კონტრა ეშმაკთან
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2011-05-08, 12:58 PM | შეტყობინება # 376 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| საიდუმლო სამალავი _ვინ მოგაგნეს? ჩემი წერილი მიიღე?-მივუახლოვდი და სავარძელზე ჩამოვჯექი, ის ისევ ბუხართან ჯახირობდა. _ჰო, მივიღე. _მაპატიე, რომ ტყუილად აგაფორიაქე, სანდო წყაროსგან გავიგე, რომ იმ მხედრებს სოფელი დაუტოვებიათ, არც კი შეჩერებულან. _მერიენ, რა გულუბრყვილო ხარ!-დენიელს სიმწრისგან გაეცინა, მომიახლოვდა, თვალი თვალში გამიყარა და მიპასუხა.-ჰო, ისინი წავიდნენ, ეს უბრალოდ დაზვერვა იყო, სიტუაცია შეაფასეს, შუაღამეს გადაცდა თუ არა, ფორსეიქენჰოლს მოადგნენ და ალყა შემოარტყეს. ქურდულად უნდოდათ ღამით შემოპარვა, უჩუმრად, რომ ხელი არავის შეეშალა მათთვის,-თვალები გამიფართოვდა. _როგორ მოახერხე...-ვკითხე შეძრწუნებულმა. _საიდუმლო გვირაბით. შემდეგ თავლაში შევიპარე და ცხენით წამოვედი. თავსხმამ მომიწია გზაში და სულ მთლად გავიყინე. ვიცი, ჩემი აქ ყოფნით შენ და ენს საფრთხეში გაგდებთ, მაგრამ რამდენიმე საათით დავრჩები, რომ გავშრე, შემდეგ კი გზას განვაგრძობ,-ისევ ცეცხლს მიუბრუნდა სევდიანი სახით. _გზას საით?-ხელი ჩავავლე და ისევ ჩემსკენ მოვაბრუნე. _ჯერ არ ვიცი,-მიპასუხა ყრუდ.-მაგრამ როგორც კი შევძლებ, დავბრუნდები,-მივხვდი, ეს უბრალოდ სიტყვები იყო, ამიტომ გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე: _მეც შენთან ერთად მოვდივარ!-წამოვდექი და კარისკენ გავემართე. _რა? სად მიდიხარ?-დამეწია დენიელი და წინ გადამიდგა. _წავალ, აუცილებელ ნივთებს ავიღებ და ინათებს თუ არა, წავიდეთ!-სრულიად მტკიცე ხმა მქონდა. _შენ შეგიძლია ასე უბრალოდ მიატოვო ყველაფერი და სადღაც... მოუსავლეთში გამომყვე? სადაც შეიძლება შიმშილით სული ამოგვხდეს?-გაოგნების ნოტები ჟღერდა მის ხმაში. _მთავარია, რომ ერთად ვიქნებით. _მერიენ, ეს დიდი სისულელე იქნება შენის მხრიდან. _ვიცი, მაგრამ უკვე დიდი ხანია საღ გონებას აღარ ვემორჩილები. გულით ვმოქმედებ. არ შემიძლია ვიჯდე და ველოდო, როდის დაბრუნდები, როცა რეალურად მეცოდინება, რომ ეს არასდროს მოხდება. _გგონია, თუ რამდენიმე წელი შორს ვიქნები, აღარ მეყვარები? _უბრალოდ მგონია, რომ ეგ „რამდენიმე წელი“ ვერ გავძლებ უშენოდ. თანაც სიკვდილი ყოველ ნაბიჯშია ჩასაფრებული, არ მინდა მეორედაც... მოკვდე...-ბოლო სიტყვა საკუთარი თავით გაოცებულმა ძალიან ჩუმად წარმოვთქვი. შემდეგ კი უფრო გავთამამდი.-მეორედ შენს დაკარგვას ვეღარ გადავიტან. არ გაქვს უფლება... არ გაქვს უფლება მეორედ მომაყენო ასეთი ტკივილი,-დენიელს უცნაურად გაუბრწყინდა თვალები, სახე გაებადრა, თითქოს ყურებს არ უჯერებსო. მე თვალები დავხარე, ჰო, ბოლოსდაბოლოს ვაღიარე, რომ ის ჩემი ღამეული საუბრების მთავარი გმირი იყო. გმირი, რომელიც ასე მიყვარდა... და ხელმეორედ შემიყვარდა, როცა განკაცებული გამომეცხადა. _მერიენ... ანუ... შენ გჯერა?-ორივე ხელი მომკიდა ლოყებზე და თავი ამაწევინა. _ჰო,-ჯერ კიდევ ვერ ვუსწორებდი თვალს.-და არასდროს დამავიწყდება ჩვენი პირველი კოცნა...-სიტყვა დავამთავრე თუ არა, დავინახე როგორ მიახლოვდებოდა მისი ტუჩები ძალიან ნელა. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ბაგეთა შერწყმის მომენტს მოუთმენლად ველოდით. ბოლოს ორივემ ერთდროულად დავხუჭეთ თვალები და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხო... ეს ის იყო! ის კოცნა! ის დაუვიწყარი კოცნა ეშმაკთან! სრულ სიბნელეში მის ტუჩებს ვგრძნობდი ბაგეზე, მის ცალ ხელს წელზე, რომელიც ძლიერად მიკრავდა მკერდში, მეორე ხელს კი თმაში კეფასთან და სადღაც ძალიან შორს, ტკბილ ბურანში ვიძირებოდი. ვერც კი ვიგრძენი როდის შეწყდა კოცნა. გაბრუებული ვიყავი, თავში მთის მდინარესავით ჩქარა მიტრიალებდა აზრები, მაგრამ ვერცერთის დაჭერას ვერ ვახერხებდი. თვალები გავახილე და მის მზერას შევეჩეხე. თბილად მიყურებდა და ჩემ რეაქციას ელოდა. _ისეთი იყო?-მკითხა ბოლოს. _უკეთესი!-ვუპასუხე ჯერ კიდევ თავბრუდახვეულმა. მას მხოლოდ გაეღიმა ჩემ რეაქციაზე და კიდევ ერთხელ დაეწაფა ჩემს ტუჩებს. თვალები მაშინვე გავახილე, როგორც კი ვიგრძენი, რომ ჩემს ტუჩებს მისი მწველი ბაგეების ნაცვლად რაღაც სხვა უფრო თხელი და ხავერდოვანი შეეხო. _ვარდი?! საიდან?-გამიკვირდა მე და გამოვართვი. _კინაღამ დამავიწყდა მოცემა. გზად დავინახე, მაშინვე შენ გამახსენდი, შენი ალისფერი ტუჩები და გადავწყვიტე დამშვიდობების ნიშნად წამომეღო... _არავითარი დამშვიდობება!-გავასავსავე ხელები და სიამოვნებით შევიყნოსე ვარდის სურნელი. უცებ გონებაში რაღაც განათდა. _ვარდი!-დენიელი გამომცდელად დამაკვირდა სახეზე. შორეულ კუთხეში მიდგმული მთელი სანთელი ბუხარში ავანთე, დენიელს ხელი ჩავკიდე და ოთახიდან უხმაუროდ გავედით. სასადილო ოთახში შევიყვანე და იქ დადგმულ დიდ სარკეს დავაკვირდი. შემდეგ ზურგი შევაქციე და ვეცადე ყველაფერი აღმედგინა გონებაში. _მერამდენე თარო იყო?-ვკითხე საკუთარ თავს, შემდეგ თაროებისკენ წავედი და ქვემოდან მეხუთე თაროზე, ყველაზე ბოლოში დადებული ორი წიგნი ერთდროულად გამოვწიე და სასწაულს დაველოდე. არაფერი! ხასიათი წამიხდა, არადა საკუთარი აღმოჩენით ისეთი გახარებული ვიყავი! შემდეგ ქვედა თარო ვსინჯე და... _ჰაა! ასეც ვიცოდი!-წამოვიძახე გახარებულმა. დენიელს გავხედე, ისიც იღიმოდა. _ვიცოდი, რომ არ დაგავიწყდებოდა!-მითხრა მან. თარო გადაიწია და კიბე გამოაჩინა. _ჩადი, დროზე!-ვუთხარი და ვუბიძგე. ორივენი გავედით გასასვლელში და შემდეგ მოვუბრუნდი.-თავისით დაიკეტება თუ...-და კარს მოვხედე. დენიელმა კარგად მოშინაურებულივით გაიწვდინა სადღაც კედელზე ხელი და კარები დაიკეტა. მრგვალი კიბე ფრთხილად ჩავიარეთ (კიბის ორივე მხარეს ყრუ კედლები იყო, კედლებზე კი ჩირაღდნები, რომლებიც დაუყოვნებლივ ავანთეთ) და სასტუმრო ოთახისხელა დარბაზში ჩავედით. თუმცა სამალავი ამით არ მთავრდებოდა, რამდენიმე გამავალი კარი ჩანდა დარბაზიდან, მაგრამ მე თვითონ დარბაზმა გამაოცა. ავეჯს შალითა ჰქონდა გადაფარებული და ერთ-ერთ კედელთან ბუხარიც კი იყო! ვერ მოვითმინე და თეთრი შალითა ხელის ერთი მოსმით ავიღე. ორი სავარძელი მოექციათ ერთი შალითის ქვეშ. საკმაოდ რბილი და ფართო სავარძლები იყო. _შეშას მოვიტან...-თქვა დენიელმა და კიბისკენ წავიდა. _არა!-შევაჩერე.-მე თვითონ... ვინმე დაგინახავს. _მერიენ, დამშვიდდი! ჯერ არ გათენებულა... ვინ დაიწყებს ასე გვიან ამხელა სახლში სიარულს? თანაც ჩემი მოსასხამი ჯერ კიდევ ზემოთაა,-დამამშვიდა და წავიდა. მოვბრუნდი და სავარძლების წინ დაბალფეხებიან მაგიდას გადავაცალე შალითა. მართალია ჰაერში ნესტის სუნი იდგა და ალბათ დიდი ხანია არ განიავებულიყო, მაგრამ ცხოვრება მაინც შეიძლებოდა. ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანისთვის, ვისაც ამ ოთახს გარეთ ყოველ კუთხეში ჩასაფრებული სიკვდილი უცდიდა. დენიელი მალე დაბრუნდა, თან შეშა და თავისი მოსასხამი მოიტანა. მალე ცეცხლი დაანთო და მოწყვეტით დაეშვა სავარძელზე ჩემს გვერდით. _მგონი უნდა ვილაპარაკოთ...-ვუთხარი და სასაუბროდ მოვემზადე, მაგრამ შემაჩერა. _არა, მერიენ, ახლა აჯობებს ახვიდე და დაიძინო. მე ხვალაც აქ ვიქნები და ზეგაც, შენ კი ძილი გჭირდება. _ჰო, შენ ალბათ ხვალაც აქ იქნები და ზეგაც, მაგრამ მე მხოლოდ ღამით შემეძლება შენთან საუბარი. დღისით ადვილად შეამჩნევენ ჩემს გაუჩინარებას. _ჰო, მაგრამ სადაცაა გათენდება. გამოიძინე და ხვალ ვისაუბროთ. მერიენ, წადი!-მითხრა ბოლოს სიცილით, როცა დაინახა, რომ ჯიუტად არ ვიცვლიდი ფეხს, მაგრამ მთქნარება ძლივს შევიკავე. მივედი, ნაზად ვაკოცე ლოყაზე, მაგრამ ის ამან არ დააკმაყოფილა, სახე დამიჭირა და ტუჩებზე მაკოცა. _იცოდე, აქ გელოდები...-მიჩურჩულა და ძლიერად ჩამიხუტა. კიბეები ამოვიარე, ხელი კედელზე ვაფათურე, სანამ რაღაც შვერილი არ ვიპოვე და დავქაჩე. კარი გაიღო და გამოვედი, შემდეგ თაროდან გადმოხრილი ორი წიგნი შევწიე და კარიც დაიხურა. ფანჯრიდან შემომავალი მთვარის შუქს შევაჩვიე თვალი და სასადილო ოთახიდან გამოვედი. ის იყო კიბისკენ გავემართე, რომ სიბნელეში ვიღაცას შევასკდი და წამოვიკივლე შიშისგან. _ოჰ, მის მერიენ, მაპატიეთ!-მომესმა ხმა. _ელა? ასე გვიან აქ რას აკეთებ? _მე... მე უბრალოდ წყლის დასალევად გამოვედი... სურაში გამითავდა წყალი და...-მისი ეს ნათქვამი საოცრად ჰგავდა სახელდახელოდ მოგონილ ტყუილს, მაგრამ აღარ ჩავძიებივარ, მთავარი იყო, რომ დენიელი საიმედო სამალავში იყო.-მე კი თქვენი დანახვა გამიკვირდა, მის. თქვენ ხომ ყოველთვის ადრე წვებით? _ჰო, მაგრამ დღეს კითხვას შევყევი. ღამე მშვიდობისა, ელა!-ამით მივახვედრე, რომ დასაწოლად წაბრძანებულიყო, მე კიბისკენ წავედი და საფეხურებს ავუყევი. დილით რომ გავიღვიძე, არც კი მჯეროდა, რომ ის აქ იყო... ამ სახლის კედლებში... ასე ახლოს... საუზმეზე დიდი ეშმაკობის გამოჩენა დამჭირდა. ჯერ იყო და მსახურები დავიფრინე, მინდა მე და ჩემმა დამ მარტო ვისაუზმოთ-მეთქი. მერე ენი ლაპარაკში შევიყოლიე და კალთაში დაფენილ სუფთა ჩვარში სუფრიდან მოპარული საჭმლის გადახვევა მოვახერხე. საუზმის ბოლოს კი ზარი დავმალე და ენს ვთხოვე სამზარეულოდან მოეყვანა მსახურები, რომ სუფრა აელაგებინათ. ამასობაში მე წიგნები გამოვწიე და ფუთა გასასვლელში შევდე, თან დენიელს ვუხმე და მაშინვე დავკეტე კარები, რომ არ შემოესწროთ. ნასაუზმევს მე და ენი გარეთ გამოვედით სასეირნოდ. ბაღში დავსეირნობდით და ყვავილების სურნელებით ვტკბებოდით. ჩემი ვარდის ბუჩქი ისე ლამაზად და უხვად ყვავილობდა, როგორც არასდროს. მე და ენი მშვიდად ვბაასობდით. ჩვენი საუბარი ძირითადად სისის ქორწილს და საერთოდ გათხოვებას შეეხებოდა. დიდი ხანი არ გასულა, რომ ჯონ ჰერსტი წამოგვეწია, ეს კაცი მამას სანადიროდ წასვლის შემდეგ, მეტისმეტად გადიდგულდა. _დილა მშვიდობისა, ქალბატონებო! _დილამშვიდობისა!-ერთდროულად ვუპასუხეთ მე და ენმა და თავი ოდნავ დავუკარით. _თქვენთვის წერილი მაქვს, მის ენ!-კონვერტი გაუწოდა მას.-ფორსეიქენჰოლიდანაა, შიკრიკი პასუხს ელის,-შემდეგ კი მე მომიბრუნდა.-თქვენთან კი მე მაქვს საქმე... _მისტერ ჰერსტ! ძალიან გთხოვთ, ყველაფერი თავად გადაწყვიტოთ... მამულის საქმეების მოგვარება უკვე ნაკლებ სიამოვნებას მანიჭებს. მამა სრულიად გენდობათ, ასევე მეც. ასე რომ, ყველაფერს თავად გაუმკლავდით,-შევატყვე ცოტა ქედმაღლურად გამომივიდა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე. ჯონ ჰერსტმა ერთხანს გაოცებულმა მიყურა, შემდეგ შებრუნდა და წავიდა. ენი ბედნიერი სახით ჩასცქეროდა წერილს. _რაო, რა წერია ამისთანა?-ვკითხე გაოცებულმა. _უილიამი გვთხოვს ცხენებით სასეირნოდ გავყვეთ. _გავყვეთ? თ? _ჰო, თ! ორივეს გვთხოვს. ჯენკინსს ვთხოვ ცხენები მოამზადებინოს!-ენი თავლისკენ გაიქცა. _კარგი,-მხრები ავიჩეჩე მე.
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - კვირა, 2011-05-08, 2:33 PM | |
|
|
★Gvanca★ | თარიღი: კვირა, 2011-05-08, 1:36 PM | შეტყობინება # 377 |
Don’t hate the player, HATE the game!
883
Offline
| | |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2011-05-08, 4:40 PM | შეტყობინება # 379 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: შაბათი, 2011-05-14, 7:06 PM | შეტყობინება # 382 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ნაითინგეილის მონაყოლი ერთი საათის შემდეგ ჩვენ უკვე ჭალაში მივაგელვებდით ცხენებს. სხეულს სასიამოვნოდ ედებოდა წყლით გაჟღენთილი ჰაერის ნაკადი. ჯერ ჭენებით გავახურეთ ცხენები, შემდეგ კი სადავე მივუშვით და სეირნობაზე გადავედით. მთელი ამ დროის განმავლობაში უილიამს ხმა არ ამოუღია. _მერიენ, ვიცი გიკვირს, რატომ მივწერე ენს, რომ შენც წამოსულიყავი,-წამოიწყო უცებ. _სიმართლე გითხრა, მართლა გამიკვირდა,-ვუპასუხე გულახდილად. _საქმე ისაა, რომ რაღაც უნდა მოგიყვე, რაც საკმაოდ არასასიამოვნო იქნება შენთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა იცოდე...-მან დრამატული პაუზა გააკეთა და დაამატა.-საქმე დენიელს ეხება,-გულზე მომეშვა, ალბათ უნდოდა ეთქვა, რომ ის გაუჩინარდა, მაგრამ ახლა აფორიაქებული, განერვიულებული მიჯნურის როლი უნდა მომერგო. _რა უნდა მითხრა დენიელზე?-შეშფოთებული ხმით ვკითხე. _აჯობებს ჩამოვსხდეთ. ასე ჯობია,-თქვა უილიამმა, ცხენი გააჩერა და პირველი ჩამოხდა ცხენიდან. შემდეგ მე და ენს მოგვეშველა და ხის ძირში, შემაღლებულ ადგილას ჩამოვსხედით. _გისმენ,-მივაპყრე მოლოდინით აღსავსე მზერა. _მერიენ, რა იცი მასზე? რა გითხრა, როგორ გავიცანით ერთმანეთი? _მასზე?? მმ... არაფერი. არაფერი არ უთქვამს არც თქვენს გაცნობაზე და... არც... არც თავის წარსულ ცხოვრებაზე. _მაშინ მე მოგიყვები რაც ვიცი,-ჩემგან დასტურის მიღების შემდეგ, განაგრძო.-გაფრთხილებთ, ძალიან გაგაოცებთ რასაც ახლა მოგიყვებით, მაგრამ იცოდეთ, რომ სრული სიმართლეა და ერთ სიტყვასაც არ ვამატებ ზედმეტს. სენტ დევიდსში ვცხოვრობდი, უელსის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ წერტილში. მთელი ბავშვობა ქუჩაში გავატარე, არც პატრონი მყოლია ვინმე, არც აღმზრდელ-გამზრდელი. რაც თავი მახსოვს, მათხოვრობით და ხანდახან ხილის ქურდობით ვირჩენდი თავს. ერთხელ შიმშილისგან თავგზააბნეული ერთ კაცს დავედევნე ქუჩაში, ნაყიდი ხილი მიჰქონდა სახლში, პირდაპირ სული მიმდიოდა წითელი ვაშლების დანახვაზე. ის იყო უნდა ამეწაპნა კალათიდან, რომ კაცმა შემნიშნა, მაგრამ გაბრაზების და პანღურის ნაცვლად, რასაც მიჩვეული ვიყავი, სევდიანად გამიღიმა და ვაშლები მომცა. სანამ თავქუდმოგლეჯილი გავვარდებოდი ნაშოვნი სურსათის სასწრაფოდ დასანთქმელად, კაცმა მკითხა სამუშაოს ხომ არ ვეძებდი და თავის სახელოსნოში წამიყვანა. რასაკვირველია დავთანხმდი და ისე მივეჩვიე, როგორც ოჯახის წევრს შეეთვისებიან ხოლმე. მასაც ძალიან ვუყვარდი და მშობელივით ზრუნავდა ჩემზე. ჯამაგირს არ ვთხოვდი, რომ მაჭმევდა და ტანსაცმელს მყიდულობდა როცა ძველი უკვე ძონძებად იქცეოდა ხოლმე, ესეც მყოფნიდა. ან კი რაში უნდა დამეხარჯა ჩემი ჯამაგირი. მართალია, საქმე 12-13 წლის ბიჭისთვის ძნელი გასაკეთებელი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ყოველდღე ცხელ-ცხელი წვნიანები, ღამით კი თბილი, რბილი საწოლი მელოდა. გავიდა წლები, მე ისევ იმ მჭედლის სახელოსნოში დამხმარედ ვმუშაობდი, შეგირდი ვიყავი, როცა ერთ დღეს ერთი უცნაური კაცი მოვიდა, რომელიც რატომღაც თითქოს მეცნო და კეთილ ოსტატს ჩემთან დალაპარაკების უფლება სთხოვა. მე საქმეს თავი ვანებე და გარეთ გავყევი. უცნობმა ლუდზე დამპატიჟა და უცნაური ამბავი მომიყვა. თურმე ინგლისში, სადღაც ჰემფშირის საგრაფოს ერთ-ერთ პროვინციაში უძველესი, ბლექბორნთა საგვარეულო სასახლე იდგა, იმ სახლის პატრონები კი სადღაც გადაკარგულიყვნენ. უმცროს მასტერ ბლექბორნთან ერთად ამერიკაში, კოლონიის მოსანახულებლად მიდიოდნენ თურმე, მაგრამ პორტიდან ახლადგასულ გემს საბრძოლო გემი დასდევნებია და ქვემეხების სროლით ჩაუძირია. მხოლოდ პატარა ბლექბორნი სასწაულის ძალით გადარჩენია ამ ამბავს. ვკითხე ეს ამბავი რა შუაში იყო ჩემთან. მან კი მიპასუხა, რომ ის შემთხვევით გადარჩენილი ბავშვი მე ვიყავი...-მე და ენს გაოცების შეძახილი აღმოგვხდა. სრულიად დაუჯერებელ ამბებს ყვებოდა უილიამი. თავში ყველაფერი ამერია, აღარაფერი მესმოდა. რატომ დენიელმა არაფერი მითხრა ამის შესახებ? უილიამი კი ისევ აგრძელებდა.-რა თქმა უნდა, არ დავუჯერე. თავაზიანად გამოვემშვიდობე და წამოდგომა ვცადე, მაგრამ მან უკან დამსვა და მომიყვა, რომ მე მამამისს გადავურჩენივარ დახრჩობისგან და დაწვრილებით ამიღწერა გემის ჩაძირვის და იმ პატარა ბიჭის გადარჩენის ამბავი. უცებ ჩემ გონებაში რაღაცამ იფეთქა... რამდენიმე მომენტი გაჩნდა. წყალი... ბევრი წყალი ირგვლივ... სუნთქვა აღარ მყოფნიდა... შემდეგ კი ვიგრძენი როგორ ამომათრიეს წყლის ზედაპირზე და... ჩემი გადამრჩენელის სახე გამახსენდა, რომელმაც გემიდან ჩამოვარდნილ რაღაც ფიცარზე დამაწვინა, დამამშვიდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ჩემგან შორს გაცურა, რომ ტყვიების წვიმაში არ მოვხვედრილიყავი. მე როგორღაც მოვახერხე ნაპირისკენ გაცურვა და გადავრჩი, მაგრამ მთავარი სხვა რამ იყო: ჩემი მხსნელის სახე ზუსტად ემთხვეოდა ამ უცნობის სახეს! აი, თურმე საიდან მეცნობოდა. _თქვენ... თქვენ... მაგრამ როგორ?-ვკითხე გაკვირვებულმა. _ის მამაჩემი იყო!-დარწმუნებით მითხრა მან და მეც მეტი კითხვა აღარ დამისვია. როგორც მითხრა, მას უნდოდა ერთად დავბრუნებულიყავით მიტოვებულ სასახლეში, მაგრამ მამულის პატრონად თვითონ გაესაღებინა თავი იქვე დამპირდა, რომ ეს მხოლოდ დროებითი იქნებოდა, რადგან ძალიან მალე დამიბრუნებდა სახელს და მამულს, მანამდე კი ერთი ქალი უნდა მოეხიბლა...-ფიქრებში წასულმა უილიამმა, რომელიც აქამდე ჩვენს თავზე ხის ფოთლებს უყურებდა, თვალი გამისწორა. არ მეგონა ამხელა საიდუმლოს თუ ინახავდა მათი მეგობრობის ამბავი. _და შენც დათანხმდი...-გაგრძელებისკენ მივანიშნე, მაგრამ მან საყვედურად მიიღო და თავის მართლება დაიწყო: _დავთანხმდი, რადგან ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, არ მჯეროდა, რომ მე რაიმე ქონების პატრონი შეიძლებოდა ვყოფილიყავი. თუმცა ბრმად არ ვნდობივარ, ჩვენ ძმად გავიფიცეთ. იმავე საღამოს, როცა ოსტატს ვაუწყეთ ჩემი ამბავი, ერთმანეთს ძმობა შევფიცეთ და ერთმანეთის სისხლი დავლიეთ. მე უკვე ბოლომდე ვენდობოდი მას და ჩამოვედით კიდეც. საწყალმა ოსტატმა თვალცრემლიანმა გამომაცილა. დავპირდი, რომ დავბრუნდებოდი...-დაასრულა თხრობა მან და ფიქრებში წავიდა. მე და ენმა გაოგნებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. _ანუ ბლექბორნი... ეს შენი გვარია?-ნერწყვი გადავყლაპე და ვკითხე. მან თავი დამიქნია. სწორედ ამ დროს, თითქოს რაღაც გაახსენდაო, უილიამმა ისევ შემომხედა და ახალი თემა წამოიწყო.-თუმცა ეს ის არ არის, რის მოსაყოლადაც ვისურვე შენი წამოსვლა, მერიენ. ყველაზე მთავარი ახლა უნდა გითხრა. წუხელ საკმაოდ გვიან ღამით მთავარ კარზე ბრახუნი ატყდა. მე კაბინეტში მარტო ვიჯექი და ვკითხულობდი. ხმაურზე დერეფანში გავედი და მოახლეს გადავეყარე, რომელმაც მომახსენა, რომ შეიარაღებული ხალხი დენიელის ნახვას ითხოვდა. გავედი და წინამძღოლი მოვიწვიე, ვცდილობდი საქმეში გავრკვეულიყავი. მან ასეთი ამბავი მომიყვა: თურმე მისი მონაზონი და დენიელს გაუბახებია, იმ საწყალს კი დარდისგან თავი მოუკლია. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა კაცი დენიელის სისხლს ითხოვდა. არ ვიცოდი რა მექნა, დაბნეული ვიყავი და სანამ მე ვყოყმანობდი მეჩვენებინა თუ არა მათთვის დენიელის ოთახი, კიბეებიდან ახალმოსულთა ბანდის წევრებმა ჩამოირბინეს და წინამძღოლს უთხრეს, რომ ის, ვისაც ისინი ეძებდნენ, სახლში არ იყო. მე წარმოდგენა არ მაქვს დენიელმა როდის ან როგორ მოახერხა ასე შეუმჩნევლად გაქცევა, კართან ხომ ბანდის წევრები იდგნენ. მერიენ,-ისევ მე შემომხედა უილიამმა.-მე არ ვიცი სწორია თუ არა, ეს ამბავი და სამწუხაროდ ვერც გავიგებ, დენიელის დაბრუნებამდე, მაგრამ ვთვლი, რომ შენ ეს ამბავი უნდა იცოდე. საროუსთანაც რაღაც გარიგებას აწარმოებდა, ვერაფერი გავიგე, ისიც კი მიკვირდა მომხდარის შემდეგ სახლში როგორ უშვებდა იმ არაკაცს, მე რომ მენახა ჩემი ხელით მივახრჩობდი, მაგრამ დენიელი იმ დროს ხვდებოდა, როცა მე სახლში არ ვიყავი, მხოლოდ მსახურებისგან ვიგებდი ამ ამბავს,-სიჩუმე ჩამოწვა. დრო იყო ხმა ამომეღო, მეტირა, მეკივლა და თავბედი დამეწყევლა ასეთი „არაკაცის“ შეყვარების გამო, მაგრამ ასე მაგრად თამაშს ვერ მოვახერხებდი, ამიტომ სრულიად უაზროდ ვუთხარი: _ესეიგი საკუთარი ადგილ-მამულის პატრონის პოსტს დაუბრუნდი!-და უხერხულად გავუღიმე. ვახშმის შემდეგ მალევე ავედი დასაძინებლად, მანამდე წერილი დავუტოვე კატრინას, რომ უთენია ამდგარიყო და საფოსტო ეტლისთვის მამასთან წერილი გაეტანებინა, რომელშიც ვარწმუნებდი, რომ ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა და სანერვიულო არაფერი იყო. იმედს ვიტოვებდი, რომ ენიც და მსახურებიც მალე დაიძინებდნენ. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, შალის მოსაფარებელი მოვიფარე, საწოლიდან თბილი პლედი ავიღე (დენიელთან მიმქონდა), საძინებლიდან გამოვედი და მივაყურადე. სრულ მდუმარებას დაესადგურებინა, მხოლოდ დიდი საათი წიკწიკებდა ქვემოთ. კიბეები ფეხაკრეფით ჩავიარე და სამზარეულოში შევიპარე. საკუჭნაოდან საჭმელი და ნუგბარი მოვიპარე, ტოლჩა დარჩენილი რძით ავავსე, ყველაფერი ლანგარზე დავალაგე, პლედი იღლიაში ამოვიჩარე და სასადილო ოთახისკენ გავემართე. საიდუმლო გასასვლელის გაღების შემდეგ ხმადაბლა დავიძახე: _დენიელ!-თუმცა ჩემი ხმა ჩურჩულს უფრო გავდა. კიბეებს ფაჩუნის ხმა გაისმა და დენიელი გვერდში ამომიდგა. რადგან მე ხელები მქონდა დაკავებული, შვერილი მან ჩამოქაჩა და კარი დაიხურა. პლედი მან გამომართვა, მე კი წინ გაწვდილი ლანგრით ჩავიარე კიბეები, შემდეგ მაგიდაზე დავდე და სავარძელზე ჩამოვჯექი. დენიელიც გვერდით მომიჯდა. _გმადლობ,-მანიშნა პლედსა და ლანგარზე. _სალაპარაკო გვაქვს...-ვუთხარი სერიოზული სახით. ჩემი დანახვით გაბრწყინებული სახე წამში დაუსერიოზულდა. _რაზე? _უილიამმა თქვენი ამბავი მოგვიყვა მე და ენს. თქვა, რომ ბლექბორნი ისაა და არა შენ. _მეგონა მაგას შენითაც მიხვდებოდი, მე ხომ გითხარი, რომ უელსში დავიბადე. კადოგანების შთამომავალი ვარ. ალბათ გსმენია ლორდი კადოგანი. უელსში მასზე უამრავი ზღაპარი, ლეგენდა და მითი არსებობს. _ჰო, საიდანღაც მეცნობა. მაგრამ არ მესმის რა საჭირო იყო ამდენი ტყუილი და თავის სხვა ადამიანად გასაღება? _მერიენ, არ თვლი, რომ წარსულზე ფიქრს აზრი აღარ აქვს? ალბათ ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მოხდა. _კარგი, მაგრამ ამაზე აუცილებლად უნდა გკითხო. უილიამის მონაყოლის თანახმად... გემი, რომლითაც ის მიემგზავრებოდა, ქვემეხებმა ჩაძირეს და... თვითონ ის ვიღაცამ გადაარჩინა. ვიღაცამ, ვინც საოცრად გგავდა,-დენიელმა ამოიოხრა. _ჰო, მერიენ! ის მე გადავარჩინე. განა ახლა ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს? _ძალიან დიდი! როგორ ვერ ხვდები? სიკვდილის წინ, ადამიანის სიცოცხლე იხსენი, მაგრამ ღმერთმა მაინც არ გაპატია მისი მხევლის წაბილწვა და დაგსაჯა, მაგრამ გავიდა დრო და მეორე შანსი მოგცა!-აღფრთოვანებული ვიყავი საკუთარი მიხვედრილობით.-რატომ არ მითხარი, რომ მისი გადარჩენისას მოკვდი? _მე ყველა შემთხვევაში სასიკვდილოდ ვიყავი განწირული. _იმდენად თავმდაბალი ხარ, რომ არც გიხსენებია უილიამის გადარჩენის ამბავი. მაგრამ ძალიან მაინტერესებს... როგორ დაბრუნდი დედამიწაზე... საიდან იცოდი ფორსეიქენჰოლის ამბავი... რა იცოდი სად ცხოვრობდა უილიამი?-დენიელი ჩააფიქრა ჩემმა კითხვებმა. _სადაც დავიხრჩვი ზუსტად იქიდან გავაგრძელე ცხოვრება. ნაპირისკენ გავცურე. ჯიბე ოქროთი მქონდა სავსე, როგორც სიკვდილის წინ. შემდეგ არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ მივხვდი, სადაც უნდა წავსულიყავი. არც ის ვიცი საიდან ვიცოდი უილიამის ამბავი. უბრალოდ ვიცოდი და მორჩა. შემდეგ ყველაფერი თავისით წარიმართა. _ჰო და აქამდე მოგიყვანა. იქნებ ისიც იცი ამ სიტუაციიდან როგორ უნდა გამოხვიდე?-ცოტა ირონიულად გამომივიდა. _ვიცი,-მიპასუხა ჩემდა გასაკვირად.-მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ შენთვის მისაღები იქნება.
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - შაბათი, 2011-05-14, 8:00 PM | |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: კვირა, 2011-05-15, 3:24 AM | შეტყობინება # 383 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
elle____ | თარიღი: კვირა, 2011-05-15, 11:52 AM | შეტყობინება # 384 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| Quote (♥vampiressa♥) exla es rom ar migewera da intriga ar chagegdo ar shegedzlo? unda damawyvito nervebi? da ara marto shen :D magariaaaa dzaaann : )) yochagg ann da shemdeg tavs velodebiiii
| |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2011-05-15, 6:38 PM | შეტყობინება # 386 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ელა ვიწექი და დენიელის შემოთავაზებაზე ვფიქრობდი. მისი იდეა ცოტათი მიმზიდველი, ცოტათი სახიფათო და ძალიან გიჟური იყო. იმდენად გიჟური, რომ ფიქრსაც ვერ ვბედავდი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერც მე ვპოულობდი. არადა, როგორ უნდა დამეტოვებინა ჩემი პატარა დაიკო სულ მარტო? რას იტყოდა მამა? სხვები? ან გაქცევა როგორ უნდა მოგვეხერხებინა? ცხენებს წავიყვანდით და მცირე საგზალს წავიღებდით. ალბათ ჩემი ძვირფასეულობის გაყიდვა მოგვიწევდა რომ თავი გვერჩინა. მთელი ღამე შამფურივით ვტრიალებდი და ჩვენი ბედნიერი მომავლის მომენტები მესახებოდა და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ერთად ყველა პრობლემას გადავჭრიდით და ერთმანეთს გავაბედნიერებდით, მაგრამ ერთი ფაქტორი ჭიასავით მიღრღნიდა გულს და გონებას- განა გაქცევა პრობლემას გადაწყვეტდა? განრისხებული, სისხლმოწყურებული ძმა ასე იოლად გაუშვებდა დის მკვლელს? განა ცას და მიწას არ გადააბრუნებდა სანამ არ იპოვიდა? ღირდა კი მუდმივ შიშში ცხოვრება? ფიქრებში ბოლოსდაბოლოს ჩამეძინა. დილით მთელი დღე პიტერის სახლის მშენებლობაზე გავატარე, სოფლის ოსტატს რამდენიმე ძირითადი გამოყენების ავეჯის დამზადება მოესწრო და სახლში შევატანინე. სისიც თან მახლდა. ორ დღეში ქორწილი ჰქონდათ და სიხარულისგან დაფრინავდა. უკვე ყველაფერი მოემზადებინა და ლამის ბოხჩებიც შეეკრა პიტერთან გადასატანად. ქორწილზე ველაპარაკებოდი და ისიც ლაღად მეტიკტიკებოდა, მიყვებოდა რა გეგმები ჰქონდათ, რამდენი ბავშვის გაჩენას აპირებდნენ, რა სახელების დარქმევას აპირებდა მათთვის სისი და რა სახელები მოსწონდა პიტერს, რაზე თანხმდებოდნენ, რაზე ვერა. ისე მოსაღამოვდა ვერ ვიგრძენი. ვახშმის შემდეგ საძინებელში ასულმა იმაზე დავიწყე ფიქრი, რა წამეღო ისეთი, რაც ადვილი სატარებელი იქნებოდა და რაც ყველაზე მეტად გამომადგებოდა უცხო სამყაროში გადაბარგებისას. რომელი კაბა წამეღო? ან იქნებ მაშინდელივით კაცის სამოსში გამოვწყობილიყავი? ჩემი ძვირფასი საყურეები და ბეჭდები ცხვირსახოცში გამოვნასკვე და ტუალეტის მაგიდის უჯრაში ჩავაგდე, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად ამეღო. გუშინდელივით მოვიპარე საკუჭნაოდან საჭმელ-სასმელი და სასადოლო ოთახში წავედი. ის იყო საიდუმლო კარი გავაღე და უნდა გავსულიყავი, რომ ჩემს უკან სასადილო ოთახის კარი გაჭრიალდა და შემახტუნა. გულგახეთქილი მოვბრუნდი, და გაოგნებულმა მოვიკეტე კარი, თითქოს წეღანაც დავკეტე? დენიელთან ჩავედი და საიდუმლო კარები დავხურე. დენიელს ჩემს ლოდინში ჩასძინებოდა. ჩემი მიტანილი პლედი ეფარა და ბავშვივით ფშვინავდა. ლანგარი მაგიდაზე ფრთხილად დავდე და სახეზე დავაცქერდი. მასთან ჩამოვჯექი, ხელით ნაზად მოვეფერე ლოყაზე და შუბლიდან თმა გადავუყარე. ვერ მოვითმინე, რომ არ დავხრილიყავი და შუბლზე არ მეკოცნა, მაგრამ შუა გზაში დენიელმა თვალები გაახილა და ეშმაკურად გამიღიმა. შემდეგ თავი დამიჭირა და ნელ-ნელა მიმიზიდა თავისკენ. შეწინააღმდეგების სურვილი არ მქონია, თვალები მიმელულა და მის კოცნაში ჩავიძირე. ჩემს ტუჩებს არ მოშორებია ისე წამოიწია დენიელი და სავარძელზე წამოჯდა, შემდეგ გაეცინა ჩემ თვინიერებაზე და გულზე მიმიხუტა. _მერიენ, მთელი არსებით მიყვარხარ!-მიჩურჩულა და მთელი ძალით მიმიკრა. მე გავიტრუნე მის მკლავებში. ჩემი გული თითქოს მღეროდა მასთან შეხებისას და მინდოდა ეს წამი რაც შეიძლებოდა დიდხანს გაგრძელებულიყო. _მე ვიფიქრე... შენს შემოთავაზებაზე,-წამოვიწყე მე. დენიელმა ხელი გამიშვა, რომ თვალებში შემოეხედა. _მერე?-მკითხა ძლივსშესამჩნევი მღელვარებით. _შენთან ერთად ცხრა მთას იქით წამოვალ, თუ მეცოდინება, რომ სულ ჩემთან იქნები...-გამომეტყველება არ შეცვლია ისე მიყურა ერთ წამს, მაგრამ შემდეგ კიდევ ერთი ვნებიანი კოცნით დამაჯილდოვა. _გიჟი ხარ! გადარეული!-მეჩურჩულებოდა როცა კოცნას წამით ვწყვეტდით.-ვიღაც კაცს მოუსავლეთში მიყვები... _ჰო, ისე მიყვარს ის „ვიღაც“, რომ არაფერზე ვიხევ უკან...-ვუპასუხე სიცილით.-როდის მივდივართ?-ვკითხე უკვე დასერიოზულებულმა. _რაც შეიძლება მალე! რამდენ ხანში შეძლებ? _რომ შეიძლებოდეს მამას ჩამოსვლამდე მოვიცდიდი, რომ ენი მარტო არ დარჩენილიყო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია... _მოვიცადოთ. _მაგრამ რომ გიპოვონ? _აქ ვერ მიპოვიან. _მაგრამ, დენიელ... _გთხოვ, დამშვიდდი! აქ ვერ მიპოვიან. თანაც შენ ამდენს იღებ ჩემს გამო და მე რამდენიმე კვირა ვერ მოვიცდი?-მზერით მადლობა გადავუხადე და დარცხვენილმა მის მკერდში ჩავრგე თავი. ოოოოხ, რა საზიზღრად მიყვარდა ეს ეშმაკი! საძინებელში ლამის გამთენიისას დავბრუნდი. გვიანობამდე ვერ შევძელი დენიელს მოვშორებოდი. ცეცხლს ვუყურებდით, ვსაუბრობდით და ერთმანეთის სიახლოვით ვტკბებოდით. ბოლოს ლანგარი სამზარეულოში დავაბრუნე და საძინებელში მთქნარებით შევედი. იქ კი სიურპრიზი დამხვდა- ენი! ჩემს საწოლში იწვა და ეძინა. შევეცადე ისე მივწოლოდი გვერდით, რომ არ გამეღვიძებინა. _მერიენ, მოხვედი?-მკითხა ნამძინარევმა ლუღლუღით. _ჰო, ენ, ცოტა ჩაიწიე...-ვუთხარი ისიც მიჩოჩდა, მე ზურგზე მივეხუტე და ტკბილად ჩავიძინე. დილით, რა თქმა უნდა, მას გაეღვიძა პირველს. ხელები თავქვეშ ამოედო და ჩემ გაღვიძებას ელოდა. რომ დამინახა თვალები გავახილე, არც აცია, არც აცხელა, მკითხა: _წუხელ სად იყავი? _სად უნდა ვყოფილიყავი?-დემონსტრაციულად დავამთქნარე, თითქოს კიდევ მეძინებოდა. _ღამით მოგაკითხე, რაღაც ხმები მესმოდა და შემეშინდა, შენ კი არ დამხვდი. _რძის დასალევად ჩავედი... მოიცა, რა ხმები გესმოდა?-ვკითხე გაკვირვებულმა. _თითქოს... თითქოს ვიღაც დარბოდა დაბლა... შემდეგ სადღაც კარი გაჯახუნდა. _ეს... ალბათ მე ვიყავი...-სახელდახელო ტყუილი მოვჩხლართე.-სასადილოს კარები შევნიშნე, რომ ღია იყო და მივხურე. _არა, მიჯახუნების ხმა ჩემ მხარეს გავიგონე, ჩემს ქვემოთ ხომ მსახურთა საძინებლებია?-მისმა სიტყვებმა ჩამაფიქრა. ნასაუზმევს წერილი დავწერე ელიზას სახელზე. ჩემს შიშებზე, ეჭვებზე, იმედებზე, გულისტკივილზე მოვუთხრობდი. სასაფლაოსკენ მარტო წავედი. ჩაფიქრებული მივაბიჯებდი და წამოსასხამში მჭიდროდ ვეხვეოდი, რომ უეცრად ამოვარდნილ ცივ ქარს დავმალვოდი. ცა უსიამოდ მოიქუფრა და ნაცრისფერი ქულებით დაიფარა. სადღაც გაიელვა, მაგრამ უკან დაბრუნებაზე არც მიფიქრია. გზა განვაგრძე და წამოსასხამი თავზეც წამოვიხურე. რატომ ავიჩემე ეს უაზრო ჩვეულება? წერილები მიცვალებულს! ან არ შემეძლო სახლში დამეწვა? მაინცდამაინც საფლავზე დაწვა საიდან მოვიგონე? მაგრამ რადგან ასე დავადგინე, უნდა აღმესრულებინა კიდეც. სასაფლაოც გამოჩნდა. ქვის ყორით შემოღობილი ტერიტორია, სადაც აქა-იქ თითქოს ამაყად იწვერებოდნენ საფლავის ქვები. მოშორებით ძველისძველი, გუმბათჩამოშლილი ვიქტორიანული ეკლესია იდგა, რომელსაც სამი კედელი რაღაც სასწაულით ჩამოუშლელი შერჩენოდა. ელიზას საფლავთან უკვე გაკვალული ბილიკით მივედი, გზად დაკრეფილი ყვავილები საფლავზე დავალაგე, წერილი დავწვი, შემდეგ მისი დაბადების და გარდაცვალების წლებს დავაცქერდი და ჩავფიქრდი. უკვე დიდი ხანია შევეგუე იმ აზრს, რომ მკვლელი ვარ და რომ ელიზა ჩემ გამო მოკვდა, მაგრამ ახლა იმ ფიქრმა გამიტაცა, რას მეტყოდა ელიზა, რომ გაეგო რასაც ვაპირებდი. ფიქრებიდან ცხენი ფლოქვების ხმამ გამომარკვია. ისევ ის ბანდა მეგონა, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი, ერთი ცხენის ხმა იყო. ვიღაც თავგანწირვით მიაგელვებდა ცხენს. თვალი ვერც მივადევნე, წამში მიეფარა თვალს, მაგრამ ფიგურა თითქოს მეცნო. ისევ საფლავის ქვაზე გადავიტანე მზერა, მაგრამ ისევ გაისმა მოახლოებული ფლოქვების ხმა და მეორე მხედარმაც ჩაიქროლა. რა ხდებოდა? დაჩოქილი ფეხზე წამოვდექი. შეშინებული ვაცეცებდი თვალებს, მაგრამ არც არაფერი გამიგონია და არც დამინახავს. დიდხანს აღარ შევყოვნებულვარ, მაშინვე სახლისკენ გამოვეშურე. გზაში წვიმამ მომისწრო და სახლში გალუმპული დავბრუნდი. კარი შევაღე თუ არა, საძინებელში გამოსაცვლელად არბენა დავაპირე, მაგრამ ჰოლში უცხო ადამიანები შევნიშნე. _კატრინა, აქ რა ხდება?-შეშფოთებულმა ვკითხე ქალს, უცხოებს მგონი არც შევუმჩნევივარ. _მის, შემოცვივდნენ, ვერაფრით შევაკავეთ. კაცები მინდვრებზე არიან სამუშაოდ გასულნი, მარტო ქალები ვიყავით,-დაზაფრული ხმა ჰქონდა მას. _ვინ არიან? რა უნდათ?-მათი გარეგნობა და შეიარაღება მეც მაშინებდა, მაგრამ ბოლოსდაბოლოს, აქ მე ვიყავი ბატონ-პატრონი. მადლობა ღმერთს, ენი აქ არ იყო. _არ ვიცით, მის,-შეშინებული სახე ჰქონდა მას და სისის. მხოლოდ ელა იდგა ისე, თითქოს მას არაფერი ეხებოდა. -შემოცვივდნენ და ოთახებში სირბილი დაიწყეს,-მითხრა კატრინამ ხელების მტვრევით. _დამშვიდდი,-ხელი მოვუთათუნე მხარზე, გამბედაობა მოვიკრიბე და დაუპატიჟებელი სტუმრებისკენ გავემართე. _ეი, თქვენ!-მივმართე ერთ-ერთს.-აქ რას აკეთებთ? _სხვის საქმეში ნუ ეჩრებით,-მიპასუხა უხეშმა ხმამ. შეურაცხყოფისგან პირი დავაღე, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და მშვიდად მივმართე: _თუ იცით მაინც ვის ელაპარაკებით? ვის ტერიტორიაზე ხართ და ვის დარბევას ბედავთ? ახლავე დატოვეთ სახლი! კატეგორიულად მოვითხოვ!-ჩემს ხმაში იმხელა ძალაუფლება იგრძნობოდა, რომ მეტოქე შეცბა. _მის, აქ ჩემი ნებით არ ვარ, ჩვენმა წინამძღოლმა... _სად არის თქვენი წინამძღოლი, თვითონ გავერკვევი! თქვენ კი მანამდე გარეთ მოიცადეთ, ისედაც ერთიანად აატალახეთ ჰოლი. _ჩვენ ბატონს ამ სახლში მარტო არ დავტოვებთ,-მხარი აუბა მეორე უცნობმა პირველს. ირონიულად გავიცინე: _თქვენ რა გეშინიათ, რომ ქალთან ორთაბრძოლისას თავის დაცვას ვერ მოახერხებს თქვენი წინამძღოლი? თანაც მე მხოლოდ საუბარს ვაპირებ. კარს ღიას დავტოვებ და თუ რამე გაუჭირდება, ალბათ დაგიძახებთ. სად არის?-გავიმეორე კითხვა და ჩემმა თავდაპირველმა მეტოქემ ხელი სასადილო ოთახისკენ გაიშვირა. შევკრთი, მაგრამ იმით დარწმუნებული, რომ სამალავს ვერ იპოვიდა, თამამი ნაბიჯებით წავედი სასადილო ოთახისკენ და ზღურბლზე გავშეშდი- სამალავის კარი ღია იყო! ფეხებზე ვეღარ ვგრძნობდი, მეგონა მიველურსმე იატაკს. ბოლოს როგორღაც გადავდგი ნაბიჯები და კიბეები ჩავირბინე. დაბლა არავინ იყო. ამოვბრუნდი, სამალავის კარი დავკეტე და სასადილოდან გავედი. არ ვიცი როგორ, მაგრამ დენიელს როგორღაც მოეხერხებინა აქედან გაღწევა და ღმერთს მადლობას ვწირავდი ამისთვის. _მამასხარავებთ კიდეც?-შეურაცხყოფილი ქალის კილოთი მივმართე მათ.-ოთახში არავინაა. კაცებმა ერთმანეთს გადახედეს და სასადილოში შევარდნენ. მადლიერიც კი ვიყავი, რომ არ დამიჯერეს და სახლიდან არ გავიდნენ, თორემ დამაბრალებდნენ, რომ გავაკოჭინე და სადღაც გადავმალე. ახლა კი კარებთან იდგნენ და დაინახეს, რომ მარტო შევედი და მარტო გამოვედი. მალე დაბრუნდნენ და დაბნეულები უყურებდნენ ერთმანეთს გაოცებული სახეებით. _ახლავე მოძებნეთ თქვენი წინამძღოლი და აქ მოიყვანეთ. არ მინდა დაუკითხავად დაძვრებოდეს ვინმე ჩემს სახლში!-ბრძანების კილოთი ვთქვი, ამით მათ ნებას ვრთავდი იმას, რასაც ისედაც აპირებდნენ. უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათი ბატონი აქ არ იყო და აქაურობას გაცლოდნენ. 5 თუ მეტი კაცი სახლს შეესია თავისი ბატონის ძებნაში. 10 წუთში ყველა დაბრუნდა. _არსად არაა,-ისე დამწუხრებული სახით მომახსენეს, თითქოს ჩემ დაკარგულ საყურეს ეძებდნენ და არა თავიანთ მეგობარსა და ბატონს. _თუ კიდევ გეეჭვებათ, რომ სადმე ამ სახლშია, გარეთ გაბრძანდით და იქ მოუცადეთ, თუ არადა, ჩემი მამულიდან მიბრძანდით,-ყურებჩამოყრილები გავიდნენ სახლიდან, კატრინამ ხმაურით მიუხურა ზურგსუკან კარი და ხელები დაიფერთხა. _ყოჩაღ, მერიენ! -მითხრა შემდეგ მე. სისისაც გულზე მოეშვა, ელას სახემ კი გამაოცა, თითქოს გული სწყდებოდა, რომ ისინი უკვე წავიდნენ... ხელცარიელნი წავიდნენ და უცებ მუხლი მომეკვეთა. _ელა! არაფერი გინდა მითხრა?-მკაცრად, შუბლშეჭმუხნულმა ვკითხე. _არა,-უტიფრად მიპასუხა და თვალი გამისწორა. _როგორ მოვიდნენ ისინი აქ? ალბათ ვიღაცამ მოასწავლა გზა?-კითხვა ელას მისამართით დავსვი. _არ ვიცი,-მიპასუხა მან ისევ უტიფრად. _ვიღაც ღამით ვერ იძინებს, ვიღაც თავის ბატონს უთვალთვალებს... ვიღაც კი ღალატობს მას, ვისიც მადლიერი უნდა იყოს, რომ სამუშაო, საჭმელი, თავზე ჭერი და გვერდით ადამიანები ყავს, ვინც მზად არიან, დაეხმარონ გასაჭირში. _მერიენ, რას ამბობ?-გაკვირვებული მიყურებდა კატრინა. _კატრინა, ის ხალხი აქ დენიელის საძებნელად იყო მოსული. _მისტერ ბლექბორნის? აქ? _ჰო. ელამ უთხრა მათ, რომ აქ უნდა ეძებნათ. _კი მაგრამ... აქ რატომ? _იმიტომ, რომ ის მოღალატეა და უმადური!-ვუპასუხე, მაგრამ კატრინა სხვა რამეს გულისხმობდა, მას უნდოდა ეკითხა რატომ იფიქრა ელამ, რომ დენიელი ჩვენს სახლში იყოო. ამ კითხვაზე სხვა დროს, გულახდილად ვუპასუხებდი, მაგრამ ახლა სიბრაზეს ვერ ვიოკებდი, ელასთვის ადგილი უნდა მიმეჩინა. _როგორ შეგეძლო შენი ბატონისთვის გეღალატა, ელა?-შეშფოთებულმა სისიმ ჩურჩულით ჰკითხა. _როგორ შემეძლო? როგორ? როგორ ვერ ხვდები, სულელო გომბიო?-თვალები ბოროტად დაუწვრილდა და გაბრაზებული ბატივით ასისინდა ელა.-შეხედე, მას ყველაფერი აქვს: მდიდარია, ლამაზი, დამოუკიდებელი და ყველაზე მდიდარი და მომხიბვლელი ახალგაზრდა კაცი მოაჯადოვა. ეხლა მე და შენს თავს შეხედე: ჩამოძონძილები და მდაბიოები ვართ, არასდროს მოგვეცემა საშუალება რამეს მივაღწიოთ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბედის უკუღმართობით გლეხების ოჯახებში დავიბადეთ. მე და შენ არასდროს გვეღირსება ის ფუფუნება, ბრწყინვალება და სიყვარული, რასაც ეს იღებს და მერე რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ბედმა გაუღიმა და ლორდი სტრატფორდის ოჯახში დაიბადა? წარმოგიდგენია რა მოხდებოდა, რაღაც სასწაულით ჩვილები რომ არეოდათ და მე ან შენ მის ადგილას აღმოვჩენილიყავით? _ელა!-ამხელა თავხედობით გაოგნებულმა წამოიძახა სისიმ და მზერა ჩემზე გადმოიტანა. სადაც იყო კატრინა ამოიქოქებოდა და ელას რაღაცას დამართებდა. მაგრამ ჯერ-ჯერობით თავისას აგრძელებდა: _ფუფუნებაში ვიცხოვრებდით, ბრძანებებს გავცემდით და მეჯლისებზე ცეკვის მეტს არაფერს გავაკეთებდით. ახლა? ახლა ყოველ დილით უთენია ადგომა, საქათმის, საძროხის, საღორის დასუფთავება, პირუტყვის გამოკვება, სახლის დალაგება-დასუფთავება, სუფრის გაშლა-ალაგება და კიდევ ათასი რამ გვიწევს. მთელი ჩვენი ცხოვრება ასე ჩაივლის. შენ რა, გგონია თუ გათხოვდები მსახური აღარ იქნები? ქანცის გაწყვეტამდე იმუშავებ, ბავშვის მიხედვასაც კი ვერ მოახერხებ წესიერად. ღამით ქმრის მოფერების კი არა, კარგად გამოძინების სურვილი გექნება, რომ მომდევნო ალიონს ძალებაღდგენილი შეხვდე და ხელახალი ძალებით დაიწყო საქათმის ხეხვა. შენს საყვარელ ქმარსაც მოსწყინდება შენი დევნა და სხვას ნახავს, შესაძლოა მეც ვიყო ის სხვა, რადგან გათხოვებას მაინც არ ვაპირებ,-უცნაურად თვალებაელვარებული ელა რაკი ერთხელ ალაპარაკდა, გაჩუმებას აღარ აპირებდა.-ასე გაივლის ცხოვრება. ღირს რამედ? ნაგავია და მეტი არაფერი. მათ კი ოქრო შემომთავაზეს... ბევრი ოქრო თუ ბლექბორნის ადგილსამყოფელს ვეტყოდი. მის მერიენ,-საუბრის დაწყების შემდეგ პირველად შემომხედა მე.-რატომ ითხოვთ ერთგულებას მათგან, ვისაც სრულიად არ ენდობით? კატრინა, სისი, თქვენი ქალბატონი კაცს მალავდა სასადილოდან გამავალ საიდუმლო ჩასასვლელში. ჰო, ასეა! უარყოფთ ამას, ქალბატონო? _ელა, გეყოფა!-ვუთხარი მკაცრად. _ვერ უარყოფთ იმიტომ, რომ მართლა ასეა. თქვენ არ ენდობით თქვენს მსახურებს. ასე რომ არ ყოფილიყო, ეტყოდით და ისინიც თქვენს საიდუმლოს შეინახავდნენ. _როგორც ჩანს, სწორად მოვქცეულვარ, რომ არ გითხარი, თორემ აქამდეც ჩამცემდი ზურგში ლახვარს. _პირიქით. ნდობით შემბოჭავდით. ჩემზე დაკისრებული ნდობა არ მომცემდა ნებას თქვენი საიდუმლო გამეცა, მაგრამ თქვენ არ გამანდეთ ეს საიდუმლო, სწორედ ამიტომ, არც მისი დაცვა მივიჩნიე საჭიროდ. _ელა, ნუ სულელობ! ახლავე ბოდიში მოუხადე ქალბატონს!-ურჩია სისიმ ჩურჩულით, მაგრამ ყველამ გავიგონეთ. _არა, სისი. მის წინაშე თავს არ დავიმცირებ. იმიტომ, რომ ისიც ისეთივე ადამიანია, როგორიც მე და არაფრით არ ვარ ვალდებული ვეთაყვანო და ფეხები ვუკოცნო. _შენ უბრალოდ შურმა დაგაბრმავა!-სიბრალულით უთხრა კატრინამ. _და მერე რა? განა მას არ შეშურდებოდა ჩემს ადგილას? და საერთოდ... მორჩით მის წმინდანად გამოცხადებას! მასში არაფერი განსაკუთრებული არ არის... _ელა! ახლავე! გაეთრიე!-დაუყვირა კატრინამ, მაგრამ მე ხელის აქნევით გავაჩუმე. დიდხანს ვუსმენდი ელის მონოლოგს, პასუხის გაცემის დრო იყო. _შესაძლოა მართალიც ხარ, ელა. დიახ, მე და შენ თანასწორნი ვართ, მე ბედმა გამიღიმა, რომ დიდგვაროვანთა წარმომადგენელი ვარ, ყველაფერ იმას, რისთვისაც შენ ბრძოლა გიწევს, მე უშრომელად ვიღებ. უბრალოდ ვითხოვ და მისრულდება. ეს მდიდართა ხვედრია. სწორედ ამიტომ, მე პატივს ვცემ შენს თავისუფალ აზრს, რადგან არც მე დამიმსახურებია რამით ამ სასახლეში დაბადება და არც შენ- პატარა მიწურში. მაგრამ, ელა, ღალატი არც მე მეპატიება და არც შენ. არა მგონია შენი ღალატი ჩემი ბრალი იყოს, მე შენთვის არაფერი გამიკეთებია ისეთი, რითაც შენგან აგრესიას გამოვიწვევდი. _როგორ არ გაგიკეთებიათ? ყოველთვის! ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას მიბრძანებდით, გულში ლახვარს მასობდით! _მაგრამ შენ ხომ მოახლე ხარ! _ჰო, მე მოახლე ვარ და არა მონა! თავისუფალი სული მაქვს და არავის ვემონები!-მიპასუხა მან და თავისი ოთახისკენ გავარდა. ცოტა ხანში დიდი ბოხჩით დაბრუნდა და მთავარი კარი გაიჯახუნა.
შეტყობინება შეასწორა ☆AnasteishA☆ - კვირა, 2011-05-15, 6:46 PM | |
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: კვირა, 2011-05-15, 11:09 PM | შეტყობინება # 389 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
|