ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
კონტრა ეშმაკთან

------თარიღი: შაბათი, 2011-01-22, 3:50 PM | შეტყობინება # 31
from porcelain, to ivory, to steel.
1183
49  +
   ±
Offline
მომწოოოოოოოოონს ძალიაან!!! საოცრად გიწერია! შემეცოდა კიდეც ეშმაკი რაღაც მომენტში მარა რა ჰქონდა შესაცოდი არ ვიცი biggrin რაღაცნაირი, ძალიან კარგია! მიყვარს მისტიკა უზომოდ! ველოდები ახალ თავს^^ ძალიან კარგია!

elle____თარიღი: შაბათი, 2011-01-22, 4:10 PM | შეტყობინება # 32
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaime dzaaaaaaaaaaaaan didi bodishi ro ver vnaxe gushiiiiin : ((((((( ai dzaaaaaaan magari tavebi iyoooooo =))))) yochaaag sayvareloo :********** dzaaaaaaan momewona da male dade shemdegi taviii ;*****


★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-01-22, 4:48 PM | შეტყობინება # 33
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dzalian momewona magari tavi iyo happy merieni shemecoda ra sashinelebaa roca eshmaks xedav bevrjer mitqvams magram kidev gavimeoreb rom dzaan nichieri xar da umagresad wer


bachia_bachia555თარიღი: შაბათი, 2011-01-22, 6:26 PM | შეტყობინება # 34

206
19  +
33  ±
   ±
Offline
vau....yochag...zalian kargat wer:***

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-01-22, 6:30 PM | შეტყობინება # 35
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ra gitxra? aq sityvebi sruliad zedmetia! amas hqvia ragac iseti mdgomareoba, rac gamowveulia araamqveyniurad genialuri qmnilebis kitxvit! ubralod madlob, rom arsebob!


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

dodoთარიღი: შაბათი, 2011-01-22, 6:36 PM | შეტყობინება # 36

267
66  +
69  ±
   ±
Offline
aiiii pirdapir umagresi tavi iyo da umagresi xar shen tvitonac,da saertod minda rom sul aq iyo da eseti magari ragaceebi dawero cheventvisss smile smile smile smile smile happy

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2011-01-23, 5:38 PM | შეტყობინება # 37
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ტკივილნარევი სიხარული

დილას ვერ ვიხსენებდი ეს მესიზმრა, თუ სინამდვილეში მოხდა. თავი დავარწმუნე, რომ ყველაფერი სიზმარი იყო, მაგრამ დაღამებას მაინც შიშით ველოდი. ღამით ოთახი სანთლებით გავაბდღვიალე და სისის ვთხოვე ცოტა ხანს ჩემთან დარჩენილიყო. ცოტა ხანს უინტერესო თემებზე საუბრით გავერთეთ, მაგრამ შემდეგ მთქნარება აუტყდა. ჩემს საძინებელში მხოლოდ ერთი საწოლი იყო და ვერ ვაიძულებდი მთელი ღამე ჩემს საწოლთან ჩამომჯდარს გაეტარებინა. ამიტომ მსახური ოთახიდან დავითხოვე და თვალებდაჭყეტილმა დავიწყე ოთახის თვალიერება. დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. სანთლები წუხანდელივით ერთბაშად ჩაქვრა და მე ღრმად ამოვიოხრე.
_ესეიგი არ დამსიზმრებია!-ვთქვი უკმაყოფილო ხმით, მაგრამ შიშს თითქმის აღარ ვგრძნობდი.
_გაგიარა შიშმა?-საოცრად მშვიდი, სასიამოვნო, ხავერდოვანი ხმით წამოითქვა ეს სიტყვები, მაგრამ მე ხომ ვიცოდი ვის მიერაც...-ხმის გაგონებაზე შევკრთი.-ეჰ, როგორც ჩანს, არა... უკვე მაღიზიანებს შენი რეაქციები. გითხარი, რომ საშიში არაფერია...
_ყოველდღე კი არ ვხვდები...-წავიბურტყუნე.
_ამიერიდან ყოველდღე- უფრო სწორად, ყოველღამე შეხვდები, ეჭვი არ შეგეპაროს...-მის ნათქვამზე მაშინ კინაღამ გული გამისკდა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი ცვლილება მოხდა ჩემს ცნობიერებაში.

ამის შემდეგ ის ყოველ ღამე მოდიოდა და მეც შეძლებისდაგვარად შევეგუე ამ ამბავს. ჩვენი საუბრები ნელ-ნელა უფრო საინტერესო და დამაფიქრებელი გახდა. ჩემს ცხოვრებას, ჩემს ფიქრებს ვაანალიზებდით და ერთად ვცდილობდით გამოსავლის პოვნას. ბოლოსდაბოლოს, ჩემს მესაიდუმლედ იქცა. მომიყვა, რომ 25 წლისა მოკვდა, მაგრამ რა ჩაიდინა ისეთი, რომ „ასე“ დასაჯეს, არ მეუბნებოდა.
_რას ნიშნავს იყო ის, რაც შენ ხარ?-ვკითხე ერთხელ.
_ეს ნიშნავს ორმაგ ტანჯვას: ადამიანს, ვისაც ძალიან დიდი ცოდვა არ აქვს, ჯოჯოხეთში მოდის. იქ თითოს თითო ჩვენნაირი ჰყავს. ჩვენ სინდისი ვართ თქვენი გაგებით. ვახსენებთ ყველა ბრალს, ცოდვას, დანაშაულს, რაც მათ მოსვენებას უკარგავთ...
_სულ ეგაა ჯოჯოხეთის ტანჯვა?
_სულ? შენი აზრით ეს ცოტაა? როგორ გეტყობა, რომ წარმოდგენა არ გაქვს ამაზე... წარმოიდგინე, გახსენდება ყოველი წვრილმანი, რასაც ადამიანობის დროს მეხსიერების ყველაზე შორეულ კუნჭულში მალავდი, რასაც ივიწყებდი, რომ მისი გახსენებით ტკივილი არ გეგრძნო. ამას დამატებული სასოწარკვეთილება, როცა იცი, რომ ეს ტანჯვა არასდროს დასრულდება...-სიფიცხე შეეპარა ხმაში.
_და ორმაგი ტანჯვა რატომ ახსენე?
_სხვების ტანჯვით მეც ვიტანჯები... ჩემში გამომწყვდეული ადამიანის სული იწვის იმ ტანჯულთა საცოდაობით. ანუ ერთდროულად ისიც ისჯება და მეც. აი, ამიტომ ქვია ორმაგი ტანჯვა. მგონი, ადამიანის ენაზე გასაგებად აგიხსენი,-თავი დავუქნიე.
_არ მეტყვი, შენ რა ცოდვა გადევს ამისთანა?-ვკითხე პაუზის შემდეგ.
_მაგის დროც მოვა...-თქვა სევდიანად და გაქრა.
თითქმის მთელი წელი ლამის ყოველ ღამე მოდიოდა და ჩემს განცდებს იზიარებდა. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთულ დღეს შემეხო იგი პირველად...პირველად და უკანასკნელად.
ყველაფერ ასე მოხდა: დილით, როცა ენს კიდევ ერთი უმნიშვნელო შენიშვნა მივეცი, წარბშეკრული მომიბრუნდა და მითხრა, რომ დედამისი არ ვიყავი. ამავე დღეს, ლანჩის შემდეგ მის კაბინეტში შესულს გამინაწყენდა მამაც, რადგან საბუთებში შეუსაბამობა აღმოეჩინა და უყურადღებობაში დამადანაშაულა მაშინ, როცა სინამდვილეში ის ხარჯთაღრიცხვა მისივე შედგენილი იყო. ამას დაემატა ის, რომ განერვიულებული ბაღში გავედი სასხლავით ხელში და ულამაზესი დეკორატიული ბუჩქები ერთიანად დავამახინჯე. საღამოს კი გავიგონე რამდენიმე მსახურმა უდიერად როგორ მოიხსენია ელიზა და ჩემთვის ეს უკვე მეტისმეტი აღმოჩნდა. დასაძინებლად ჩვეულებრივზე ადრე ავედი და ყველას ავუკრძალე ჩემი შეწუხება. გაუხდელად დავეგდე საწოლზე და სახე ბალიშში ჩავრგე. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა. ვერავინ ვერ მიგებდა, ვერავინ ერთადერთი არსების გარდა. მალე მოვიდა, ვიგრძენი მისი მოსვლა- ჰაერი თითქოს როგორღაც დამძიმდა და სიჩუმე საშინლად გულისდამამძიმებელი გახდა.
_აქ ხარ?-დავიჩურჩულე ისე, რომ არ გადმოვბრუნებულვარ და ცრემლები შევიმშრალე.
_რატომ ტირი?-გავიგონე სევდიანი ხმა.
_ნუთუ არ იცი? შენ ხომ ყოველთვის ყველაფერს ხედავ...
_მე ყველაფერი დავინახე, მაგრამ მაინტერესებს შენ რას გრძნობ?
_მე?-ამოვისლუკუნე და საწოლზე წამოვჯექი.-მე...მე-მე...-ენა დამება.
_შემომხედე,-დახრილი თავი ავწიე და ელვარე თვალებში შევხედე. მთელი ჩვენი ნაცნობობის მანძილზე ასე ახლოს არასდროს მომახლოებია: სახე პირდაპირ ჩემს სახესთან ჰქონდა მოტანილი, პირდაპირ თვალებში მიყურებდა. ადამიანი რომ ყოფილიყო, ვიტყოდი ჩემს გვერდით საწოლზე „იჯდა“-მეთქი. შემკრთალი ვიყავი ამ სიახლოვით, კანზე უცნაური სეგრძნება დამეუფლა. რამდენიმე წუთი უხმოდ ვუყურებდით ერთმანეთს, მოჯადოებულივით ვიყავი, თვალს ვერ ვაშორებდი. იმ დროისთვის მისი უკვე აღარ მეშინოდა, თუცმა არასდროს მავიწყდებოდა ვინ (თუ რა) იყო, მაგრამ იმ წუთებში ისეთი ჩვეულებრივი ჩანდა. იგრძნო, როგორ მაჯადოებდა და თვითონვე გაიწია უკან. თუმცა ძალიან არა.
_აბა...?-მკითხა, თან თვალს არ მაშორებდა.
_ხომ იცი... როგორ ვიტანჯები...-თვალები დავხარე და თვალები დავახამხამე, თითქოს იმ წამს გამოვფხიზლდი. სიტყვა დასრულებული არ მქონდა, რომ მთლიანი ხელით დამიჭირა ნიკაპი და ნელა ამაწევინა თავი მაღლა.
_მერიენ, შენ უნდა იცოდე, რომ ცხოვრებაში უარესი რაღაცეებიც ხდება, ვიდრე ახლობლებთან უთანხმოება და ბუჩქების უხარისხოდ გაკრეჭვაა. შემომხედე,-მაგრამ ეს თხოვნა უადგილო იყო, ისედაც თვალებში ვუყურებდი აცრემლებული. აცრემლებული რატომ? არა, მისი სიტყვები არ მიჩუყებდა გულს, მაგრამ... როგორც კი თითისწვერები შემახო ნიკაპზე, იმავ წამს თითქოს ჭრილობა გამეხსნა იმ ადგილზე. გამყინავი სიცივისგან მეწვოდა, ცხელი ალბათ ვერასდროს დამწვავდა ასე. ვერ გავბედე და მეთვითონ არც არასდროს ვიზამდი ამას, არასდროს, არასდროს არ მოვიშორებდი მის ხელს.-მე ვარ ერთ-ერთი ყველა დიდი უბედურება, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს,-გააგრძელა მან. არ ვიცი, არ იმჩნევდა თუ მართლა ვერ ხედავდა ჩემს ცრემლებს. მე თვალს არ ვაშორებდი და ვცდილობდი გამეძლო ამ ტკივილისთვის.-დამპირდი... დამპირდი, რომ ძლიერი იქნები, რომ არასდროს არ დაიწყებ სხვა ადამიანებივით წუწუნს და უდრტვინველად აიტან ყველა განსაცდელს... რომ ადამიანთა სამყაროში გაერევი, როცა შენთან აღარ ვიქნები...-ხმა ვერ ამოვიღე, უკვე ვცახცახებდი ტკივილისგან, მაგრამ არც თვალს ვაშორებდი და არც თავს ვარიდებდი.-დამპირდი...-გამიმეორა.
_რ-როგორ დაგპირდე, მე ხომ ა-არ ვიცი რა მ-მელის მომავალში...-ენის ბორძიკით ვუთხარი.
_არა!-ხელს ისევ არ მიშვებდა, თითქმის დამიბრუჟდა ნიკაპი გამყინავი სიცივის ტკივილისგან.-მინდა, რომ დამპირდე... და როცა ძალიან გაგიჭირდება, ეს დაპირება მოგცემს ძალას რომ გაუძლო, გადარჩე და ისეთი დარჩე, როგორიც ხარ... მპირდები?-ტკივილისგან თვალები დავხუჭე და კბილი მაგრად დავაჭირე კბილზე. ნიკაპზე მაგრად მომიჭირა ხელი და გამიმეორა.-მპირდები?-თვალები გავახილე.
_ჰო, გპირდები...-ყრუდ ვუთხარი. ვედრებით ვუყურებდი, მაგრამ მას არაფერი მოუმოქმედებია. ძალიან ლამაზი, თვინიერი თვალებით მიყურებდა და ხელს ნიკაპზე მიჭერდა, ოღონდ წეღანდელივით არა, უფრო სათუთად. ტკივილს ვეღარ ვუძლებდი, სადაც იყო ავღრიალდებოდი, თვალები დავხუჭე რაც შემეძლო მაგრად და როგორც კი თვალებს წყვილი ცრემლი მოსწყდა, ტკივილი მაშინვე გაქრა. მან ხელი გამიშვა. ძლივს გავიაზრე შვებით, რომ ტკივილი შეწყდა, რომ თითქმის იმავე წამს ვიგრძენი ტუჩებზე... არა, ეს კოცნა არ იყო. ეს იყო თვით სინაზე, რომელიც ტუჩებზე დამადნა... ეს იყო კარაქზე უფრო დამყოლი, ვარდის სურნელზე უფრო არომატული, თაფლზე უფრო ტკბილი და მათრობელა... თვალები გაოცებულმა დავაჭყიტე. იმ წუთში ვერც მივხვდი რა მოხდა და როცა თითქმის გავიაზრე, სწორედ მაშინ დასრულდა ყველაფერი. შეშლილი გამომეტყველებით მომცილდა თავგზააბნეული და რაც შეიძლებოდა შორს დადგა ჩემგან.
_რ-რა მოხდა?-ვკითხე შეცბუნებულმა.
_არა...ეს არ უნდა მომხდარიყო... თავი ვერ შევიკავე...-მას ასეთს პირველად ვხედავდი. ის ყოველთვის თავდაჯერებული, მტკიცე, საზარელი იყო, ახლა კი არაჩვეულებრივად ადამიანურად დაბნეული მეჩვენებოდა. ადამიანი ალბათ ვერასდროს გადმოსცემდა ასე მის მღელვარებას.-არა...არა... ეს რა გავაკეთე...
_არაუშავს, მერე რა მოხდა? არაფერი მტკენია... დამშვიდდი...-საწოლიდან წამოვხტი და ოდნავ მიახლოება გავბედე. თვალებს მაგრად ხუჭავდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს მისთვის არაფერს არ ნიშნავდა.-ის მაინც ყველაფერს ხედავდა. ეს ამჯერადაც დამიმტკიცა, რადგან როგორც კი ხელი გავიწვდინე მისკენ, მაშინვე გაახილა თვალები და ყინულნარევი ხმით მითხრა:
_არ გაბედო! უკან დაიხიე...-მისი სიტყვების გაგონებაზე თვალები ამიცრემლიანდა, დავემორჩილე, მაგრამ ვედრებით სავსე ხმით ვუთხარი:
_გთხოვ...-საწოლის კიდეზე ჩამოვჯქი ფარ-ხმალდაყრილი.
_ეს არ უნდა მექნა...
_არ წახვიდე!-ცოტა ხმამაღლა მომივიდა, რადგან მომეჩვენა, რომ გამჭვირვალე გახდა.
_მაპატიე...-არაადამიანურად მავედრებელი ხმა და თვალები...ეს იყო ბოლო, რაც დამამახსოვრდა. ის გაქრა. გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. მთელი თვე აღარ გამოჩენილა. გამიჭირდა უიმისოდ. ო, როგორ გამიჭირდა. თანაც დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი, რას ველოდი მისგან, ან სხვა რას იზამდა ჩემ ადგილზე, მაგრამ ჩემს მდგომარეობაში ხომ არასდროს არავინ ყოფილა?! ღამეებს ვათენებდი მის ლოდინში, ის კი არადა და არ ჩანდა და აი, დღეს...

მოგონებებიდან აწმყოში თმაზე მისმა შეხებამ გადმომიყვანა. თვალები არ გამიხელია- რახან ასე უნდა ჩემი ძილის ყურება, ეგონოს, რომ მძინავს. ჩვენს ურთიერთობაზე დავფიქრდი, რა მომავალი შეიძლებოდა გვქონოდა? გულს მიკაწრავდა ლოგიკური პასუხი- ა რ ა ვ ი თ ა რ ი ! სწრაფად მოვიშორე უსიამოვნო ფიქრები და მთელი გულისყური მის შეხებაზე გადავიტანე. ამასობაში კი, როგორც ჩანს, ჩამეძინა...




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2011-01-23, 5:59 PM

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2011-01-23, 5:42 PM | შეტყობინება # 38
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
sonia, kargi chemo kargo, rogorc ginda ise moiqeci happy smile
eXceptional, vecdebi chemeburebi dzalian ar gavurio da mistikis charchoebshi rogorgac davrche. me mainc siyvaruli da rame, asetebs vawvebi mara aq vecdebi shevizgudo
elle____, happy happy
bella-bella, hmhmhm... arc ise sashineleba... merienistvis biggrin biggrin madloba, gaixaree
bachia_bachia555, gaixare, madloba rom kitxulob
natuka, vaimee gacherdi gogo ra komentarebs mitoveb... joan roulingi mgonia tavi biggrin biggrin biggrin biggrin an vigac amdagvari. miyvarxar nat, madloba, rom mgulshematkivrob
dodo, oo, vecdebi chemo kargo vecdebi biggrin biggrin biggrin gaixare



bachia_bachia555თარიღი: კვირა, 2011-01-23, 5:54 PM | შეტყობინება # 39

206
19  +
33  ±
   ±
Offline
eh...vitire ogont martla... cry ra kargat wer:***

dodoთარიღი: კვირა, 2011-01-23, 6:09 PM | შეტყობინება # 40

267
66  +
69  ±
   ±
Offline
vaime kocnaze davdni ra umagresooo…...…,shemdeg tavs velodebi moutmenlad icode male dade ai supta magari xar raaa happy
...……....`’•,,•’`,•’``’•,•’``’•,
,•’``’•,•’``’•,’•….,`’•,*,•’`,•’
’•,`’•,*,•’`,•’ …......`’•,,•’
.....`’•,,•’ ...

happy happy happy happy happy happy vai vai vai


★Gvanca★თარიღი: კვირა, 2011-01-23, 8:18 PM | შეტყობინება # 41
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
AnasteishA, vaime ani dzaan magari tavi iyo genacvale sityvebi ar myopnis ise var shenit agprtovanebulii. yochag... dzalian magrad wer dzalian sainteresod gaqvs yvelaperi gadmocemuli

Quote (AnasteishA)
არა, ეს კოცნა არ იყო. ეს იყო თვით სინაზე, რომელიც ტუჩებზე დამადნა... ეს იყო კარაქზე უფრო დამყოლი, ვარდის სურნელზე უფრო არომატული, თაფლზე უფრო ტკბილი და მათრობელა...

nu es momenti da es sityvebiiiii ra iyooooooooo, davdniiiii bolomde biggrin happy happy



elle____თარიღი: კვირა, 2011-01-23, 9:14 PM | შეტყობინება # 42
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
bachia_bachia555, meeec vitireeee :S :S :S yvelafers warmovidgendi amis gardaaaaa : S:S vaimeeeeeeeeeeeee neta dabrundeeeeeesss : ((( ise ra pontia adamianis fora mainc miigos : S:S ise rogor uyurebs at tqva tu daminaxav guli gagiskdebao ? tumca mainc dzaaaaaaaan magaria dzaaaaaaan mainteresebs yochaaaag :****


♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2011-01-23, 10:56 PM | შეტყობინება # 43
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime ana!
Quote (AnasteishA)
vaimee gacherdi gogo ra komentarebs mitoveb... joan roulingi mgonia tavi an vigac amdagvari.

amaze momeshala nervebi! sul sul odnavadac ki ar afaseb shens tavs da ratoo? xo ici rom arasdros mogatyueb da ratom ar gjera, rom chemi cxovrebis mandzilze shennairi nichieri adamiani ar shemxvedria? nu amas gamovasworebt, yovel dge gagimeoreb tu rogori nichieri xar da iqneb miechvio mainc. ai axal tavs ki rac sheexeba ar vici ra gitxra. dzalian mdzime tavi iyo. merieni mecodeba dzaan magram arc "is" aris uketes dgeshi. "is" ufro codoa chemi azrit sad sad sad axali tavi rodis iqneba?



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Takoთარიღი: კვირა, 2011-01-23, 11:17 PM | შეტყობინება # 44
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
ანიი! სერიოზული მწერალი ხარ , ჩამოყალიბებული და პროფესიონალი! ძალიან უცნაურ რამეს წერ , სიანტერესოს და რაღაც, როგრო გითხრა, არ ვიცი მაგ სიტყვას რა ჰქვია;
მრცხვენია კიდეც რამე რომ გითხრა. biggrin
ნუ არ ვიციი, ასეთი მე არაფერი მინახავს.
გოგონას შეუყვარდა ეშმაკი და ეშმაკს გოგონა? ეს ხომ წარმოუდგენელია, ესეთ რამეს პირველად ვხხედავ დაპირველად მესმის.
ასეთი რაიმეს დაწერა მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ. თითქოს პარალელი ვამპირისა და გოგონას სიყვარულზეც გავალე, მაგრამ არა, ეს სხვაა, სულ სხვა! მაკვირვებთ რაა, ასეთ რამეს როგორ იფიქრებთ?!
ნიკასი არ იყოს, ამ სიუჟეტზეც საშინლად მომინდა ფილმის გადაღება. biggrin
აუუ ძალიან მომწოონს შენი ნაწარმოები, ძალიან უჩვეულოა, ექსტრაორდინალური და რავიცი კიდე მე, რაც კაი სიტყვა მოიძებნება ყველაფერი biggrin
დიდად გაფასებ ჩემო ანი, ძალიან განათლებული გოგო ხარ , ეს კი მაშინვე ეტყობა შენს არაჩვეულებრივ ნაწამორებს! snegurochka :snegurochka: snegurochka
პს.იმ კოცნაზე გადავირიეეე biggrin



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'


შეტყობინება შეასწორა Tako - კვირა, 2011-01-23, 11:17 PM

☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-01-24, 6:54 PM | შეტყობინება # 45
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

მომაბეზრებელი სტუმარი

დილას მშვენიერ ხასიათზე გამეღვიძა. ზარი დავრეკე და სისი მოვიხმე, ხელ-პირი დამაბანინა და ტანსაცმლის ჩაცმაში დამეხმარა. შემდეგ მე თავად გავემართე ენის გასაღვიძებლად.
_ენ! გაღვიძების დროა!-მისი ოთახის კარები შევაღე, მაგრამ ფარდები ისე მჭიდროდ ჩამოეფარებინა, რომ თავდაპირველად ვერაფერი გავარჩიე. ფანჯრისკენ გავემართე და ფარდები გავწიე.-ენ! ადექი...-ვთქვი, სანამ შემოვბრუნდებოდი, მაგრამ ენი საწოლში არ იყო! გაოცებულმა დავტოვე ოთახი, დაბლა ჩავედი, სადაც ელა მტვერს წმენდდა.
_დილამშვიდობისა, ელა, ჩემი და არ გინახავს?
_დილამშვიდობისა, მის, მის ენი ბაღშია.
_ბაღში?-გამიკვირდა და ის იყო კარისკენ შევბრუნდი, რომ ენი შემოვიდა სახლში, კაბის კალთები ტალახით დასვროდა.
_მერეიენ, დამტანჯა ამ ბუჩქმა! ძლივს დავრგე!-შემომჩივლა.
_დარგე? რა ბუჩქი დარგე?
_შენ თუ გაქვს საკუთარი ვარდის ბუჩქი, მეც მინდა! ელა, ხელები დამაბანინე, კაბაც უნდა გამოვიცვალო, სულ ამოვისვარე!-ხელის ზურგი შუბლზე მოისვა და ელასთან ერთად წავიდა.
_სულელი ბავშვი!-ჩავილაპარაკე და მისი „ნამუშევრის“ შესაფასებლად წავედი. მისი ახალდარგული ბუჩქი წაქცეულიყო. გამეცინა. ავიღე და საიმედოდ ჩავრგე. ამ საქმიანობას რომ მოვრჩი, სახლში შევედი და ხელები დავიბანე. ამ დროს საუზმის ზარიც დაირეკა.
საუზმემ თითქმის უსიტყვოდ ჩაიარა. მამამ კიდევ ერთხელ შემახსენა ეპისკოპოსისთვის მოსაწვევის გაგზავნა. საუზმეს მოვრჩი თუ არა, ბიბლიოთეკაში შევედი და შესაბამისი მოწვევა დავწერე. ბიბლიოთეკიდან გამოსულს სისი შემხვდა.
_სისი, ჯენკინსს უთხარი, ეს წერილი ეპისკოპოს ლევენდერთან წაიღოს.
_დიახ, მის,-სისიმ წერილი გამომართვა და წავიდა.
_მერიენ!-კიბის თავში ჩემი უმცროსი და, ენი გამოჩნდა.
_საით გაგიწევია?-მისი შლაპა და საწვიმარი პალტო ეჭვით შევათვალიერე.
_ჯენკინსს ვთხოვ და...
_ჯენკინსს ვერაფერსაც ვერ სთხოვ, დაკავებულია,-გავაწყვეტინე. მის ფითქინა შუბლზე ნაოჭები გაჩნდა.
_მაინცდამაინც ახლა?-უკმაყოფილო ხმა ჰქონდა.
_ჰო, მაინცდამაინც ახლა, უკვე წავიდა.
_მაშინ იქნებ ჰერსტმა შეძლოს?
_ჯონ ჰერსტს შენთვის არ სცალია, ენ!
_ოოჰ, ყოველთვის ასე რატომ ხდება? აბა, ვის სცალია ჩემთვის?-გაბუტული ჩამოჯდა კიბეზე და ნიკაპი მუხლებზე იდაყვებით დაყრდნობილ მუჭებზე დადო. ჩვეულმა სიმკაცრემ წამში გამიარა. ჩემი პატარა დაიკო ენი... დედა მასზე მშობიარობას გადაჰყვა და მე მომიწია შემეთავსებინა დედის ტვირთი. თუმცა ჩვენს შორის სხვაობა სულ 5 წელი იყო.
_მე მცალია შენთვის, წამოდი, ბაღში გავისეირნოთ და ამასობაში ჯენკინსიც დაბრუნდება,-ხელი გავუწოდე, უხალისოდ ჩამიდო თავისი ხელი და წამოდგა.
გარეთ არ წვიმდა, მაგრამ ახალი ნაწვიმარი იყო. ოდნავ ატალახებულ ბილიკზე მივსეირნობდით მე და ენი, რომელიც ხელკავგაყრილი მომყვებოდა. რაღაცას მიყვებოდა თავის მეგობრებზე თუ ყვავილების კვლებზე, მაგრამ მე არ ვუსმენდი. წუხანდელ ღამეზე და ჩემს უცნაურობაზე ვფიქრობდი.
_მერიენ, შეხედე!-წამოიძახა უცებ ენმა, მე შევხტი და მის გაშვერილ თითს უკმაყოფილოდ შევხედე.
_ენ, თითის გაშვერა უტაქტობაა!
_შეხედე!-იხტიბარს არ იტეხდა. დავემორჩილე და ჩემი ვარდების ბუჩქი დავინახე, ნახევრად გამხმარიყო.
_ჩემი ვარდები!-შევყვირე შეწუხებულმა.
_ამ ბოლოს დროს სულ აღარ აქცევ ყურადღებას... მაგრამ რამ გაახმო? მთელი თვეა წვიმს!-გაკვირვებას ვერ მალავდა ენი. მე ბუჩქს მივუახლოვდი და მიწაში ჩავიჩოქე.
_ხვალვე მივხედავ აქაურობას... გავსხლავ და ნიადაგს გავუნაყოფიერებ,-დამწუხრებული ვუყურებდი ჩემ საყვარელ ბუჩქს. წელში გავიმართე და ბილიკზე დავბრუნდი.
_ახალი ამბავი გაიგე?-მკითხა ენმა. რა თქმა უნდა, არა!
_რომელი ახალი ამბავი?-უხალისოდ ვკითხე, მაგრამ ამ დროს ჯენკინსი დავინახეთ და ენიც მისკენ გაემართა.
_ჯენკინს, ჩემს მეგობარ ჰელენთან უნდა წამიყვანოთ! ცხენები მოამზადეთ, გთხოვთ!-დაუძახა შორიდანვე.
_ახლავე, მის,-უპასუხა ჯენკინსმა, შემდეგ კი მე მომიბრუნდა.-მის მერიენ, ეპისკოპოსი სიამოვნებით დათანხმა თქვენს მოწვევას და გთხოვათ ეტლი გაუგზავნოთ შაბათს 6 საათისთვის.
_გმადლობ, ჯენკინს. ენ, წამოდი, გათბი, სანამ ჯენკინსი ცხენებს მოამზადებს,-ვუთხარი და სახლისკენ წავიყვანე. ჯენკინსი თავლაში წავიდა ცხენების მოსაყვანად.
ჰოლში შევედით. ხელთათმანები გავიძრე, ქუდი მოვიხადე და შემოგებებულ სისის გავუწოდე. საწვიმარი პალტოს გახდაშიც დამეხმარა. ენი სახლში შესვლისთანავე სამზარეულოში გავარდა ბუხართან.
_სისი, მისტერ სტრატფორდი კაბინეტშია?
_დიახ, მის,-მიპასუხა და წავიდა. კაბინეტისკენ გავემართე, კარზე სამჯერ დავაკაკუნე და მხოლოდ შიგნიდან ნებადართვის შემდეგ შევაღე კარები.
_შეიძლება?
_შემოდი, მერიენ, შემოდი,-შევატყვე უხასიათოდ იყო, მეტისმეტად სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა.-მას შემდეგ, რაც ჩვენი საქმეების წარმართვას შეეშვი, ყველაფერი ცუდად მიდის. მოსავალი ცოტაა, გასავალი ბევრი. თანაც არსად არაა აღრიცხული რაში იხარჯება ამდენი ფული! არა, ამ საქმეებს ისევ შენ უნდა მიხედო. მთელი დღეა ვცდილობ გავეცნო ამ ქაღალდებს, თუმცა ამაოდ.
_მამა!-ღიმილით მივმართე და მის სავარძელს მივუახლოვდი. უკან დავუდექი, ყელზე მოვეხვიე და ქაღალდს ჩავხედე, რომელიც ხელში ეკავა.-ეს არაფერი მნიშვნელოვანი არაა! ეს ხომ ჩემი ყვავილების ნათესების რაოდენობაზეა!-მივხვდი მაშინვე და გამეცინა.-ჯენკინსის მიერ გათოხნილ კვლებზე და ასე შემდეგ. აჯობებს, უფრო მნიშვნელოვან საკითხებს გადახედო... თუმცა არა, ახლა აჯობებს დაისვენო, მთელი დღეა აქ ხარ. არ ფიქრობ, რომ ლანჩი დაიმსახურე?
_ლანჩი ვისთან? კატრინასთან?-დაიწყო ბუზღუნი.-შენ და ენი სადღაც იკარგებით ლანჩის დროს!
_მე გაგიწევ კომპანიონობას.
_ენი?
_ენი ჰელენთან აპირებს წასვლას. ჯენკინსს აკაზმვინებს ცხენებს.
_ლანჩის მერე წავიდეს, შენც წაჰყევი, სულ სახლში ზიხარ, ახალგაზრდა ქალს სახლში ჯდომა არ შეჰფერის. გაუთხოვარი დარჩები!
_თითქოს შენ ეგ ძალიან განაღვლებდეს...-გამეღიმა. მასაც კეთილად გაეღიმა და ფეხზე წამოდგა.
_აჯობებს თემა შევცვალოთ, თორემ შენი გათხოვების თემაზე გული მიჩქარდება... ეგ თემა ჩემს ჯანმრთელობას ვნებს,-ხელკავი გამოვდე და სასადილოსკენ წავედით, სადაც მალევე მოგვართვეს ჩაი და გახუხული პურები.
ენი უკმაყოფილო სახით იჯდა და მთელი საათი ერთ ნაჭერ პურს ახრუგუნებდა, თან თვალებს მიბრიალებდა დროზე მორჩიო, მე კი მამას დატოვება არ მინდოდა.
_წავედით?-მკითხა ბოლოს თვალების ბრიალით. მე მამაზე ვანიშნე.-დროზე თუ არ წავალთ, დაგვაღამდება და იქ დარჩენა მოგვიწევს!-დამემუქრა.
_არა, არა. დროზე წადით და ეცადეთ არ შეგაგვიანდეთ. ამხელა სახლში მარტო ვერ დავიძინებ!-შეფუცხუნდა მამა. მსახურები, რა თქმა უნდა, ანგარიშში ჩასაგდებნი არ იყვნენ!
უხალისოდ გამოვიცვალე კაბა და დაბლა ჩავედი. ენი უკვე ეტლში მელოდებოდა.
_სად ხარ ამდენ ხანს?-წაიბუზღუნა, როცა გვერდით მივუჯექი. ეტლი დაიძრა. ენიმ ჯენკინსს გაუბა საუბარი. ენის გაჩერება მისთვის ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, მაგრამ ამ ამბავს არასდროს შევუწუხებივარ. ჩემი ფიქრები ყოველთვის შორს დაფარფატებდნენ.
_...მერიენსაც სწორედ ამას ვეუბნებოდი, ხომ ასეა მერიენ?-მომიბრუნდა უცებ ენი.
_მაპატიე, არ გისმენდი,-თვალებში მივაჩერდი.
_ახალ ამბავზე რომ გითხარი, გახსოვს?-ენი ჩემ უყურადღებობაზე არ განაწყენებულა.
_ჰო, რაღაცას ამბობდი,-გამახსენდა.
_ჰელენის კუზინა, მმ... რა ერქვა... ჰო, გამახსენდა! ჯონათანი ჩამოდის ამ შაბათ-კვირას და მერე ალბათ ხშირად გაიმართება მათთან მეჯლისები! რა მაგარია, არა? სანამ ის ბიჭი აქ იქნება, გასართობი არ მოგვაკლდება!-აღფრთოვანებული ტიტინებდა ენი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გამოცოცხლდა, როცა ჯონათანზე ალაპარაკდა.-თურმე სემინარიაში ყველაზე წარმატებული სტუდენტია, წარმოგიდგენია? ყველაზე სამაგალითო, ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე განათლებული!
_ნუთუ?-უხალისოდ ვკითხე.
_წარმოიდგინე, როგორი რომანტიკული, დახვეწილი პიროვნება იქნება!-არ ჩერდებოდა ენი.
_ენ, არა მგონია განსწავლულობა რომანტიკასთან იყოს კავშირში. იქნებ ჯერ გაგეცნო და მერე გეოცნება?-ვუთხარი სერიოზული კილოთი. ჯენკინსის ფხუკუნის ხმა მოგვესმა, ენმა კი შუბლი შეჭმუხნა და სანამ მისი მეგობრის ჰელენ საროუს სახლს არ მივაღწიეთ, ხმა აღარ ამოუღია.
_ენ!-კივილით გამოგვეგება ჰელენი. ერთმანეთს გადაეხვივნენ, შემდეგ მე მომიბრუნდა ჰელენი.
_მერიენ! როგორ ხარ?-სანამ პასუხის გაცემას მოვასწრებდი, თვითონვე უპასუხა თავის შეკითხვას.-მმ, როგორც ყოველთვის უხასიათოდ!-ბავშვურად შემომცინა და ენი სახლისკენ გააქცუნა. მეც მათ მივყევი. აი, რატომ არ მიყვარდა ენთან ერთად მის მეგობრებთან წასვლა- მათთან თავს მოხუცად ვგრძნობდი, ისეთ მოხუცად, რომელსაც დაავიწყდა, როგორია იყო ბავშვი.
_ენ, ჩამოვიდა! ჯონათანი ჩამოვიდა!-შინ შესვლამდე გადაუჩურჩულა ჰელენმა.-მისაღებშია, არაფერი შეიმჩნიო! მე გაგაცნობ, შენ ვითომ წარმოდგენაც არ გაქვს!-მის იდუმალ ტონზე გამეცინა. ჰელენმა თავაზიანობა გამოიჩინა და სახლში რომ შევიდა, ცხვირწინ კარის მოჯახუნების ნაცვლად, კარი დამიკავა, რომ შევსულიყავი.
_გმადლობ,-გავუღიმე.
_ენ, ძვირფასო!-გავიგონე, როგორ მიესალმა ჰელენის დედა, მისის ბეატრისი ენს.
_მისის საროუ!-მომესმა ენის პასუხი და ამ დროს მე და ჰელენიც შევედით დარბაზში. ირგვლივ, როგორც ჩვენთან, აშკარად იგრძნობოდა სიმდიდრე. ოქრომკედით მოქარგული სავარძლები, ფარჩის ფარდები. ოქროს შანდლები, მდიდრული ხალიჩები იატაკზე. ფუფუნების ელფერი ყველაფერს ეტყობოდა. ბუხართან სავარძელში მისის საროუ იჯდა, მის გვერდით ზურგით ჩვენსკენ შავ შარვალსა და ნაცრისფერ სერთუკში გამოწყობილი მოხდენილი ახალგაზრდა კაცი იდგა ხელჯოხით, რომელსაც ხელში ათამაშებდა. ოთახში ახალშესული ენი კართან იდგა და ახალგაზრდა კაცს თვალმოუშორებლად უყურებდა.
_მისის საროუ!-რევერანსით მივესალმე.
_მერიენ!-მხიარულად წამოიძახა ქალმა და მის გვერდით სავარძელზე მიმითითა. ჩემი ხმის გაგონებაზე ახალგაზრდა შემობრუნდა და გაოცებულმა შემათვალიერა.
_მისის საროუ, არ გამაცნობთ ამ მშვენიერ ქალბატონებს?-ჩემთვის თვალი არ მოუშორებია ისე ჰკითხა ბუხართან დაყუდებულმა. მე და ენი მასპინძლის მიერ მითითებულ სავარძელზე ჩამოვსხედით.
_ოჰ, რა თქმა უნდა!-ხალისიანად უპასუხა მისის საროუმ და ჩვენ მოგვიბრუნდა.-ქალბატონებო, გაიცანით, ეს მისტერ ჯონათან საროუა, ჩემი მეუღლის ძმის შვილი. ჯონათან, ძვირფასო, ესენი მის მერიენ და მის ენ სტრატფორდები არიან, შენ, რა თქმა უნდა, გსმენია ლორდ ჯორჯ სტრატფორდზე?
_დიახ, მემ,-ღიმილით დაუკრა თავი ჯონათანად წოდებულმა.-ნუთუ ეს ლამაზი ქალბატონები სახელგანთქმული ლორდ სტრატფორდის ქალიშვილები არიან?-ცბიერი ღიმილით დამიწყო ყურება, შემდეგ მომიახლოვდა და რბილად მითხრა.-ნება მიბოძეთ,-ხელი გამომიწოდა. რადგან სხვაგვარად უზრდელობაში ჩამეთვლებოდა, გამოწვდილ ხელში ხელი ჩავუდე, მას მზერა არ მოუცილებია ისე მეამბორა. შემდეგ უხალისოდ მიუბრუნდა ენს და მასაც ნაზად ეამბორა ხელზე.
_ჯონათანი იმდენად კეთილშობილი ახალგაზრდაა, რომ გადაწყვიტა მოხუცი ბიძა და ბიცოლა მოენახულებინა და მათთვის ერთფეროვანი, მოსაწყენი საღამოები გაელამაზებინა...-პირფერულად წამოიწყო მისის საროუმ.
_ძვირფასო ბიცოლა, მე თქვენზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ მოხუცი ხართ და არც ის მგონია, რომ თქვენს სიცოცხლითსავსე ქალიშვილთან ერთად მოსაწყენი საღამოები გქონდეთ, თუმცა მეც მიხარია, რომ აქ ჩამოვედი, სხვანაირად ამ მშვენიერ ქალბატონებს ხომ ვერ გავიცნობდი?-ღიმილით გადმომხედა.
_როგორი გალანტურია...-გადაულაპარაკა ენმა ჰელენს. ამ დროს მისის საროუმ ზარი ააწკარუნა, იმავ წამს ერთ-ერთი მსახური შემოვიდა, რომელსაც დიასახლისმა ჩაის და ნუგბარის მოტანა დაავალა. რამდენიმე წუთში იმავე მსახურმა ლანგრით ტკბილეული, ჩაიდანი და 5 ფინჯანი შემოიტანა. სათითაოდ ჩამოგვირიგა ფინჯნები და ოთახიდან გავიდა. იქ მყოფებს შორის გაცხოველებული საუბარი გაიბა, მაგრამ მე არ ვერეოდი ამ საუბარში, არც კი ვუსმენდი მათ. გარეთ ნელ-ნელა ბინდდებოდა და ვფიქრობდი, ამაღამაც მოვიდოდა თუ არა.
_მის მერიენ, თქვენ როგორც ჩანს, დიდად არ გამოირჩევით მჭევრმეტყველობით,-მომმართა უცებ ჯონათანმა. უცებ ყველა გაჩუმდა. მისის საროუ ინტერესით მომჩერებოდა. ენი და ჰელენიც მაშინვე გაჩუმდნენ და მე გადმომხედეს (ენს რაღაც ჟესტით გაშვერილი ხელიც კი გაუშეშდა ჰაერში).
_ამმ, დიახ, მართალი ხართ,-მას შემდეგ, რაც ოთახში მყოფებს მოვავლე თვალი, მზერა ისევ მისტერ საროუზე გადავიტანე.
_სამწუხაროა, რატომღაც მგონია, რომ ძალიან საინტერესო ადამიანი უნდა იყოთ...
_ვერაფერს გეტყვით,-ავირიდე კომპლიმენტი.-ეგ უბრალოდ თქვენი ვარაუდია.
_მერიენ, რატომ არ მოუყვებით ჯონათანს თქვენი საყვარელი რომელიმე წიგნის შესახებ?-ჩაერთო მისის საროუ.
_ჰო, მერიენ, გვიამბე რომელიმეზე,-მომმართა ენმაც.
_არამგონია, მისტერ საროუსთვის ეს თემა მაინცდამაინც საინტერესო იყოს,-ვთქვი, რაც შემეძლო ზრდილობიანად.
_გარწმუნებთ, ნამდვილად მაინტერესებს.
_და მაინც, თქვენის ნებართვით, მირჩევნია თავი შევიკავო,-ალბათ უხეშად გამომივიდა, რადგან მთელი საღამოს განმავლობაში ჩემთვის სიტყვით აღარავის მოუმართია. რამდენჯერმე ჯონათანის მზერა ვიგრძენი, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
ბოლოს, როგორც იქნა, დაბნელდა და მე ენს მივმართე:
_ენ, დროა წავიდეთ, ნუ ვისარგებლებთ მასპინძლის სტუმართმოყვარეობით. თანაც ნამგზავრ სტუმარს ალბათ სურს მოისვენოს.
_კარგი, წავიდეთ,-წამოდგა ენი.
_გამეხარდებოდა თუ ცოტა ხანს კიდევ დარჩებოდით,-თქვა ჯონათანმა.
_ძალიან მიხარია, მაგრამ აჯობებს წავიდეთ,-მოვუჭერი და მისის საროუს მივმართე.-დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.
ქალბატონიც დაგვემშვიდობა და მე და ენმა ოთახი დავტოვე. ჯონათანმა „გავაცილებო“ და უკან დაგვედევნა. ჯენკინსი გარეთ გველოდა, საროუების რომელიღაც მსახურს ელაპარაკებოდა. ჩვენს დანახვაზე, მას დაემშვიდობა და ეტლისკენ წამოვიდა. კარი გაგვიღო, ენი ჩაჯდა და ის იყო მეც ფეხი უნდა ამედგა საფეხურზე, რომ ვიგრძენი მკლავში როგორ წამავლეს ხელი. გაკვირვებულმა მოვიხედე.
_მის მერიენ, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. იმედია, ხშირად ვნახავთ ხოლმე ერთმანეთს,-უცნაურად თვალებაციმციმებულმა მითხრა ჯონათანმა.
_ამმ, სამწუხაროდ, მე მთლად დარწმუნებული არ ვარ მაგაში,-თუმცა ამ ამბით „დამწუხრებული“ მაინცდამაინც არ ვიყავი.
_მე კი გარწმუნებთ, რომ ასე იქნება. მომაჯადოებელი სილამაზის მქონე ქალბატონი ხართ, მე კი არ ვარ ის კაცი, ვინც ასეთ სილამაზეს იოლად გაუშვებს ხელიდან...-თვალები გამიფართოვდა. ახლა სილა უნდა გამეწნა?
_ჩავთვლი, რომ ეს სიტყვები არ გამიგონია და თქვენც ჩათვალეთ, რომ არაფერი გითქვამთ! მოიქეცით ისე, როგორც წესიერ ჯენტლმენს შეეფერება!-ვუთხარი მკაცრად და ეტლში ჩავჯექი. მას უბრალოდ გაეცინა ჩემს საქციელზე.
_ღამე მშვიდობისა, მის ენ!-დაიძახა მან, სანამ ეტლი დაიძვრებოდა.


ძებნა: