ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
კონტრა ეშმაკთან

dodoთარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 5:30 PM | შეტყობინება # 226

267
66  +
69  ±
   ±
Offline
vaime es ra tavi damaxvedre a?movklav meriens angry merines ra shen sad sad sad sad ar minda monazoni ro gaxdes da ukve isic agar momwons imaze ro piqrbs..<yochag bleqborn,shensken gadmomigvare ukve>me bleqborni mirchevnia raaaa wink wink wink wink wink ise ra dasamalia da tavidan momewona happy maraaa ai amis mere..ცრემლი არ მომდგომია თვალზე და არც გული დამწყვეტია. მე გადაწყვეტილება მქონდა მიღებული. სენტ ბართლომეს მონასტერში ვაპირებდი წასვლას. angry angry ux ux raa ar gaxdes es monazoni tore movklav>4 angry ara ar movklav miywals da surprised surprised surprised surprised ai xom xedav rogori areuli var es sheni damsaxurebaa qalbatono cry axali tavi

dodoთარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 5:32 PM | შეტყობინება # 227

267
66  +
69  ±
   ±
Offline
uih is rogor gamixardaaa smile smile smile smile happy happy bleqborni ro gamojamrtlelda happy happy smile smile smile yochag piter aii amas qvia siyvaruli biggrin smile happy dry wink surprised

saaaliთარიღი: პარასკევი, 2011-03-04, 9:53 PM | შეტყობინება # 228
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, რასაც ქვია შესანიშნავი თავი იყო.. უბადლო და ლამაზი.. ის გამოჩნდა და როგორც ჩანს მერიენს არც დავიწყებია, მემგონი უფრო პირიქით არის საქმე... მოკლედ ვხვდები რომ მალე რაღაც სერიოზული უნდა მოხდეს, მაგრამ რა ზუსტად ვერ მივხვდი.. მოკლედ ამის გასაგებად ყოველდღე შემოვალ რომ ვნახო ხოლმე შენი ახალი თავებ.. ძალიან საყვარელი და ნიჭიერი ბავშვი ხარ... წარმატებებს გისურვებ happy happy happy

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-03-05, 4:20 PM | შეტყობინება # 229
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
anii, rogorc iqna megirsa da sheni axali tavebi chaviwere ro wavigo da saxlshi mainc wavikitxo. uinternetobis gamo bevri tavi damigrovda, mara ese ufro visiamovneb da arc nervebi damawydeba biggrin imedia male chavirtav nets da mere chemze pirveli vegaravin ver waikitxavs biggrin tongue love love love love love love love love love love love love


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-10, 8:56 PM | შეტყობინება # 230

267
66  +
69  ±
   ±
Offline
biggrin natuka, ox ox aba kiii:D biggrin biggrin axali tavi sad sad sad sad

mileyთარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 2:33 PM | შეტყობინება # 231

93
17  +
31  ±
   ±
Offline
au axal tavs rodesme gvegirsebaa? sad sad sad sad


☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 2:48 PM | შეტყობინება # 232
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ki, ki gegirsebaat. exla vwer da male davdeb.


dodoთარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 5:27 PM | შეტყობინება # 233

267
66  +
69  ±
   ±
Offline
yah smile

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 5:48 PM | შეტყობინება # 234
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

ბრძოლა მიზნის მისაღწევად

არ მინდოდა ჩემი ოჯახის წევრებს მანამდე შეეტყოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, სანამ მე ჩემს პრობლემებს მოვაგვარებდი. შემდეგ შესაფერისს მომენტს შევარჩევდი და ენს და მამას ყველაფერს ვეტყოდი. ამავდროულად განვიხილავდი სხვა ვარიანტსაც: შემეძლო წერილი დამეტოვებინა და ჩუმად გავპარულიყავი ლონდონში. ალბათ მეორეს ვამჯობინებდი, როცა ყველაფერს მოვაგვარებდი, რადგან იმის მიუხედავად, რომ მამა ჩემს ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემდა, შესაძლოა ეს ამბავი იმდენად არ მოსწონებოდა, რომ ოთახში ჩავეკეტე, სანამ ამ „სულელურ“ აზრს თავიდან არ ამოვიგდებდი. ან შესაძლოა ასე არც მოქცეულიყო და თავი შეეცოდებინა, ავადმყოფობა მოემიზეზებინა და სხვადასხვა ხრიკებით დავეტოვებინე. თუმცა ამაზე ნერვიულობა ადრე იყო. ჯერ პრობლემები ელოდნენ გადაწყვეტას.
ერთადერთი ნაცნობი საეკლესიო პირი ჩემთვის საძულველი ეპისკოპოსი ლევენდერი იყო. მისი ერთი სიტყვა და მე ან ფართოდ გამიღებდნენ სენტ ბართლომეს ტაძრის კარს, ან სამუდამოდ დამიხურავდნენ. ვიცოდი ერთი რამ- თუ რაიმეს არ გავუკეთებდი სანაცვლოდ, ეპისკოპოსი ისე არაფრის დიდებით არ გააკეთებდა იმას, რაც მსურდა. ამიტომ შევეცადე მთელი ჩემი გამჭრიახობა მომეკრიბა და მომეფიქრებინა რა სამსახური შემეძლო გამეწია ლევენდერისთვის.
დღეები გადიოდა, მე კი ვერაფერი მომეფიქრებინა. ფული და ფუფუნება ეპისკოპოსისთვის ცდუნება იყო, მაგრამ მე ჯერ არაფერი გამაჩნდა, მამისთვის მემკვიდრეობის მოთხოვნა კი წარმოუდგენელი იყო, თანაც ეპისკოპოსისთვის ფული რომ შემეთევაზებინა, თანხას წარმოუდგენელ სიმაღლეზე აწევდა მხოლოდ ერთადერთი მიზნით- დავემცირებინე მე, როცა ვეტყოდი, რომ ამდენი არ მაქვს და მეხვეწნა, რომ ჩემთვის მისაღებ ფასად გაეკეთებინა ეს საქმე. თანაც ვერ გავრისკავდი და პოპლარჰოლში ვერ მოვიწვევდი. შესაძლოა ჩემი მასხრად აგდება განეზრახა და მამასთვის ეთქვა ჩემი ჩურჩულით განდობილი საიდუმლო. მაშინ ყველაფერი ჩამეშლებოდა. გამოდიოდა, რომ მეთვითონ უნდა ვწვეოდი ეპისკოპოსს თავის ლავრაში, რაც საკმაოდ მოშორებით იყო და დიდ ეჭვს აღძრავდა მისტერ სტრატფორდში.
სწორედ ამ ფიქრებში გართული ვიჯექი მისაღებ ოთახში ბუხართან ხელსაქმით ხელში, იქვე იჯდა ენიც და ხმამაღლა მიკითხავდა რომელიღაც წიგნს.
_მის მერიენ,-ოთახში ელა შემოვიდა, თან ლანგარი მოჰქონდა, რომელზეც წერილი იდო.-მისტერ ბლექბორნისგანაა.
წერილი გაკვირვებულმა ავიღე და მსახური დავითხოვე. გულახდილად რომ ვთქვა, მას შემდეგ, რაც ბლექბორნმა პოპლარჰოლი დატოვა, დიდად აღარც გამხსენებია. დალუქული კონვერტი გავხსენი და სანამ წერილს გავშლიდი შევამჩნიე, რომ ენს კითხვა შეეწყვიტა და ინტერესით მიყურებდა.
_მაინც არ წაგაკითხებ, მასეთი მზერით ტყუილად მიყურებ,-ვუთხარი და ჩამეღიმა. მან რაღაც წაიბუზღუნა და ისევ წიგნს ჩააჩერდა. მე წერილს დავხედე.

„ძვირფასო მერიენ,
არც მესმის როგორ გავძელი ამდენი დღე თქვენს უნახავად. მომიტევეთ ეს კადნიერება. მე დაბნეული ვარ, გონებაარეული. ვერც ვიაზრებ რას ვაკეთებ, რას გწერთ, რას ვგრძნობ. ჩემს გულს ერთადერთი სურვილი გააჩნია- კიდევ ერთხელ გიხილოთ. ეს არ არის მადლიერება, მე უბრალოდ თქვენზე ვარ მიჯაჭვული. გთხოვთ, დამრთეთ ნება, კიდევ ერთხელ გიხილოთ, ნუ უგულვებელმყოფთ. მე ხომ არაფერს ვითხოვ, მხოლოდ მინდა, რომ გხედავდეთ. თქვენს ამაყ, ბანოვანთა დამახასიათებელ შუბლს და ღაწვებს ვუმზირო, თქვენს ელვარე, ბრიალა თვალებს, ალუბლის დარ ტუჩებს... გთხოვთ, მითხარით ერთადერთი სიტყვა და წამსვე თქვენთან გავჩნდები.

დ.ჯ. ბლექბორნი“

_სულ გაგიჟდა!-აღმომხდა. წერილი კონვერტში ჩავჩურთე და ოთახიდან გავვარდი.
_საით?-დამადევნა ენმა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, კარი გავიხურე. ოთახში ასული გაგულისებული ვცემდი ბოლთას. ვფიქრობდი რა მიმეწერა, ან მიმეწერა თუ არა საერთოდ. ბოლო სიარულისგან დაღლილი დავვარდი საწოლზე და ასევე ჩამეძინა.

მეორე საღამოს ისევ მივიღე მსგავსი შინაარსის წერილი და უკვე დავიწყე იმ გზების ძიება, რომლის დახმარებითაც ბლექბორნს ჩამოვიშორებდი. მე ხომ უკვე მონაზვნობა მქონდა გადაწყვეტილი. მართალია ჩემს პატარა ნაწილს სიამოვნებდა მისი ეს სიტყვები, თუმცა დანარჩენი ნაწილი უკვე მონაზვნობისთვის ემზადებოდა და უხამსად მიაჩნდა ასეთი წერილების მიღება. უკვე საპასუხო წერილს ვწერდი, სადაც საკმაოდ უხეში ენით ვუხსნიდი, რომ შეეწყვიტა ასეთი საუბრები ჩემი მისამართით, როცა მის წერილს დავხედე და თვალში მომხვდა სიტყვები „...მიმსახურეთ თქვენი სურვილისამებრ, ოღონდ კი ნუ ამყრით პატივს კიდევ ერთხელ გიხილოთ...“ ჩემი ყურადღება მიიპყრო სიტყვამ „მიმსახურეთ“. იმავ წამს გონებაში გაჩნდა აზრი. შემეძლო ბლექბორნისთვის მეთხოვა მოეწვია ეპისკოპოსი ლევენდერი თავისთან, ასევე ვესტუმრებოდი მეც და ამგვარად ბლექბორნიც კმაყოფილი დარჩებოდა, მე კი ლევენდერს მოველაპარაკებოდი.
მაშინვე საკმაოდ ოფიციალური სტილის მოკლე წერილი დავწერე, სადაც დენიელს ეპისკოპოსი ლევენდერის თავისთან მიწვევას ვთხოვდი და დავძენდი, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში ვეწვეოდი მას და ჩემი ნახვის ღირსად გავხდიდი.
ჯერ კიდევ შუადღე იყო, როცა პასუხი დამიბრუნდა.

„მის მერიენ,
ვერც წარმოიდგენთ რამხელა სიხარული მომანიჭეთ თქვენი წერილით. მას სათუთად შევინახავ სამუდამოდ, რადგან მასზე თქვენმა თითებმა დატოვა უჩინარი ნაკვალევი. მართალია არ მესმის რა მიზნით მთხოვთ ეპისკოპოსის მოწვევას, მაგრამ თქვენი სურვილი ჩემთვის კანონია. თუ ინებებთ ამავე საღამოს მოვიპატიჟებ ეპისკოპოსს ვახშმად. მოუთმენლად ველი თქვენი ხილვის წამს.

დ.ჯ. ბლექბორნი“

პასუხად მივწერე, რომ რაც სწრაფად მოიწვევდა ეპისკოპოსს მით უკეთესი იქნებოდა. მომდევნო წერილი სადილობისას მივიღე. ბლექბორნი მწერდა, რომ ეპისკოპოსი უკვე დაეპატიჟა და მეც ვახშმად მიწვევდა. ძლივს შევიკავე თავი, რომ არავითარი ემოცია არ გამომეხატა ენისა და მამის თანდასწრებით.
_მერიენ, რა ხდება? ვინ გწერს ამდენ წერილებს?-გაბუტული გამომეტყველებით მიყურებდა ენი.
_მის რიჩმონდი!-მოვუჭერი მოკლედ. ახლა როგორმე ისიც უნდა მომეტყუებინა, რომ ვახშმად ელეონორთან მივდიოდი.
_ელეონორი? რაო, რას გწერს?-ენის ცნობისმოყვარეობა უკვე მაღიზიანებდა, მაგრამ პასუხი თურმე მზად მქონდა.
_ვახშმად მეპატიჟება ამაღამ.
_ამაღამ? ცოტა ადრე რომ გავეფრთხილებინეთ არ შეიძლებოდა? ჯერ კიდევ არ მომიტანია მკერავისგან ახალი კაბა!-შეწუხდა.
_ენ, მე ვთქვი, რომ მეპატიჟება!
_უჟმური დედაკაცი!-ელეონორის მისამართით წამოისროლა ენმა.-მაინც არ მეპიტნავებოდა მაგ ქარაფშუტასთან წამოსვლა.
_ჯენკინსს ვთხოვ წამიყვანოს.
_ჯენკინსი ვერ წაგიყვანს, უილტონშია ბოსტნეულის ჩითილების ჩამოსატანად,-მიპასუხა მამამ და ცოტა არ იყოს ნერვები დამეჭიმა. მაშ, ვისთვის უნდა გამენდო, რომ ელეონორთან კი არა, ფორსეიქენჰოლში უნდა წავეყვანე?-პიტერი წაგიყვანს,-თქვა მამამ და ჭამა განაგრძო.
_წავალ, მოვემზადები,-ვთქვი, წამოვდექი, თავი დავუკარი სუფრის წევრებს და ოთახიდან გავედი.
ჩემს საძინებელში ასულმა ყველაზე სადა კაბა ამოვარჩიე და ჩავიცვი, მაგრამ სარკეში რომ ჩავიხედე ჩემი სხეული მაინც გამომწვევი მომეჩვენა. პატარა მარგალიტებიანი საყურეები დავიბნიე, თმები სადად ავიკეცე და დაბლა ჩავედი. არ მინდოდა დამეგვიანა, ვესწრაფვოდი რაც შეიძლებოდა მალე მენახა ეპისკოპოსი და ჩემი ბედის საკითხი დამედგინა.
დაბლა ჩავედი და სამზარეულოს კარი შევაღე.
_კატრინა, პიტერს უთხარი ეტლი მოამ...
_მიდიხართ სადმე, მის?-აღმოვაჩინე, რომ სამზარეულოში მხოლოდ მე და პიტერი ვიყავით. ის ბუხართან დახრილიყო და მინავლებული ცეცხლის გაჩაღებას ცდილობდა.
_ამმ... დიახ, პიტერ. მოამზადე ეტლი, თუ შეიძლება.
_ეტლის თვლები გაფუჭებულია მის. თუ ინებებთ ღია კარეტას მოვამზადებ.
_კარგი. იჩქარე, მე მისაღებში დაგელოდები.
_ახლავე, მის,-წელში გასწორდა და და სწრაფი ნაბიჯით გავიდა უკანა კარიდან. ბუხართან ჩავიმუხლე და შევეცადე ცეცხლი წამეკიდებინა გამხმარი და გამომშრალი შეშისთვის, მაგრამ ამაოდ. ბევრი აღარ მიწვალია, შემეშინდა კაბაზე არ გამეკიდებინა ცეცხლი და წელში გავსწორდი, თან კაბის ბოლო დავიფერთხე.
სამზარეულოდან გამოვედი და მისაღებში წავედი.
რამდენიმე წუთში უკვე ღია კარეტაში მყუდროდ მოკალათებული ვტოვებდი პოპლარჰოლს.
_სად მივდივართ, მის?-მომესმა შავ კოპწია ფრაკში გამოწყობილი პიტერის ხმა კოფოდან.
_პიტერ, ფორსეიქენჰოლში მივდივართ, მაგრამ ეს მაბავი მხოლოდ მე და შენ უნდა ვიცოდეთ. სხვას ყველას უნდა ეგონოს, რომ მის ელეონორ რიჩმონდთან ვივახშმე.
_გასაგებია, მის,-ოდნავ შეცბუნებული ხმა ჰქონდა. ცოტა ხანს პაუზა ჩამოწვა, მამული უკან მოვიტოვეთ. თითქოს ერთბაშად გამოერკვა პიტერი, ცხენებს შოლტი გადაუჭირა, თან მე მომმართა:
_რა სილამაზეა, არა, მის?-ერთბაშად ვერ მივხვდი, შემდეგ იქით გავიხედე, საითკენაც პიტერმა რამდენჯერმე მიყოლებით მიაბრუნა თავი. ხელმარჯვნივ შორს, ჰორიზონტზე მზის ჩასვლა მოსჩანდა.-ხანდახან ისეთი სევდა მეუფლება მზის ჩასვლის ყურებისას, რომ მგონია ეს უკანასკნელად ვუყურებ მზეს და რომ ის აღარასოდეს ამოვა.
_პიტერ, ეს რა სევდიანი აზრები გქონია!-ნაძალადევი სიცილით ვუპასუხე.
_ეს იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრებაა სევდიანი, ჩემო მშვენიერო ქალბატონო!-ფიქრებმა გაიტაცა პიტერი და მგონი სრულებით დაავიწყდა ვის ელაპარაკებოდა.-მე რომ დიდგვაროვანთა ოჯახში დავბადებულიყავი... სულ სხვანაირად წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება...
_მმ... პიტერ, გთხოვთ, ააჩქაროთ ცხენები...-ვუთხარი ფიქრებში გართულს.
_აჰ, დიახ, მის. მომიტევეთ კადნიერება, მე უბრალოდ...
_ნურაფერს იტყვი, ყველაფერი გასაგებია, პიტერ,-ვთქვი წინდაუხედავად და პიტერი ადგილზე გაშეშდა, შემდეგ კი ჩემსკენ მოაბრუნა სახე. დავიბენი, რა ვთქვი ასეთი? მას გულზე მოეშვა ჩემი გამომეტყველების დანახვაზე.
_მის, მე სიმდიდრეზე არასდროს მიოცნებია,-თქვა მშვიდად, როცა კვლავ ცხენებს მიუბრუნდა.
_ვიცი, პიტერ. რამდენ ხანში ვიქნებით ფორსეიქენჰოლში?-შევეცადე სხვა თემაზე გადამეტანა მისი ყურადღება.
_10 წუთში, მის, ის გორაკი უნდა გადავიაროთ,-პიტერი დადუმდა და მართლაც, სულ რამოდენიმე წუთში ნაცნობი შენობის წინ გააჩერა კარეტა.
_თვალსაჩინო ადგილას იყავი, არ ვიცი რა დროს გადავწყვეტ სახლში წასვლას.
_დიახ, მის სტრატფორდ,-მძიმედ მიპასუხა პიტერმა, თან კარეტიდან ჩამოსვლაში მომეშველა.
სახლს რომ მივუახლოვდი კარი გაიღო და თავად მასპინძელი გამოვიდა.
_მერიენ სტრატფორდ!-გახარებული ხმა ჰქონდა. მომიახლოვდა და ხელზე მეამბორა.
_დენიელ ბლექბორნ!-უხალისოდ ვუპასუხე.
_გმადლობთ, რომ დამდეთ პატივი და მეწვიეთ.
_თქვენც გმადლობთ მიპატიჟებისთვის. ეპისკოპოსი უკვე მოვიდა?
_დიახ. თქვენს მოსვლამდე გარკვეული თხოვნით მომმართა, საკმაოდ სულელური წინადადება იყო მისი მხრიდან, მაგრამ მოდი ამაზე ნუ ვისაუბრებთ,-სახლში შემიძღვა.-ნება მიბოძეთ,-თქვა და ლაბადის გახდაში დამეხმარა, შემდეგ მსახურს გაუწოდა ჩემი ლაბადა და ქუდი, თვითონ ხელი ისე დაიჭირა, რომ ხელკავი გამომედო და ერთ-ერთი ოთახისკენ წამიყვანა.
_მერიენ, იმედია მომიტივებთ, რომ გარკვეული წინდაუხედაობა გამოვიჩინე და დაუფარავად მოგწერეთ ჩემი გრძნობების შესახებ იმ წერილებში.
_დიახ, ეს ნამდვილად კადნიერება იყო თქვენის მხრიდან!
_სწორედ ამიტომ გთხოვთ პატიებას. კიდევ მსურს რაღაც თემებზე მოგელაპარაკოთ. თუ თქვენც ისურვებთ, მას შემდეგ რაც ეპისკოპოსს გავისტუმრებთ...
_მისტერ ბლექბორნ, გმადლობთ, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინეთ და ეპისკოპოსი დაპატიჟეთ,-გავაწყვეტინე და პირველმა შევაღე იმ ოთახის კარი, საითაც მივდიოდით.
_თქვენო უწმინდესობავ,-მდაბლად დავუკარი თავი ბუხართან სავარძელში ჩამჯდარ მოხუცს, რომელიც მოსამსახურეს ებუზღუნებოდა რაღაცაზე.
_მის მერიენ სტრატფორდ!-წარბები აწკიპა „მისმა უწმინდესობამ“.-თქვენს აქ ხილვას არ მოველოდი.
_ვიცოდი, რომ ჩემი აქ ხილვა გაგაოცებდათ,-ჩაღიმებისგან მაინც ვერ შევიკავე თავი.
_მისტერ ბლექბორნ, შეგვიძლია სუფრას მივუსხდეთ?-დენიელს მიაპყრო მზერა ეპისკოპოსმა.
_დიახ, რა თქმა უნდა, აქეთ მობრძანდით,-გაშლილი სუფრისკენ გაგვიძღვა. ეპისკოპოსი ჩემს წინ გავატარე, რომელიც სუფრას მიუჯდა.
უცებ რაღაც გამახსენდა.
_მისტერ ბლექბორნ, სად შეიძლება ხელები დავიბანო?
_მმ... შემიძლია აქ მოვატანინო...
_არა, ნუ შეწუხდებით. გთხოვთ გამიძღვეთ,-ბლექბორნმა ეჭვნარევი მზერა შემავლო და კარი გამომიღო. თვითონაც რომ გამოვიდა და კარი მოიხურა, მოვუბრუნდი და ხმადაბლა ვუთხარი:
_წეღან თქვი, რომ ეპისკოპოსს რაღაც სათხოვარი აქვს შენთან. შეგიძლია მითხრა რა სათხოვარია?
_ასე რატომ დაგაინტერესა ამ ამბავმა?-უეცრად აჩურჩულდა ისიც.
_უბრალოდ მიპასუხე.
_ლევენდერს თავისი რეზიდენციის სიახლოვეს არსებული ჩემი მიწების მისაკუთრება სურს. მთელ თავის გამჭრიახობას მოუხმო, რომ რწმენის ქსელში გავეხვიე და სიწმინდის შირმას ამოფარებულს დაეცინცლა მშვენიერი საძოვრები.
_დენიელ... გთხოვთ... უნდა... მისცეთ... ეგ... მიწები... გთხოვთ... ჩემი გულისთვის...-მღელვარებამ მომიცვაბ
_მის მერიენ, რა დაგემართათ?-შეშფოთებული მომაჩერდა.
_გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ. დაუთმეთ ეგ მიწები,- მზად ვიყავი ფეხებში ჩავვარდნოდი და ისე მეთხოვა, მაგრამ ამ კაცის თვალები მანიშნებდა, რომ ეს არ დამჭირდებოდა. ვატყობდი, რომ გადაწყვეტილება მიიღო.
_თქვენი სურვილი ჩემთვის კანონია...-დაიჩურჩულა და გამეცალა.
_სად მიდიხართ?
_ახლავე საბუთებს შევადგენ, ხელს მოვაწერ და დღესვე მის მფლობელობაში გადავა ის მიწები,-უცნაური აღტყინება შევამჩნიე მის ქცევას, ხმასა და მზერაში.
_ო, გმადლობთ...-შეუფერებლად აღელვებული ხმა მქონდა.-მე შიგნით დაგიცდით.
სასადილო ოთახში შევბრუნდი და დავინახე, რომ ეპისკოპოსი უკვე ჭამას იწყებდა. კარის მიხურვის ხმაზე თავი ასწია.
_აჰ, მის მერიენ. სად დაიკარგეთ!-გაკიცხვის კილოთი მომმართა და საჭმლის გადმოღებას თავი ანება.
_თქვენო უწმინდესობავ, ერთ საკითხზე მინდა მოგელაპარაკოთ,-მივედი და მის წინ ჩამოვჯექი, თან მის ცნობისმოყვარე მზერას ვგრძნობდი.
_ნუთუ შემიძლია რაიმეთი დაგეხმაროთ?-თითქმის გადავიფიქრე დახმარების თხოვნა მის ხმაში იმდენი ცბიერება გამოსჭვიოდა.
_დიახ, შეგიძლიათ,-გაჭირვებით წარმოვთქვი.-თქვენ იცით როგორი ცხოვრება განვვლე. მეც მაქვს გარკვეული ცნობები თქვენი წარსული ცხოვრების შესახებ...
_თემას ნუ უხვევ, ძვირფასო. რაღაც სათხოვარი გქონდა,-ცივად მითხრა.
_მე იმის თქმა მინდა, რომ საეკლესიო პირად არავინ იბადება. თქვენ თქვენმა ცხოვრებამ მიგიყვანათ ეპისკოპოსობამდე. ალბათ მიხვდით, რომ თქვენი ადგილი ცოდვილებს შორის არ იყო და გადაწყვიტეთ თავი ღმერთისთვის მიგეძღვნათ...
_ან მშობლებმა მაიძულეს...-ჩაურთო სრულიად მშვიდად, მაგრამ ეს ამბავი ჩემთვის ისედაც ნაცნობი იყო და ყურადღება არ მიმიქცევია.
_...ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება მსგავსი რამ...
_რის გაკეთებას გაიძულებთ ლორდი სტრატფორდი?-უინტერესოდ მკითხა.
_სწორად ვერ გამიგეთ. იმას ვგულისხმობდი, რომ მინდა თავი ღმერთს მივუძღვნა...-სიჩუმე ჩამოწვა. ჩვენ ერთმანეთს ვუყურებდით თვალებში. მისი გაყინული მზერა და გამომეტყველება არაფერს მანიშნებდა. არ ვიცი, ფიქრობდა ვხუმრობდი თუ სერიოზულად ვეუბნებოდი, თუ ფიქრობდა რა პასუხი გაეცა, ან საერთოდ რა მინდოდა მისგან. რადგან მისგან ვერავითარ პასუხს ვერ ვეღირსე, ისევ მეთვითონ გავაგრძელე.-გადავწყვიტე ლონდონში სენტ ბართლომეს მონასტერში წავიდე და წმიდად ცხოვრება დავიწყო. ჩემი თხოვნაა, ამ წმიდა მონასტრის ასევე წმიდა წინამძღვართან რეკომენდაციები გამიწიოთ, რათა დასახული წმიდა მიზნის აღსრულება შევძლო. თქვენ ხომ არ შემიშლით ხელს ღვთიური საქმის აღსრულებაში?
_ოჰ, არა, რა თქმა უნდა, არა,-წაიბუტბუტა, თუმცა ეტყობოდა აზრებით სულ სხვაგან იყო.-მაგრამ მაოცებთ, მის სტრატფორდ. რას იტყვის ამაზე ლორდ სტრატფორდი?
_ღვთის სურვილს კაცი ვერ შეეწინააღმდეგება, ხომ ასეა, თქვენო უწმინდესობავ?
_რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა.
_თანაც... თუ თქვენ ასეთ სიკეთეს იზამთ და თხოვნას ამისრულებთ, სანაცვლოდ იმ მიწებს მიიღებთ, რომელსაც მისტერ ბლექბორნს სთხოვთ,-ახლაღა შემომხედა ეპისკოპოსმა აზრიანი გამომეტყველებით და ცბიერად გამიღიმა.
_ნუთუ იმ საძოვრებზე მეუბნებით?
_დიახ, რა თქმა უნდა.
_მაგრამ ლორდ სტრატფორდი რას იტყვის? ჯერ მასთან უნდა შევათანხმო. მისი სურვილის გარეშე...
_გარდა მიწებისა...-გავაწყვეტინე სასწრაფოდ.-მიიღებთ ჩემი ქონების მეოთხედს, მას შემდეგ, რაც მემკვიდრეობას მივიღებ.
_მისაღები წინადადებაა, ჩემო გოგონა. მიხარია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღე. როცა ასეთი წინადადება მოგეცი, თქვენი გამომეტყველების დანახვისთანავე ვიფიქრე, რომ ვერაფერი გაიძულებდათ მონაზვნად აღკვეცას. მიხარია, რომ ვცდებოდი.
_როდის გაგზავნით რეკომენდაციებს?-საქმეზე გადავედი.
_როგორც კი მზად იქნებით ლონდონში, სენტ ბართლომეს მონასტერში გამოგყვებით და პირადად დავრწმუნდები, რომ მონასტერში დაგაბინავონ. თუმცა მანამდე, რა თქმა უნდა, მისტერ ბლექბორნის ხელმოწერილი დოკუმენტი უნდა მედოს საწერი მაგიდის უჯრაში.
_დიახ, რა თქმა უნდა. მისტერ ბლექბორნი ამ წუთებში ამზადებს საბუთებს.
_როგორი წინდახედული ყოფილხართ!
_არ ვუჩივი. სწორედ ამიტომ, მინდა წინასწარ გთხოვოთ, რომ მისტერ ბლექბორნს არაფერი უთხრათ ჩემი მომავალი მონაზვნობის შესახებ...
_რაო?-მოისმა გამყინავი ხმა კარიდან. სწორედ იმ წამს შემოეღო კარი ბლექბორნს.




შეტყობინება შეასწორა AnasteishA - პარასკევი, 2011-03-11, 5:51 PM

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 6:00 PM | შეტყობინება # 235
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ბოდიში, რომ ამდენ ხანს გალოდინეთ. ბევრი რამ მოხდა, თან კომპთან დაჯდომას ვერ ვახერხებდი და. ვეცდები შემდეგ თავს ასე არ დააგვიანდეს. ხვალ დავდებ ალბათ. მადლობა ვინც კითხულოოობთ happy


dodoთარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 6:16 PM | შეტყობინება # 236

267
66  +
69  ±
   ±
Offline
rao? au ar minda ara ara da araaa raa angry angry ar gaxdes monazoni cry cry sad chemi bleqborni da iiss? sad
არ ვუჩივი. სწორედ ამიტომ, მინდა წინასწარ გთხოვოთ, რომ მისტერ ბლექბორნს არაფერი უთხრათ ჩემი მომავალი მონაზვნობის შესახებ...
_რაო?-მოისმა გამყინავი ხმა კარიდან. სწორედ იმ წამს შემოეღო კარი ბლექბორნს. <-she intriganoo cry cry sawyali bleqborni raaa.... da piteric dzaan mecodeba iicii sad sad sad surprised velodebi axal tavs vaih vah...uih martla pirveli var smile

★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 6:22 PM | შეტყობინება # 237
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
vaime ramdeni xani velodebodi am tavs da rogorc iqna gvegirsa rogorc yoveltvis dzaan magari tavi iyo . bleqbornmi magar dros shemovida ra darwmunebuli var gadaapiqrebinebs meriens an miwebs ar miscebs da saqmec morcheba happy biggrin ani dzaan dzaan magari da unichieresi adamiani xar .


elle____თარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 7:36 PM | შეტყობინება # 238
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaime ra damemartaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa cry cry cry cry cry cry cry aiiiiiiiiiiii pirvelad gamixarda sheni vajbatonis gamochena bolloshiiiiiiiiiiiiiiiiii happy happy happy happy happy happy uechveli ar moawers sabutebs da xels sheushlis merieeensss happy happy happy huuu gadavrchiiittt


☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 7:43 PM | შეტყობინება # 239
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
dodo, biggrin biggrin biggrin რას ვიზამთ. ყველა ბედნიერი ვერ იქნება, ასეთია ეს ტუტუცი ცხოვრება
Quote (★Gvanca★)
darwmunebuli var gadaapiqrebinebs meriens an miwebs ar miscebs da saqmec morcheba

Quote (elle____)
uechveli ar moawers sabutebs da xels sheushlis merieeensss

გეგონოოოს tongue tongue tongue მასე პრიმიტიულად არ ვწერ მე tongue tongue ნუ ხან კი ვწერ, მარა მაინც tongue
Quote (★Gvanca★)
ani dzaan dzaan magari da unichieresi adamiani xar .

მადლობააა. კარგი იქნებოდა მართლა მასეთი ვიყო... happy happy საყვარელი ხარ.
Quote (elle____)
pirvelad gamixarda sheni vajbatonis gamochena bolloshiiiiiiiiiiiiiiiiii

მეც განსაკუთრებულად გამეხარდა biggrin



elle____თარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 7:46 PM | შეტყობინება # 240
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
გეგონოოოს tongue tongue tongue მასე პრიმიტიულად არ ვწერ მე tongue tongue ნუ ხან კი ვწერ, მარა მაინც tongue

au tu xandaxan wer chemi xatrit exlac dawere raaaaa cry cry cry cry cry cry cry kai raa monazoni ro gaxdes ar vici mogklav chemi xelit biggrin cry cry


ძებნა: