ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 27
  • 28
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
კონტრა ეშმაკთან

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-20, 10:13 PM | შეტყობინება # 16
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime aniii happy ^_^ happy ^_^ happy rac me amas velodi da rac me aman damaintriga biggrin mokled imis tqmas agar daviwyeb rom unichieresi da udzaanmagresi adamiani xar da arc imas getyvi rom chemi umaglesi xarisxis narkotiki xar! es xo isedac ici, ameebit mere gaganebivreb! ai axla ki getyvi erts b r a v o !!!


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka


შეტყობინება შეასწორა natuka - ხუთშაბათი, 2011-01-20, 10:31 PM

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-20, 11:40 PM | შეტყობინება # 17
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
mteli sagamo gijivit vicini am komentarebis shemdeg. ar megona aset gultbil komentarebs tu gamoiwvevda es fiki tore aqamde vixlaportebdi rames biggrin
yvelas did madlobas gixdit, magram am frazam tvalebi gadmomacvenina
Quote (Tako)
ისეთ შეგრძნება მაქვს თითქოს რაიმე სერიოზული წიგნი დავიწყე

da mere sxvebic rom daetanxmet... rogor mixaria, tqven xom ar icit. es periodi da am periodis mwerloba metvitonac dzalian miyvars da mixaria, rom tqvenshi im gancdebis asociaciebi shevqmeni,rogoric klasikosebis kitxvisas geuflebodat... vecdebi interesi bolomde sheginarchunot. kidev ertxel madloba, rom mamxnevebt da weris survils kidev ufro migvivebt



☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-01-21, 4:07 PM | შეტყობინება # 18
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

საუბარი უცნობთან

_ისევ მოხვედი!-გულაფანცქალებული შემოვბრუნდი. ღმერთო, ის იქ იდგა!
_მოვედი...-მშვიდად მიპასუხა.
_რომ იცოდე, როგორ...-დავიწყე ცრემლმორეულმა.
_ჩჩშ, არ გინდა...
_რატომ? რატომ დამივიწყე?
_დაგივიწყე? ასეთი რამ არ არსებობს ჩემთვის... ჰმ, დავიწყება... ეს მხოლოდ თქვენთვის არსებობს...
_აბა, რატომ არ მოდიოდი?
_არ შემეძლო...ყოველთვის ისე არ არის, როგორც მე მინდა...
_კარგი, კარგი. რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ახლა აქ ხარ...-სიხარულს ვერ ვმალავდი.
_ჰო, მთავარია, რომ ახლა აქ ვარ... დაწექი, თორემ გაიყინები...-მისთვის თვალი არ მომიშორებია ისე შევიმალე ჩემი თეთრი გრძელი საღამურიანა საბნის ქვეშ.
_მომენატრე...-მითხრა ჩვეული წყნარი, ოდნავ ხრინწიანი ხმით.
_მ-მართლა?-ენა დამება.-მეგონა...
_ჰო, მართლა. მომენატრე და მოვედი შენთან...-სიჩუმე ჩამოწვა. უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს და წამით ვტკბებოდით.
_მომიყევი...-წამოვიწყე მე.
_არა,-მტკიცედ გამაწყვეტინა.
_რატომ?-გული დამწყდა.
_არ მინდა, ჩემი ხილვა მხოლოდ მაგ ამბების გამო გიხაროდეს...
_მაშინ ელიზაზე მითხარი რამე...
_ენატრები და კარგად არის. ეს არის ორი განსაზღვრება, რომლითაც ადამიანური ენით მისი ყოფა განისაზღვრება,-გულში სევდის ჟრუანტელმა დამიარა და თავი დავხარე, რომ ცრემლები დამემალა.-მასზე აღარასოდეს აღარაფერს აღარ გეტყვი...-დაამატა მცირე პაუზის შემდეგ. თვალებში ავხედე. ცრემლების დამალვას რა აზრი ჰქონდა? მისი თვალისთვის ხომ არაფერი იყო დაფარული?
_რატომ?-ყრუ ხმით ვკითხე.
_არ მიყვარს სევდიანს რომ გხედავ... ამბოლოს კი სულ სევდიანი ხარ ჩემთან... თუ ასე გაგრძელდა, აღარ მოვალ ხოლმე...
_რა?-შემეშინდა.-არა, არა. აი, მორჩა, ცრემლები მოვიწმინდე, აღარ ვტირი,-მუჭებით შევიმშრალე ცრემლის წვეთები.-მინდა, რომ მოხვიდე ხოლმე. ხომ იცი, უშენოდ როგორ მიჭირს. როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი, თუ დამპირდები, რომ ყოველღამე მოხვალ...
_ხომ იცი, რომ ვერაფერს დაგპირდები!-კბილებში გამოსცრა გაბრაზებულმა.
_მაპატიე...-მოვიწყინე. თმაზე შემახო ხელი... ალბათ ამ ჟესტით ჩემი ნუგეშისცემა უნდოდა. სხვაგვარად იცოდა, რომ მატკენდა: მატკენდა, თუ არ მანუგეშებდა და მატკენდა მაშინაც, თუ კანზე შემეხებოდა, რადგან როცა ეს პირველად მოხდა...
_მისმინე, რაღაც უნდა გითხრა...-ხელი გამიშვა და წამოიწყო.-მე მესმის, რომ გიჭირს სხვებთან ურთიერთობა, მაგრამ თავს უნდა მოერიო. ადამიანს დასაყრდენი სჭირდება. თუ დასაყრდენი არ გექნება, ბედისწერა დაგაჩოქებს და წამოდგომა გაგიჭირდება...
_შენც ამას მეუბნები?-თავი დავხარე.
_არა, ამას მე გეუბნები. სხვები მხოლოდ იმას გეუბნებიან, რომ შენი ჭკუის უნდა ნახო ვინმე. მე გეუბნები, რომ ადამიანებთან უფრო ხშირი ურთიერთობა უნდა გქონდეს, უნდა შეწყვიტო მკვდრებზე ფიქრი!-შეურაცხყოფილი მივაშტერდი.
_როგორ... როგორ შეგიძლია... ამდენი რამის მერე...-სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი და ენა დამება.
_მერიენ, ლამაზი ქალი ხარ. ნებისმიერს მოხიბლავ. უნდა ეცადო...
_ნუ მეუბნები... შეწყვიტე...-მუდარაზე გადავედი.
_დაიძინე,-მითხრა უცებ.-ხვალ აღსარება უნდა ჩააბარო.
_აღსარება?
_ჰო, ელიზაზე უნდა მოუყვე აბატ ჰარვუდს.
_ელიზაზე?-გუნება გამიფუჭდა.
_ჰო და ეგ ჩვევა უნდა მოიშალო.
_არ შემიძლია...
_შენც ხომ იცი, რისთვის ვარ აქ?
_კარგი, დავიძინებ,-ვუთხარი და თვალები დავხუჭე. ვიცოდი, რომ აქ იქნებოდა, სანამ დავიძინებდი. მაგრამ მე სულაც არ მეძინებოდა, ვფიქრობდი მასზე და ჩვენს პირველ შეხვედრაზე...



★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2011-01-21, 4:35 PM | შეტყობინება # 19
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, mshvenieri tavi iyo momewona . dzaan mainteresebs eliza vin aris an otaxshi vin shemovida . unichieresi adamiani xar da dzaan magrad wer happy happy snegurochka snegurochka


dodoთარიღი: პარასკევი, 2011-01-21, 5:30 PM | შეტყობინება # 20

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au umagresiiiiaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa exla wavikitxee:****magari xar ra ver vmalav kmayopilebas:***es bichi mkvdariaa xoo? au ra magari xar raaa happy happy smile smile smile

Takoთარიღი: პარასკევი, 2011-01-21, 5:40 PM | შეტყობინება # 21
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
gaige axla vinaa "es" biggrin dzaan sainteresoa... ise miutita da yuradgeba gaamaxvila "adamianebtan ikontakteo" , rom gegoneba tviton adamiani ar yofiliyos , tanac daamata mkvdrebtan urtiertoba geyofaoo... mm zedemtad saintereso da cotati idumalebit moculi tavi ikoo. shedegsac asets veldoebii :*:*:* yochag anii!!!!!! :********


Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-01-21, 7:32 PM | შეტყობინება # 22
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
dzalian dzalian dzalian da kidev ertxel dzalian magaria, icii, sityvebit amis gadmocema ubralod sheudzlebelia. chveulebrivi adamianuri sityvebit ubralod sheudzlebelia imis gadmocema, ra grdznobac meufleba xolme sheni fikebis kitxvisas. axla ki shen iset diad ( ar tqva arao! ) ragacas wer, rom ubralod mrcxvenia kidec, roca mas kompshi vkitxulob da ara wignad gamocemuls. damijere an, gava ramodenime weli da me siamayit vityvi, rom ert-erti pirveli viyavi, vinc am siad qmnilebas gaecno! miyvarxar uzomod!


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Immortalთარიღი: პარასკევი, 2011-01-21, 8:16 PM | შეტყობინება # 23
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
უიმეე ანიი შენგან ასეთი დასაინტრიგებელი რაღაცეები უკვე აღარ მიკვირს biggrin biggrin biggrin მოკლედ მისტიკა გყვარებია შენ ძალიან.
ყველაზე მეტად ის მიკვირს, როგორი განსხვავებული სახით წარმოგვიდგები ხოლმე ყველა ნაწარმოებში. ბინდიანი მზე სულ სხვა იყო, ის 30 კალიბრიანია, 9ასოიანი და იწყება ც-ზე სულ სხვა, ეს ხომ საერთოდ. ყოჩაღ! ძალიან მიყვარს ეს ეპოქა და მეც ბავშვებივით ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რომელიმე კლასიკოსის წიგნს ვკითხულობდე.
ეჰ, ეხლა ვიღაც ,,ეს” გაგვიხდა ამოუცნობი პერსონაჟი biggrin ვფიქრობ, რომ ადამიანი არ არის! ნუ რა ვიცი, შენგან არაფერი გამიკვირდება biggrin მაგრამ რატომღაც ასეთი დასკვნა გამოვიტანე.
ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ და ასეთივეა შენი ნაწერები. მალე დადე ხოლმე რა ახალი თავებიი გეხვეწეეებიიი და ხო , კიდევ შენს ფანად და ერთგულ მკითხველად ჩამთვალე biggrin :*



bachia_bachia555თარიღი: პარასკევი, 2011-01-21, 9:10 PM | შეტყობინება # 24

206
19  +
33  ±
   ±
Offline
momewona :*** ai ratomgac ramis vitire : ((( yochag shen snegurochka snegurochka

bella-vampireთარიღი: შაბათი, 2011-01-22, 3:23 PM | შეტყობინება # 25

842
83  +
   ±
Offline
ოჰოოოო, მე მეგონა ამ თავში გაირკვეოდა ვინ იყოს ,,ის ვიღაც” sad მაგრამ მგონი ეს საიდუმლო ასე მალე არ გაიხსნება არა? რაამდენი საიდუმლოააა wacko ვინაა ეს ვიღაც? ადამიანი არა მგონია იყოოს. ვიღაც განსხავევებულიაა. ელიზას ამბავმაც დამაფიქრაა. ვინ არიან მკვდრებიი? და ეს ,,ვირაც” რატომ არ შეეხო მერიანს კანზეე? ვაიმეე რამდენი კითხვა მააქვსსს biggrin biggrin biggrin

------თარიღი: შაბათი, 2011-01-22, 3:26 PM | შეტყობინება # 26
from porcelain, to ivory, to steel.
1183
49  +
   ±
Offline
მემგონი რომ ეს გოგო აჩრდილებს ელაპარაკება, ან ცოტა ვერ არის კარგად. თუ გავითვალისწინებთ რომ მისტიკაა, აშკარად აჩრდილი უნდა იყოს და თუ სათაურსაც გავითვალისწინებთ, ეშმაკიც არ არის გამორიცხული biggrin ვკვდები ინტერესით!

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-01-22, 3:35 PM | შეტყობინება # 27
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

პირველი შეხვედრა

სულ პირველად რომ ვნახე... იმ ღამით მხოლოდ მე და რამდენიმე მსახური ვიყავით მთელ ციხე-დარბაზში. მამამ ენი წაიყვანა ლონდონში ცნობილ ექიმთან, რადგან იმ პერიოდში ენი ბევრს ავადმყოფობდა. შუაღამე გადასული იქნებოდა, მე კი ისევ ბუხართან ვიჯექი მარტო და რომელიღაც წიგნს ვკითხულობდი. უეცრად ჩემგან ყველაზე შორს დადგმულ შანდალში 5 სანთელი ერთდროულად ჩაქვრა, ამან მკვეთრად დააბნელა ოთახის ის ნაწილი. რამდენიმე წამში მომდევნო ხუთეული ჩაქრა. გაოცებული ვიყურებოდი აქეთ-იქით. ამ დარბაზს ორი ორფრთიანი ფართო ფანჯარა ჰქონდა, რომელთაგან არცერთი არ იყო ღია. სანამ მე გაოცებული ვიხედებოდი აქეთ-იქით, კიდევ რამდენიმე ხუთეული ჩაქრა. ფეხზე წამოვხტი და ბუხრის თავზე შემოდგმულ შანდალს დავწვდი. სწორედ ამ დროს სრულ წყვდიადში აღმოვჩნდი. მხოლოდ ის სანთლები ანათებდა, რომლებიც ხელში მეკავა. წიგნი იღლიაში ამოვიჩარე და შანდალ-წინგაწვდილი დავიძარი. დარბაზში არავინ იყო, არც ნიავი უბერავდა. გული გამალებით მიცემდა. თუ წინ ვანათებდი, მეგონა ჩემს უკან იყო ვინმე, თუ უკან მოვიხედებოდი, ახლა საპირისპირო მხარეს მეჩვენებოდა რაღაც. სანთლის შუქი კი კედლებზე დამახინჯებულ ჩრდილებს აჩენდა და უფრო მეტად მაშინებდა. კარისკენ წავედი და სანამ დერეფანში გავიდოდი, უკან მოვატრიალე შანდალი, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ იქ არავინ არ იყო და ამ დროს... კუთხეში ფანჯარასთან რაღაც დავინახე, არ ვიცი, ეს რა იყო, გამჭვირვალე მოჩვენება, აჩრდილი თუ თვით სიკვდილი ცელის გარეშე... იქ ნამდვილად იყო რაღაც, რაც ჩემთვის ტკბილეულის დარიგებას ნამდვილად არ აპირებდა. მაშინვე შევბრუნდი და კიბისკენ გავიქეცი, კაბის კალთა წამოვიწიე და საფეხურები ავირბინე, შემდეგღა მოვიხედე უკან, მაგრამ სიცარიელის მეტი ვერაფერი დავინახე. ჩემს საძინებელში შევვარდი და კარები მჭიდროდ მოვიხურე. როცა ოთახში ყველა სანთელი ავანთე და დავრწმუნდი, რომ უსაფრთხოდ ვიყავი, მაშინღა ამოვისუნთქე.
მოგვიანებით, როცა უკვე კაბა გავიხადე, ვარცხნილობა ჩამოვიშალე და დასაძინებლად მოვემზადე, საკუთარ საქციელზე მეღიმებოდა. საკუთარ თავს მშიშარა ადამიანად არ მივიჩნევდი, მაგრამ საკმაოდ ადვილად კი დავფრთხი. სანთლების ჩაქრობის ამბავი საეჭვო იყო, მაგრამ ჩემი გამოქცევა, შემდეგ ჩემი ფანტაზიით შექმნილი რაღაცის დანახვა და ბოლოს კიბეებზე ამორბენა... ეს უკვე სასაცილოდ მიმაჩნდა. თუმცა რამდენიმე წამში სასაცილოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე, რადგან საწოლის წინ მუხლებზე ლოცვის სათქმელად დამდგარმა, დავინახე როგორ ერთბაშად ჩაქრა ყველა სანთელი ოთახში და სრულმა წყვდიადმა მომიცვა. გულისცემა გამიხშირდა, გაფაციცებით ველოდი რა მოხდებოდა, განძრევასაც ვერ ვბედავდი. ის იყო აკანკალებული ხელებით ძლივს ვიპოვე ასანთი, რომ...
_არ აანთო...-თქვა მკვეთრმა, მშვიდმა, მბრძანებლურმა ხმამ. შევკივლე, მაგრამ ხმას დავემორჩილე. უფრო სწორად, ასანთი ხელიდან გამივარდა.
_ვინ ხართ? რა გინდათ?-რაც შემეძლო შორს გავიწიე იმ ადგილიდან, საიდანაც ხმა ისმოდა.
_თავი დაიწყნარე...-სრულიად უშფოთველად მითხრა. შიშისგან ვკანკალებდი, ის კი დაწყნარებას მთხოვდა. სიბნელეს ოდნავ რომ შევაჩვიე თვალი, შავმოსასხამიანი ფიგურა დავინახე. თავზეც წამოსასხამი ეხურა და სახეც არ უჩნდა.
_რა გინდათ? იცოდეთ, ვიკივლებ, ჩემს მსახურებს გაეღვიძებათ და... და...
_გაჩუმდი!-თვით მრისხანება იყო მისი სიტყვა. ვერ წარმომედგინა,როგორ შეიძლებოდა ადამიანს ასეთი დამზაფვრელი ხმა ჰქონოდა. -3 ქალით და ერთი მოხუცით მაშინებ? დარწმუნებული ვარ, ოთხივე მათგანს გული გაუსკდება ჩემს დანახვაზე... სხვათაშორის, შენც, მის მერიენ... ამიტომ ნუ ეცდები სანთლის ანთებას!
_არც მიფიქრია... უბრალოდ გთხოვთ, ნუღარ მაშინებთ... ძვირფასეულობას თუ ეძებთ...-მაგრამ უცებ სიტყვა ჰაერში გაელვებულმა ცეცხლის ალივით მბჟუტავმა თვალებმა გამაწყვეტინა. კედელს მივაწყდი ზურგით და ძირს ჩავსრიალდი, პირიდან ხავილის მსგავსი ბგერები აღმომხდა. ასეთი ყოვლისმომცველი შიში არასდროს მიგრძვნია. თავი ყველაზე, ყველაზე შემაძრწუნებელ, საშიშ სიზმარში მეგონა. ხელი მოვიმარჯვე, რომ პირჯვარი გადამესახა.
_არ გაბედო!-დასჭექა ხმამ.-არ გაბედო, თორემ მაგ ხელს მოგაძრობ!-ხელი უმწეოდ ჩამომივარდა. მის თვალებში ბოროტებას, მრისხანებას, მძვინვარებას, თვით სიკვდილსაც კი ვხედავდი...
_რ-რა ხ-ხ-აა-რ-რ?-ამოვიკნავლე.
_ზუსტა ის, რაც შენ გგონია... შენს თვალებში ვხედავ მიხვედრილობას... ჰო... მე სატანის მსახური ვარ...-თვალები ლამის ბუდეებიდან ამომცვივდა, ხმას უკვე ვეღარ ვგრძნობდი. მართალია „ის“ ადგილიდან არ იძვროდა, მაგრამ მე უკან ვიქაჩებოდი, მაგრამ უკან კედელი იყო და სადღა წავიდოდი?-არა, ნუ გეშინია, შენს წასაყვანად არ მოვსულვარ... არ კვდები... ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით. მაგრამ თუ ასე გააგრძელებ, შიშისგან გაგისკდება გული...-სიბრაზე დაუცხრა და ხმა სრულიად მშვიდი გაუხდა.-დამშვიდდი, მე შენ არაფერს დაგიშავებ... გესმის? თუ კი, თავი დამიქნიე,-დამუნჯებული ვიყავი, ხმას ძალიანაც რომ მდომოდა, ვერ ამოვიღებდი. ამიტომ თავი ოდნავ დავაქნიე გაუბედავად.
_ალბათ გაინტერესებს აქ რატომ ვარ. მეც ძალიან მაინტერესებს ეს. დამიჯერე, შენი გადმოკარკლული თვალების ყურება არც მე არ მგვრის დიდ სიამოვნებას, მაგრამ ღმერთის ნებას- და შენ შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ის არსებობს- მეც კი ვერ აღვუდგები წინ.
_არც შემპარვია ეჭვი ღმერთის არსებობაში...-წამოვიკნავლე.
_ტყუი!-ისევ აელვარდა ცეცხლისფერი თვალები.-მაშინ მითხარი, რატომ ლანძღავდი მას, როცა ძვირფასი ადამიანები მოგიკვდა? რატომ არ დადიხარ ტაძარში? რატომ არ ლოცულობ ისეთი რწმენით, როგორც საჭიროა? რატომ გახსნებდება ღმერთი მარტო მაშინ, როცა რამე გიჭირს? რატომ არ მისდევ ღვთის მცნებებს, რატომ არ მარხულობ? წმინდა წიგნს რატომ არ ეცნობი?-დავიბენი. ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთ რამეს. ჩემი ფანტაზია ამას ვერ გაწვდებოდა. ღვთის სიყვარულს მიქადაგებდნენ, მერე-და ვინ?
_არ მჯერა...-ამოვიბლუკუნე.
_ღვთის?
_რომ შენ „ის“ ხარ...
_მაშინ გაანათე ოთახი, მაგრამ გპირდები, რომ ჩემი სინათლეზე ხილვის შემდგომ მთელ ცხოვრებას საგიჟეთში გაატარებ ან... ან აქვე დაასრულებ სიცოცხლეს...
_მმ...-არ მომეწონა პერსპექტივა.-კარგი, ვთქვათ „ის“ ხარ... რატომ მოხვდი, რას მიპირებ?-ხმის კანკალით ვკითხე. გული ისევ ელვის სისწრაფით მიცემდა. კიდურებს ჯერ კიდევ ვერ ვიმორჩილებდი, მაგრამ ტვინი როგორღაც ახერხებდა აზრების სიტყვებად დალაგებას.
_არაფერს არ გიპირებ, უბრალოდ გესაუბრები...
_მესაუბრები და მეტი არაფერი?-ისტერია გაერია ჩემ ხმაში.
_ჰო...-უცებ ძალიან თბილი გაუხდა ხმა. თბილი და მშვიდი.
_ასე...ასე ხშირად ხდება? ადამიანებთან ხშირად მიდიხარ?
_არა. ასე პირველად ხება,-ასეთი ტკბილი ხმა სიცოცხლეში არ მომესმინა.
_და რა მისია გაკისრია?
_ყოველ მოვლენას, ყოველ წვრილმანს მტკივნეულად განიცდი. მეგობარი არ გყავს. არც სხვა სულიერი ახლობელი. შენს სულს და ფიქრებს შენთვისვე მალავ, არავის ანახებ და სწორედ ამიტომ ვარ აქ.
_რატომ შენ და არა...-იმ კითხვის დასმა დავაპირე, რაც აზრად მომივიდა.
_ანგელოზი?-აღარ დამამთავრებინა ისე მიმიხვდა. თავი დავუქნიე.
_წარმოგიდგენია მოუყვე შენი ცოდვილი აზრები და განცდები სიწმინდის განსახიერებას? ის შენ გიცავს... მაგრამ დანარჩენი... დამიჯერე, ჩემთან უფრო გაგიადვილდება... ოდესღაც მეც ხომ ცოდვილი ადამიანი ვიყავი...-მისმა ამ საოცარმა ხმამ თითქმის სულ მომიხსნა შიში.
_შენ ადამიანი იყავი?-გაოცებულმა გავბედე მეკითხა.
_ჰო.
_მერე, როგორ... რანაირად...
_მაგას სხვა დროს მოგიყვები.
_ეგ სასჯელია?
_მიხვედრილი ხარ.
_და რის გამო დაგსაჯეს მასე?
_ამასაც სხვა დროს მოგიყვები. ახლა შეგიძლია დაწვე და დაიძინო. ხვალ ისევ მიხილავ...-და გაქრა. უეცრად ყველა სანთელი აინთო და ოთახი ერთიანად განათდა.
არ ვიცი რამდენ ხანს ვუყურებდი მას მერე იმ ადგილს, სადაც „ის“ იდგა. მხოლოდ კარგა ხანს გახევების შემდეგ მოვახერხე ადგომა და საწოლზე ჩამოჯდომა. სულს, გულს, სხეულს მითუთქავდა იმაზე ფიქრი, რომ მე თვით ეშმაკს ველაპარაკე. მკლავები დავიჩქმიტე, ფეხების, მაგრამ არადა არ მეღვიძებოდა. მთელი ღამე თვალებდაჭყეტილი ვიჯექი საწოლზე და ისევ იმ ადგილს ვუყურებდი. აბსოლუტურად შოკირებული ვიყავი. მეშინოდა, რომ ყოველ წამს შეიძლებოდა გამოჩენილიყო ისევ, მაგრამ იმ ღამეს ჩემს საძინებელში შუქი აღარ ჩამქვრალა.



DiiiK♥თარიღი: შაბათი, 2011-01-22, 3:36 PM | შეტყობინება # 28
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ახალი თავიი! ახალი თავიი!!! (ფართი) biggrin biggrin biggrin
AnasteishA, რომ გითხრა შენგან ასეთი გასაიდუმლოებული ნაწარმოები მიკვირსთქო, მოგატყუებ biggrin შენ ისეთი განათლებული, ერუდირებული და ჩამოყალიბებული პიროვნება ხარ ფართო აზროვნებით, რომ დარწმუნებული ვარ ის, რასაც ჩვენ ვკითხულობთ ზღვაში წვეთია იმასთან, რაც შენ შეგიძლია და რასაც მომავალში მიაღწეევ :* happy
თუმცა სიუჯეტი იმდენად მიმზიდველი და საინტერესოა, რომ აქ გაოცება თავისდაუნებურად ჩნდება...
eXceptional, აჩრდილთან დაკავშირებით მეც გამიჩნდა მოსაზრება... და გეთანხმები, სახელიდან გამომდინარე არაა გასაკვირი, რომ ეს ეშმაკი იყოს (ევლი) biggrin მაგრამ ვნახოთ, ვნახოთ... ანის შემთხვევაში ყველანაირი ლოგიკა და ინტუიცია განიარაღებულია biggrin ასე როომ, ველი გაგრძელებაას!!! happy :*



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-01-22, 3:37 PM | შეტყობინება # 29
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
საკმაოდ მალე გაირკვა ვინცაა. მაგრამ მისტიკურობა აქ არ მთავრდება. ახალ-ახალი იდეები მებადება და მგონი ბოლომდე საინტერესო იქნება. მადლობა, რომ კითხულობთ...


soniaთარიღი: შაბათი, 2011-01-22, 3:42 PM | შეტყობინება # 30

118
5  +
25  ±
   ±
Offline
AnasteishA, me gadavwyvite isev chem nacad xerxs mivmarto da rom daasruleb mere shevafaseb shens axal fics, mara aqedanve darwmunebuli var rom umagresi iqneba snegurochka snegurochka snegurochka
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 27
  • 28
  • »
ძებნა: