ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 27
  • 28
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
კონტრა ეშმაკთან

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-20, 7:54 PM | შეტყობინება # 1
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

სახელწოდება:კონტრა* ეშმაკთან
ავტორი: AnasteishA
ბეტა: არ მყავს
დისკლეიმერი: გმირებზე საავტორო უფლებები მეკუთვნის მე
ჟანრი: მისტიკა, მელოდრამა, ფენტეზი
სტატუსი: წერის პროცესშია
სამარი: ეს არის ყველაზე უჩვეულო, ყველაზე უცნაური და განუმეორებელი სასიყვარულო ამბავი, რომელიც მე-18 საუკუნის განთიადზე მაღალი წრის ახალგაზრდა ქალბატონს გადახდა თავს. მის მერიენ სტრატფორდი ინგლისის პროვინციაში, ლორდის ოჯახში დაბადებული ქალიშვილია, რომელსაც დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და მას შემდეგ თავად გაუწია უმცროს დას დედობა. ლამაზ, უკარება, ჭკვიან, სერიოზულ, დამოუკიდებელ და ამავდროულად მგრძნობიარე, რომანტიკული სულის პატრონ მერიენს ცხოვრება დიდ განსაცდელს უმზადებს...

*კონტრა- ეს არის ცეკვა, რომელიც ინგლისში მე-17 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. იცეკვება ჯგუფებში

შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ხუთშაბათი, 2011-01-20, 7:58 PM

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-20, 7:58 PM | შეტყობინება # 2

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, vaimeee anii. rogor gamixarda, rom dadeee snegurochka snegurochka me jer ar velodi smile dzalian saintereso istoriaa, dasaxelebaze, rom agaraferi vtqvat. shen nawerebs yoveltvis ragac araordinaluri saxelebi aqvt xolme happy dzalian saintereso siujetia da darwmunebuli var dzalian kargad gewerebaa snegurochka me jer im winas ve shevelie biggrin biggrin
moutmenlad velodebi axal taavs happy snegurochka

bachia_bachia555თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-20, 8:01 PM | შეტყობინება # 3

206
19  +
33  ±
   ±
Offline
ra kargia ro weras iwyeb....axali nawarmoebi ra karqia...zalian mainteresebs smile snegurochka male dade axali tavi snegurochka

★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-20, 8:03 PM | შეტყობინება # 4
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, wow ani dzaan gamixarda rom happy deb dzaan saintereso chans da mainteresebs ra moxdeba aba velodebi axal tavs happy


Takoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-20, 8:05 PM | შეტყობინება # 5
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
aniii rogor miyvars es perioodii, darwmunebuli var rom arachvelebrivi iqnebaaa... vgijdebi aset siujetebze, tanac ra saxeli aqvss cool male dade male maleee!!! snegurochka snegurochka snegurochka snegurochka snegurochka


Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-20, 8:13 PM | შეტყობინება # 6
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

წერილი

„ძვირფასო ელიზა,

მე, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ არასწორად ვიქცევი, როცა გწერთ, მაგრამ რა ვქნა? თავს ვერ ვიკავებ. მე თქვენ ძალიან მენატრებით... მენატრებით გულით, გონებითა და სულით. ელიზა, ეს ისევ მოხდა! მე არ ვიცი სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი ან რა ბოლო შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არ მინდა, რომ ოდესმე დასრულდეს, გესმით? არ მინდა და ვხვდები, რომ უკვე ვგიჟდები.

სიყვარულით, მერიენი.“

კალამი დავდე და ფანჯარას გავხედე. აი, ისევ. ისევ დავწერე წერილი.
_მის მერიენ!-მოისმა ჩემი პირისფარეშის, სისის ხმა.
_აქ ვარ, სისი!-ვუპასუხე და გადაკეცილი წერილი საწერი მაგიდის უჯრაში ჩავმალე.
_მის მერიენ, ჯენკინსი მოვიდა, ამბობს, რომ თქვენ დაიბარეთ,-მომახსენა სისიმ.
_უთხარი, რომ აღარ მჭირდება,-პირისფარეში გაბრუნდა. მე კი წერილი ამოვიღე უჯრიდან და უნდა მომეკუჭა, რომ...-სისი! ჯენკინსს უთხარი, რომ ახლავე ჩამოვალ!-დავიძახე, ვიცოდი, რომ ჩემი სმენამახვილი მსახური აუცილებლად გაიგონებდა.
_დიახ, მის მერიენ!-მომესმა მისი პასუხიც. წერილი დავკეცე, ცვილით დავლუქე და სწრაფი ნაბიჯით დავტოვე ოთახი. დერეფანში გავედი, კიბეები ჩავიარე და სამზარეულოსკენ, მსახურთა შეკრების ადგილისკენ გავემართე. რა თქმა უნდა, ჯენკინსიც იქ დამხვდა.
_მის მერიენ!-მომესალმნენ მსახურები, ზოგიერთი რევერანსითაც.
_ჯენკინს!-მისალმების კილოთი მივმართე აგიზგიზებულ ბუხართან ატუზულ საშუალო სიმაღლისა და სიგანის, ჟღალწვერიან მსახურს, რომელსაც წოწოლა ქუდი ხელში ჩაებღუჯა და თვინიერი თვალებით მიყურებდა. ეს ჩემი ერთ-ერთი უერთგულესი მსახური, ტობიას ჯენკინსი იყო.
_დიახ, მის მერიენ,-კაცმა მორჩილად დახარა თავი. მუდამ უხერხულად ვგრძნობდი თავს, როცა ასაკით ჩემზე უფროსნი ასე მორჩილად მიხრიდნენ თავს, თუმცა ამ უხერხულობას იშვიათად ვიმჩნევდი.-მაპატიეთ, მოსვლა ცოტა შემაგვიანდა, მის ენს რომ ვასეირნებდი გუშინ, ეტლის თვალი ტალახში ჩავარდა, გაფუჭდა და...
_ჯენკინს, არაუშავს, საჩქარო არაფერია...-გავაწყვეტინე თავის მართლებით გართულს.-მომყევი,-მივმართე და კარისკენ გავემართე. გასუსული მსახურები ერთბაშად აბუტბუტდნენ.
_ისევ იქ აგზავნის...-გავიგე კატრინამ, ჩვენმა მზარეულმა, ჩემმა აღმზრდელმა ანუ ქალმა, ვინც გამზარდა და ამავდროულად უხუცესმა მსახურმა როგორ გადაულაპარაკა ვიღაცას. თანაც იცოდა, რომ გავიგონებდი და სწორედ ამიტომ თქვა. ყურადღება არ მიმიქცევია, ჰოლში გავედი, მთავარ კართან მივედი და გავჩერდი. დაველოდე ჯენკინსი როდის მომიახლოვდებოდა, შემდეგ კი დალუქული წერილი გავუწოდე და ჩუმად ვუთხარი:
_შენი იმედი მექნება, ჯენკინს,-ჯენკინსმა გაოცებით ამომხედა, ყოყმანობდა.
_მის, იქნებ... იქნებ, არ ღირს?
_ჯენკინს, მე ეს მჭირდება... გთხოვ,-არ ვიცი ჩემს თვალებში რა წაიკითხა, მაგრამ მეორე წამს წერილი უყოყმანოდ გამომართვა, თავი დამიკრა და კარი გამოაღო.
_ხომ გახსოვს...
_საიდუმლოა! მახსოვს, მის,-გამაწყვეტინა ჯენკისნმა და კარი გაიხურა.
ღრმად ჩავისუნთქე და კიბისკენ წავედი. ჩემს საძინებელში ავედი და ბოლთის ცემა დავიწყე. თითქოს ველოდი როდის დაბრუნდებოდა ჯენკინსი, თითქოს ველოდი, რომ პასუხს მომიტანდა. ეს ჩემი ავადმყოფობა იყო, ჩემი უცნაური აკვიატება. წერილებს ვწერდი მას, ვინც პასუხს არასდროს დამიბრუნებდა. არ ვიცი რამდენ ხანს დავდიოდი წინ და უკან, სანამ ამ საქმიანობას ვახშმის ზარის წკრიალი შემაწყვეტინებდა. ოთახი დავტოვე და დიდი კიბით ჩავედი დაბლა. სასადილოსკენ მიმავალს ერთ-ერთი მსახური, ელა წამომეწია.
_ელა, ჯენკინსი ხომ არ დაბრუნებულა?
_ჯერ არა, მის მერიენ. რომ დავბრუნდება გადავცე, რომ...
_არა, ნურაფერს გადასცემთ, არაა საჭირო,-სასწრაფოდ გავაწყვეტინე და სასადილოს კარები გავუღე, რომ შესულიყო, რადგან თვითონ უზარმაზარი თავდახურული სინი მიჰქონდა და კარის გაღებას ვერ შეძლებდა. ელამ გაკვირვებულმა შემომხედა, ყოველთვის ბატონს მოსდევს მსახური და არასოდეს პირიქით. უხერულად გავიღიმე და პირველი შევსხლტი ოთახში, სადაც მაგიდასთან უკვე ისხდნენ ოჯახის უფროსი ლორდი ჯორჯ სტრატფორდი და ჩემი უმცროსი და ენი.
_მერიენ, მინდა, შაბათისთვის ეპისკოპოსს გაუგზავნო მიწვევა. სთხოვე, ვახშმად გვეწვიოს და თუ ინებებს ღამითაც დარჩეს,-მითხრა მამამ შუა ვახშმის დროს. ეპისკოპოსი ლევანდერი, დედაჩემის კუზინა იყო, რომელსაც ზოგჯერ ვიპატიჟებდით ხოლმე ვახშმად. ამ ვახშმის ყველაზე უსიამოვნო ნაწილი, ეპისკოპოსის მქადაგებლური გამოსვლები იყო.
_კარგი, მამა,-აუღელვებლად ვუპასუხე.
_ენ, რატომ ხარ ჩუმად?-ახლა ენს მიუბრუნდა მამა.
_ლორდ სტრატფორდ, რა გინდათ, რომ მოგახსენოთ? საუკუნეა გთხოვთ, ლონდონში წასვლისას მეც თან წამიყვანოთ საყიდლებზე, თუმცა უშედეგოდ. აი, თქვენ ისევ მიდიხართ რამდენიმე დღეში, როგორც სანდო წყარომ მაცნობა,-თვალი ჩემსკენ გამოაპარა ენმა.-და არც კი გახსენდებათ, წამოსვლა შემომთავაზოთ!-გაბუტული ენის ნახვა, მართლაც რომ ღირდა.
_მერიენზე რას იტყვი? მარტო დავტოვოთ?-უკმაყოფილოდ მოიქუფრა მამა.
_მერიენიც წამოვიდეს!
_მერე რა მოხდა!-ერთდროულად ვთქვით მე და ენმა. ის გაჩუმდა, მე განვაგრძე.-მამა, როგორ ფიქრობ, ერთ კვირას დამოუკიდებლად ვერ გავძლებ?
_მერიენ, არ მინდა, რომ...
_მე კი შენს ადგილზე, ენის განაწყენებას მოვერიდებოდი!-ჯერ მამას ჩავუკარი თვალი ისე, რომ ენს არ დაენახა, შემდეგ ენისკენ შემოვბრუნდი და მასაც ჩავუკარი თვალი ჩუმად.
_ოჰ, კარგი...-დაგვნებდა მამა.
_ესეიგი, როდისთვის გავემზადო? იმდენი რამ მაქვს ჩასალაგებელი!-გამოცოცხლდა ენი, მაგრამ მამამ გააწყვეტინა.
_მეგონა იქიდან უნდა დაბრუნებულიყავი დატვირთული!-მე და მამას გაგვეცინა, ენი ისევ თავისას აგრძელებდა.
ვახშმის შემდეგ საძინებელში ავედი. თან სისი მომყვებოდა 5სანთლიანი შანდლით ხელში.
_დაბრუნდა?-ვკითხე ჩუმად, სანამ ოთახში შევიდოდით.
_დიახ, მის, დაბრუნდა,-მიპასუხა წყნარად. სისი კაბის გახდაში დამეხმარა, თმა დამიშალა და ვარცხნა დაიწყო, მაგრამ სავარცხელი გამოვართვი და თავად შევუდექი თმის ვარცხნას.
_სისი, გულახდილად მითხარი, როგორ ფიქრობ, გავგიჟდი?-სისიმ ერთხანს თვალებში მიყურა, ქვედა ტუჩზე იკბინა, შემდეგ ჩაჩი გაისწორა და მხოლოდ ამის მერე მიპასუხა:
_მის, მე მგონია, რომ თქვენ უბრალოდ ვინმესთან ურთიერთობა გჭირდებათ. რატომ არ დაუმეგობრდებით რომელიმე თქვენი ასაკის შესაფერის თქვენი წრის ქალს?
_კარგი კითხვაა, სისი, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ახლომახლო არავინაა ისეთი, ვინც ჩემს გაგებას შეძლებდა...-სევდიანად ვუპასუხე, სავარცხელი გადავდე და საწოლში ჩავწექი.
_სინათლე დაგიტოვოთ, მის?
_დიახ, თუ შეიძლება, თავად ჩავაქრობ.
სისი გავიდა. მე ფეხები გადმოვყავი საწოლიდან, წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი, სახელურს ჩავავლე ხელი და უნდა გამომეღო, რომ...
_არ გააღო, შეგცივდება...-გავიგონე ნაცნობი, თბილი, ხავერდოვანი ხმა და ადგილზე გავშეშდი. ის ისევ მოვიდა!




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ხუთშაბათი, 2011-01-20, 8:16 PM

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-20, 8:14 PM | შეტყობინება # 7
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
vaime jer axali tavi ar damidia da axal komentarebs ar velodi ase male... didi didi madlobaaa... ver movitmine da dges gamocda chavabare tu ara, chavujeqi mashinve


bachia_bachia555თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-20, 8:29 PM | შეტყობინება # 8

206
19  +
33  ±
   ±
Offline
vin movida? rato ici aset momentebshi gawyveta? rogor mainteresebs gagrzeleba:***

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-20, 8:35 PM | შეტყობინება # 9
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
dzaaaaaaaaan mixaria sayvarelo rom daiwyeeee =)))) dzaaaaan miyvars aseti ragaceebi , dzaan kai daswyisia da shemdeg tavs velodebiii :**** yochaaag :***


★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-20, 8:39 PM | შეტყობინება # 10
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dzaan magari iyo pirveli tavi momewona ra intrigani bavshvi xar .dzaan mainteresebs vin shemovida yochag dzaan dzaan magrad wer happy happy


------თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-20, 8:39 PM | შეტყობინება # 11
from porcelain, to ivory, to steel.
1183
49  +
   ±
Offline
ანა! რამაგარია რამაგარია! ძალიან მომწონს შენი სტილი! ძალიან კარგი სიტყვებით წერ და ეს სიუჟეტი ძალიან მიზიდავს! ყოჩაღ!
Quote (bachia_bachia555)
vin movida?

რა მიხვედრა უნდა, რომ ის მოვიდა, ვინც ამ მოთხრობაში ედვარდისეული პერსონაჟი იქნება biggrin happy

Takoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-20, 8:48 PM | შეტყობინება # 12
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
ვაიმე ანიი, ისეთ შეგრძნება მაქვს თითქოს რაიმე სერიოზული წიგნი დავიწყე. ჯერ ერთ მოქმდება ჩეს სავარელ პერიოდშ ხდება. საერთოდ ძველი დრო მიყვაარს. ძალიან საინტერესოდ დაგიწყია, ზედემტად საინტერესოდ. ნუ შენს წერასა და ნჭზე აღარ ვილაპარკებ, ამდნი ლაყბობის მოსმენა არ გესიამოვენბა biggrin მაგრამ როგორ არ შეიძლება აქ ამის აღნიშვნა რომ უძვირფასესი მარცვალი ღვივდება შენში (პრინციპშ რაღა ღვივდება) და ეს მარცვალი უკვე რომ კარგად გაიზარდა? biggrin უბრალოდ არ ვიცი, უდიდესი და უღრმესი მადლობა ამ ნაწამორებს რომ დებ.
დედა ამდენი ნიჭიერზე ნიჭიერი ხა;ლხი საიდან შემოიკრიბა ამ პატარა საიტზეე?
ანი! ძალიან მაგარი ხარ, უკვე პირველი თავით მოვიხიბლე და შემდეგი რა იქნებააა... surprised
იცი, რაღაც ისეთი გაქვს, აი როგორ ვთქვა, სხვანაირი biggrin
სხვათაშრის ვერაფრით ვიფიქრებდი რომ ეს მისტიკა იქნებოდა. ახლა ვნახე ფრჩხილებშ მინაწერი.
ნუ არ ვიცი, შენს ნიჭიერებას საზღვარი არ აქვს მოკლეედ, ყველა ჟანრშ 100 -იანი ხარ!



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'


შეტყობინება შეასწორა Tako - ხუთშაბათი, 2011-01-20, 9:11 PM

------თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-20, 8:51 PM | შეტყობინება # 13
from porcelain, to ivory, to steel.
1183
49  +
   ±
Offline
Quote (Tako)
ვაიმე ანიი, ისეთ შეგრძნება მაქვს თითქოს რაიმე სერიოზული წიგნი დავიწყე.

მეც ზუსტად ასეთი შეგრძნება დამეუფლა...ზუსტად ასეთი ემოცია მქონდა ”ქარწაღებული” რომ დავიწყე.
happy

DiiiK♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-20, 9:13 PM | შეტყობინება # 14
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
ოჰოჰოოოო!!! მეც აქ ვაარ!!! biggrin

Quote (eXceptional)
Quote (Tako)ვაიმე ანიი, ისეთ შეგრძნება მაქვს თითქოს რაიმე სერიოზული წიგნი დავიწყე. მეც ზუსტად ასეთი შეგრძნება დამეუფლა...

თქვენთან ვარ biggrin

სიაში შევიჭყიტე, რამე ახალი ხომ არ არის მეთქი და ბოლოს პოსტზე შემიჩერდა თვალი... biggrin
ვააიმეე... კიდევ კარგი, რომ შემიცერდა და არ გამომეპარაა!!!
ვაიმეეე!!! AnasteishA, ჩეემოო კარგოო!!! ძაალიან, ძაალიან დიდი მალდობაა, რომ ასეთ კარგ რაღაცას წეერ!
ჯერ ქუდი წავიკითხე და რომ დავინახე ეს

Quote (AnasteishA)
რომელიც მე-18 საუკუნის განთიადზე მაღალი წრის ახალგაზრდა ქალბატონს გადახდა თავს.

გული გამიჩერდაა!!! როოგორ მიყვაარს ამ სტილის ნაწარმოებები! ნამდვილი კლასიკაა happy
შემდეგ პირველი თავი წავიკითხე და მეეც ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორც თაკოს და ნიკას... თითქოს ცნობილი მწერლის ერთ-ერთი პოპულარული რომანი დამეწყოოს :* ამას და უფროო მეტს გისურვებ, ჩემო კარგოო!!! ძაალიან, ძაალიან მაგარ რაღაცას წეერს! (იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ შესანიშნავად წერ და გამართული წინადადებები და ა. შ. ეს ხომ უკვე გასაგებია :* )
აბა შენ იციი, ასე გააგრძელეე!!! მოუთმენლად ველი შემდეგ თავს!!!
ისე კი, როგორც გავიგე ელიზა არის მერიენის უფროსი მეგობარი?
ოოხ... ტყულად კიარ ხარ ინტრიგის დედოფალი biggrin

Quote (eXceptional)
რა მიხვედრა უნდა, რომ ის მოვიდა, ვინც ამ მოთხრობაში ედვარდისეული პერსონაჟი იქნება

კარგი შედარებაა biggrin biggrin biggrin



bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-20, 10:06 PM | შეტყობინება # 15

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, ვაიმეე!!! ანი, ძალიან მომეწონაა. მშვენიერი თავი იყო! აღარ ვიცი რა ვთქვა. თაკომ,ნიკამ და დიკომ უკვე ჩემს მაგივრად თქვეს ყველაფერი biggrin მართლაც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვინმე ცნობილი მწერილის წიგნს ვკითხულობდი. როგორ მაინტერესებს ვინ არის ელიზა? რატომ უგზავნის მერიენი წერილებს მას??? აქ რაღაც ამბავი იქნება ჩახლართული, მაგრამ რა?? ძალიან მაინტერესებს happy მითუმეტეს დამაინტრიგა შენმა ნაწერმა ამ მოთხრობაზე. შენი წინა ფიკის თემაში რომ დაწერე. რა უნდა იყოს აქ მისტიკა? ნუ, მოკლედ რა მომენტებში წყვეტ ხოლმე რააა dry ანიი, ძალიან ძალიან ნიჭიერი გოგონა ხარ!!! აბა შენ იცი. ასე გააგრძელეე snegurochka snegurochka
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 27
  • 28
  • »
ძებნა: