ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
კონტრა ეშმაკთან

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-04-08, 1:15 PM | შეტყობინება # 316
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ჯიუტად არ გავაკეთებ კომენტარს რომანის სიუჟეტთან დაკავშირებით (ჰო, გატუტუცებული, საზიზღარი არსება ვარ, ვიცი sad ) ერთს იმას ვიტყვი, რომ დასასრულამდე კიდევ უნდა მოხდეს საინტერესო რაღაცეები... დიდ მადლობას გიხდით, რომ კითხულობთ ამ ფიკს და მოგწონთ. ნიჭიერი კი არა ატუტუცებული ვარ, მაგრამ მაინც გმადლობ, რომ მასე ფიქრობ გვანც. მაპატიეთ, რომ დავაგვიანე ახალი თავის დადება. ვიმედოვნებ, რომ მალე დავდებ. მიყვარხართ! გკოცნით ყველას!!!!!


elle____თარიღი: კვირა, 2011-04-10, 11:51 AM | შეტყობინება # 317
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, gelodebi sayvarelo , gtxov male dade , iset momentze shecherda rom erti suli maqvs rodis wavikitxav happy happy happy happy happy happy


☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-04-12, 3:17 PM | შეტყობინება # 318
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

რაც მთავარია, ერთად

საშინელი ტკივილებით გამეღვიძა. თავში ყველაფერი არეული მქონდა: ტკივილი მხარში, თავბრუსხვევა, უცნაური განცდები, თითქოს შორეული მოგზაურობიდან დავბრუნდი და შეგრძნება, რომ რაღაც დამავიწყდა.
თვალები გავახილე თუ არა, ხის ჭერი თავზე დამემხო, ამიტომ მაშინვე დავხუჭე. ცოტა გონება რომ მოვიკრიბე, ისევ გავახილე და ხელი მტკივან ადგილზე დავიდე. მხარი საშინლად დაბინტული და ათასი ჩვრით გასიებული მქონდა. სიღრმეში რაღაც მეწვოდა და მტკივნეულად მწიწკნიდა.
_წყალი...-აღმომხდა ხავილი. რამ ჩამიხლიჩა ხმა? ახლა დამსკდარ ტუჩებზე გადავიტარე თითები.
_მერიენ!-მომვარდა ვიღაც.-მადლობა ღმერთს! როგორც იქნა!-ენი აღმოჩნდა. მაშინვე ჭიქაში ჩამოასხა წყალი გრაფინიდან და პირთან მომიტანა. სულ ოდნავ წამოვწიე თავი, რომ წყალი მომესვა, მაგრამ ტკივილმა ხანჯალივით დამიარა და ადგილს მივეჯაჭვე. ენს სიბრალულით შეეჭმუხნა შუბლი. თითები დაისველა წყლით და ტუჩებზე გადამატარა.
_ჯანდაბა, ენ! მწყურია!-ამოვიხრიალე გაბრაზებით.
_დამშვიდდი, ბლექბორნს დავუძახებ!-ოთახიდან გავარდა. მეორე წამს ახალგაზრდა კაცი შემოვარდა და იმწამსვე საწოლთან გაჩნდა.
_მერიენ!-თვალებგაბრწყინებული დამაცქერდა სახეზე.
_ბლექბორნ,-ღიმილი გადამეფინა.
_ჩემო სიყვარულო... რომ იცოდე როგორ ვღელავდი... ვშიშობდი რომ...-ფრთხილად მიკოცნიდა სახეს ის. ენი ერთხანს ღიმილით დაგვყურებდა, შემდეგ კი ოთახიდან გავიდა და მარტო დაგვტოვა.
_მწყურია, წამოჯდომას კი ვერაფრით ვახერხებ,-წავიწუწუნე საიმედო მხარს მიყრდნობილმა- ბლექბორნი საბნის ზემოდან მომიწვა გვერდით საღ მხარეს.
_მათარიდან რომ სცადო?-ფრთხილად წამოიწია. შემდეგ ადგა, ოთახიდან გავიდა და ტყავის მათარით ხელში დაბრუნდა.
_კარგად გავარეცხინე და სუფთა წყალი ჩავასხმევინე,-მათარა საღ ხელში მომაწოდა. გამოვართვი და ფრთხილად მოვიყუდე. მართალია რამდენიმე წვეთი კისერში ჩამექცა, მაგრამ რაც მთავარი იყო, წყურვილი მოვიკალი. მადლიერი თვალებით მივაცქერდი ბლექბორნს და მათარა დავუბრუნე. მან ტუჩებზე კოცნით მოპასუხა. კოცნა სულ ერთ წამს გაგრძელდა- დენიელს არ უნდოდა შევეწუხებინე, მაგრამ მე სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე თუ არა, თვალწინ „ის“ დამიდგა, თავისი პირქუში გამომეტყველებით და შევკრთი. დენიელი მაშინვე თვალებში მომაცქერდა.
_მხარი გატკინე? მაპატიე...
_ამმ... არაუშავს,-ვთქვი დაბნეულმა. ჯერ კიდევ „მასზე“ ვფიქრობდი.
_კიდევ რამე ხომ არ გინდა? მითხარი, რა გავაკეთო?
_არაფერი, უბრალოდ ჩემთან იყავი,-ვთხოვე და მუდარით შევხედე თვალებში.
_შენ თუ ამით უკეთ იგრძნობ თავს, მთელი ღამით შენთან დავრჩები. წეღან ენმა არ მომცა ნება დავრჩენილიყავი და ამიტომ გავედი. ვერაფრით დავიძინე, ბოლთას ვცემდი და უცებ ენი შემოვარდა, მერიენი გონზე მოვიდაო. მაშინვე გამოვქანდი.
ქვემოთ უცნაური ღრიანცელის და მთვრალი კაცების გინების თუ სიმღერის ხმა ამოვიდა.
_რა ხდება?-თავბრუ დამეხვა ისევ.
_როგორც ჩანს, აქ გვიანობამდე ღრეობენ. ჩავალ და მისის ლა ფლორს ვთხოვ პაბი დაკეტოს, ხომ იცი ჩემს მომხიბვლელობას, და განსაკუთრებით ჯიბეს, ვერ უძლებს,-კარისკენ გაიწია, მაგრამ წამოვიძახე:
_არა! არ დამტოვო!-დენიელს ცერად ჩაეღიმა და დაბრუნდა. ჩემი საღი ხელი აიღო და ნაზად მეამბორა. ძალიან შევეცადე და სულ ოდნავ გავჩოჩდი გვერდზე, რომ ისიც დატეულიყო.
_ენი რომ შემოვიდეს... ხომ წარმოგიდგენია...
_დენიელ, საბნის ზემოდან... უბრალოდ მინდა ჩემთან დარჩე,-დავარწმუნე.
დენიელმა შუბლზე მაკოცა, შემდეგ ისე დაწვა, რომ ცალი მხარი მის მკერდზე მიმეყრდნო.
_ვერ იძინებ?-მკითხა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე წუთი მოუსვენრად გავატარე.
_ვერა, მხარი მტკივა,-ვთქვი საწყლად. მხარი მართლაც საშინლად მწიწკნიდა. სიჩუმე ჩამოწვა, უკვე მეგონა, რომ თვითონ ჩაეძინა, მაგრამ უეცრად ჩურჩულნარევი სიტყვების წარმოთქმა დაიწყო, თითქმის არ მესმოდა, მხოლოდ ალაგ-ალაგ ვარჩევდი მელოდიას.
_მღერი?-გამიკვირდა.
_უელსური იავნანაა.
_უელსური?-ვკითხე.
_ჰო.
_საიდან იცი?
_საიდან?-ცოტა არ იყოს დაიბნა, მაგრამ მაშინვე მიპასუხა.-ახლა შეეცადე დაიძინო, მაგ ამბავს ხვალ მოგიყვები.
_კარგი, ოღონდ ისევ მიმღერე,-ვუთხარი და თვალები დავხუჭე. დენიელმა თმებში შემიცურა თითები და სიმღერა განაგრძო. სრულ სიწყნარეში მისი ხმა იმდენად სასიამოვნოდ და თბილად ჟღერდა, რომ საყვარელ ადამიანს მინდობილს სულ მალე ტკივილი გადამავიწყდა და შეუმჩნევლად ჩამეძინა.
მომდევნო დილას რომ გავიღვიძე, საკმაოდ მხნედ ვგრძნობდი თავს. ოღონდ საწოლში მარტო ვიყავი. ალბათ ღამით, მე რომ ჩამეძინა, ენი შემოვიდა და დენიელი გააბუნძულა. თვითონ იქვე, დიდ სავარძელზე მოკუნტულს ეძინა, თან პლედი გადაეფარებინა.
მიმოვიხედე. საწოლის გვერდით, ხის პატარა მაგიდაზე, წყლის მათარა იდო. ხელი გავიწვდინე, მაგრამ ვერ მივწვდი. სულ ოდნავ წამოვიწიე და კვნესა აღმომხდა. ისევ საწოლს მივესვენე. ენი ფეხზე წამოხტა.
_რა ხდება? გტკივა?-მომვარდა მაშინვე.
_წამოვიწიე და... მათარის აღება მინდოდა.
_რატომ არ მითხარი, მე მოგაწოდებდი,-მათარა აიღო და გადმომცა.
_დილამშვიდობისა, ენ!-ვუთხარი ოდნავი ღიმილით და მას შემდეგ, რაც საცობი ამომიძრო, წყურვილი დავიამე. უკან რომ ვუბრუნებდი, ბოლოზე ამოტვიფრულ ღუზას და ინიციალებს „დ.ბ“ მოვკარი თვალი.
_მეზღვაურის ყოფილა, იმედია მართლა კარგად გაარეცხინა,-ჩავიბურტყუნე.
_ჩემი ხელით გავრეცხე!-თვალები დამიბრიალა ენმა.-მთხოვა დიასახლისისთვის იმეტანა, მაგრამ თავად გავრეცხე!
_ფუჰ, მაქედან რამ დამალევინა?! რატომ წინასწარ არ მითხარი!-მის გასაბრაზებლად ვთქვი ვითომ ზიზღით.
_გატყობ ხუმრობის ხასიათზეც მოსულხარ. ეტყობა აღარ გტკივა,- ყასიდად გაბრაზდა ენი.
_ძალიან აღარ. ყოველ შემთხვევაში, იმდენად არა, რომ შენთვის უსიამოვნო თემაზე დალაპარაკება ვერ შევძლო,- ვთქვი სერიოზული ხმით და თვალებში შევხედე. ენმა თავი დახარა და დატუქსვისთვის მოემზადა. ამ დროს კარზე ფრთხილად დააკაკუნეს.
_მობრძანდით!-საბანი გავისწორე და დავიძახე. ოთახში ბლექბორნი შემოვიდა.
_დილა მშვიდობისა! თავს როგორ გრძნობ?-ორივეს მოგვესალმა და შემდეგ მე შემომხედა თბილი მზერით. ენს ასე ძალიან მგონი არასდროს გახარებია ბლექბორნის დანახვა.
_წავალ, საუზმეს მოგიტან!-თქვა და კარისკენ გავარდა.
_ვერსადაც ვერ წახვალ! სალაპარაკო გვაქვს!-დავუძახე, მაგრამ ის მობრუნდა და უტიფრად მომახალა:
_სანამ საწოლში ხარ, უფროსი დის უფლება-მოვალეობებს დაემშვიდობე!-ენა გამომიყო და კარი გაიხურა.
_მაინც ვერ ასცდები ამ საუბარს!-მივაძახე ხის მასიურ კარს. დენიელს გაეღიმა და მომიახლოვდა.
_დამიჯერე, თავადაც განიცდის მომხდარს. ძალიან ნუ დაასევდიანებ, მომხდარში თავის თავს თვლის დამნაშავედ,-ჩემ მხარს დააცქერდა დენიელი.-არადა, ყველაფერი ჩემი ბრალია, მე გესროლე...-მის ბოლო სიტყვებს წავუყრუე და ვუთხარი:
_მიკვირს, რომ იცავ. განა წუხელ ენმა არ მიგაბრძანა ოთახიდან?-ირონიული ღიმილი მოვირგე.
_შენ წარმოიდგინე, არა!
_არა? აბა, შენი ნებით დამტოვე?
_საქმე იმაში იყო, რომ მოუსვენრად გეძინა, ხელს გიშლიდი და ავდექი, რომ არ შემეწუხებინე. ოთახიდან რომ გავედი, შემთხვევით წავაწყდი როგორ კამათობდნენ ის და უილიამი, ენის სიტყვებით მივხვდი, რომ ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, თავის მცდარ ნაბიჯს... მოკლედ, ნაითინგეილის კლანჭებისგან ვიხსენი და მე ვთხოვე, რომ შენთან მოსულიყო.
_გასაკვირი არაა, რომ შენი მეგობარი ენზე ნაწყენია. ის ხომ გამოიყენეს და შემდეგ მიაგდეს. წარმომიდგენია, რა მდგომარეობაშია და რას გრძნობს ენის მიმართ.
_ჰო? და შენი აზრით რას გრძნობს?-ეშმაკურად მკითხა.
_ზიზღს და ალბათ შურისძიების გზებზე ფიქრობს.
_ასეც ვიცოდი. არა, მერეიენ, უილიამს შენი და უყვარს და ცუდს არასდროს არაფერს გაუკეთებს, დამიჯერე.
_ყველაფრის მიუხედავად?
_ყველაფრის მიუხედავად.
_საინტერესოა, შენ რას იზავდი მის ადგილზე? შენც უპირობოდ გეყვარებოდი ენის მსგავსად რომ მოგქცეოდი?
_ეჭვი არ შეგეპაროს, რომ კი. უპირობოდ, უანგაროდ მიყვარხარ და რომ ვიცოდე, რომ სხვასთან უკეთესად იქნები, ვიდრე ჩემთან, სიტყვის უთქმელად გაგიშვებდი. მაგრამ მე მჯერა, რომ გიყვარვარ და ჩემსავით ვერავინ გაგაბედნიერებს...
_ამ სიტყვებს ჩავიწერ...-ვუთხარი ღიმილით, მაგრამ სინამდვილეში, გულში ძალიან დამთბა.
_არ დაგჭირდება იმიტომ, რომ შემიძლია ყოველდღე გაგიმეორო,-მითხრა და ნაზად მაკოცა ლოყაზე. ის იყო სხვაგან უნდა გადაენაცვლა, რომ ენმა დაუკაკუნებლად შემოაღო კარი.
_დაგინახეთ!-გვითხრა წარბშეკრულმა. დენიელს გაეცინა და განზე გადგა.



★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2011-04-12, 3:52 PM | შეტყობინება # 319
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ნანატრი თავი წავიკითხე და ძალიან მაგარი იყო . მიხარია მერიენი რომ კარგად არის .ბლექბორნი ძალიან საყვარელი და მზრუნველია happy happy . ან უნიჭიერესი ადამიანი ხარ. ძალიან მაინტერესებს შემდეგში რა მოხდება იმედია ახალი თავი მალე იქნება.


♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-04-12, 4:16 PM | შეტყობინება # 320
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime an ra sayvareli tavuka iyoo happy rogori tbili da dadebiti happy dzaan momewona. axali tavi rodis iqneba?


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Vampire_GvaberiDzeთარიღი: სამშაბათი, 2011-04-12, 6:38 PM | შეტყობინება # 321
^ Normal People Scare Me ^
817
32  +
44  ±
   ±
Offline
Usayvarlesii Taviii... aii dzann Moomwonsss.... agar maxsovs shens fikze mgoni mitiriac kideva c :D:D
Kai tavi iyoo woow ..... Like



elle____თარიღი: სამშაბათი, 2011-04-12, 7:37 PM | შეტყობინება # 322
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
dzaaaaaaaaaaan sayvareli tavi iyo magram sityva "is" ro ver gavige mainc mewyina : ((( ; (((( neta ra moxdeba dzaaan mainteresebs : )) eseti bedniereba didxans ar gagrdzeldeba , erti dabrundeeesss tongue tongue tongue tongue tongue tongue


☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-04-16, 5:04 PM | შეტყობინება # 323
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

ელიზა სიზმრად

ენი მომიახლოვდა და ლანგარი, რომლითაც წვნიანით სავსე თეფში და წყლიანი ჭიქა მოჰქონდა, მაგიდაზე დამიდო.
_შენით ჭამ თუ დაგეხმარო?-ისე მკითხა, როგორც გაბრაზებულმა დედამ დასჯილ შვილს.
_მეთვითონ,-ვთქვი და დენიელს ვანიშნე, რომ წამოჯდომაში მომშველებოდა. დაშავებული ხელის გაუნძრევლად გაჭირვებით წამოვჯექი. შემდეგ ლანგარი მუხლებზე დამიდეს და კოვზი მოვიმარჯვე.
_ახლა კი, ენ, მინდა რომ აქ ჩამოჯდე. სალაპარაკო გვაქვს, ხომ ასეა?-თვალი თვალში გავუყარე, როცა წვნიანის პირველი კოვზი, ჩემს მუცელში აღმოჩნდა.
_რაზე?-გულუბრყვილოდ დაიწყო ყურება ენმა, შემდეგ კი უტიფრად განაგრძო.-ნუ გეშინია, მამას არაფერს ვეტყვი თქვენზე...
_ენ!-წამოვიძახე, მაგრამ ღიმილი მაინც ვერ შევიკავე.-ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ?-დავამატე სერიოზული სახით. ენმა დარცხვენით გადახედა დენიელს.
_არა, დარჩება! ის რომ არა, გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებდი!
_წვნიანი გაცივდება!-ჩემი დაშოშმინება უსუსური იარაღით სცადა ენმა.
_არა, აჯობებს გავიდე,-გამიღიმა დენიელმა და კარისკენ წავიდა.-მალე დავბრუნდები,-თქვა, სანამ კარებს გაიხურავდა. თავი დავუქნიე და ისევ ენს მივუბრუნდი.
_დაიწყე!-ვუთხარი და ჭამა განვაგრძე.
_რა დავიწყო?-მხრები აიჩეჩა ენმა და სავარძელზე ჩამოჯდა.
_ყველაფერი! როდის დაიწყეთ ურთიერთობა, ეს სულელური გაქცევა როდის გადაწყვიტეთ. როგორ გაგაბრიყვა, როგორ დაიჯერე რომ უყვარდი...
_მერიენ!-გამაწყვეტინა და ცრემლიანი თვალები მომაპყრო.-ძალიან გთხოვ! ნუთუ ასე გსიამოვნებს ჩემი ტანჯვა?-რამდენიმე წუთის განმავლობაში მისი ქვითინის გარდა არაფრის ხმა არ ისმოდა.
_ხომ იცი, რომ ასე არაა?-წვნიანის ჭამას აზრი არ ჰქონდა, უკვე გაცივდა და საზიზღარი ფერი დაედო, ამიტომ ხელში შერჩენილი კოვზე ლანგარზე დავდე და გავაგრძელე.-ენ, უნდა გესმოდეს, რომ შენს საქციელს განვიცდი და ჩემს ქცევებში ვეძებ იმის მიზეზს, რამაც შენ საროუსთან ერთად გაიძულა. მინდა ვიცოდე, რამ განაპირობა ეს? ჩემი ბრალი იყო? ალბათ ჩემი ბრალი იყო, რადგან მე ვახდენდი შენზე გავლენას, გეჩიჩინებოდი, რომ საროუ შენთვის შეუფერებელი ადამიანია. ალბათ სწორედ ამიტომ გადაწყვიტე გაპარულიყავი, რომ ხელი არ შემეშალა. ხომ ასეა?
_მე არ გადამიწყვეტია...-ამოისლუკუნა ენმა.
_საროუმ გადაწყვიტა? და რატომ? მიზეზად რა გითხრა?
_მერიენ, გთხოვ... არ გვინდა...
_მითხარი,-ენმა ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ მიპასუხა:
_თქვა, რომ მასზე დაქროწინების ნებას არ მომცემდი, რადგან ის გიყვარდა და თავს არ ანებებდი.
_მე? მე მიყვარდა საროუ? და შენ ეს დაიჯერე?
_დავიჯერე, თუ არ დავიჯერე, ვიცოდი, რომ ამ ქორწინების წინააღმდეგი იქნებოდი. თანაც ჯონათანის ჩამოსვლის შემდეგ, ხშირად დადიოდი წვეულებებზე.
_ენ, როგორ ვერ ამჩნევდი, რომ ბლექბორნის გამო დავდიოდი და საროუ გადამეყრებოდა თუ არა, მაშინვე ვიშორებდი თავიდან! თვითონ დამდევდა და არ მანებებდა თავს!
_მეუბნებოდა, რომ ასე თავისი ნამდვილი გრძნობის შესანიღბად იქცეოდა... მერიენ, გთხოვ... აღარ მინდა მისი გახსენება. ნუ მელაპარაკები ამ თემაზე. ის წავიდა და აღარასოდეს აღარ დაბრუნდება...
_კარგი, მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამ და არ მომატყუო... მპირდები?
_გპირდები,-თვალი გამისწორა ენმა, ჯერ კიდევ ცრემლებით დანამვოდა თვალები.
_რამდენად სერიოზული იყო თქვენი ურთიერთობა? აქ... ხომ ცალ-ცალკე გაათიეთ ღამე?
_რა თქმა უნდა, მერიენ!-გამიწყრა ენი.-როგორ გგონია ჯვრისწერამდე მე მას რაიმეს უფლებას მივცემდი?!
_ძალიან მიხარია, რომ მაგ საკითხში მაინც გამოიჩინე კეთილგონიერება,-გავჩუმდი, შემდეგ უცებ რაღაც გამახსენდა.-შენ თქვი საროუ სამუდამოდ წავიდაო. სად წავიდა ხომ არ იცი?
_ალბათ კორნველში. იქიდან, თუ ჩვენი დაგეგმილი მარშრუტი განაგრძო, უელსში წავა ალბათ.
_უელსში?
_ჰო. იქ მიწების ყიდვას აპირებდა. უნდოდა ჰემფშირიდან რაც შეიძლებოდა შორს გვეცხოვრა.
_შენ მაგაზე თანახმა იყავი?
_მერიენ, მე ის მიყვარდა!
_ახლა?
_რა ახლა?
_ახლა რას გრძნობ მის მიმართ?
_მის მიმართ არაფერს, უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ. მართლა მეგონა, რომ ვუყვარდი... მის გამო ამხელა სისულელე ჩავიდინე... თან გული ვატკინე ერთ ძალიან კარგ ადამიანს...-ენი დასევდიანდა.
_მოდი აქ...-ვუთხარი ნაზად. ენი მომიახლოვდა და გულში ფრთხილად ჩამეკრა, რომ ჩემთვის მხარი არ ეტკინა.
_მერიენ, ხომ იცი, რომ არავისთვის არაფრის დაშავება არ მინდოდა? შენ ხომ მაინც იცი?-ისევ ტირილი დაიწყო.
_კარგი, დამშვიდდი,-ხელი მოვუთათუნე ზურგზე.
_რომ მცოდნოდა, რომ ჩემი საქციელის შედეგად დაშავდებოდი, ხომ იცი...-სლუკუნებდა ის.
_ვიცი, ენ, ვიცი...
_არ მინდოდა, მისთვის გული მეტკინა, ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ... მაგრამ... თავბრუდამახვია, მერიენ! ყველაფერი მისი ბრალია! რას იტყვის მამა რომ გაიგებს?
უკანასკნელი შეკითხვა მეც ხშირად მაწუხებდა...

ენი რომ გავიდა, უცნაური მოთენთილობა ვიგრძენი და სულ მალე ალბათ ჩამეძინა კიდეც, რადგან უცებ სრულ სიბნელეში ამოვყავი თავი, შემდეგ კი ნათლით მოსილი ელზა გამოჩნდა. გავშტერდი, როგორ რანაირად?
_ელიზა?-ვკითხე გაკვირვებულმა. მან ღიმილით დამიქნია თავი.-ელიზა!-წამოვიძახე სიხარულით.-რომ იცოდე, როგორ მომენატრე!
_და რატომ აღარ მწერ წერილებს აგერ უკვე ამდენი ხანია?-მითხრა მან საყვედურით.
_წერილებს? შენ იღებდი ჩემს წერილებს?
_რა თქმა უნდა! ნუთუ ეჭვი გეპარებოდა რადგან პასუხებს არ გწერდი? ახლა კი სულ დამივიწყე... აღარ გახსენდები...
_ელიზა, რა თქმა უნდა, მახსენდები, მაგრამ...
_მაგრამ მაინც არ მწერ წერილებს. მაგრამ არაუშავს... ასეთია მიცვალებულთა ხვედრი... ჩვენ ყველა გვივიწყებს... მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა, სასაყვედუროდ არ გვცალია. მერიენ, ეს ღამე აქ არ უნდა გაათიოთ, გაიგონე? დღესვე უნდა დატოვოთ აქაურობა!
_რატომ? რა ხდება გამაგებინე.
_დამიჯერე, ასეა საჭირო! დაიმახსოვრე, დღესვე უნდა დატოვოთ აქაურობა და სახლისკენ გაემართოთ!
_ელიზა!-დავიძახე, მაგრამ ის უკვე აღარ ჩანდა. ნათელი გაქრა და მე ბნელში მარტო დავრჩი.
გაღვიძებული შფოთვამ შემიპყრო, მაგრამ სიზმარი ვერავის გავუმხილე.
დანარჩენმა დღემ ისე ჩაიარა, მარტო წამითაც არ დავრჩენილვარ. ყოველთვის ვიღაც იყო ჩემთან. ბლექბორნს წასვლაზე დაველაპარაკე, მაგრამ მან მაგრძნობინა, რომ ჩემი ახლა შორ მანძილზე გადაყვანა ჯანმრთელობას გამიუარესებდა. საბოლოოდ, ყველაფერი კაპიტანს უნდა გადაეწყვიტა, რომელმაც ჭრილობა დამიმუშავა და რომელსაც ძალიანაც აწყობდა დიდხანს დავრჩენილიყავით ამ კუნძულზე. ფულს ბლექბორნი იხდიდა.
ჭრილობაც შემიმოწმეს და თავიც გადააქნ-გადმოაქნიეს.
_არ მითხრათ, რომ რთულად მიხორცდება!-ვთქვი წინასწარ.
_მის, აჯობებს ერთი-ორი დღე საერთოდ არ გაინძრეთ!-მითხრა პირდაპირ.
_მე კი გეუბნებით, რომ დღესვე გემზე უნდა გადამიყვანოთ და თქვენ გააკეთებთ კიდეც ამას, ხომ ასეა? -ჩემი სიმტკიცით გაოცებულმა კაპიტანმა ბლექბორნს გადახედა.
_თუ შეიძლება, ერთი წუთით დამტოვეთ ჩემს საცოლესთან,-უთხრა მან და კაპიტანი გავიდა.
_მერიენ, ამიხსენი რა ხდება! რატომ დაიჟინე გემზე გადასვლა? ერთი-ორი დღით არაფერი შეიცვლება. არ მითხრა, რომ საწოლში ვეღარ ჩერდები, სხვანაირად ხელი ვერ მოგირჩება!-წარბშეკრულმა დაიწყო დენიელმა.
_თანახმა ვარ თუნდაც მთელი თვე ვიწვე საწოლში,-მაშინვე ვინანე ეს წინდაუხედავი, უჭკუო სიტყვები, მაგრამ უკვე გვიანი იყო.-ოღონდ არა აქ! დენიელ, ამაღამ აქ ვერ დავრჩებით, არ შეიძლება!
_რატომ?-მკითხა გაკვირვებულმა.
_მმ... იმიტომ... წინათგრძნობა მაქვს...
_არ მეგონა, რომ ცრურწმენების და სხვა სისულელეების გჯეროდა...
_არც მე...-წამომცდა უცებ.-მაგრამ ახლა მართლა ძალიან ცუდს მიგრძნობს გული. გთხოვ, დამიჯერე და ისე მოვიქცეთ, როგორც მე ვამბობ. გთხოვ...-მუდარითსავსე მზერით შევხედე თვალებში.
_მერიენ... ჭრილობა გაგირთულდება...-გაიბრძოლა მან, მაგრამ ხმის ინტონაციით მივხვდი, რომ ჩემი უკვე გატანილი მქონდა.
_არაუშავს. როცა იქნება მომირჩება.
_რა ჯიუტი ხარ!-წამოიძახა უცებ.-კარგი, მასე იყოს! შენს სურვილს შევასრულებ, მაგრამ გემი ხვალ დაიძვრება, კარგი?
_კარგი, კარგი,-შეკამათებას აღარ ვაპირებდი. რაც მთავარი იყო, ელიზას სურვილს შევასრულებდი.
შებინდებისას სახელდახელოდ გაკეთებულ საკაცეზე დამაწვინეს, ეტლით პორტში წამიყვანეს და გემზე გადამიყვანეს. როცა ერთ-ერთ კაიუტაში, საწოლში მოვთავსდი, მაშინღა ამოვისუნთქე. ენი ჩემთან იყო და მექაქანებოდა. თან იმით მაშინებდა, რაც შეიძლებოდა დამმართნოდა ამ ჩემი ახირების გამო. ცოტა ხანში, როცა საათის ისრები შუაღამისკენ დაიძრნენ, მე და ენი გვერდი-გვერდ საწოლებში ვფშვინავდით. მე სრულიად მშვიდად მეძინა, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი.
არ ვიცი, შემდეგ რა მოხდა, რამ გააღვიძა ენი, შესაძლოა გემზე ატეხილმა ალიაქოთმა, თუმცა ამან ჩემზე ვერ იმოქმედა. მე მხარზე ენის შეხებამ გამაღვიძა.
_მერიენ, გაიღვიძე!-თან მეუბნებოდა ის.
_რა-რა ხდება?-ვიკითხე დაბნეულმა და შევეცადე სიბნელისთვის თვალი შემეჩვია.
_შეხედე!-მითხრა მან და ილუმინატორის ფარდები კარგად გადაწია.
პირველივე, რაც თვალში მომხვდა, ეს იყო ცეცხლის უზარმაზარი ალი. გავშრი.
_რა იწვის? ეს რა არის?-თვალები გავაცეცე და შევეცადე კარგად დავკვირვებოდი, მაგრამ მხარმა ახლოს არ მიმიშვა.
_პაბი, სადაც ამაღამ უნდა დავრჩენილიყავით წესით...




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - შაბათი, 2011-04-16, 5:04 PM

★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-04-16, 8:01 PM | შეტყობინება # 324
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ძალიან მაგარი თავი იყო happy happy . კიდევ კარგი ელიზამ გააფრთხილა თორემ წარმოდგენაც კი არ მინდა რა მოხდებოდა. ძალიან მაინტერესებს პაბი რატომ დაიწვა ეჭვი მაქვს რომ ვიღაცამ განძრახ დაწვა. ველოდები შემდეგ თავს ძალიან მაინტერესებს რა მოხდება


elle____თარიღი: შაბათი, 2011-04-16, 9:08 PM | შეტყობინება # 325
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (★Gvanca★)
ძალიან მაგარი თავი იყო happy happy . კიდევ კარგი ელიზამ გააფრთხილა თორემ წარმოდგენაც კი არ მინდა რა მოხდებოდა. ძალიან მაინტერესებს პაბი რატომ დაიწვა ეჭვი მაქვს რომ ვიღაცამ განძრახ დაწვა.

getanxmebi : )) magari tavi yooooo dzaaaaaaaaaaaaaaannn : )) da werilebs rogor werda neta biggrin :D magariaaa gtxov is kide gamoachine raaaaa cry cry cry cry



♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-04-16, 11:30 PM | შეტყობინება # 326
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
au aan, es ra magari tavi iyoo happy dzaan momewona rom eliza gamochnda da shen verc ki warmoidgen rogor mainteresebs ratom mokvda eg gogo biggrin da pabi? chemi boroti me meubneba rom es pabi sarous gachalichebuli unda iyos da davelodebi shemdeg tavs da vnaxot aba biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bella-vampireთარიღი: კვირა, 2011-04-17, 3:59 PM | შეტყობინება # 327

842
83  +
   ±
Offline
AnasteishA, რა კარგი და როგორც ყოველთვის ინტრიგიღ აღსავე თავი იყოო biggrin happy როგორ გამიხარდა, რომ ელიზა დაბრუნდა. happy ნათის ვეთანხმები და მეც ძალიან მაინტერესებს რატომ და როგორ მოკვდა ელიზა? აქაც იქნება რაღაც საიდუმლო... კარგია, რომ თავს დროზე უშველეს smile პაბის დაწვა მეც სოროუს ამბები მგონია. აბა სხვა ვინ შეიძლებოდა?
რა კარგია, რომ მერიენი და ბლექბორნი ერთად არიან. მიკვარს ბლექბორნი love რატომღაც მგონია, რომ როდესაც სახლში დაბრუნდებიან, რაღაცა ისეთი მოხდება... ნუ რა ვიცი biggrin biggrin

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2011-04-17, 11:54 PM | შეტყობინება # 328
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

დაბრუნება

დილით სამი დასახიჩრებული სხეული გადმოასვენეს გემზე. ეს მეზღვაურები დასალევად დარჩენილიყვნენ პაბში, როცა დანარჩენებს გამოძინება ერჩიათ, რომ მგზავრობისთვის ძალები შემოინახათ. იმ დღეს, როგორც დენიელმა მითხრა, ყველა მეზღვაური სახედაღვრემილი დადიოდა, მათ ესმოდათ, რომ რაღაც იდუმალმა იხსნა ისინი და თავისუფლად იყო შესაძლებელი იმ სამის გვერდით ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. ამასთანავე ენანებოდათ თავიანთი მეგობარი, რომელთან ერთადაც სულ რაღაც ერთი დღის წინ თვრებოდნენ, ხუმრობდნენ, უხამს სიმღერებს მღეროდნენ, წლების განმავლობაში იზიარებდნენ საჭმელს და გასაჭირს.
ნაშუადღევს ვეღარ გავძელი, ენის დახმარებით კაბა ჩავიცვი, შევიფუთნე და გემბანზე ავედი. ეს ყველაფერი დიდი გაჭირვების ფასად დამიჯდა, რადგან ყველანაირად ვცდილობდი მხარი არ გამენძრია და, რა თქმა უნდა, არ გამომდიოდა, ამიტომ მსუსხავ ტკივილს ვგრძნობდი ოდნავ რხევაზეც კი. გემბანზე ასულმა მკლავი მკერდზე მაგრად მივიხუტე და დენიელის საძებნელად გავემართე. ჩვენ უკვე მივცურავდით, უკან ვბრუნდებოდით და ჩემზე დამამშვიდებლად მოქმედებდა გაშლილი სივრცის, ოკეანის ყურება. გზად რამდენიმე მეზღვაური გადამეყარა, რომელთაც დაუფარავი ცნობისმოყვარეობით და თან მოწიწებით დამიწყეს ყურება და ერთმანეთში ჩურჩული. მათდა სამწუხაროდ, კარგი სმენა მქონდა, ამაზე ალბათ მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ.
_ნამდვილი ალქაჯია... რა იცოდა, რომ პაბი დაიწვებოდა? ვინც მისი გემზე აშვების წინააღმდეგი იყო, სწორედ ისინი დაიწვნენ... კუდიანია გეუბნები... აჯობებს თვალში არ შევეჩხიროთ...- ყური მომჭრა ერთ-ერთის სიტყვებმა. უცნაურად ჩამეღიმა. ეს რომ დაენახათ, უეჭველად გამარჯვების მოზეიმე ჯადოქრად ჩამთვლიდნენ, მაგრამ ისინი უკვე ჩემს ზურგს უკან იყვნენ და ვერაფერსაც ვერ დაინახავდნენ.
საკუთარ თავს ვეწინააღმდეგებოდი, რომ ელიზაზე და იმ სიზმარზე არ მეფიქრა. უნდა ვაღიარო, ეს საკმაოდ რთული იყო. ჩემ უცნაურ ცხოვრებაზე ჩავფიქრდი. ჯერ ეშმაკი მოდიოდა ჩემთან ყოველღამე, შემდეგ ის საშინელი კოშმარი, რომელიც სინამდვილე აღმოჩნდა და ბოლოს... ახლა კიდევ ეს სიზმარი... როგორ უნდა ჩავთვალო უბრალო შემთხვევითობად, როცა ყველაფერი ასე ემთხვევა? ელიზამ გამაფრთხილა, რომ პაბიდან წამოვსულიყავით, მან სიკვდილისგან გვიხსნა მეც და ჩემი ახლობლებიც. სამწუხაროა, რომ იმ სამს ჩემი გემზე ასვლა არ ესიამოვნა და როცა კაპიტანმა ხმა ჩააკმენდინა მათ, ჩემი გინებით გულის მოსაოხებლად და კაპიტნისგან შელახული თავმოყვარეობით გამოწვეული დარდის ჩასაკლავად პაბში გავარდნენ და სასმელს დააცხრნენ. ბრალი არაფერში მიმიძღვოდა, ისინი მათსავე უაზრო ცრურწმენებმა შეიწირა.
უცებ „ის“ გამახსენდა. როგორ ჩამესმა მისი ხმა მძინარეს... მისი ლოცვა. სადღაც ძალიან დიდ სიღრმეში, სევდის, დარდის სიღრმეში მივექანებოდი, როცა ბლექბორნის ხმა გავიგე.
_მერიენ! აქ რას აკეთებ? ახლავე დაბრუნდი კაიუტაში და დაწექი!-აჩქარებული მორბოდა ჩემსკენ.
_თავს მშვენივრად ვგრძნობ, არ მტკივა. ცოტა ხანს სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ და შემდეგ ისევ დავწვები,-ვუთხარი, როცა მომიახლოვდა და ხელი გავიწვდინე, რომ ხელკავი გამეყარა, მანაც მოამზადა მკლავი და მხარდა-მხარ გავაგრძელეთ გზა.
_მერიენ, რაღაც მინდა გკითხო...-თქვა ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ.
_გისმენ...
_რა იცოდი, რომ პაბში ხანძარი გაჩნდებოდა?
_არ ვიცოდი.
_აბა, რატომ დაიჟინე გემზე გადმოსვლა?
_ხომ გითხარი, ცუდი წინათგრძნობა მქონდა...
_მერიენ,-თვალებში შემომხედა მან და სიმართლე მომთხოვა.
_რომ გითხრა, დამცინებ...
_“ცუდ წინათგრძნობაზე“ სასაცილო რა უნდა იყოს?-მიპასუხა ირონიულად.
_გარდაცვლილი მეგობარი მესიზმრა და მითხრა, რომ ღამე არავითარ შემთხვევაში არ დავრჩენილიყავი იქ,-ვთქვი და სახეში მივაშტერდი, რომ კარგად დამენახა მისი რეაქცია. სახე ნელ-ნელა მოექუფრა და როცა ის იყო ამოვისუნთქე, რომ დაცინვას გადავურჩი, მთელი სახით გაიბადრა და სიცილი აუტყდა.
_ოოო!!!!-გავბრაზდი, შემოვბრუნდი და კაიუტის ჩასასვლელისკენ წავედი.

მერიენმა ვერ დაინახა, როგორ შეეკრა წარბები მის ზურგს მოცქირალ დენიელს. ეს სიტუაცია რაღაც არ მოსწონდა... მერიენს გარდაცვლილი მეგობარი წინასწარ აფრთხილებს, რომ სიკვდილს გადაურჩნენ... საინტერესოა...

რამდენიმე საათში უკვე ნაპირს მივადექით და მე კატეგორიული უარი განვაცხადე საკაცის გამოყენებაზე. პორტში იქ არსებული ყველაზე კომფორტული ეტლი დაიქირავა დენიელმა და ჩვენც გზას გავუდექით.
ერთ საათზე ცოტა მეტის შემდეგ, ჩვენ უკვე დანარჩენებს შევუერთდით, რომელნიც მოთმინებით ელოდნენ ბლექბორნის და „მისი რაზმის“ დაბრუნებას და თან კბილებს აკაწკაწებდნენ იმის შიშით, თუ როგორ ეთქვათ მისთვის მის სტრატფორდის გაუჩინარების ამბავი. ეტლიდან ვხედავდი დენიელი ცხენიდან როგორ ჩამოხტა და ყველას მიესალმა, მათაც მიულოცეს მშვიდობით დაბრუნება. ენი გვერდზე მომეკრა, რცხვენოდა პატივსაცემ საზოგადოებას თავსი სამარცხვინო საქციელის შემდეგ დანახვებოდა, მაგრამ მე ვერსად დავმალავდი, ეს მისი ნაბიჯი იყო და დრო იყო პასუხი ეგო საკუთხარ ქცევებზე.
დენიელმა ეტლის კარი გამოაღო და ხელი გამომიწოდა, რომ დავყრდნობოდი. ვიღაცეებს გაოცების შეძახილი აღმოხდათ, როცა ხელშებინტული დამინახეს და აღმოაჩინეს, რომ მკლავი კისერზე ჩამოკიდებულ ზონარში მქონდა გაყრილი. ასე მკლავი არ მოძრაობდა და სავარაუდოდ ჭრილობას შეხორცებას ხელს შეუწყობდა.
_მერიენ!-წამოიკივლა რამდენიმე ქალმა.
_ნუ ღელავთ მისის საროუ, ყველაფერი რიგზეა. ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. გმადლობთ, რომ დაგვიცადეთ,-სათითაოდ მოვავლე თვალი დარჩენილებს (მოგზაურთა უმეტესობას სახლში დაბრუნება ერჩია და სულ ათიოდე კაციღა გველოდა) და ჩუმად ჩავილაპარაკე.-ენის კაბაში სული მეკვრის, სასწრაფოდ უნდა გამოვიცვალო,-შემდეგ ჩემს ზურგს ამოფარებულ ენს მივუბრუნდი.-გამომყევი, შენი დახმარება მჭირდება.
საიდანღაც პიტერი გაჩნდა ჩემს სიახლოვეს და ისიც მდაბიორული მორჩილებით გამოგვყვა, თუმცა არ გვითხოვია. ის რამდენიმე დღე იყო არ მენახა, უბრალო მსახურს ჩემს საძინებელში რა ესაქმებოდა?
უცებ ვიღაც ჩვენი მიმართულებით გამოექანა და პიტერს ჩაეხუტა. მიამიტი სიყვარულის ამ გულწრფელმა გამოხატულებამ გული ამიჩუყა და რამდენიმე წამის განმავლობაში თვალი ვეღარ მოვაცილე სისის და პიტერს. ამ უკანასკნელმა უჩვეულო მზერა მომავლო, როცა დაინახა რომ ვუყურებდი და ისევ შეყვარებულის დამშვიდება განაგრძო.
_არ შეუძლიათ თავისი გრძნობები შეიკავონ და ხალხის თანდასწრებით არ მოაწყონ ასეთი ამაზრზენი სცენები? ფუ, რა საზიზღრობა...-გავიგონე ვიღაცის ხმა და გული სიბრაზით ამენთო. რატომ უყურებენ მსახურებს, როგორც ღორის ტილებს? რატომ არ შეუძლიათ ისინიც ადამიანებად აღიქვან? სისი დარცხვენილი მოშორდა პიტერს, მე კი გამგმირავი მზერა ვესროლე არამკითხე-მოამბეს.
_მომყევით!-ვუთხარი წყვილს და გზა განვაგრძე.
ჩვენ ეტლს რომ მივუახლოვდით, მოვბრუნდი და მათ ვუთხარი:
_სიყვარული სამარცხვინო გრძნობა არ არის, ამიტომ ნუ მოგერიდებათ მისი გამოხატვის. გახსოვდეთ, რომ მე თქვენ გვერდით ვარ.
_გმადლობთ, მის,-ცრემლი მოერია სისის.
_რამდენიმე საათი შეგიძლიათ ერთად გაატაროთ, შემდეგ კი გზას დავადგეთ, კარგი?
_კარგი, მის,-მიპასუხა პიტერმა და ხელი გაუშვირა სისის, რომელმაც სიამოვნებით ჩაკიდა და ერთად გაემართნენ მღელვარე სანაპიროსკენ.
ენი კაბის გამოცვლაში მომეხმარა, ყველაზე თავისუფალი კაბა ჩავიცვი და დანარჩენებთან დავბრუნდით. ენი უკვე მიეჩვია მოჩურჩულე სახეებს და თავს იმდენად უხერხულად აღარ გრძნობდა. პორტიდან წამოღებული სურსათით სუფრა გაშალეს და ჩვენი ასეთუისე მშვიდობით დაბრუნების სადღეგრძელოც შესვეს. ენის დაძალებით ორიოდ ლუკმა საჭმელი შევჭამე, რომ ძალები მომეკრიბა. ამის შემდეგ წამოვდექი და ჩემსკენ დაძრული ბლექბორნისკენ წავედი.
_მომენატრეთ, მისტერ ბლექბორნ,-ვუთხარი ღიმილით, როცა მომიახლოვდა.
_გავისეირნოთ?-სანაპიროსკენ მანიშნა და ხელი გამომიშვირა, რომ ხელკავი გამომედო. ასეც მოვიქეცი და თავი დავუქნიე:
_გავისეირნოთ.
_მხარი როგორ გაქვს?-მკითხა გზაში.
_ისე, თითქოს ვიღაც ძალიან საყვარელმა ადამიანმა ტყვიით დამჭრა,-ვუთხარი სიცილით, მაგრამ ტუჩზე ვიკბინე, როცა მისი სახე დავინახე.-ეს უბრალოდ ხუმრობა იყო! გაიცინე! ახლავე!-ვუთხარი და სახეში მივაცქერდი. ჩემ დაჟინებულ მზერაზე გაეღიმა და გულზე მომეშვა.-თავს ნუ იდანაშაულებ, გთხოვ, ყველაფერი ჩემი ბრალია. მე მოვინდომე ბოლო წამს გადავფარებოდი მას.
_რატომ მოიქეცი ასე? სასიკვდილოდ არ გემეტებოდა?
_ჰო, არ მემეტებოდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზიც მქონდა...
_რა მიზეზი?
_არ მინდოდა მკვლელად ქცეულიყავი...
_შენი საქციელით შესაძლებელი იყო, შენს მკვლელად ვქცეულიყავი!
_მეგონა მოასწრებდი შეჩერებას.
_მაგრამ ვერ მოვასწარი!
_რაც მთავარია, ჩემს ამ საქციელს მსხვერპლი არ მოჰყოლია!
_კიდევ კარგი!
_თორემ რომ მოვმკვდარიყავი მომკლავდი?-სიცილი ამიტყდა, ვერც მან შეიკავა თავი და გაეცინა.
_მიყვარხარ...-მითხრა, როცა სიცილი შევწყვიტეთ.
_მეც...-თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, ყურს სასიამოვნოდ ედებოდა ტალღების ნაპირზე მიხეთქების ხმა და ის იყო უნდა გვეკოცნა, რომ...
_ეჰუ-ეჰუ,-ჩაახველა ენმა.-დაიკო, დროა დავიძრათ. უკვე ყველანი ეტლებში არიან. ჩვენღა დავრჩით,-თან ღიმილის შეკავებას ცდილობდა, ატყობდა რა „გადამწყვეტ“ მომენტში შეგვიშალა ხელი.
მე და დენიელმა ერთმანეთს ხელი ჩავკიდეთ და ეტლებისკენ წავედით.
_ენ, ერთი წინადადება მაქვს!-უთხრა დენიელმა.
_გისმენ!-ისეთი ტონი ჰქონდა ენს, შევატყვე ჩემს „არყოფნაში“ კარგად დაახლოებულიყვნენ.
_მინდა მერიენთან ერთად ვიმგზავრო თქვენი ეტლით და რახან ამისთვის შენი ამ ეტლიდან გაძევება მომიწევს, გთავაზობ ჩემი ეტლით იმგზავრო ფრიად ზრდილობიან ჯენტლმენთან, მისტერ უილიამ ნაითინგეილთან ერთად...
_არავითარ შემთხვევაში!
_სამწუხარო ისაა, რომ შენ არავინ გეკითხება,-ენა გამოვუყავი მას და ეტლში ავედი.
_ნება მიბოძეთ, მიგაცილოთ,-ირონიულად გაუწოდა ხელი დენიელმა. გაბრაზებული ენი პირველი წავიდა მითითებული ეტლისკენ. გავიგონე გზად როგორ ბურდღუნებდა:
_მაინც არაფერი გამოგივათ. არასდროს არ მაპატიებს...



★Gvanca★თარიღი: ორშაბათი, 2011-04-18, 12:23 PM | შეტყობინება # 329
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
როგორც ყოველთვის ძალიან საყვარელი თავი იყო . ბლექბორნი და მერიენი უხდებიან ერთმანეთს და მიხარია რომ ჯერ კიდევ ერთად არიან happy happy happy . ბოლო მაგარი იყო იმედია ენი და ნაითინგეილი შერიგდებიან . ველოდები შემდეგ თავს ძალიან მაინტერესებს რა მოხდება .


☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-04-18, 5:23 PM | შეტყობინება # 330
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

(პოპლარჰოლი)

ლორდი სტრატფორდი

მგზავრობამ საშინლად დამქანცა და ბოლოს, როგორც იქნა, პოპლარჰოლს, ჩემს მშობლიურ ბუდესაც მივუახლოვდით. ნაცნობი ადგილების დანახვაზე ცმუკვა ამიტყდა, ერთი სული მქონდა ჩემს რბილ, ფუმფულა, თავადურ საწოლზე როდის მივესვენებოდი. თუმცა ისიც მშვენივრად მესმოდა, რომ საწოლთან მიღოღებამდე ერთი დიდი და შეუბრალებელი ბრძოლის გადატანა მომიწევდა... ჰო, ნამდვილად, ამაზე ფიქრი ხასიათს მიფუჭებდა.
დენიელმა ალბათ გამოიცნო, რაც მაღელვებდა და წარბშეკრული რომ დამინახა, ჩემი ხელი ხელში აიღო, მაგრად მომიჭირა და თბილად მითხრა:
_შენს გვერდით ვიქნები, ყველაფერი კარგად იქნება.
_შენ არ იცნობ მისტერ სტრატფორდს!
_შენსავით არა, მაგრამ ვიცნობ და ვიცი, რომ როცა ყველაფერს მოუყვებით, ღმერთს მადლობას შესწირავს, რომ ორივე ქალიშვილი უვნებელი დაუბრუნდა... თუ შენს მხარს არ ჩავთვლით... სავარაუდოდ... სახლიდან გამომისტუმრებს, როცა გაიგებს, რომ...
_ვერაფერსაც ვერ გაიგებს. ყველაფერი საროუს ბრალია. ვიტყვით, რომ ენი მოიტაცა და მის წამოსაყვანად მისულებს... გვესროლა!
_ნამდვილი მეზღაპრე ხარ!
_არ მინდა, შენზე უსაფუძვლოდ შეექმნას ცუდი წარმოდგენა.
_ოო, შენს ქალიშვილს სასიკვდილოდ რომ გაიმეტებენ, წესით გაქვს საფუძველი შეგძულდეს ის ადამიანი.
_მორჩი, ძალიან გთხოვ!
_კარგი, ოღონდ შენ ნერვიულობას მორჩი.
_კარგი,-დავეთანხმე არხეინად და ფანჯარაში გავიჭყიტე. უკვე ალვის ხეების ხეივანში შევუხვიეთ, ჩემს მამულში ვიყავით. უკან მოგვყვებოდა მეორე ეტლიც, რომელშიც ენი და ნაითინგეილი ისხდნენ. იმედია, ერთამანეთი არ დაუხოცავთ.
ეტლი სახლის წინ გაჩერდა და წამში პიტერმა გამოაღო კარები და ხელი გამომიწოდა, რომ დავყრდნობოდი.
_გმადლობ, პიტერ,-ვუთხარი წყნარად და მოხედვაც ვერ მოვასწარი, რომ ვიღაცამ შეჰკივლა:
_მერიენ! ჩემო ქალბატონო!-და დამეძგერა, ამან იმხელა ტკივილი მომაყენა, ლამის ბოლო ხმაზე დავიკივლე.
_ფრთხილად, კატრინა!-წამოვიყვირე და ისიც სასწრაფოდ გაიწია.
_ეს რა არის? რა დაგემართათ? ბანდიტები დაგესხნენ თავს? ამდენი ხნით რატომ შეგაგვიანდათ? ბატონი უკვე ხალხის გაგზავნას აპირებდა თქვენს საძებნელად. ო, ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ დაბრუნდით...
_კატრინა, გთხოვ, ქოთქოთს მორჩი და ის მითხარი, ლორდი სტრატფორდი შინაა?
_დიახ, ეტლის ხმა გავიგონეთ თუ არა, ელა გავგზავნე მის დასაძახებლად, აგერ მოდიან,-კარიდან სწორედ იმ წამს გამოვიდა მამა-ბატონი. ენი უკვე ჩემ გვერდით იდგა, ცოტათი ისევ ჩემს ზურგს ეფარებოდა. მეორე გვერდზე დენიელი მედგა, ოდნავ მოშორებით კი ნაითინგეილი იდგა და სცენას ინტერესით უყურებდა.
მამას თვალები გაუფართოვდა ჩვენს დანახვაზე, თითქოს აჩრდილებს ხედავსო. მე კი მის დანახვაზე ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მილიონი წლის წინ ვნახე ბოლოს და ამდენივე ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც სახლი დავტოვე. მართლაც და, რამდენი რამ გადავიტანე ამ მოგზაურობისას.
_ჩემო გოგოებო...-აცრემლებული წამოვიდა და ორივე ჩაგვიხუტა. მე ცალი მხრით მოვეხვიე, რომ მხარი არ მტკენოდა. გაოცებულმა შევამჩნიე, რომ მხრები უცახცახებდა. ტიროდა?
მაგრამ წამის შემდეგ, სრულიად სერიოზული სახით გაიწია, თვალი თვალში გამიყარა, შემდეგ მკაცრი სახით დამხედა თეთრ ჩვარზე დაკიდებულ ხელზე და ცივი ხმით მითხრა:
_ახლავე ჩემს კაბინეტში! კეთილი ინებეთ, ქალბატონებო, და ყველაფერი ამიხსენით!
ო_ო.

ასეც მოვიქეცით. კაბინეტში შევლაგდით ყველანი, ნაითინგეილის ჩათვლით, რომელიც აგიზგიზებულ ბუხარს მიეფიცხა და ისეთი თვალით დაგვიწყო ყურება, აშკარად გართობას აპირებდა ჩვენს აბდაუბდა მონაყოლზე. მას ხომ არაფერი ეხებოდა, ლორდი მამამისი არ იყო და არც იმავე ლორდის ქალიშვილი დაუჭრია. რა ენაღვლებოდა.
მე კი დიდი გასაჭირი დამადგა. ენს ლაპარაკის თავი არ ჰქონდა, მაშინვე ცრემლები მოადგა თვალებზე და დანაც კი ვერ გაუხსნიდა პირს. დენიელი ვერაფერს მოყვებოდა, რადგან პასუხს მამა თავისი ქალიშვილებისგან მოითხოვდა. მკაცრი და თან ცნობისმოყვარე მზერით მაცქირალ მისტერ სტრატფორდს ისიც კი უკვირდა, საერთოდ რა ესაქმებოდა ამ ახალგაზრდა ვაჟბატონს მის ქალიშვილებთან ერთად მისსავე კაბინეტში. რატომ თავის სახლში არ წავიდოდა?
ამგვარად, დაძაბულ ვითარებაში დავიწყე მოყოლა, მაგრამ ვცდილობდი ზედმეტი არაფერი წამომცდენოდა, მხოლოდ ზოგად ვითარებაში გამერკვია მისტერ სტრატფორდი. მოვუყევი ჩვენი ტყეში დაკარგვის შესახებ და შემდეგ როგორ გავიგეთ ენის გატაცების ამბავი.
გატაცება-მოტაცების ხსენებაზე ენმა პირი დააღო, მაგრამ მზერით ვანიშნე, თუ ამ სახლში დარჩენას კიდევ აპირებდა, დროზე მოეკეტა. ჩემდა გასაკვირად, მიხვდა.
მამამ თავი ჩახარა და მანამ არ აუღია, სანამ თხრობა არ დავასრულე. თხრობა იმ ამბის მოყოლით დასრულდა, თუ როგორ მომხვდა შემთხვევით ბლექბორნისთვის განკუთვნილი ტყვია. აქ ჩემს ფანტაზიას გასაქანი მივეცი და ბლექბორნს რომ არ ჩაეხველებინა, კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი გამოგონილი დეტალების მოყოლას.
რომ გავჩუმდი, მამას ზედაც არ შემოუხედავს, წამოდგა და კარისკენ წავიდა.
_საით?-დავადევნე გაოგნებულმა.
_მოხუცი კაცი ვარ, ჩემთვის ასეთი ისტორიების მოყოლა როგორ შეიძლება? სულ არ ზრუნავთ მამის ჯანმრთელობაზე! უბრალოდ გეთქვათ, რომ ადგილი მოგეწონათ და რამდენიმე დღით გაიხანგრძლივეთ იქ ყოფნის სიამოვნება. შენ კი ეგ რაღაც მოიშორე, ნერვებს მიშლის!-მითხრა მე.-ჰმ... ენი გაიტაცეს... ნამდვილი სისულელე! მეორედ აღარ გავიგო ეგ სულელური ისტორია!-ჩაიბუზღუნა და კარი გამოაღო.
_ჯენტლმენებო, იმედი მაქვს, პატივს დამდებთ და ვახშმად დარჩებით,-თქვა და კარისკენ ანიშნა, რომ ერთად გასულიყვნენ. პირველი ნაითინგეილი გავიდა. ბლექბორნმა მე შემავლო მზერა, მხრების აჩეჩვა დავაპირე, მაგრამ მხარმა გადამაფიქრებინა, მხოლოდ თვალებით ვანიშნე, მეც ვერაფერი გავიგე-მეთქი, ამიტომ ისიც გავიდა, მამაც და ოთახში მე და ენი დავრჩით.
_გაგიჟდა?-მკითხა შეშფოთებულმა ენმა.
_გაგიკვირდება და თავიდან მეც ეგ ვიფიქრე... მაგრამ მგონი უბრალოდ ვერ წარმოუდგენია, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა გადაგვხდენოდა.
_მე ის უფრო მაინტერესებს, ეგ როგორ უნდა მოიხსნა?-ჩვარზე მანიშნა.
_როგორ და ასე!-ხელი გამოვიღე და ჩვარიც მოვიხსენი კისრიდან. იქნებ უკეთესიც კი იყოს ის, რომ მამამ მონაყოლი არ დაიჯერა. ე.ი. ნაკლებს ინერვიულებს!

ვახშამი სასიამოვნო გამოდგა. ალბათ კომპანია იყო სასიამოვნო და იმიტომ. ჩემს პირდაპირ ბლექბორნი იჯდა და ყოველ სიტყვაზე, რასაც იტყოდა, მე შემავლებდა ხოლმე თვალს და მაცდურად მიღიმოდა, ალბათ ჩემი დაჟინებული მზერა აბნევდა. მართალია ცალი ხელი გაშეშებული მედო კალთაზე, რომ ზედმეტი მოძრაობით ჭრილობა არ გამეღიზიანებინა, მაგრამ მთავარი იყო, მამა გამოიყურებოდა მშვიდად.
_ვიცი, ახლა ამის დრო არ არის...-დაიწყო უცებ ბლექბორნმა და მე აღარ შემომხედა... მამაჩემს უყურებდა.-მაგრამ მინდა, რომ ჩემი გრძნობების შესახებ თქვენი ქალიშვილის მიმართ იცოდეთ...
_უკვე ვიცი,-უპასუხა მამამ წარბშეუხრელად. ოჰო! მგონი მართლა მილიონი წელი გავიდა.
_იცით? საიდან?-გაუკვირდა ბლექბორნსაც და მზერა შემავლო. არაა, მე სიტყვაც არ დამიძრავს! გეფიცები!
_მისტერ ბლექბორნ, მე მოხუცი ვარ, ბრმა კი არა!
_მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავალ. მინდა, მერიენის ხელი გთხოვოთ.
_მერიენის ხელი მასვე ეკუთვნის, აჯობებს მასვე ჰკითხოთ. მისი სურვილი გადამწყვეტია ყოველთვის. ჩემს გოგონებს იმხელა თავისუფლებას ვანიჭებ, რამხელასაც იმსახურებენ და მათ არჩევანს სრულიად ვენდობი. მე მათ აღზრდა მივეცი, აზროვნება ვასწავლე, დანარჩენი უკვე მათი საქმეა. მათ უნდა გააკეთონ არჩევანი ცუდსა და კარგს, კეთილსა და ბოროტს...-დენიელს ტუჩებთან მიტანილი თასი გაუშეშდა ხელში და ღვინო გადასცდა.-...თეთრსა და შავს შორის.
_მაოცებ,-ვუთხარი მამას გულწრფელად.
_მერიენ, მე უკვე შევეგუე იმ აზრს, რომ პატარა აღარ ხარ და დროა გათხოვდე. ვთვლი, რომ ეს ახალგაზრდა ჯენტლმენი ისე იზრუნებს შენზე, როგორც შეგეფერება.
_ამხელა ნდობისთვის მადლობელი ვარ, სერ,-როგორც იქნა, სული მოითქვა დენიელმა.
_მადლობა არაა საჭირო, მე შენ დიდი პასუხისმგებლობა დაგაკისრე წუთის წინ, პასუხისმგებლობა კი დიდი ტვირთია...
სულ მალე სტუმრები წავიდნენ, მე და დენიელი თვალებგაბრწყინებულნი ვუყურებდით ერთმანეთს დამშვიდობებისას. მართლაცდა, როგორ შემეძლო მისი ყურებისას მონაზვნობაზე ფიქრი? მის გარეშე ჩემი სიცოცხლე ხომ საშინლად ცარიელი იქნებოდა?

ორიოდე დღის შემდეგ, მისტერ სტრატფორდი სანადიროდ გაემგზავრა. ის შორეული მინდვრების დალაშქვრასა და იქაური ნადირთა გაჟლეტვას გეგმავდა. თან თავისივე ასაკის დიდგვაროვნები ახლდნენ თავიანთ მსახურებთან ერთად. თავიდანვე მესმოდა, რომ ეს ნადირობა რამდენიმედღიანი ნამდვილად არ იქნებოდა.
დღე დღეს მისდევდა. ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო. მე სიცოცხლით ვტკბებოდი. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, დენიელ ბლექბორნი იყო, რომელიც ყოველდღე სტუმრობდა პოპლარჰოლს, ხან კი მე მივდიოდი მასთან წვეულებებზე.
ადრე თუ პირიქით იყო, ახლა მე დავათრევდი ენს დიდგვაროვანთა შეკრებებზე, თვითონ სცხვენოდა ხალხში გამოჩენა. მითუმეტეს, რომ ყველგან ნაითინგეილის ცივ და გულგრილ მზერას აწყდებოდა. ეს ძალიან მოქმედებდა მის ფაქიზ სულზე და მელანქოლიურ ხასიათზე, რაც მანამდე არასდროს შემინიშნავს. პირიქით, ენი ყოველთვის ხალისიანი და აქტიური იყო, ეს მე ვიყავი მდუნე და უხასიათო, მაგრამ ახლა როლები გავცვალეთ.
ალბათ ყველა გრძნობს გუმანით მაინც, რომ ბედნიერება მარადიული არ არის და ყოველთვის გამოჩნდება რაღაც, რაც ამ ბედნიერებას ხაზს გადაუსვამს და ღიმილი შეგახმება სახეზე.
სწორედ ასე მომივიდა მე, როცა ლორდ სტრატფორდის გამგზავრებიდან სამიოდე კვირის შემდეგ, ერთ დღეს ლონდონში ჩემი საქორწინო კაბის ქსოვილისა და სხვა ნივთების შესაძენად წასულმა, ქუჩაში ნაცნობი, პირქუში სახე შევნიშნე.
_ჯონათან საროუ!-აღმომხდა გაოგნებულს. იმ დროისთვის მხარი უკვე მორჩენილი მქონდა და ორივე ხელი პირზე მივიფარე, რომ კივილი არ აღმომხდენოდა. სწორედ ეს მომენტი აღმოჩნდა დასასრულის დასაწყისი.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2011-04-18, 5:31 PM
ძებნა: