ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
კონტრა ეშმაკთან

RoB-dOdთარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 5:27 PM | შეტყობინება # 271

572
28  +
48  ±
   ±
Offline
happy dzalian guliani tavi iyo happy smile smile smile unda gaekidos bleqborns aucileblad uyvars da... happy happy mara ver xvdeba dry biggrin happy happy ra sayvarlad auxsna bleqbornma siyvaruli happy sad sisi da piteri biggrin biggrin happy kai tavi iyo

I Hate This FuCkinG Life <3

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 9:09 PM | შეტყობინება # 272
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
anii, ra sayvareli tavi iyoo happy happy dzaglze ro gewera ise shemecoda ise ro vitire cry cry degenerati mejinibe cry cry cry chem benis rom vinme mase moeqces asiani movklav, ogond pirdapiri mnishvnelobit!
dzalian kargad gewera yvelaferi an, shemdegi tavi rodis iqneba?



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-03-26, 1:40 PM | შეტყობინება # 273
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

ტყის სიღრმეში

მივქროდი და თანდათან ვშორდებოდი ხალხის ჟრიამულს. წინ სანაპიროს ქვიშიან ზოლს ვხედავდი, მარცხნივ ოკეანის ლურჯ წყალს, მარჯვნივ თვალუწვდენელ ხეებს, თითქოს ქვიშიანი ზოლი პირდაპირ ნოყიერ შავმიწა ნიადაგში გადადიოდა. ცაზე ღრუბლის ნაგლეჯებს და კაშკაშა მზეს ვხედავდი, ამ უკანასკნელს, რა თქმა უნდა, მაშინვე ვარიდებდი თვალს.
მივქროდი, მივქროდი და უფროდაუფრო ვრწმუნდებოდი ჩემი საქციელის სისულელეში. დენიელი არსად ჩანდა, სადამდე უნდა გავყოლოდი ქვიშის ზოლს? ვერმაუთში ხომ არ ჩავიდოდი?
მართალია, უკვე უკან დაბრუნებაზე ვფიქრობდი, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი ჭენებას და სულ მალე ქვიშიანი ზოლი დამთავრდა. ამან აღმაფრთოვანა, რადგან პირდაპირ ზღვაში შეჭრილ ლოდებსაც გადავივლიდი და ალბათ ბლექბორნსაც ვნახავდი მარტოსულს, სევდიანს.
მაგრამ აი, თვინიერმა ცხენმა მორჩილად გადაიარა უზარმაზარი ლოდები, ბლექბორნი კი არ ჩანდა. სამაგიეროდ, ნოყიერ, ნოტიო მიწაზე ცხენის კვალი ნათლად შეიმჩნეოდა. სასწრაფოდ იქით შევაბრუნე ცხენი და ტყეში შევედი. ეს იყო დაბურული და გაუვალი ტყე. ირგვლივ ველური ბუჩქები და მაღალტანიანი, ხშირტოტება ხეები ჩამწკრივებულიყვნენ. ყველა მხარეს, სადაც გაიხედავდი, ბალდახინი ჩამოშვებულიყო ხეების ტოტებიდან და ამ საზიზღარი ნესტის შვილების მოცილება მიწევდა, რომ შემთხვევით არ გავბლანდულიყავი. როგორც ეტყობოდა ბლექბორნს ჭენებით და ცხენის კისერთან თავდახრილს გაევლო აქ, მე კი ნელა მიმყავდა ცხენი. სულ მალე ნაკვალევმა მარჯვნივ გაუხვია, შემდეგ ტყის სიღრმისკენ წავიდა და მე უკვე ყვირილი მოვრთე. ჯერ გაუბედავად დავიძახე:
_ბლექბორნ!-შემდეგ კი უფრო თამამად, მაგრამ ამაოდ, პასუხი არ მიმიღია. ცხენი წამიერად გახევდა, შემდეგ კი ადგილს მოსწყდა და აღვირში დროზე რომ არ მომესწრო ხელის ჩავლება, აუცილებლად გადმოვვარდებოდი. სადღაც სიღრმეში, შორს მივქროდი კივილით და ცხენის გაჩერებას ვცდილობდი, მაგრამ შემდეგ რომელიღაც მტაცებელი ცხოველის ღრენის ხმა რომ გავიგონე, ჯერ ცხენივით გავხევდი, შემდეგ კი „წაბლას“ ზურგს გავეკარი და ქუსლები ძლიერად მივაჭირე ფერდებზე. ბოლომდე ცხენს და მის ინტუიციას ვიყავი მინდობილი. ვერაფერს ვხედავდი და მიმართულებასაც ვერ ვაძლევდი. ვხედავდი მხოლოდ მწვანე ლაქებს, რომლებიც მარჯვნივ და მარცხნივ მიქროდნენ.
შვება დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ვიგრძენი, როცა დაღლილმა ცხენმა სვლა იმდენზე შეანელა, რომ მე წელში გამართვა და უკან მოხედვა მოვახერხე. უკან სიწყნარე იყო. და შვება ვიგრძენი თუ არა, იმავ წამს სასოწარკვეთილებამ მომიცვა: უკან როგორ უნდა დავბრუნებულიყავი? იმ ცხოველს ხომ არ ჩავუვარდებოდით მე და წაბლა ხახაში?
ერთადერთ გამოსავალს მივმართე- ყვირილი მოვრთე:
_ბლექბორნ! დენიელ! სად დაიკარგე შე წყეულო ავაზაკო?-წამოვიძახე ბოლოს გაჯავრებულმა და ცხენიდან ჩამოვხტი.
_დავრჩით ორნი ათასგვარი მტაცებლებითა და საშიშროებით სავსე ტყეში,-მივეფერე ცხენს შუბლზე.-შენ რაღას გერჩოდი? მარტო მაინც წამოვსულიყავი,-წყლიანი თვალებით მიყურებდა, თითქოს მეუბნებოდა, რომ გაჭირვებაში არ დამტოვებდა. აღვირში ჩავავლე ხელი და პირდაპირ წავედი, ადგილზე გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. ცხენი გვერდით მომყვებოდა და სულ მალე წინაც გამისწრო, ახლა მე მივყვებოდი ცხენს და საბოლოოდ წყლის პირზე გავედი- რა თქმა უნდა! ცხენი ყოველთვის პოულობს წყალს ახლო-მახლო. აღვირში ხელი გავუშვი და ისიც მაშინვე დაეწაფა წყალს. მის გვერდით მე ჩავიმუხლე მოუხერხებლად, გაშლილი კაბა არ მაძლევდა თავისუფლად მოძრაობის საშუალებას. პეშვით ამოვიღე წყალი ნაკადულიდან და სახეზე შევისხი. თვალი რომ გავახილე, დავინახე ჩრდილი როგორ ეცემოდა წყალზე და ეს ჩრდილი ნამდვილად არ იყო ჩემი.
_დენიელ!-წამოვხტი და დაუფიქრებლად ჩავეხუტე. ის დაბნეული იდგა და ბოლოს მანაც მომხვია ხელები, ოღონდ ეს უბრალოდ თავაზიანობა იყო და არა ის, რაც მე მინდოდა. ამან გული დამწყვიტა და მაშინვე ჩამოვუშვი მკლავები.
_აქ რას აკეთებ?-მკითხა გაკვირვებულმა. თავი დავხარე.
_შენ გეძებდი.
_მე?-პაუზა ჩამოწვა. შემდეგ ნიკაპი ამაწევინა და თვალებში ჩამაცქერდა.
_ჰო. მინდოდა რაღაც მეთქვა.
_რა უნდა გეთქვა?-ვგრძნობდი უკვე მეთამაშებოდა. მეთამაშებოდა, როგორც კატა თაგვს, რომელიც კუდით უჭირავს და მაინც აიძულებს გაიქცეს.
_დამავიწყდა,-ვთქვი გაბუტულივით. მას გაეცინა, წავიდა და დიდ ლოდზე ჩამოჯდა. ალბათ ტყეში არ მოქმედებდა საზოგადოებაში მიღებული ეტიკეტი, რომელიც კაცებს ფეხზე მდგარი ქალბატონის თანდასწრებით ჯდომას უკრძალავდა.
_როგორ მიპოვე? გაიგონე როგორ გეძახდი?
_დიახ და სხვათაშორის ისიც გავიგონე ავაზაკი როგორ მიწოდე...-ავილანძე.
_პასუხი რატომ არ გამეცი? მეგონა დავიკარგე და ვეღარასდროს გნახავდი... ვეღარც შენ და ვეღარც სხვებს...-დავამატე სასწრაფოდ.
_მე უკეთესი კითხვა მაქვს: მომავალი მონაზონი რატომ დაძრწის ტყე-ღრეში ვიღაც კაცის საძებნელად?-სერიოზული ხმა ჰქონდა, მაგრამ იღიმოდა, მხოლოდ პირით, თვალები ყურადღებით მაკვირდებოდნენ. გულისცემა გამიხშირდა, ვგრძნობდი, რომ გადამწყვეტი მომენტი მოვიდა, რომ ახლა ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული და თუ არ მინდოდა ბლექბორნიც დამეკარგა სხვა ჩემთვის ძვირფას ადამიანთა შორის, გულახდილობა უნდა გამომეჩინა და არ უნდა მელაპარაკა ჯიბრით ან სიამაყით. ამიტომ როცა პასუხი გავეცი საკუთარი ხმა ძალიან მეუცხოვა
_იქნებ იმიტომ, რომ მონაზონობა გადაიფიქრა? იქნებ ის ვიღაც კაცი უფრო მეტია მისთვის, ვიდრე უბრალოდ „ვიღაც კაცი“?-სახე დაუსერიოზულდა და თვალმოუშორებლად დამიწყო ყურება, ვხუმრობდი თუ რა იყო ეს?
ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა.
_მაშინ რატომ უარყოფდა იმ ვიღაც კაცს მთელი ეს დრო? რატომ არ აძლევდა უფლებას ყვარებოდა და რატომ იყენებდა მას საკუთარი მიზნებისთვის?
_ალბათ იმიტომ, რომ თვითონაც არ ესმოდა ყველაზე მთავარი... რომ... უყვარდა ის და მის გარეშე ბედნიერი ვერ იქნებოდა...-გავჩუმდი და გავოცდი, ეს მე ვიყავი? მე ვთქვი? სიყვარულში გამოვუტყდი კაცს? მე არ ვიყავი ის, ვინც ენს ტუქსავდა საროუს მიმართ ყურადღების გამომაჟღავნების გამო? მე არ ვიყავი ელიზას საყვარელ კაცთან შეხვედრა იმის გამო რომ ავუკრძალე, რომ მისი თანდასწრებით ვერ იკავებდა თავს სითბო არ გამოემჟღავნებინა? ახლა კი ვიდექი და...
დენიელიც ჩემსავით გაოგნებული იყო ჩემი სიტყვებით.
_ეს სიმართლეა?-მკითხრა წარბშეკრულმა.-მე შევეგუე, რომ არ გიყვარვარ და შენი გზა გაქვს. აღარ მინდა ხელმეორედ გადავიტანო ყოველივე.
_ნუთუ ფიქრობ, რომ ამდენად ქარაფშუტა ვარ და ყოველ წამს ვიცვლი აზრს? მაშ, შეეგუე, რომ არ მიყვარხარ და ბრძოლა უბრალოდ შეწყვიტე? მართლა გადაერთე სხვა ქალებზე და სრულიად აღარ გაინტერესებ?-გული ყელში მომებჯინა, თვალები ამიცრემლიანდა, ზურგი ვაქციე და გავიქეცი, მაგრამ ის დამეწია, მკლავში ხელი ჩამავლო და მომაბრუნა.
_სულელო, რამ გაფიქრებინა...-ჩურჩულით მითხრა და ტუჩებზე დამეკონა...
კოცნა სწრაფად შეწყდა, გაბრუებულმა გამოვწიე თავი. თავდახრილი წავედი იმ ქვისკენ, სადაც ცოტა ხნის წინ თვითონ იჯდა და ჩამოვჯექი, ისიც მომყვა და გვერდით მომიჯდა დიდ ლოდზე.
_მაშინ ამიხსენი, რატომ იქცეოდი ასე? რატომ მომეცი ის წყეული საბუთები, როცა შეგეძლო დაგეხია და ამით ჩაიშლებოდა ჩემი გარიგება ეპისკოპოსთან? რატომ არ მითხარი ყვირილით, რომ არასდროს მომცემდი ნებას მონაზონი გავმხდარიყავი? რატომ გხედავდი ელეონორთან თუ მე გიყვარდი?
_პასუხი ძალიან მარტივია, მერიენ, მინდოდა თავად მიმხვდარიყავი იმას, რაც მე შენზე ადრე მივხვდი, შენ კი გააზრებულიც არ გქონდა. მინდოდა მიმხვდარიყავი, რომ გიყვარდი. ჯიუტი ქალი ხარ და ვიცოდი დაძალებას, ხვეწნა-მუდარას აზრი არ ექნებოდა და თუ საბუთებს დავხევდი ეს ხელს არ შეგიშლიდა, სხვა გზას მოძებნიდი ან მე დამადანაშაულებდი. მინდოდა თავად გაგეკეთებინა არჩევანი და მიმხვდარიყავი რა გინდოდა სინამდვილეში,-პასუხმა დამაკმაყოფილა. სათქმელი რა მქონდა, დენიელი უკეთესად მიცნობდა, ვიდრე მე ვიცნობდი საკუთარ თავს. ხელი მომხვია და ძლიერად ჩამიხუტა. მეც მივეკარი და გაყურსულმა დავუგდე ყური მის გულისცემას. ეს იყო სიმშვიდის წუთი. როცა არაფერი არ მაწუხებდა და მინდოდა დრო გამეჩერებინა.
_სანაპიროზე რომ დამტოვე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სამუდამოდ დაგკარგე და... გული მეტკინა. საშინელება იყო...-დავიჩურჩულე მის მკერდს მიყრდნობილმა.
_ასეც იყო. სეირნობისას გითხარი, რომ მიყვარდი, შენ კი დავბრუნება მომთხოვე და მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა აღარასოდეს მოგკარებოდი. შემდეგ კი შენი ხმა მომესმა ტყეში, მაგრამ მეგონა რომ მართლა მომესმა და არ გამოგხმიანებივარ.
_მეგონა დავიკარგე და შემეშინდა... იცი ტყეში რაღაც ცხოველი ვნახე! ცხენი დაფრთხა და აქეთ გამოიქცა. აჯობებს სწრაფად დავბრუნდეთ დანარჩენებთან, ხომ შეიძლება აქაც იყვნენ მტაცებლები და ცხენები დააშავონ?
_კარგი. იქით წავიდეთ საიდანაც შენ მოხვედი. ჩემი ცხენის კვალს ვერ გავყვებით, უკვე რამდენჯერმე გადავიარე ერთი და იგივე ადგილები.
ოდნავ მოშორებით საბალახოდ გასული ცხენები მოიყვანა და ჯერ მე დამეხმარა ამხედრებაში, შემდეგ თავადაც მოახტა ცხენს.
ჩემი ცხენის კვალს მივყვებოდით და ყურადღებით ვაკვირდებოდით ყველაფერს, რომ გზა არ აგვბნეოდა. დენიელი რამდენჯერმე ჩამოვიდა ცხენიდან და კარგად დააკვირდა ნაკვალევს. ერთი ასეთი შემოწმების შემდეგ, სევდიანი მზერა მომაპყრო და ჩავარდნილი ხმით მითხრა:
_დავიკარგეთ...




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - შაბათი, 2011-03-26, 1:45 PM

bachia_bachia555თარიღი: შაბათი, 2011-03-26, 5:28 PM | შეტყობინება # 274

206
19  +
33  ±
   ±
Offline
hoi bednierebaa happy ra kargia ro sherigdnen happy

elle____თარიღი: შაბათი, 2011-03-26, 5:33 PM | შეტყობინება # 275
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
woooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooowwwwwwwwwww cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry udzlieresiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii taviaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa happy happy happy happy happy happy happy happy happy happy happy vaime vaimeeeeeeeeeeee rogor mixariaaaaaaaaaa ^^^^ cudad var uukve, merienis magivrad me ufro mixaria vigas axsovs "is" happy happy happy happy happy auuu rogor damtavrdaguli gamiskdaaaa surprised surprised surprised cry cry cry cry cry cry cry male ra axali taviii ^^^^


RoB-dOdთარიღი: შაბათი, 2011-03-26, 5:44 PM | შეტყობინება # 276

572
28  +
48  ±
   ±
Offline
ra sayvareli tavi iyoo kacooo happy cry dzlivs ar utxra smile magram shen iseti intrigani xar didi xani ar iqnebian eseni sheyvarebulebiii:D boloshii biggrin biggrin happy sayvareli

I Hate This FuCkinG Life <3

★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-03-26, 6:02 PM | შეტყობინება # 277
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
ვაიმე რა მაგარი თავი იყო გადავირიე biggrin biggrin გამიხარდა რომ შერიგდნენ ძაან საყვარლები არიან happy happy happy happy ბოლოში ძაან ინტრიგულად დაამთავრე და მაგრად მაინტერესებს რა მოხდება მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს happy happy


♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-03-26, 9:00 PM | შეტყობინება # 278
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime ra sayvareli tavi iyoo happy happy happy dzaan sayvarlad gewera yvelaferi, merienis sityvebi ki umagresi iyo. yochag an, martla unichieresi xar! dzaan tbili tavi iyo, momewona love bolom ki daglija biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2011-03-27, 1:37 PM | შეტყობინება # 279
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

გზააბნეულნი

_რატომ გგონია?-ვკითხე შეშფოთებულმა.
_ჯერ ერთი, ამ ადგილას უკვე რამდენჯერმე გავიარე გზის ძებნაში შენს მოსვლამდე და ვცნობ, მეორეც, შეუმჩნევლად გადმოვედით ჩემი ცხენის ნაკვალევზე და აწინ უკან დაბრუნებასაც არ აქვს აზრი, ყველა ნაკვალევი ერთმანეთში იქნება არეული. ახლა ჩემს განვლილ გზაზე მივდივართ და მალე ისევ იმ ნაკადულთან დავბრუნდებით.
_სხვა მხარეს რომ წავიდეთ? სადმე ხომ ექნებოდა ამ ტყეს ბოლო?
_ჰო, მაგრამ უცნობია რამხელაა თვითონ ტყე. რამდენიმე დღე რომ დაგვჭირდეს ტყიდან გასასვლელად?
_რამდენიმე დღე?-თვალები გამიფართოვდა.-ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიჩქაროთ!-ცხენი გავაჭენე, დენიელიც მოთავსდა ცხენზე და დამედევნა. მოგვიანებით ვერ ვიხსენებდი, როგორ მოვახერხე, რომ იმავე ნაკადულთან აღმოვჩენილიყავი, რომლიდანაც დავიწყეთ გზის ძიება. უკან გამოვბრუნდით და ახლა სხვა მხარეს გავაჭენეთ ცხენები. საშინელება იყო. უკვე საღამოვდებოდა, ჩვენ კი ჯერ ისევ ტყეში ვიყავით, ათასი ჯურის მტაცებლებთან ერთად. მაკანკალებდა იმის წარმოდგენაზე, რომ აქ მოგვიწევდა ღამის გათევა. ყურებჩამოყრილი ცხენები უხალისოდ მიიკვლევდნენ გზას დაბურულ ტყეში და როცა მივხვდით, რომ სიარულს აზრი აღარ ჰქონდა და დრო იყო დაგვესვენა, პატარა ნაკადულის პირას დავბანაკდით. ცხენები მივუშვით, კოცონისთვის შესაფერისი ადგილი შევარჩიეთ და შეშის შესაგროვებლად ახლო-მახლო წავედით. სხვადასხვა მხარეს მივდიოდით, ამიტომ მეშინოდა და ვცდილობდი შორს არ წავსულიყავი. ხის დამტვრეული ტოტები ვერა, მაგრამ სამაგიეროდ ველური მაყვლის ბუჩქები ვიპოვე და შეგროვება დავიწყე. კაბის გარეთა ფენა წამოვიწიე და მოკრეფილი კენკრა იქ დავაგროვე. უკან რომ დავბრუნდი, დენიელი უკვე ცეცხლს ანთებდა, ჩემგან განსხვავებით ბლომად მშრალი შეშა ეპოვა.
_მადლობა ღმერთს! უკვე ვფიქრობდი, რომ დაიკარგე!-გულზე მოეშვა ჩემს დანახვაზე.
_შეშა ვერა, მაგრამ ნახე რა ვიპოვე!-მივედი და დიდი ხის მორზე ჩამოვჯექი კოცონის სიახლოვეს და მოგროვებული მაყვალი დავანახე. ცეცხლი აგიზგიზდა, ბლექბორნი გვერდით მომიჯდა და მაყვალს დახედა გაღიმებულმა.
_კაცები სანადიროდ დადიოდნენ, ქალები ტყის ხილს და კენკრას აგროვებდნენ... დროა ქვის დიდი ლოდი ვიპოვო და ნადირობა დავიწყო?-მითხრა სიცილით.
_არა, დროა დავისვენოთ, ხვალ კი გზას განვაგრძობთ და აუცილებლად ვიპოვით ტყიდან გასასვლელს, ხომ მართალია?-მან სითბოთი სავსე მზერით დამიქნია თავი. მაყვალი ავიღე, სული შევუბერე მტვრის გასაცლელად და ტუჩებთან მივუტანე.

დილას ჩიტების საამო ჭიკჭიკმა გამაღვიძა. ცხენთან ახლოს კოცონთან მეძინა მის თბილ სხეულს მიყრდნობილს, ზემოდან კი ბლექბორნის ფრაკი მეფარა. კოცონი მინავლებულიყო. მახსოვდა ბლექბორნიც შორი-ახლოს იწვა, მაგრამ იქით რომ გავიხედე, ვერ დავინახე და შევშფოთდი. შემდეგ მისი ცხენის ფრუტუნის ხმა მომესმა და ნაკადულთან დახრილიც დავინახე- პირს იბანდა.
_როგორ გეძინა, მზეთუნახავო?-მკითხა ღიმილით, როცა მობრუნდა და დამინახა როგორ ვუყურებდი.
_გულახდილად გითხრა?
_არა.
_მაშინ მშვენივრად მეძინა! დროა გზა განვაგრძოთ?-თავი დამიქნია. წამოვდექი, ფრაკი დავუბრუნე, პირზე წყალი შევისხი, გავგრილდი, ამასობაში დენიელმა ცხენები შეკაზმა და გზაც გავაგრძელეთ.
_ერთი სული მაქვს ამ ტყიდან როდის გავალთ, მაგრამ მაინც მსიამოვნებს რომ ერთად ვართ... მარტონი... ჭორიკნების, ორგულების და შურიანების გარეშე. მიყვარხარ და ბედნიერი ვარ, რომ შენთან ვარ, თუნდაც... თუნდაც ვერ გააღწიოთ აქედან,-ვუთხარი გულწრფელად.
_აუცილებლად გვაღწევთ, ნუ შეგეშინდება, გთხოვ. აი, ნახავ, როგორ სიცილით გავიხსენებთ ჩვენი ტყეში დაკარგვის ამბავს. მალე გავაღწევთ ნუ შეგეშინდება...-მიპასუხა მან, მაგრამ სანამ სიტყვას დაასრულებდა უცნაური ხმა მოგვესმა. ეს იყო გასროლის ხმა, ოღონდ ძალიან შორს. ორივენი გავირინდეთ.
_ადამიანები!-წამოვიძახეთ ორივემ და იქით გავაჭენეთ ცხენები, საიდანაც ხმა მოდიოდა, მაგრამ ხმა აღარ განმეორებულა და იმედი მალევე მიგვენავლა.
_ჩემი კარაბინი რომ წამომეღო...-სიმწრით ჩაილაპარაკა დენიელმა.
_კარაბინი არა, მაგრამ ხმა ხომ გვაქვს?-ვუპასუხე და ყვირილი მოვრთე.-გვიშველეთ! აქ ვართ! დაგვეხმარეთ!-თან ცხენებს მივაჭენებდით, მაგრამ არც ვინმეს ხმა გაგვიგია და აღარც თოფის ხმა.
მანამ ვიარეთ, სანამ მზე პირდაპირ ჩვენს თავზე დაიწყებდა ხეებს შორის ნათებას და ქანცი არ გაგვწყდებოდა ცხენებზე ქანაობისგან. შემდეგ ცხენები მივუშვით და ხის ძირში ჩამოვსხედით.

_ამაღამაც აქ რომ მოგვიწიოს დარჩენა რა უნდა ვქნათ?-ვხვდებოდი უკვე წუწუნს ვიწყებდი და ჩემი თავი მაღიზიანებდა, მაგრამ თავს ტყვედ ვგრძნობდი და განთავისუფლება თუ მეჩქარებოდა, რა გასაკვირი იყო?
_დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, მე ვიზრუნებ შენზე,-ძლიერად ჩამეხუტა.
_მიყვარხარ,-ვუჩურჩულე ყურში.
_ხშირად გამიმეორე, თორემ დაჯერება მიჭირს,-მითხრა ღიმილით.
_ყოველ წუთს, ყოველ წამს გაგიმეორებ და...
_ჩშშშ,-თქვა უცებ და ყური მიუგდო. მეც გავიყურსე. ცხენის ფლოქვების ხმა იყო!
_ჰეი! აქ ვართ!-ბოლო ხმაზე დაიძახა ბლექბორნმა და ფეხზე წამოხტა.-აქ მოიცადე! მითხრა მე და თვითონ იქით გავარდა, საიდანაც ხმა მოდიოდა. მე მორჩილად დავრჩი ცხენებთან და მის მოსვლას დაველოდე. ვუყურებდი როგორ ძოვდნენ ცხენები, რომ როგორმე დრო გამეყვანა. მინდორზე მზის შუქის ლამაზ ფერად დაცემას ვუყურებდი და თან ვაყურადებდი. დრო გადიოდა, ის კი არ ჩანდა! იქნებ ისე შორს წავიდა, რომ გზას ვეღარ აგნებს? ხომ არ დავიძახო?
მაგრამ სულ მალე ლაპარაკის ხმა მომესმა და ხშირი ტევრიდან ჯონათან საროუ გამოვიდა, რომელსაც ჩემს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა და სიხარულით გამოექანა.
_მთელი ტყე გადავჩხრიკე თქვენს ძებნაში, მერიენ! ო, როგორ მიხარია, რომ საღ-სალამათს გხედავთ! მადლობა ღმერთს! ვერც წარმოიდგენთ, როგორ ვღელავდი თქვენზე! -მოვიდა და გადამეხვია. ასე ძალიან არასდროს გამხარებია მისი ქედმაღლური და ამავდროულად სასაცილო სახის დანახვა.
_მადლობელი ვარ, მისტერ საროუ! თქვენ მე მიხსენით! ჩემი გადამრჩენელი ხართ და ალბათ თქვენი ვალიდან ვერასდროს ამოვალ... მაგრამ სად არის მისტერ ბლექბორნი?-დავამატე ბოლოს, რადგან ტყიდან უამრავი კაცი გამოვიდა, ბლექბორნი კი არ ჩანდა.
_ბლექბორნი ჩემმა ბიჭებმა დაიჭირეს. ნუ გეშინიათ! სათანადოდ დაისჯება! უახლოეს ქალაქში ჩამოვახრჩობინებ! ამ საქმეს თავად მივხედავ, თქვენ ნურაფერზე იღელვებთ, მთავარია, რომ და ცოცხალი ხართ! ყველაფრის მიუხედავად...-თქვა შემდეგ ოდნავ ორჭოფობით და დარცხვენით.-მე მაინც ბედნიერი ვიქნებოდი, თუ... ვიცი, აქ ამის ადგილი არ არის, მაგრამ... ბედნიერი ვიქნებოდი, თუ თქვენი მეუღლეობის პატივს დამდებდით...-მე გაშტერებული ვუსმენდი მის ლაპარაკს და იმ მომენტში, როცა ტანზე დამხედა, მეც დავიხედე და ტყეში ჭენებისგან ბოლოებზე შემოფლეთილი, მიწაზე ძილისგან გაჭუჭყიანებული და მაყვლისგან დასვრილი კაბა დავინახე. ის ლაპარაკს აგრძელებდა და მე უფრო და უფრო ბნელ გვირაბში შევდიოდი. რა აბდაუბდას ბოდავდა? ვინ დაიჭირეს და ვინ უნდა ჩამოეხრჩოთ?
_მაპატიეთ, მაგრამ ვერაფერი გავიგე!-ვუთხარი დაბნეულმა.
_ახლახანს ცოლობა გთხოვეთ.
_უარს გეუბნებით!-ვუთხარი წარბშეუხრელად და პაუზის გარეშე გავაგრძელე.-მაგრამ არ მესმის მანამდე რა აბდაუბდას ლაპარაკობდით? ვინ დაიჭირეთ?
_ლორდი ბლექბორნი, რა თქმა უნდა,-ტევრიდან ხელებშეკრული, მაგრამ მაინც მოფართხალე ბლექბორნი გამოიყვანა სამმა კაცმა.
_თქვენ რა, სულ გაგიჟდით? ახლავე გაანთავისუფლეთ!-დავიკივლე ისტერიულად. ჯონათანი გააოცა ჩემმა საქციელმა.
_თქვენ ახლა აღელვებული ხართ, არც კი გესმით რას ამბობთ! გინდათ ის კაცი გავანთავისუფლო, ვინც გაგიტაცათ და ვინ იცის კიდევ რა დაგიშავათ?
_გამიტაცა? ასეთი სისულელე საიდან მოგივიდათ თავში? ო, ღმერთო ჩემო, ახლავე გაანთავისუფლეთ!-ბლექბორნს მივვარდი და თავად დავუწყე ხელების შეხსნა, მან მაშინვე შეწყვიტა ლანძღვა, რომლითაც ტევრიდან გამოყვანის მერე იყო დაკავებული. კაცები, რომლებიც მას აკავებდნენ და ყოველ გაბრძოლებაზე ბოჭავდნენ, გადამეღობნენ და საროუს მიაჩერდნენ ბრძანებს მოლოდინში, მეც მას შევხედე გააფთრებული მზერით. მან ოდნავ დააქნია თავი და ბლექბორნიც მსწრაფლ გაანთავისუფლეს. დენიელმა დაბუჟებული მაჯები მოისრისა და საროუს მიეჭრა.
_ამისთვის პასუხს აგებ, საროუ! დუელში გიწვევ ჩემი წესიერების ეჭვქვეშ დაყენებისთვის!




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - კვირა, 2011-03-27, 1:39 PM

☆AnasteishA☆თარიღი: კვირა, 2011-03-27, 1:41 PM | შეტყობინება # 280
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
მადლობა ყველას!!! heart heart heart heart lips lips lips lips lips lips love


★Gvanca★თარიღი: კვირა, 2011-03-27, 1:52 PM | შეტყობინება # 281
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
როგორც ყოველთვის შესანიშნავი თავი იყო happy happy . აუ ეს საროუ ნერვებს მიშლის რა როგორ მოუვიდა თავში რომ მლექმორნმა გაიტაცა მერიენი. მიხარია მერიენმა უარი რომ თქვა მონაზვნობაზე და კიდევ საროუს ცოლობაზეც . ყოჩაღ უნიჭიერესი ადამიანი ხარ lips lips


E:)B:)თარიღი: კვირა, 2011-03-27, 2:02 PM | შეტყობინება # 282

106
17  +
63  ±
   ±
Offline
ani dzalian kargi tavi iyooo happy happy chemi bleqborni :*:*:* am sarous ver vitan ra nervebs mishlis angry angry :D:D ai dzalian dzalian magrad wer da es nawarmoebi wina orivit arashveulebriviaa :):) :*:* velodebi shemdeg tavss :):) :*:*

RoB-dOdთარიღი: კვირა, 2011-03-27, 4:48 PM | შეტყობინება # 283

572
28  +
48  ±
   ±
Offline
happy dzalian sayvareli tavi iyo mara boloshi?? ox sarouuu angry biggrin chemi bleqborni happy smile ar momewona ragac duelshi ro gamoiwvia sad rame ro mouvides sad und a wavide cry

I Hate This FuCkinG Life <3

bachia_bachia555თარიღი: კვირა, 2011-03-27, 5:53 PM | შეტყობინება # 284

206
19  +
33  ±
   ±
Offline
vaime utvino sarou... dry tu sadme davicher metviton davaxrchob dry biggrin merienic ra qaliaa biggrin
ra sayvarlat utxra uarii colobazee biggrin biggrin

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-03-28, 0:46 AM | შეტყობინება # 285
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaimee! ra magari tavi iyoo! ra sayvarlebi ariaan happy ai saroum ki momishala nervebi da tan sashinlad. ra idiotia! degenerati! ara, tan ro eubneba chamovaxrchobto da mere uceb colad gamomyevio! tavxedi! ai bolo ki ragac dadzabuliaa, nu ra tqma unda deniels araferi mouva, magram ai im sarous imedia mokvlit ara, magram kargad ki scems biggrin axali tavi rodis iqneba chemo nichiero? kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ძებნა: