ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
კონტრა ეშმაკთან

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 6:18 PM | შეტყობინება # 121
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaimee, dges veranairad ver vaxerxeb wakitxvaas cry cry cry , magram xval uechveli wavikitxav happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

dodoთარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 6:20 PM | შეტყობინება # 122

267
66  +
69  ±
   ±
Offline
surprised surprised sad sad sad cry tirilis smile agar aris??: [ ; [ vaiemee nanatri da ratavi dagvaxveddraa amas jobda ar dagewere sad sad sad martla ki ara,ro gitxra kai tavi iyo vai kai tavi iyoo mara sawyali meriani da mochvenebaa surprised sad sad sad sad cry cry cry cry cry cry cry cry cry male dade axali tavii,gamiskda guliii cry es reebi utxra meriens ar datovos raa cry cry sad sad surprised

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 6:46 PM | შეტყობინება # 123
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime anaaa cry cry cry cry cry imdeni vichaliche ro wavikitxe mainc, mara cry cry cry cry cry au ra magra elaparaka "iman" da ra sayvarlaad, mara rato datovaa? cry cry cry cry cry


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 7:40 PM | შეტყობინება # 124
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
gaixaret bavshvuniebooo. axla vdeb axal tavs, miyvarxart happy happy happy


bachia_bachia555თარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 7:41 PM | შეტყობინება # 125

206
19  +
33  ±
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
axla vdeb axal tavs

ra kargia...mash velodebii kiss

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 8:12 PM | შეტყობინება # 126
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

შეგუება

ორ წამს გარინდული ვიჯექი, შემდეგ იმხელა ხმაზე დაიქუხა, რომ შევკრთი. თითქოს ყველა ღრუბელი სააღსარებოს თავზე შეიკრიბა და ახლა ერთმანეთს ასკდებოდნენ გააფთრებულნი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიჯექი სააღსარებოში, სანამ სისი მორიდებით გადასწევდა ფარდას და მკითხავდა:
_მის, ხომ კარგად ხართ?-ნახევარი წუთის დაგვიანებით ავხედე.-მეგონა აღსარებას აბარებდით, მაგრამ აბატი საკურთხეველთანაა, ქადაგებს. თქვენ ხომ კარგად ხართ? ვინმეს ხომ არ დავუძახო?-შეშფოთებული ხმა ჰქონდა სისის და სიტყვის დამთავრებამდე შებრუნდა დახმარების სათხოვნელად. უცებ გამოვერკვიე უცნაური ბურანიდან.
_სისი!-დავუძახე და მაშინვე მობრუნდა.-ყველაფერი კარგადაა, გადატანილი ავადმყოფობის ბრალია, უცებ სისუსტე ვიგრძენი, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. მოინახულე მეგობარი?
_ამმ... დიახ.
_მაშინ წავიდეთ,-ვუთხარი და პირველი გავემართე გასასვლელისკენ, მაგრამ ეკლესიის გარეთ ცხვირის გაყოფაც ვერ შევძელი- თავსხმა წვიმა მოდიოდა, ელავდა და ქუხდა. ასე უეცრად დაწყილმა წვიმამ გამაოგნა, დილას ხომ სრულიად მოწმენდილი ცა და ინგლისისთვის ფრიად იშვიათი, მცხუნვარე მზე იყო? ატალახებულ გზაზე გარბი-გამორბოდა ხალხი, ყველა სახლისკენ, თავშესაფრისკენ მიიჩქაროდა.
_მის,-სისიმ ქოლგა გამომიწოდა, მაგრამ ეს პატარა ქოლგა მზისგან თავის დასაცავად იყო განკუთვნილი. ეკლესიაში მოცდას, როდის გადაიღებდა წვიმა, წასვლა ვარჩიე და თავსხმაში გავედი, ქოლგა მეჭირა და სახეში არ მასხავდა წვიმა, მაგრამ გვარიანად კი დავსველდი სახლში მისვლამდე. სისიც თან მომყვებოდა და აჩქარებული ნაბიჯით მივიკვლევდით ატალახებულ გზას.
_ოო, მერიენ! ამ ამინდში რამ გაფიქრებინა ეკლესიაში წასვლა?-კატრინა თბილი პლედით ხელში შემომეგება და მაშინვე საძინებელში წაყოლა მაიძულა.
_რომ წავედით არ წვიმდა,-თავი ვიმართლე, შემდეგ ჩუმად დავამატე.-თუმცა რომც ეწვიმა, მაინც წავიდოდი.
_სისი, წადი გამოიცვალე, არ გაცივდე. მის მერიენს მე მივეხმარები,-უთხრა სისის, მე კი სასწრაფოდ საძინებელში ამაქცუნა.
მე მზერაგაყინული ვიჯექი, სანამ იმ ჩემზე ზრუნავდა, ცდილობდა თბილად შევეფუთნე, თან რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ მე არ მესმოდა. ვერც ვხედავდი, სადღაც მის მიღმა ვიყურებოდი.
_მერიენ!-შეშფოთებულმა შესძახა.
_აა, რამე მითხარი?-გაოცებულმა შევხედე.
_რა მოხდა? რა დაგემართა?
_არაფერია, კატრინა. უბრალოდ, მცივა,-ვთქვი, პლედი მჭიდროდ შემოვიხვიე და საწოლზე გადავჯექი.-ცოტა ხანს დავიძინებ, ნურავინ შემაწუხებს, კარგი?
_კარგი, დაისვენე, ჩემო პატარავ. როგორ დაიღალე... მაინც რამ მოგაფიქრა, ამ წვიმაში... კარგი, კარგი-თავზე ნაზად მაკოცა და გავიდა. მეც შევეცადე დამეძინა, შევეცადე ყველაფერი დამევიწყებინა, შევეცადე „მისი“ სიტყვები გამეაზრებინა, შევეცადე ცხოვრება შემეყვარებინა, შევეცადე ვყოფილიყავი ძლიერი, საბოლოოდ დაგროვილმა ნაღველმა ამოხეთქა და ხმით ავტირდი.
ტირილისგან გული რომ მოვიოხე, მერე აღარც ისე სასტიკი მეჩვენებოდა სამყარო. მივხვდი, რომ ასე იყო საჭირო, ღმერთს ასე სურდა და მე ალბათ საკმარისად ძლიერი ვიყავი, რადგან ეს განსაცდელი დამატეხა თავს. საღამოს თავი მოვიწესრიგე და ცხოვრებასთან შესაგებებლად გავემართე.
_თავს როგორ გრძნობთ, მის?-თავი დამიკრა ელამ, როცა დაბლა ჩასულს ჰოლში შემეჩეხა.
_უკეთ, გმადლობ, ელა.
_ივახშმებთ, მის? მის ენი და მისტერ სტრატფორდი უკვე ვახშმობენ.
_დიახ,-ვუპასუხე და სასადილო ოთახისკენ გავემართე.
_მერიენ!-თვალები გაუბრწყინდა ენს ჩემს დანახვაზე. ორივეს გავუღიმე.
_კატრინამ თქვა, რომ ცუდად იყავი,-მითხრა მამამ და მზრუნველი მზერით შემომხედა.
_ყველაფერი კარგადაა, გამიარა,-ვთქვი და ჩემი ადგილი დავიკავე.
_მე კიდევ, ერთი სული მქონდა, როდის გამოხვიდოდი ოთახიდან. ჯერ ერთი, ლონდონში შენთვის საჩუქარი არ გადმომიცია, მეორეც, ახალი ამბავი მაქვს შენთვის!-ორი ოქტავით მაღლა დაასრულა წინადადება ენმა.
_რა ხდება? -გაოცებულმა გადავხედე.
_ეს ნახე!-კონვერტი გამომიწოდა. მოუთმენლად გამოვართვი და გავხსენი და ორი კონვერტის ზომი ფურცელი ამოვიღე. ერთ-ერთს დავხედე და წავიკითხე:

„მის მერიენ სტრატფორდს,
გთხოვთ, მობრძანდეთ ფორსეიქენჰოლში გამართულ ბალ-მასკარადზე.

პატივისცემით, დ. ჯ. ბლექბორნი“

იქვე მითითებული იყო დრო და თარიღი. ეს დღე ხვალ იყო, ე.ი. ხვალ, 21 საათზე მე და ენს ფორესეიქენჰოლში გვეპატიჟებოდნენ.
_ბლექბორნი?-გაკვირვებულმა ვთქვი.-შავი ნაკადული ?
_თანაც ფორსეიქენჰოლში, წარმოგიდგენია? იმ მიტოვებულ ჯურღუმლში პატრონი დაბრუნდა,-ჩემსავით გაოცებული იყო ენი, ორივენი მამას მივაჩერდით, ისიც მაშინვე მიხვდა რას მოვითხოვდით მისგან.
_რაც თავი მახსოვს, ბლექბორნები სულ ცხოვრობდნენ ფორსეიქენჰოლში, მხოლოდ შენს დაბადებამდე,-მე გადმომხედა მამამ.-რამდენიმე წლით ადრე, შესაძლოა დაბადებულიც იყავი, ზუსტად არ მახსოვს, მთელი ოჯახი ამერიკაში, ახალი მიწების ასათვისებლად წავიდა. ამ ამბავმა ყველა გააოცა. ამერიკაში მხოლოდ მსახურები და დაბალი ფენის წარმომადგენლები მიდიოდნენ, ბლექბორნების წასვლის მიზეზი რა იყო, საიდუმლოდ დარჩა. ახლა ალბათ მათი პატარა ვაჟი, დენიელი დაბრუნდა.
_დენიელი?-მე და ენმა ერთმანეთს გადავხედეთ.

_მერიენ!-დამიძახა ენმა, როცა დასაძინებლად მიმავალმა მის საძინებელს ჩავუარე.
_რა ხდება?-ოთახში შევედი, მაგრამ ენმა მის საწოლზე დადებულ ნივთზე მანიშნა. მივედი და დავხედე, ძალიან ლამაზი ყელსაბამი იდო.
_რას იტყვი?-შემომხედა.
_ძალიან ლამაზია!-მივუახლოვდი და ხელით შევეხე.
_თმა დაიკავე, გაგიკეთებ,-მომიახლოვდა ენი.
_რა?
_გაგიკეთებ. შენია, შენთვის ვიყიდე!
_ენ!-გულაჩუყებული ჩავეხუტე.-მართლა ძალიან ლამაზია! გმადლობ.
_ეს კი ჩემია!-ტუალეტის მაგიდაზე სარკის წინ ცეცხლისფერი ყელსაბამი იწონებდა თავს.
_ოჰოო, რომელი იუველირი გაამდიდრე, ენ? ძალიან ლამაზებია!
_დიახაც, თან ხვალ ბალზე გამოგვადგება,-არაფერი ვუპასუხე, სამკაულის თვალიერება განვაგრძე, მაგრამ მან თავი ამაწევინა და თვალებში შემომხედა.-არ მითხრა, რომ არ მოდიხარ!
_რა თქმა უნდა მოვდივარ,-ვუთხარი და გავუღიმე, თვალები გაუბრწყინდა და ჩამეხუტა.

ძილის წინ უსუსრად მოვავლე თვალი ბნელ ოთახს, ვიცოდი ის აქ არ იყო, ვგრძნობდი. თვალები დავხუჭე და მორფევსის მობრძანებას დაველოდე.
დილას სისიმ გამაღვიძა.
_მის!
_რა მოხდა სისი?-ნამძინარევი ხმით ვუპასუხე.
_მის ენმა, გთხოვათ ადგეთ. ამბობს, რომ მომზადება გჭირდებათ და ზედმეტი ძილი მხოლოდ მოგადუნებთ,-გამეცინა.
_რომელი საათია?
_11, მის.
_11? -თავი წამოვყავი და მაშინვე წამოვხტი ლოგინიდან.

მე და ენი საღამომდე ვემზადებოდით. მეც უცნაური რუდუნებით აღვასრულებდი მოსამზადებელ პროცესს, ვარჩევდი ძვირფას კაბებს, ვფიქრობდი როგორი ვარცხნილობა გამეკეთებინა, რომელი სამკაულებით შევმკულიყავი, ახალ ყელსაბამს ვუხამებდი ყველაფერს. თითქოს ველოდი, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა, თითქოს ახალ ცხოვრებაში ვაპირებდი შებიჯებას. კაბის შესაფერისი მომწვანო ნიღაბი ამოვიღე პატარა სკივრიდან და გავწმინდე. ახლა ყველაფერი რიგზე იყო, მხოლოდ დროს უნდა დავლოდებოდი, დროზე გამოვწყობილიყავი და მასკარადზე წავსულიყავი, იქნებ დღეს მართლაც ყველაფერი შეცვლილიყო?




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - სამშაბათი, 2011-02-15, 8:14 PM

bachia_bachia555თარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 8:29 PM | შეტყობინება # 127

206
19  +
33  ±
   ±
Offline
ori tai er tges es mshvenieria... smile exla elode rodis daideba axali tavi...ra gauzlebs ise mainteresebs ra moxdeba ro ravicic...winaswar vgrznob ro intriguli tavi iqneba...huh... biggrin nu ravi velodebii kiss :*

dodoთარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 8:29 PM | შეტყობინება # 128

267
66  +
69  ±
   ±
Offline
iqnebbbb happy happy happy happy happy neta bednieri iyos es gogo mara achrdili? sad sad au achrdili minda me sad sad kai tavi iyo momewona smile axali tavi malee da deeeeeeeeeee

elle____თარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 9:05 PM | შეტყობინება # 129
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
au dzaaaaaan mainteresebsssss esss bal - maskaradiiiiiii happy happy happy happy happy iqneb martla rame axali da asaintereso moxdeesss happy happy cry cry cry cry yochag sayvarelo dzaaaaam maintereseeeebssss happy happy happy


saaaliთარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 9:32 PM | შეტყობინება # 130
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, wow rogorc yoveltvis magari iyo.. mokled shemidzlia vtqva rom triumpit dabrundi da sxva arc velodi... kvlavac moutmenlad velodebi shemdeg tavs happy happy happy happy

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2011-02-15, 10:00 PM | შეტყობინება # 131
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dzaan magari tavi iyo dzaan mainteresebs balze ra moxdeba imedia cudi araperi biggrin yochag ase gaagrdzele moutmenlad velodebi shemdeg tavs


☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-16, 1:22 PM | შეტყობინება # 132
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

ბალ-მასკარადი

20 საათსა და 30 წუთზე მე და ენი ეტლში მოვთავსდით. ჯენკინსი და პიტერი კოფოზე ისხდნენ. დავიძარით. უცნაური გრძნობა დამეუფლა, როცა ფორსეიქენჰოლში პირველად მივდიოდი. ერთდროულად კრძალვის, ახალ სამყაროში შებიჯების შიშის და ამავდროულად ისეთი შეგრძება დამეუფლა, თითქოს საკუთარ სახლში მივდიოდი. ენი მოუთმენლად ცმუკავდა და მარაოს ატრიალებდა ხელში.
_როგორ ფიქრობ, ჯონათანიც იქნება?-მკითხა ოდნავ დარცხვენილმა.
_დიდი იმედი მაქვს, არა,-ვუპასუხე სასწრაფოდ.
_მე კი მინდა, რომ მოვიდეს,-უცნაურად ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ეტლის სარკმლიდან გაიხედა. ცხენები თავდაუზოგავად მიგვაჭენებდნენ და სულ მალე ეტლი გაჩერდა. კარი პიტერმა გამოაღო და ხელი გამომიწოდა, რომ დავყრდნობოდი.
_გმადლობ,-ვუთხარი, როცა საფეხურზე ფეხი ჩამოვდგი. ენს დაველოდე, ნიღბები მოვირგეთ და მხოლოდ მას შემდეგ გავემართეთ უზარმაზარი სასახლისკენ. ამ სილამაზის მიტოვებულ ადგილად გადაქცევა, ნამდვილად დიდი შეცდომა იყო.
_რა ლამაზია!-წამოიძახა ენმა, თან აღფრთოვანებული შესცქეროდა გაჩახჩახებულ შესასვლელსა და ფანჯრებიდან გამომავალ სინათლეს. ხალხი მოდიოდა და მოდიოდა, ზოგი თავს გვიკრავდა, ზოგი შორიდან გვესალმებოდა.
_შევიდეთ?-ვკითხე ენს, მან თავი დამიქნია. რამდენიმე საფეხური ავიარეთ და სახლში შევაბიჯეთ. მსახურები დიდი დარბაზისკენ გაგვიძღვნენ და იქ გაოცების დამალვა ვერც მე მოვახერხე: უზარმაზარი, ვრცელი, ფუფუნებით მორთული დარბაზი სავსე იყო მაღალი ფენის, ლამაზ ჭრელ-ჭრელ კაბებში გამოწყობილი მანდილოსნებითა და ელეგანტურად გამოწკეპილი მამაკაცებით. ასაკი 15 წლიდან 60 წლამდე მერყეობდა. ყველა აქ მყოფს ორი საერთო ჰქონდა: რაღა თქმა უნდა, მდიდართა ოჯახებიდან იყვნენ და თან ყველას ნიღბები ეკეთათ.
_ეს ნამდვილად წლის წვეულება იქნება! ნახე რამდენი ხალხია! ალბათ მთელი ჰემფშირის ნაღები საზოგადოება აქაა!-აღფრთოვანებული ათვალიერებდა ყველაფერს ენი.
_ასეთი წვეულება მართლაც დიდი ხანია არავის გაუმართავს!-დავეთანხმე.
_დიდი ხანია, კი არა, საერთოდ არ გაუმართავთ! შეხედე რამდენი ხალხია, რა მუსიკა, რა ატმოსფერო! ჰაერში ფრანგული სუნამოს სურნელი ტრიალებს!
_კარგი ახლა, ნუ გადაეშვები თავით ოცნებაში!-გამეღიმა.
_ენ!-ენის სიმაღლის ვარდისფერკაბიან-ნიღბიანი არსება გამოექანა.
_ჰელენ!-ჩაეხუტა ენი.-როგორ მომენატრე!
_მეც ძალიან მომენატრე. წამოდი, მისტერ ჯონათანთან წაგიყვან,-ჩავახველე.
_ამ, გამარჯობა, მერიენ! წამოდი,-ხელი ჩაავლო და თავისკენ გაიყოლა ენი.
დარბაზის სიღრმეში შევედი, რამდენიმე ნაცნობ ქალბატონს მივესალმე.
_მერიენ!-მომესმა ძახილი. მოვტრიალდი, მაგრამ ვერავინ დავინახე.
_მერიენ!-ახლა უფრო ახლოს გაისმა. ყურადღებით მიმოვიხედე და დავინახე, ხალხში გზას როგორ მოიკვლევდა... მაგრამ მოიცა? ნუთუ... არა, შეუძლებელია! ეს ქერათმიანი, მომღიმარი არსება ელიზა ვერ იქნება! არადა ის არის!
_მერიენ, როგორა ხარ, ძვირფასო?-გოგონა ჩამეხუტა. ამ ალერსიან, საყვარელ ხმას რა დამავიწყებდა, თვალები დავხუჭე, მაგრად ჩავიკარი გულში და შევეცადე გონზე მოვსულიყავი.
_ელეონორ, როგორ ხარ?-ვთქვი, მას შემდეგ, რაც ნერწყვი გაჭირვებით გადავყლაპე. „ეს ელეონორია, ელიზას ტყუპისცალი, დამშვიდდი“, ვუთხარი საკუთარ თავს.
_მშვენივრად, მშვენივრად. მიხარია, რომ აქ დაბრუნების საშუალება მომეცა, თორემ სურეის საგრაფოში საშინელი მოწყენილობაა, თანაც ხომ გესმის? ელიზას გარდაცვალების შემდეგ... ოჯახში არც ისე სახარბიელო სიტუაციაა,-დაამატა ხმადაბლა. თავი დავხარე, ძალიან შევეცადე ხმა არ ამკანკალებოდა და ცრემლიც არ მომდგომოდა თვალზე.
_მესმის,-ვთქვი ყრუდ.
_ამაღამ სახლის პატრონი მიმასპინძლებს, შემდეგ კი, ჩვენს ადგილ-მამულში დავრჩებით რამდენიმე დღით.
_თქვენს მამულში?-თავზარი დამეცა.
_ჰო, ჩვენს მამულში, ოჰ, ენ, როგორ ხარ?-სადღაც ჩემს ზურგსუკან ენს მოჰკრა თვალი და ახლა მისკენ გაექანა. მე კიდევ შეშინებული გავვარდი გასასვლელისკენ. კართან მდგომ კარისკაცთაგან ერთ-ერთს ვკითხე.
_მეეტლეები სად არიან?
_მიგაცილებთ,-მითხრა ერთ-ერთმა და სახლის სიღრმეში წამიყვანა. ბნელი დერეფნის გავლის შემდეგ ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო.
_ჯენკინს!-დავუძახე და ისიც მაშინვე გამოვიდა. კარისკაცს თავი დავუქნიე მადლობის ნიშნად და გაგვეცალა.-უნდა დამეხმარო!-მივუბრუნდი ჯენკინსს.-ელიზას სახლში უნდა წახვიდე და ჩემი წერილები წამოიღო. ელეონორი დაბრუნდა, გესმის? და ხვალ იქ აპირებს მისვლას, ჩემი წერილები რომ ნახოს...
_მესმის, მის, ყველაფერი გასაგებია. ახლავე წავალ და ყველაფერს წამოვიღებ.
_გმადლობ, ჯენკინს,-საოცარი შვება ვიგრძენი, ეს ადამიანი ნამდვილად ღვთის საჩუქარი იყო ჩემთვის.
დარბაზში დავბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ საგრძნობლად შეცოტავებულიყო სტუმართა რაოდენობა, მაგრამ უცებ მუსიკამ დაიქუხა და მივხვდი, რომ მხოლოდ გვერდითა დარბაზში გასულიყვნენ საცეკვაოდ. მეც იქით გავემართე, თუ არ ვიცეკვებდი, მოცეკვავეებს მაინც შევათვალიერებდი. მაგრამ გავედი თუ არა, მუსიკა შეწყდა. მუსიკოსთათვის განკუთვნილ შემაღლებულ ადგილზე მუიკოსების გარდა, თეთრნიღბიანი ახალგაზრდა კაციც იდგა, რომელსაც მასპინძლის შესაფერად გაეშალა ხელები და სიტყვას ითხოვდა.
_მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო! დიახ, ეს მე გახლავართ ლორდი დენიელ ჯეიმს ბლექბორნი! უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. შემდეგ, მინდა გთხოვოთ ძალიან ნუ გაილეშებით, მოსასწრები არაფერია, რადგან სანამ აქ ვარ, წვეულებები არ მოგაკლდებათ!-მის ამ ფრაზას ოვაციები მოჰყვა. „ფუქსავატი უტაქტო ქარაფშუტა!“-გავიფიქრე მე.-გარდა ამისა,-განაგრძო, როცა ხმაური მიწყნარდა.-გთხოვთ, ნუ დაიშლებით და ჯერ-ჯერობით ნიღბებს ნუ მოიხსნით! ბოლოსდაბოლოს, მასკარადზე ხართ თუ არა!-ხალხმა ისევ ოვაციებით დააჯილდოვა.-იმედი მაქვს, მშვენივრად ერთობით! ახლა კი.... მუსიკააა!-ხელი აიქნია და მუსიკოსებმაც მაშინვე დასცხეს ვალსი.
ვიღაცეები ცეკვავდნენ, ვიღაცეები იცინოდნენ, ვიღაცეები სასმელს მიირთმევდნენ, ვიღაცეები (მაგალითად, მე) სხვებს ათვალიერებდნენ, ვიღაცეებს ეგონათ, რომ ცეკვავდნენ.
_შეიძლება?-მომიახლოვდა ვიღაც.
_არა,-ვუთხარი და ზურგი ვაქციე, სასმლით სავსე თასის ასაღებად გავემართე. „ასე აპირებ შეაბიჯო ახალ ცხოვრებაში?“, დამტუქსა მეორე მემ.
_მომანიჭებთ თქვენთან ცეკვის ბედნიერებას, მის?-პირდაპირ ყურთან დაიჩურჩულა ვიღაცის სასიამოვნო ხმამ. თასიდან ღვინო მოვსვი და მხოლოდ ამის შემდეგ მოვბრუნდი.
_დიახ, ოღონდ არა ამ მუსიკაზე,-ვუთხარი წყნარად ლამაზნიღბიან ახალგაზრდას. ვინჩესტერში მცხოვრებს არ გავდა, ალბათ ჰემფშირის სხვა პროვინციიდან იყო.
_როგორც ინებებთ,-მითხრა და წავიდა.
_ესეც ასე!-ნამდვილად გული დამწყდა. ისევ ღვინიან თასს მივუბრუნდი, მაგრამ უცებ მუსიკა გაჩერდა და სხვა, ჩქარი, რიტმული და სასიამოვნო მელოდია აცეკვდა ჰაერში. მოცეკვავეები გაჩერდნენ, შემდეგ ახალ მელოდიას აჰყვნენ.
_ამაზე რას იტყვით?-მომღიმარი დაბრუნდა ლამაზნიღბიანი. ცერა ღიმილმა გამიპო ბაგე და უცებ შემეშინდა. რამდენი ხანია გულწრფელი ღიმილით აღარ გამიღიმია! უცნობმა ხელი გამომიწოდა და ჩვენც სხვა წყვილებს შევუერთდით. უცნობი გულღიად იღიმოდა, იცინოდა, ირხეოდა და მარხევდა, ხან ვხტოდით, ხან ვნარნარებდით, ხან სხვა წყვილებს ვასკდებოდით. საოცარი უდარდელობა ვიგრძენი, მაგრამ მიუჩვეველს მალე ამომივარდა გული და წრიდან გამოსვლა ვთხოვე.
_დაიღალეთ?-მკითხა ღიმილით აქოშინებულმა, როცა ვრცელ მაგიდასთან დავბრუნდით.
_არ ვარ მიჩვეული. ვინჩესტერში ლამის დიდ მოვლენად იქცა წვეულების გამართვა, რომ არ დაგიმალოთ, დანატრებულნიც კი ვართ დღესასწაულებს.
_როგორც სახლის პატრონმა აღნიშნა, ამიერად ხშირად გაიმართება წვეულებები,-მიპასუხა და გულღიად გამიღიმა.
_ძალიან სასიამოვნოა. თქვენ... თქვენ საიდან ხართ? ვინჩესტერში ალბათ პირველად ხართ,-რატომღაც არ გამჭირვებია კითხვის პირდაპირ დასმა.
_მე ამ სახლის პატრონთან ერთად დავბრუნდი.
_ლორდ დენიელ ჯეიმს ბლექბორნთან?-ოდნავ ირონიულად გამომივიდა, მაგრამ მან არ შეიმჩნია და თავი დამიქნია. შემდეგ განზე გაიწია და თავი დამიკრა.
_სერ უილიამ ნაითინგეილი.
_მის მერიენ სტრატფორდი,-რევერანსით ვუპასუხე.
_ლამაზი სახელი გქონიათ, მის მერიენ,-ცერა ღიმილით მიპასუხა.-ისევე, როგორც ნიღაბი და გუმანი მეუბნება, რომ ნიღბის მიღმაც დიდი სილამაზე იმალება,-მისმა სიტყვებმა სიხარულის მოგვრის ნაცვლად, დამასევდიანა.
_გთხოვთ, არ გინდათ,-ვთქვი წყნარად.
_მაპატიეთ, თქვენი წყენინება არ მინდოდა,-მაშინვე დასერიოზულდა.-თუ თავს გაბეზრებთ, უმალ გაგეცლებით.
_მე უკეთესი აზრი მაქვს, ვიცეკვოთ.
კიდევ ერთი ცეკვის შემდეგ და მას შემდეგაც, რაც დავისვენე და სული მოვითქვი, ჩემს ხალისიან კავალერს მივმართე:
_იცით, ახლა რას ვიცეკვებდი სიამოვნებით?-ინტერესით მომიბრუნდა.-კონტრას, მდაბიოთა ცეკვას!-თითქოს გამოწვევა მიიღოო, თავი დამიკრა და მუსიკოსებისკენ შებრუნდა. თან წინასწარ გამოაცხადა და ახალგაზრდები ორ რიგად მოეწყვნენ. სერ უილიამი ჩემს წინ დადგა და მუსიკაც დაიწყო. სვლებს მკაფიოდ და ძალდაუტანებლად აკეთებდა, თითქოს ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი ყოველი სვლა და ყოველი ნაბიჯი. თან ღიმილიც არ ავიწყდებოდა და მაშინაც, როცა სხვის მეწყვილესთან უწევდა „გათამაშება“ თუ „ტრიალი“, მე გადმომხედავდა ხოლმე, თუმცა კი უკიდურესად თავაზიანი იყო ყველას მიმართ. კიდევ ერთი „ტრიალი“, „ქალების ჩაჭიდება ხელებით“, „კაცების ჩაჭიდება ხელებით“, „წყვილების გაცვლა“, „ტრიალი“, „მეწყვილეების დაბრუნება“, „ტრიალი“ და ბოლო აკორდიც გაისმა. კაცებმა თავი დაუკრეს ქალებს, ქალებმა რევერანსით ვუპასუხეთ. რიგები დაიშალა, ის ისევ ჩემსკენ გამოემართა.
_გმადლობთ,-ვთქვი კმაყოფილმა. ეს ცეკვა უკვე დიდი ხანი იყო არ მეცეკვა. მან მდუმარედ სულ ოდნავ დამიკრა თავი. დარბაზის კუთხეში გადავინაცვლეთ, რადგან ახალი მუსიკა აჟღერდა და ახალი ცეკვა დაიწყო.
_საღამო მშვიდობისა, მის მერიენ!-გაისმა მკვახე ხმა. დიდი ტვინის მტვრევა არ დამჭირვებია, მივხვდი, ჯონათანი იყო.
_საღამო მშვიდობისა,-ვთქვი და რევერანსი გავაკეთე, ტაქტი მოითხოვდა ასე.
_იცეკვებთ ჩემთან ერთად?
_უკვე საკმაო ვიცეკვე და დავიღალე, მისტერ საროუ,-თავაზიანად ვუპასუხე.
_თუ ცეკვას ინებებს, კავალერი უკვე ჰყავს,-სერ უილიამს არ გასჭირვებია ჩემი ჯონათანისადმი დამოკიდებულების ამოცნობა და თავაზიანი ღიმილით შეეცადა დამხმარებოდა. ჯონათანმა ორივე შეგვათვალიერა, „უკაცრავადო“ წაიბურტყუნა და გაგვშორდა.
_თავი მოგაბეზრათ?-მკითხა თანაგრძნობით.
_არც ისე, უბრალოდ ძალიან პატივმოყვარე ადამიანია.
_შემიძლია დუელში გამოვიწვიო, თუ თქვენი სურვილი იქნება.
_დუელში? არ მითხრათ, რომ შეგიძლიად ასე დაუდევრად მოეპყრათ თქვენს სიცოცხლეს და...
_მე ვთქვი, თუ თქვენი სურვილი იქნება მეთქი...-მომხიბვლელი ღიმილით აირიდა კითხვა.
_ნუთუ ამდენად ენდობით ჩემს კეთილგონიერებას?
_სრულებით.
_არ ღირს ახალგაცნობილის ასე ნდობა.
_რატომაც არა? თუ ახალგაცნობილი თქვენისთანა მომხიბვლელია.
_გარეგნობა მატყუარაა.
_ოღონდ არა ამ შემთხვევაში.
_საიდან ასეთი თავდაჯერებულობა?-გულწრფელად ვკითხე.
_იქიდან, რომ ბევრი რამ მაქვს ნანახი ცხოვრებაში, თანაც თქვენს სულს ვხედავ...
_მისტერ ნაითინგეილ...
_უილიამი დამიძახეთ,-შემისწორა.
_უილიამ, ჩემს გასულელებას ნუ შეეცდებით, თავს ჭკვიან ქალად ვთვლი და არ მოგცემთ უფლებას, საკუთარ თავზე შემიცვალოთ წარმოდგენა.
_გავითვალისწინებ,-მითხრა პაუზის შემდეგ, სანამ ჩვენს ყურადღებას შეწყვეტილი მუსიკა და მასპინძლის ხმა მიიპყრობდა.
_ბატონებო! მგონი დადგა დრო, მოვიხსნათ ნიღბები და საკუთარი თავი ყველას დავანახოთ, გთხოვთ!-პირველმა თავად მოიხსნა ნიღაბი, მაღალი ღაწვები და მოუსვენარი თაფლისფერი თვალები გამოაჩინა. ჩემს კავალერს მოვუბრუნდი.
_მხოლოდ თქვენს შემდეგ,-მითხრა ღიმილით. ნიღბის შესაკრავ ბაფთას ხელი გამოვკარი და ნიღაბი მოვიხსენი. ირგვლივ ყველა იმავე პროცესში იყო, შესაკრავებს ხსნიდნენ და ნიღბებს იხდიდნენ. მისი მოწონებისგამომხატველი ღიმილის დანახვაზე, შვება ვიგრძენი. ხელი ასწია, კვანძი გახსნა და მან უკანასკნელმა ნიღაბი მოიხსნა...



elle____თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-16, 1:47 PM | შეტყობინება # 133
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaimee saddd damtavrdaaaaaaa.... dzaaaaan mainteresebs rogori iqneba da suratsac tu dadeb xo vafsheeeeee happy happy happy happy happy magaria dgesve dadee ra gtxoooooooooovvvvvvv cry cry cry cry cry cry


★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-16, 1:49 PM | შეტყობინება # 134
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dzaan magari iyo bal-maskaradi momewona . mixaria rom gaviget vin aris eliza da ra mouvida mas sawyali gogo . moutmenlad velodebi shemdeg tavs dzaan mainteresebs vin aris merienis kavaleri lips lips


bachia_bachia555თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-16, 1:50 PM | შეტყობინება # 135

206
19  +
33  ±
   ±
Offline
ai yochag...maskaradis scena saucrad lamazad agwere...ise es raa ici ra momentze wyvetav...inteigan nu biggrin
Quote (AnasteishA)
კვანძი გახსნა და მან უკანასკნელმა ნიღაბი მოიხსნა...

ai amas velodi...mara rat ginda dry shemdeg tavshi gaigeb danarchnso xo da ije da elodeo...malee dade zaan mainteresebs kiss
ძებნა: