ra karagt wers zalain momwons male dade ra gagrzeleba :****

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-01-29, 8:55 PM | შეტყობინება # 6
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
vauu dzalian magaria, bevri vixalise. martla nichieri daqali gyolia tam. sainteresod weria yvelaferi da chamitria ashkarad, shemdeg tavs moutmenlad davelodebi, magram erti rame ver gavige: ema daejaxa im bichs da is raze uxdida bodishs? chvenshi darches da es ema martla kai swervaa, bichs daejaxa, kide iman mouxada madloba da es gaubrazda kide. bolos ro waaqcia magari iyo biggrin biggrin biggrin


dodoთარიღი: შაბათი, 2011-01-29, 9:09 PM | შეტყობინება # 7

267
66  +
69  ±
   ±
Offline
ragac dzalian momewona happy happy happy happy velodebi axal tavs dawyebaaa cool end good da albat esec gagrdzeldeba:D:P

★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-01-29, 11:31 PM | შეტყობინება # 8
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dasawyisi dzaan magari iyo momewona da bevri vicine biggrin happy martlac rom nichieri daali gyolia dzaan kargad wers happy dzaan mainteresebs movlenebi rogor ganvitardeba velodebi shemdeg tavs.


bella-vampireთარიღი: კვირა, 2011-01-30, 10:25 PM | შეტყობინება # 9

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, ara, gogo is bichi sheejaxa biggrin es ema martla magari swervaa ise biggrin biggrin bavshveboo, mec da avtorsac gvixaria, rom mogewonaaat biggrin biggrin ranairad gamomivida biggrin biggrin shemdegi tavi namdvilad ar vici rodis iqneba, magram vecdebi male avakrefino wordshi biggrin biggrin

bella-vampireთარიღი: სამშაბათი, 2011-02-01, 11:07 PM | შეტყობინება # 10

842
83  +
   ±
Offline
მეორე თავი

მე და ნიკი ყოველდღე ერთად ვარჯიშობდით, რამაც მასზე ასე თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა. მასთან თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ცოტას მაინც ვამწარებდი ხოლმე.
ზარის ხმა გაისმა. კარისკენ გავიქეცი და სახელური ჩამოვწიე.
- ნიკ? – გაოცებულმა წამოვიძახე.
- ხო, მე ვარ.
- და აქ რას აკეთებ? – ვკითხე ინტერესით.
- მაიკმა მთხოვა წამოიყვანეო, რაღაც საქმე მაქვს და უნდა დაგელაპარაკოთო.
- ორი წლის ბავშვი არ ვარ მგონი, - ჩავიბურტყუნე.
- ვიცი, - სიცილით მითხრა.
- შემოდი და ახლავე ჩამოვალ, ჩანთას ავიღებ.
- კარგი, გადელოდები, – გაიღიმა.
ზემოთ ავედი, ზურგ ჩანთაში სპორტულები ჩავდე და კარი გამოვხურე. დავინახე, რომ ნიკი პირველ სართულზე კიბეების გვერდით იდგა და იქვე მდგარ მაგიდაზე დალაგებულ ჩემს ფოტოებს ღიმილით უყურებდა. კიბეებზე ჩამოვედი, მაგრამ ბოლო საფეხურზე ფეხი დამიცურდა და ნიკის ხელებში აღმოვჩნდი. მასთან სიახლოვე მსიამოვნებდა, თავს კარგად ვგრძნობდი როგორც წყალში და ყინულზე. ჩემმა გულმა გამალებით დაიწყო ძგერა. ნიკი ჩემს ტუჩებს დაჰყურებდა. თავი წამოსწია ჩემსკენ.
- უკაცრავად, – გავიგონე ტაილერის ხმა. თან ჩაახველა.
- ისა... ეს ნიკი დორსია, ჩემი მეწყვილე, - ნიკმა ძირს დამსვა.
- გამარჯობა, - ზედმეტად თავაზიანი იყო ნიკი.
- ნიკ ეს ჩემი ძმაა, ტაილერი, - ავუხსენი.
- სასიამოვნოა, - გაიღიმა ტაილერმა.
- ემა, ამ საღამოს კომპანიის მეწილეებთან მაქვს შეხვედრა. მერე წვეულება იქნება და ხომ არ წამოხვალ? კარგი საღამო იქნება. ვინმეს თხოვე რომ გამოგყვეს, - ცუდი იდეა არაა.
- კარგი, ტაილერ, ვინმეს ვეტყვი და რომელზეა ეგ წვეულება თუ რაღაც?
- რვა საათზე იწყება, - ღიმილით მითხრა ტაილერმა.
- ისა, ტაილერ, ჩვენ წავედით გვაგვიანდება, - ნიკს ხელი ჩავჭიდე.
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ტაილერ, - ზრდილობინად უთხრა ნიკმა.
- ჩემთვისაც. ისე, ჩემს დაიკოს გაუფრთხილდი, - არა რა, ტაილერს მოვკლავ. როდის აქეთ გახდა ასეთი მზრუნველი.
- გეყოფა, - შევუბღვირე. ნიკს გაეცინა.
- რენე, წავედი და სადილად არ მოვალ, - გავძახე სამზარეულოში მყოფ რენეს.
- სად მიბრძანდები ქალბატონო? – სიცილით მკითხა ტაილერმა.
- ეგ შენი საქმე არ არის! – ვუთხარი უხეშად. – წავედით ნიკ, _ ხელი ჩავავლე და გარეთ გავედი.
- კარგად ტაილერ, - გარედან გამოსძახა ნიკმა.
მის მანქანაში ჩავჯექი. არა რა, ჩემი სტილი არ არის ეს კაბები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, სამკაულები და ასე შემდეგ, მაგრამ ტაილერს დავპირდი, რომ მივალ. საიდან მაქვს ასეთი გრძელი ენა! ნიკს გავხედე. დინჯად იჯდა საჭესათან და საქარე მინაში იყურებოდა. თავში რაღაც აზრმა გამიელვა.
- ნიკ, - დავიწყე საწყალი ხმით.
- ხო, ემა, - ისე მითხრა, ჩემსკენ არ გამოუხედავს.
- ისა, არ გინდა ამ საღამოს ჩემთან ერთად წამოხვიდე? - ტუჩზე ვიკბინე და თან მისკენ გავიხედე. მაინტერესებდა როგორი სახე ექნებოდა.
- თუ შენ გინდა, დიდი სიამოვნებით, - მითხრა ღიმილით.
- რომ არ მინდოდეს არ გეტყოდი, - ჩავიბურტყუნე. ნიკი იცინოდა.
- კარგი, მაშინ შვიდი საათვისთვის შენთან გავჩნდები, _ სიცილს არ წყვეტდა.
- სიცილს მორჩი თორემ გადავიფიქრებ, - დავემუქრე.
- ოჰო, მაშინ ვჩუმდები, - ცალი ხელი პირთან მიიტანა და თითი ტუჩზე მიიდო. გამეღიმა. ფანჯარაში გავიხედე, სტუდისთან ვიყავით. ვერც გავიგე როგორ მოვედით. მანქანიდან გადმოვედით და შიგნით შევედით.
- ემა, - დაიწყო ნიკმა.
- ხო, - დავინტერსედი. პატარა პაუზის შემდეგ განაგრძო.
- რას ფიქრობ ჩემზე? – ცოტა დავიბენი. ნიკიც ანერვიულებული მომეჩვენა.
- ამმ, ეს რა კითხვაა? – უკვე გასახდელ ოთახებს ვუახლოვდებოდით.
- უბრალოდ მაინტერესებს, - მითხრა ღიმილით, მაგრამ მაინც ღელავდა.
- კარგი ადამიანი ხარ, შენთან თავს კარგად ვგრძნობ და მთავარი: ბოთე ხარ, - სიცილით ვუთხარი. ვცადე სიტუაცია განმემუხტა.
- ბოლო აღარ მომეწონა, - ისიც ამყვა.
- კარგი, ხო, გეხუმრე, - არ მინდოდა რაიმე წყენოდა.
- ვიცი, სულელო, - მომეჩვენა რომ აღარ ნერვიულობდა, ჩემთან სრულიად გახსნილი იყო.
- ემა, ნიკ, კარგია რომ მოხვედით, - გავიგონე მაიკის ხმა.
- გამარჯობა მაიკ, - ერთად ვთქვით მე და ნიკმა. სამივემ სიცილი დავიწყეთ
- ახლა ხუმრობის დრო არ არის, - დასერიოზულდა მაიკი. – ათ დღეში გამოსვლა გაქვთ.
- რააა? – ისევ ერთად დავიკივლეთ მე და ნიკმა.
-რა და, ათDდღეში, ერთ საღამოზე უნდა გამოხვიდეთ. ძალიან პოპულარული ხალხის წვეულებაა და უნდათ. რომ განსაკუთრებული გამოვიდეს.
- მაიკ, ათ დღეში ვერაფერს მოვასწრებთ, - ავწუწუნდი მე.
- ემა მართლია, ეს სერიოზული საქმეა, - ნიკიც ამყვა.
- ვიცი. რომ ძნელი იქნება, მაგრამ უნდა შეძლოთ, - მტკიცე ხმით გვითხრა მაიკმა.
- ეგ წვეულება როდისაა? – იკითხა ნიკმა.
- იქით სამშაბათს.
- კარგი, რამეს მოვახარხებთ, არა ნიკ? – მას გავხედე.
- რა თქმა უნდა, - ღიმილით შემომხედა და თვალი ჩამიკრა.
- აი, ასეთები მომწონხართ, - სიცილით და ამაყად თქვა მაიკმა.
- მე გამოვიცვლი და ყინულზე შევხვდებით.
- მეც იქ ვიქნები, – ნიკი გასახდელში შევიდა.
ოთახში შევედი. ტანსაცმელს ვიცვლიდი და თან იმ წვეულებაზე ვფიქრობდი. ათი დღე, მხოლოდ ათი. მე და ნიკს ეს დღეები სულ ერთად უნდა გაგვეტარებინა. მგონი მე იმის მეშინოდა რომ, ამ დროის განმავლობაში ნიკი არ შემყვარებოდა და არა იმის, რომ მომზადებას ვერ მოვასწრებდი. მე ვიცოდი რომ ნიკის მომართ გულგრილი არ ვიყავი, მაგრამ მეშინოდა ეს გრძნობა უფრო არ გაძლიერებულიყო. მეშინოდა იმედგაცრუების. მეშინოდა, რომ მას არ ვეყვარებოდი და საერთოდ ყველაფრის მეშინოდა. ნიკის მიმართ ჩემმა გრძნობებმა ძველი ემა უილსონი სადღაც გააქრო! ძლიერი, გამბედავი ემა სადღაც გაქრა, ქარს გაჰყვა. თუმცა წინდაუხედავობა მაინც დამიტოვა.
გასახდელიდან გამოვედი და ყურადღების მოკრება ვცადე. ყინულზე შევედი. ნიკი უკვე იქ იყო. ოთხი საათი ვარჯიშობდით. ფეხზე ძლივს ვიდექი, მაგრამ მომზადება გვჭირდებოდა.
- მაიკ, მოვრჩეთ გთხოვ, - ავწუწუნდი.
- გეხვეწებით, - ნიკიც ძლივს იდგა ფეხზე.
ვარჯიშის დროს ძირს იმდენჯერ დავვარდით რომ ლამის ნეკნები გვქონდა ჩამტვრეული.
- კარგი, დღეისთვის საკმარისია, - დავითანხმეთ. საათს დავხედე, უკვე ხუთი იყო.
- ვაიმე, ნიკ, სახლში წავედით თორემ წვეულებაზე დავაგვიანებთ, - წამოვიკივლე უცებ.
- რომელ წვეულებაზე?Aასე მალე გავიდა ათი დღე? – დაიბნა.
- შე მართლა ბოთე, აღარ გახსოვს ამ საღამოს ტაილერის წვეულებაზე რომ მომყვბი? - სიცილით ვუთხარი.
- აააა, ხო, სულ გადამავიწყდა. ჭამოდი, სახლში გაგიყვან და შვიდისთვის გამოგივლი, კარგი? – ღიმილით თქვა ნიკმა.
- დროზე, თორემ მომზადებას ვერ მოვასწრებ.
- ოჰოო, მგონი დღეს თვალს ვერ მოგწყვეტ, - სიცილი დაიწყო.
- წესიერად, - მკაცრად ვუთხარი. საშინლად მიშლიდა ნერვებს ჩემს გარეგნობაზე საუბარი.
- კარგი, კარგი, – დანენების ნიშნად ხელები მაღლა ასწია.
- მაიკ, ჩვენ წავედით, - გავძახე მაიკს რომელიც გასახდელში იყო.
- ხვალამდე, ემ. პირველისთვის მოდით, არ დააგვიანოთ, - მკაცრად გაგვაფრთხილა.
- არა, - ჩავიბურტყუნე.
ნიკმა სახლამდე მიმიყვანა და წავიდა. ოთახში ავბობღდი, შხაპი მივიღე და პირდაპირ საწოლზე დავეხეთქე. საშინლად დაღლილი ვიყავი. სად მეცალა ტაილერის წვეულებისთვის, მაგარმ დავპირდი. ფეხზე ავდექი, კარადასთან მივედი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. ბოლოს ვარდისფერი კაბა, მაღალქუსლიანი თეთრი ფეხსაცმელი და თეთრი ჩანთა ავირჩიე. რატომღაც მომინდა გამეგო ნიკის რეაქცია ასეთ ფორმაში გამოწყობილს რომ მნახავდა. უცებ გონს მოვეგე. ემა უილსონ, რა სისულელეებზე ფიქრობ! საკუთარი თავი გავაკრიტიკე.
- ემა, ჩამოდი ისადილე, ისედაც გვინია უკვე. – უკმაყოფილო ხმით მითხრა რენემ.
- მოვდივარ, - ზემოდან ჩავძახე. თანსაცმელი ლოგინზე დავაწყვე და ქვემოთ ჩავედი.
- უსინდისო ხარ, - ჩხუბი დამიწყო სემმა.
- შეიძლება გავიგო რა დავაშავე? – ცოტა გავბარზდი.
- რა და რატომ არ მითხარი წვეულების ამბავი? – გაცეცხლდა.
- მე მეგონა, რომ იცოდი. დარწმუნებული ვიყავი შენნაირი მატრაკვეცა ამას არ გამოაკლდებოდა, - მისმა ტონმა ნერვები მომიშალა.
- არავინ არ გამაფრთხილა, - ჩაიბურტყუნა.
- სემ, საყვარელო ჯერ კიდევ გაქვს დრო რომ მოემზადო, - თბილი ხმით უთხრა რენემ.
- რა თქმა უნდა. მოვემზადები, - ჩაისისინა. ფეხზე წამოხტა და ზემოთ ავარდა. ჭამა დავასრულე. შვიდის თხუთმეტი წუთი იყო. ჩემს ოთახში ავედი. გრძელი, ქერა თმა დავისწორე, მსუბუქი მაკიაჯი გავიკეთე. კაბა და ფეხსაცმელები ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და სარკესთან მივედი. მშვენიერია! გავიფიქრე გულში.
- ემა, ნიკი დორსი მოვიდა, - ოთახში შემოვიდა რენე.
- უთხარი, რომ ორ წუთში ჩამოვალ.
- ემ, ულამაზესი ხარ, - გამიღიმა რენემ. პასუხად მეც გავიღიმე. რენე ოთახიდან გავიდა. სარკესთან კიდევ ერთხელ დავბზრიალდი. ტელეფონი ჩავიდე ჩანთაში და ქვემოთ ჩავედი. ნიკი უმაგრესად გამოიყურებოდა. ლამის პირი დავაღე. საბედნიეროდ გონს მალე მოვედი.
- ემა, სიტყვები არ მყოფნის, - ღიმილით მითხრა ნიკმა.
- გმადლობ კომპლიმენტისთვის, - სიცილით ვუთხარი.
- აბა, წავედით? – ისიც იცინოდა.
- წავედით, - გავიღიმე, თავი მაღლა ავწიე და ნიკთან მივედი. მანქანაში ჩავსხედით. არცერთს ხმა არ ამოგვიღია, ხანდახან ვაპარაებდით თვალს ერთმანეთისკენ. დანიშნულების ადგილამდეც მივედით. ნიკმა მანქანის კარი გამიღო, ხელი მომკიდა და ისე შევედით შენობაში.
- ემ, შენ აღარ ხუმრობ ხომ იცი. ფრთხილად იყავი არავინ მოგიტაცოს, - სიცილით მითხრა ტაილერმა.
- მერე მე აქ რისთვის ვარ, - ვითომ სერიოზული ხმით დაიწყო ნიკმა. ერ ვიტან ასეთ უაზრო ლაპარაკს, მითუმეტეს თუ ჩემზეა საუბარი.
- გეყოფათ, - მკაცრად ვუთხარი მათ.
- კარგი რა ემა, ვხუმრობთ, - დაიწყო ტაილერმა.
- გეყოფა-მეთქი, - შევუბღვირე.
- ხო, კარგი, - ჩაიბურტყუნა. – ხო მართლა, გაიცანით, ეს ჩემი მეგობარი ენჯელაა, – ახსნა ტაილერმა.
- გამარჯობათ, - ღიმილით თქვა გოგონამ.
- სასიამოვნოა, - ვუთხარი მე. ნიკმა მისალმების ნიშნად გაიღიმა. ტაილერი და ენჯელა სხვა სტუმრებთან მივიდნენ.
- მაპატიე, წეღანდელისთვის, - ყურში ჩამჩურჩულა ნიკმა.
- არაუშავს, - გავიღიმე. ნიკმა ლოყაზე მაკოცა. ცოტა გავწითლდი. ასეთი ნიკი პირველად ვნახე. როგორც ჩანს კიდევ მრავალი ხასიათის ნიკი უნდა გავიცნო.
- წამოდი, რამე დავლიოთ, - შემომთავაზა მან. ხელი მოვკიდე და უხმოდ გავყევი. Dროს მშვენივრად ვატარებდით. ვსვამდით, ვიცინოდით, ბავშვობაზე ვლაპარაკობდით, რაღაც გიჯურ მუსიკებზე ვცეკვავდით. თავს კარგად ვგრძნობდი. ნიკი ჩემს გვერდით იყო, ისე ამ წვეულებას აზრი არც ექნებოდა. ჩემი საყვარელი მუსიკის ხმა გავიგონე.
- ნიკ, წამოდი რა, ვიცეკვოთ, - შევთავაზე.
- იცი, წყნარ მუსიკებზე ვერ ვცეკვავ, -თავი დახარა.
- ეგ რა პრობლემაა, მე გასწავლი, - გავიცინე. თავი მაღლა ასწია და თვალებში შემომხედა. გამიღიმა, ისე როგორც მე მიყვარდა. ხელი ჩავავლე და ხალხს შორის გზა გავიკვალე. ჩემი ხელები ნიკის კისერზე მოვათავსე. ვიგრძენი, რომ მან ხელები ჩემს წელს შემოეხვია და თავისკენ მიმიზიდა. ასე ვირხეოდით წყანრ მუსიკაზე. თავს უბედნიერესად ვგრძნობდი. ნიკი ჩემთან იყო! უცბად თავი მაღლა ამაწევინა, თვალებში ჩამხედა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. მეგონა გული საგულიდან ამომივარდებოდა. ის ჩემს ტუჩებს მოშორდა და ორაზროვნად გადმომხედა. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. კვლავ ცეკვა განვაგრძე. მკერდზე თავი მივადე. მისი გულისცემა მესმოდა, ეს ენით აუწერელი შეგრძნება იყო. მხოლოდ ახლა, ამ წუთას მივხვდი რომ მე ნიკი მიყვარდა. მე ის სამუდამოდ შემიყვარდა! Aარ ვიცოდი ეს სიყავრული რას მომიტანდა, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლიდი. მე ავადმყოფობა შემეყარამ რომელიც არ იკურნება და არც მინდა რომ განიკურნოს. მე ის მიყვარს! კიდევ ერთხელ გავიმეორე გულში და თვალები დავხუჭე.


♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-02-01, 11:47 PM | შეტყობინება # 11
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
dzalian dzalian kargia, martla momewona dzaan happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-02, 11:45 AM | შეტყობინება # 12
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ra amagelvebeli tavi iyooo happy happy happy ratomgac mgonia rom eg niki atyuebs cota ar iyos... imito ro ragac male sheuyvardat ertmaneti... mara avtoris fantazia ukideganoa da me moutmenlad davelodebi siujetis ganvitarebas. mainteresebs dzalian ra gvelis win... happy happy happy tamo yochag shen daqals happy


bachia_bachia555თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-02, 2:11 PM | შეტყობინება # 13

206
19  +
33  ±
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
ratomgac mgonia rom eg niki atyuebs cota ar iyos...

imedia eger ar aris dry
zaan sayvareli tavi iyo :*:*

★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-02, 2:17 PM | შეტყობინება # 14
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
magari tavi iyo dzaan momewona
Quote (AnasteishA)
ratomgac mgonia rom eg niki atyuebs
mec maseti shtabechdileba damrcha imedia egre ar iqneba da male gavigebt aba velodebi shemdeg tavs .



bella-vampireთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-02, 8:15 PM | შეტყობინება # 15

842
83  +
   ±
Offline
es tavi mec dzalian momwons happy ra sayvarelia niki. emac sheicvala, mara mtlad ara. isev iseti anchxli rcheba biggrin biggrin biggrin rac sheexeba niikc... oo... biggrin biggrin nu me lamis mteli fiki winaswar vici, magram mainc arafers ar vityvi biggrin momaval tavebshi gairkveva. da ise, es niki me dzalian miyvars :love: biggrin
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 14
  • 15
  • »
ძებნა: