წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა
|
|
bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2011-01-29, 7:43 PM | შეტყობინება # 1 |
842
Offline
| სახელწოდება: წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა ავტორი: ანა(ჩემი დაქალი) დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო ოფლებები აქვს ავტორს. ბეტა: bella-vampire პეირინგი: ნ.დ./ე.უ. რეიტინგი: G ჟანრი: Romance სამარი: ეს არის ისტორია, მოცურავე და მოციგურავე გოგონაზე. ემა უილსონი თავქარიანი და წინდაუხედავი ადამიანია, მაგრამ უეცარი სიყვარული მას ძალიან შეცვლის. სტატუსი: წერის პროცესშია
ბავშვებო, ეს არის ჩემი დაქალის ფიკი. მან მთხოვა, რომ დამედო საიტზე.
[color=green]პროლოგი
ჩემს ცხოვრებას სულ ორი რაღაც წარმოადგენს – წყალი და ყინული. იქ თავს უბედნიერესად ვგრძნობ. დედას სურდა ჩემპიონი გავმხდარიყავი ფიგურულ სრიალში, მამას – ცურვაში. დიდი დავის შემდეგ, 10 წლის ასაკში ორივე სპორტზე შემიყვანეს. როცა 13 წლის გავხდი, დედა და მამა გარდაიცვალნენ. დამრჩა ძმა-ტაილერი და უმცროსი და-სემი. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. სამივენი გავიზარდეთ, რაშიც ჩვენი გამზრდელი რენე გვეხმარებოდა. ახლა უკვე 18 წლის, დამოუკიდებული ემა უილსონი ვარ!
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - შაბათი, 2011-01-29, 7:45 PM | |
|
|
maria87 | თარიღი: ორშაბათი, 2011-12-26, 10:02 PM | შეტყობინება # 196 |
24
Offline
| auu ar gaagrdzeleb?? damainteresa dzaan :*:*:*
| |
|
|
☆ani_twilighter☆ | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-01-04, 1:16 AM | შეტყობინება # 197 |
56
Offline
| rogorc yoveltvis bolo var aqamde sad viyavi.dzalian sayvareli da kargi motxrobaa:* kidev erti nichieri ise yvela emas ro adanashaulebt codoa,arc egeti egoistia da saertod,ratomgac movelodi rom e.w swerva iqneboda,rogorc daswyisshi chanda,magam ar gamodga egeti momdevno tavebshi ufro da ufro kargi xdea :** e:)b:) kide ertxel getyvi ro kaiaa,ase gaagrdzele:** p.s tu ar gewyineba chem azrs gamovtqvam nikis da ema siyvarulze,yvelaferi kargadaa aghwerili magram ufro kai iqneboda tavidan 1 tavimainc dagetmo rogor da ratom sheuyvardat ertmaneti,magram araushavs,esec kaia
| |
|
|
|
E:)B:) | თარიღი: პარასკევი, 2012-02-10, 4:38 PM | შეტყობინება # 199 |
106
Offline
| bavshveboo didi xnis shemdeg mec davbrundi :D:D:D did bodishs gixdit yvelas rom amden xans araferi iyo axali, mgram imedia gagaxarebt da getyvit rom am sagamos iqneba axali tavi. chemi muza didi xnit gafrinda da ravici dges isev mofrinda chemtan :D:D kidev ertxel didi bodishi yvelass :*****
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2012-02-10, 5:11 PM | შეტყობინება # 200 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Quote (E:)B:)) imedia gagaxarebt da getyvit rom am sagamos iqneba axali tavi. vaimee anii miyvarxaaar!!!!!
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
RoB-dOd | თარიღი: პარასკევი, 2012-02-10, 5:59 PM | შეტყობინება # 201 |
572
Offline
| ვაიმე სად ვიყავი.. ვაიმე ეს თავი არ მქონდა წაკითხული.. ნათუკამ რო დაფოსტა შემოვიარე.. ომგ ანნ ეს რა იყოო(( ნიკი კარგად იქნება ხო? ხო? ხო... არ იქნება და მაგისი აჯობებს/// აუუ ტაილერი...@ ახალ თავს ველოდები სულ მოუთმენდად... ძალიან მიხარია რომ შენი მუზა თავის ადგილს დაუბრუნდა! ვენაცვალე შენ მუზას რაა !
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
makie | თარიღი: პარასკევი, 2012-02-10, 6:07 PM | შეტყობინება # 202 |
144
Offline
| Quote (E:)B:)) chemi muza didi xnit gafrinda da ravici dges isev mofrinda chemtan imediaa sheni muzaaa aghaar gaprindebaaaaaaa....:)
| |
|
|
|
bella-vampire | თარიღი: პარასკევი, 2012-02-10, 6:23 PM | შეტყობინება # 204 |
842
Offline
| კაბინეტში დაბრუნებულმა ექიმმა დორსმა ყველაფერი მიამბო, ნიკის თხოვნის ჩათვლით. თავს საშინლად ვგრძნობდი. რატომ ვიყავი ასეთი ეგოისტი? მხოლოდ საკუთარი თავი რატომ მანაღვლებდა? რატომ არასდროს ვფიქრობდი სხვებზე? მე ხომ ნიკს ძალიან ვჭირდებოდი. ისე, როგორც არასდროს, მე კი რას ვაკეთებდი, მით უფრო ვტკენდი გულს და მის მდგომარეობას ვამძიმებდი. - ექიმო, შეიძლება ვნახო? _ ვთხოვე მას. - არ ვიცი, ემა. - მხოლოდ რამდენიმე წუთით, გთხოვთ, - უკვე ვემუდარებოდი ექიმს. - კარგი, - გამიღიმა. - მადლობა, - სწრაფად გამოვედი კაბინეტიდან. ექთანმა მომამზადა და ნიკის ოთახშიც შევედი. ის რაღაც აპარატზე იყო შეერთებული, მე ხომ ასეთი რაღაცეები არასდროს მესმოდა. მივუახლოვდი და მის ხელს შევეხე. რა თქმა უნდა ცრემლი წამომივიდა. ამ ბოლო დროს ხომ ის ჩემი მეგობარი გახდა. სკამზე ჩამოვჯექი და ჩემთვის ავბუტბუტდი. მივხვდი როგორ მაკლდა, როგორ მჭირდებოდა და როგორ მენატრებოდა. მის გარეშე ყველაფერი სხვანაირად იყო, თითქოს სამყარო მუქ ფერებში გაღებეს და მე ყველაზე მეტად შავი ვიყავი ამ სამყაროში. როცა ნიკი ჩემთან იყო თითქოს ნელ-ნელა ვფერადდებოდი, ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ძალიან მენატრებოდა. სამწუხაროდ მხოლოდ ახლა მივხვდი ამას. მე ხომ მან მასწავლა ბედნიერება, დამანახა რა ლამაზია ცხოვრება. მან მიმახვედრა, რომ სიყვარული, ეს საოცრებაა. სულ პატარაა, ვერ ხედავ, მაგრამ რაც მთავარია გრძნობ. მე და ნიკი უკვე ერთნი ვიყავით, მაგრამ მე მას ვუღალატე მაშინ, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი. - ნიკ გპირდები, რომ სულ შენთან ვიქნები. Gეფიცები, არასდროს დაგტოვებ, ოღონდ ახლა შენ არ გამწირო სამუდამო მარტოობისთვის, გევედრები ნიკ, გთხოვ, - ვტიროდი და თან მის სხეულს ვეხუტებოდი. Aამ დროს ექთანი შემოვიდა. - უკაცრავად მაგრამ უნდა გახვიდეთ პალატიდან, პაციენტმა უნდა დისვენოს. - დიახ დიახ, მოვდივარ, - მუჭით მოვიწმინდე ცრემლები და სწრაფი ნაბიჯით გამოვედი. ექიმი დორსის ნახვის თავი Aაღარ მქონდა, ამიტომ პირდაპირ გარეთ გამოვედი. ეს აუტანელი სიცხე. ჯანდაბა! მობილურის ხმა გავიგონე, სწრაფად ვუპასუხე. - ხო მია, - და თან მანქანაში ჩავჯექი. - სად ხარ? სახლში მოვედი და რენემ მითხრა სასაფლაოზე წავიდაო, ამდენ ხანს მანდ რა გინდა? – ლამის ყვირილზე გადავიდა. - საავადმყოფოდან გამოვედი ახლა, - მშვიდად ვუპასუხე. - რაა? მანდ რა გინდოდა? ავარიაში მოყევი? რამე დაიზიანე ? – ოხ მია რა. - არაფერი არ მჭირს. კარგად ვარ. ჩვენ ბარში მოდი და ყველაფერს გიამბობ, - და მობილური გავთიშე. სწრაფად მოვწყვიტე მანქანა ადგილს. ის ისე მისრიალებდა, როგორც მე ყინულზე. ცხელი ქარი თმებს მიწეწავდა და ცრემლებს ათამაშებდა ჩემს ლოყებზე. სწრაფად მივედი დანიშნულების ადგილამდე. მია უკვე იქ დამხვდა. - დაჯექი და მითხარი რა მოხდა. - ერთი ფორთოხლის წვენი თუ შეიძლება, - მივმართე მიმტანს. - დროზე დაიწყე, - ვეღარ ითმენდა, - მოიცა, მოიცა თვალები რას გიგავს? სულ დასიებული გაქვს. - არცაა გასაკვირი, - ჩემთვის ჩავიბურტყუნე. - ემა, ახლავე ყველაფერს მომიყვები ან მოგკლავ. რომელი გირჩევნია? – უკვე ბრაზდებოდა. ყველაფრის მოყოლა დავიწყე. რა თქმა უნდა დეტალებში. მიასთან სხვანაირად არ შეიძლებოდა. გაშტერებული მიყურებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. სხვას არც არაფერს მოველოდი. დიდი ხნის საუბრის შემდეგ სახლში დავბრუნდი. უკვე გვიანი იყო, დაწოლა გადავწყვიტე. თანაც ძალიან დაღლილი ვიყავი. შხაპი მივიღე და მთელი დღით გადატვირთულს მალევე ჩამეძინა. დილით ექიმმა დამირეკა და მითხრა, რომ ნიკი გონს მოვიდა, როგორ მივედი სავადმყოფოში აღარც მახსოვს. Dგახარებული შევვარდი ნიკის პალატაში, მაგარმ არც თუ კარგი ამბავი დამხვდა. ის არ ლაპრაკობდა თუ ვერ ლაპარაკობდა, თუ არ ვიცი რა ხდებოდა. დორსმა მითხრა ეს დროებითიაო და მეც ცოტა დავმშვიდდი. ასე გავიდა 5 დღე. ყველდღე დავდიოდი ნიკთან და მთელ დღეს იქ ვატარებდი. როცა გაიღვიძებდა რაღაც უცნაურად მიყურებდა, მერე თითქოს გამიღიმებდა და მალევე იძინებდა. - უკვე გვიანია ექიმო დორს, მე სახლში წავალ, - დავემშვიდობე და სწრაფად გამოვედი. სახლში მისულს სემი დამხვდა მისაღებში. არ შემოუხედავს, გეგონება არც ვარსებობდე. არც მე მითქვამს რამე, არ მინდოდა უფრო გაღიზიანებულიყო. - რენე, ძალიან გთხოვ საძინებელში ამომიტანე რამე, თორემ ლამისაა მოვკვდე ისე მშია. - ოხ, ემა, მთელი დღე მშიერი დადიხარ, ასე არ შეიძლება, - თავი გააქნია რენემ და მაცივარი გამოაღო. მე ჩემს ოთახში ავედი. შხაპი მივიღე, რენეს მოტანილი ვახშამი მივირთვი და ლოგინში შევგორდი. - გისმენთ, - ხელით მოვძებნე ტელეფონი და ნამძინარევი ხმით ვუპასუხე. ალბათ 11 საათი უკვე იქნებოდა, - რააა???? მართლაა? მოვდივარ, - ფეხზე წამოვხტი და საავადმყოფოსკენ გავიქეცი. მანქანა გიჟივით მიმყავდა, მაგარმ ნიკთან მეჩქარებოდა. Dდღეს დილით დაილაპარაკა. ექიმმა ეს ყველაფერი კი ძალიან ნაღვლიანად მითხრა, მაგრამ ვერ მივხვდი რატომ. მან ხომ ხმა ამოიღო! ღმერთო, მადლობა. - ტაილერ, ნიკი კარგადაა, გახარებული ვჩურჩულებდი, - ისევ ისეთი ბედნიერები ვიქნებით, - ბავშვივით აღტაცებული ვიყავი ამ ამბით. მანქანა სადგომზე დავაყენე და შიგნით შევედი. ნიკის დანახვისას გამეღიმა. იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და ხელზე ფრთხილად შევეხე. - კი მაგრამ, ვინ ბრძანდებით ყოველდღე რომ მოდიხართ ჩემს სანახავად?
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - პარასკევი, 2012-02-10, 6:24 PM | |
|
|
RoB-dOd | თარიღი: პარასკევი, 2012-02-10, 6:38 PM | შეტყობინება # 205 |
572
Offline
| აჰამმ გასაგებია ამნეზია აქვს? თუ ისე ელაპარაკება გაბრაზებული.. ვაიმე რა კარგი თავი იყო,თანაც ძალიან ამაღელვებელი,ისეთი თბილი და ლამაზი სიტყვ ებით გქონდა აღწერილი.. გული ამიჩუყდა... აუ ნიკკ ((
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2012-02-10, 6:44 PM | შეტყობინება # 206 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
elee | თარიღი: პარასკევი, 2012-02-10, 11:05 PM | შეტყობინება # 207 |
131
Offline
| VAimee sawyalii nikii :((
| |
|
|
makie | თარიღი: პარასკევი, 2012-02-10, 11:46 PM | შეტყობინება # 208 |
144
Offline
| | |
|
|
elee | თარიღი: ორშაბათი, 2012-02-13, 5:01 PM | შეტყობინება # 209 |
131
Offline
| Vaimee shemdegii tavi minda emas reaqcia mainteresebs saocrad :S:)))
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: სამშაბათი, 2012-02-14, 11:12 PM | შეტყობინება # 210 |
842
Offline
| - ეგ რა კითხვაა? - გაოცებულმა და სიტუაციაში გაურკვეველმა ვიკითე. - ვინ ბრძანდებით-თქო, მგონი ასეთი კითხვა დავსვი, - თითქოს გადაამოწმა თავისი ნათქვამიო ისე დაფიქრდა. - ვერ მცნობ? - უკვე ხმა ამიკანკალდა. - რომ ვერ გცნობთ, ამიტომ გეკითხებით ვინაობას, - და გამიღიმა. ღმერთო, როგორ მომენატრა ეს ღიმილი, მაგრამ როგორც ჩანს ეს ღიმილი მე უკვე აღარ მეკუთვნოდა. - ემა მქვია, - ცრემლები ძლივს შევიკავე. - ჩემი და ხარ? - მკითხა ინტერესით. - არა, - სწრაფად გავეცი პასუხი. - აბა? – უკვე დაჟინებით დასვა კითხვა. - მმმ...… კლასელები ვიყავით და ახლა ვმეგობრობთ, - მშვენიერი ტყუილია ვერაფერს იტყვი, მაგრამ სხვა რა უნდა მომეფიქრებინა. ახლა ისე მტკიოდა გული რომ ნიკი ვერ მცნობდა. ადამიანი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, ვერ მცნობს, არც კი იცის ვინ ვარ. მხოლოდ ის მამშვიდებდა, რომ ცოცხალი იყო და უარესი შედეგი არ მოჰყვა ოპერაციას. ჩემი თავის მიკვირდა ცრემლებს როგორ ვიკავებდი. - ჯერ პირველი, მე მაიამიში არ მისწავლია და მერე მეორე, როგორც მახსოვს მე და შენ ერთად ვიყავით, - ირონიით მომმართა. - ვერ გიტან ნიკ! არანორმალური ხარ! მეზიზღები, - ყველაფერი ერთად მივაყარე. საზიზღარი როგორ მომატყუა. მაგარმ თან როგორი ბედნიერი ვიყავი, მას მეხსიერება არ დაუკარგავს და ყველაფერი კარგადაა. - მადლობ საყვარელო, მეც მიყვარხარ და მომენატრე, - ისევ ირონია. - ნუ ხო, მეც მომენატრე, - ჩავიბურტყუნე. - ვიცი, - გამიღიმა. ფრთხილად დავიხარე და ჩვენი ტუჩებმა თვითონ მიაგნეს ერთმანეთს. ისევ ის განცდა, ისევ განუსაზღვრელად აჩქარებული გულის ცემა და ისევ ბედნიერი წუთები, ცოტა ხნით მაინც. ნიკს მოვშორდი და კვლავ სკმაზე დავჯექი, უფრო სწორად კარგად მოვკალათდი. თავი დავხარე, არ მინდოდა ნიკს ჩემი ცრემლები დაენახა. - შენ რა ტირი? - გაეცინა, - რა ხდება? რა გაქვს სატირალი? - და ისევ გაეცინა. - ნუ დამცინი, - გაბუსხულმა ვუთხარი, - უბრალოდ ამდენი ხნის შემდეგ როგორც იქნა ბედნიერებამ მეც მიპოვა, - ცრემლებმა კვლავ დენა განაგრძეს. ნიკის ხელი ჩემსას ჩაეჭიდა და მივხვდი, რომ ის ჩემთან იყო. არ დამიკარგავს ჩემი იმედი, ჩემი ოცნება და საერთოდ ჩემი ყველაფერი. - ნიკ, დამპირდი, რომ არ მიმატოვებ და არ გაქრები, გთხოვ დამპირდი, - ამოვისლუკუნე. გაეღიმა და თავი ოდნავ გააქნია. - სულელო, როგორ ფიქრობ უშენოდ გავძელბ? შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ! ნუთუ ამაში კიდევ ეჭვი გეპარება? - თითქოს წამით გაქრა მისი ღიმილი. - არა, - ამოვიბურტყუნე. - აბა როგორ ხარ? - კარები შემოაღო ექიმმა. ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და ფეხზე ავდექი. რა ვიცი, მაინც ზრდილობისთვის. - კარგად მამა. აქედან როდის გავალ? - ტუჩები მოპრუწა ნიკმა. - ერთი კვირაა რაც ოპერაცია გაიკეთე და უკვე სახლში მოგინდა? - გაეცინა. - აბა დავიტანჯე სავადმყოფოს საჭმლით, - და საწყლად ამოიხედა. მომინდა ჩავხუტებოდი, ისეთი საყვარელი იყო. - მამა, იქნებ სახლში გაგეწერე? - თავი კიდევ უფრო მოისაწყლა. ჩამეღიმა. - არავითარ შემთხვევაში, თან ვინ მოგივლის მერე? არა არა, - თავი გააქნია ექიმმა დორსმა. - მე მოვუვლი. ნიკთან გადავალ რამდენი ხანიც საჭირო იქნება, - ეს ვთქვი და ტუჩზე ვიკბინე. ცოტა არ იყოს მერიდებოდა ექიმის, მაგრამ ნიკის გაბადრული სახე რომ დავინახე ყველაფერი დამავიწყდა. - კი მაგრამ... - ნუ გეშინია მამა, სიტუაციით არ ვისარგებლებ. ნუ ვერც ვისარგებლებ, - სამივეს გაგვეცინა - კარგით, დღესვე გაგწერ, ოღონდ ემა უნდა დამპირდე, რომ ნიკს კარგად მოუვლი, - ღიმილით მითხრა. - გპირდებით, - მეც გავიღიმე. - ახლა წავალ საბუთებს მოვამზადებ, შენ კი სახლში წასასვლელად გაემზადე, - ეს თქვა და კაბინეტიდან გავიდა. ნიკის ნივთების ჩალაგებას შევუდექი, ნუ ბევრი არაფერი იყო, მაგრამ ლამაზად ვკეცავდი და ისე ვდებდი ჩანტაში. - შენ არც კი იცი როგორ მიყვარხარ. ჩემი ანგელოზი ხარ! - ტყუილად მაბავ, საჭმლის წესიერად გაკეთება არ ვიცი, - ენა გამოვუყავი. - აუუ. მაშინ ისევ აქ მირჩევნია დავრჩე, - სიცილით და ვითომ ნაწყენმა ამოიბურტყუნა. - როგორც გინდა, - უკვე ჩალაგებული ჩანთა გავხსენი ამოსალაგებლად. სიცილს ძლივს ვიკავებდი. - რას აკეთებ? არა ემა, ისევ შენი მომზადებული მირჩევნია. გეხუმრე. ემა გეყოფა, - რომ შესძლებოდა ალბათ დამიყვირებდა. სიცილი ამიტყდა. - ბოთე ხარ, - მივედი და ლოყაზე ვაკოცე. - კარგი ახლა წავალ, ჩემს ნივთებს გავამზადებ და მანქანით გამოგივლი. - ხომ არ გადაიფიქრებ? - თავი მოსაწყლა. - ვნახოთ, ვნახოთ, - და ასე სიცილით გამოვედი პალატიდან. სახლში მალე მივედი. შიგნით შესულს მისაღებში კვალვ სემი დამხვდა. არ ვიცოდი რა მექნა. უკვე კიბეებთან ვიყავი, როცა მისი ხმა გავიგონე. - ემა, - დივანიდან ადგა. მეც შემოვბრუნდი. - მაპატიე რა, - ჩაიბურტყუნა. - ვიცი ცუდად მოვიქეცი, უბრალოდ ძალიან ცუდად ვიყავი. არ შემიძლია ამასთან შეგუება. ვერ ვიჯერებ რომ ის სახლში არაა, არ მეფერება, არ მარიგებს, - ჩემი და სემის თვალებიდან ერთდროულად დაიწყო ცრემლმა დენა. - სემ არსებობს ერთი იდიოტური გამონათქვამი: დრო ყველაფრის მკურნალია! მართლაც ასეა. ეს ტკივილი დროთა განმავლობაში გაივლის, მაგრამ ტაილერი მუდამ ჩვენთან იქნება და დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად ზემოდან დაგვიცავს. ამის გჯეროდეს! - გულში ძლიერად ჩავიკარი, ისიც მეხუტებოდა. სამზარეულოდან რენე გამოვიდა. - როგორც იქნა თვალი აგეხილათ, - მოვიდა და ისიც მოგვეხვია. ჩვენ ძლიერნი ვიყავით! ვერავინ და ვერაფერი დაგვამარცხებდა! მე ვგრძნობდი ჩვენს გვერდით ტაილერს. ის უფრო გვაძლიერებდა. - ჩემი ბიჭი, ის მუდამ აქ იქნება, - ამოისლუკუნა რენემ. - წამოდით, წამოდით ჭამეთ რამე. - იცით, რამდენიმე დღით ნიკთან გადავდივარ, უნდა მოვუარო, - ტუჩზე ვიკბინე. - რა მოუვიდა? - გაოცებულმა მკითხა სემმა. - ისეთი არაფერი, მაგრამ ახლა მას ვჭირდები, - რენე თავის ქნევით გავიდა მისაღებიდან. მე და სემს გაგვეცინა. - წავალ ჩემს ნივთებს ჩავალეგბ, - კიბეები ავირბინე და ოთახში შევედი. ჩანთა იქვე მივაგდე და საწოლზე დავეხეთქე. ვფიქრობდი რა უნდა წამეღო. ზოზინით წამოვდექი და მოზრდილი ჩანთა ავიღე, რომელსაც მხოლოდ მაშინ ვიყენებდი ჯესთან ან მისათან დიდი ხნით თუ ვრჩებოდი. რამდენიმე მაისური და შორტი ჩავდე, კიდევ უამრავი რამით გავტენე ჩანთა და საბოლოოდ დავკეტე. მერე წყალი გადავივლე და დაბლა ჩავედი. ჩანთაც ჩავიტანე. - ემა ესაა რამდენიმე დღე? - გაეცინა სემს, - მგონი ცოლად მიყვები. - არ ვაპირებ ნამდვილად, - მეც გამეცინა. - წამო ვჭამოთ, - და სამზარეულოში გავედით. რენეს სუფრა უკვე გაეშალა. ყველაფერი გემრიელი იყო. ისე მშიოდა, ლამის სემი და რენეც მივაყოლე. როცა სამივემ დავამთავრეთ, წასასვლელად მოვემზადე. - წავედი მე, - ხმამაღლა ვთქვი. - ჭკვიანად იყავი, - სერიოზული ხმით მითხრა რენემ. - როგორც ყოველთვის, - გავიცინე. - სემ შენს მეგობრებს დაურეკე, თუ გინდა დარჩნენ კიდეც. - ემა სიცხე ხომ არ გაქვს? - ჩემსკენ გამოიწია ვითომ და სანახავად. - არა, - ენა გამოვუყავი. - რავიცი გეზიზღებოდა როცა ისინი აქ რჩებოდნენ, - ტუჩები მოპრუწა. - ახლა მე არ ვიქნები სახლში. ხო მართლა, ჩემს ოთახში მაინც ვერ შეხვალთ, საიმედოდ ჩავკეტე, - გავიცინე და სახლიდან გამოვედი. სემის ბუზღუნი მომაცილებდა. მანქანაში ჩავჯექი და საავდმყოფოსკენ გავწიე. იქ მისულს ნიკი უკვე მზად დამხვდა. ფრთხილად მოათავსეს მანქანაში და მისი სახლისაკენ დავიძერით. ორივე ჩუმად ვისხედით. სიტყვები არც იყო საჭირო. მთავარია ერთად ვიყავით და ასე გაგრძელდება მუდამ, სანამ ჩვენი გულები ძგერას არ შეწყვეტენ.
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - სამშაბათი, 2012-02-14, 11:13 PM | |
|
|