ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-01-29, 7:43 PM | შეტყობინება # 1

842
83  +
   ±
Offline
სახელწოდება: წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა
ავტორი: ანა(ჩემი დაქალი)
დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო ოფლებები აქვს ავტორს.
ბეტა: bella-vampire
პეირინგი: ნ.დ./ე.უ.
რეიტინგი: G
ჟანრი: Romance
სამარი: ეს არის ისტორია, მოცურავე და მოციგურავე გოგონაზე. ემა უილსონი თავქარიანი და წინდაუხედავი ადამიანია, მაგრამ უეცარი სიყვარული მას ძალიან შეცვლის.
სტატუსი: წერის პროცესშია


ბავშვებო, ეს არის ჩემი დაქალის ფიკი. მან მთხოვა, რომ დამედო საიტზე.

[color=green]
პროლოგი


ჩემს ცხოვრებას სულ ორი რაღაც წარმოადგენს – წყალი და ყინული. იქ თავს უბედნიერესად ვგრძნობ. დედას სურდა ჩემპიონი გავმხდარიყავი ფიგურულ სრიალში, მამას – ცურვაში. დიდი დავის შემდეგ, 10 წლის ასაკში ორივე სპორტზე შემიყვანეს. როცა 13 წლის გავხდი, დედა და მამა გარდაიცვალნენ. დამრჩა ძმა-ტაილერი და უმცროსი და-სემი. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. სამივენი გავიზარდეთ, რაშიც ჩვენი გამზრდელი რენე გვეხმარებოდა.
ახლა უკვე 18 წლის, დამოუკიდებული ემა უილსონი ვარ!


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - შაბათი, 2011-01-29, 7:45 PM

E:)B:)თარიღი: კვირა, 2011-03-27, 12:29 PM | შეტყობინება # 151

106
17  +
63  ±
   ±
Offline
bavshvebo axali tavis naxevari dawerili maqvs, magram zustad ar vici rodis iqneba :(:( shevecdebi rom male davamtavro smile kiss

♥izabella♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 9:47 PM | შეტყობინება # 152
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
E:)B:), axali tavi rodis iqneba????????????????
momenatraaaaaaaaaaaaaaaaa sad sad sad

ucnobiucnobi2თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 9:48 PM | შეტყობინება # 153
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
Au mec momenatra axali tavii..((

E:)B:)თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 10:03 PM | შეტყობინება # 154

106
17  +
63  ±
   ±
Offline
bavshvebo ar vici ra gitxrat sad sad sad sad dzalian rtuli periodi maqvs da ver vaswreb daweras..... magram dzalian bevric agar daagviandeba... imedia... janmrtelobis mxriv problemebi maqvs da xom gesmit ver vaxerxebb.... shevecdebi male iyos :*:*:*

takoooთარიღი: შაბათი, 2011-04-23, 10:41 PM | შეტყობინება # 155

159
15  +
53  ±
   ±
Offline
satauric da dasawyisic dzalian sainteresoa biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin velodebi shemdegs


bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-28, 10:19 PM | შეტყობინება # 156

842
83  +
   ±
Offline
მეთერთმეტე თავი

- ტაილერ, დამიჯერე ეს ენჯელას სიტყვებია და არა ჩემი, - ვუხსნიდი ძმას, რაც ბობთან ყოფნისას გავიგონე. ყველანი მისაღებში ვისხედით.
- არ შემიძლია დავიჯერო, რომ ეს სიმართლეა, - ბოლთას ცემდა ტაილერი. ნიკი ჩემზე აშკარად გაბრაზებული იყო, არც კი მიყურედა. კევინი გაოგნებული ჩანდა. ალბათ საკუთარ თავზე ბრაზობდა ასეთი მეგობარი რომ ჰყავდა.
- ვთქვათ და საყვარლები არიან, რა გეგმაზეა საუბარი? – იკითხა ნიკმა. ტაილერი როგორც იქნა დივანზე დაჯდა.
- არ ვიცი. რა შეიძლება უნდოდეთ? – თავის ქნევით თქვა ტაილერმა.
- რა თქმა უნდა კომპანია, - ერთად ვთქვით მე, მიამ და ჯესმა.
- კი მაგრამ ბობს ფული არ აკლია, - თქვა გაკვირვებით კევინმა.
- სამაგიეროდ ენჯელას აკლია, - ტაილერი ფეხზე წამოხტა და კიბეებზე ავარდა.
- რა ხდება? ტაილერ, გვითხარი რამე! - მაიკი გაცოფებული ლაპარაკობდა. ტაილერი კიბეებზე ჩამოდიოდა და თან ხელში რაღაც საბუთები ეჭირა.
- ნამდვილი იდიოტი ვარ, - ხმამაღლა დაიყვირა ჩემმა ძმამ და მისაღებში მდგარ ჟურნალების მაგიდას ფეხი დაარტყა.
- რატომ? – ვიკითხე მე ჩუმად.
- საბუთებს ისე მოვაწერე ხელი, არც წამიკითხავს შიგნით რა ეწერა. ენჯელას თვალდახუჭული ვენდობოდი, - კბილებში გამოსცრა მან. - ახლა კომპანიის 80% ენჯელასია.
- რაა? – ფეხზე წამოვხტი.
- ასეა ემა, ჩვენ მხოლოდ 20% დაგვრჩა.
- ახლა რა უნდა ვქნათ? – ამოისლუკუნა სემმა.
- არ ვიცი, - ტაილერმა თავის ქნევით უპასუხა.
- მე არც კი ვიცი რა გითხრათ, აქამდე როგორ ვერ მივხვდი ბობი ვინც იყო, - კევინმა თავი დახარა. მას ჯესი მოეხვია და დააწყნარა. მია და მაიკი ხელიხელჩაკიდებულები ისხდნენ. მხოლოდ მე ვიყავი მარტო, ნიკიც დავკარგე. ის ერთადერთი მანათობელი ვარსკვლავიც დავკარგე.
- მე ზემოთ ავალ, - სავარძლიდან წამოვდექი.
- ცუდად ხარ? – უემოციოდ მკითხა ნიკმა. ისე, თითქოს მისთვის არაფერს ვნიშნავდი. Aმან ბოლომდე გამაცოფა.
- ცუდად ვარ? – სარკასტულად გავიცინე. - შენ როგორ ფიქრობ? როგორ შეიძლება კარგად ვიყო, როცა ამდენი პრობლემა მაქვს? ყველაფერი ჩემი ბრალია. მე ერთი ეგოისტი, საზიზღარი ადამიანი ვარ, რომელიც დედამიწას ამძიმებს, ნამდვილად არ ვარ მე აქ საჭირო, - თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა. ნიკი ტკივილით სავეს მზერით შემომყურებდა, - ჯერ ჩემი მშობლები, ახლა ეს ამბავი. აღარ შემიძლია, გესმით? აღარ შემიძლია, - მუჭით ცრემლები ამოვიწმინდე და კიბეებისკენ გავიქეცი.
- გაჩერდი, - მკაცრი ხმით მთხრა ნიკმა და უკან დამედევნა. მე ჩემს ოთახში შევვარდი და საწოლზე დავეხეთქე. ცრემლები საშინელი სისწრაფით მოდიოდნენ.
- მაპატიე, - ჩუმი, ალერსიანი ხმით მითხრა ნიკმა.
- რა დავაშავე? რატომ მე? ყველაფერი მე როგორ უნდა დამემართოს? სულ მარტო ვარ. მეტი აღარ შემიძლია, - ამოვისლუკუნე და კვლავ ტირილი განვაგრძე.
- მე გყავარ, - საწოლზე ჩამოჯდა და ხელი ჩემს ხელს შეახო. - შენ არ მეუბნებოდი, რომ სიცოცხლისთვის უნდა მებრძოლა? შენ არ მეუბნებოდი, რომ არ უნდა დავნებებულიყავი? – ლოგინიდან წამოვიწიე და ჩავეხუტე. მანაც ძლიერად მომხვია ხელები და გულში ჩამიკრა. ახლა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა- მისი სითბო, მისი ალერსი, მისი სურნელი.
- ასე აღარასდროს მომექცე, - თავისი ულამაზესი თვალები მომანათა.
- გპირდები, - შევპირდი მას.
- ახლა კი ქვემოთ ჩავიდეთ, თორემ ბავშვები შოკში არიან, - გაიცინა მან.
- გეთანხმები, - ჩემი ოთახიდან გამოვედით და მისაღებში ჩავედით.
- ემა, კარგად ხარ?- გოგოები ჩემთან მოცვივდნენ.
- კი, კი, - დავამშვიდე ისინი.
- ბავშვებო, მაპატიეთ, - თავი დავხარე. - არასდროს აღარ მოვიქცევი ასე, - ნიკი ჩემთან მოვიდა და ხელი გადამხვია.
- მერე კი მართლა ვეღარ გადამირჩება ბობი, - მაიკმა ვითომ გაიხუმრა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს სერიოზულად უნდა მიმეღო.
-ახლა რა ვქნათ? – იკითხა ტაილერმა. კვლავ შემოსასვლელში მდგარ დივანზე ვისხედით. ნიკი ძალიან გაფითრებული იყო, რამაც ძალიან შემაშინა.
- კარგად ხარ? – ჩუმად ვკითხე ჩემს გვერდზე მჯდომ ნიკს.
- კი, დამშვიდდი, - გამიღიმა, მეც იგივეთი ვუპასუხე.
- როგორ უნდა დავიბრუნოთ კომპანია არც კი ვიცი, - გაცოფებული ლაპარაკობდა ჩემი ძმა. ენჯელა რომ აქ ყოფილიყო, აუცილებლად მოკლავდა.
- ფრთხილად უნდა მოვიფიქროთ ყველაფერი, - ეს უკვე კევინი იყო.
- მოვიფიქრეთ, - ფეხზე წამოხტნენ ჯესი და მია. - მოდი ხვალ, ტაილერის დაბადების დღის წვეულება მოვაწყოთ, ვითომ არაფერი ვიცით. ენჯელა რა თქმა უნდა მოვიწვიოთ. იქნებ კიდევ რამე გავარკვიოთ.
- მართალი ხარ, - დავეთანხმე მე.
- მაშინ ხვალ ყველაფრი მოვაგვაროთ. დილით გამოგივლით, - შემითანხმდნენ გოგონები.
- კარგი, - გავიღიმე.
- ახლა კი დროა წავიდეთ, - მაიკი და ბავშვები ფეხზე წამოდგნენ.
- ყველას მადლობას გიხდით. ბედნიერი ვარ, რომ თქვენნაირი მეგობრები მყავს, - ტაილერმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა მათ. ბავშვები გარეთ გავიდნენ. მე ნიკს გადავეხვიე.
- მიყვარხარ, - ნაზად ჩამჩურჩულა ყურში.
- მეც, - კიდევ უფრო ძლიერად მოვეხვიე.
- კარგით, გეყოფათ, - კევინმა ნიკს მხარში ხელი ჩაავლო და მანქანისკენ წაიყვანა. მე და ტაილერი ოთახში დავბრუნდით. მის სახეზე აშკარა ტკივილი იკვეთებოდა. მასთან მივედი და ჩავეხუტე.
- ყველაფერი კარგად იქნება ძამიკო, - ლოყაზე ვაკოცე და თავი მის კისერში ჩავრგე.
- იმედი მაქვს, - ნაღვლიანად მითხრა. – გახსოვდეს, რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ და მუდამ ჩემი პატარა დაიკო იქნები. მე რომ რამე მომივიდეს, შენ ცხოვრება უნდა გააგრძელო. სემისთვის, ნიკისთვის, საკუთარი თავისთვის. რენესაც უნდა მიხედო, - თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა.
- ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მემშვიდობები. მე კი ეს არ მომწონს. შენ არსად არ წახვალ! - ვუთხარი მკაცრად და ცრემლები მოვიწმინდე.
- უკვე გვიანია, წამოდი დავიძინოთ, - ხელი მომხვია და ასე გავემართეთ კიბეებისაკენ.

დაბადების დღეს გილოცავ ძამიკო, - ჩემი შერჩეული ჯვარი და გულსაბნევი გადავეცი.
- მადლობა, - გამიღიმა. - გავიკეთებ, - საჩუქარზე მანიშნა.
- დაგეხმარები, - მასთან მივედი და გულსაბნევის გაკეთებაში მივეხმარე.
- ძალიან ლამაზია, - საპასუხოდ გავუღიმე.
- მალე გოგოები მოვლენ. უნდა მოვემზადოთ, - ტაილერმა უღიმღამოდ გაიღიმა და სამზარეულოში გავიდა.

ნიკი
- მამა, რა ხდება? – შეშფოთებულმა ვკითხე მას.
- ნიკ, ოპერაცია ამ კვირაში უნდა გაგიკეთო. მოცდა აღარ შეიძლება, - ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მე სიკვდილის არ მეშინოდა, მართლა არ მეშინოდა, მაგრამ ემას დატოვება მიჭირდა. ვიცოდი, რომ ჩემი სიკვდილი მისთვის ადვილი გადასატანი არ იქნებოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ოდესმე ამასაც გადაიტანდა და ცხოვრებას გააგრძელებდა. მე სულ მის გვერდით ვიქნებოდი, თუნდაც მკვდარი ვყოფილიყავი.
- ნიკ, გადაწყდა! ოპერაციას ხუთშაბათს გიკეთებ, - თითქოს წყნარად ლაპარაკობდა მამაჩემი.
- კარგი, - ახლა იმაზე უნდა ვიზრუნო ეს ყველაფერი ემას როგორ ვუთხრა. დღეს ამის დრო არ არის, ვერ ჩავამწარებ ძმის დაბადების Dდღეს.
- მე წავალ, - მამაჩემის კაბინეტიდან გამოვედი. შარვლის ჯიბეში რაღაც აწკრიალდა.
- გისმენ ლამაზო, - ვცადე როგორმე ჩემი ნერვიულობა დამეფარა.
- არ მოხვალ? მომენატრე, - მითხრა თავისი ღვთაებრივი ხმით.
- მოაგვარეთ ყველაფერი? – ვკითხე ინტერესით.
- მხოლოდ სტუმრები გვაკლია, - გაიცინა.
- კარგი, მოვდივარ, - ტელეფონი გავთიშე და ტაქსში ჩავჯექი. რამდენიმე წუთში უკვე მის სახლთან ვიყავი. ,,ოჰო, ემა, მშვენივრად გიმუშავია.” გავიფიქრე გულში და კარებზე ზარი დავრეკე.
- ულამაზესი ხარ, - ჩემს ანგელოზს გადავეხვიე. ემა მართლაც ჩემი პატარა ანგელოზი იყო. მოკლე ვარდისფერი კაბა, თეთრი მაღლები და კოსად გაკეთებული ქერა თმა სრულყოფილს ხდიდა მას.
- მადლობა, - გამიღიმა.
- ნიკიც მოსულა, - სამზარეულოდან მია და მაიკი გამოვიდნენ.
- ამ დღეს როგორ მოვაკლდებოდი, - გავიცინე.
- ჯესი და კევინიც მალე მოვლენ, - განგვიცხადა მიამ, მერე მაიკს ხელი ჩაავლო და ეზოში გავიდნენ.
- ხომ არაფერი გინდა? – მკითხა ემამ.
- კი, - თავი დავუქნიე. წელზე ხელი მოვხვიე და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს მიეკრა.

ემა

ჩვენს სახლში დიდი მხიარულება იყო. ენჯელა ტაილერს არ სცილდებოდა გვერდიდან, მე კი ნიკს. სემი ძალიან ერთობოდა, მხოლოდ ტაილერი არ ჩანდა ბედნიერი და მასთან ერთად მეც. ნიკს ხელი გავუშვი და სამზარეულოში შევედი. მაცივარს მივუახლოვდი, უცებ ვიღაც თმებში მეცა.
- იცოდე, ტაილერმა არაფერი გაიგოს, თორემ ყველაფერი ისე იქნება, თითქოს არ გიარსებია, - ყურში ჩამჩურჩუა ენჯელამ და გამეცალა. აკანკალებულმა სასწრაფოდ წყალი მოვსვი, იქნებ ცოტა დავმშვიდებულიყავი. 10 წუთში სტუმრებთან დავბრუნდი. არც ენჯელა ჩანდა და არც ჩემი ძმა.
- მაიკ, ტაილერი სადაა? – ვკითხე მიასთან მოცეკვავე მაიკს.
- ენჯელასთან ერთად გავიდა, - მითხრა და კვლავ ცეკვა განაგრძო. ეს ამბავი არ მომეწონა, ნეტავ რა ჩაიფიქრა ტაილერმა.
- წამოდი, ვიცეკვოთ, - ხელი ჩამავლო ნიკმა და ბავშვებში გავერიეთ.
ტაილერის წასვლიდან სამი საათი გავიდა. ასე არასდროს მოქცეულა, ყოველთვის ამბობდა სად მიდიოდა. სტუმრები წავიდნენ და ახლა სასტუმრო ოთახში ვისხედით ყველანი. სემი საშინლად ცუდად იყო. მე ნიკის მხარზე მედო თავი და ჩემი ძმის დაბრუნებას ველოდი, ასეთივე მდგომარეობაში იყვნენ დანარჩენებიც. მთელი დღის განმავლობაში, დაღლილსა და განერვიულებულს, ვერც კი მივხვდი როდის ჩამეძინა.


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ხუთშაბათი, 2011-04-28, 10:20 PM

E:)B:)თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-28, 10:22 PM | შეტყობინება # 157

106
17  +
63  ±
   ±
Offline
ai bavshvebo axali tavic :):):) vici didxans galodinet da dzalian didi bodishs gixdit :*:* axla yvelaferi movagvare da shevecdebi male davdo shemdgei tavic :):) imedia es mogewonebat :*:* :):)

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-04-29, 0:27 AM | შეტყობინება # 158
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
E:)B:), pirveli vaar! ohooo ra dadzabuli tavi iyooo happy happy happy happy happy happy bolo nawili ragac ar momewona, im alqajma rame ar damartos tailers. niki mecodeba, imedia da darwmunebuli var, rom operacia gadaitans.
Quote (E:)B:))
axla yvelaferi movagvare da shevecdebi male davdo shemdgei tavic

au ra magariaaa, dzalian gamixardaa kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥izabella♥თარიღი: პარასკევი, 2011-04-29, 8:30 AM | შეტყობინება # 159
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
uh ra kargia axali tavi happy happy happy
kargi iyo momewona dzalian,
nu exa intrigebi da ragaceebi arc aq gvaklia biggrin biggrin biggrin
su neta sad wavida taileri wink wink wink wink wink wink
karoche amas shemdeg tavshi gavigebt exa ki es rac aris,
ra nikma mainc rom apatia metqi aqac ichxubeben exa tqo da chemi guli martla vegar gaudzlebda amdens cry cry cry cry
kargi iyo da ase gaagrdzele imedia male dadeb axal tavs happy happy happy happy happy

BoTeთარიღი: პარასკევი, 2011-04-29, 2:39 PM | შეტყობინება # 160

6
3  +
9  ±
   ±
Offline
umagresi tavi iyo heart heart heart tailers araperi damarto tore chemi xelit admin admin

★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2011-04-29, 3:33 PM | შეტყობინება # 161
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ძალიან მაგარი თავი იყო . ბობი და ენჯელა რა უნამუსოები არიან . ტაილერი ნეტა სად გაქრა მგონი აქ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს . საწყალი ემა რამდენი სადარდებელი აქვს ხო იმედია ოპერაცია კარგად ჩაივლის . ველოდები შემდეგ თავს იმედია მალე იქნება .


bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2011-04-29, 3:41 PM | შეტყობინება # 162

842
83  +
   ±
Offline
BoTe, მატრაკვეცა :d აქ არ მინდა ეხლა სპოილერივით გამომივიდეს და მერე მაგაზე ცალკე დაგელაპარაკები biggrin
ისე აან, წეღან გადავხედე და ჩემი კომენტარი არ ყოფილა თურმე აქ surprised biggrin biggrin biggrin ნუ, ისედაც ხო გეუბნები ხოლმე, მარა მაინც, რეავიცი.. biggrin biggrin
შენ და ეს ფიკი რო ძალიან მიყვარხართ ხო იცი biggrin და ჩემი ნიკიც მიიკვაარს. რა ვქნა რა, ეგ კევინი მაინც არ მევასება დიდად, მუდოა biggrin biggrin
ისე, შემდეგი თავისთვის ან შენი თავი ან მე არ გეცოდებაა? გუშინდელი არ გვეყო? biggrin dry

ucnobiucnobi2თარიღი: პარასკევი, 2011-04-29, 5:11 PM | შეტყობინება # 163
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
Saintereso iyo da gaurkveveli ||

ucnobiucnobi2თარიღი: პარასკევი, 2011-04-29, 5:12 PM | შეტყობინება # 164
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
Bolo VIgulisxme )) Chemi Nikii :|| Hah Es ........ Anjela :@@@

RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2011-04-30, 6:38 PM | შეტყობინება # 165

572
28  +
48  ±
   ±
Offline
happy ვაიმეე თავიდან ისე მომეწონა რო არ ვიცი რა kiss მაგრამ მერე ? არ მინდა დაჯერება ,მაგრამ რამე ხდება ცუდი
? ტაილერი მაინტერესებს სად გაუჩინარდა sad


I Hate This FuCkinG Life <3
ძებნა: