კონტრა ეშმაკთან
|
|
bella-vampire | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-21, 6:48 PM | შეტყობინება # 346 |
842
Offline
| | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-21, 7:37 PM | შეტყობინება # 347 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-21, 7:40 PM | შეტყობინება # 348 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| მისის ემილი ჯენკინსი მომდევნო დღეების განმავლობაში დენიელი არ გამოჩენილა. არადა დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ საღამოსვე მომაკითხავდა და შევრიგდებოდით. შევცდი. ის არ გამოჩენილა არც იმ დღეს, არც მომდევნო და არც მესამე დღეს. მე ჩავთვალე, რომ დრო მომცა. დრო დასაფიქრებლად. მეოთხე დღეს მოვიდა ნაითინგეილი. პატივით მივიღეთ და სასტუმრო ოთახში დავსვით. გული მიფრთხიალებდა იმის მოლოდინში, როდის გადმომცემდა ბლექბორნის დანაბარებს, მაგრამ მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ, მკითხა ენი სად არისო. _თავის ოთახშია, ახლავე დავაძახებინებ,-სასიამოვნოდ გაოცებულმა ვუპასუხე და ზარი დავრეკე. ოთახში ელა შემოვიდა და მე უმცროსი მის სტრატფორდის მოყვანა დავავალე. _ბლექბორნმა ხომ არაფერი დაგაბარა ჩემთან, უილიამ?-ვკითხე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გულისფანცქალით. _ვწუხვარ, მერიენ, არაფერი. _სულ არაფერი?-შიში ჩამიდგა თვალებში. _დენიელმა ამბავი გაავრცელა, რომ თქვენი ნიშნობა ჩაიშალა. _რაა?!-შევძრწუნდი.-იმ უბრალო კამათის გამო?! _ვერაფერს გეტყვი, ვწუხვარ. მეც არ მესმის რა ემართება. _იქნებ აჯობებს დაველაპარაკო?-იმედი მქონდა რამეს მირჩევდა, მან ხომ უკეთესად იცოდა თავისი მეგობრის ხასიათი და იმჟამინდელი განწყობა. _ეს რამდენიმე დღეა ძალიან შეიცვალა. ალბათ უარს იტყვის შენთან საუბარზე. ვეცდები ჯერ მე დაველაპარაკო, შემდეგ შეგატყობინებ...-ამ დროს ენი შემოვიდა ოთახში. ლოყები შეფაკვლოდა და სტუმარს თვალს ვერ უსწორებდა. მოგვიახლოვდა და რევერანსით მიესალმა სტუმარს. ნაითინგეილმა თავი დაუკრა. _უკაცრავად,-ვთქვი და ოთახიდან გამოვვარდი, რადგან სადაც იყო ცრემლები წამსკდებოდა, ეს კი არც ისე საამაყო საქციელი იქნებოდა სტუმრის თანდასწრებით. აღნიშვნის ღირსია ის ამბავი, რომ მე და ენი ისევ უკუპროპორციულად ვაგრძელებდით ცხოვრებას. მე სევდამ შემიპყრო, ენი მომავლის იმედმა. ნაითინგეილმა სიჯიუტე დათრგუნა და ენთან მეგობრობა განაახლა. ახლა ის სიხარულით გარბოდა წვეულებებზე და გამორჩეული სამოსითა და სამკაულით ირთვებოდა. მე ჩემი ჯვრისწერისთვის ნაყიდი ქსოვილი თავისი ყუთიანად სხვენში, ძველმან, გამოუსადეგარ ნივთებს შორის დავაბრძანე, სამუდამო მოლოდინისთვის გავიმეტე. ვერაფერს ვერ ვხვდებოდი და არაფერი არ ვიცოდი დაზუსტებით, გარდა ერთისა, ბლექბორნს უნდა დავლაპარაკებოდი. აღსასრულამდე გაბუტულები ხომ ვერ ვიქნებოდით? ან ამდენ ხანს რით ვერ გაუარა წყენამ და გაბრაზებამ? ერთ საღამოს ენთან ერთად წვეულებაზე წავედი. მეგონა პირველად მაშინ ნახა ენმა საროუ და მისმა გულგრილმა რეაქციამ გამაოგნა. მან სრულიად არ შეიმჩნია ყოფილი საქმროს იქ ყოფნა და არხეინად განაგრძო უილიამთან საუბარი, ის კიარა, საცეკვაოდაც კი გაჰყვა ნაითინგეილს- ამით საქვეყნოდ განაცხადა, რომ ჯონათან საროუ მისთვის ნეხვის ჭია იყო და მეტი არაფერი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე ვერ შევძელი ყოფილი საქმროს დანახვაზე ასეთი გულცივობის გამომჟღავნება, მითუმეტეს, რომ მისი მზერა ვიგრძენი და დამთბა. დაუფიქრებლად გავემართე მისკენ, ის დასხლტომას შეეცადა, მაგრამ ვერ მივართვი! გზა გადავუჭერი. _დენიელ, უნდა გელაპარაკო!-ვუთხარი პირდაპირ მშვიდი ხმით. _გისმენ. _არა აქ,-დენიელმა მოათვალიერა დარბაზი და საროუს მოჰკრა თვალი. ამის შემდეგ ცივად მიპასუხა: _მაპატიე, დრო არ მაქვს!-და გამეცალა. შეფურთხებულივით გავირინდე და ვერ მოვისაზრე რა მექნა. შემდეგ როგორღაც შემოვბრუნდი და საროუს დავადექი თავზე, რომელიც ღვინის მორიგ ჭიქას ისხავდა ვერცხლის გრაფინიდან. _ოჰ, მის სტრატფორდ, ჩემთვის პატივია თქვენს სიახლოვეს გამოჩენა. _სამწუხაროდ, თქვენზე იგივეს ვერ ვიტყვი. სამაგიეროდ გეტყვით სხვა რამეს: რაც არ უნდა გქონდეთ ჩაფიქრებული და რითაც არ უნდა აშანტაჟებდეთ ბლექბორნს, მაინც არაფერი გამოგივათ! მაინც სულ ის მეყვარება, თქვენში არაფერია ისეთი, რითაც ჩემს სიყვარულს დაიმსახურებდით! ნამდვილი არარაობა ხართ!-ვუთხარი და ზურგი ვაქციე. _როგორი ბრაზიანი ფისუნიაა... -გავიგონე როგორ ჩაილაპარაკა კმაყოფილებით. საკუთარ თავში ჩავიკეტე. ბლექბორნი არ ჩანდა. ძველ ცხოვრებას დავუბრუნდი. ბლექბორნი არ ჩანდა. ვუვლიდი მამულს, თვალყურს ვადევნებდი მუშებს, მსახურებს, გლეხებს, მოახლეებს, ჯონ ჰერსტთან ერთად ვაგვარებდი ეკონომიკურ მხარეებს. ბლექბორნი კი ისევ და ისევ არ ჩანდა. დავიწყე ეკლესიაში სიარული და იმაზე ლოცვა, რომ „ის“ მაინც დაბრუნებულიყო ჩემთან, გავემხნევებინე. კიდევ დავიწყე ელიზას საფლავზე სიარული. წასვლამდე ვწერდი წერილს, სადაც ვუზიარებდი ჩემ განცდებს, შემდეგ კი მის საფლავზე ვწვავდი ამ წერილებს და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რეალურად მას ვუგზავნიდი. წვიმიან დღეებში ჯენკინსს ვაგზავნიდი და ვატანდი წერილებს. ჰო, ეს ახირება იყო, გიჟური ახირება. ისევ. და მოხუც ადამიანს ჩემი ამ არანორმალური ახირების გამო ვტანჯავდი, რადგან წვიმაში, სიცივეში, რამდენიმე მილის გავლა უწევდა (მართალია ფეხით არა, მაგრამ მაინც), რათა სასაფლაოზე წერილის დასაწვავად მისულიყო. საწყალი, ერთგული, მოხუცი ტობიასი. პიტერს ვერ დავავალებდი ამ ყველაფერს. ის თან მამულში მუშაობდა, თან გლეხებთან ერთად ეწეოდა მიწათმოქმედებას, რომ მეტი ფული დაეგროვებინა, ის ხომ ცოლის მოყვანას აპირებდა? ამისთვის ბევრი ფული სჭირდებოდა სახლის ასაშენებლად და მის მოსაწყობად. მე, რა თქმა უნდა, გვერდში ვედექი. არც კი იცოდა, რომ თავის სახლს თავისივე ხელით აშენებდა და ამაში ფულსაც ვუხდიდი. ეს საქმე ასე მოვაგვარე: დავიჟინე, რომ მამაჩემისთვის სიურპრიზის მოწყობას ვაპირებდი და პატარა სახლს ვუშენებდი ჩვენ დიდ სახლთან, უფრო კი სოფელთან ახლოს. პიტერს არაფერი უეჭვია, ხალისით შეუდგა სახლის შენებას. ამ მოვლენებმა ცოტა გადამატანინა ყურადღება გაურკვეველი პირადი ცხოვრებიდან სხვა საკითხებზე. სისი ბედნიერებისგან ღრუბლებში დაფრინავდა, მას გულწრფელად უყვარდა პიტერი და ცოტათი მეცოდებოდა კიდეც, რომ პიტერიც ასეთივე ძლიერი გრძნობით არ პასუხობდა. აქ ჩემთვის ცოტათი მძიმე ნაბიჯის გადადგმა მომიწია, სისის ჩემთვის ნაყიდი საქორწილო კაბის ქსოვილი ვაჩუქე, რათა ამ ძვირფასი ქსოვილით თავისი ოცნების კაბა შეეკერა. გოგონამ ლამის ხელები დამიკოცნა. დიახ, მე ვაშენებდი ამ მდაბიოთა ოჯახს ისე, თითქოს ჩემი ცხოვრება იყო და ამით კმაყოფილებას ვგრძნობდი, თუმცა გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ხშირი იყო მომენტები, როცა მათი გაბრწყინებული სახეების ყურებისას, ბედნიერების იმედით აღსავსე გეგმების მოსმენისას, სიხარულის მაგივრად სევდა მიპყრობდა. შესაძლოა არ ვიყავი ნორმალური და მათი მშურდა. ან იქნებ პირიქით იყო? იქნებ ნორმალურია, რომ როცა საკუთარი ბედნიერება თავზე გენგრევა და სხვის ბედნიერებას ხედავ, სევდა გიპყრობს და მტანჯველი ფიქრები, რომ რატომ შენ არ ხარ მათ ადგილზე, უფრო სწორად კი, რატომ შენც არ ხარ მათ მდგომარეობაში, მათსავით ბედნიერი. ხანდახან ფიქრები მართლაც რომ ძალიან მტანჯველია. ერთ საღამოს, როცა მარტო ვბრუნდებოდი ეკლესიიდან, ჯენკინსის სახლთან ჩავლისას მისმა ცოლმა დამიძახა: _მის მერიენ! _ოჰ, საღამო მშვიდობისა, მისის ჯენკინსს!-ვუთხარი, როცა ფიქრებიდან გამოვერკვიე. _რაღაც მაქვს სათქმელი, მის სტრატფორდ, გთხოვთ, ორი წუთით შემოხვიდეთ,-ქალი აღელვებული მომეჩვენა, ამიტომ მაშინვე კარისკენ გავემართე. აშკარად რაღაც სერიოზული იყო. _ხომ კარგად ხართ, მისის ემილი?-ვკითხე, როცა შიგნით შევედი და ქალმა კარები დახურა. _დიახ, როგორც ჩემს მდგომარეობაში მყოფს შემეფერება, მის,-მითხრა და მხოლოდ ახლაღა მოვკარი მის წამოზრდილ მუცელს თვალი და გავოგნდი. _თქვენ... თქვენ...-ენა დამება. _ჰო, ბავშვს ველოდები. მართალია ისეთ ასაკში აღარ ვარ, მაგრამ... ეს სასწაულია, არა? რამდენი ხანი ველოდით... ვოცნებობდით...-მუცელზე ნაზად მოისვა ხელი და ბედნიერმა ღიმილმა გაუცისკროვნა სახე, მაგრამ თითქმის მაშინვე დასერიოზულდა.-მაგრამ ახლა სხვა რამ მინდა გითხრათ. ჩამოვჯდეთ, თორემ დიდხანს ფეხზე დგომა მიჭირს,-ორივენი ხისგან ნაჩორკნ მაგიდას მივუსხედით. _ნუ მაშინებთ, მისის ემილი. ისეთი სახე გაქვთ, ასე მგონია რაღაც ძალიან ცუდი უნდა მითხრათ. თუ რამეში დახმარება გჭირდებათ... ხომ იცით, შეგიძლიათ ყველაფერში ჩემი იმედი გქონდეთ. _მის მერიენ, რის თქმასაც ახლა ვაპირებ, ვერ გავბედავდი, თქვენგან ასე ძალიან რომ არ ვიყო დავალებული. თქვენი სიცოცხლე მმართებს, თქვენ უნდა გიმადლოდეთ, რომ დღეს ცოცხალი ვარ... _ძალიან გთხოვთ, არ გინდათ... რა საჭიროა იმ ძველი ამბების გახსენება,-ერთი სული მქონდა პირდაპირ საქმეზე როდის გადავიდოდა. ხანდახან ძალიან მაღიზიანებდნენ გლეხები- ყველა მხრიდან უვლიან სათქმელს- მთავარს კი მაშინ გეუბნებიან, როცა უკვე ჩაგეძინება. _მაპატიეთ, თავი მოგაბეზრეთ,-ნუთუ ასე ძალიან მეტყობა განწყობა?!-საქმე თქვენს საქმროს ეხება...-დაიწყო იდუმალი ხმით. _ბლექბორნს?!-ჩვეულებრივზე ერთი ოქტავით მაღლა მომივიდა. ქალმა თავი დამიქნია, წამოდგა, ფანჯარაში აქეთ-იქით გაიხედა და მჭიდროდ მოხურა. _მის, ის საფრთხეშია!-მითხრა შემაშინებელი, იდუმალი ხმით. _თქვეე-თქვენ საიდან იცით? რა საფრთხეში? რას გულისხმობთ? უფრო გასაგებად ამიხსენით...-დავიბენი. _თავიდან დავიწყებ. ჩემი რძალი- ფრიდა, მგონი თქვენც იცნობთ. ჰოდა, ფრიდა ნათესავთან იყო წასული, 2 დღეა რაც დაბრუნდა. როგორც მომიყვა, მისი ბრისტოლში ყოფნისას, დიდი აურზაური გამოუწვევია უელსელთა ბანდას,-ქალს უფრო იდუმალი გაუხდა ხმა, თან ყურადღებით აკვირდებოდა ჩემს რეაქციებს, რომელიც იმჟამად ნული იყო- ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავდი კავშირს ბლექბორნის საფრთხეში ყოფნასა და ემილის მონაყოლს შორის. _რა აურზაური? რა კავშირშია ეს დენიელთან? _ახლავე გეტყვით, მის. ეს ბანდა ეძებს უელსიდან გადახვეწილ ვიღაც დიდგვაროვანს, რომელსაც რაღაც გაუგონარი დაუშავებია ამ ბანდის ბელადისთვის. მოსაკლავად ეძებენ, მის!-აღელვებისგან შეჰყვირა მან.-რატომ მიყურებთ მასეთი სახით, ნუთუ ჯერ კიდევ ვერაფერს მიხვდით? გადახვეწილი დიდგვაროვანის სახელი ბლექბორნია, მის მერიენ, დენიელ ბლექბორნი! _რას ამბობთ? ხომ არ გაგიჟდით?-საკმაოდ უხეშად გამომივიდა, ფეხზე წამოვხტი და შეშლილი თვალებით დავაცქერდი ფეხმძიმეს. _მის, დარწმუნებული რომ არ ვიყო, ასეთი რამის თქმას ვერ გავბედავდი. ასე როგორ გავკადნიერდებოდი. დამიჯერეთ, მის. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ცდებიან, რაღაც გაუგებრობაა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე გამეფრთხილებინეთ და აჯობებს მანაც იცოდეს, რომ ეძებენ და ადრე-თუ გვიან მოაგნებენ,-დაამატა მცირე პაუზის შემდეგ.- შესაძლოა ამაში ვინმემაც კი შეუწყოს ხელი... _საროუ!-აღმომხდა სუნთქვაშეკრულს და თავგზააბნეული გამოვვარდი ჯენკინსების ქოხმახიდან. _მის! მის! მოიცათ!-კარის ზღურბლიდან მეძახდა ქალი, მაგრამ მე უკვე შორს ვიყავი.
| |
|
|
|
bella-vampire | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-21, 8:29 PM | შეტყობინება # 350 |
842
Offline
| | |
|
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: პარასკევი, 2011-04-22, 11:28 AM | შეტყობინება # 353 |
572
Offline
| Quote (AnasteishA) საინტერესოა... როგორ ხასიათზე ხარ ხოლმე ამ ფიკის კითხვისას?? იცი როგორ, მგრძნობიარე და დაკვირვებული ხასიათზე. ახლა კი გადავიდე ამ თავზე. ნუ როგორც ყველა თავები ესეც მომეწონა,მაგრამ ძალიან სევდიანიც იყო ამავდროულად ;( ;( მერიენი მართლა ძალიან მეცოდება ასეთ დღეში როა. საროუ<--აი ეს მართლ აეშმაკი მძულს. ეს ფიკი იცი რატო მიყვარს კიდე ყოველ ახალ ახალ ტავში სულ ახალ ახალი ამბებია,არ არის ერთფეროვანი.მომწონს
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: პარასკევი, 2011-04-22, 6:24 PM | შეტყობინება # 354 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ★Gvanca★, სამწუხაროდ არაფერი არ დაწყნარდება... უფრო პირიქით bella-vampire, Quote (bella-vampire) რა საიდუმლო ისეთი, რომ დენიელმა მერიენი დათმო? მალე გამოჩნდება Quote (bella-vampire) ოჰოო, ბლექბორნს ჩამოაკითხეეს? გული მიგრძნობს, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება მეც Quote (bella-vampire) ჯერ არ ვიცი მარა მალე იქნება ძალიან ძალიან კარგი!!!! natuka, Quote (natuka) degenerati sarou ver vitan ვერც მე Tako, Quote (Tako) შენთვის შეიძლება არ აქვს მნიშვნელობა, ამგრამ იგივე, უდიდესი ინტერესით ვაგრძელებ კითხვას შენ წარმოიდგინე ძალიანაც დიდი მნიშვნელობა აქ! მადლობა რომ ჩემთან ხარ და შეიძლება იშვიათად და დაგვიანებით, მაგრამ მაინც კითხულობ. RoB-dOd, Quote (RoB-dOd) ეს ფიკი იცი რატო მიყვარს კიდე ყოველ ახალ ახალ ტავში სულ ახალ ახალი ამბებია,არ არის ერთფეროვანი.მომწონს მადლობა ჩემო კარგო და საყვარელო ადამიანო!!! ბავშვებო, ხვალ სოფელში მივდივარ და სავარაუდოდ სამშაბათს ჩამოვალ, შესაბამისად ახალ თავს ვერ დავდებ ამ პერიოდში. მომიტევეთ და წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
| |
|
|
|
|
Tako | თარიღი: სამშაბათი, 2011-04-26, 0:41 AM | შეტყობინება # 357 |
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
Offline
| ე.ი იმ დღეს მთელი ღამე ვკითხულობდი, ვერ მოვწყდი, როგორც რაიმე საინტერესო წიგნს ვერ მოწყდები ისე ^^ აღარ ვიცი სად წავიღო ჩემი ემოციები... თავების მიხედვით უნდა მივყვე პირველი თავი, რომელიც არ წამეკითხა, იყო "მხსნელი პიტერი" კარგი თავი იყო, მომეწონა, რაც მთავარია ამ კეთილშობილმა მსახურმა გადაარჩინა ჩვენი საყვარელი დენიელი. მერიენის განცდებმა კი დიდი ყურადღება მიიქცია. ^^ აქვე მიხვდი რომ უყვარდა , ან სიყვარულამდელი გრძნობა ჰქონდა. :დ გული რომ წაუვიდა, შემეშინდა :დ შემდეგი იყო "სიზმარი": ოო , ეს თავი განსაკუთრებით მომეწონა, მეთვითონაც არ ვიცი რატომ. ეს არასტანდარტული წყობა წინადადებებისა უფრო საინტერესოდ და განსხვავებულად ჟღერდა. ამ თავით თითქოს მერიენის შინაგან სამყაროშ ჩაგვახედე და რომ თქვი ტემპიდან არის ამოვარდნილიო, არ გეთანხმები. საჭირო იყო ასეთი რამ ჩემი აზრით. გადასარევი იყო! "არჩევანი" რაღა დაგიმალო და ეს თავი არ მომეწონა. ყველაფერი არაჩვეულებრივად გეწერა, საოცარია მაგრამ ერთ გრამატიკულ ან ლიტერატურუ შეცდომას ვერ იპოვნის კაცი შენს ნაწარმოებში. (პრინციპში მე ბევრი არაფერი გამეგება ამის, მაგრამ რასაც ვუყურებ, მართლა არაფერი გაგპარვია^^) ჰოდა, იცი რატომ არ მომეწონა? იმიტომ რომ მერიენი ნამდვილად არასწორ გგზას დაადგა და ის არჩევანი გააკეთა, რაც არ შეეფერობდა მას. რა თქმა უნდა ღმერთისთვის თავის მიძღვნა უდიდესი მადლია, მაგრამ მერიენი ამისთვის არ იყო მზად. ^^ "ბრძოლა მიზნის მისაღწევად" აჰ, ამ თავმა გული დამწყვიტა. მერიენმა მართლა გამოიყენა დენიელი. შემეცოდა. მაგრამ ბრძოლაში, რომელიც მიზნის მისაღწევად იწარმოება, ალბათ ყველა ხერხი გამართლებულია. ამ ლევენდერს კიდე ვერ ვიტან! კათოლიკურ ეკლესიაში როგორც მე ვიცი,მსახურები ზუსტად ასეთები იყვნენ! ლამაზ ქალებსა და ნადიმებს არ იკლებდნენ. ასევე მომეწონა პიტერის "ჩართვა". (რა არ მომეწონა შენ ის იკითხე ;დ ) ოო აი შემდეგი თავი იყო რაც იყო, იმდენად დავინტერესდი, შემეშინდა, ხომ არ გამომელია თავების "მარაგი" -თქო დენიელმა რომ გაიგო მერიენის გადაწყვეტილებაზე ძალიან გამიხარდა. მაგრამ ამავდროულად იმედი გამიცრუვდა. ისე უბრალოდ მიიღო ეს ყველაფერი (ნუ თავიდან კი განიცადა წამიერად მაგრამ...) გული დამწყდა. მეთქი შეეხვეწებოდა, მუხლებში ჩაუვარდებოდა, მარა არა! ისე მერიენი ღიღსიც იყო, ასე რომ მოექცა თავის დასასრულს. "ყველაზე საშინელი გრძნობა" - მართლაც რომ ყველაზე საშინელი გრძნობაა შეყვარებული ადამიანისთვის. ისე, ელენორთან რომ დაიწყო სიარული, ძალიან გავბრაზდი! ეჭვიანობა კლავს! არა მარტო სიკყვარულში, ერთი ფილმია "ეჭვი" ჰქვია და იქ კარგადაა წარმოჩენილი ეჭვიანობის შემდეგ მოსული ანომალიები.(თუ შეიძლება რომ ასე ეწოდოს) მოკლდ ძალიან გავუბერე ახლა მე. შემდეგ თავზე გადავალ: შემდეგ თავში ნათლად ჩანს რომ მერიენი გრძნობს თავისი გადაწყვეტილების ნაკლს. უკვე დარდობს არჩევანზე(მე ასეთი შთაბეჭდიელბა გამიჩნდა) და ვფიქრობ, არ ემეტებოდა თავისი თავი ტაძარში მსახურობისთვის. ასევე ამ თავში მოხდა რაღაც ახალის დასაწყისი. ენმა მეტად საინტერესო წინადადება შეიტანა ოჯახში ამ 3 დღიანი მოგზარუობის შესახებ. მომეწონა მერიენის გადაწყვეტილება, მან დასაც არ გაუტეხა გული და მიეცა შანსი რომ საბოლოოდ და ნორმალურად გამომშვიდობებოდა თავის საყვარელ ადამიანს. სასაცილოდ მეჩვენა ის ადგილი, მერიენი თავის თავს რომ არწმუნებს,სწორად იქცევი და ბლექბორნი თუ შეგხვდა რა შენი ბრალი იქნებაო. უსაყვარლესი პერსონაჟია! ის მომენტი საოცრად მომეწონა, ელენორსა და ბლექბორნს რომ "შეუსწრო" და შემდეგ ბლექბორნი რომ დაედევდა. მათ საუბარში დენიელმა ის სიმართლის ამრცვალი ჩაუგდო, რამაც ჩვენი ქალბატონი ნამდვილად გაამწარა და ამავდროს მიახვედრა "რაღაც-რაღაცეებზე" . "ოკეანე" კი ნამდვილად სასიამოვნო თავი იყო..."მიყვარხარ"- მგონი პირველად უთხრა ჰო? ძალიან რომანტიკულად კი გამოგივიდა ის საროუ როგორც ყოველთვის და ალბათ როგორც ყველას, ისევე მეც ნერვებს მიშლის! მაგრამ ამ თავში ცოტა ხანი დავივიწყებ. პიტერისა და სისის ურთიერთობა ძალიან საყვარლად მეჩვენება, თუმცა სისი ნამდვილად მეცოდება..პიტერის ბავშვურმა აღიარებამ შემაცოდა ეს საწყალი მსახური. აი აქ კი ახალი თავგადასავალი დაიწყო, როდესაც ზემოდხსენებულმა მეჯინიბემ ქალბატონს ცხენი შეუკაზმა და მან სადღაც შორეთისკენ გააჭენა ის.. "ტყის სიღრმეში" ახალი ინტრიგა ჩადე. გამიხარდა მერიენი ტყეში რომ წავიდა დენიელის მოსაძებნად, ამით თითქოს გამოამჟღავნა რომ მასზე ბრძოლას იწყებდა და არ დათმობდა. რომ იკარგებოდა რა სასაცილო იყო, თუმცა ამ დაკარგვას ძალიან კარგი შედეგები მოჰყვა. არაჩვეულებრივად მოგიფიქრებია ეს მომენტი! ადრე რომ გითხარი, სერიალი ელისა დი რივომბროსა გადიოდა თქო (სადაც ეს დენიელი მონაწილეობდა) იქ იყო თითქმის ასეთივე სცენა. გადასარევი იყო მათი დიალოგი. მათი სახის გამომეტყველებებს კარგად წარმოვიდგენდი ხოლმე, ისე კარგად გეწერა. ყველაზე მაგარი კი მაინც ის იყო, მერიენმა რომ "შეაპარა" დენიელს კი კარგი ტაქტიკა ჰქონია შემუშავებული. აი, ბოლო ფრაზა, "დავიკარგეთ" ყველაზე მეტად მომეწონა იმიტომ რომ შემდეგი თავი, მთლიანად მათი იყო, უსაყვარლესი წყვილია! თან ჯულიო ბერუტის რომ წარმოვიდგენ ხოლმე დენიელის ადგილზე, უფრო ნათლად წამომიდგება ხოლმე თალწინ ნაწარმოებში აღწერილი სცენები. ნუ ჰო, ეს თავი მთლიანად მათი არ გამოვიდა, იმ იდიოტმა საროუმ ყველაფერი გააფუჭა! ჩამოახრჩოს არა კიდე ესპანური ჩექმა ჩააცვას! მოინდომა და ხელი რომ სთხოვა, ნუთუ ასეთი იდიოტია რომ ფიქრობდა დათანხმდებოდა მერიენი?! დუელში გიწვევ მომეწონა! ნუ ვგიჟდები დენიელზე რაა!!! აი შემდეგმა თავმა კი იმდენად გამაოცა და გამაბრაზა რომ პირი ღია დამრჩა. რა იდიოტი ბავშვი ყოფილა ეს ენი. და ხომ ვერ მეტყვი რამდენი წლისაა? რომ დაუწერია "მიყვარსო", აბა ჩრუტუნა არ არის?! ის უნამუსო ჯონათან საროუ, შეაცდინა ბავშვი.კიდევ კარგი ჰელენმა მაინც თქვა მათი ადგილსამყოფელი. დენიელის თავგამოდებამ გამაკვირვა, რა შეუძლია გააკეთოს საყვარელი ქალისთვის! თავიდან ვერ ვიჯერებდი რომ მერიენი მართლა არ მიჰყვებოდა, მარა... რა ქალია ეს მერიენი რა! აღფრთოვანებული ვარ მისი გამჭრიახობით! "როცა ბორტზე ქალია" - ამ თავში პირველადვე იმან გამახიარულა, თუ როგორ გაუმხილა დენიელს მერიენმა თავისი ყოფნა გემზე. წარმოვიდგინე დენიელის სახე, როდესაც ვიღაც "ბიჭი" წელზე შემოხვევდა ხელს. ნამდვილად დასაფასებელია მერიენის შემართება! ჰო, სახალისო იყო ის ფაქტი, თუ როგორ დამალა დენიელმა გემზე მერიენის არსებობა. უმცროსი ძმა... ჰა ჰა! და ხელის გადახვევა რომ შეეძლო აი იმ გადამწყვეტ მომენტში კი ნამდვილად დავიძაბე. ენი სულელია! ეგრევე უნდა ჩავარდნოდა მკლავებში თავის დას. ის კი "ტრიუმფით აღება" იყო, როდესაც მერიენმა ქუდი მოიხსა. ამ საროუებისთანა ადამიანები რა ყველგან უნდა იყვნენ, მიშლის ნერვებს. "ბათქიც გაისმა და ერთი სხეული იატაკზე დავარდა" ამ დროს მეგონა რომ საროუს ესროლა მაგრამ... მართლა განვიცადე მერიენის დაჭრა. იმდენად ვიყავი ჩარტული ნაწარმოებში, რომ ვეღარც გავაანალიზე რომ ეს ყველაფერი ნამდვილად არ ხდებოდა. (ესეც შენი პროფესიონალიზმის დამადასტურებელი ფაქტია) და მერე კიდე აზრზე რომ მოვედი , რომ სინამვილეში დენიელმა ესროლა მას :ხ:ხ აი "ვედრება" ყველაზე ყველაზე კარგი თავი იყო ჩემი აზრით. პირდაპირ გულში მოგხვდებოდა კაცს დენიელის სიტყვები! საოცრად შთამბეჭდავი იყო ლოცვა. აი ბოლოს კი ვერ გავიგე, იმ ბოლო აბზაცის სიტყვები დენიელს ეკუთვნოდა თუ ჩვენს ყოფილ "კრასავჩიკს?" ამ დროს მეგონა რომ დენიელი იყო "ის". (ტჰინკ) შემდეგი თავი ზუსტად შეესებამაებაა სათაურს - "რაც მთავარია ერთად". საინტერესოდ წაგიმართავს დენიელისა და ენის ახლობლური ურთიერთობა ^^ ჩვენი წყვილი კიდე ძალიან საყვარელია! "ელიზა სიზმრად" კი საინტერესო და დამაინტრიგებელი თავი აღმოჩნდა. როგორ შეიძლება ასეთი რამ? მაგრამ ადამიანს, ვისაც ყოველ ღამე ეშმაკი აკითხავდა, ნამდვილად არაა გასაკვირი რომ გარდაცვლილი მეგობარი დაესიზმროს და სიცოცხლისათვის გადამწყვეტი რჩევა მისცეს. რაც მთავარია გადარჩნენ! ნუ ძალზედ საინტერესოა მერიენის ეს უჩვეულო მიზიდულობა უცნაური ამბებთან, მაგრამ უკვე მივეჩვიე :დ და აი, როგორც იქნა ჩავიდნენ! რა კაცია ლორდი სტრატპორდი! ნამდვილად არ მოველოდი ასეთ საქციელს მისი მხრიდან. ასევე მერიენის ხელის თხოვნის ეპიზოდი ძალიან კარგი იყო. რა ადვილად დათანხმდა ჩვენი მოხუცი! ამან გამახარა. თუმცა ერთი ცუდი ამბავი მაინც ეჩხირება ამ კარგ ამბებთან! ეს საროუ ხომ ყველგან უნდა გამოხტეს..! საროუსა და დენიელის დიალოგზე გავგიჟდი ისე დავინტერესდი. რა ხდება? :((( თან როგორ გაფუჭდა მერიენისა და დენიელის ურთიერთობა. ამაზე კი ძალიან დამწყდა გული. :(( არ მეგონა წარსულის რაიმე დაღს თუ შეეძლო დენიელის ასე შეცვლა, იმდენად რომ მზად გახდა მერიენი დაეკარგა! ან კი ასე როგორ თამაშობს, რომ ცივ მზერას არ იშურებს საყვარელი ქალისთვის? როგორ უძლებს მისის ემილი ჯენკინსის მონათხრობმა კი საბოლოოდ დამაბნია. ოოო, ნეტავი რა მოხდება შემდეგ თავებში? იმედი მაქვს აწი აღარ გამოვტოვებ თავებს და დიდი ენთუზიაზმით დაველოდები ყოველ თავს, თუმცა სამწუხაროდ ვერაფერს ვერ დავპირდები ჩემ თავსაც კი :(( ერთი კი ვიცი, იმდენად დიდი მაქვს ინტერესი და იმდენად მომწონს ეს ნაწარმოები რომ ყველაფერს შევეცდები იმისათვის რომ ვიკითხო. მგონია რომ რაიე წიგნს ვკითხულობ ცნობილი ავტორის მიერ დაწერილს. მაგარი გოგო ხარ!!!! დიდი მომავალი გაქვს! :*:*:* პ.ს ერთი თხოვნა მექნება: მერიენი როდესაც დენიელს ახსენებს ხოლმე, თითქმის სულ ბლექბორნით მოიხსენიებს, ეს კი რაღაც ისე მეჩვენება თითქოს უცხო იყოს მისთვის. არ შეგიძლია რომ ხშირად ათქმევინო "დენიელი" "ბლექბორნის" ნაცვლად? (წასნტმე)
Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'
| |
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2011-04-26, 8:35 PM | შეტყობინება # 360 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| RoB-dOd, გაიხარეე. ჩამოვედი უკვე takooo, Quote (takooo) dzaan kaia martla arvici ra vtqva sityvebi ar myofnis მადლობაააა Tako, Quote (Tako) შეგიძლია თვალები არ დაითხარო კითხვითტ თვალები დავითხარე კი არა სიხარულით და big smile on my face-ით წავიკითხე!!! რა ამომწურავი და ყოვლისმომცველი კომენტარი იყო... დავაკოპირე და გადავიტანე ჩემ ფოლდერში... ვაახ... ჩემი თავების ანალიზი დამიწერე ფაქტიურად როგორ მიხარია შენნაირი მკითხველი რო მყავს... მაგარი ხარ, დიდი მადლობა ამხელა და ასეთი კომენტარისთვის!!! აღარ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი ემოციები... Quote (Tako) იმ დღეს მთელი ღამე ვკითხულობდი, ვერ მოვწყდი, როგორც რაიმე საინტერესო წიგნს ვერ მოწყდები ისე Quote (Tako) მგონია რომ რაიე წიგნს ვკითხულობ ცნობილი ავტორის მიერ დაწერილს. ვაიმეეე ვაიმეეე.... რა ტკბილი სიტყვებია.... Quote (Tako) ეს არასტანდარტული წყობა წინადადებებისა უფრო საინტერესოდ და განსხვავებულად ჟღერდა. ამ თავით თითქოს მერიენის შინაგან სამყაროშ ჩაგვახედე და რომ თქვი ტემპიდან არის ამოვარდნილიო, არ გეთანხმები. საჭირო იყო ასეთი რამ ჩემი აზრით. გადასარევი იყო! სიმართლე რო გითხრა, მაგას ვცდილობდი, რაღაც თვალსაზრისით მერიენის უცნაურ სამყაროში მინდოდა შეგეჭყიტათ ცალი თვალით. მიხარია, რომ ეგ თავიც მოგეწონა... Quote (Tako) იმიტომ რომ მერიენი ნამდვილად არასწორ გგზას დაადგა და ის არჩევანი გააკეთა, რაც არ შეეფერობდა მას. მეც ვფიქრობ, რომ ისეთ გამჭრიახ გოგოს, როგორადაც მერიენი თავს ასაღებს, არ შეეფერებოდა ასეთი წვეტიანი აზრი, მაგრამ გამწარებული და უაზროდ ატაცებული ადამიანი ათას სისულელეს სჩადის და თავისთვის შეუფერებელი მიზნისთვის იბრძვის, მაგრამ როდის-როდის ხვდებიან ხოლმე, რომ ცდებიან... ხან ვერც ხვდებიან... Quote (Tako) ისე მერიენი ღიღსიც იყო, ასე რომ მოექცა თავის დასასრულს. ღირსი რო იყო, იმიტომაც მიიღო არ მიყვარს გოგოები მასე რო იფასებენ თავს და ბიჭები მუხლებზე და ყირაზე დგებიან, როცა გოგო უაზროდაა რაღაცაში დარწმუნებული, ვერ გადაათქმევინებ, სანამ თვითონ არ გადაუბრუნდება ჭანჭიკი Quote (Tako) ადრე რომ გითხარი, სერიალი ელისა დი რივომბროსა გადიოდა თქო (სადაც ეს დენიელი მონაწილეობდა) იქ იყო თითქმის ასეთივე სცენა. მეც ვუყურებდი მაგას ალაგ-ალაგ მარა ეს სცენა არ მაქ ნაყურები, ჩავაგდე ალბათ ეგ სერია მანდაც დაიკარგნენ? Quote (Tako) ჩამოახრჩოს არა კიდე ესპანური ჩექმა ჩააცვას! Quote (Tako) იმდენად ვიყავი ჩარტული ნაწარმოებში, რომ ვეღარც გავაანალიზე რომ ეს ყველაფერი ნამდვილად არ ხდებოდა. (ესეც შენი პროფესიონალიზმის დამადასტურებელი ფაქტია) Quote (Tako) მაგრამ ადამიანს, ვისაც ყოველ ღამე ეშმაკი აკითხავდა, ნამდვილად არაა გასაკვირი რომ გარდაცვლილი მეგობარი დაესიზმროს და სიცოცხლისათვის გადამწყვეტი რჩევა მისცეს. მისტიკა რო მიწერია იქ და რო მივივიწყე ამ ბოლოს, რაღაცაში ხო უნდა გამომჟღავნებულიყო? აწინაც გამომჟღავნდება Quote (Tako) პირდაპირ გულში მოგხვდებოდა კაცს დენიელის სიტყვები! საოცრად შთამბეჭდავი იყო ლოცვა. მიხარია, რომ შენზეც იმოქმედა.... Quote (Tako) რა კაცია ლორდი სტრატპორდი! ნამდვილად არ მოველოდი ასეთ საქციელს მისი მხრიდან. არც მე Quote (Tako) მაგარი გოგო ხარ!!!! დიდი მომავალი გაქვს! თავში ამივარდა! Quote (Tako) მერიენი როდესაც დენიელს ახსენებს ხოლმე, თითქმის სულ ბლექბორნით მოიხსენიებს, ეს კი რაღაც ისე მეჩვენება თითქოს უცხო იყოს მისთვის. არ შეგიძლია რომ ხშირად ათქმევინო "დენიელი" "ბლექბორნის" ნაცვლად? გავითვალისწინებ! რატომღაც ბლექბორნს უფრო მივეჩვიე, მარა გამოვასწორებ! მადლობა კიდევ ერთხეეელ!!!!!!!!
| |
|
|