წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა
|
|
bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2011-01-29, 7:43 PM | შეტყობინება # 1 |
842
Offline
| სახელწოდება: წყალი, ყინული და სიყვარული-ეს ჩემი ცხოვრებაა ავტორი: ანა(ჩემი დაქალი) დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო ოფლებები აქვს ავტორს. ბეტა: bella-vampire პეირინგი: ნ.დ./ე.უ. რეიტინგი: G ჟანრი: Romance სამარი: ეს არის ისტორია, მოცურავე და მოციგურავე გოგონაზე. ემა უილსონი თავქარიანი და წინდაუხედავი ადამიანია, მაგრამ უეცარი სიყვარული მას ძალიან შეცვლის. სტატუსი: წერის პროცესშია
ბავშვებო, ეს არის ჩემი დაქალის ფიკი. მან მთხოვა, რომ დამედო საიტზე.
[color=green]პროლოგი
ჩემს ცხოვრებას სულ ორი რაღაც წარმოადგენს – წყალი და ყინული. იქ თავს უბედნიერესად ვგრძნობ. დედას სურდა ჩემპიონი გავმხდარიყავი ფიგურულ სრიალში, მამას – ცურვაში. დიდი დავის შემდეგ, 10 წლის ასაკში ორივე სპორტზე შემიყვანეს. როცა 13 წლის გავხდი, დედა და მამა გარდაიცვალნენ. დამრჩა ძმა-ტაილერი და უმცროსი და-სემი. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. სამივენი გავიზარდეთ, რაშიც ჩვენი გამზრდელი რენე გვეხმარებოდა. ახლა უკვე 18 წლის, დამოუკიდებული ემა უილსონი ვარ!
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - შაბათი, 2011-01-29, 7:45 PM | |
|
|
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: პარასკევი, 2011-05-13, 7:03 PM | შეტყობინება # 183 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Quote (♥vampiressa♥) da emam kide vafshe momishala nervebi, ras qvia vecodebodeo, bichs uyvars, unda mxarshi amoudges da am tavxedma da egoistma gogom kide ar monekaroo. semi shemecoda, magram mase mainc ar unda moqceuliyo da yvelaferi emastvis ar unda gadaebralebina 100 % iani xar natuuk
| |
|
|
RoB-dOd | თარიღი: შაბათი, 2011-05-14, 6:10 PM | შეტყობინება # 184 |
572
Offline
| ვაიმეეეეეე სად არ ვიყავი კაცოოოოოოოო :O:O:O აი გაოცებული ვარ... იმედია ნიკი გადარჩება...ეს ემა სადააა? :O როცა სჭირდება მაშინ არაააა... საწყალი ტაილერი....განერვიულებული სემი ვაიმეე :ო ;( ;( ;(
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-10-20, 8:46 PM | შეტყობინება # 188 |
842
Offline
| თავი მეცამეტე
უკვე სამი დღე გავიდა, რაც ტაილერი ჩემთან აღარაა.დამტოვა და წავიდა. ისე მენატრები ძამიკო, ისე მჭირდები... და ცრემლების ახალი ნაკადი ჩემს ლოყებზე. სამი Dდღეა ოთახიდან არ გავსულვარ, უბრალოდ ვზივარ და ვფიქრობ... ვფიქრობ ყველაფერზე... რენე ძალით მაჭმევს ხოლმე, ისიც დღეში ერთხელ. სემთან ურთიერთობა არ მაქვს. გოგოები მოვიდნენ რამდენჯერმე, მაგრამ ხმა რომ ვერ ამომაღებინეს,მიხვდნენ რომ მარტო ყოფნა მჭირდებოდა. დაკრძალვისთვის ყველაფერი რენემ და მაიკმა მოაგვარეს. პოლიცია კვლავ იძიებს საქმეს, მაგრამ როგორც რენესგან გავიგე, ვერაფერი გაარკვიეს. მე ვიცი... მე ყველაფერი ვიცი... მაგრამ არაფრის თქმა არ შემიძლია. ვერ გადავიტან კიდევ ერთი ჩემთვის საყვარელი ადამიანის სიკვდილს, ეს ბოლომდე გამანდგურებს. სახეზე ერთი ჯიუტი ცრემლი ჩამომიგორდა და მივხვდი, რომ ტაილერთან ლაპარაკი მჭირდებოდა. ღმერთო, მის გარეშე როგორ გავძლო? სკამიდან ავდექი, გამოვიცვალე და კიბეებზე ჩავედი. - მიხარია, რომ ოთახიდან გამოხვედი. სადმე მიდიხარ? – გაფითრებულ სახეს ღიმილი დააძალა რენემ. - სასაფლაოზე, - უემოციოდ ვუპასუხე და კარისკენ წავედი. - იქნებ არ ღირს? – შეშფოთდა. - არა რენე! მე ეს მჭირდება როგორც ჰაერი ისე! – სახლიდან გამოვედი და მანქანაში ჩავჯექი. სასაფლაოსთან მალე მივედი ჩემი სიჩქარის წყალობით. მანქანა ახლოს დავაყენე და შიგნით შევედი. უამრავ საფლავს შორის სწრაფად მივაგენი ჩემი ძმისას. “ ტაილერ უილსონი. 1989-2010”. Aამ თარიღის წაითხვისას ცრემლები გადმომცვივდა. საფლავთან დავიხარე. - როგორ ხარ ძამიკო? – ვიცოდი, რომ პასუხი არ იქნებოდა, მაგრამ მე ჩემსას ვაგრძელებდი. _ იცი? ძალიან მომენატრე, ძალიან მაკლიხარ და მჭირდები, - ტირილს უფრო ვუმატებდი. – მაპატიე, ყველაფერი მაპატიე... მაპატიე ის, რომ შენი მკვლელი თავისუფალუა, მაგრამ არ შემიძლია ენჯელას კიდევ ერთი ადამიანი მოვაკვლევინო. ვიცი, რომ შენც ასე მოიქცეოდი და მათ სიცოცხლეს საფრთხეში არ ჩააგდებდი. სწორედ ამით ვიმშვიდებ თავს. მენატრები,… ყველას გვენატრები... უშენოდ სახლი ცარიელია. შენი ოთახი ისევ ისეა როგორც დატოვე.… კომპანიაზე არ ინერვიულო, მაიკმა საუკეთესო ადვოკატები აიყვანა და ისინი ყველაფერს მიხედავენ. მე მაგის არაფერი გამეგება, თორემ განვაგრძობდი შენს საქმეს, - თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა და საფლავის ქვას ასველებდა. რატომღაც მეგონა რომ ტაილერი გრძნოდბა, მასთან რომ ვიყავი, - მართალია 80% კვლავ ენეჯელასია, მაგრამ დავიბრუნებ, აუცილებლად დავიბრუნებ. მია, ჯესი და კევინიც კარგად არიან, მინახულეს ერთი-ორჯერ. სიმართლე გითხრა, არ ვიცი სემი როგორაა…და და არც ნიკი. Mენატრება, ვიცი რომ ცუდად მოვექეცი… ყველას გულს ვტკენ,… მაგრამ მე ხომ ეს არ მინდა, - ცრემლები მოვიწმინდე და ფეხზე ავდექი, - ახლა წავალ, მაგრამ ხშირად გინახულებ ხოლმე. ყველაფერს გიამბობ, რაც მოხდება. მიყვარხარ ძამიკო და მენატრები, - ბოლო ცრემლი მოვიწმინდე და წამოვედი. დრო იყო ნიკი მენახა და ყველაფრისთვის ბოდიში მომეხადა, დრო იყო ძველ ცხოვრებას დავბუნებოდი. ეს აქ ვიგრძენი, ტაილერმა მიმახვედრა, რომ ჩემი ასეთი საქიელი არ მოსწონდა და უნდა ისევ ბედნიერს მიყუროს ციდან. მე ვიცი, ვიცი რომ სულ ჩემთან იქნება, მუდამ. კვლავ ამომიდგება მხარში. მართალია ფიზიკურად არა, მაგრამ სულერად არ დამტოვებს. მანქანა ნიკის სახლთან გავაჩერე და ზარი დავრეკე. კარი არავინ გამიღო. ნუთუ რამე მოუვიდა? სად წავიდა? შიშმა შემიპყრო. იქნებ მამამისთანაა? კვლავ დავბრუნდი მანქანაში და საავადმყოფოსკენ გავწიე. ექიმი დორსის კაბინეტში, საბედნიეროდ მალე შევედი. - გამარჯობათ, - კარი შევაღე. - გამარჯობა ემა, შემოდი, - ოდნავ, არასასიამოვნოდ გამიღიმა, შიგნით შევედი და სავარძელში ჩავჯექი. - იცით, ნიკი ვერსად ვიპოვე, - ისიც ჩემს წინ მოკალათდა. - ვიცი, - უემოციოდ მიპასუხა. - ვერ გავიგე?- გამიკვირდა ასეთი პასუხი. - ის ლონდონში წავიდა, - აშკარად ნერვიულობა ეტყობოდა. მისი სიტყვები გავიაზრე და თითქოს მუცელში რაღაც ჩამწყდა. - მატყუებთ? – ხმაში ბზარი შეიპარა. - არა. ოჯახში პრობლემები შეექმნა და წავიდა. რამდენიმე თვეში დაბრუნდება, - რამდენიმე თვე მე მის გარეშე ვერ გავძლებდი. ჩემი ბრალია, ჩემი სულელური საქციელი რომ არა, მეცოდინებოდა რომ მიდიოდა. - მისამარათი მითხარით, სად ცხოვრობს ლონდონში? – უნდა წავსულიაყვი და მენახა. ბოდიში უნდა მოვუხადო, მე ის ძალიან მჭირდება. - კი მაგრამ, - შეცბა ექიმი. - არანაირი მაგრამ. მითხარით, გთხოვთ, - შევეხვეწე მას. ამ დროს ოთახში ექთანი შემოვარდა. - ექიმო, სწრაფად პაციენტი დორსი ცუდადაა, - სწრაფად ლაპარაკობდა ქალი. - დორსი? – ცრემლები წამომცვივდა და მივხვდი, რომ ეს პაციენტი ნიკი იყო. მან ოპერაცია გაიკეთა, მე კი მის გვერდით არ ვიყავი. ვერ ვეხმარებოდი, ვერ ვანუგეშებდი. მისთვის არ მითქვამს, რომ მიყვარს და ყველაფერი კარგად იქნება. - ემა, აქ დამელოდე და როცა მოვალ ყველაფერს გიამბობ. ახლა კი ჩემს შვილს უნდა მივხედო, - ეს მითხრა და კაბინეტიდან გავარდა. უღონოდ ჩავვარდი სავარძელში. ღმეთო რა ეგოისტი ვარ, მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი. - ნიკ, გეხვეწები არ დამტოვო! გევედრები! – ჩემთვის ვჩურჩულებდი და თან ცრემლები მცვიოდა. მას რომ რამე მოსვლოდა, გავგიჟდებოდი. უბრალოდ მოვკვდებოდი!
შეტყობინება შეასწორა bella-vampire - ხუთშაბათი, 2011-10-20, 8:47 PM | |
|
|
|
|
|
♥izabella♥ | თარიღი: შაბათი, 2011-10-22, 11:23 PM | შეტყობინება # 192 |
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| | |
|
|
ucnobiucnobi2 | თარიღი: კვირა, 2011-10-23, 11:51 AM | შეტყობინება # 193 |
Nemo Me Impune Laccesit !
639
Offline
| Quote (♥izabella♥) eeeee emac ras erchi man saertod ar icoda niki rodis iketebda operacias samagierod didi xani ar unaxavs tavis dardshi ixrchoboda
| |
|
|
♥izabella♥ | თარიღი: კვირა, 2011-10-23, 9:25 PM | შეტყობინება # 194 |
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
Offline
| | |
|
|
Bella_Cullen9204 | თარიღი: შაბათი, 2011-11-05, 0:06 AM | შეტყობინება # 195 |
28
Offline
| au male gaagrdzele da noki ar mokla gtxov ra tirili minda da ar midnda romvitiro da gtxov gadaarchine niki
| |
|
|