ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-01-29, 7:43 PM | შეტყობინება # 1

842
83  +
   ±
Offline
სახელწოდება: წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა
ავტორი: ანა(ჩემი დაქალი)
დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო ოფლებები აქვს ავტორს.
ბეტა: bella-vampire
პეირინგი: ნ.დ./ე.უ.
რეიტინგი: G
ჟანრი: Romance
სამარი: ეს არის ისტორია, მოცურავე და მოციგურავე გოგონაზე. ემა უილსონი თავქარიანი და წინდაუხედავი ადამიანია, მაგრამ უეცარი სიყვარული მას ძალიან შეცვლის.
სტატუსი: წერის პროცესშია


ბავშვებო, ეს არის ჩემი დაქალის ფიკი. მან მთხოვა, რომ დამედო საიტზე.

[color=green]
პროლოგი


ჩემს ცხოვრებას სულ ორი რაღაც წარმოადგენს – წყალი და ყინული. იქ თავს უბედნიერესად ვგრძნობ. დედას სურდა ჩემპიონი გავმხდარიყავი ფიგურულ სრიალში, მამას – ცურვაში. დიდი დავის შემდეგ, 10 წლის ასაკში ორივე სპორტზე შემიყვანეს. როცა 13 წლის გავხდი, დედა და მამა გარდაიცვალნენ. დამრჩა ძმა-ტაილერი და უმცროსი და-სემი. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. სამივენი გავიზარდეთ, რაშიც ჩვენი გამზრდელი რენე გვეხმარებოდა.
ახლა უკვე 18 წლის, დამოუკიდებული ემა უილსონი ვარ!


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - შაბათი, 2011-01-29, 7:45 PM

E:)B:)თარიღი: შაბათი, 2011-04-30, 10:03 PM | შეტყობინება # 166

106
17  +
63  ±
   ±
Offline
yvelas dzalian didi madloba, rom mogewonat da amdeni cdis shemdeg mainc waikitxet kiss :* smile tailers ra mouva shemdeg tavshvi gavigebt, zustad metvitonac ar vici :D:D nikis operaciaze ar igelvot yvelaferi kargad iqneba biggrin smile madloba kidev ertxel da miyvarxart yvela kiss :* kiss

T-MOMSENთარიღი: კვირა, 2011-05-01, 8:04 PM | შეტყობინება # 167

266
15  +
30  ±
   ±
Offline
auuu ra maaagaariii fikiiiiiaaa shokshii vaaaar .....namdvilad ar megona eseti magarii tuu iqnebodaaa daaa malee axali tavii tu ar wavikitxeee mashiiin cudadaaa chemiii saqmeee biggrin biggrin velodebii axaal tavs.... biggrin


E:)B:)თარიღი: კვირა, 2011-05-01, 9:10 PM | შეტყობინება # 168

106
17  +
63  ±
   ±
Offline
nat_cullen gaixare, dzalian didi madloba kiss :*

T-MOMSENთარიღი: ორშაბათი, 2011-05-02, 8:52 PM | შეტყობინება # 169

266
15  +
30  ±
   ±
Offline
E:)B:), arafriiiiis biggrin axali tavi male iqnebaaa? :))


E:)B:)თარიღი: ორშაბათი, 2011-05-02, 9:32 PM | შეტყობინება # 170

106
17  +
63  ±
   ±
Offline
nat_cullen simartle gitxra ar vici :S biggrin imedi maqvs male iqneba smile

T-MOMSENთარიღი: ორშაბათი, 2011-05-02, 9:47 PM | შეტყობინება # 171

266
15  +
30  ±
   ±
Offline
E:)B:), meeec imediii maaaqvs biggrin velodebii moutmenlaaad biggrin biggrin


bella:)თარიღი: სამშაბათი, 2011-05-10, 11:22 PM | შეტყობინება # 172

5
0  +
4  ±
   ±
Offline
chemi anas dawerilia...umagresia ann clap clap clap clap

E:)B:)თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-11, 3:13 PM | შეტყობინება # 173

106
17  +
63  ±
   ±
Offline
miyvarxar sof kiss kiss kiss

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 9:14 PM | შეტყობინება # 174

842
83  +
   ±
Offline

თავი მეთორმეტე

თვალები გავახილე და ოთახში მიმოვიხედე. აშკარად მივხვდი, რომ ჩემს საძინებელში არ ვიყავი. თავი ნიკის მუხლებზე მედო, ის კი დივნის საზურგეზე მიყუდებულიყო. ჯესს და კევინს პუფში ეძინათ, მაიკს და მიას სავარძლებში. საათს გავხედე. 12 სრულდებოდა. ნელა წამოვდექი და სამზარეულოში გავედი, მაცივრიდან ცივი წვენი გამოვიღე.
- დილამშვიდობისა ემ, - მომესლამა რენე.
- დილამშვიდობისა, - მეც მივესალმე და გავიღიმე.
- არ გშია?- მკითხა მზრუნველი ხმით.
- არა იყოს, ტაილერს ვნახავ და მერე ყველა ერთად ვისაუზმებთ, - გავიღიმე.
- იცი, შენი ძმა ჯერ არ დაბრუნებულა, - მითხრა მოღუშილმა.
- აქამდე სად არის? რატომ არ რეკავს? – ავნერვიულდი.
- დამშვიდდი. მალე მოვა, - წყნარი ხმით მითხრა რენემ. გული ცუდს მიგრძნობდა. ჩემი ძმა ასე არასდროს იქცეოდა. თუ სადმე მიდიოდა, აუცილებლად იბარებდა. ახლა კი სრულიად უჩვეულო რამ ხდებოდა. წვენი მაგიდაზე დავაბრუნე და მისაღებში გავედი. ბავშვებს უკვე ეღვიძათ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ.
- არ მოსულა? – მკითხა მაიკმა.
- არა, - თავი გავიქნიე და კვლავ დივანზე დავჯექი, ნიკის გვერდით.
- სემი სადღაა? – ცნობის მოყვარე თვალები მომაპყრო მიამ.
- გუშინ წვეულებაზე მოიწყინა და თავის დაქალთან დარჩა. არც მე გავუწიე წინააღმდეგობა.
- კარგია, რომ არ იცის აქ რა ხდება, - ჩაიბუტბუტა ჯესმა.
- ეს კაბა რა მოუხერხებელია რა, - დავიწუწუნე და თან კაბას დავხედე რომელიც გუშინდელს მერე არ გამომიცვლია.
- მერე ადი და სხვა რამ ჩაიცვი, ისე არც მე მაწყენდა გამოცვლა, - ფეხზე წამოხტა მია, მეც მას მივყევი და კიბეებისაკენ წავედით. Aამ დროს ზარის ხმა გაისმა. ყველანი კარს მივცვივდით. ნელა ჩამოვწიე სახელური.
- გამარჯობათ? – ისე ვთქვი, თითქოს კითხვას ვსვამდი. ჩემს სახლში პოლიციელის ნახვას ნამდვილად არ მოველოდი.
- გამარჯობათ, - ისიც მოგვესალმა.
- შინ შემობრძანდით, - ზრდილობისთვის შევიპატიჟე შიგნით. ყველანი დავსხედით და სმენად ვიქეცით.
- ტაილერ უილსონი აქ ცხოვრობდა, ხომ? – მკითხა ოფიცერმა და თან რაღაც ქაღალდები გადაშალა.
- ცხოვრობდა და ცხოვრობს კიდეც, - თავის ქნევით ვუთხარი მას.
- სამწუხაროდ, ტაილერ უილსონი გუშინ ღამით მოკლეს, - დანანებით ჩაილაპარაკა ოფიცერმა.
მისი წარმოთქმული თიოთოეული სიტყვა კარგად გავიაზრე. ცრემლება რა თქმა უნდა არ დააყოვნეს. ნიკმა სწრაფად ჩამჭიდა ხელი, რომ დივნიდან არ გადავარდნილიყავი. თვალებში დამიბნელდა და თავბრუ დამეხვა. თვალები ცრემლებით მქონდა სავსე და სახეებს ვერ ვარჩევდი, ყელში რაღაც ბურთულა გამეჩხირა, რომელიც მახრჩობდა.
- რენე წყალი მოიტანე, დროზე, - დაიღრიალა ნიკმა. ვიგრძენი მისი ხელები როგორ იჭერდა ჩემს კისერს. წყალი უცბად დავლიე და ჭიქა მაგიდაზე დავაბრუნე. ცოტა გონს მოვედი.
- კარგად ხართ? კიდევ მაქვს რაღაც სათქმელი, – ოფიცერმა წერილი ამოიღო საქაღალდიდან.
- დიახ, დიახ, - ვცადე ნორმალური ხმა მქონოდა, მაგრამ ცრემლები არ ჩერდებოდნენ.
- თქვენი ძმის გვამს ზემოდან ეს წერილი ედო, - გამომიწოდა ოფიცერმა. სწრაფად გავხსენი და ჩუმად დავიწყე კითხვა.
“ეს იმისთვის, რომ შენი ძმა ზედმეტად თავდაჯერებული აღმოჩნდა. გაგაბრთხილე მისთვის არაფერი გეთქვა, მაგრამ არ დამიჯერე. ახლა თუ პოლიცია გაიგებს, რომ ეს ჩემი შედევრია, ან მიას დაემშვიდობე, ან ნიკს, ჯერ ზუსტად არ გადამიწყვეტია, რომელი გამოვამშვიდობო სამყაროს. ჭკვიანად მოიქეცი! ისე, სიკვდილის წინ შენმა ძმამ შემოგითვალა მიყვარხარ და თავს გაუფრთხილდიო. “
წერილი სწრაფად დავკუჭე და კვლავ წყალი მოვსვი. Aახლა არ მქონდა იმის თავი გამეგო სად ნახეს ჩემი ძმის ცხედარი, რითი იყო მოკლული. ეს კიდევ უფრო მომაყენებდა ტკივილს.
- ისეთი ხომ არაფერია, რაც გამოძიებაში დაგვეხმარება?
- არა, არა! ეს მისი გამოსამშვიდობებელი წერილი იყო, - სწრაფად ვიცრუე.
- კარგით, მე წავალ, - ოფიცერი წამოდგა. ნიკის დახმარებით მეც მივბობღდი კარებამდე. კევინი და ჯესიკა გაშეშებულები ისხდნენ. ატირებულ მიას მაიკი ამვშიდებდა, რომელსაც სახეზე ტკივილი აღბეჭვდოდა. სამზარეულოდან რენეს ქვითინი ისმოდა. ეს ამბავი სემისთვის როგორ მეთქვა? როგორ ამეხსნა, რომ ჩვენ მხოლო ორნი დავრჩით?
- ნახვამდის, - ოფიცერი სახლიდან გავიდა. უემოციოდ შემოვბრუნდი ბავშვებისკენ.
- ემა, მე არ ვიც.. – დაიწყო ნიკმა.
- ნიკ, ნიკ გეყოფა! – ამოვისლუკუნე.
- მაპატიე, - ჩასახუტებლად გამოიწია.
- არ მომეკარო, - გევრდზე გავიწიე. ახლა არავის შეცოდება არ მჭირდებოდა, არავის სიბრალული. მე მხოლოდ ჩემი ძმა მინდოა, ჩემი ძმა.
- ემა, დასაფლავებისთვის ყველაფერს მე მოვაგვარებ, - მითხრა მაიკმა. თავი ნელა დავუქნიე. მიას ცრემლები სცვიოდა, როგორც მე, მაგრამ ის ვერასდროს გაიგებდა ამ ტკივილს. იმ ტანჯვას, რომელსაც მე განვიცდი. ამ დროს კარები გაიღო და სახლში მომღიმარი სემი შემოფარფატდა.
- რა მოხდა? – იკითხა გაოცებულმა, როცა ჩემი დასიებული თვალები დაინახა. მისი სახიდან ღიმილი გაქრა და გაკვირვება გამოისახა.
- იცი სემ, - ამოვილუღლუღე.
- რა? – ეტყობოდა, რომ ნერვიულობას იწყებდა.
- ტაილერი მოკლეს, - და ცრემლების ახალი ნაკადი დაეშვა ჩემს ლოყებზე.
- კარგი რა, გუშინ ისედაც დავიღალე და ახლა შენი ხუმრობის თავი არ მაქვს, - ხელი გაიქნია და კიბეებისკენ ღიმილით წავიდა.
- სემ, ეს ხუმრობა არაა, - დავიჩურჩულე. ტკივილიანი მზერით შემობრუნდა ჩემსკენ.
- ხომ მატყუებ? – აკანკალებული ხმით მითხრა და ცრელები ჩამოსცვივდა.
- მაპატიე, მაგრამ არა, - წავილუღლუღე. სემი საშინელი ხმით ტიროდა. ნაბიჯს ვერ ვდგამდი, მინდოდა მოვფერებოდი. მეთქვა, რომ მასთან ვარ, მაგრამ გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას. სემს ჯესი მოეხვია და ამშვიდებდა. უცებ ჩემმა დამ საშინელი სახით გამომხედა, თითქოს მასში ცხოველმა გაიღვიძაო.
- შენი ბარლია, ყველაფერი შენი ბრალია ემა. ჯერ დედიკო და მამიკო შენი სულელური ახირების გამო. ახლა ტაილერი შენს გამო მოკვდა. შენი ბრალია! - სემი მომვარდა და ცდილობდა დაერტყა, მაგრამ ჯესმა და მაიკმა ძლიერად ჩაავლეს ხელები.
- გეყოფა სემ, ნუთუ ვერ ხვდები, რომ ემას ტკივილს აყენებ, - მკაცრი ხმით უთხრა ნიკმა.
- აჰ, ტკივილს ვაყენებ? მან რატომ არ დაინდო ჩემი მშობლბი? ტაილერმა რა დაუშავა? ყველანი ემამ მოკლა, მის გამო აღარ არიან ჩემთან, - სემი ისევ ყვიროდა და თან ცრემლები ჩამოსდიოდა. აღარ შემეძლო ამის ატანა. ვიცოდი, რომ სემი მართალი იყო, მაგრამ მისი სიტყვები ისედაც დამძიმებულ გულს კიდევ უფრო მიმძიმებდა. ნიკის ჩაჭიდებული ხელი სწარაფ მოვიშორე, კარები გამოვაღე და გარეთ გამოვარდი.
- ემა, ახლავე გაჩერდი, - გავიგონე ნიკის მკაცრი და ტკივილნარევი ხმა. მერე კივინის სიტყვები, რომლებიც წესიერად ვერც გავრჩიე და არც მაინტერსებდა. მე გაჩერებას არ ვაპირებდი. ახლა მარტო ყოფნა მჭირდებოდა. უნდა მეტირა, მეფიქრა, ემოციებისგან უნდა დავცლილიყავი. სანაპიროზე სწრაფად ჩავირბინე. ოკეანესთან ახლოს დავჯექი. ისე, რომ ტალღები შემხებოდნენ.
დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ასე ვიჯექი. ვერაფერს გვრძნობდი, საერთოდ ვერაფერს. მხოლოდ ცრემლები მცვიოდა რომელიც ოკეანეს ერწყმოდა. წყალი ფეხებს მისველებდა, როგორც ცრემლები სახეს. მზე ოკეანეში იძირებოდა, როგორც მისი სახე ჩემს გულში. ცაზე ღრუბლები გამოჩნდნენ, მზე კიდევ უფრო მიიმალა. ოდნავღა ფანტავდა სამყაროში სხივებს. ოკეანე ებრძოდა, არ უნდოდა მისი მიღება, მისით დაწვა არ უნდოდა. არ უნდოდა მისი მონა გამხდარიყო, ეს არ უნდოდა. ცდილობდა, მისთვის წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ წითელი ბურთულა თავისას შვებოდა და ნელა-ნელა იმონებდა მას. ოკეანეს უკვე აღარაფერი შეეძლო. მას ბორკილები დაადეს. მზემ ოდნავ, ალმაცერად შემომღიმა და შავ უსასრულობაში ჩაიძირა.

ნიკი

ემადან წამოსული სახლში წავედი და ჩემი ნივთები ავიღე. ხვალ ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. არ ვნერვიულობ, უბრალოდ გული მწყდება. დიახ, გული მწყდება, რომ ვეღარ ვნახავ მომღიმარ ემას, მისი უმშვენიერესი თავლებით ვეღარ დავტკბები, ვეღარ შევეხები მის ტუჩებს, ვეღარ გავიგონებ მის გულის ცემას. არ შემეძლო, ისედაც განადგურებულია, ვერ ვეტყოდი, რომ მეც ვტოვებ, ვერ ვთხოვდი საბოლოოდ ჩამეხუტე-თქო. ამით მას ბოლომდე გავანადგურებდი. პალატის კარები გაიღო და ფიქრებიდან ექთნის შემოსვლამ გამომარკვია.
- უნდა დაისვენოთ, ხვალ დილით გაგიკეთებენ ოპერაციას, - წვეთოვანთან მივიდა და რაღაცეები შეამოწმა. მე ასეთი რამეების არაფერი გამეგებოდა.
- შევეცდები დავიძინო, - ოდნავ გავიღიმე. ექთანი პალატიდან გავიდა. მივხვდი, რომ თაველბი მეხუჭებოდა, წინააღმდეგობა არ გამიწევია და მალევე ძილში ჩავიძირე.
დილით ადრე გამეღვიძა. მამაჩემი ჩემთან შემოვიდა. ყველაფერზე ვლაპარაკობდით. აქამდე ჩვენს შორის ასეთი ურთიერთობა არ ყოფილა. არასდროს მიყავრდა ბევრი ლაპარაკი, მამაჩემიც წყნარი და გაწონასწორებული ადამინაი იყო. მაგრამ ახლა? ახლა იქნებ საბოლოოდ ვხედავდი მას?
- მამა, რაღაც მინდა გთხოვო, - დავიწყე მე. მან თავი დამიქნია. - ოპერაცია თუ ვერ გადავიტანე, ემა აუცილებლად მოგაკითხავს და მინდა უთხრა, რომ ლონდონში წავედი, ჩემს ოჯახს რაღაც პრობლემები შეექმნა და რამდენიმე თვეში დავბრუნდები. როცა დრო გავა, მერე უთხარი, რომ ოპერაცია ვერ გადავიტანე. Dამპირდი, რომ ამ თხოვნას შემისრულებ.
- გპირდები, - ოდნავ გამიღიმა. ამ დროს ოთახში ექთნები შემოვიდნენ.
- ექიმო დორს, დროა საოპერაციოში გადავიყვანოთ, - ოდნავ უკან დაიწია მამა. თვალები დავხუჭე. არ მინდოდა მენახა სად შევყავდი. როცა ვიგრძენი, რომ აღარ ვმოძრაობდი, ოდნავ გავახილე ცალი თვალი. დავინახე როგორ შეიყვანა წამალი წვეთოვანში ასისტენტმა, მერე ვიგრძენი, რომ ქუთუთოები მიმძიმდებოდა. საოპერაციო მაგიდაზე დაწოლილმა და სიკვდილისთვის მომზადებულმა, ჩუმად, ჩემთვის ამოვილუღლუღე:
- ემა, მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარებ სამუდამოდ, მაპატიე...


შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ხუთშაბათი, 2011-05-12, 9:15 PM

ucnobiucnobi2თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 9:16 PM | შეტყობინება # 175
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
Ar Arsebooobs !! Axali Tavii Pirveli Var !! Wavikitxav Da Mere Davakomentareb heart

ucnobiucnobi2თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 9:24 PM | შეტყობინება # 176
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
- ემა, მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარებ სამუდამოდ, მაპატიე...
da im cherchetma moishora aravis tanagrdznoba ar mchirdebao !! dampali emaa !! sawyali niki da sawyali taileri !! vaime chemi niki ra sicocxlea ra sayvarelia edwards magonebs...ema ki bellas masavit egoistia !!

ucnobiucnobi2თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 9:26 PM | შეტყობინება # 177
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
ნ.დ./ე.უ. moica es ras nishnavsss ?? niki da ema ar unda iyos ertad ?? ara me es bolos momighebs gamanadgurebs samudamod damasamarebs ra aris ess ??? vaime gulii !! axla mitxari rom peiringshi shecdoma iyo tore fexebs gavfshikav !! vaime vkvdebi...guli...

ucnobiucnobi2თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 9:27 PM | შეტყობინება # 178
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
uiii shemshlia es xom ema uilsonia da nik dorsi vaime ra shteri var :D:D

E:)B:)თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-12, 9:33 PM | შეტყობინება # 179

106
17  +
63  ±
   ±
Offline
ucnobiucnobi2 damshviddi ema da niki ertad iqnebian ar minda cudad davamtavro es fiki, mere me tviton ver gadavitan magas :d :d ema ro egoistia magashi mec getanxmebi da debilicaa biggrin :D niki mec dzalian miyavrs : love :

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-05-13, 0:12 AM | შეტყობინება # 180
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime aniiii, ra uqeni es sawyal taileers cry cry cry cry cry is alqaji qali, rogor mokla angry angry angry da emam kide vafshe momishala nervebi, ras qvia vecodebodeo, bichs uyvars, unda mxarshi amoudges da am tavxedma da egoistma gogom kide ar monekaroo. semi shemecoda, magram mase mainc ar unda moqceuliyo da yvelaferi emastvis ar unda gadaebralebina. policielsac egreve ar unda ejaxebina simartle, ar sheedzlo cota sheeparebina? ugulo dzagli angry
uh, amovisuntqe cota titqmis yvela personaji rom gagilandzge, imedia ar gewyineba kiss



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ძებნა: