ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
კონტრა ეშმაკთან

elle____თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-02, 2:10 PM | შეტყობინება # 61
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
kai tavia dzaaaaaaaaannn :*********** magram dzaaaaan urwmunoebi gamogyavs... biggrin :D: (((( ai ro dabrunda magaze dzaaaaaaaaaaaaaaaannnn gamixrdaaaaa :********** gvegirsaaaaa :*** da kide shuqi ro chaqra :***** magram is kaci tu locvebs chaatarebs , vegar mova mgoni xo ? : ((( yochag sayvareloooooooooo yoveltvis agfrtovanebuli var shenittt :******** unichieresooooooooooooooooooooooooooooooooooooo happy happy happy happy happy happy


★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-02, 2:22 PM | შეტყობინება # 62
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
rogorc yoveltvis dzaan magari tavi iyo tan mozrdili ramac dzalian gamaxara biggrin biggrin yvelaperi dzaan magrad gewera ise ra iyo im kacma monazvnoba rom shestavaza gamixarda im vigacam santlebi rom chaaqro happy :D..
dzaan magrad wer da unichieresi xar happy happy biggrin



bachia_bachia555თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-02, 2:39 PM | შეტყობინება # 63

206
19  +
33  ±
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
_მერიენ, მონაზვნობაზე არ გიფიქრია?-მკითხა სერიოზული ტონით. მამამ ბრაზით გადახედა ეპისკოპოსს, ენმა პირი დააღო რაღაცის სათქმელად. მე თვალებში ჩავაშტერდი „გამძღარ-გამომეტყველებიან“ ეპისკოპოსს და ის იყო რაღაც მის წარმოსახვასავით „სათნო“ უნდა მეპასუხა, რომ ოთახი ერთბაშად ჩაბნელდა. სანამ ყველაფერს გავიაზრებდი, უკვე ვიღიმოდი. თუ სიფათში „ხევა“ არ შეუძლია, სხვაგვარად მაინც მეხმარება. სიბნელე დიდხანს არ გაგრძელებულა, ოთახში მყოფმა მოახლემ ასანთს მიაგნო და ოთახი გაანათა. _ღმერთო დიდებულო, ასეთი რამ ხშირად ხდება?-იკითხა „მისმა უწმინდესობამ“ მას შემდეგ, რაც ოთახი განათდა.-ეს ცუდის ნიშანია.

zaan moewona es momenti da saertot es tai...episkoposis saxe warmomidga win da amaze chamegima biggrin
male dade axali tavi zaan menatreboda :*

dodoთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-02, 6:17 PM | შეტყობინება # 64

267
66  +
69  ±
   ±
Offline
:D:D:D:D:D:D:D:D eni la sakalelia,dzalian momewona agwera tavis tavis happy happy saywarelia happy am gogos ra yvelas tenian raa exla piterioo:D:D:D:D momewona es tavi ^_^gori episkoposi:D:D:D

mileyთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-02, 9:16 PM | შეტყობინება # 65

93
17  +
31  ±
   ±
Offline
momewona magari tavi iyo velodebi shemdeg tavs


♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-02, 9:45 PM | შეტყობინება # 66
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
rogorc yoveltvis umagresi iyo! episkopisze momeshala nervebi, am sakitxshi bolomde vetanxmebi ens biggrin dzaan kargad gewera yvelaferi sixaruli, merienis agwerac momewona. axali tavi rodis iqneba?


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-03, 7:27 PM | შეტყობინება # 67
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____, ურწმუნოები არ გამომყავს ელე უბრალოდ არ ვიცი, რატომღაც ასეთი აზრი ჩამომიყალიბდა, რომ ადრე მაღალი საეკლესიო პირები, მითუმეტეს კათოლიკეები და ანგლიკანები საკმაოდ შეუფერებლები იყვნენ საეკლესიო პირობისთვის, ჰოოდა აქაც გამოვიყვანე ასეთი ადამიანი.



შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ხუთშაბათი, 2011-02-03, 7:33 PM

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-03, 7:33 PM | შეტყობინება # 68
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
bella-bella, ოო მანდ სხვა რაიმეც იმალება. რატომ ჩააქრო სანთლები. რატომ გაბრაზდა ასე ძალიან... მადლობა, რომ კითხულობ


☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-03, 7:35 PM | შეტყობინება # 69
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
bachia_bachia555, dodo, miley, natuka, გაიხარეთ ბაიებოო happy happy happy lips kiss kiss დაგვიბრუნდნენ მელოტი სმაილები biggrin biggrin biggrin ახალი თავს ახლა დავდებ. მადლობა რომ კითხულობთ


☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-03, 8:04 PM | შეტყობინება # 70
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

მარტო სახლში

მოვბრუნდი და საწოლისკენ წავედი. ფანჯარასთან მუქი ფერის ლანდი იდგა და მელოდა. ასეთი რამ არ მახსოვდა.
_მელოდებოდი?-ღიმილით მივუახლოვდი. მხოლოდ ამის შემდეგ შევამჩნიე, რომ სიბრაზისგან ცახაცახებდა. ნუთუ რამე არასწორად გავაკეთე? მაგრამ მე ხომ არ მივახლოვებივარ? უბრალოდ ოთახში შემოვედი და...
_რა მოხდა?-ვკითხე შეშფოთებულმა.
_როგორ გაბედა... იმ უბადრუკმა...-კბილებში გამოსცრა. გონება დავძაბე, მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ მივხვდი.
_რას გულისხმობ? ვისზე ამბობ? ვერაფერს ვერ ვხვდები...
_იმ უბადრუკ არარაობაზე... ეპისკოპოსს რომ უწოდებთ...
_ამმ... ეპისკოპოსი საკმაოდ უხეში და უტაქტო ადამიანია, მაგრამ... ვერ ვხვდები ასე ძალიან რამ გაგაბრაზა?
_მონაზვნობა როგორ შემოგთავაზა?-ახლაღა შემომხედა თვალებში, სასოწარკვეთილი, ტანჯული მზერა ჰქონდა.
_მართლაც უტაქტოდ გამოუვიდა, მაგრამ... ისე, ამაზე დაფიქრება შეიძლება... იქნებ სწორედ ამიტომ გამოგაგზავნა „მან“ აქ, რომ სურს მას შევწირო თავი? ალბათ იცის, რომ ადამიანი ვეღარასდროს შემიყვარდება, მას შემდეგ რაც შენ გაგიცანი. მონასტერში ვერცერთი კაცი ვერ შემაწუხებს თავისი ყურადღებით! მგონი ყველაფერს მივხვდი!-უცებ გამინათდა გონება და თითქმის გადაჭრით გადავწყვიტე მონაზონი გავმხდარიყავი.-ყველაფერი ხომ „მისი“ ნებაა, სწორედ ამიტომ შემომთავაზა ეპისკოპოსმა მონაზვნობა! შენც ამიტომ ხარ აქ! აქამდე როგორ ვერ მივხვდი!
_ეგ აღარასოდეს გაიმეორო!-მომესმა უცებ ცივი ხმა. ავხედე და დავინახე, რომ საერთოდაც აღარ ცახცახებდა. სახის ნაკვთები გახევებოდა და უცნაური მზერით მიყურებდა.-ცხოვრებას ისე არ უნდა იღებდე, როგორც ღვთის სურვილს. ის ყოველთვის უტოვებს ადამიანს არჩევანს...-თქვა და გაქრა.
_სად ხარ? სად წახვედი?-ფანჯარას მივვარდი, სადაც წამის წინ იდგა. გაფაციცებით ვათვალიერე ოთახის ყოველი კუთხე, ვეძახე, მაგრამ ის აღარ გამოჩენილა.
გაუხდელად დავწექი საწოლზე და ალბათ ჩამეძინა, რადგან შემდეგ სისის ხმამ გამაღვიძა.
_მის მერიენ!-მაშინვე თვალები გავახილე. სისი სანთლით ხელში დამდგომოდა თავზე.
_რა ხდება, სისი?-ნამძინარევი ხმა მქონდა.
_ბატონი და თქვენი და უკვე მიემგზავრებიან, მის ენმა მთხოვა გამეღვიძებინეთ.
_ა, გმადლობ, სისი,-თვალები მოვიფშვნიტე და წამოვდექი.
_მაპატიეთ, ტანსაცმლის გახდაში ვერ მოგეხმარეთ, მისმა უწმინდესობამ მაიძულა მანამ არ მოვშორებოდი, სანამ ბოლოსდაბოლოს არ ჩაეძინა,-სანამ ამას მეუბნებოდა, მე ტუალეტის მაგიდის უჯრას მივადექი და იქიდან ენისთვის მოქარგული ცხვირსახოცი ამოვიღე.
_წუხელ საერთოდ არ გძინებია?-შეწუხებულმა შევხედე, თან კარისკენ გავემართეთ.
_ჯერ არ გათენებულა, მის, 6 საათია,-გადაღლილი ხმით მიპასუხა.
_ბატონს და ქალბატონს რომ გავაცილებთ, უფლებას გაძლევ მთელი დღით დაისვენო,-ვუთხარი და გავუღიმე.
_გმადლობთ, მის,-მადლიერი ხმით მიპასუხა.
ენი გარეთ ეტლთან დამხვდა. სამგზავროდ გამოწყობილიყო და თავისი ბარგის ეტლში ჩაწყობას ადევნებდა თვალს.
_მერიენ!-ჩემს დანახვაზე გამოექანა და ჩამეხუტა. ცრემლები მორეოდა.
_ოოჰ, კარგი, გაჩერდი, თორემ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სადღაც მიყრუებულ პროვინციაში თხოვდები,-ვუთხარი სიცილით.
_ღმერთმა დამიფაროს!-თქვა სერიოზული ხმით.
_აი, ეს შენ!-გავუწოდე ცხვირსახოცი.
_მერიენ, რა ლამაზია! ძალიან ლამაზად ქარგავ!
_რომ მოგენდომებინა, შენც გასწავლიდი!
_ჰო, მაგრამ მგონი ქარგვა და კერვა უფრო მსახურთა საქმეა!-ცოტა პატივმოყვრულად გამოუვიდა და მე შენიშვნის მისაცემად დავაღე პირი, მაგრამ ამ დროს მამა დავინახე მაღალ, ხმელ-ხმელი გარეგნობის ჯონ ჰერსტთან ერთად, რომელიც ერთდროულად ითავსებდა საქმეთა მმართველის, ეკონომი კაცის, მეჯინიბის და საჭიროების შემთხვევაში მეეტლის მოვალეობებსაც.
_...თუ რამე პრობლემა შეიქმნა მის მერიენს მიმართე, ჩემზე უკეთ ერკვევა მაგ საბუთებში, ხოლო თუ რამე აუცილებელი საქმე იქნება, მომწერე,-ეუბნებოდა მამა.
_დიახ, მისტერ სტრატფორდ,-თავისი გარეგნობასავით მკვახე ხმით უპასუხა ჰერსტმა.
_ენ, მზად ხარ?-ჰკითხა ენს, რომელმაც უმალ თავი დაუქნია.-მერიენ! იცოდე, შენ გაბარებ აქაურობას!
_ოჰ, კარგი რა, მორჩი, მამა!-მამას გაეღიმა და ჯონ ჰერსტს დამშვიდობების მიზნით გაუწოდა ხელი, სწორედ ამ დროს ჯენკინსმა მომმართა.
_მის მერიენ!
_დიახ, ჯენკინს,-მისკენ შევბრუნდი.
_მაპატიეთ, რომ თქვენი მიტოვება მიწევს...
_ტობიას, ამაზე ნუ იღელვებთ, ჩემთან თქვენი ძმიშვილი დარჩება,-გავუღიმე.
_გმადლობთ, მის, მეგონა გამინაწყენდებოდით.
_ნუთუ მასეთი გულქვა გგონივართ, ტობიას?-ხუმრობით ვკითხე.
_როგორ გეკადრებათ, მის!
_შენს ცოლზე ნუ იღელვებ, ელას დავავალებ, რომ ყურადღება მიაქციოს.
_გმადლობთ, მის მერიენ, დიდი მადლობა!-თვალები აუცრემლიანდა ჯენკინსს, მე მხოლოდ ღიმილით ვუპასუხე. მამა მომიბრუნდა, მომეხვია და მაკოცა. მეც ვაკოცე, შემდეგ ენს გადავეხვიე და ეტლში ავიდნენ.
_კეთილი მგზავრობა! მალე დაბრუნდით!-მივაძახე, როცა ჯენკინსი კოფოზე ახტა და დაიძვრნენ. ენმა ხელი დამიქნია, მეც იმავე ჟესტით ვუპასუხე და სულ მალე ეტლმა მამული დატოვა.
სახლში შემობრუნებული ოთახში ავბრუნდი, გამოვიცვალე. ოთახიდან რომ გამოვედი, დავინახე ელა როგორ აჩქარებით მირბოდა დერეფანში.
_რა ხდება, ელა?-ვკითხე გაკვირვებულმა.
_ო, მის მერიენ, მაპატიეთ, ვერ შეგნიშნეთ,-შეცბუნებულმა გამომხედა.-მისი უწმინდესობა მიხმობს.
_ა. ეცადე მალე მორჩეს თავის მოწესრიგებას. რაც მალე გამოეწყობა, მით მალე წავა აქედან თავის ხუშტურებიანად,-მსახურს გაეღიმა, თავი დამიკრა და გზა განაგრძო.
დაბლა ჩავედი და განკარგულება გავეცი საუზმე გაემზადებინათ.
_დარწმუნებული ვარ, ეპისკოპოსს სურს მალე დაბრუნდეს თავის სამყოფელში...-ღიმილით ვუთხარი კატრინას. დაფარულ აზრს მიმიხვდა და მასაც გაეღიმა.
10 წუთში უკვე სუფრას ვუსხედით მე და ეპისკოპოსი ლევენდერი.
_იმედი მქონდა ლორდი და მისი ქალიშვილი ჩემთან დაუმშვიდობებლად არ წავიდოდნენ დილით,-წამოიწყო მან. თან მადიანად ილუკმებოდა.
_თქვენს შეწუხებას მოერიდნენ,-უბრალოდ ვუპასუხე.
_აჯობებდა გზის დალოცვა ეთხოვათ,-მკვახედ თქვა.
_თქვენო უწმინდესობავ, ჯონ ჰერსტს ვთხოვო ცხენები მოამზადოს?-გავაწყვეტინე და მივხვდი საკმაოდ უხეშად გამომივიდა. თვალებში ჩამაცქერდა და შემდეგ შემკრთალმა მიპასუხა.
_დიახ, მერიენ, თუ შეიძლება,-ზარი გავაწკარუნე, ელა შემოვიდა და ვთხოვე ჯონ ჰერსტი ჩემი გადაეცა სურვილი. რამდენიმე წუთში დაბრუნდა და მოგვახსენა.
_ეტლი მზადაა, მის მერიენ.
_გმადლობ, ელა,-ვუპასუხე და ჭამა განვაგრძე, ეპისკოპოსისთვის არ შემიხედავს. თუმცა მალე თვითონვე წამოდგა. მეც მაშინვე წამოვდექი.
_ჩემი წასვლის დროა.
_როგორც გენებოთ, თქვენო უწმინდესობავ,-ვუპასუხე და კარისკენ წასულს უკან მივყევი. ეტლში ასვლის წინ მომიბრუნდა:
_რადგან ოჯახის უფროსი არ არის, შენ გიხდი მადლობას მასპინძლობისთვის, მერიენ, და გისურვებ მალე ჩასწვდე სათნოების საიდუმლოს.
_გმადლობთ, თქვენო უწმინდესობავ, კეთილი მგზავრობა!-ვუთხარი და განზე გავდექი. ის ეტლში ავიდა და წავიდა. ეტლი თვალს რომ მიეფარა, მხოლოდ მაშინღა ამოვისუნთქე.
შემდეგ მე და კატრინა თავლაში წავედით პატარა კვიცის მოსანახულებლად.
_დილამშვიდობისა, მის!-მომესალმა პიტერი.
_დილამშვიდობისა,-ღიმილით ვუთხარი და მისკენ წავედი, რადგან ჩემს „წაბლასთან“ იდგა. ჭკვიან ცხოველს შუბლზე მოვეფერე ხელთათმანიანი ხელით, თითქოს მიცნო, სახე არ გაუწევია, პირიქით, სითბოსმოყვარულმა პირუტყვმა ახლოს მოიწია.
სანამ კატრინა კვიცს და მის დედას უვლიდა, მე სპეციალური ჯაგრისი მოვიმარჯვე და „წაბლას“ დავუწყე ვარცხნა. პიტერი ცხენებისთვის წყლის მოსატანად წავიდა.
ლანჩის შემდეგ კი ელასთან ერთად ჯენკინსის ცოლის მოსანახულებლად წავედი. ღრუბლიანი ცა იყო, ნაცრისფერი დღე. სოფლის ატალახებული შარაგზიდან გადავუხვიე და ერთ-ერთ სახლთან გავჩერდი. ამ ქუჩაზე ზუსტად ერთნაირი მიჯრით ჩალაგებული სახლები იდგა.
_მისის ჯენკინს!-დავაკაკუნე სოფლის ჩვეულებრივ, ღარიბული სახლის კარზე. კარი მალევე გაიღო და დაბალი, პუტკუნა, შავგვრემანი ქალი გამოჩნდა, რომელმაც გაკვირვებული მზერა მომანათა.
_მის მერიენ!-მომესმა მისის ემილი ჯენკინსის მისუსტებული ხმა.-ფრიდა, შემოუშვი, ეს ხომ ჩვენი ქალბატონია! მის მერიენი!
_ო, მომიტევეთ, ქალბატონო!-ფრიდამ თავი დახარა და გაიწია, რომ სახლში შევსულიყავით.
_თავს როგორ გრძნობთ, მისის ემილი?-ავადმყოფის საწოლისკენ გავემართე.
_სუსტად, მის მერიენ,-მოწყენილი ხმა ჰქონდა მას.-ტობიასიც წავიდა და ჩემთან ჩემი მაზლის ცოლი, ფრიდა დარჩა,-იმ ქალზე მანიშნა, ვინც კარი გაგვიღო.
_თქვენის მხრიდან ძალიან კეთილშობილური საქციელია,-გავუღიმე შავგვრემანს. -მაგრამ გპირდებით, რომ არც ჩვენგან მოგაკლდებათ ყურადღება, ჯენკინსს... მმმ... მისტერ ჯენკინსს დავპირდი, რომ მის არყოფნაში მოგხედავდით.
_გმადლობთ, მის მერიენ.
_ელა, ხილი ამოალაგე და მისის ემილის მიართვი,-ვუთხარი ელას, რომელსაც ხელში საჭმლით და ხილით სავსე კალათი ეჭირა.
_დიახ, მის,-მითხრა და ფრიდასთან ერთად გვერდითა ოთახში გავიდა.
_ექიმმა დალტონმა როდის მოგინახულათ ბოლოს?
_დაახლოებით ორი კვირის წინ, მის მერიენ.
_ვთხოვ და ამ დღეებში კიდევ ერთხელ მოგინახულებთ,-გავუღიმე ქალს.-უკეთესად გამოიყურებით და იქნებ ამჯერად სხვა მითითებები მოგვცეს,-პაუზა ჩამოწვა.-მისის ემილი, რაიმეთი ხომ არ შემიძლია დაგეხმაროთ? იქნებ რამე გსურთ, მითხარით და მოგიტანთ შემდეგში.
_მის მერიენ, ერთადერთი, რაც მსურს, გამოჯანმრთელებაა, რომ ჩემს ქმარს, ჩემს ოჯახს მივხედო. ამაში, სამწუხაროდ, თქვენ ვერ დამეხმარებით, მაგრამ იმაზეც მადლობელი ვარ, რასაც ჩემი და ჩემი ქმრის გულისთვის აკეთებთ.

ჯენკინსების სახლიდან მალევე წამოვედით მე და ელა. გზა დავიგრძელე და გადავწყვიტე, სოფელში გამევლო. ეკლესიასთან ჩავლისას მისი სიტყვები გამახსენდა,რამდენიმე დღის წინ რომ მითხრა, აბატ ჰარვუდს აღსარება უნდა ჩააბაროო.
_ელა, თუ გინდა წადი, მე ეკლესიაში მაქვს რაღაც საქმე.
_დაგელოდებით, მის.
_კარგი, ოღონდ შიგნით შემოდი, ცივი ქარი ქრის,-გავუღიმე და ეკლესიაში შევაბიჯე. ორ რიგად ჩამწკრივებულ სკამებზე რამდენიმე ადამიანი შევნიშნე ალაგ-ალაგ. რამდენიმემ თავი დამიკრა, მეც იგივეთი ვუპასუხე, დანარჩენები ლოცვით იყვნენ გართულნი. მე სააღსარებოსკენ წავედი, ელა ბოლო რიგში შევიდა და დაიჩოქა. სააღსარებოს კარი გამოვაღე.
_წმინდა მამაო,-ვთქვი ხმადაბლა.
_დიახ, შვილო ჩემო,-ხის ცხაურს მიღმა მომესმა მშვიდი, კეთილი ხმა.
_მინდა აღსარება გითხრათ.
_ეგ თავისთავად ცხადია, რადგან აქ ხარ, შვილო ჩემო. დაიწყე,-თავში აზრებმა წარმოიდგენელი სისწრაფით იშხუვლეს, ისე სწრაფად, რომ ტვინი გააზრებას ვერ ასწრებდა. საიდან დამეწყო, რა მეთქვა არ ვიცოდი. პაუზა გაიწელა.
_შეგიძლია დაიწყო,-გაიმეორა მამაომ, მაგრამ ხმას მაინც ვერ ვიღებდი.
_მაპატიეთ,-ვთქვი და საჩქაროდ დავტოვე სააღსარებო.
_ელა, წავედით,-ვთქვი ხმადაბლა, როცა მის რიგს ჩავუარე გვერდით.

ვახშამი მსახურებთან ერთად მივირთვი და სამზარეულოში გვიანობამდე დავრჩი. ვერ ვაიძულებდი მსახურებს ჩემთან ერთად მსხდარიყვნენ მისაღებში მოწყენილნი, აქ კი უფრო თავისუფლად, შინაურულად გრძნობდნენ თავს, ჩემ გამო მორიდებით, თუმცა მაინც თავგამოდებით ლაქლაქებდნენ სხვადასხვა თემაზე. კატრინა თან პურს აცხობდა ხვალინდელი დღისთვის. პიტერმაც შეშა შემოიტანა ბუხრისთვის და დარჩა. ყველა აქ იყო, ჯონ ჰერსტის გარდა, რომელმაც არ იკადრა მსახურების კომპანია, თავის ტკივილი მოიმიზეზა და ადრე დაწვა.
ბუხარში საამურად ტკაცუნობდა მშრალი შეშა, მე ბუხართან ახლოს ვიჯექი და ცეცხლის ალს ჩავშტერებოდი. მსიამოვნებდა ეს სიტუაცია, სითბო, სიმყუდროვე, გარშემომყოფთა სილაღე.
_ღელავთ რაიმეზე, მის?-ჩამესმა უცებ თბილი, ოდნავ ხრინწიანი ხმა. თავი ავწიე და პიტერის თაფლისფერ თვალებს გადავეყარე.
_არა, პიტერ, უბრალოდ ჩავფიქრდი,-ვუპასუხე და იქვე დაბალ სკამზე ვანიშნე.-ჩამოჯექი, დაღლილი იქნები, მთელი დღე დაუღალავად მუშაობ.
_გმადლობთ,-მითითებული სკამი ახლოს მოაჩოჩა და დაჯდა.-მაგრამ არ დავღლილვარ. თქვენთან მუშაობა დიდი პატივია, მის.
_აქამდე სხვაგან მუშაობდი, პიტერ? თუ რაიმე სხვა საქმით იყავი დაკავებული?-ვკითხე, რადგან სიჩუმე მეტისმეტად გაიწელა, თანაც არ მსიამოვნებდა უხმოდ რომ მიყურებდა თვალისდაუხამხამებლად, უხერხულად ვგრძნობდი თავს.
_დედაჩემის ნათესავს ვიყავი მიბარებული. ხეზე ჭრა მასწავლა. სხვადასხვა ფორმების გამოთლა, ჩუქურთმების გაკეთება.
_მართლა?-უკვე სხვა თვალით შევხედე.-ეგ ჩვეულებრივი ამბავი არაა. დიდი იშვიათობაა ნამდვილი ოსტატი, ვისაც ლამაზი ჩუქურთმების გაკეთება შეუძლია. ახლა გასაგებია რატომ გაქვს ასეთი გაუხეშებული, ნაიარევებით სავსე ხელები,-ღიმილით დავამთავრე, მასაც გაეღიმა, თავისი ხელები ცეცხლის შუქზე გაშალა და დააცქერდა.
_უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო, ჩემს ოსტატს თითი აკლდა,-ორივეს გაგვეცინა.
_ანუ შეიძლება ითქვას, გაგიმართლა,-გავიღიმე და დაუფიქრებელი საქციელი ჩავიდინე: მისი ხელი ავიღე და ნაიარევების თვალიერება დავიწყე. მის ხელს შევეხე თუ არა, სუნთქვა შეეკრა. ხელი გავუშვი, მაგრამ მანამდე სახელოს შიგნით შემალული ხელის ზურგს ზემოთ იდაყვისკენ გაწოლილი გრძელი ნაიარევი შევნიშნე.
_ნუთუ ესეც პროფესიისთვის დამახასიათებელი ნაიარევია?
_არა, ეგ ჩხუბისთავისთვის დამახასიათებელი ნაიარევია,-სიცილით მითხრა.
_ჩხუბისთავის? რაღაც არ გავხარ ჩხუბისთავს. უფრო მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი მგონიხარ.
_ანდაზას თუ დავუჯერებთ, ზოგჯერ ცხვარიც კი ცხარდება.
_მართალია,-ვთქვი და სიჩუმე ჩამოვარდა.
_გამორჩეული ადამიანი ხართ,-მითხრა უცებ. გაოცებულმა შევხედე.-ყველა ბატონი როდი კადრულობს თავისი მსახურების კომპანიაში საღამოს გატარებას. არც მსახურებთან საუბარს კადრულობენ. თქვენ ძალიან გულისხმიერი და კეთილი ხართ ყველას მიმართ,-არა! არა! არა! ოღონდაც ეს არა! კიდევ ერთი ადამიანი უნდა დაიტანჯოს ჩემ გამო! არ შემიყვარო სულელო ბავშვო! არა!
_პიტერ,-წამოვდექი.-მე არც ისეთი კარგი ვარ, როგორიც შენ გგონივარ. უკვე გვიანია,-ვთქვი და კარისკენ გავბრუნდი. ყველა გაჩუმდა.-მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას!-ოთახში მყოფთ მოვატარე მზერა.
_ღამე მშვიდობისა, მის მერიენ,-გაისმა აქა-იქ.
_გამოგყვეთ, მის?-წამოდგა სისი.
_არ არის საჭირო, სისი, გმადლობ. დღეს შენ ისვენებ,-გავუღიმე.-ამას წავიღებ, კარგი?-ბუხრის თავზე დადებულ პატარა სასანთლეში ჩარჭობილ სანთელს წამოვავლე ხელი და ოთახიდან გავედი.
ჩემს საძინებელში სანთელი საწოლის გვერდით დავდგი და ტანსაცმლის გახდას შევუდექი. ის რომ აქ ყოფილიყო, სანთელს ჩააქრობდა. დავწექი და ჭერს დავუწყე ყურება. სანთელი არ ჩამიქვრია. რამდენიმე წუთში წამოვდექი, სანთელი საწერ მაგიდაზე დავდგი და დავჯექი. კალამი მელანში ჩავაწე და წერა დავიწყე:

„ძვირფასო ელიზა,
როგორ მენატრება თქვენი მხარდაჭერა, ნუგეშისცემა. ასეთ გაურკვევლობაში არასდროს ვყოფილვარ. ასეთ გაურკვევლობაში, რომელშიც უკვე მთელი წელია ვარ. არ ვიცი, მომავალში რისი იმედი უნდა მქონდეს. მე უბედური ქალი ვარ, ელიზა. ცოდვა თან მსდევს მთელი ცხოვრება. იქნებ მართლა ესაა გამოსავალი? იქნებ ესაა ჩემი ბედისწერა? იქნებ მართლა უნდა გავხდე მონაზონი? ასე ნაკლები ხალხი გამიცნობს, ნაკლებს შევუყვარდები და ნაკლები დაიტანჯება. ო, როგორ მაკლია თქვენი რჩევა, ელიზა.

სიყვარულით, მერიენი.“

წამით წარბშეკრული გავხევდი. შემდეგ კალამი გადავდე, წერილი დავკეცე და წითელი ლუქი დავადე. შემდეგ საწოლში დავბრუნდი და სანთელი გვერდით მოვიდგი. რა ცარიელი იყო ღამეები მის გარეშე. იმედია, დიდი ხნით არ დავუტოვებივარ, თორემ... თორემ ვირწმუნებ რომ მონაზონობა ჩემი ხვედრია.
მალევე ჩამეძინა. მგონი საკმაოდ დიდხანს მეძინა, შემდეგ კი უცნაურმა ჩურჩულმა გამაღვიძა. ავისმომასწავებელმა ჩურჩულმა. თვალები გავახილე, წყვდიადში ჩემ სასთუმალთან დადგმული ერთადერთი სანთელი ანათებდა. კოშმარი დაიწყო.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - პარასკევი, 2011-02-04, 5:04 PM

bachia_bachia555თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-03, 8:45 PM | შეტყობინება # 71

206
19  +
33  ±
   ±
Offline
auf ra momentze gacherda surprised shok nuuu...male dade axali tavi :*:*

★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-03, 9:39 PM | შეტყობინება # 72
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaime ani dzaan magari tavi iyo unichieresi xar dzaan magrad wer . imedia merieni monazvnobaze agar ipiqrebs . elizas saidumlo isev amouxsnelia imedia male gairkveva ra moxda mat shoris . shemdegi tavi daaxloebit rodistvis iqneba?


♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-03, 10:25 PM | შეტყობინება # 73
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime ana! ar vici ra giqna da rogor gamogasworo aa? cry ra momentshi gawyvite gogooo? male minda axali taviiii


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-03, 11:20 PM | შეტყობინება # 74
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaimeeeeeeeee bolozeeeeeeeee cudad gavxdiiiiiiiiiiiiiiiii : (((((((((( au male dadeeee : (((((((((((( meshinia me ukve winaswarr blink blink blink blink lol lol specool specool specool specool specool cry cry cry cry cry


mileyთარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 2:24 PM | შეტყობინება # 75

93
17  +
31  ±
   ±
Offline
vaime bolos magari iyo imedia male dadeb cry cry cry cry cry cry

ძებნა: