ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
კონტრა ეშმაკთან

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-02-19, 2:23 PM | შეტყობინება # 151
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ბავშვებო ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ ახალი თავის დადებას, მაპატიეთ sad


dodoთარიღი: შაბათი, 2011-02-19, 2:35 PM | შეტყობინება # 152

267
66  +
69  ±
   ±
Offline
sad sad sad sad sad

bachia_bachia555თარიღი: შაბათი, 2011-02-19, 2:37 PM | შეტყობინება # 153

206
19  +
33  ±
   ±
Offline
AnasteishA, rodis iqneba axali tavi?

★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-02-19, 2:37 PM | შეტყობინება # 154
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
ბავშვებო ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ ახალი თავის დადებას, მაპატიეთ
eg araperi magaze ar inerviulo chven mainc moutmenlad dagelodebit biggrin



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-02-19, 5:19 PM | შეტყობინება # 155
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
rodis davdeb ar vici, mara vwer da rogorc ki movaxerxeb ramdenime tavs davdeb ertad


mileyთარიღი: კვირა, 2011-02-20, 1:13 PM | შეტყობინება # 156

93
17  +
31  ±
   ±
Offline
AnasteishA, kaia mara mere male shemomekitxeba xolme biggrin (velodebi sulmoutqmelad)


E:)B:)თარიღი: კვირა, 2011-02-20, 10:03 PM | შეტყობინება # 157

106
17  +
63  ±
   ±
Offline
umagresi fikia. dzalian dzalian momwons da moutmenlad velodebi axal tavs... cry cry cry cry :*:*

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-02-21, 2:27 PM | შეტყობინება # 158
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
E:)B:), dzalian mixaria rom mogwons happy happy
bavshvebo xval dilas daideba axali tavi, didi madloba motminebisatvis



dodoთარიღი: ორშაბათი, 2011-02-21, 9:06 PM | შეტყობინება # 159

267
66  +
69  ±
   ±
Offline
iesssss cry smile smile smile

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-02-22, 11:40 AM | შეტყობინება # 160
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

მზრუნველი მემამულე

_გთხოვთ, ჩემს მაზლიშვილს მიუტევოთ, მისტერ ბლექბორნ!-თქვა უცებ მისის საროუმ.-ჯონათან, ეს ნამდვილი უხეშობა იყო შენის მხრდან!-დატუქსა თავისი ნათესავი, შემდეგ კი სანამ ვინმე ხმის ამოღებას მოასწრებდა ელეონორმა წამოიძახა:
_ასეც ვიცოდი! გული მიგრძნობდა, რომ დენიელ ბლექბორნი თქვენ იყავით! არაფერიც არ მიკვირს, რა თქმა უნდა, თქვენ ხართ მისტერ ბლექბორნი!-მხიარული ხმა ჰქონდა ელეონორს და დაძაბული სიტუაციაც განიმუხტა, რადგან მისის საროუმ სიცილით უთხრა:
_ალბათ წინასწარმეტყველური სიზმარე ნახე, ელეონორ, რადგან შეუძლებელია რამე გეეჭვა, როცა მისტერ დენიელმა და მისმა მეგობარმა ასე იდეალურად გაითამაშეს ერთმანეთის როლი!-ხალხმა დაცინვით გადახედა ელეონორს, რომელმაც იხტიბარი არ გაიტეხა და დენიელ ბლექბორნს მიმართა:
_გაირკვა, რომ თქვენ ყოფილხართ ფორსეიქენჰოლის- მართლაც მიტოვებული სასახლის- მეპატრონე. არ მოგვიყვებით სად ცხოვრობდით აქ ჩამოსვლამდე და რა იყო თქვენი დაბრუნების მიზეზი? თქვენი წარსული იდუმალებითაა მოცული ჩვენთვის,-რადგან დაძაბულობა გაქრა, დარბაზში მყოფთაგან ზოგმა საუბარი განაახლა, მაგრამ იმ ჯგუფში, სადაც მე ვიჯექი, ყველა კითხვის ადრესატს აკვირდებოდა და მის პასუხს ელოდა.
_მის ელეონორ, ჩემი ცხოვრების ისტორიას ფართო საზოგადოების განხილვის ღირსად არ მივიჩნევ, პირად საუბრებში კი ყველა წვრილმანს სიამოვნებით გაგანდობთ,-ღიმილით დაასრულა მან.
საღამო მალევე დასრულდა, მისტერ დენიელს ჩემთვის აღარ მოუმართავს და მეც თითქმის აღარ ამომიღია ხმა, მხოლოდ რამდენჯერმე, როცა მისის საროუ და ელეონორი სერიოზულ თემებზე საკმაოდ სასაცილოდ და შეუსაბამოდ მსჯელობდნენ მოხდა ისე, რომ ჩვენი მრავლისმეტყველი მზერა ერთმანეთს შეხვდა. თითქოს ამდენ უცნობში თანამოაზრე, ჩემიანი ვიპოვე.
როცა დამშვიდობების შემდეგ მე და ენი დარბაზიდან გამოვედით, დენიელ ბლექბორნი წამოგვეწია. ენმა თავი დაუკრა და წინ წავიდა, რომ მარტონი დავეტოვებინეთ.
_მაშ, ეს თქვენ ხართ- ლორდი დენიელ ჯეიმს ბლექბორნი!
_ლორდი დენიელ ჯეიმს ბლექბორნი!-მისი სახელი ერთდროულად წარმოვთქვით ღიმილით.
_დიახ, მე ვარ და ვწუხვარ, რომ წუხელ თქვენი მოტყუებაც დამჭირდა.
_მე მხოლოდ ერთი რამ არ მესმის, რაში დაგჭირდათ ეს? მთელი „დიდება“ თვითმარქვიას, თქვენს მეგობარს რატომ დაუთმეთ?
_რადგან ვიცოდი ეგ „დიდება“ რასაც გულისხმობდა: ფარისევლობის, პირფერობის, აბეზარი კითხვების, აბეზარი ხალხის, ჩემს მანერებთან დაკავშირებით სხვადასხვა ჭორების ატანას. ეს ყველაფერი ჩემს მეგობარს დავუთმე, რადგან ასე ძალიან აინტერესებდა როგორ დამხვდებოდნენ, სანამ ამასობაში მე სრულიად თავისუფლად, ყოველგვარი შემაწუხებელი ყურადღების გარეშე ვერთობოდი. ვცეკვავდი თქვენთან ერთად და არ მიწევდა აქაური მდიდარი ლორდების მიერ საკუთარი ქალიშვილების ჩემთვის წარდგენის ატანა.
_ოჰ, ახლა კი მესმის თქვენ!-მის ჩამონათვალზე გამეცინა, ამასობაში ეტლსაც მივუახლოვდით.
_სანამ წახვალთ...-სანამ ეტლში ავიდოდი გავიგონე მისი ხმა და მოვბრუნდი.-მინდა მითხრათ, რომ არ მიბრაზდებით.
_არ გიბრაზდებით, გულწრფელად გეუბნებით, მისტერ ბლექბორნ! საერთოდ ტყუილის დაუძინებელი მტერი ვარ, თუმცა თქვენი ჩამონათვალის შემდეგ, ალბათ მეც თქვენსავით მოვიქცეოდი.
_საოცრად კეთილგონიერი ბრძანდებით! მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ გიხილეთ.
_ასევე მეც, მისტერ ბლექბორნ! მშვიდობიან ღამეს გისურვებთ!-ხელი შემაშველა და ეტლში ავედი.

საკმაოდ გვიან ვივახშმეთ. ჩემდა (და დანარჩენებისდაც) გასაკვირად, მთელი საღამო მე ვლაპარაკობდი, საროუებთან სტუმრობას აღვწერდი, იქ მომხდარ სკანდალს, მისტერ ბლექბორნის საქციელს. ალბათ ზედმეტი მომივიდა, რადგან ენი პირდაღებული მიყურებდა.
_შენს ასეთ აქტიურობას არა ვართ მიჩვეული,-ამიხსნა მამამ. მე მხოლოდ გავიცინე. მეც ვგრძნობდი, რომ შევიცვალე. თითქოს რაღაც მიზეზი გაუჩნდა ჩემს არსებობას, აზრი მიეცა ჩემს სიცოცხლეს.
მოგვიანებით, დასაძინებლად რომ დავწექი და სისიმ სანთელი ჩააქრო ოთახიდან გასვლის წინ, ვცდილობდი ჩემში მომხდარ ცვლილებას ჩაკვირვებოდი, მაგრამ ხასიათის ვერცერთი შტრიხის შეფასება ვერ შევძელი- ძილმა დამრია ხელი.

დილით გამთენიისას გამეღვიძა. სუნთქვაშეკრული ვადევნებდი თვალს მზის ამოსვლას და აღფრთოვანებითა და მადლიერების გრძნობით ვივსებოდი. მზე მთლიანად რომ ამოიწვერა, ფანჯრიდან დავინახე პიტერმა ურმიდან წიწილებიანი დიდი ხის გალია როგორ გადმოიღო კიდევ ერთ კაცთან ერთად.
სისის აღარ დავლოდებივარ, სამუშაო კაბა ჩავიცვი, თმა სადად დავივარცხნე და ქვემოთ ჩავედი. ძალიან მოვადუნე ყურადღება და მამულზე ძველებურად აღარ ვზრუნავდი, იმ პატივმოყვარე ბანოვანებისა არ იყოს, რომელთაც ვერ ვიტანდი, მეც დიდ დარბაზებში გამოვიკეტე და წვეულებებზე სიარულს გადავყევი. გეზი სამზარეულოსკენ ავიღე.
_დილა მშვიდობისა ყველას!-ვთქვი ხმამაღლა, როცა ოთახში შევედი.
_დილა მშვიდობისა, მის მერიენ!-მიპასუხეს ერთხმად რევერანსით. აღარ შევყოვნებულვარ, სამზარეულოს კარით უკანა ეზოში გავედი და შემოღობილში გაშვებულ წიწილებს მივუახლოვდი.
_დღეს მოვიყვანეთ, სულ რამოდენიმე დღისანი არიან,-მომიახლოვდა პიტერი.
_დილა მშვიდობისა, პიტერ!-ვუთხარი.
_დილა მშვიდობისა, მის!-თავი დამიკრა, თითქოს ახლაღა მიხვდა ვის ელაპარაკებოდა.
_რა საყვარლები არიან!-გამეღიმა ღუნღულა წიწილების ცელქობის ყურებაზე.
_პიტერ!-მოისმა მამაკაცის ხმა. პიტერს სახე მოეღუშა.
_უნდა წავიდე, მის!-გულდაწყვეტილმა მითხრა, თავი დავუქნიე. ის წავიდა, მე შემოღობილის პატარა ხის კარი გავაღე და შიგნით შევედი, სწორედ ამ დროს ელა გამოვიდა, თან წიწილებისთვის დასაყრელი საჭმლით სავსე კალათა მოჰქონდა. შემოღობილში რომ შემოვიდა, კალათიდან საჭმელი ამოვიღე და ერთად დავაპურეთ წიწილები.
ხელში ამყავდა, ღუნღულა ღინღლებზე ვეფერებოდი და ისევ ძირს ვსვავდი. მას შემდეგ, რაც მე და წიწილებს თამაში მოგვბეზრდა, სახლში დავბრუნდი.
თავი მოვიწესრიგე და სასაუზმოდ შევედი სასადილოში.
_მერიენ, სადა ხარ მთელი დილა?-გაკვირვებული მიყურებდა ენი.
_წიწილებთან,-თვალი ჩავუკარი მამას.
_წიწილებთან? ფუ,-ცხვირაბზუებით მითხრა და ჩაი მოხვრიპა.
_დაითვალე რამდენია? 30 ფრთა უნდა მოეყვანათ,-საქმიანი კილოთი მითხრა მამამ.
_ეჭვიც არ მეპარება, რომ პიტერმა თვლა კარგად იცის,-ვთქვი და სპეციალურ სადგამში მოთავსებულ მოხარშულ კვერცხს კოვზი დავურაკუნე. სიჩუმე ჩამოწვა, წყნარად ვჭამდით.
_მერიენ, მისტერ ბლექბორნი რაღაც საეჭვო ყურადღებას იჩენს შენს მიმართ, არა?-თქვა უცებ ენმა, თან თვალებში მიყურებდა. ნელა მივატრიალე მისკენ თავი.
_არა,-ვუპასუხე გულგრილად და იმედია ჩემმა მზერამ მიანიშნა, რომ გაჩუმებულიყო. ხმა მართლაც აღარ ამოუღია, მაგრამ მისტერ სტრატფორდის ეჭვნარევი მზერა მაინც დავიმსახურე.
სასადილოდან რომ გამოვდიოდი სწორედ მაშინ შემოვიდა პიტერი ჰოლში.
_მის, ერთი კაცია მოსული, თქვენ გკითხულობთ, ამბობს, რომ ფორსეიქენჰოლიდან წერილი აქვს თქვენთვის,-წამომეწია პიტერი.
_ფორსეიქენჰოლიდან?-გული შემოფრთხიალდა.-მასთან წამიყვანე!
გარეთ გასულმა უცნობი დავინახე, რომელმაც მაშინვე თავი დამიკრა.
_მის სტრატფორდ, მისტერ ბლექბორნისგან!-წერილი გამომიწოდა.-მითხრეს პასუხს დავლოდებოდი,-დაამატა, როცა წერილი გამოვართვი.
_დამელოდეთ,-დავუბარე და სახლში შევედი. წერილების გასახსნელი დანა არც გამხსენებია, პირდაპირ ჰოლში გავხიე დაუდევრად.

„მის მერიენ სტრატფორდ,
თქვენით მოხიბლული მისტერ დენიელ ბლექბორნი გეპატიჟებათ ამ საღამოს ფორსეიქენჰოლში გამართულ წვეულებაზე და გპირდებათ, რომ ამბოლოს საროუებთან გამართულ საღამოზე ბევრად მხიარულად ჩაივლის ყველაფერი. თქვენგან მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ, მინდა ვიცოდე რა ფერის კაბა გეცმებათ, რომ მეც თქვენს შესაფერად გამოვეწყო.

დ.ჯ. ბლექბორნი“

_მის მერიენ!-წერილის ჩაკითხვა ძლივს მოვასწარი, რომ სისის ხმა გაისმა.
_რა მოხდა, სისი?
_პატარა კვიცი ფეხს ვერ შლის, თქვენგან ელიან ბრძანებას რა მოიმოქმედონ,-სამზარეულოს კართან მდგომმა მომახსენა.
_ახლავე მოვალ,-ვუთხარი და კიბისკენ წავედი პასუხის დასაწერად.
_მის, ლორდი გიხმობთ!-კაბინეტიდან გამოვარდა ელა.
_რა მოხდა?-ვკითხე შეშფოთებულმა.
_რაღაც შეუსაბამობა აღმოაჩინა ხარჯთაღრიცხვაში და...
_გასაგებია, ახლავე მოვალ,-კიბეზე ავდგი ფეხი.
_მის მერიენ!-ჰოლში გამოჩნდა ჯენკინსი.
_რა მოხდა, ჯენკინს?-უკვე მოთმინების ფიალა მევსებოდა.
_ბუჩქებმა სულ აიშვეს, როგორ ინებებთ გაკრეჭვას? გუშინაც გეუბნებოდით, უკვე ძალიან მოუვლელია,-ამოვიხვნეშე და კიბიდან კარისკენ გავემართე. მამულისთვის უნდა მიმეხედა, ასე ვეღარ გავაგრძელებდი.
_ელა, გთხოვ, კაბინეტიდან ფრთა და მელანი მომიტანე.
_ახლავე, მის,-მითხრა და წამში დანაბარებით დაბრუნდა. კართან, პატარა ლარნაკიან სადგამზე დავდე წერილი, ამოვაბრუნე, ფრთა მელანში ჩავაწე და გაკრული ხელით მივაწერე:

„დიდი სიამოვნებით გეწვეოდით, მაგრამ მოვალეობანი მაბრკოლებენ. მომიტევეთ.
P.S. მე გირჩევდით შავ სერთუკში გამოწყობილიყავით, ასე ნებისმიერი ფერის კაბით შემკულს შეეფერებით.

მ.ჯ. სტრატფორდი“

წერილი კონვერტში ჩავაბრუნე და გარეთ გავედი, რომ შიკრიკისთვის გადამეცა. ოდნავ გაოცებულმა გამომართვა კონვერტი, რომელიც ცოტა ხნის წინ თავადვე მოიტანა, მაგრამ რაიმეს თქმა ვერ გაბედა, ცხენს მოახტა და გაჰქუსლა.
მისი წასვლის შემდეგ, ჯერ თავლას ვესტუმრე, საცოდავი კვიცი მოვინახულე და პიტერი გავგზავნე სოფელში ექიმის მოსაყვანად, თუ ის ვერაფერს იზამდა, მაშინ ქალაქიდან მოგვიწევდა ვინმეს ჩამოყვანა.
თავლაში დავუბარე, რომ ექიმის მოსვლა შეეტყობინებინათ და კაბინეტისკენ გავემართე.
_მერიენ!-კარი შევაღე თუ არა, წამოიძახა მამამ.
_რა ხდება, მამა?
_ერთი ამას შეხედე!-რაღაც ქაღალდი გამომიწოდა. გამოვართვი და რამდენიმე წუთს ვუყურე, მაგრამ ვერაფერი გავიგე.
_წავალ, ჯენკინსს ბუჩქების გაკრეჭვაში მივეხმარები, შემდეგ კი მთელ საღამოს შენთან და შენს საბუთებთან ერთად გავატარებ, გპირდები!
_მერიენ, რა დროს ბუჩქებია?!-დამადევნა კარისკენ მიმავალს.
_დამიჯერე, სწორედაც რომ დროულია, ხომ არ გინდა სტუმრებმა ჩვენი მოუვლელი ბუჩქები ნახონ?-კართან მოვბრუნდი და ეშმაკურად გავუღიმე.
_რომელმა სტუმრებმა?
_რომ დავბრუნდები, გეტყვი,-ღიმილით გავედი ოთახიდან და კარი მოვიხურე.

მე და ჯენკინსმა ერთად გავკრიჭეთ ბუჩქები, უფრო სწორეად ის კრეჭდა, მე ძირითადად ვუთითებდი. სადილამდე თავლაში შევიარე. ექიმი მოსულიყო და წასულიყო კიდეც, ჩემი დაძახება კი აზრადაც არავის მოსვლია. უკმაყოფილო მზერა მოვავლე ყველას.
_რა თქვა?-ვთქვი შემდეგ მკაცრად. გულთბილი დამოკიდებულება სწრაფადვე მეცვლებოდა გულგრილობით, როცა ასეთ გულმავიწყობას და ჩემს უგულვებელყოფას ვაწყდებოდი.
_თავისი დამზადებული მალამო წაუსვა,-უცნაურად დაბნეულმა თქვა ელამ.
_კარგი,-ვთქვი, კვიცს თავზე მოვეფერე და სახლში წავედი.
სადილის შემდეგ ენმა ცხვირი აიბზუა საბუთებთან დაკავშირებით. ელასთან ერთად მკერავთან წავიდა და ახალნაყიდი ქსოვილები წაიღო კაბის შესაკერად, მე და მამა კი კაბინეტში შევიკეტეთ და ვახშმობამდე ცხვირი აღარ გამოგვიყვია. მხოლოდ ერთხელ მამამ ზარი დარეკა და ჩაი მოგვართვეს.
ვიქექებოდი საბუთებში ვადარებდით რიცხვებს, ვაზუსტებდით ანგარიშებს, ვარკვევდით ცდომილების მიზეზებს და საბოლოოდ, დაღლილ-დაქანცულებმა დავტოვეთ კაბინეტი.
_მომდევნო თვეში სანადიროდ მივდივარ და იცოდე არაფერი მითხრა!-წინასწარ გამაფრთხილა, სანამ სავახშმოდ შევიდოდით სასადილო ოთახში.
_საით აპირებ?-ამოვიხვნეშე, მაგრამ ვიცოდი ვერ გადავაფიქრებინებდი.
_ჯერ არ ვიცი, ალბათ რამდენიმე კვირით მეზობელ საგრაფოში წავალ.
_თქვენი ნებაა, მონსინიორ!-ვუთხარი ღიმილით.-ჯონ ჰერსტი, ეგ ბუზღუნა ბებერი დატოვეთ ჩვენთან. ჰო, მართლა, სადაა რომ არ ჩანს?
_დორსეტის საგრაფოშია, ავადმყოფი დის მოსანახულებლად. რამდენიმე დღეში დაბრუნდება.
_თუ დარჩება, არ მეწყინება,-ვუთხარი და ორივემ გავიცინეთ.-აუტანელი ვინმეა და არც მიკვირს ცოლად რომ არავინ მიჰყვება.
_ცოლად?-უცებ შეკრთა მამა.-ჰო, არავინ მიჰყვება...-ჩაიბურტყუნა და გაჩუმდა.
სავახშმოდ ჩვენ ორნი დავსხედით, ენი არ დაბრუნებულიყო.
_სადაა ამდენ ხანს?-ბუზღუნებდა მამა და წვნიანს ხვრეპდა.
ნახევარი საათის შემდეგ გამოჩნდა ენი, დაგვიანებისთვის მოიბოდიშა და გვერდით მომიჯდა. ჩვენ უკვე აღარ ვჭამდით, უბრალოდ ვსაუბრობდით.
_რატომ დაგაგვიანდა?-ვკითხე მე.
_მკერავისგან რომ ვბრუნდებოდით შემთხვევით მისტერ ჩარლზ და მისტერ ჯონათან საროუებს შევხვდით. ცოტა ხანს მათთან ერთად ვისეირნე და ვერც შევნიშნე ისე დაღამდა.
_“შემთხვევით“!-გადავულაპარაკე უკმაყოფილოდ, მაგრამ მან საჭმლით ამოივსო პირი და მზერა ამარიდა.
_მერიენ, ვის დაპატიჟებას გეგმავ?-მკითხა უცებ მამამ, ენიც გაოცებული მომაშტერდა.
_ჩვენს მხარეში მომრავლდა წვეულებები და ვფიქრობდი, ჩვენც ხომ არ შეგვეტანა წვლილი. წვეულებას არ ვგეგმავ, უბრალოდ სტუმრებს მოვიპატიჟებ და ჩაით გავუმასპინძლდები. რამდენი ხანია ჩვენს დარბაზებში უცხოს ფეხი არ დადგმულა?
_საუკუნეა!-აღფრთოვანებით დამეთანხმა ენი.
_ვის ეპატიჟები?-კითხვა გაუჩნდა მამას.
_ყველა დიდგვაროვანს ამ მხარეში.
_არავითარი მუსიკა და ცეკვები!-გამაფრთხილა მამამ.-თავს ამატკიებს.
_არავითარი ცეკვები!-დავპირდი.-მხოლოდ როიალზე დავუკრავთ.
_კარგი, როდის მართავ?
_ხვალვე, თუ მოხერხდება. დიდ დარბაზს გაანიავებენ, დაასუფთავებენ, კატრინა ტკბილეულს მოამზადებს, მე მოსაწვევებს დავაგზავნი და მორჩა.
_დარწმუნებული ხარ, რომ ერთ დღეში ყველაფერს მოასწრებ?
_ეს ხომ დიდი წვეულება არაა, რა თქმა უნდა, მოვასწრებ.
_კარგი, მასე იყოს,-დამეთანხმა და სხვა თემაზე განაგრძო საუბარი.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - სამშაბათი, 2011-02-22, 8:33 PM

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-02-22, 11:42 AM | შეტყობინება # 161
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
esec dapirebuli axali tavi. vecdebi xvalac davdo am dros. happy happy happy


bachia_bachia555თარიღი: სამშაბათი, 2011-02-22, 1:57 PM | შეტყობინება # 162

206
19  +
33  ±
   ±
Offline
vaime ra kai gogo xar axali tavi rom damaxvedre happy happy rogorc monatrebuli axal tavs zzan momewona :*:*

E:)B:)თარიღი: სამშაბათი, 2011-02-22, 2:10 PM | შეტყობინება # 163

106
17  +
63  ±
   ±
Offline
dzalian kargi tavi iyoo happy happy happy happy

elle____თარიღი: სამშაბათი, 2011-02-22, 2:22 PM | შეტყობინება # 164
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
dzaaaan kai tavia magraaaa maintereeeseebsss amatiiii karnavaaaliii... yochaaag syavarelooo gelodeebiii icodee uechveeelii dadee xvalaaccc happy happy happy cry cry cry cry cry


★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2011-02-22, 3:15 PM | შეტყობინება # 165
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dzalian magari tavi iyo sawyali merieni ramdeni saqme aqvs biggrin velodebi shemdeg tavs dzaan mainteresebs merienis wveuleba rogori iqneba happy

ძებნა: