ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
კონტრა ეშმაკთან

mileyთარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 7:55 PM | შეტყობინება # 241

93
17  +
31  ±
   ±
Offline
vaime ra momentze gacherda gaagrzele male sad sad sad sad sad sad sad sad


E:)B:)თარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 8:06 PM | შეტყობინება # 242

106
17  +
63  ±
   ±
Offline
vaime ra kargi tavi iyooo happy happy happy magram es merieni nervebs mishlis raaa cry cry cry cry chemi bleqborni rogor mecodeba, uyvars merieni da es kide rogor civad eqceva... kargia axali tavi xval tu iqneba velodebi moutmenlad :*:*:*

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-03-12, 3:44 PM | შეტყობინება # 243
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

სიმტკიცის სიმწარე

წამის მეასედში ბლექბორნი მაგიდასთან გაჩნდა, საბუთები დაახეთქა და ენითაუწერელი გააფთრებით მომაჩერდა.
_მის მერიენ, ამიხსნით რას გულისხმობთ?
_მე... მე...-მისი გამომეტყველება მაბნევდა. ასეთ გააფთრებას არ ველოდი. შეცბუნებულმა გადავხედე ეპისკოპოსს, რომელმაც საბუთებზე ხელმოწერას დახედა და სრულიად ჩვეულებრივი ხმით წარმოთქვა ჩემს ნაცვლად:
_მისტერ ბლექბორნ, მერიენ სტრატფორდი აპირებს მონაზვნად აღიკვეცოს.
_გმადლობთ!-გამოვცერი კბილებს შორის და ბლექბორნს მივუბრუნდი.-დენიელ, გთხოვთ გრძნობები დაიოკოთ და ჩემს გადაწყვეტილებას პატივი სცეთ!-რამდენიმე წამს უხმოდ მიყურებდა თვალებში, თითქოს რაღაც სანუგეშოს ეძებდა მათში. შემდეგ ეპისკოპოსს მიუბრუნდა სწრაფად და უთხრა:
_ხომ არ ინებებდით მისაღებ ოთახში გადაბრძანებულიყავით სანამ მე მის სტრატფორდს დაველაპარაკები?-მის ხმაში იმდენი ძალაუფლება იგრძნობოდა, რომ ეპისკოპოსს უარის თქმა ალბათ არც უფიქრია. დანანებით მოათვალიერა გაშლილი სუფრა, სანამ ბლექბორნის ზარის ხმაზე ერთ-ერთი მსახური შემოვიდოდა და ეპისკოპოსს გზას უჩვენებდა. კარი რომ გაიხურეს ბლექბორნი სკამზე დაეხეთქა. თავდახრილი იჯდა რამდენიმე წუთს, მეც წყნარად ჩამოვჯექი მის წინ და დაველოდე როდის ამოიღებდა ხმას.
_რამდენი ხანია რაც ეს გადაწყვიტეთ?-თავაუღებლად მკითხა.
_მას შემდეგ, რაც პოპლარჰოლი დატოვეთ,-ისევ სიჩუმე ჩამოწვა, შემდეგ უცებ თავი აიღო და თვალებში შემომხედა. მომეჩვენა, თითქოს თვალებში რაღაცამ გაიბრწყინა, ნუთუ ცრემლმა?
_ჩემზე საერთოდ არ გიფიქრიათ? ჩემს გრძნობებზე?-სრულიად მშვიდად და აუღელვებლად მკითხა. სანამ პასუხს გავცემდი, კარგად მოვიფიქრე. მთელი ამ დროის განმავლობაში მისი მზერა ჩემზე იყო მოპყრობილი.
_მისტერ ბლექბორნ, თქვენ უბრალოდ გატაცებული ხართ ჩემით, რაც მალე გაგივლით. მე არ მჯერა სიყვარულის მარადიულობის, ხანმოკლე სიამე კი მეტისმეტად მსუბუქია ჩემთვის. მასზე დროის დაკარგვა არ ღირს. ღვთის სიყვარული ერთადერთია, რაც არასდროს კვდება.
_ნუთუ ყველა, ვისაც ღმერთი უყვარს მონასტერში უნდა წავიდეს?
_არა, მაგრამ მე ასე გადავწყვიტე.
_ამით ყოველგვარ იმედს მართმევთ.
_იქნებ ასე სჯობს. ამგვარად ისეთ საქმეს არ წამოიწყებთ, რომელსაც ცხადია, რომ კეთილი ბოლო არ ექნება.
_კეთილ საქმედ მიგაჩნიათ ადამიანის გამოყენება? თქვენ ხომ მართლაც უბრალოდ გამომიყენეთ? თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე მარიონეტივით მათამაშებთ.
_არა, ცდებით... თქვენ სწორად ვერ გამიგეთ...-ღაწვებზე მხურვალება ვიგრძენი.
_გადაწყვეტილება საბოლოოა? არ არსებობს მცირედი შანსი, რომ შეცვლით?-გამაწყვეტინა უსულგულოდ.
_მე უკვე მტკიცედ გადავწყვიტე,-ოდნავი ეჭვის გარეშე ვთქვი. ის ცოტა ხანს კიდევ მიცქერდა თვალებში. მისი მზერის ყურებისას უკვე შიში შემეპარა, გადავწყვიტე, რომ საბუთებს დახევდა და ჩემს წვალებაზე იხალისებდა, როცა ეპისკოპოსი უარს განმიცხადებდა დახმარებაზე. მაგრამ არა, მან მშვენივრად აიყვანა თავი ხელში, მშვიდი გამომეტყველება მიიღო, ფეხზე წამოდგა და მითხრა:
_კეთილი, თქვენი ნებაა,-შემდეგ ზარი დარეკა და ეპისკოპოსის დაბრუნება ბრძანა.
_მომიტევეთ თქვენო უწმინდესობავ, მგონი საკმაოდ უხეშად გამომივიდა წეღანდელი საქციელი, ნერვებმა ამიტანა. გთხოვთ მომიტევოთ,-უთხრა, როცა მოხმობილი ოთახში შემონარნარდა.
_მომიტევებია, შვილო ჩემო,-დაზეპირებული ფრაზა გაიმეორა და სუფრას მიუჯდა.
ვახშამმა თითქმის უხმოდ ჩაიარა. მხოლოდ ეპისკოპოსი ხმა ისმოდა ხანდახან და მის სიტყვებზე ბლექბორნის უხალისო, მოკლე პასუხები. მე უმადოდ ვიღეჭებოდი რაღაც სალათას და დროის გასვლას ველოდი, რომ წავსულიყავი. ბლექბორნი საკუთარ თეფშს დაჰყურებდა და გარშემო არაფერს არ იმჩნევდა. ეპისკოპოსი კი ყბების რიტმული მოძრაობის პარალელურად ხან მე გადმომხედავდა, ხან ბლექბორნს, ხან ხელმოწერილ საბუთებს.
ყველაზე ბოლოს ეპისკოპოსი მორჩა ჭამას და გამოაცხადა:
_დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, მისტერ ბლექბორნ! დროა რეზიდენციაში დავბრუნდე, სადაცაა მწუხრის ლოცვები დაიწყება. შენი ნახვაც ძალიან გამეხარდა, მის სტრატფორდ, ლონდონში გამგზავრებას რომ გადაწყვეტთ, შემატყობინეთ.
_დიახ, აუცილებლად,-ფიქრებში გართულმა ვუპასუხე.
_მშვიდობით ბრძანდებოდეთ!-თქვა, საბუთებს კიდევ ერთხელ დახედა და კარისკენ გაემართა.
_ერთი წუთით!-წამოიძახა უცებ ბლექბორნმა და თავი ასწია. ეპისკოპოსი მობრუნდა. დენიელმა ახლაღა მიაპყრო მზერა.-ეს გრჩებათ!-ანიშნა საბუთებზე. წამოდგა და საბუთების აღების დროს ერთხელ შემავლო თვალი, სანამ ეპისკოპოსს გაუწოდებდა. მან სიხარულით გამოართვა. დალოცა და კარი გამოაღო.
მეც მაშინვე დავტოვე ფორსეიქენჰოლი. მასპინძელს თავაზიანად გადავუხადე მადლობა (მისგან კი პასუხად სრული უარყოფა მივიღე, თითქოს არც ესმოდა ჩემი ხმა) და გარეთ გავედი. ეტლში რომ ავედი, დავინახე როგორ გამოვიდა და უბრალოდ დაიძახა:
_მშვიდობით, მის სტრატფორდ!
ეტლი დაიძრა. რამდენიმე ხანში უკვე სახლში ვიყავი და თვალცრემლიანს მედო თავი ბალიშზე.
დღეები გადიოდა. მთლიანად მამულის საქმეებში ვიყავი ჩაფლული და მეტზე არაფერზე არ ვფიქრობდი. თან მამასა და ენს ვაკვირდებოდი, ვფიქრობდი ღირდა თუ არა მათთვის ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მოყოლა. ვცდილობდი მეწინასწარმეტყველა რა რეაქცია ექნებოდათ მათ.
_მერიენ!-კაბინეტში შემოვარდა ერთ შუადღეს ენი, სადაც მე და მამა საბუთებს ჩავკირკიტებდით.
_რა მოხდა?-თავი ავიღეთ ორივემ.
_ნახე!-ხელში მოსაწვევებს აფრიალებდა ენი, შემდეგ გამომიწოდა. თვალი გადავავლე. რომელიღაც დიდგვაროვანი თავისთან გამართულ წვეულებაზე დებ სტრატფორდებს გვიწვევდა.
_იმედია კარგად გაერთობი!-ვუთხარი სადა ღიმილით და მოსაწვევი დავუბრუნე.
_შენ რა... არ წამოხვალ?-გაოცებულმა მკითხა.
_არა, ენ. ასეთი რამეები აღარ მიზიდავს.
_მერიენ, იცი? მგლოვიარე ბებრუხანას ემსგავსები!-მითხრა გაბუტულმა.-არაუშავს, შენს ნაცვლადაც მე გავერთობი!-მომიგო და გაბრუნება დააპირა, როცა უცებ მამამ თქვა:
_ვერც შენ წახვალ, ენ! მარტო არ გაგიშვებ! ისეთ ასაკში არ ხარ, რომ მარტომ იარო დიდ წვეულებებზე!
_მამა, საროუებთან ხომ დავდივარ მარტოკა? მერე რა მოხდა?
_საროუები ახლოს არიან ჩვენს ოჯახთან! თანაც წვეულებებზე არ დადიხარ! ისღა მაკლია, რომელიმე ჩემს ქალიშვილზე ავი ხმები დაყარონ!
_მამა! გთხოვთ! ნუ იქნებით ასეთი უსამართლო!-მუდარა გაერია ხმაში ენს.
_მორჩი, ენ! ეს საკითხი გადაწყვეტილია! მერიენ, ვერ გავიგე, აქ ეს ნათესები რა შუაშია?-საბუთებს ჩახედა მამამ. მე ენს შევხედე. აცრემლებული და გაბოროტებული მიყურებდა.
_გთხოვ!-მანიშნა ტუჩებით. ვერ გავუძელი მის მზერას და მამას მივუბრუნდი.
_ხომ არ აჯობებს წვეულებაზე წავსულიყავი?-მამამ მაშინვე ამომხედა გაკვირვებული გამომეტყველებით.-ჰო, წავიდოდი და გავიგებდი, სხვა მამულებშიც ასე მცირე მოსავალია, თუ ჩვენი გლეხების ბრალია ყველაფერი. მე და ენი ცოტას გავერთობოდით.
_ახლა არ თქვი, რომ...
_გადავიფიქრე. აჯობებს ყველაფერი დავაზუსტო, იქნებ აჯობებს ჩვენი მოჯამაგირეების უმრავლესობა დავითხოვოთ და სხვები ავიყვანოთ? ყველაფერი უნდა გავარკვიო. ეს წვეულება კი სწორედ რომ შესაფერისი ადგილი იქნება, იქ ხომ უამრავი დიდგვაროვანი მოიყრის თავს.
_კარგი, როგორც იტყვი,-მხრები აიჩეჩა მამამ. მე ოდნავ გავუღიმე და ენთან ერთად გავედი ოთახიდან, რომელიც კარი მოვიხურეთ თუ არა, მაგრად ჩამეხუტა.
_ჩემი ანგელოზი ხარ! გმადლობ!-შეჰკივლა და საძინებლისკენ გავარდა კაბის მოსაზომებლად.
რამდენიმე საათში ეტლში ვიჯექით და წვეულებაზე მივიჩქაროდით.
მოგვიანებით, ხალხში რომ გავერიეთ და ნაცნობებიც მოვიკითხეთ, თავს არ ვუტყდებოდი, რომ ირგვლივ მხოლოდ და მხოლოდ მისტერ დენიელ ბლექბორნის პოვნის იმედით ვიხედებოდი. თუმცა ამაოდ. აქ ვნახე მისტერ ჯონათან საროუ (საერთოდაც საროუების მთელი შემადგენლობა), მის ელეონორ რიჩმონდი, ლედი სოფია ჩესტერ-პიდკოლფი და კიდევ უამრავი დიდგვაროვანი ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, მაგრამ არსად ჩანდა ის.
_მის, შეიძლება გეცეკვოთ?-მომესმა უცებ. მოვტრიალდი და დავინახე, რომ ბლექბორნის მეგობარი ნაითინგეილი ენს უწვდიდა მარჯვენას. ენმა მე გადმომხედა და საცეკვაოდ წაჰყვა. ელვამ დამიარა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, თუ ნაითინგეილი აქ იყო, ისიც აქ იქნებოდა და მე ალბათ უკანასკნელად ვნახავდი. ბოდიშს მოვუხდიდი და ადამიანურად დავემშვიდობებოდი. კიდევ ერთხელ მიმოვიხედე, არსად არ იყო. შემდეგ ხელმარცხნივ, ჩემთან საკმაოდ ახლოს კედელში დატანებული კარისკენ გავიხედე და დავინახე, რომ ოთახში შემოდიოდა. გული უცნაური სიხარულით ამიჩქროლდა, თითქოს პირველად ვხედავდი მის მომხიბლავ სახეს და შავ თმას. ნაბიჯი გადავდგი მისკენ, რომ გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ მან არც შეიმჩნია ჩემი იქ ყოფნა, და გულგრილი გამომეტყველებით ჩამიარა...




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - შაბათი, 2011-03-12, 5:17 PM

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-03-12, 3:46 PM | შეტყობინება # 244
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
elle____, happy happy შენი ხელით სიკვდილი ერთი სიამოვნება იქნება! biggrin biggrin
miley, cool გავაგრძელე მალე kiss
E:)B:), ა ბატონო ახალი თავი happy მიხარია, რომ კითხულობ და მოგწონს.
ეს კი დავდე მარა ცოტა პატარაა. რას ვიზამთ. ისედაც ძლივს დავდე. შემდეგი როდის იქნება არ ვიცი, ვიმედოვნებ, რომ მალე happy happy



E:)B:)თარიღი: შაბათი, 2011-03-12, 4:40 PM | შეტყობინება # 245

106
17  +
63  ±
   ±
Offline
AnasteishA martalia patara iyo magram dzalian kargi happy happy happy happy chemi bleqborni surprised surprised sad sad au ra nervebs mishlis es merieni raaa... marto sakutar tavze fiqrobs.. dzalian kargi tavi iyo ani da velodebi shemdges :*:*:*

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-03-12, 5:36 PM | შეტყობინება # 246
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
E:)B:), happy happy happy madlobaaa.
Quote (E:)B:))
au ra nervebs mishlis es merieni raaa... marto sakutar tavze fiqrobs..

ana yvela adamiani ase araa? yvela marto tavis tavze fiqrobs. tanac mxolod imito xom ver iqnebi adamiantan, rom mas uyvarxar? happy vecdebi male davdo shemdegi tavic



E:)B:)თარიღი: შაბათი, 2011-03-12, 5:55 PM | შეტყობინება # 247

106
17  +
63  ±
   ±
Offline
AnasteishA ase martla.... magram mainc nervebs mishlis :D:D:D

★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-03-12, 6:14 PM | შეტყობინება # 248
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
vaime dzaan magari tavi iyo happy happy bleqborni shemecoda sawyali kaci itanjeba merieni kide nervebs mishlis ra dros monazvnobaa ra . dzaan mainteresebs rogor gadaipiqrebs monazvnobas imedia es male moxdeba . ani unichieresi adamiani xar aba velodebi momdevno tavs lips


bachia_bachia555თარიღი: შაბათი, 2011-03-12, 6:16 PM | შეტყობინება # 249

206
19  +
33  ±
   ±
Offline
auf sadacaa guli gamiskdeba cry cry au ar wavides ra eklesiashi tore guli damartyamss cry cry

dodoთარიღი: შაბათი, 2011-03-12, 6:30 PM | შეტყობინება # 250

267
66  +
69  ±
   ±
Offline
girsia,ai mase qondes magas angry
ნაბიჯი გადავდგი მისკენ, რომ გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ მან არც შეიმჩნია ჩემი იქ ყოფნა, და გულგრილი გამომეტყველებით ჩამიარა... <rogor momewona, rao ar mogewona merieen? movrchi buzguns sad }
au meriens sheayvare ra bleqborni codooaaa sad sad sad sad cry shakaleli kacia da naxe ra merieni ra chortebs agdebs surprised sad patara tavi iyo sad

dodoთარიღი: შაბათი, 2011-03-12, 6:32 PM | შეტყობინება # 251

267
66  +
69  ±
   ±
Offline
magram karxi sad

dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-17, 11:47 AM | შეტყობინება # 252

267
66  +
69  ±
   ±
Offline
velodebi cry happy

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-17, 1:36 PM | შეტყობინება # 253
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
შენი ხელით სიკვდილი ერთი სიამოვნება იქნება!

gamocdi shenc icodeeee kiss biggrin :D
ici dzaaaan guli damwyda rom mainc misca sabutebi .. ra gamovida su kidia monazoni gaxdeba tu ara ? : ((( me megona daxevda mainc raa....... aii boloshi rom yuradgebas agar aqcevda eg dzaaan gamixardaaa ^^^^ neta monazoni ar gaxdes da is dabrundes : )) sxva araferi minda tongue tongue tongue cry cry cry cry cry happy happy happy happy happy



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-03-19, 5:27 PM | შეტყობინება # 254
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

ყველაზე საშინელი გრძნობა ამქვეყნად

მთელი საღამო თვალყურს ვადევნებდი დენიელ ბლექბორნს, მაგრამ მისი ყურადღება ვერაფრით დავიმსახურე. სერიოზული გამომეტყველებით მიმოდიოდა სტუმრებს შორის და ხანდახან თუ გამოელაპარაკებოდა ვინმეს. უკვე ენის მოძებნას ვაპირებდი რომ წავსულიყავით როცა დავინახე, რომ ბლექბორნი ღია აივანზე მარტო გავიდა. ბევრი აღარ მიფიქრია, იქით გავემართე. მოაჯირზე დაყრდნობილიყო და უკუნ ჰორიზონტს გაჰყურებდა. ფრთხილი ნაბიჯებით მივუახლოვდი.
_მინდა დაგემშვიდობოთ...-შემპარავი ხმით წამოვიწყე. ის შეკრთა ჩემი ხმის გაგონებაზე, მაგრამ არც მობრუნებულა ისე მიპასუხა:
_მე უკვე დაგემშვიდობეთ...-გუნება წამიხდა. ასეთ უხეშობას ვერ ავიტანდი, როგორმე უნდა მომერბილებინა მისი ასეთი განწყობილება.
_ნუ იქნებით ასეთი მკაცრი,-წამომცდა უნებურად და ჩემს ხმაში საჭიროზე მეტი ნაღველი ვიგრძენი.
_ეს თქვენ ხართ მკაცრი და ულმობელი. მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. მე თქვენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, როგორც თქვენ მთხოვეთ. მე ვერც და არც დაგაძალებთ რაიმეს. გადაწყვეტილება მიღებულია, არჩევანი- გაკეთებული. იქნებ ოდესმე გეწვიოთ კიდეც მონასტერში და გთხოვოთ დამლოცოთ. მშვიდობით ბრძანდებოდეთ!-არც მობრუნებულა ისე მითხრა და მაგრძნობინა, რომ აუდიენცია დამთავრებული იყო. ვიცოდი, რომ ახლა უნდა წავსულიყავი, ჩემი ფეხები მაინც რატომღაც ადგილზე რჩებოდა. ჩემს რაღაც ნაწილს სურდა, რომ განშორების ნაცვლად პირიქით, უფრო მიახლოებოდა მას. მაგრამ მე რადგან ვიცოდი, რომ ახლა უნდა წავსულიყავი, შევბრუნდი და ჩქარი ნაბიჯებით გავშორდი.
სახლში დაბნეული, გაორებული დავბრუნდი. ვერ მივმხვდარიყავი თავმოყვარეობის შელახვის გამო მეტკინა მისი სიტყვები ასე ძალიან, მეცოდებოდა რადგან ვფიქრობდი, რომ გული ვატკინე ჩემი საქციელით თუ სხვა რამ იყო ამ საშინელი გრძნობის მიზეზი. გულზე ლოდივით მაწვა სევდა. ღამითაც კი ვერაფრით დავიძინე. სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ვხედავდი. თუმცა რას ვიპოვიდი? მე ხომ იმასაც ვერ ვხვდებოდი რაში იყო პრობლემა. ბოლოს გადავწყვიტე, რომ რაც არის არის, ბლექბორნი უბრალოდ უხეში ადამიანია და ჩემი გამოწვეული სულაც არაა მისი ასეთი ქცევა, რომ წავალ მონასტერში და ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად დამავიწყდება. ამგვარად, დიდი ძალისხმევის შედეგად სადღაც კუთხეში მივაყუჩე მოძალებული სევდა.
დიახ, ასე იყო, სანამ ახალ მოსაწვევს მივიღებდით. შემდეგ ისევ მტანჯველმა ფიქრებმა შემომიტიეს, რომ ყველაფერი გამერკვია სანამ შემეძლო, რადგან მონასტერში წასულს უარესად გამტანჯავდა გაურკვევლობა. მკერდის სიღრმეში უცნაურ ჩქროლვას ვგრძნობდი იმის წარმოდგენაზე, რომ კიდევ ერთხელ ვნახავდი ბლექბორნს. ამას დაერთო ენის გაბრწყინებული სახე, რომ კეთილშობილ ჯენტლმენ უილიამ ნაითინგეილს შეხვდებოდა. ფრიად გამახარა იმ ამბავმა, რომ ენი იმ პატივმოყვარე და უღირსი ჯონათანით აღარ იყო გატაცებული. საბოლოოდ, წვეულებაზე ისევ წავედი. ამჯერად არანაირი გეგმა არ მქონია, აღარ ვაპირებდი დენიელს გამოვლაპარაკებოდი და თავი დამემცირებინა, როცა ის უწინდელივით მკვახედ მომახლიდა მწარე სიტყვებს. რომ მცოდნოდა რა მოხდებოდა ამ წვეულებაზე, ან რა მოჰყვებოდა ჩემს ამ სულელურ ნაბიჯს...
ამჯერად მე მივედი დაგვიანებით და დარბაზში შესვლისთანავე მოვკარი თვალი. ძნელი შესამჩნევი არც იყო- ყველაზე ხმამაღლა და ყველაზე მხიარულად იცინოდა. ჩემს მისიას- გამექარწყლებინა მისი (და შესაბამისად ჩემიც) სევდა, ასრულება არ ეწერა, რადგან ზემოხსენებული გასაქარწყლებელი სევდა, უბრალოდ გამქრალიყო.
შორიდან ვუთვალთვალებდი და ყველა ჯენტლმენს თავიდან ვიშორებდი, ვინც კი ერთი მეტრის რადიუსში მომიახლოვდებოდა.
ენს რაღაცას ვეუბნებოდი, როცა უეცრად დავინახე როგორ ჩამიარა გვერდით წყვილმა. ნაცნობმა სილუეტებმა მიიპყრო ჩემი მზერა: ბლექბორნი ელეონორთან ერთად! შეხმატკბილებულნი მიაბიჯებდნენ, ელეონორს ხელკავი გამოედო დენიელისთვის. ალმური მომეკიდა. რას ნიშნავდა ეს ყოველივე? სასწრაფოდ უნდა გამერკვია.
სწორედ ამიტომ დავედევნე მათ და საშინელ სიტუაციაში ამოვყავი თავი. ვრცელი აივნის ერთ-ერთ კუთხეში შევნიშნე წყვილი. ბლექბორნმაც დამინახა, ყურთან თმაზე მიეფერა ელეონორს, რომელიც მაშინვე გაინაბა. დენიელი საკოცნელად დაიხარა მისკენ, თან მე არ მაშორებდა თვალს. ავილეწე. განცდების მთელ ფოიერვერკს ვგრძნობდი. ვხედავდი როგორ უახლვდებოდა მათი ტუჩები ერთმანეთს. მეტს ვეღარ გავუძელი და გამოვბრუნდი. ენის მოძებნის თავი არ მქონდა. ეზოში გავვარდი, ეტლი მოვძებნე, პიტერს ვთხოვე დავეტოვებინე (რომელიც გაოგნებული სახით გამშორდა, ალბათ საშინელი შესახედი ვიყავი) და უხმოდ ავტირდი.
არ ვიცოდი ეს რა იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ ასეთი საშინელი გრძნობა არასდროს დამუფლებია. მხოლოდ მოგვიანებით და ისიც ბლექბორნის დახმარებით მივხვდი, რომ ამას სრულიად ჩვეულებრივი სიტყვა, ეჭვიანობა ერქვა.



bachia_bachia555თარიღი: შაბათი, 2011-03-19, 5:39 PM | შეტყობინება # 255

206
19  +
33  ±
   ±
Offline
idioti kretini bleqborni... dry
Quote (AnasteishA)
ვრცელი აივნის ერთ-ერთ კუთხეში შევნიშნე წყვილი. ბლექბორნმაც დამინახა, ყურთან თმაზე მიეფერა ელეონორს, რომელიც მაშინვე გაინაბა. დენიელი საკოცნელად დაიხარა მისკენ, თან მე არ მაშორებდა თვალს. ა

ai amaze momeshala nervebii angry angry
axal tavze bevri ar malodino kiss
ძებნა: