კონტრა ეშმაკთან
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2011-03-29, 4:13 PM | შეტყობინება # 289 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| (Ann Stratford) თავგადასავლების მაძიებელი წინ გზის მცოდნენი მიგვიძღვოდნენ, ჩვენ უკან მივყვებოდით ცხენდაცხენ. სულ მალე გავედით ტყიდან და პირდაპირ დაბანაკებულ ადგილთან მოვხვდით ოკეანის სანაპიროს სიახლოვეს, ანუ იმ გზით არ დავბრუნებულვართ, რომლიდანაც მე შევედი ტყეში. ჩვენს დანახვაზე, ენი გამოექანა და ასლუკუნებული ჩამეკრა. გვერდიდან არ მშორდებოდა და თავს დამტრიალებდა, ამბობდა, რომ საშინლად ინერვიულა, ეგონა რომ სამუდამოდ დამკარგა (რასაც, მისივე თქმით, ვერ გადაიტანდა) და ახლაღა მიხვდა, როგორ ვუყვარდი და როგორ ვჭირდებოდი. მე გულში ვიხუტებდი და ვამშვიდებდი. როცა ყველა გაერკვა სიტუაციაში, რომ არავის გავუტაცებივარ და უბრალო ხეტიალის დროს შემთხვევით ერთად დავიკარგეთ, მშვიდობით დაბრუნება მოგვილოცეს და ჩვენი სადღეგრძელოც კი დალიეს. მეტყევეებს, რომლებიც საროუს ჩვენს მოძებნაში დაეხმარნენ, ბლექბორნმა გადაუხადა ფული და სახლებში, ახლოს მდებარე დასახლებაში გაუშვა. კაბა გამოვიცვალე (ამაში რამდენიმე ქალბატონი დამეხმარა, მეტისმეტ ყურადღებას იჩენდნენ) და კარგად დავნაყრდი. როცა რამდენჯერმე მოვყევი მთელი ისტორია (რა თქმა უნდა, უამრავი შესწორებებით, რადგან დენიელის და ჩემი სიყვარულის გახმაურებას ჯერ არ ვაპირებდი), უკვე არც ისე საშინლად მეჩვენებოდა ის ერთი დღე, როცა ტყეში ვიყავი დაკარგული და ბოლოს დავასკვენი, რომ კიდევ ერთ გასეირნებაზეც არ ვიტყოდი უარს. ისე მოსაღამოვდა და ძილის დრო მოვიდა, რომ ვერც გავიგე, ლაპარაკში, უკან დაბრუნების სიხარულში გავერთე. დროდადრო ბლექბორნს გავხედავდი, რომელიც კაცებთან ერთად თამაშობდა სამაგიდო თამაშებს, ან სიგარეტს ეწეოდა და ოდნავ ვუღიმოდი, როცა მის მზერას დავიჭერდი. ისიც ღიმილითვე მპასუხობდა და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს რაღაც საიდუმლოთი ვიყავით შეკრულნი. საღამოს, მზის ჩასვლისას ოკეანის ქვიშიან სანაპიროზე გავისეირნეთ მე და ბლექბორნმა, ცოტა ვილაპარაკეთ და დისტანცია დავიცავით, ვიცოდით გვითვალთვალებდნენ. შემდეგ ძილის დროც მოვიდა. მე და ენი ერთმანეთთან ახლოს მოვთავსდით და დაღლილ-დაქანცულს სულ მალე ჩამეძინა. დილამ, რომელიც გათენდა, ჩემი ცხოვრება შეცვალა და მებრძოლად მაქცია, სიყვარულისთვის მებრძოლად. ყველაფერი კი დაიწყო ასე: არ ვიცი რამ, შესაძლოა ცხენების ფრუტუნმა, ან ოკეანის წყლის შრიალმა ან სხვა რამემ გამაღვიძა და პირველი, რაც შევნიშნე (მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ მზიანი ამინდი იყო), იყო ის, რომ ენი ჩემს გვერდით აღარ იწვა. ფეხზე წამოვდექი და მის მოსაძებნად გავემართე. ყველგან ვიყავი, სადაც შეიძლებოდა წასულიყო, სანაპიროზე, ტყისპირზე, ეტლში, მაგრამ არსად არ იყო. მძინარე ხალთან დავბრუნდი, გაშლილ მინდორზე, სადაც თითქმის ყველა ამდგარიყო. ენი ისევ არ ჩანდა. _მერიენ, რა დაგემართა?-მკითხა ვიღაცამ. _ენს ვერ ვპოულობ. _მისის საროუმ კი თავისი მაზლის შვილი დაკარგა. _ჯონათანი?! _ჰო. ენის ბალიშზე ახლაღა შევნიშნე პატარა ბარათი: „მერიენ, ნუ განმსჯი. მიყვარს“ _რა მოხდა?-ვერც გავიგე ისე მომიახლოვდა დენიელი. გაოგნებულმა გავუწოდე ბარათი. _მერიენ, ნუ განმსჯი, მიყვარს?-გაკვირვებულმა წაიკითხა. _ენის ბარათია...-მუხლი მომეკვეთა. _საროუსთან ერთად გაიქცა!-აღმოხდა მას. _სასწრაფოდ უნდა მოვძებნო! მამამ რომ გაიგოს... მამა! სულ დამავიწყდა! ამ დარტყმას ვერ გადაიტანს, როგორ უნდა ვუთხრა? ახლავე ენის მოსაძებნად მივდივარ! _მოიცა!-მკლავში ჩამავლო ხელი დენიელმა.-სად მიდიხარ? შენ ხომ არ იცი სად წავიდნენ? აჯობებს მისის საროუს დაველაპარაკოთ და გავიგოთ, სად შეიძლება წასულიყვნენ. _კარგი, მაგრამ შემდეგ მაშინვე საძებნელად წავალ! _წავალთ!-შემისწორა.-მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ საით მივდივართ,-ხელი ჩამკიდა და მოშორებით სკამზე დაბრძანებულ მისის საროუსკენ წამიყვანა, რომელიც იმდენად იყო შეძრწუნებული თავისი მაზლის შვილის დაკარგვით, რომ გვერდით მდგარი მისივე ქალიშვილი მარაოთი უნიავებდა. _მისის საროუ...-წამოიწყო ბლექბორნმა, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაფერი უნდა მეთქვა, რაოდენი ჩირქიც არ უნდა მომეცხო ჩემი ოჯახისთვის, ამიტომ ხელი დავადე მკლავზე, მან შემომხედა და ყველაფერს მიხვდა. _მინდა ეს ნახოთ,-გავუწოდე ქალბატონს ენის ბარათი.-ეს ენის საბანზე ვნახე და ვფიქრობ უბრალო დამთხვევად არ უნდა მივიჩნიოთ ენის და ჯონათანის გაუჩინარება. ერთადერთი, რასაც თქვენგან ვითხოვ, არის ის, რომ მითხრათ სად შეიძლებოდა წასულიყვნენ,-ჰელენ საროუმ მარაოს ქნევა შეწყვეტა და ხაფანგში გაბმული თაგვივით დაიწყო თვალების ცეცება, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. _მე... მე წარმოდგენა არ მაქვს...-დაბნეული მისის საროუ ხან მე მიყურებდა, ხან ენის ბარათს.-ალბათ თავისთან, კორნვოლის საგრაფოში არ წაიყვანდა ჯერ-ჯერობით. მანამდე სად შეიძლება წავიდნენ, წარმოდგენა არ მაქვს. _იქნებ მან იცოდეს რამე...-ჩამილაპარაკა დენიელმა, თან ჰელენზე მანიშნა, რომელიც საეჭვო სახით მოგვშორდა წამის წინ. _ჰელენმა?-ყური მოკრა მის ნათქვამს მისის საროუმ.-ჰელენმა რა უნდა იცოდეს? ჰელენ, ძვირფასო, მოდი აქ!-დაუძახა მაშინვე, მაგრამ მე ხელი შევახე მხარზე და ვუთხარი: _მე თვითონ, თუ შეიძლება,-და ჰელენისკენ წავედი, რომელიც სად გაქცეულიყო არ იცოდა. სწრაფი ნაბიჯით მივუახლოვდი და მშვიდად დავიწყე: _ჰელენ, შენი და ენი ბავშვობიდან მეგობრობთ და ერთმანეთთან დასამალიც არაფერი გაქვთ. ისიც ვიცი, რომ თავიდანვე შენგან შეიტყო ჯონათანის შესახებ, თუ როგორი კარგი და ზრდილობიანი ჯენტლმენი იყო, ანუ სწორედ მისი შესაფერი და შემდეგაც შენი ხელშეწყობით ხვდებოდა ხოლმე. _...მაგრამ მე არაფერი...-თავის მართლება დაიწყო ჰელენმა, მაგრამ გავაწყვეტინე. _მე არაფერში გადანაშაულებ, არცაა გასაკვირი, რომ თქვენისთანა ახალგაზრდა ქალიშვილები სიყვარულისადმი არიან მიდრეკილნი, მაგრამ ჰელენ... შენც ხომ გესმის, რომ სწორი არაა ის, რაც მათ ჩაიდინეს? წესიერი ქალიშვილები ასე არ თხოვდებიან,-გადავწყვიტე ეშმაკობისთვის მიმემართა და ვთქვი.- მე... არ ვაპირებ დავაშორო ჯონათან საროუს, თუ მართლა უყვართ ერთმანეთი, მაგრამ აუცილებლად უნდა დავაბრუნო! წარმოგიდგენია, რა მოხდება, ეს რომ მისტერ სტრატფორდმა გაიგოს? _მერიენ, მესმის, მაგრამ...-სლუკუნს იწყებდა ჰელენი. _ჰელენ,-დავიწყე მკაცრად.-არ თქვა, რომ არ იცი სად წავიდნენ! მაინც ვერ დამარწმუნებ. მე ზუსტად ვიცი, რომ ენმა გითხრა, სად წავიდნენ და მე მანამ არ მოგეშვები, სანამ შენგან პასუხს არ მივიღებ. შენ ხომ არ ისურვებდი ქორწილის გარეშე გათხოვილიყავი? ენიც შენხელაა და ერთადერთი, რაზეც ოცნებობს, ქორწილია. განა, ცოდო არაა ასე შეუმჩნევლად თუ გათხოვდება? დავაბრუნებთ, ნიშნობას გამოვაცხადებთ და რამდენიმე თვეში, მისის საროუ გახდება. ოღონდ ახლა უნდა დამეხმარო. შენ ხომ არ გინდა, შენი საყვარელი მეგობრის ოცნება ოცნებად დარჩეს? _მერიენ...-ისე წამოიკვნესა ჰელენმა, რომ მივხვდი ბრძოლა მოგებული მქონდა. _სად წავიდნენ, ჰელენ? უეიმაუთში?-მან თავი გააქნია.-სელსეიში? ჩიჩესტერში? დორჩესტერში? _კარსბრუკში... უაიტის კუნძულზე...-ამოისლუკუნა თვითონვე.-გემით აპირებდნენ კორნვოლში გამგზავრებას,-ცრემლები წამოსცვივდა. შემეცოდა და გულზე მივიხუტე. _დამშვიდდი, ჰელენ. შენ ცუდი არაფერი გაგიკეთებია. დამიჯერე, ენი მადლობას გეტყვის ამისთვის. ნამდვილი მეგობარი ხარ! გმადლობ!-შუბლზე ვაკოცე და ბლექბორნისკენ გავიქეცი, რომელიც ისევ მისის საროუსთან იდგა და მელოდა. _კარსბრუკში არიან! ახლავე უნდა წავიდეთ!-დავიძახე შორიდანვე.-უნდა მივუსწროთ, სანამ გემს გაჰყვებიან კორნველში. _ახლავე ცხენებს მოვამზადებინებ! მაგრამ აჯობებს შენ დარჩე. მე, ნაითინგეილი და რამდენიმე მსახური წავალთ. _დენიელ! _ქალის საქმე არ არის გატაცებულის საძებნელად ხეტიალი. ჩემი იმედი ხომ გაქვს? ხომ მენდობი? შენს დას აუცილებლად დავაბრუნებ! _მაგრამ დენიელ... _წარმოიდგინე, რას იტყვიან,-ახლოს მოიწია, რომ არავის გაეგონა.-აქაური ქალბატონები, შენ რომ ჩვენთან ერთად წამოხვიდე. ეს მიუღებელია, ხომ იცი... _დენიელ, არავინ მაინტერესებს... _ვიცი, მაგრამ არ მინდა, ჩემს მომავალ მეუღლეზე უაზრო ჭორები გავრცელდეს და მერე ვინმეს ეჭვი შეეპაროს მართლა გვიყვარს ერთმანეთი თუ სხვა მიზეზით შეგირთე. _რა დროს ეგაა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას იფიქრებს? უნდა ვიჩქაროთ, როგორ არ გესმის. _მენდობი? _კი! _მაშინ დარჩი. ჩემი გულისთვის! _ოოოოჰ!-ამოვიხვნეშე, ზურგი ვაქციე და ეტლისკენ წავედი. იქ ურემზე ჩამომჯდარი ვადევნებდი თვალყურს როგორ ემზადებოდნენ კაცები წასასვლელად და ტუჩებს ვიკვნეტდი ნერვიულობისგან, როცა შემთხვევით დავინახე, როგორ ჩამოვიდა თავისი ეტლიდან ბლექბორნი და კარაბინი უჩუმრად შემალა ფრაკის ქვეშ. კანკალმა ამიტანა. დუელზე ფიქრიც კი მიჭირდა, ის კი შეიარაღებული აპირებდა ენის წამოსაყვანად წასვლას. უბედურება რომ მომხდარიყო? შემთხვევით ენს რომ მოხვედროდა ჯონათანისთვის განკუთვნილი ტყვია? ან... ან... საროუსაც რომ ჰქონოდა იარაღი და ბლექბორნი მოეკლა? არა, ვერ ვიჯდებოდი და ვერ დაველოდებოდი გამეგო რა მოხდებოდა იმ კუნძულზე. ბლექბორნი ეტლს მოშორდა და მე იდეა გამიჩნდა. „მხსნელთა რაზმი“ ცხენს მოახტა და დაბანაკებულთა ადგილს გაშორდა. მანამდე ბლექბორნი ქუდის მოხდით დამემშვიდობა. რამდენიმე ქალი შემომეხვია და დამშვიდება დამიწყო, რომ ყველაფერი კარგად იქნება და სანერვიულო არაფერი მაქვს. მე მათ მადლობა გადავუხადე თავაზიანად და გავშორდი. ვიცოდი, ეჭვიანი მზერა გამომაყოლეს, რადგან ვერ მიხვდნენ რატომ არ ვიკლავდი წივილ-კივილით თავს და რატომ არ ვიხრჩობოდი ცრემლებში. მოშორებით მდგარ ბლექბორნის ეტლში ავედი და ტანსაცმელს დავუწყე ძებნა. დასაჯდომის ქვეშ პატარა ბოხჩა შევნიშნე. ბევრი აღარ მიფიქრია, კაბა სასწრაფოდ გავიხადე და ვიწრო, კაცის შარვალი ამოვიცვი. ეტყობოდა ძველი შარვალი იყო ამიტომ, ვფიქრობდი, რომ დენიელს არ ეკუთვნოდა, ალბათ მისი მეეტლის იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მეორე დასაჯდომზე თეთრი პერანგი იყო გადაფენილი და ისიც დაუფიქრებლად გადავიცვი, საკმაოდ დიდი მქონდა, მაგრამ შარვალში ჩავიტანიე, ქამარიც შემოვიჭირე შარვალზე და მე-18 საუკუნის ჩვეულებრივ მოჯამაგირე ბიჭს დავემსგავსე. თმა მოსახერხებლად დავიმაგრე ზურგსუკან და ჩემი ყოველგვარი სამკაული კაბასთან ერთად დავტოვე. ეტლიდან ჩამოსული პიტერის მოსაძებნად გავემართე. თან ყურადღებით ვიყავი, რომ არავის დავენახე. ბუჩქებს ვეფარებოდი და მოლაზღანდარეებს ყურს ვუგდებდი, ვინმე ხომ არ მახსენებდა. მთავარი იყო აქედან უჩუმრად გამეღწია, მერე თუნდაც ყველას გაეგო, რომ გავიპარე. ჩვენი ეტლის გარშემო ტერიტორია მოვიარე, მაგრამ პიტერი არსად ჩანდა, ალბათ ისიც ბლექბორნთან ერთად იყო წასული. რას ვიზამდი, ცხენი თავად უნდა შემეკაზმა, თანაც რაც შეიძლებოდა სწრაფად, რომ დაწინაურებულებს დავწეოდი. ყველაზე ახლოს მდებარე პორტამდე სულ ერთი საათის სავალი იყო და თუ ისინი ჩამასწრებდნენ, კუნძულზე მარტო ვეღარ გადავიდოდი. „წაბლა“ დავიჭირე და ურიკასთან მივიყვანე, რომელზეც მისი აღკაზმულობა ეწყო. დიდი გაჭირვებით დავადგი უნაგირი და შევუკარი სალტეები. მხოლოდ შემდეგღა შევამჩნიე მაღალყენიანი ფეხსაცმელი ურიკაზე და სასწრაფოდ ჩავიცვი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ახლა არ გამომადგებოდა ამიტომ, ურიკაზე დავყარე და კმაყოფილმა დავიხედე ჩექმებზე. ურიკის ერთ-ერთ სარზე ჩამოცმულ პიტერის ქუდსაც წამოვავლე ხელი, თმები მასში დავმალე და თავზე ჩამოვიფხატე. ახლა კი ნამდვილ თავგადასავლების მაძიებელს დავემსგავსე. თუ სახეზე კარგად ჩამოვიფხატებდი, თვალებს ძლივს თუ დამინახავდნენ და ვერც ვერავინ მიხვდებოდა, რომ ქალი ვიყავი. საკუთარი გამჭრიახობით აღფრთოვანებული მოვახტი ცხენს და გავაჭენე.
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - სამშაბათი, 2011-03-29, 4:14 PM | |
|
|
|
|
elle____ | თარიღი: სამშაბათი, 2011-03-29, 5:26 PM | შეტყობინება # 292 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2011-03-29, 7:58 PM | შეტყობინება # 293 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-30, 2:29 PM | შეტყობინება # 295 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| როცა ბორტზე ქალია ცხენს მივაჭენებდი და ვფიქრობდი რა რეაქცია ექნებოდა ბლექბორნს ჩემს დანახვაზე. თავგადაკლული ჭენების შედეგად, ზედ პორტთან დავეწიე მათ. ქუდი კარგად ჩამოვიფხატე, ყველა მსახურს ჩავუქროლე პიტერის ჩათვლით და ბლექბორნს წამოვეწიე. _უკაცრავად, მისტერ! ხომ ვერ მეტყვით, კუნძულზე როგორ უნდა გადავიდე?-ვკითხე შეძლებისდაგვარად დაბოხებული ხმით. მან გაკვირვებულმა შემათვალიერა. _ნავი უნდა დაიქირავოთ ან გემზე აიპაროთ. ჩვენც კუნძულზე მივდივართ. თუ გინდა, გამოგვყევი. _გმადლობთ, სერ!-ვუპასუხე და მომცრო ზომის გემზე ასვლამდე ხმა აღარ ამომიღია, არც ბლექბორნი ჩანდა ჭორაობის ხასიათზე. დენიელმა გადაიხადა გემის ქირის ფული და აფრები მსწრაფლვე გაიშალა. ბლექბორნი კიჩოზე იდგა, ნაითინგეილი კაპიტანს ელაპარაკებოდა საკმაოდ მოშორებით. მე დენიელს მივუახლოვდი, ცოტა ხანს მზერით ვეფერებოდი, შემდეგ კი ვეღარ მოვითმინე, მივედი, წელზე ხელები შემოვხვიე და ზურგზე მივაყრდენი თავი. _მერიენ?-თითქოს სუნით მიცნოო, წამოიძახა გაოგნებულმა, მაგრამ შემდეგ უცხო მოჯამაგირე ბიჭი რომ დაინახა, სახეზე გაკვირვება და ზიზღი გამოეხატა, რაც ნიშნავდა, რომ მალე ყბაში მუშტს მივიღებდი, ამიტომ სასწრაფოდ მოვიხადე ქუდი და განთავისუფლებული თმები მხრებზე დამეფინა. ერთ წამს გაოგნებული მიყურებდა. შემდეგ მეზღვაურის ხმა გავიგონეთ ახლო-მახლო, ხელი მტაცა და ტრიუმის კიბეებზე ჩამიშვა. თვითონაც გაიხედ-გამოიხედა და დაეშვა. პატარა კაიუტაში შემიყვანა, კარები ჩაკეტა და შემდეგღა მომიბრუნდა: _სულ გაგიჟდი? ხომ დამპირდი, რომ დარჩებოდი? _ჰო, მაგრამ არ შემიძლია ვიჯდე და ველოდო ვინ დაბრუნდება ცოცხალი და ვინ არა!-ცოტა ხანს გაშეშებულმა მიყურა, შემდეგ გულში ჩამიკრა და მითხრა: _არანორმალური ხარ! ამ ძველმანებში გამოწყობა რაღამ მოგაფიქრა? _სხვათაშორის, პერანგი შენია! _კარგი, რახან აქ ხარ და უკვე გავედით ზღვაში, უკან ვეღარ დაგაბრუნებ, ამიტომ... _ვერც სხვა შემთხვევაში დამაბრუნებდი...-ჩავაკვეხე, მაგრამ მან ყურადღება არ მომაქცია და განაგრძო: _...დაიფარე ეგ ქუდი და ეცდე თვალში არავის შეეჩხირო. მეზღვაურებმა რომ გაიგონ ბორტზე ქალია, შენს წყალში გადაგდებას მომთხოვენ!-მაშინვე ავიკეცე თმები და ქუდი დავიფარე. _დენიელ, გულახდილად მითხარი, არის შანსი, რომ „ისინი“ კუნძულზე დაგვხვდებიან? _დიდი შანსია, რომ უკვე წასულები არიან. ღამით თუ გაიპარნენ, შესაძლოა დილას უკვე კორნვოლიკენ მიმავალ გემში ისხდნენ, მაგრამ... _რა? _ამ გემის გაპიტანმა მიახლოებით იცის, რა საქმეც გვაქვს კუნძულზე. მან თქვა, რომ უაიტინიდან ყოველდღე არის გადის გემები კორნვოლისკენ! _ანუ ყველაფერი ბედ-იღბალზეა დამოკიდებული! _ჰო. ახლა კი გემბანზე ავიდეთ, ვინმემ ჩვენი გაუჩინარება არ შენიშნოს! _კარგი,-კარებს მივაწყდით ორივე, მაგრამ სანამ გააღებდა, მობრუნდა, კიდევ ერთხელ შემათვალიერა, ქუი ამიწია და მგრძნობიარედ მაკოცა. გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, რომ უკვე კიბეებზე ავდიოდით. ჯერ მე ავედი და გემის საპირისპირო მხარეს წავედი, მოაჯირთან დავდექი. ალბათ ისიც მალე ამოვიდა, მაგრამ მე ვერ დავინახე. გემბანზე დამაგრებულ ხის სკამზე ვიჯექი, როცა დენიელი მომიახლოვდა და უხმოდ გამომიწოდა საჭმლის ულულფა. _გმადლობთ, სერ!-ვუპასუხე ბოხი ხმით. მოშორებით მეზღვაურები ჭამდნენ და ისიც კი საეჭვოდ ეჩვენებოდათ, რომ ბატონი მსახურს მიუჯდა გვერდით და ერთად ჭამდნენ. _ახლავე მოვალ,-მითხრა ბლექბორნმა და მათკენ გაემართა. მალევე დაბრუდა, მეზღვაურები კი უკვე ღიმილიანი მზერით გვიყურებდნენ. _რა უთხარი?-ვკითხე გაკვირვებულმა. _ვუთხარი, რომ ჩემი თავგადასავლების მაძიებელი უმცროსი ძმა ხარ, რომელიც ჩემს ბრძანებას არ დაემორჩილა და მსახურად გადაცმული გამომყვა. ეჭვები გაეფანტათ. ვუთხარი, რომ საიდუმლოდ შეენახათ ეს ამბავი, ანუ 10 წუთში ყველა მეზღვაურს ეცოდინება და მე ყველას თანდასწრებით ხელის მოხვევა შემეძლება. _ფრთხილად! ქუდი არ მომძვრეს!-ოდნავ ხმამაღლა მომივიდა, რადგან მაშინვე აპირებდა ხელის გადახვევას. _ჰო, მართალი ხარ,-ხელი უკან წაიღო და ჭამა განვაგრძეთ. _რამდენ ხანში ვიქნებით... _შუადღისთვის,-დამასწრო, სანამ კითხვის დასმას დავამთავრებდი. _იქნებ ისინი... მათ უკვე...-უხერხულად დავიწყე. _საროუ ლაჩარია! ვერ გაბედავდა, დამიჯერე, როცა იცის, რომ დავედევნებით და არის შანსი, რომ პასუხს მოვთხოვთ. სანამ სამშვიდობოს გავა, ვერ გაბედავს. _მე ჯვრისწერა ვიგულისხმე,-ვთქვი, მაგრამ ცხადი იყო, რომ ვცრუობდი. _მაგაზეც ვრცელდება ჩემი პასუხი. სანამ არ დარწმუნდება, რომ საფრთხე არ ემუქრება, არაფერს მოიმოქმედებს. _მადლობა ღმერთს, რომ ჩემს გვერდით ხარ! უშენოდ რა უნდა მექნა? _ჩშშ, თორემ მინდება ჩაგეხუტო...-მიჩურჩულა სიცილით. ჭამას ისე მოვრჩით, ერთმანეთისთვის თვალი არ მოგვიშორებია. შემდეგ დროის გასაგებად წავიდა, კიდევ რამდენი ხანი დაგვჭირდებოდა და მახარა, რომ ნახევარ საათზე ნაკლები რჩებოდა. დიახ, ნამდვილად საოცრება იყო, პირველად ვიყავი გემზე, თანაც მამაკაცის ტანსაცმლით და უცხო კაცებს შორის. ასევე პირველად დავდგი ფეხი უაიტის კუნძულზე, მაგრამ დიდი აღფრთოვანება არ მიგრძვნია, ჩვენი გემის კაპიტანმა ერთი სამიკიტნო მიგვასწავლა, სადაც ღამის გათენებაც შეეძლოთ სტუმრებს სპეციალურად განკუთვნილ ოთახებში და ჩვენც მაშინვე იქით გავემართეთ. თან მსახურები და რამდენიმე მეზღვაურიც გამოგვყვა. ჯერ მსახურები და მეზღვაურები შევიდნენ და დასხდნენ, სასმელი მოითხოვეს, ვითომ შორეული ადგილებიდან დაბრუნებული მეზღვაურები იყვნენ, ჩვენი გემის ეკიპაჟს, რა თქმა უნდა ცნობდნენ იქაურები. შემდეგ მე და ბლექბორნი შევედით და ღამის გასათევი ვითხოვეთ, მე მსახურის როლში აღმოვჩნდი. სამიკიტნოს პატრონი ქალი აღმოჩნდა, კარგად ჩათქვირული, ლოყებღაჟღაჟა და სილამაზეზე პრეტენზიის მქონე. დენიელით მოხიბლულმა დიასახლისმა თვალების ფახულით მოგვახსენა, რომ სამწუხაროდ ბოლო თავისუფალი ოთახი დილას დაეკავებინა მდიდარ წყვილს. ბლექბორნს სრულიად გულწრფელად აღმოხდა აღფრთოვანების შეძახილები. ენი აუღწერა და ჰკითხა ასე გამოიყურებოდა თუ არა ახალგაზრდა ქალბატონი. დიასახლისმა დაუდასტურა. _მაშინ თქვენი დახმარება დამჭირდება, მისის ლა ფლორ,-მთელი თავისი შარმი გამოიყენა ბლექბორნმა.-ისინი ჩემი მეგობრები არიან, მინდა სიურპრიზი გავუკეთო, ხომ დამეხმარებით?-დენიელით (უფრო კი მის მიერ გადახდილი ფულით) მოხიბლულ დიასახლისს ბევრი აღარ უყოყმანია, გასაღები გამოუწოდა. მითითებული ოთახისკენ მსახურების თანხლებით წავედით (თუმცა კი ძალიან უნდდა ბლექბორნს, რომ მე ვემოთ დავლოდებოდი მათ). ოთახის კარი შეაღო და მე ბლექბორნს მხარზემოთ (ფეხისწვერებზე აწეულმა) დავინახე, რომ სუფრას მისხდომოდნენ და გემრიელად ილუკმებოდნენ. _შენ?-ზიზღით წამოიძახა ჯონათანმა და ფეხზე წამოხტა. _ენ, მე შენს წასაყვანად მოვედი. აიღე შენი ნივთები და წამომყევი, თუ შეიძლება,-საროუს სრული იგნორირებით, მშვიდად უთხრა დენიელმა. ენი ფეხზე წამოდგა შეშფოთებული და ასევე ფეხზე წამომდგარ საროუს მიეყუჟა. _მე... მე არსად არ მოვდივარ...-ამოიბლუკუნა შემკრთალმა. _წარმოგიდგენია მაინც რა დღეშია შენი და?-ენმა ტუჩზე იკბინა და თავი დახარა.-მამაშენზე რას იტყვი? არ გეშინია, რომ ლორდი სტრატფორდი ასეთ შერცხვენას ვერ გადაიტანს? ან როგორ მიყვები ასეთ კაცს? რომელიც თქვენს გაქცევამდე რამდენიმე საათით ადრე შენს დას სთხოვდა ცოლობას?-ენმა განცვიფრებით ახედა საროუს. _ეს მართალია? _არა, რა თქმა უნდა!-მაშინვე უარყო, მაგრამ დაბნეულობა დაეტყო.-უფრო სწორად კი! მაგრამ ესეც ჩვენი გეგმის ნაწილი იყო, ისევე როგორც ის, რომ ხალხს ნაითინგეილთან ერთად უნდა დანახვებოდი,-ოთახის გარეთ კედელს ვიღაცამ გამეტებით მისცხო მუშტი. ნაითინგეილის მაშინდელი მზერა არასდროს დამავიწყდება.-მაგრამ ახლა ამის დრო არ არის,-ისევ ბლექბორნს მიუბრუნდა საროუ.-ვერ გაიგეთ რა თქვა ჩემმა საცოლემ? არსადაც არ მოდის, ჩემთან რჩება! _ჩემს და შენს შორის მხოლოდ ტყვია გაარკვევს ყველაფერს. ახლა კი შენ არ გესაუბრები, მე მხოლოდ ენთან მაქვს საქმე. _ხომ გესმის? ახლა რომ წაჰყვე, დუელში მომკლავს!-უთხრა საროუმ ენს. _წამოვა თუ არ წამოვა, დუელი გარდაუვალია, საროუ! ნუ ხარ ლაჩარი, მიეცი ქალს ნება, წამოვიდეს! _მე არ ვაკავებ, ბლექბორნ! მას თავად უნდა ჩემთან ყოფნა! ჩემმა გულისცემამ წარმოუდგენელ სისწრაფეს მიაღწია. უცებ კართან აღმოვჩნდი, დანიელი გავწიე და ოთახში შევედი. _საინტერესოა, მას შემდეგაც ენდომება შენთან ყოფნა, როცა სიმართლეს გაიგებს?-ხმამაღლა ვკითხე საროუს და ქუდი მოვიხადე. _მერიენ?-ენმა არ იცოდა სად დამალულიყო, მაგრამ მე საროუს ვუყურებდი თვალმოუშორებლად, რომელსაც სახეზე წამიერად ეცვლებოდა გამომეტყველება. როცა ყველას ჩაუცხრა გაოგნება, განვაგრძე: _როგორ ახსნი შენს მიერ ტყეში ნათქვამ სიტყვებს? რომ ბლექბორნს ჩამოახრჩობინებდი და მე ცოლად შემირთავდი? ეს ვერ იქნებოდა გეგმის ნაწილი, ვერ გეცოდინებოდა წინასწარ, რომ მე და ბლექბორნი ტყეში დავიკარგებოდით. თანაც შენი ეგ წინადადება არავის გაუგონია ჩემი და მსახურების გარდა,-ნელ-ნელა უფრო და უფრო მემატებოდა თავდაჯერება და სიმშვიდე, იმიტომ, რომ საროუს სახეზე ვხედავდი, მართალი ვიყავი.-თუ ჯენტლმენობაზე პრეტენზია გაქვს აღიარე, რომ მე გიყვარვარ და ჩემ გამო ჩადიხარ ამ სისულელეებს, რომ ენის შერთვა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტე, რომ მე უარი გითხარი. მითხარი, რმ გიყვარვარ და შანსს მოგცემ...-საროუ დაიბნა. საწყლად მიყურებდა თვალებში. ენი ყურებს არ უჯერებდა და გულისფანცქალით ელოდა რას უპასუხებდა საროუ, რომელიც თითქოს უცნაურად დაჰიპნოზდა. _ჰო... მიყვარხარ, მერიენ...მაგრამ-გააგრძელა იქვე.-შენ ჩემს თავს ეგ იდიოტი არჩიე. _ეს იმიტომ, რომ შენ არ აქტიურობდი! დამიმტკიცე, რომ გიყვარვარ! საროუმ მიყურა, მიყურა და ჩანაფიქრა მიმიხვდა. _ნუ ცდილობ ჩემს გაცურებას, მერიენ! ენი ჩემთან დარჩება, არ გამოვუშვებ,-მაგრამ ჩაავლო ხელი ენს, მეორით კი დანა აიღო მაგიდიდან. ენმა გაიბრძოლა, ალბათ უკვე ეჭვი ეპარებოდა თავისი სატრფოს გრძნობებში. _მერიენ, გაიწიე!-გავიგონე ბლექბორნის ხმა. მოვიხედე და დავინახე, როგორ უმიზნებდა კარაბინს. _საროუ! ახლავე გამოუშვი ენი, თორემ ტყვია გადაწყვეტს დავას, თანაც არა შენს სასარგებლოდ! _თუ მესვრი, ენსაც თან გავიყოლებ!-ენისკენ მიმართა დანა საროუმ. ბლექბორნმა გულში დაუმიზნა, ბათქიც გაისმა და ერთი სხეული იატაკზე დავარდა...
| |
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-30, 4:40 PM | შეტყობინება # 298 |
842
Offline
| AnasteishA, აუუ ანიი, როგორ მომეწონა ეს ბოლო თავებიიი შესანიშნავი იყო მართლააა! ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა, რომ მერიენი და ბლექბორნი შერიგდნენ და ახლა ერთად არიააან. ჩემი ბლექბორნიიი აუუ ცოლობაზე რომ უთხრა ბლექბორმა მეიენს ეგ მომეწონა ძალიააან ნეტა მართლა ეღირსებათ ეგ ბედნიერება? როგორ მაინტერესებს რა მოხდება მაშინ, როცა ”ის” დაბრუნდებაა. ისე, მალე დაბრუნდება? სიმართლე რომ გითხრა, სულ არ მომნატრებია. მე ბლექბორნი მომწოონს ყოჩაღ მერიენს! როგორ შეიპარა გემზეეე სოროუ რა საზიზღარია ნაითინგეილი შემეცოდა ისე. თურმე ენი მხოლოდ გეგმის გამო იყო მასთან ნუ, ბოლოში როგორც ყოველთვის საინტერესო ადგილას დაასრულეეეეე მოკლა ხო ბლექბორმა საზიზღარი სოროუ? ეგრე უნდა! აბა, მოუთმენლად ველოდები შემდეგ თააავსსსს. ანიი, აი მართლა ძალიან კარგად წეერ ძალიან მომწონს შენი ეს ნაწარმოებიც. როგორც დანარჩენები ესეც ძალიან მაგარია. ეჰ, ისე რამდენი ხანია რაც არ დამიკომენტარებია, მარა ხო იცი, ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ ხოლმე შენს ტავებს. უბრალოდ კომენტარებისთვის დრო აღარ მრჩება და არ მინდა ორ სიტყვიანი პაწუა კომენტარი დაგიტოვო ხოლმე. აბა ასე გააგრძელეეე. ამ ბოლო დროს ხშირ-ხშირად დებ ხოლმე თავეეებს მიყვარხარ ძალიააააან
| |
|
|
|
RoB-dOd | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-30, 7:03 PM | შეტყობინება # 300 |
572
Offline
| Quote (AnasteishA) _მერიენ, გაიწიე!-გავიგონე ბლექბორნის ხმა. მოვიხედე და დავინახე, როგორ უმიზნებდა კარაბინს. _საროუ! ახლავე გამოუშვი ენი, თორემ ტყვია გადაწყვეტს დავას, თანაც არა შენს სასარგებლოდ! _თუ მესვრი, ენსაც თან გავიყოლებ!-ენისკენ მიმართა დანა საროუმ. ბლექბორნმა გულში დაუმიზნა, ბათქიც გაისმა და ერთი სხეული იატაკზე დავარდა... anii shokismomgvreli tavebii iyooo deda neta vin davarda? nu daaxloebit vxvdebi ro sarou.. ann? au dzalian dzalian mainteresebs :*velodebi axal tavs
I Hate This FuCkinG Life <3
| |
|
|