კონტრა ეშმაკთან
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2011-05-16, 5:06 PM | შეტყობინება # 391 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ტყვეობაში ორი კაცი ხის ძირში გვერდი-გვერდ იჯდა. მხრიდან წელამდე შეკოჭილნი და ხელებშეკრულნი ერთმანეთზე და მსხვილ ხეზე მიებათ. ორივე მკაცრი მზერით ათვალიერებდნენ მათ წინ მოფუსფუსე ავაზაკთა ბანდას. ტყე ყაჩაღთა საკუთრებას წარმოადგენდა. აქ ცხოვრობდნენ და „მოღვაწობდნენ“, მათი ტერიტორია იყო და წარმოიდგინეთ რა ბედში ჩავარდნენ, როცა ორ მშვენიერ ტაიჭზე ამხედრებული კაცი შემოვარდა მათ ტერიტორიაზე. მათი დაჭერა არ დასჭირვებიათ, ორივე გზაზე დაგებულ მახეში- ფოთლებით დაფარულ ღრმა ორმოში ჩავარდა. ორმოს ზემოდან ბადე ჰქონდა გადაფარებული და ზედ გავლისას ცხენებიანა ჩავარდნენ. ამოიყვანეს და დიდადაც გაიხარეს- ცხენებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ერთს ოქრო უპოვეს, მეორეს მშვენიერი საბრძოლო იარაღები და შემდეგ შებოჭილნი მიაბეს ხეზე. რას უპირებდნენ ჯერ არც ტყვეებმა იცოდნენ, არც თვითონ ქურდებმა. _რა საზიზღრობაა!-აღმოხდა ერთ-ერთ ტყვეს, ორმოში ჩავარდნის შემდეგ დასვრილ თეთრპერანგიანს. მეორე დახრილი თავი აწია და შეხედა როგორ ჭამდა სულელური (იმავდროულად საბრალო) შესახედაობის ყაჩაღი გარეული ტახის უმ ხორცს. _უარესიც მინახავს!-უპასუხა და მძულვარე მზერა შეავლო.-...და დამერწმუნე შენც ნახავ, როცა გაგვანთავისუფლებენ,-დაამატა მუქარით. _ჰო, ალბათ, მაგრამ მანამდე ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელ: ისინი ცოცხლებს არ გაგვიშვებენ,-ყაჩაღებს ანიშნა მან.-განთავისუფლებაზე თავად უნდა ვიფიქროთ. _ჩემგან ნურაფრის იმედი გექნება ცხელი ტყვიის გარდა!-გააფრთხილა ველური შესახედაობის ტყვემ. _ეგეც რაღაცას ნიშნავს. ოღონდ აჯობებს, თუ მაგ ტყვიას მათკენ მიმართავ... ჯერ-ჯერობით მაინც!-მათგან ოდნავ მოშორებით დაყრილ იარაღზე ანიშნა კეთილშობილსახიანმა. ველურმა გამომცდელად შეხედა და ბოლოს უპასუხა: _მხოლოდ ჯერ-ჯერობით, მაგრამ გაქცევას რატომ ცდილობ არ მესმის? ხელში იარაღს ვიგრძნობ თუ არა, სიცოცხლეს გამოგასალმებ. _ძალიანაც ნუ იჩქარებ! სანამ სამშვიდობოს გავალთ მანამდე რომ მესროლო, ისევ ამათ ჩაუვარდები. მე უკეთესი იდეა მაქვს! ამათ თავს რომ დავაღწევთ, დუელი გავმართოთ, იარაღს და დისტანციას შენ აირჩევ. შენ ხომ არ გინდა მორჩილად მდგომს მესროლო ვერაგულად?-ველურსახიანი სიფიცხემ შეიპყრო და ისეთი მზერით შეხედა, რომ შეძლებოდა მზერით გააცამტვერებდა. _ჩემთვის სულერთია მორჩილად მდგომი იქნები თუ არა, ჩემთვის მთავარია შენი გულისცემა გავაჩერო,-ველურისსახიანის გულახდილობამ ჩააფიქრა მეორე. ჰო, მან იცოდა, რომ ის მართალი იყო, მაგრამ სიცოცხლე ასე იოლად არ ეთმობოდა, ბოლოსდაბოლოს, იმისთვის ხომ არ დაბრუნებულა, რომ ხელმეორედ ასე სულელურად მომკვდარიყო. გულწრფელად რომ ეთქვა, თვლიდა, რომ გამოისყიდა დანაშაული იქ ყოფნით, საიდანაც არ ბრუნდებიან, ღმერთმა კი მეორე შანსი მისცა და რა უფლება ჰქონდა მას, უბრალოდ მოკვდავს აღემართა ხელი? მალე დაღამდა. ყაჩაღებმა ღრეობა გამართეს და ტყვეთა დაცინვა დაიწყეს, რომელნიც, რა თქმა უნდა, ამას იოტისოდენა ყურადღებასაც არ აქცევდნენ. მათ პირიქით აწყობდათ ყაჩაღთა დათრობა, ასე უფრო გაუიოლდეობოდათ გაქცევა. შუაღამეს რომ გადასცილდა, როგორც იქნა ყველა შევიდა კარავში, 2-ნი კი ხეზე მოწყობილ საგუშაგოებზე ავიდნენ, როგორც აღმოჩნდა, დასაძინებლად. _მგონი დროა!-დაიჩურჩულა დენიელმა. _ჰოო? და რისი დრო? ვერცერთი მთვრალის ლაპარაკით გაბრუება ვერ მოახერხე, რომ დანა, რომელსაც ყველა ათამაშებდა ხელში, შემთხვევით დავარდნოდათ. ხის ამოძირკვას აპირებ?-დამცინავად უპასუხა მორგანმა. _ჰმ... ვერ მოვახერხე...-ჩაეცინა დენიელს და ხელების აქტიური მოქმედება დაიწყო. კბილებს კრეჭდა სიმწრისგან. თოკი სქელი იყო და მისი გადაჭრა უძნელდებოდა, მაგრამ ბოლოსდაბოლოს თოკი ხახუნისგან გაწყდა. დენიელმა თავი გაინთავისუფლა და ფეხზე წამოდგა. _ჰმ... ასეც ვიცოდი, ისევ ეშმაკობით მჯობნი! წადი, გაიქეცი, ლაჩარო! მაგრამ იცოდე, დრო გავა და მაინც გიპოვი!-სიმწრის ღიმილით უთხრა მორგანმა. დენიელს გაეცინა, ხეს შემოუარა და თოკები გადაუჭრა თავის მტერს. მორგანი თვალებს არ უჯერებდა. ისიც ფეხზე წამოდგა ხელების სრესვით და გაკვირვებული მზერით მიაჩერდა დენიელს. _დუელი შედგება, რახან ასე ძალიან გინდა! მანამდე კი აქაურობას გავეცალოთ..-სიტყვა დამთავრებული არ ქონდა, ერთ-ერთი კარვიდან გამოლენჩებული სიფათით გამოვიდა კაცი. დენიელი და მორგანი ადგილზე გაშეშდნენ. ღიპიანი კაცი ღიღინ-ღიღინით წავიდა და სულ მალე საიდანღაც წყლის ჩხრიალის ხმა მოესმათ. ერთმანეთს დამცინავი მზერით გადახედეს და იქით გაემართნენ, საიდანაც ცხენების ფრუტუნის ხმა ისმოდა. ცხენები შემოღობილში იყვნენ, უნაგირებიც იქვე ელაგა. სწრაფად შეკაზმეს ცხენები, იქვე დაწყობილი იარაღებიდან დენიელმა კარაბინი, მორგანმა კი მშვილდ-ისარი, ორი დანა, ლამაზტარიანი ხმალი, კარაბინი და ხანჯალი აიღო, ცხენებს მოახტნენ და გაჰქუსლეს. საგუშაგოებს რომ ჩაუქროლეს, ერთ-ერთმა გუშაგმა შენიშნა ისინი და ყვირილი ატეხა. დენიელმა შენიშნა როგორ მოზიდა მან მშვილდი და ის იყო მორგანს ბეჭს გაუხვრეტდა, რომ კარაბინი დაუმიზნა, ბათქი გაისმა და გუშაგი ჩაიკეცა. მორგანმა გაოცებული მზერა შეავლო დენიელს: _გმადლობ, მაგრამ ნამდვილი გამოლენჩებული იდიოტი ხარ! ახლა ხომ ყველას გაეღვიძებათ? _კარგი, შემდგომში ჩურჩულით გაგაფრთხილებ, რომ გიმიზნებენ, როცა უკვე მხარში გექნება ისარი! _ჰმ, 500მ და ზუსტი მორტყმა? მემგონი დუელს გადავიფიქრებ...-დენიელს ჩაეცინა და ჭენება განაგრძო, თან კაცების აღშფოთებული ყვირილი და ლანძღვა-გინება მიაცილებდათ. როცა ავბედითი ტყე რამდენიმე მილით ჩამოიტოვეს და სამშვიდობოს გამოვიდნენ, გახურებული ცხენები ნელ-ნელა გადაიყვანეს თოხარიკზე. _გთავაზობ ვინჩესტერში დავბრუნდეთ და იქ გავმართოთ დუელი, ან შეგვიძლია კარაბინებით...-წამოიწყო დენიელმა. _არა, დავბრუნდეთ,-გააწყვეტინა მორგანმა. _კარგი. როგორც გითხარი იარაღსაც და დისტანციასაც შენ ირჩევ, მაგრამ სანამ ჩემს სისხლს დაღვრი, და მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იზამ, მინდა დაუჯერებელი ამბავი მოგიყვე,-მორგანს არცთუ ისე დიდი ინტერესი ეტყობოდა, მაგრამ რადგან უკმეხი კომენტარით არ გააწყვეტინა, ე.ი. შეეძლო მოეყოლა.-მორგან, მე სრულიად მესმის შენი და არ მიკვირს, რომ ჩემი სისხლი გწყურია, მაგრამ შენ ერთი რამ არ იცი- მე ერთხელ უკვე მოვკვდი... ნამდვილი სიკვდილით. შენი მშობლების დაქირავებულმა ხალხმა მომკლა. სწორედ ამიტომაა, რომ მე ისევ ისეთი გარეგნობა მაქვს, როგორც იმ დროს, როცა...-დენიელმა ტუჩზე იკბინა და განაგრძო.-მე უკვე გამოვისყიდე დანაშაული და ღმერთმა მაპატია. თუ თვლი, რომ ღვთის სამართალზე მაღლა დგას შენი სამართალი, მე თანახმა ვარ დუელზე. ყველაფერი შენი გადასაწყვეტია. _კაცებს შორის ლაპარაკზე უკეთ ტყვია წყვეტს საკითხს, რა საჭიროა ამდენი ლაქლაქი?-მკვახედ თქვა მორგანმა და გაჩუმდა. რამდენიმე წუთი გავიდა, სანამ ლაპარაკს გააგრძელებდა.-მაგრამ ერთი რამ მაოცებს,-თქვა უცებ მან.-შენ არ გავხარ იმ კაცს, ვინც ჩემი ოჯახი გააუბედურა. სულ სხვანაირი წარმომედგინე. ახლა კი.. ახლა კი აღარ ვიცი მინდა თუ არა შენი მოკვლა. _რა თქმა უნდა, გინდა! შენ ხომ მთელი სიცოცხლე ჩემ ძებნას შესწირე? _ჰო, ამ ძებნაში შევიძინე და დავკარგე საყვარელი ქალი. ჩემი ახირების გამო მიმატოვა მან. იმ წყეული გემის ჩაძირვის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ გადარჩი. მთელი უელსი შემოვიარე, მაგრამ შენ კვალს ვერსად მივაგენი. ამდენწლიანი წვალების შემდეგ ძლივს მოგაგენი და ახლა... წარმოგიდგენია? შენგან სიცოცხლით ვარ დავალებული! რატომ გამიხსენი ხელები?-ჯიქურ ჰკითხა დენიელს. _და შენ რატომ არ მორთე ყვირილი, როცა დაინახე, რომ თავი გავინთავისუფლე? შენ ხომ გეგონა, რომ თავს ვუშველიდი და ისევ დაგემალებოდი? _სხვის საქმეში არასდროს არ ვერევი. რატომ უნდა დავხმარებოდი მათ? თავზე ხელს გადამისვამდნენ და შენი დაჭერით გახარებულნი მე გამიშვებდნენ? არამგონია. _მე კი მიცემული პირობის შესრულება ვისწავლე. ვისწავლე, რომ ბედისწერას, რომელსაც ღმერთი ადგენს, ვერსად გავექცევი და სადაც არ უნდა დაგემალო, ყველაზე მოულოდნელ წამს მიპოვის სიკვდილი. აჯობებს გაბედულად შევხვდე და თვალებში ჩავხედო, თუ ღმერთი ასე ინებებს, მის ნებას მე ვერ შევეწინააღმდეგები. ალბათ იმიტომაც გავრბოდი, რომ ვიცოდი- დალაპარაკების საშუალება არ მომეცემოდა, ჩემი დანახვისთანავე დამაჭედებდი შუბლში ტყვიას. _ცდები! მე შენ წამებით სიკვდილს ვგეგმავდი. უბრალოდ მოკვლა რომ მდომოდა, იმ საიდუმლო ოთახიდან გავარდი თუ არა გარეთ, ცხენით გაქცეულსვე დაგადევნებდი ტყვიას, მაგრამ მე შენი შეპყრობა მქონდა განზრახული. _ახლა არსად გაქცევას არ ვაპირებ...-უთხრა დენიელმა და ცხენს აღვირი მოჰქაჩა, რადგან მორგანი ჩამორჩა. მობრუნებულმა დენიელმა დაინახა, რომ ის ცხენიდან ჩამოსულიყო და გაკვირვებულმა მოხედა. _წადი და ჩემი ბანდის წევრებს უთხარი, რომ აქ ველოდები,-დენიელი ჯერ კიდევ გაოცებული უყურებდა.-არ მინდა დუელი. შენ მე გადამარჩინე იმ ყაჩაღის ისრისგან, როგორც გატყობ, ძველ ცხოვრებასაც აღარ აგრძელებ და სხვანაირად აზროვნებ. თანაც ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურები. ალბათ საჭიროა იცოცხლო. ღვთის ნებაში არ ჩავერევი,- დენიელმა მხრები აიჩეჩა. _მე არ ვიცი რა სურს უფალს, მაგრამ ეს შენი გადაწყვეტილებაა. მშვიდობით იყავი! შენს მეგობრებს გადავცემ დანაბარებს!-უთხრა დენიელმა და სადავე მიუშვა, რომ ცხენი წასულიყო. შემდეგ მკვეთრად დაიხარა, რომ ერთგული ცხენისთვის ყურში ეჩურჩულა: _გაგონილი მქონდა, რომ მთლად დალაგებული ვერ იყო, მაგრამ ასე თუ უბერავდა არ მეგონა...- მაგრამ სანამ რამის სათქმელად პირს დააღებდა რაღაცამ გაიწუილა. დენიელი წელში გასწორდა და უკან მოიხედა: _ჯანდაბა! ბედი გქონია!-დაუძახა მორგანმა და მშვილდი დაუშვა.-სისულელეა ეგ ყველაფერი! უბრალოდ ბედი გწყალობს! ახლა წადი, მაგრამ ოდესმე თუ გადავეყარეთ ერთმანეთს, დუელი შედგება! იარაღს და დისტანციას მე ვირჩევ! დენიელმა ამის ნდობა არ შეიძლებაო და მთელი დატვირთვით გააჭენა ცხენი.
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - ორშაბათი, 2011-05-16, 5:07 PM | |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2011-05-16, 11:08 PM | შეტყობინება # 393 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| პიტერის და სისის ქორწილი დილიდანვე სისის დავტრიალებდით თავს ყველა, მეც კი. ჩემი მარგალიტის საყურეები ვაჩუქე, რომელიც მის საქორწინო კაბას მშვენივრად ეხამებოდა. სისის თმაგაჭაღარებულ და სახედაღარულ მამას, რომელსაც ქალიშვილი საკურთხევლამდე უნდა მიეცილებინა, მამას ძველი ფრაკი ვაჩუქე, რომ თავისი ღარიბული ტანსაცმლით არ დასჭირვებოდა ცერემონიალში მონაწილეობის მიღება. სულ ცოტა დრო რომ დარჩა პატარძლის ეკლესიაში წასვლამდე, მე და ენი გავუყევით გზას. დღეს ყველაფერი პირიქით იყო- ეტლი სისის დავუთმეთ. არაფერი მოგვივიდოდა თუ ფეხით მივიდოდით ეკლესიამდე. მშვენიერი ამინდი იყო და მზე სასიამოვნოდ კაშკაშებდა. ენი ელაზე მეჭორავებოდა, რომელმაც ყველაფრის მიუხედავად გაბედა და (ენმა კატრინასა და სისისგან გაიგო მომხდარის შესახებ, რადგან იმ დროს ის თავის საძინებელში იჯდა და კაბას არჩევდა ქორწილისთვის) მოვიდა, რომ სისისთვის გათხოვება მიელოცა. სისიმ მილოცვა ცივად მიიღო და სიტყვაც არ დასცდენია ქორწილში მიწვევის შესახებ. ეკლესიამდეც მივაღწიეთ და მორთულ შენობაში შევედით. რიგებს შორის ყვავილებით სისის დებს გაეფორმებინათ ეკლესია. აბატი ჰარვუდი სადღესასწაულო ანაფორაში გამოწყობილიყო და საკურთხეველთან მდგარ ანერვიულებულ სიძეს ესაუბრებოდა. ეკლესია და მისი ეზო სოფლელი გლეხების ოჯახებით იყო სავსე, ყველა ზეიმობდა პიტერისა და სისის ქორწილს. Marrion J. Stratford ის იყო მე და ენმა ადგილები დავიკავეთ, რომ უილიამისა და დენიელის საუბრის ხმა მომესმა და მოვიხედე. _დენიელ,-წარმოვთქვი ღიმილით და მის მოახლოებას დაველოდე. ალბათ თავის სახელს მოკრა ყური, რადგან მაშინვე შემომხედა, თვალი ჩამიკრა და თბილად გამიღიმა. რომ მოგვიახლოვდნენ წამოვდექი და თავის დაკვრით მივესალმე ორივეს. ენმა ახლაღა შენიშნა ისინი, მიესალმა და უილიამთან ერთად გავიდა გარეთ სასიერნოდ, რათა დრო გაეყვანათ პატარძლის მოსვლამდე. _ხომ არ ღელავ?-სიცილით მკითხა დენიელმა. _ამჯერად პატარძალი მე არ ვარ. _ამჯერად...-სიტყვაზე დამიჭირა დენიელმა. _მიყვარხარ... არც კი მჯერა, რომ ასე იოლად დაგანებეს თავი იმ...-შესაფერისი სიტყვა ვერ ვიპოვე და გავჩუმდი. _მე კი მგონია, რომც მოვეკალი, კიდევ ერთხელ დავბრუნდებოდი შენთვის...-მითხრა ხავერდოვანი ხმით და თმა გადამიწია შუბლიდან. სწორედ ამ დროს ორღანზე საქორწინო მარში გაისმა და მე და დენიელმა ადგილები დავიკავეთ. კარისკენ რომ შევბრუნდით, დავინახე როგორ შემოსხლტნენ სახეაწითლებული ენი და უილიამი და სადღაც უკანა რიგში ჩასხდნენ. გამოჩნდა თეთრკაბიანი და თეთრთაიგულიანი სისი, რომელსაც ბედნიერებისგან გაბადრულ სახეს პირბადეც კი ვერ უფარავდა. პირდაპირ ასხივებდა სითბოსა და სიხარულს. საკურთხევლის წინ, ტრადიციის თანახმად, პატარძლის მამამ მომავალ სიძეს ქალიშვილის ხელი ხელში ჩაუდო. პიტერმა თბილად გაუღიმა მომავალ ცოლს და ცერემონიალი დაიწყო. ყველაფერმა წესისა და რიგის მიხედვით ჩაიარა. ხალხი მიაწყდა წყვილს მისალოცად, თუმცა მე დავიძარი თუ არა მათკენ, ყველა გაიწ-გამოიწია და გზა დამითმო. _გილოცავთ, სისი, პიტერ. დიდ ბედნიერებას გისურვებთ! ორივენი იმსახურებთ ამას. დაე, გიყვარდეთ და უერთგულოთ ერთმანეთს, ვიდრე სიკვდილი არ დაგაშორებთ,-ვუთხარი და ორივე გადავკოცნე. ახლა ჩემი სიურპრიზის ჯერი იყო, მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ახალი სახლი ჰქონდათ. ყველანი ერთად დავიძარით მისკენ, სახლი იქვე იყო. სოფელში ყველამ იცოდა, პიტერი და სისი კი ბოლოები გაიგებდნენ. სახლთან მივედით, კარი შევაღე და წყვილს, რომელიც დაბნეული უყურებდა ერთმანეთს და სახლს ვუთხარი: _პირველები თქვენ უნდა შეხვიდეთ თქვენს ახალ ბუდეში...-ორივემ გაოცებულმა შემომხედა.-ეს სახლი თქვენია! საქორწინო საჩუქარი ჩემი ოჯახისგან! _მის, არ მჯერა! ჩვენ... ეს... თქვენ... არა, ამ საჩუქარს ვერ მივიღებთ!-დაბნეული ლაპარაკობდა პიტერი და ხან სისის, ხან მე მიყურებდა. _მიიღებთ და მერე როგორ! ეს სახლი თქვენთვის აშენდა და თქვენ გეკუთვნით! სწორედ ამიტომ მინდოდა ამ დღემდე დამთავრებულიყო მშენებლობა,-აცრემლებული სისი გადამეხვია და სლუკუნით რაღაცეების ბუტბუტი დაიწყო, ალბათ მადლობას მიხდიდა. სახლის წინ სისის დედას, კატრინასა და სხვა ქალებს სუფრები გაეშალათ და მუსიკოსები მოეწვიათ. მხიარულება დაიწყო! ყველა იცინოდა, ხუმრობდა, ოხუნჯობდა, სვამდა, მღეროდა, ცეკვავდა. ბედნიერი ნეფე-დედოფალი ცეკვას არ წყვეტდა. რაღაც მომენტში, როცა სისის ტობიასი ეცეკვებოდა, დენიელი კი პუნშის მოსატანად წავიდა, პიტერი მომიახლოვდა და მითხრა: _არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ, მის. ძალიან დიდ გულისხმიერებას იჩენთ ჩვენს მიმართ. მე... მე ხელახლა შემიყვარდებოდით, უკვე რომ არ მიყვარდეთ. ნურაფერს მეტყვით, ვიცი, თავხედობას ვიჩენ თქვენ, ქალბატონს მე, უბრალოდ გლეხი ამას რომ გიბედავთ და ალბათ სისისაც შეურაცხვყოფ, ერთი დღეც არ გასულა, რაც ცოლად შევირთე, მაგრამ მინდოდა ეს გცოდნოდა. მე თქვენ გაღმერთებთ და მზად ვარ მთელი სიცოცხლე გეთაყვანოთ, მაგრამ ჩემი გრძნობებით თავს არ მოგაბეზრებთ. მთელ ძალისხმევას მივმართავ, რომ სისი გავაბედნიერო, მას ხომ ასე ძლიერ ვუყვარვარ. ჩემებურად მეც მიყვარს, რადგან მასში ახლობელს ვხედავ და ვფიქრობ კარგად შევეწყობით. ჩემი დარდი ნუ გექნებათ, თქვენი სიყვარული მტკივნეული სულაც არ არის. მთავარია სისიმ არ იგრძნოს ეს. სითბოს და მზრუნველობას არ მოვაკლებ. თქვენ კი თუ რაიმეთი თქვენს დახმარებას შევძლებ ოდესმე, თქვენს სამსახურში მიგულეთ. _შენ... ჩვენი მამულიდან მიდიხარ, პიტერ?-ძლივს წარმოვთქვი მისი საუბრით გაოგნებულმა. _დიახ. _შენ მაინც ჩემ მეგობრად დარჩები. _გმადლობთ, მის. მგონი კიდევ ვაპირებდი რაღაცის თქმას, მაგრამ უცებ ვიგრძენი, რომ ყველა ერთბაშად გაჩუმდა, მუსიკაც შეწყდა და ყველას მზერა ახალმოსულისკენ მიიმართა. მეც გავიხედე და საავდრო ღრუბელივით მოქუფრულსახიანი ეპისკოპოსი ლევენდერი დავინახე. დენიელს მისთვის თვალი არ მოუშორებია ისე დაიძრა და ჩემთან ახლოს დადგა. ეპისკოპოსმა ყოველგვარი მისალმების ან ნეფე-პატარძლისთვის მილოცვის გარეშე მომმართა: _მერიენ სტრატფორდ! თქვენთან სალაპარაკო მაქვს!-მე და დენიელმა ერთმანეთს გადავხედეთ, მისი არ ვიცი, მე კი დამზაფრა ეპისკოპოსის გაბრაზებულმა ხმამ. ორივენი მისკენ გავემართეთ, დენიელმა გასეირნება შესთავაზა, რომ მოზეიმე ხალხს მოვშორებოდით. კარგა მანძილი რომ გავიარეთ, ეპისკოპოსი გაჩერდა და მოგვიბრუნდა. _ღმერთი არასდროს გაპატიებს ამ საქციელს. საეკლესიო პირის მოტყუება! ეს გაუგონარი ცოდვაა!-ამიხსნა მან. _თქვენო უწმინდესობავ...-წამოვიწყე ლოყებშეფაკლულმა. _სადაა დაპირებული ქონება?-მკითხა მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. _მე ხომ არ წავსულვარ სენტ ბართლომეში? _მით უარესი! მონაზვნობა გადაიფიქრე და გადაწყვიტე, რომ მონასტრისთვის ქონების შეწირვა აღარ იყო საჭირო? პირიქით! ახლა უფრო მეტად სჭირდება შენს სულს შველა. _ამით რისი თქმა გინდათ?-შუბლი შეეჭმუხნა დენიელს. _იმის, ჩემო ბიჭო,-უცებ დაუტკბა ხმა ეპისკოპოსს.-რომ მის სტრატფორდს თუ არ სურს სული წაიწყმიდოს და შეჩვენებულ იქნას, დანაპირები ქონება უნდა შესწიროს ჩემს მონასტერს,-მისმა თავხედობამ პირდაპირ გამაოგნა. არც დენიელი იყო უკეთეს დღეში. _კი, მაგრამ როგორ... რას... ვერ დამიჯერებია...-აღმოხდა მას. მე საერთოდ ვერ ვიღებდი ხმას. _სწორედ ასე. შეჩვენებულს არავინ ეკარება, წყალსაც კი არავინ მოგაწვდის წყურვილით რომ იხრჩობოდე,-მითხრა არხეინად.-იგივე ელის მას, ვინც შენს ცოლად მოყვანას გაბედავს,-ახლა დენიელს მიუბრუნდა. მე უკვე ყელამდე ვიყავი ეპისკოპოსის დათაფლული ხმით და სასწრაფოდ ვუთხარი: _თვენ მიიღებთ თქვენს ქონებას! რამდენიმე დღეში მამა დაბრუნდება და ყველაფერს მიიღებთ! მშვიდობით ბრძანდებოდეთ,-და ზურგი ვაქციე. გახარებულმა ეპისკოპოსმა მოგვაძახა: _ღმერთმა დაგლოცოს, შვილო ჩემო!-მე დავიჯღანე და თავი შევიკავე, რომ არ მივტრიალებულიყავი და ჩემი ფეხსაცმლის ქუსლი არ მერტყა იმ სატანურ სახეში. _მერიენ, სულელური საქციელი იყო! არ უნდა დაგეთმო! იმ სულელ ბებერს ადვილად გავაცურებდით!-გვერდით მომდევდა დენიელი. _არა, არ მინდა რამე სადავო ან საერთოდ რაიმე საქმე მქონდეს მაგ „სიწმინდის განსახიერებასთან“! _ეს შენი ქონებაა და რასაც გინდა იმას უზამ, ოღონდ მითხარი, რომ ამაზე არ ინერვიულებ! _რა თქმა უნდა, არ ვინერვიულებ. ვიცეკვოთ?-შევთავაზე. მან თავი დამიქნია და მუსიკოსებისკენ გაემართა. სულ მალე კონტრა-ცეკვის ჰანგებმა გაიჟღერა. ხალხი მოეწყო საცეკვაოდ. მე და დენიელი ერთმანეთის პირისპირ დავდექით. მთელი ცეკვის განმავლობაში თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და მუსიკას რიტმულად ვყვებოდით. მსიამოვნებდა ეს ცეკვა ეს მუსიკა, ეს გარემო, დენიელი, მისი სიყვარული და მისი სუნთქვა, როცა განსაკუთრებით მიახლოებულს მეცემოდა სახეზე. რეალურად მე ეშმაკთან ვცეკვავდი კონტრას, ეშმაკთან, რომელმაც ადამიანობისას ჩაიდინა დიდი ცოდვა, მოკვდა, ეშმაკად გარდაიქმნა, თავი შემაყვარა და შემდეგ ადამიანად დაუბრუნდა ქვეყნიერებას. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ის ეშმაკი იყო თუ კაცი, კაცი თუ ეშმაკი, ალბათ ორივე ერთად იყო, მაგრამ მნიშვნელობა მხოლოდ იმას ჰქონდა, რომ მთელი გულით მიყვარდა და მისგანაც ზუსტად იმავეს ვგრძნობდი. ეს არ იყო უბრალოდ ცეკვა. ეს საოცრად სასიამოვნო კონტრა იყო, ყოველგვარი ნიღბების, საიდუმლოებების, ფარისევლობის, ეჭვების გარეშე. მთელი ჩვენი ურთიერთობა ხომ კონტრას გავდა- ხან ვშორდებოდით ერთმანეთს, ხან ვუახლოვდებოდით, საბოლოოდ კი ერთმანეთს ძალიან მიახლოებულებმა დავამთავრეთ ცეკვა. ეს იყო მომავლის იმედების, სიყვარულის, სითბოს, მზრუნველობის, მუდამ ერთად ყოფნის სიხარულის კონტრა. ამავდროულად ეს უკანასკნელი ცეკვა იყო... უკანასკნელი კონტრა ეშმაკთან, რადგან... (იმ ღამეს ტობიას ჯენკინსის ქალიშვილი დაიბადა, რომელსაც მერიენი უწოდეს ჩემს საპატივცემულოდ).
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2011-05-16, 11:13 PM | შეტყობინება # 394 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ეპილოგი ბედნიერი ოჯახი რადგან მერიენისა და დენიელის ცხოვრება ისე არ წარიმართა, როგორც ბევრი იმედოვნებდა. ქორწილის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. მისტერ სტრატფორდი სახლში დაბრუნდა და ერთ-ერთმა ქალიშვილმა ქონების განაწილება მოსთხოვა. მიზეზად დაუფარავად დაუსახელა ეპისკოპოსის მოთხოვნა. ლორდმა იჩხუბა, იყვირა და ეპისკოპოსის სასწრაფოდ მოწვევა განიზრახა, მაგრამ მერიენმა გადაარწმუნა და მისტერ სტრატფორდმა თავის უერთგულეს მსახურს- ჯონ ჰერსტს უხმო, თუმცა სულ ტყუილად. ეს უკანასკნელი თავისი ბატონის მთელი ოქროიანად გაქცეულიყო რამდენიმე დღის წინ, ეს კი არავისაც არ შეუმჩნევია. მისტერ სტრატფორდი საგონებელში ჩავარდა. მერიენი უარეს დღეში იყო. ბოლოს, როცა მისტერ ჯორჯს ლაპარაკის უნარი დაუბრუნდა, ქალიშვილს უცნაური რამ უთხრა, რომ ეს ამბავი დიდად გასაკვირი არაა და თითქოს ელოდა კიდეც ამას. გაირკვა, რომ კაცი, რომელთან ურთიერთობასაც მერიენი უშლიდა საყვარელ მეგობარს (მერიენმა მხოლოდ ის იცოდა, რომ ელიზას შეყვარებული მდაბიო წარმოშობის იყო, სწორედ ამიტომ უკრძალავდა მასთან ურთიერთობას, ვინაობას კი ელიზა არ უმხელდა) და ვის გამოც ელიზამ თავი მოიკლა, ჯონ ჰერსტი იყო! რომელმაც დრო იხელთა და შური იძია საყვარელი ადამიანის მკვლელზე, მერიენ სტრატფორდზე და მისი ქონება თან გაიყოლა! სტრატფორდები ფაქტიურად გაკოტრდნენ! მათ ისღა დარჩენოდათ მიწები გაეყიდათ და ასე ერჩინათ თავი. მერიენმა თავისი სამკაულები გაუგზავნა ეპისკოპოსს და ასე შეწყვიტა მისგან ყოველდღიური ლანძღვის წერილები. მერიენი ელიზასგან განთავისუფლდა, ყველა წერილი დაწვა მის საფლავზე და დაჰპირდა, რომ არასოდეს დაივიწყებდა. დენიელმა და მერიენმა აღარ გადადეს, მერიენმა წერილი დაუტოვა მამას და დას, რომელიც უახლოეს მომავალში აპირებდა უილიამ ბლექბორნზე გათხოვებას. და ერთ დღეს გამთენიისას, ჰემფშირიდან გაიპარნენ. არცერთს არ უნდოდა ვინმე სამადლოდ ეცხოვრა. თანაც, როგორც მერეინს გაანდო, დენიელს პირობა ჰქონია დადებული, აეშენებინა ეკლესია, ღვთის ტაძარი საკუთარი ხელებით. მერიენს ამაზე საკუთარი სიზმარი გაახსენდა, ყველაზე უცნაური სიზმარი, სადაც ბავშვი სთხოვდა ეკლესიის აშენებას. თან მხოლოდ რამდენიმე ხელი ტანსაცმელი, მერიენმა შემორჩენილი რამდენიმე სამკაული, დენიელმა კი მცირეოდენი ოქრო წაიღო. ჯვარი პირველსავე შემხვედრ ეკლესიაში დაიწერეს, არც მეჯვარეები ჰყოლიათ, არც ოქროს ბეჭდები წამოუცვიათ თითზე ერთმანეთისთვის. გავიდა რამდენიმე წელი. ცოლ-ქმარი ყანაში საქმიანობდა. მოსავლის აღების დრო იყო, მზე მცხუნვარედ აჭერდა. წელზემოთ შიშველი კაცი ყანას ლეწდა, ქალი კი ერთად აგროვებდა გალეწილ თავთავებს. მხარდამხარ, მშვიდად, წუწუნის გარეშე მუშაობდნენ და ბედნიერნი იყვნენ, რომ ამხელა მოსავალი ჰქონდათ. იქვე ახლოს, ხის ძირში გაშლილ გადასაფარებელზე კალათა იდგა, რომელშიც პატარა გოგონა ფშვინავდა. პატარა რაღაცამ შეაწუხა, თვალები შუბლშეჭმუხნულმა გაახილა და დედიკო და მამიკო რომ ვერ დაინახა, ტირილი მორთო. ქალმა საქმეს თავი ანება და კალათისკენ გაიქცა. _ელიზა, ჩემო პატარავ, ნუ ტირი...-მტვრიანი ხელები წინსაფარზე შეიწმინდა და პატარა კალათიდან ამოიყვანა. გოგონამ მაშინვე შეწყვიტა ტირილი და დედას გაუცინა. მათ დენიელიც მიუახლოვდათ, ხეზე მიყუდებულ დაორთქლილ დოქს ხელი წამოავლო და მოიყუდა. შიშველ მკერდზე ესხმებოდა წყლის წვეთები. ქალი ღიმილით უყურებდა მეუღლეს, რომელმაც დოქი დაუშვა და ცოლს მიუჯდა გვერდით. _ცოტა შევისვენოთ,-თქვა და გოგონას გაუშვირა ხელები.-მოდი მამიკოსთან, ჩემო პატარავ!-ბავშვმაც სიხარულით გაიწვდინა ხელები მამისკენ და მის მკლავებში კარგად რომ მოკალათდა, მოგრძო თმებზე დაუწყო თამაში. მერიენი ღიმილით ადევნებდა თვალს მამა-შვილის ალერსს. დენიელმა გაღიმებულ ცოლს გახედა და რამდენიმე წამის შემდეგ უთხრა: _ნეტავ იცოდე რა ლამაზი ხარ! თუნდაც მაგ ძველ კაბაში, ძვირფასი საყურეების გარეშე. დღითიდღე უფრო და უფრო ძლიერად მიყვარდები...-მერიენს მორცხვად გაეღიმა, ქმრისკენ მიიწია და მხარზე მიეხუტა. ნაეშმაკარმა ძლიერად მიიხუტა ერთი მხრივ ქალიშვილი, მეორე მხრივ ლამაზი ქალი, რომელსაც ხანდახან თავმომწონედ ეძახდა ცოლს და მოშორებით მდგარ ეკლესიას გახედა, რომლის მშენებლობაც რამდენიმე თვე იყო დაასრულა იქაურ გლეხებთან ერთად. ეკლესიასთან ახლოს იყო მათი ღარიბული სახლიც, სადაც მათ ცხოვრების უბედნიერესი წლები გაატარეს. დენიელი მადლობას უხდიდა ღმერთს განვლილი ცხოვრების და ახლანდელი ბედნიერებისთვის... The End
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - სამშაბათი, 2011-05-17, 0:10 AM | |
|
|
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-18, 11:42 PM | შეტყობინება # 400 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| მადლობა ბავშვებო ასეთი გულთბილი კომენტარებისთვის. თავს მაგარ მწერლად საერთოდ არ ვთვლი. უკვე დიდ სისულელედ მიმაჩნია ეს ფიკიც. რაღაც მუხტი გამიქრა. თითქოს აღარც მომწონს, ბოლოს თითქოს მივაფუჩეჩეე?? არ ვიცი, დასასრული ასე მქონდა ჩაფიქრებული თავიდანვე, მარა მაინც დავაჩქარე მოვლენები. ერთი ფიკი სადღაც ერთი წლის წინ დავიწყე და მელოდება როდის გავაგრძელებ. კიდევ მაქვს რაღაც ფიკის იდეები, მაგრამ არ ვიცი, ალბათ ჯერ არ დავწერ. საიდუმლოდ გაგიმხელთ: ვინმეს მიმართ მძაფრი განცდები უნდა მქონდეს, რომ მერე სიყვარულზე გადმოვცე, გმირების ფიქრებში გამოვხატო ჩემი გრძნობები. თუ ასე არავინ არ მომწონს ვერ გადმოვცემ კარგად რას გრძნობენ გმირები და ყალბი იქნება ჩემი სიტყვები. სწორედ ამიტომაა, რომ ძვირფასო ედვარდ-ის კონკურსში ბოლო ადგილზე გავალ მუზა არ მქონდა, მარა მაინც დავატანე თავს ძალა. თურმე რა ძნელია გრძნობების გარეშე... ჯერ-ჯერობით შევისვენებ, ჩამოვყალიბდები რას ვწერ, როგორ და მერე დავდებ ალბათ აქ კიდევ ერთხელ მადლობა Quote (saaali) რაც შეეხება დასასრულს სხვანაირი წარმომედგინა და ცოტა გავწბილდი როგორ დასასრულს ელოდიი? მაინტერესებს მართლა
| |
|
|
saaali | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-19, 4:14 PM | შეტყობინება # 401 |
Life sucks either way
990
Offline
| Quote (☆AnasteishA☆) როგორ დასასრულს ელოდიი? მაინტერესებს მართლა რავიცი აბა დაახლოებით ესეთს: და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს, ბედნიერად, უდიდეს მამულში უამრავი შვილებით და მოსამსახურეებით.. და რაღაც ეგეთით მაგრამ ესეც საყვარელია
www.caribbeanpirate.ucoz.com www.gossipgirl.ucoz.org
| |
|
|
RoB-dOd | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-19, 4:53 PM | შეტყობინება # 402 |
572
Offline
| არა არა არ მჯერა მოიცა ეს ეს ჩემი საყვარელი ფიკი დამთავრდა? არა არა მოიცა რა საყვარლად დამთავრდა,მართალია ასეთ დამთავრებას არ ველოდი მაგრამ მაინც კარგია. ან შენნაირი დახვეწილი და ნიჭიერი მწერალი არ მინახია დედას გეფიცები! აი არც კი ვიცი რა გითხრა უმაგრესი ფიკიიიი! ნიჭიერიც ამას ქვია რაა!
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-05-19, 7:53 PM | შეტყობინება # 403 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| saaali, ისედაც ჰეფი ენდით დავამთავრე, ყველაფერი იდეალურად არასდროს არაა ან თუა ძალიან მალე მთავრდება. ბედნიერება მე ასეთი უფრო წარმომიდგენია. დამიჯერეთ, თუ ღამე არ გაგითევიათ, ვერ გაიგებთ გემრიელი ძილის გემოს, თუ არ გიშიმშილიათ ვერ გაიგებთ "ხმელა ჭადის" გემოს, თუ არ შეგცივნიათ ვერ გაიგებთ სითბოს ფასს და ა.შ. ანუ სიღარიბეში უფრო მეტად აფასებ რაღაცეებს და უფრო ბევრი რამ გახარებს და აღგაფრთოვანებს ასე მგონია. ჯობია ოცნებობდე და იმედი გქონდეს, მის მისაღწევად იბრძოდე, ვიდრე ყველაფერი გქონდეს და საოცნებო აღარაფერი დაგრჩეს. ამ მიზეზით, დენიელი და მერიენი ღარიბები დარჩნენ. RoB-dOd, დიახ ჩემო კარგო სანამ დაჭრიჭინებდი და დახტოდი კი დამთავრდა ეს Quote (RoB-dOd) ან შენნაირი დახვეწილი და ნიჭიერი მწერალი არ მინახია დედას გეფიცები! აი არც კი ვიცი რა გითხრა უმაგრესი ფიკიიიი! ნიჭიერიც ამას ქვია რაა! ამაზე რა გითხრა არ ვიცი. ვცდილლობ არ დავიჯერო, მაგრამ აშკარად ძალიან სასიამოვნოა. მადლობა დოდ, საყვარელი ხარრ. გაკოცე
| |
|
|
|
|