ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
კონტრა ეშმაკთან

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-02-07, 3:31 PM | შეტყობინება # 91
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____, მიხარია იმედი რომ არ გაგიცრუე. ანუ ლოდინად ღირდა ხო? ვეცდები ახალი თავი მალე დავწერო :*:*:*
Quote (elle____)
ai yvelafers movelodi da dzaaan gaazrebulad da yvelaferi ise gaqvs nafiqri nu raviciii
ყველაფერს მოელოდიი?? არ გადამრიო, ჩემ ტვინში იჯექი??? თუ ამას არ ველოდიო მაგის თქმა გინდოდა? ჩემი ჭკუით რაღაც ირეალური და წარმოუდგენელი რაღაცეები ვიბოდიალე და შენ მეუბნები ყველაფერს მოველოდიო biggrin :D biggrin გაიხარეე, შე საყვარელო happy happy იმედია ახალი იდეები კიდევ შემაწუხებს და კიდევ გაგაოცებ tongue tongue



mileyთარიღი: ორშაბათი, 2011-02-07, 3:49 PM | შეტყობინება # 92

93
17  +
31  ±
   ±
Offline
magari tavi iyo imedia axal tavs male dadeb


saaaliთარიღი: ორშაბათი, 2011-02-07, 4:05 PM | შეტყობინება # 93
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, wow ai tavic amas qvia.. dzalian momewona ki namdvilad girda lodinad.. da memgoni eg is boroti sulia meriens rom uyvars da mokled imedia male dadeb axal tavs... happy happy happy happy amas exla wer tu ukve damtavrebuli gaqvs ??

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-02-07, 4:16 PM | შეტყობინება # 94
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
miley, გაიხარეე. მაგის იმედი მეც მაქვს biggrin
saaali, ახლა ვწერ სალ, დამთავრებული რო მქონდეს აკრეფას ამდენი დრო არ დასჭირდებოდა, მითუმეტეს არდადეგები მაქვს და კომპთან დაჯდომის საშუალებაც მქონდა, მარა ხან განწყობა არ მიწყობდა ხელს საწერად, ხან მოსაფიქრებელი მქონდა რაღაცეები და... ახალი თავი ვეცდები მალე დავდო, შეიძლება დღესვე იმიტო რო მერე ჩემი მტარვალი აღარ დამაცდის დაწერას და შესაძლოა დიდი ინტერვალი გამომივიდეს



♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-02-07, 9:30 PM | შეტყობინება # 95
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime anaa! sityvebi ar myofnis, ra gitxra? verafersac ver getyvi axals, ubralod madlob :*:*:*


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-02-07, 11:57 PM | შეტყობინება # 96
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
natuka, happy happy happy happy არაა სიტყვები საჭირო ნათ, მე ისედაც მესმის შენი happy happy შემოგევლე, მიყვარხარ


★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2011-02-08, 2:03 PM | შეტყობინება # 97
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
wow es ra magari tavi iyo eseti ideebi saidan mogdis tavshi vicodi rom ragac dzaanucnauri unda momxdariyo magram asets namdvilad ver warmovidgendi dgitidge maoceb ra. dzaan magari da unichieresi adamiani xar


bachia_bachia555თარიღი: სამშაბათი, 2011-02-08, 2:43 PM | შეტყობინება # 98

206
19  +
33  ±
   ±
Offline
vaih es ra iyooo?/? zaan ucnaurad gaqvs dawerili...imdeia shemdeg tavshi mainc agar iqneba gaurkvevloba smile axali tavi rodis iqneba? : *

saaaliთარიღი: სამშაბათი, 2011-02-08, 3:15 PM | შეტყობინება # 99
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, xo mokled rac ar unda iyos yvela moutmenlad gelodebit da dzalian mainteresbes movlenebis ganvitareba rogor moxdeba.. tan mesmis sheni advili araa male dawera da muza kide shekvetit ar modis xolme... happy happy happy happy

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-02-08, 4:32 PM | შეტყობინება # 100
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

დაბრუნება

დილით ხანგრძლივი ძილის მიუხედავად, საკმაოდ დაღლილს გამეღვიძა. სანამ ზარს მოვიმარჯვებდი, კარგა ხანს ვიყავი საწოლში წამომჯდარი, ზურგით ბალიშს მიყრდნობილი და ხელებში სახეჩარგული. ეს რა სიზმარი იყო? სიზმრებს საერთოდ იშვიათად ვხედავდი, ასეთს მითუმეტეს. ჰმ, სარკეში გადავედი, მერე იქიდან ვუყურე ყველაფერს, საიდუმლო გასასვლელი... ეს ყველაფერი მართალი რომ ყოფილიყო, უფრო საინტერესო იქნებოდა ცხოვრება. გამეცინა და ზარი გავაწკარუნე.
_დილა მშვიდობისა, მის მერიენ!-ოთახში სახეზე თეთრნაჭერაკრული სისი შემოვიდა.-თავს როგორ გრძნობთ?
_მშვენივრად. სახეზე რა გჭირს?
_წარმოუდგენელია!-გაშტერებული დამაკვირდა მოშიშვლებულ მკლავებზე.
_სისი, ნუ მაშინებ!
_მის... თქვენ... წყლულები გაგიქრათ?-თვალები მარჯვნივ გამექცა. რა წყლულები? მკლავებზე დავიხედე.
_სისი, ვერ ვხვდები...
_წყლულები, მის... თქვენ ხომ მისის ჯენკინსისგან გადმოგედოთ დაავადება.
_მისის ჯენკინსისგან...-სულელივით გავიმეორე.-როგორაა მისის ემილი?
_მისის ემილი თავს მშვენივრად გრძნობს, გუშინ დაბრუნდა სახლში სრულიად საღ-სალამათი. თქვენ განკურნეთ, მაგრამ ავადმყოფობა გადმოგედოთ. წუხელს მერე სუსტად იყავით, სიცხე გქონდათ და ბოდავდით. მთელ სხეულზე წყლულები გქონდათ... ახლა კი... ეს ხომ სასწაულია!-სისი თვალებს არ უჯერებდა, ისევ მკლავებზე მაკვირდებოდა.
_სისი, არ მესმის ეს რა ხუმრობაა,-საბანი გადავიფარე მკლავებზე.
_ახლავე კატრინას დავუძახებ! როგორ გაეხარდება! მის, იმედიც აღარ გვქონდა, რომ...-თვალებაციმციმებული სისი ოთახიდან გავარდა.
_რა ბზიკმა უკბინა?-გავიფიქრე და საწოლიდან წამოვდექი. ფარდები გავწიე, რომ დღის სინათლე შემოსულიყო. სანამ შემოვბრუნდებოდი საწერ მაგიდაზე ჩემს მიერ დაწერილ წერილს მოვკარი თვალი. წუხელ დაწერილი წერილი იყო, ელიზას რომ მივწერე. სისი კი რაღაცას ურევდა, თითქოს გუშინ ცუდად გავხდი, ძილში ვბოდავდი და წყლულებმა დამაყარა. არადა, ზუსტად მახსოვდა, რომ ეს წერილი დავწერე და დასაძინებლად დავწექი.
_მერიენ!-ოთახში დაფეთებული შემოვარდა კატრინა.-სისი რაღაცას ბოდავს, რომ...-მაგრამ ფეხზე დამდგარი რომ დამინახა, თვალები გაუფართოვდა.-მერიენ...
_რა ხდება კატრინა? რა გჭირთ ყველას? ჩემ დანახვაზე ყველას თვალები რატომ გიფართოვდებათ?
_მერიენ, შენ ხომ ავად ხარ... როგორ... რანაირად... არ მესმის...-დაბნეული მიყურებდა, კართან ატუზულმა სისიმ სახიდან თეთრი ნაჭერი მოიხსნა, შემოვიდა და კუთხეში დადგა.
_მოდი, აქ ჩამოჯექი,-მე და კატრინა საწოლზე დავსხედით.-და გამაგებინე რა ხდება. მამას და ენის წასვლის შემდეგ...
_თქვენ მეორე დღეს ავადმყოფი მისის ჯენკინსი გადმოიყვანეთ აქ და ყველას აუკრძალეთ მასთან მიკარება. თავად უვლიდით. ემილი მომჯობინდა და წუხელ სახლშიც წავიდა, სამაგიეროდ, თქვენ გადმოგედოთ მისი დაავადება. რამდენიმე დღეა სუსტად ხართ. როგორ არ გახსოვთ ეს? ცხვირიდან სისხლი გდიოდათ, შემდეგ სიცხეც გქონდათ. ემილისგან განსხვავებით, წყლულებიც გაგიჩნდათ. თქვენ რატომღაც უფრო რთულად გქონდათ ყველაფერი. უკვე მეგონა, რომ ვეღარაფერი გიხსნიდა, მერიენ...-კატრინას გული აუჩუყდა და ცრემლები წამოუვიდა. მე დამშვიდება დავუწყე.
_ნუ ღელავ, ხომ ხედავ, უკვე აღარაფერი მიჭირს. სრულიად გამოვჯანმრთელდი.
_...მაგრამ ისე სუსტად იყავით. ვხედავდი, რომ დაავადებას ებრძოდით, მაგრამ არაფრით არ გვითხარით როგორ მკურნალობდით ემილის, რომ იმავე გზით გვემკურნალა თქვენთვისაც. შემდეგ კი მაღალი სიცხის გამო ბოდვა დაიწყეთ...
_კატრინა, დამშვიდდი. არაფერი მომივა. აღარავითარი წყლულები, სიცხე და ბოდვა.
_კი, მაგრამ ეს როგორ? ნამდვილი სასწაულია!-გულში ჩამიკრა კატრინამ.
_ჰო, ნამდვილი სასწაულია!-მის მხარქვეშ ჩავმალე თვალები.
_სისი, მოდი, მის მერიენს ჩაცმაში დაეხმარე,-დაუძახა სისის კატრინამ მას შემდეგ, რაც ლოყაზე ბედნიერი ღიმილით მაკოცა. სადღესასწაულოდ გამომაწყვეს, გამორჩეული კაბა ჩამაცვეს, ლამაზი ვარცხნილობა გამიკეთეს, ძვირფასეულობით შემამკეს და დაბლა ჩამიყვანეს. მანამდე არცერთი არ მომცილებია გვერდიდან. მე ამ ყველაფრისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ფიქრებში ვიყავი ჩაძირული. რა გამოდიოდა? მე არაფერი დამსიზმრებია და ეს ყველაფერი ცხადი იყო? კი, მაგრამ როგორ? რანაირად შეიძლებოდა ეს სინამდვილე ყოფილიყო?
უცებ დავინახე, რომ ჰოლში კიბის წინ ვდგავარ, ჩემს წინ კი ცნობისმოყვარედ მომზირალი მსახურები გამწკრივებულან. კატრინა გაბადრული მიყურებს. რის თქმას ელოდნენ ჩემგან?
_ძალიან გვიხარია, რომ გამოჯანმრთელდით, მის,-თქვა ბოლოს პიტერმა, რომელიც მართლა ვერ მალავდა სიხარულს.
_გმადლობ, პიტერ,-საკმაოდ ხმადაბლა ვუპასუხე, მაგრამ ვიცოდი, რომ გაიგონებდა. შემდეგ ხმამაღლა ვთქვი.-მესმის, რომ ჩემმა ავადმყოფობამ ყველა შეგაფიქრიანათ, შესაძლოა ზოგმა ჩემი გადარჩენის იმედიც დაკარგა,-სათითაოდ მოვავლე თვალი ყველას.-მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ სრულიად გამოვჯანმრთელდი და სანერვიულო აღარაფერია. შეგიძლიათ საქმიანობას დაუბრუნდეთ, დღეს ხომ... დღეს ხომ მამა და ენი ბრუნდებიან!-წამოვიძახე, თითქოს თავადაც ახლა მივხვდი ამას. ნამდვილად კი, ახლა გამახსენდა, დღეების გამოთვლის მიხედვით, ასე გამოდიოდა.
_დიახ, მის,-მიპასუხეს და თავი დამიკრეს.
_საუზმეს არ ინებებთ, მის?-მკითხა ელამ, როცა დანარჩენები წავიდ-წამოვიდნენ.
_თქვენ უკვე ისაუზმეთ?
_მერიენ, სამზარეულოში კაბა დაგესვრება!-თითქოს ძალიან მიბრაზდებოდა კატრინა.
_ესეიგი, ერთად ვსაუზმობთ,-ღიმილით ვთქვი და პირველი წავედი სამზარეულოში.
ნაშუადღეს მისის ემილი მესტუმრა.
_თქვენი ამბავი პიტერისგან გავიგე, მის, 2 წუთით შემოიბრინა დედამისთან და მას უთხრა, ფრიდამ კი მე გადმომცა. ვერც წარმოიდგენთ როგორ მომეშვა გულზე, რომ გამოჯანმრთელდით, თქვენი დაავადება ხომ ჩემი ბრალი იყო, მე განმკურნეთ და თავად დაავადდით. როგორი კეთილი ხართ, მის. ჩემ გამო თავს საფრთხის ქვეშ აყენებდით.
_გთხოვთ, მისის ემილი, აღარ გააგრძელოთ. ეს უბრალოდ ჩემი მოვალეობა იყო, მე პირობა მივეცი მისტერ ჯენკინსს. გთხოვთ, ვახშმადაც დარჩეთ, ერთად დაველოდოთ ლონდონში გამგზავრებულთა დაბრუნებას.
_როგორც იტყვით, მის მერიენ,-თავი დამიქნია ქალმა. ჯანდაბა, რა მნიშვნელობა ჰქონდა სიზმარი იყო თუ არა, მთავარია ეს ქალი გადარჩა, განიკურნა.
საღამომდე მე და მისის ემილიმ სასიამოვნო დრო გავატარეთ ბუხრის წინ, კატრინაც ჩვენთან ერთად იყო. ძირითადად ისინი საუბრობდნენ, მე არცთუ ისე გულდასმით ვუგდებდი ყურს და ხანდახან თუ ჩავურთავდი ერთი-ორ სიტყვას. კარგად რომ მოსაღამოვდა და მე უკვე ლამის მთქნარება ამიტყდა სითბოსგან, სიმშვიდისა და მოწყენილობისგან, ოთახში პიტერი შემოვარდა.
_მოვიდნენ, მის!-მომახარა მან. სამივენი წამოვფრინდით და გარეთ გავცვივდით, პიტერიც ჩვენ გამოგვყვა.
_მერიენ!-თვალებგაბრწყინებულმა გამიღიმა ენმა, როცა ეტლის სახლის წინ გაჩერდა.
_ენ! მამა!-დავიძახე ღიმილით.-მისტერ ჯენკინს, იმედია კარგად იმგზავრეთ!-გავუღიმე ჯენკინსს, რომელიც კოფოდან ჩამოხტა, მომესალმა და თავი დამიკრა. შემდეგ ენს გაუღო ეტლის კარები.
_მერიენ, როგორ მომენატრე!-ჩამეფსკვნა ენი.-ყველანი როგორ მომენატრეთ! აქაურობა როგორ მომენატრა!
_კარგი, დამშვიდდი, ყურში ვუჩურჩულე, სანამ კატრინას მკლავებში გადაინაცვლებდა.-მამა!-ღიმილით ჩავეხუტე ჩემს ჭაღარა მამიკოს.
_მერიენ, იმედი მაქვს ყველაფერი წესრიგშია!
_რა თქმა უნდა, ჯონ ჰერსტმა ყველაფერს მიხედა,-ავირიდე მისი კითხვა. წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა მამულში, რა სიტუაცია იყო. ვიფიქრე, რომ უკვე დამთავრდა მისასალმებელი შეხვედრები და ის იყო ვაპირებდი სახლში შევსულიყავი მამასთან ხელკავგაყრილი, რომ ჯენკინსის გაოცებული მზერა დავინახე, რომელიც კუთხეში უხერხულად ატუზული საკუთარი ცოლისადმი იყო მიმართული.
_ემილი...-დაიჩურჩულა გაოგნებულმა და ცრემლი მოერია. შემდეგ მე გადმომხედა გაფართოებული თვალებით.-მის მერიენ, რა უქენით ჩემს ცოლს? როგორ მოახერხეთ?
_რა მნიშვნელობა აქვს ჯენკინს, მთავარია, რომ გამოჯანმრთელდა,-ვუთხარი ღიმილით. ტობიასმა ცოლთან მიირბინა და გულში ჩაიკრა.
_ისე ვღელავდი შენზე...-გავიგონე ბურტყუნი, მაგრამ სენტიმენტალურ სცენას მზერა მოვარიდე და სახლში შევედი. დანარჩენებიც გამომყვნენ, წყვილი მარტო დავტოვეთ.
მთელი ვახშმის განმავლობაში ენს ენა არ გაუჩერებია. ათას რამეზე ლაპარაკობდა, უნდოდა ყველაფრის მოყოლა მოესწრო, თითქოს სადღაც აგვიანდებოდა. დაუდეგარი ნაკადულივით რაკრაკებდა, მეც კი გამახალისა, მამაც წყნარად იცინოდა ულვაშებში. ასეთი მშვიდი საღამოები მიყვარდა. ასეთ სიმყუდროვეს ვაღმერთებდი.
ვახშმის შემდეგ კიბეებზეც გაუჩერებლად მელაქლაქებოდა ენი, ბოლოს, როგორც იქნა, დაღლილობამ სძლია და მთხოვა დანარჩენს ხვალ მოგიყვები, საშინლად მეძინებაო. მეც გულისხმიერად გავუგე და ჩემს ოთახში შევიკეტე. ლონდონის ამბები, რა თქმა უნდა, საინტერესოა, მაგრამ ამჯერად იმქვეყნიური ამბები უფრო მაინტერესებდა. ამაღამ ყველაფერს გავარკვევდი.



elle____თარიღი: სამშაბათი, 2011-02-08, 6:06 PM | შეტყობინება # 101
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
au sizmari agmochnda ?? ra ponti iyo ver gavige :S :S anu is ro didi xani gacherda merienis sxeulshi imito daewyo da ro wavida gauara ? happy happy happy au dzaaaaaaaaaan sainteresoaaaa :*:*:*:*:*:* yochag sayvareeeeloo da gtxoovvv dges dadeeee raaaaaaaaaaaaaaa axali taviiiiiiiiii cry cry cry cry cry cry cry cry cry


★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2011-02-08, 7:27 PM | შეტყობინება # 102
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dzaan magari iyo exla merieni rodis mixvdeba rom sizmari ki ara realoba iyo dzaan mainteresebs is vigaca vin iyo merienis magivrad erti suli maq rodis gavigeb velodebi shemdeg tavs lips lips


bachia_bachia555თარიღი: სამშაბათი, 2011-02-08, 7:33 PM | შეტყობინება # 103

206
19  +
33  ±
   ±
Offline
bolomde mainc araaa garkveuli : ((( rogor mainteresebs ra moxdaa intriga nuuu biggrin male dade axali tavi zaan mainteresbs happy

Takoთარიღი: სამშაბათი, 2011-02-08, 10:10 PM | შეტყობინება # 104
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
...
საიდან გაფიქრდება ასეთი რამე მითხარი რაა!!! ისე მაინტერებს, მგონი ასე ჯერ არაფერს არ დავუინტერესებივარ. ამას რანაირად ახერხეებ? წინა თავზე რაღაცეები დამემერთა biggrin მეთქი თავიდან ვიფიქრე გაორება ხო არ ჭირს ამ გოგოს. მერე ვიფიქრე, რადგან გარეთ გამოსულ "მეს" მისი ხმა ესმის თქო, ესე იგი ვიღაცამ მოუწყო. ცხვირიდან სისხლი რომ წამოუვიდა, ამ ფაქტმა ძალზედ დამაინტერესა. მერე იქ სადღაც რომ ჩავიდა. რატო ჩავიდა, რა უნდოდა, სად ჩავიდა?
აი კიდევ ერთი რამე: პიტერი რატო შემვოიდა და რატომ წაიღო ცხვირსახოცი ასე საეჭვოდ? შემდეგ კი "მეორემ" რატო იკითხა, უკვე წაიღოო? ეს პიტერიც ჩართულია "ამ ყოვლადამოუცნობ საქმეში"? ან საერთოდ რა ხდება? ? ?
ესეც კითხვების კორიანტელი. უბრალოდ არ შეიძლება ამის წაკითხივს მერე კითხვები არ დაგიგროვდეს.
რა გაქვს ჩაფიქრებულიი?! ნუ გამაგიჟე ახლა მთლად. biggrin რომ წარმოვიდგენ ხოლმე სიუჟეტებს, მეშინია რატომღაც. მგონი მესიზმრებოდა ხოლმე ასეთი უცნაური რამეები , ხოდა მახსენებს რაღაცას, მაგრამ არ ვიცი რას.
მოკლედ შენ რა ხარ რაა biggrin შენი მსგავსი მე არაფერი შემხვედრია. biggrin
ხოდა რაც გითხარი, მიიტანე რედაქციაში :*****



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

saaaliთარიღი: სამშაბათი, 2011-02-08, 10:18 PM | შეტყობინება # 105
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaii ra adgilas gacherda cry cry im adgilas sadac yvelaze metad mindoda gagrdzeleba da sadac bevri rame gairkveoda da ise ragac echvebi maqvs am ucnauri situaciis asaxsnelad da mainteresebs chemi da anis varaudebi tu daemtxveva biggrin happy happy happy

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org
ძებნა: