ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
კონტრა ეშმაკთან

★Gvanca★თარიღი: ორშაბათი, 2011-04-18, 5:54 PM | შეტყობინება # 331
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ვაიმე ცუდად ვარ რა დასასრულის დასაწყისი რა უბედურებაა . აუ იმედი მაქვს საროუ მერიენს არაფერს არ დაუშავებს მაგრამ ბოლო სიტყვებიდან ჩანს რომ რაღაც ცუდი მოხდება რაც შენგან გასაკვირი ნამდვილად არ იქნება. ანი უნიჩიერესი ადამიანი ხარ . მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს .


☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2011-04-18, 5:57 PM | შეტყობინება # 332
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
★Gvanca★, მადლობა გვანცა. ერთადერთი მკითხველი შემომრჩი მგონი lips lips lips მადლობა, რო ასეთ თბილ კომენტარებს მიტოვებბბ


saaaliთარიღი: ორშაბათი, 2011-04-18, 7:36 PM | შეტყობინება # 333
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, არა რა სისულელეა მკითხველები ნამდვილად არ გამოგელია.. მითუმეტეს ისეთი მწერალი როგორიც შენ ხარ მათ არ დაკარგავს დამიჯერე.. აი თუნდაც მაგალითად მე სულ ვკითხულობ, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი სულ დაკავებული ვარ და კომენტარის დასაწერად ვერ ვიცლი ხოლმე.. მაგრამ ყოველდღე მაინც შემოვდივარ და ვნახულობ ახალი თავი ხომ არ დევს happy happy ძალიან მომწონს და კარგად ანვითარებ სიტუაციას, როგორც ახვევ ისევე ხსნი და თან ამას ძალიან ლამაზად აკეთებ.. სულელი საროუ საშინლად მაღიზიანებს და ისიც რაც ენმა გააკეთა.. (პატარა ბავშვივით მოიქცა) დენიელის და მერიენის დაახლოებაც მომეწონა და ისიც, რომ მერიანმა მონაზვნობა გადაიფიქრა.. საერთოდ მონაზვნობა ისეთი რამაა თუ მართლა გულით არ გინდა არ უნდა გახდე , ასე უფრო დიდ ცოდვაში ვარდები.. ხოდა რაც შეეხება ჩემს საყვარელ აჩრდილს იმედია კიდე გამოაჩენ ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარს ისეთი მომენტები სადაც ისააა happy happy happy happy და კიდევ იცოდე რომ ყოველდღე ველოდები ახალ თავს და ჩემი სახით მკითხველი არასდროს მოგაკლდება lips lips love love love love love

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-04-18, 8:05 PM | შეტყობინება # 334
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaimeee! ori tavi ertad wavikitxe da gadavirie, ra magari tavebia da bolos ra cudad daamtavre, kargi ra aan, shemidzlia me amdeni nerviuloba? biggrin velodebi axal tavs


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

elle____თარიღი: ორშაბათი, 2011-04-18, 8:30 PM | შეტყობინება # 335
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
ერთადერთი მკითხველი შემომრჩი მგონი

vaime meee ? cry cry cry cry cry cry cry cry cry



elle____თარიღი: ორშაბათი, 2011-04-18, 8:37 PM | შეტყობინება # 336
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaime dasasruliiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry gamoachine "is" icode ar daqorwindes tore mogklav kiss


☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-04-19, 1:58 PM | შეტყობინება # 337
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
მადლობა ბაიებო!!! კარგი, აღარ ვიტყვი, რომ შემომაკლდა მკითხველები. მართლა მარტო ერთიც რომ კითხულობდეს მაინც მივიყვან ბოლომდე და ამ გაგანია სწავლის პერიოდში დრო რო აღარავის რჩება გართობისთვის არცაა გასაკვირი, განა გსაყვედურობთ smile ყველას სათითაოდ გკოცნით. მიყვარხართ მართლა. elle____, შენ მართლა გამაოცე, ჩემი ბოროტი შენიშვნების მერეც კი ასეთი თბილი ხარ love love
saaali, შენი ვრცელი კომენტარები მიყვარს საშინლად biggrin
Quote (saaali)
მონაზვნობა ისეთი რამაა თუ მართლა გულით არ გინდა არ უნდა გახდე

არ შემიძლია არ დაგეთანხმო happy
natuka, შენ რა გითხრა არ ვიცი. უბრალოდ ხო იცი როგორ მიყვარხარ? lips lips



☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-04-19, 2:22 PM | შეტყობინება # 338
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

საიდუმლო გამჟღავნდა! საროუმ ყველაფერი იცის!

სახლში დაბრუნებულს ვერ გადამეწყვიტა გამემხილა თუ არა ვინმესთვის ეს ამბავი. არა, ენისთვის მოყოლა ნამდვილად არ ღირდა, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ყველაზე სანდო ადამიანს, ჩემს მომავალ ქმარს შემეძლო ვნდობოდი და ყველაფერი მეთქვა.
სწორედ ამ განზრახვით წავედი ერთ-ერთ წვეულებაზე, სადაც ისიც უნდა მოსულიყო.
ყველაფერი ჩაიშალა.
მდიდრულ, ფუფუნების საგნებით მორთულ სახლში შევედი და დენიელის ძებნა დავიწყე. მინდოდა მალე მეთქვა, რომ ჯონათანი გამოჩნდა და ეს კარგის მომასწავებელი ნამდვილად არ იყო. ან იქნებ არსადაც არ წასულა და მთელი ეს დრო ლონდონში იყო? მერჩივნა ამ თემაზე საიმედო მხარს მიყრდნობილს მემსჯელა.
გზად ვიღაცეებს მივესალმე და ვკითხე ჩემი საქმრო ხომ არსად ენახათ. უმეტესობას არც ჰყავდა დანახული (დაზუსტებით რომ არ მცოდნოდა, რომ მის უსაზიზღრეს (იგივე ელეონორ) რიჩმონდი თავის სახლში დაბრუნდა და ჰემფშირში მისი კვალიც აღარ იყო, ალბათ მასზე ვიეჭვიანებდი, მაგრამ ახლა ნამდვილ გაურკვევლობაში აღმოვჩნდი). ბოლოს ღვთისნიერმა ქალბატონმა სახლის სიღრმისკენ მიმითითა და თქვა, რომ დაინახა იქით როგორ მიდიოდა სხვა ახალგაზრდა კაცთან ერთად. დაუყოვნებლივ გავემართე მითითებული მიმართულებით და შემდეგნაირ სცენას წავაწყდი: სიბნელეში ორი ფიგურა იდგა ერთმანეთის პირდაპირ. მთვარის შუქზე იოლად ვიცანი დენიელი, მის წინ კი ამაყად აღმართული სახით... ჯონათან საროუ იდგა!
_... იმედია ყველაფერი კარგად აგიხსენი,-ეუბნებოდა ის.-მე ყველაფერი ვიცი. თუ ჩემს მოთხოვნებს არ შეასრულებ... იმედია ხვდები, რომ არ გამიჭირდება იმ ხალხის აქ ჩამოყვანა... მათ სისხლი სწყურიათ... შენი სისხლი!
_ნაძირალა ხარ!-კბილები გაახრჭიალა ბლექბორნმა.
_ოო, მაგ საკითხში ვერც შეგეჯიბრები! შენ ყველანაირი რეკორდი მოხსენი!-ირონიულად უპასუხა საროუმ.-საინტერესოა, რას იტყვის შენი „საცოლე“ ამ ამბავს რომ გაიგებს...
_მან არაფერი არ უნდა გაიგოს!-წამოიძახა დენიელმა.
_რა სამწუხაროა... რომანტიული სიყვარულის ამბავი ასე უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით დამთავრდება...
_საროუ, ვიცი, რომ მერიენის ქონებას ხარ დახარბებული! მთელ ჩემს ქონებას შენ დაგითმობ, ოღონდ აქედან უნდა მოშორდე! სამუდამოდ!
_ბლექბორნ,-ხმა დაუსერიოზულდა ჯონათანს.-ნუთუ ასეთი სულელი გგონივარ? რატომ ვიტყვი ჯეკპოტზე უარს? მერიენ სტრატფორდი პირდაპირ მაგიჟებს... იმაზე მეტად, ვიდრე შენ გიჟდები, როცა ჩემთან ერთად წარმოიდგენ საწოლში... ის ჩემი გახდება და შენ ამას წინ ვერ აღუდგები!
ინფორმაციის სიჭარბისგან ემოციების გამომჟღავნება შემიფერხდა. უბრალოდ მუხლები ამიკანკალდა საროუს უხამსი ხმის და სიტყვების გაგონებისას. რისი იმედი ჰქონდა? მაგრამ ჩემს გონებაში უცნაური წითელი ნისლი ჩამოწვა, რას მიმალავდა ბლექბორნი? რაღაც მეტისმეტად სერიოზული იყო... ისევ ტყუილებში ვიხლართებოდით...
_საროუ, ამას ინანებ!-ასეთი სასოწარკვეთილი და თან მტკიცე ხმა არასდროს არ გამიგია.
_ტყუილად იმუქრები, ხელ-ფეხ-შეკრული ხარ! ამას იმის სამაგიეროდ მიიღებ, რაც შენ გამიკეთე, საცოლე დამაბრუნებინე! ჯენტლმენი ამ შეურაცხყოფას უსიტყვოდ არ გადაყლაპავს,-მუქარით ჩაილაპარაკა საროუმ.
_შენ უკვე გადაყლაპე შეურაცხყოფა, შენი ღირსება ნულს უდრის. ეს უბრალოდ შემთხვევა ჩაგივარდა ხელში და შენც შანსი არ გაუშვი,-ბლექბორნი ოთახიდან გამოვარდა, მე ბნელ კუთხეში შეყუჟვა მოვასწარი და სიბნელეში რომელიღაც სავარძელზე ჩამოვჯექი. გონზე მოსვლა მჭირდებოდა. აჩქარებული სუნთქვა და გულისცემა უნდა დამეოკებინა და სასწრაფოდ უნდა დავლაპარაკებოდი ბლექბორნს.
საროუც გამოვიდა ოთახიდან კმაყოფილი სახით და ალბათ ისე შეერია ხალხში, თითქოს სულაც არ ჰქონდეს ჩაფიქრებული რაღაც სისაძაგლე.
ბოლოს ძალა მოვიკრიბე, წამოვდექი და დიდ დარბაზში დავბრუნდი, სადაც ცეკვა გაეჩაღებინათ. დენიელი მაგიდასთან ვიპოვე, სადაც ტკბილეული და ღვინო მოეთავსებინათ. მისი მზერით მივხვდი, რომ უკვე საკმარისად დაელია. ჩემს დანახვაზე კიდევ უფრო დაუსევდიანდა მზერა.
_უნდა გელაპარაკო,-ვუთხარი მისალმების გარეშე.
_ახლა არა,-მითხრა გარკვევით.
_სწორედაც რომ ახლა!-ხელი მოვკიდე და გასასვლელისკენ წავედი.
გარეთ რომ გავედი, ჯენკინსი მოვიხმე და ეტლი მოვაყვანინე, დენიელის ეტლი სახლში გავუშვი.
_რა ხდება?-მკითხა დენიელმა, როცა დავიძარით.
_მე მინდა შენ მიპასუხო მაგ კითხვაზე. რა ხდება ჩვენს თავს, დენიელ?
_არაფერი, უბრალოდ მთვრალი ვარ...-მითხრა, თავი მხარზე ჩამომადო და ჩაეძინა.
ჯერ დენიელი მივიყვანეთ სახლში და მსახურებს ჩავაბარეთ, მის საძინებელში შესვლა არაეთიკურად მიმაჩნდა, ამიტომ სახლში არ შევსულვარ, პოპლარჰოლისკენ გამოვემართეთ.
სახლში მისულს წერილი დამხვდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი წერილი. ეს იყო შენიშვნებითა და ლამის ანათემით დამძიმებული საყვედური. დიახ, ეს წერილი ეპისკოპოსისგან იყო. იგი ათასნაირ სასჯელს და წყელვა-კრულვას მითვლიდა იმის გამო, რომ მე მონაზვნობა გადავიფიქრე და მოხუცი საბრალო ეპისკოპოსი გავაწბილე, რადგან დაპირებისდამიუხედავად, ლონდონს არ გავემგზავრე სენტ ბართლომეში.
იმედი ვიქონიე, რომ ღმერთი მის „კეთილ სურვილებს“ არ შეისმენდა და საპასუხო წერილი დავწერე, სადაც მოკრძალებით ვუხდიდი ბოდიშს და ვთხოვდი ჩემთვის ჯვარი დაეწერა, ამასთანავე დავძენდი, რომ დაპირებულ ქონებას ყველაფრის მიუხედავად მიიღებდა. მხოლოდ წერილის გაგზავნის შემდეგ დავუბრუნდი რეალობას და მივხვდი რამდენად წინდაუხედავი ნაბიჯი იყო ეს. შედგებოდა კი ჯვრისწერა? ჯერ ყველაფერი უნდა გამერკვია.
მთელი ღამის ბორგვის შემდეგ, დილას ავდექი და საუზმის შემდეგ პირდაპირ ფორსეიქენჰოლში წავედი. დენიელს ჯერ კიდევ ეძინა. მე სასტუმრო ოთახში ჩამოვჯექი და ლოდინი დავიწყე. მსახურები, როგორც სახლის მომავალ დიასახლისს, თვალებში შემომციცინებდნენ და ჩემი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდნენ. სხვა დროს მათ გარჯას დავაფასებდი, მაგრამ არა ახლა. თუმცა მორთმეულ ჩაიზე უარი არ მითქვამს. ბოლოს, როგორც იქნა, დენიელიც გამოჩნდა.
_მერიენ, ასე ადრიანად არ გელოდი!-მითხრა შეცბუნებულმა, როცა ოთახში შემოვიდა.
_ვიცი. არც მე ვგეგმავდი ამ დროს სტუმრობას, მაგრამ ვეღარ გავძელი. სასწრაფოდ უნდა ვილაპარაკოთ.
_გისმენ,-შეცბუნებულმა დაეჭვებით დამიწყო ყურება.
_ჩამოჯექი,-ჩემს გვერდით ადგილზე ვანიშნე. მოვიდა, დაჯდა და მოუთმენლად შემომხედა. მე მაგიდაზე დავდე ლამბაქი ფინჯნიანა და მხოლოდ შემდეგ მივუბრუნდი. გადავწყვიტე შორიდან მომევლო.
_დენიელ, თუ გამოიცნობ ლონდონში ყოფნისას ვის გადავაწყდი?
_ვის?-მკითხა არცთუ ისე ინტერესით.
_ჯონათან საროუს!
_მართლა?-ვითომ ძალიან გაუკვირდა.
_ჰო, მართლა და ალბათ უფრო გაკვირვებულ სახეს მიიღებ, როცა გეტყვი, რომ წუხელ შენი და იმავე ჯონათან საროუს საუბარს მოვკარი ყური!-დენიელი შეკრთა, მზერა მომარიდა და შეშფოთებულმა მკითხა:
_კონკრეტულად რა გაიგონე?
_ისეთი ვერაფერი, რისგანაც აზრის გამოტანას შევძლებდი, სწორედ ამიტომ ვარ აქ. მოვითხოვ, ყველაფერი ამიხსნა.
_არ შემიძლია...-ჩაილაპარაკა პაუზის შემდეგ ყრუდ.
_რა?-აღვშფოთდი. მან თვალებში შემომხედა და უტიფრად გაიმეორა:
_მერიენ, ვერაფერსაც ვერ აგიხსნი. უნდა გამიგო.
_და რატომ? მინდა ყველაფერი ვიცოდე, რაც შენ შეგეხება.
_უბრალოდ არ შემიძლია. არის რაღაცეები, რაც აჯობებს არ იცოდე...
_ეს როგორ? გესმის მაინც რას ამბობ?-ჩემს გვერდით მყოფი ადამიანი, წამში რამდენიმე ათეული მილის მოშორებით აღმოჩნდა. ასეთი გრძნობა არასდროს მქონია, ადამიანი, რომელსაც ასე ვენდობოდი, უცებ გაუცხოვდა.
_ყველაფერი მშვენივრად მესმის და ისიც მესმის, რომ გულს გტკენს ჩემი სიტყვები.
_მაშინ ნუ მტკენ გულს. ნუთუ არ მენდობი?
_საკუთარ თავზე მეტად შენ გენდობი, მერიენ, მაგრამ არის ზოგი საიდუმლო, რომელიც საიდუმლოდ უნდა დარჩეს... სხვა გზა, უბრალოდ არ არსებობს.
_ნუთუ არ გაღელვებს საზღაური, რომლის გაღებაც მოგიწევს მაგის საიდუმლოს საიდუმლოდვე დასატოვებლად?
_მაღელვებს... და მერე როგორ, მაგრამ...
_დენიელ! ვერც კი ხვდები, რას ამბობ!-ფეხზე წამოვხტი და თვალზე მომდგარი ცრემლები მოვიშორე.-როგორ ვერ ხვდები? რაც არ უნდა მომიყვე მაინც მეყვარები! შენი წარსული ჩემთვის არ არსებობს! შენ კი ასე უბრალოდ შეგიძლია ჩემზე თქვა უარი და საროუს დაუთმო ჩემი თავი!
_ეგ აღარ გაიმეორო!-ფეხზე წამოდგა ისიც.-შენ ყველაზე ძვირფასი ხარ, რაც ამქვეყნად გამაჩნია!
_ჰო, მაგრამ შენ შეგიძლია ეს „ყველაზე ძვირფასიც“ კი ანაცვალო წარსულის მოჩვენებას! როგორც ჩანს, ისე არ გიყვარვარ, როგორც საჭიროა!
_შენ რომ ისე ძლიერად გიყვარდე, როგორც მე მიყვარხარ, არ მაიძულებდი ამ საიდუმლოს გამხელას!-უკვე ვყვიროდით და ის იყო ყვირილითვე უნდა დამებრუნებინა პასუხი, რომ ოთახის კარი ნაითინგეილმა შემოაღო.
_რა ხდება? რა გაჩხუბებთ?-გაოგნებულმა ხან ერთი შეგვათვალიერა, ხან მეორე.
_არაფერი, უბრალოდ შენ მეგობარს ჩირის ფასად ვუღირვარ,-ვთქვი, ქუდს ხელი დავტაცე და უილიამსა და კარს შორის გავსხლტი. ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გავიარე დერეფანი, გარეთ გავედი (გზად ეკონომმა ქალმა რაღაც მომაძახა, მაგრამ არ გამიგონია რა) და ეტლში ავხტი:
_ჯენკინს, წავედით!-წამოვიძახე აკანკალებული ხმით. ცრელები დაუზოგავად მცვიოდა. ეტლის უკანა ფანჯრიდან დავინახე, როგორ მოსდევდა ეტლს დენიელი ჩემი სახელის ძახილით, მაგრამ ჯენკინსს ვუბრძანე არ გაჩე
რებულიყო.




★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2011-04-19, 3:25 PM | შეტყობინება # 339
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ვაიმე ძალიან მაგარი თავი იყო . მოკლედ ყოველი თავი საიდუმლოებებით არის სავსე . ძალიან მაინტერესებს ასეთი რა საიდუმლო აქვს დენიელს რომ არ უნდა გამჟღავნება ან საროუმ საიდან გაიგო ეს საიდუმლო. ხო ეს ჯონათანი რა ამაზრზენი ადამიანია . მთელი სულით და გულით ველოდებიშემდეგ თავს ძალიან მაინტერესებს რა მოხდება happy happy .


elle____თარიღი: სამშაბათი, 2011-04-19, 4:30 PM | შეტყობინება # 340
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
au dzlivs ar megirsa amati dashoreba biggrin :D biggrin D:D miyvarxarr :*:*:*::*:*:* araushavra exla "is" daamshvidebs :P :P :P :P auuuu ra magariaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa


♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-04-19, 4:34 PM | შეტყობინება # 341
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
degenerati! pirutyvi! ver vitan! mezizgeba! ra idiotia es sarou, fuf! amazrzeni!
bodishi an personajs ase rom gilandzgav, magram sxvanairad ar shemidzlia, martla....
velodebi axal tavs



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

elle____თარიღი: სამშაბათი, 2011-04-19, 4:58 PM | შეტყობინება # 342
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (natuka)
degenerati! pirutyvi! ver vitan! mezizgeba! ra idiotia es sarou, fuf! amazrzeni!

eeeeeeeee metqi chemi mochvenebis mxarezea tqoo : (((
Quote (natuka)
degenerati! pirutyvi! ver vitan! mezizgeba!
denieeeliii




შეტყობინება შეასწორა elle____ - სამშაბათი, 2011-04-19, 4:58 PM

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-04-19, 10:04 PM | შეტყობინება # 343
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
★Gvanca★, მთლად ყოველი თავი არა, მაგრამ ინტრიგის დედოფალი ტყუილად ხომ არ გავხდი?! biggrin სიმართლე გითხრათ ბოლოსკენ წავედით... sad
Quote (elle____)
au dzlivs ar megirsa amati dashoreba

ბოროტო არსებავ!! biggrin biggrin biggrin biggrin biggrin
natuka, მეც იგივეს ვფიქრობ მაგ პერსონაჟზე, არ მეწყინება biggrin biggrin



elle____თარიღი: სამშაბათი, 2011-04-19, 10:45 PM | შეტყობინება # 344
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
AnasteishA, me boroti arseba ki ara imis fani var biggrin :D icode agar gamoachen da ragacas ar ushveli da gagiskdes miwa da shegaxtes vefxvi :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD vaime :DDDD


RoB-dOdთარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-21, 1:41 PM | შეტყობინება # 345

572
28  +
48  ±
   ±
Offline
მე დავბრუნდი. ანი მინდა ბოდიში მოგიხადო იმიტომ რომ,აქ ვიყავი და ჩემ უსაყვარლეს ფიკს არ ვკითხულობდი,მაგრამ იცი რა ამ ფიკს ყოველთვის ვერ წავიკითხავ აი ხასიათზე უნდა ვიყო რა... გამიგე,კარგად ვერ ვწერ ეხლა. აი ძალიან გაკვირვებული ვარ,ნუთუ კიდე რამეა ისეთი რაც არ ვიცით? ო.მ.გ ეს ბლექბორნი კიდე რას შვრება ვერ ვხვდები,მართლა უნდა დაუთმოს ამ კრეტინ საროუს მერიენი? საინტერესოა. აი აი ძალიან მაგარი ფიკი გაქვს და უნიჭიერესი ხარ.მიყვარხარ

I Hate This FuCkinG Life <3
ძებნა: