კონტრა ეშმაკთან
|
|
Nano | თარიღი: ორშაბათი, 2011-02-28, 10:37 AM | შეტყობინება # 196 |
9
Offline
| sad wavikitxoo?
| |
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2011-02-28, 1:31 PM | შეტყობინება # 198 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| miley, დღეს მინდოდა დადება, მარა მგონი ვერ ვახერხებ. იქნებ ხვალ დავდო. მაპატიეთ Tako, რა კარგი ბარაქიანი კომენტარია... ჩემ შეცდომებს რაღაცეებს ვხვდები. იმასაც ვხვდები, რომ ახალ თავს რო დავწერ ხელმეორედ გადაკითხვა და ხან შესწორებები უნდა მარა ვერ ვასწრებ ხოლმე, დავწერ თუ არა ვდებ აქ. ბოლო თავში ერთგან გაუმართავად მიწერია წინადადება და გვიან შევამჩნიე. ნუ რასაც ვამჩნევ ვცდილობ გამოვასწორო, მაგრამ გარეშე თვალი უფრო ადვილად შეამჩნევს ასე მგონია და მინდა ჩემი ყურადღებაც მიაპყროს ამას. თუ გაგიჩნდება შენიშვნა გამაგებინე, კარგი? ჩამონათვალზე რა გითხრა... გავწითლდი. მადლობის მეტს ვერაფერს გეტყვი. მადლობა, რომ კითხულობ და ასეთ კომენტარებს მიტოვებ. რომელიმე გამომცემლობაზე ინფორმაციას მოვიპოვებ და მივიტან. ცდა ბედის მონახევრეა. პ.ს-ს რაც შეეხება, ეგ სერიალი თვალმოკვრით მქონდა ძალიან ცოტა ნანახი. ელიზას ქალიშვილ-ს კი მაგ ბიჭის ხათრით ვუყურებდი. კიდევ კარგი ჩემ სიახლოვეს არაა ეგ ბერუტი თორე იმასაც დაერხეოდა და მეც რა მაგრად მომწონდა იცი? ხოოდა, მალევე გამახსენდა ეგ პიროვნება, როცა ბლექბორნის სახეს ვეძებდი და დიდი წვალების შემდეგ მოვიპოვე სურათები. კიდევ რამდენიმე თავის სათაურად იხილავთ მაგის სურათებს. კიდევ ერთხელ მადლობა თაკოო... ჰო, მართლა მერიენი ჯერ კიდევ არ გინახავს... ის მსახიობიც აუცილებლად გეცოდინებათ ყველას, მაგრამ მგონი ერთბაშად ვერც იცნობთ
| |
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2011-03-01, 12:31 PM | შეტყობინება # 201 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| მხსნელი პიტერი მეორე დღის განმავლობაში ვშფოთავდი, ადგილს ვერ ვპოულობდი. რაც შემეძლო მეტ დროს ვატარებდი ბლექბორნთან, რომელიც მცირე ხნით მოდიოდა გონს და ძირითადად წყალს ითხოვდა, შემდეგ წყლიანი თვალებით მიყურებდა და სანამ ისევ არ ჩაეძინებოდა ხელზე ხელს მიჭერდა. ერთხელ მამაც ამოვიდა და მოინახულა ავადმყოფი, მაგრამ მისი ფერმიხდილი სახის დანახვაზე ხელი ჩაიქნია და სევდიანი გავიდა. კიდევ კარგი, ბლექბორნს ამ დროს ეძინა. პიტერის წასვლიდან მესამე დღეს ნაშუადღევს ის ახალგაზრდა კაცი მოვიდა, ვინც ფორსეიქენჰოლში გამართულ ბალზე თავი ბლექბორნად გაგვაცნო. მე ბლექბორნთან ერთად ვიყავი და გავარვარებულ შუბლზე ცივ საფენებს ვადებდი, როცა ელამ მისტერ ნაითინგეილის მოსვლა მაცნობა. ვთხოვე საძინებელში შემოეყვანა. მის დანახვაზე ფეხზე წავმოდექი და რევერანსით მივესალმე. მან თავი დამიკრა. _მის სტრატფორდ, ახლახანს გავიგე ყველაფერი. 3 დღის წინ სანადიროდ წავედი, ახლახანს დავბრუნდი და მსახურებმა მომახსენეს დენიელის დაჭრის ამბავი. როგორაა?-ორივემ სარეცელს დავხედეთ. _სუსტად. სიცხე აქვს. ადგილობრივი ექიმი კი მეზობელ საგრაფოშია. სანდო ადამიანი მყავს გაგზავნილი მალამოს დასამზადებლად, რომელიც მისტერ ბლექბორნს განკურნავს. _როგორ მოხდა ეს ამბავი? ღრმა ჭრილობაა? _ექიმმა თქვა, რომ ღრმა ჭრილობაა. _მითითებებს გავცემ, რომ ეტლში გადაიყვანონ, ფორსეიქენჰოლში წავიყვანთ,-კარისკენ შებრუნდა. _მისტერ ნაითინგეილ, ექიმმა თქვა, რომ მგზავრობა ჭრილობას ავნებს. _აქ ხომ ვერ დავტოვებ? ამდენ ხანს რომ აქ იყო, ისიც საკმარისია. _მისტერ ნაითინგეილ, მისტერ სტრატფორდი მოხარული იქნება, თუ მოგვცემთ ნებას, ჩვენ თავად მოვუაროთ მისტერ ბლექბორნს. ის აქ დაშავდა, ამიტომ აქვე უნდა გამოჯანმრთელდეს. როგორი საღ-სალამათიც მოვიდა, ისეთივეს დავაბრუნებთ! _უილიამ...-გავიგონეთ უცებ მისი ხმა. _დენიელ...-მაშინვე ავადმყოფს დავხედეთ, უილიამი მიუახლოვდა და თავზე დააცქერდა.-თავს როგორ გრძნობ? _როგორც ცხენებგადავლილი,-სუსტად გაიღიმა ბლექბორნმა. _წყალი თუ შეიძლება...-მავედრებელი მზერა მომაპყრო, რატომღაც ვიფიქრე, რომ ჩემი ოთახიდან გასვლა უნდოდა. _ახლავე...-ვუთხარი და საძინებლად გამოვედი. უკან რომ დავბრუნდი, ნაითინგეილი უკვე მიდიოდა. _ხვალაც მოვალ და მოვინახულებ, თუ შეიძლება,-მითხრა მან და კარისკენ გაემართა. _დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ იქნებ ვახშმად დარჩენილიყავით?-ნაითინგეილმა ბლექბორნს გადახედა, არ ვიცი, მან რა ანიშნა, მაგრამ უილიამმა მიპასუხა: _არა, უნდა წავიდეთ. მამულში საქმეებია. სანამ ბლექბორნი ავადაა, ყველაფერს მე უნდა მივხედო. _როგორც ინებებთ,-ვუთხარი თვინიერად. კარისკენ წავიდა.-გაგაცილებთ,-ვუთხარი, ბლექბორნს შევხედე, რომელიც უცნაური მზერით გვიყურებდა და და სტუმარს მივყევი. ეტლამდე მივაცილე და დავემშვიდობე, შემდეგ კი ბლექბორნთან დავბრუნდი, რომელსაც თვალები დახუჭული ჰქონდა. _გძინავთ?-ძალიან ჩუმად ვკითხე. _არა, უბრალოდ ასე უკეთესად ვგრძნობ თავს. ყოველ შემთხვევაში, ოთახი არ ტრიალებს...-მივუახლოვდი და შუბლზე ხელი დავადე. ისევ მაღალი სიცხე ჰქონდა. ჩემი ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა.-ეს ხელი იყო, არა?-მკითხა თვალგაუხელლად. _ჰო,-ვთქვი ყრუდ და ხელის გამოწევა დავაპირე, მაგრამ ძლიერად დამიჭირა. სამგან მაკოცა გაშლილ ხელისგულზე. უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა სხეულში. ხელი გამოვწიე, წინააღმდეგობა აღარ გაუწევია.-მშვიდად იძინე, მე აქ ვიქნები,-ვუთხარი და გვერდით დავუჯექი. საათს არ ვაშორებდი თვალს, ხვალ პიტერი უნდა დაბრუნებულიყო. ვოცნებობდი მქონოდა რაიმე იარაღი, რითაც დროს ავაჩქარებდი. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ბლექბორნს ის მალამო განკურნავდა. ვუყურებდი მის სახეს და „ის“ მახსენდებოდა. ალბათ დაინახა, რომ ბლექბორნთან ერთად ბედნიერი ვიქნებოდი და ამიტომ წავიდა? ან იქნებ ბლექბორნმა უბრალოდ გაიელვოს ჩემს ცხოვრებაში და გამოჩნდეს სხვა, ჩემი ერთგული თანამგზავრი. ან... ან იქნებ მონაზონი უნდა გავხდე? იქნებ მთელი ცხოვრება უნდა ვილოცო და ღმერთს პატიება ვთხოვო, რომ კინაღამ მოვკალი უდანაშაულო ადამიანი... ან იქნებ... იქნებ „კინაღამ“ აღარც იყოს... და მაშინ... ჰო, მაშინ ნამდვილად წავალ მონასტერში. ეჭვი აღარ არის, რომ წავალ. სახის ნაკვთები დამეღალა დაძაბულობისგან და მოვეშვი. გადაწყვეტილებით ცხოვრება, რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე იცხოვრო მუდმივ ჭოჭმანში. ვახშმის შემდეგ, რომელსაც მხოლოდ მე და მამა ვესწრებოდით, ენი საროუებთან იყო, ისევ ბლექბორნთან ავბრუნდი, თუმცა მალევე კატრინა მოვიდა და მომთხოვა დასაძინებლად წავსულიყავი. ეს ქალი პირდაპირ თავს იკლავდა ჩემი გულისთვის, უკვე სამი ღამე იყო არ ეძინა, ან იქნებ დღე ეძინა? არ ვიცი, არაფერი შემიმჩნევია. ბლექბორნი იყო ახლა ჩემი საფიქრალი. დაღლილი, სევდიანი, ყველაფრისგან ცარიელი შევედი ჩემს ოთახში და დავწექი. „პიტერ, გთხოვ, მალე დაბრუნდი! გთხოვ! ღმერთო, გთხოვ!“ გავიფიქრე სანამ დამეძინებოდა. მე არ მჯეროდა, თვალებს არ ვუჯერებდი, არც ყურებს, როცა დილას, ახალგათენებულზე სისი შემოვიდა ჩემს ოთახში და მითხრა, რომ პიტერი უკვე დაბრუნდა და თავის მალამოს ადებს მისტერ ბლექბორნს. ყველაზე დიდი, გრძელი და თბილი ხალათი მოვიცვი და ბლექბორნის საძინებლისკენ სირბილით წავედი. დენიელის სარეცელთან პიტერი, კატრინა და ელა დამხვდნენ. არ ვიცი, არაფერზე არ მიფიქრია, ვინ მიყურებდა, ვინ რას იფიქრებდა, პიტერი რას იგრძნობდა... გრძნობამოჭარბებულმა მივირბინე პიტერთან და ძლიერად ჩავეხუტე. _გმადლობ! პიტერ, არ მჯერა, რომ ასე მალე... ღმერთო! ვერ ვიჯერებ! მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნები, პიტერ!-ცრემლები წამომცვივდა. მალევე დავეხსენი და კუთხეში დავდექი. პიტერი დაბნეული, გაშტერებული იდგა. შემდეგ უცებ მოეგო გონს და სახვევების შეხსნა დაუწყო ავადმყოფს, რომელსაც... თურმე ეღვიძა! მე კი აქ მთელი ცირკი გავითამაშე! ო, როგორ შემრცხვა. როგორ მინდოდა გავპარულიყავი, სადმე ჯურღმულში დავმალულიყავი, ოღონდ კი ეს მზერა აღარ დამენახა. ბლექბორნი უცნაური გამომცდელი, მიმტევებელი და უტიფარი მზერით ერთდროულად მიყურებდა. თითქოს დამცინოდა, თითქოს ჩემი დანახვაც უხაროდა, თითქოს მკიცხავდა ჩადენილისთვის. თვალი მოვარიდე, მსახურებს ამოვეფარე და სადღაც უკან დავდექი. საწოლის გვერდით ტუმბოზე პატარა ფლაკონი დავინახე, რომელშიც მოთეთრო ფერის მალამო მოეთავსებინათ. აი, ჩემი მხსნელი, ამას უნდა ვეხსენი საუკუნო ტანჯვისგან. ვგრძნობდი, რომ სხვებს ამოფარებულს, ის მზერას არ მაშორებდა, ტკივილი რომ ნაკლებად ეგრძნო, ყურადღება ჩემზე გადმოჰქონდა. მსახურებს უკან მიკუნჭული ძლივს ვხედავდი როგორ შემოაცალეს სახვევები ბლექბორნს და საფენიც ააძვრეს. მისმა თვალებმა თითქოს გაიელვეს, თუმცა კი ბაგეს ოხვრაც არ დასცდენია, მერე თითქოს ერთბაშად გამახსენდა რაღაც, თვალები დავხუჭე, სხეულში სისუსტე ვიგრძენი და გონება დავკარგე...
| |
|
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: სამშაბათი, 2011-03-01, 2:14 PM | შეტყობინება # 206 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ძალიან განსხვავებული თავია. არც მქონდა დაგეგმილი ამის დაწერა, მაგრამ რატომღაც დავწერე. საერთო რიტმიდან ამოვარდნილი თავია, თან საკმაოდ პატარა, მაგრამ რავიცი... მე მინდა რომ წაიკითხოთ სიზმარი რომ გავიღვიძე, ვიყავი მდელოზე. მწვანე, ხასხასა ბალახები იყო ჩემს ირგვლივ. მე მინდორზე ვიჯექი, თან ცალ ხელს ვეყრდნობოდი და აქეთ-იქით ვიყურებოდი. აქეთ-იქით იყო არაფერი. არაფერი, გარდა მოშორებით გაფანტულად მდგარი ქარის წისქვილებისა. მაგრამ ეს წისქვილები იყო შორს. ცა იყო ახლოს. მიწა კიდევ უფრო ახლოს და მე მქონდა ისეთი შეგრძნება, თითქოს ჩემს გარშემო იყო მოწყობილი სამყარო. საერთოდ ჩემი იყო სამყარო. ვიყავი მარტო, მაგრამ ეს არ მაღელვებდა. სიმშვიდეს, სრულ სიმშვიდეს ვგრძნობდი ჩემშიც და ჩემს გარეთაც. ქროდა თბილი ნიავი. ცა იყო ახლო და ღრუბლიანი. მიწა კიდევ უფრო ახლო და ბალახიანი. ხელი ნაზად გადავატარე აბიბინებული ბალახის წვერებზე და მათი ნაზი ალერსი შევიგრძენი. შემდეგ, არ ვიცი, ეს მე წამოვდექი, თუ მიწა დამშორდა- აშკარა იყო ცას მივუახლოვდი. ლამის ღრუბლებს შევხებოდი, მაგრამ ამას არ ვჩქარობდი. ვიცოდი, ამას ყოველთვის მოვასწრებდი, ჯერ ბევრი საქმე მქონდა. შემდეგ ნაბიჯი გადავდგი. ორი. სამი. დავტრიალდი. კარგი იყო მარტოობა. მარტოობა იყო კარგი. სიცარიელის გრძნობაც კარგი იყო. ეს სასიამოვნო, მსუბუქი სიცარიელე მავსებდა და მახარებდა. ეს თავისუფალი სამყარო იყო და მე გავიქეცი. კაბა იყო გრძელი, მაგრამ ფეხი არ მედგმებოდა. მინდორი იყო რბილი და თუმცა მეცვა ფეხზე რაღაც, მაინც ვგრძნობდი ბალახების ალერსიან კოცნას. და როცა უკვე ვიფიქრე, რომ თუ ხელებს გავშლიდი ავფრინდებოდი, ადგილზე გავშეშდი. თითქოს ციდან ჩამოცვივდნენ, ჩემს ირგვლივ პატარა ბავშვები გაჩნდნენ. _ანგელოზები!-ვთქვი სიცილით. ჩემს ირგვლივ დახტოდნენ და დარბოდნენ პატარა თმახუჭუჭა არსებები და მეთამაშებოდნენ. ტანზე ანგელოზისებურად შემოეხვიათ თეთრი ნაჭრები. _აჰა, დედიკო,-მითხრა ერთ-ერთმა. მისკენ მივბრუნდი და პატარა, ფუნჩულა ხელებში მოქცეული ნაზი იები დავინახე. პატარა ხელში ავიყვანე, ბევრი ვკოცნე. ის ძალიან ბევრს იცინოდა და კიდევ უფრო ბევრს მეხუტებოდა. შემდეგ დავსვი, იები გამოვართვი და თმაში დავიმაგრე. ბავშვებთან ერთად თამაში დავიწყე. მწვანე მინდორზე უეცრად ამოსულ ყვავილებში დავრბოდით, ვმღეროდით. უცებ ბავშვები ერთად შეგროვდნენ და ჩემს ზურგსუკან შეშინებულებმა დაიწყეს ყურება. მეც იქით გავიხედე და დავინახე როგორ ამოდიოდა მიწიდან ულამაზესი, ქონგურებიანი ტრადიციული ანგლიკანური ეკლესია. _ნუ გეშინიათ, ბავშვებო, ეს ეკლესიაა,-ვუთხარი მათ მშვიდად. _შევიდეთ რა, დედიკო, ეკლესიაში. შევიდეთ რა, გთხოვ, დედიკო,-აყვირდნენ ბავშვები. პირველი გავიქეცი ტაძრისკენ. ბავშვებიც სირბილით მომყვნენ. კარებთან უკვე რამდენიმე მეტრი მაშორებდა, როცა ბნელი ფიგურა დავინახე თავზე წამოსასხამწამოხურული. სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ ნაცნობი ღიმილი დავინახე. იგი გვერდით გაიწია და კარები გამიღო, რომ ტაძარში შევსულიყავი. მე და ბავშვები შევედით და სანთლები დავანთეთ. ღვთისმშობლის ქანდაკებასთან დავიჩოქე, თვალები დავხუჭე, ხელები შევატყუპე და ვთხოვე ის, რაც პირველი გამახსენდა: _ღვთისმშობელო, გადაარჩინე ბლექბორნი!-კიდევ ვაპირებდი რაღაცის თქმას, მაგრამ ვიგრძენი, რომ რაღაც შეიცვალა. თვალები გავახილე და დავინახე, რომ ყველაფერი გამქრალიყო ღვთისმშობლის ქანდაკებაც, ეკლესიაც, ბავშვებიც. ისევ მწვანე მინდორი და ისევ მოქუფრული ცა. ფეხზე წამოვდექი და მიმოვიხედე. სხეული აღარ მქონდა მსუბუქი სიცარიელით სავსე. გულზე რაღაც მაწვა ლოდივით. სახელოზე ვიღაცამ დამქაჩა. დავხედე. _აჰა, დედიკო,-უცნაური ბავშვი უბადრუკ, დამჭკნარ ყვავილებს მიწვდიდა. საშინელი გრძნობა დამეუფლა, შემეცოდა ეს ბავშვი, შემეცოდა ჩემი თავი, შემეცოდა სამყარო და გული შემეკუმშა ამ გრძნობისგან. ცრემლებით მევსებოდა თვალები და ცრემლებისგან იდღაბნებოდა სამყარო ჩემს თვალებში, ცრემლებისგან იდღაბნებოდა ეს უცნაური პატარა გოგონა ჩემს თვალებში. -ეკლესია ამიშენე, დედიკო!-შემევედრა ბავშვი.-არ დამტოვო, დედიკო!-ცრემლები მცვიოდა. მიყვარდა ეს მახინჯი არსება! მთელი გულით მიყვარდა! დავიჩოქე და მაგრად ჩავიხუტე... მაგრამ ის ჰაერში გალღვა. მე ჩავჯექი მწვანე, ხასხასა ბალახზე ცალ ხელზე დაყრდნობილი, თან აქეთ-იქით ვიყურებოდი. აქეთ-იქით იყო არაფერი. არაფერი, გარდა მოშორებით გაფანტულად მდგარი ქარის წისქვილებისა. მაგრამ ეს წისქვილები იყო შორს. ცა იყო ახლოს. მიწა კიდევ უფრო ახლოს და მე მქონდა ისეთი შეგრძნება, თითქოს ჩემს გარშემო იყო მოწყობილი სამყარო...
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - სამშაბათი, 2011-03-01, 2:15 PM | |
|
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: სამშაბათი, 2011-03-01, 2:49 PM | შეტყობინება # 210 |
842
Offline
| AnasteishA, ვაიმე ანიიი. აი რა უნამუსო ბავშვი ვარ რააა. ახლა ფორუმს გადავხედე და რამდენი ხანია არ დამიწერია შენთვის კომენტარიიი. ხან ვერ მოვიცალე, ხან გადარბენაზე ვიყავი და ვერ ვასწრებდი ნორმალურად დაწერას. ერთი პერიოდი ვეღარც ვკითხულობდი. მაააგრაამ სამაგიეროდ რამდენიმე თავი ერთად წავიკითხე და ასე უფრო ვისიამოვნეეე. ამ ფიკის, თუ შეიძლება, რომ საერთოდ ასე ვუწოდოთ. წაკითხვა ძალიან მსიამოვნებს ყოველთვიის. ძალიან ნიჭიერი ხარ და ამაში ყოველი თავის შემდეგ უფრო ვრწუმდებიი. ვაიმეეეე. რამდენი რამ მომხდარაააა. კარნავალიც კი არ მქონდა წაკითხული და იმის შემდეგ სამი თავი წავიკითხე ერთაად. ნუ, ეს კიდევ ოთხი დღის წინ მგონია, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე კომენტარის დაწერაა. როგორ მომეწონააააა. სიუჟეტი ძალიან საინტერესოდ ვითარდებაა. ეს ბლექბორნი ძალიან შემიყვარდააააა. აიიი ეგ რო მოკვდეს გავგიჟდებიი. მაგრამ ვიცი, რომ არ მოკვდება რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ ბლექბორნი და ,,ის” რაღაცით არიან დაკავშირებულებიიი. არაა? ასეც ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდა ,ის” აბა ისე როგორ? მაგრამ მაინტერესებს, რა მოხდება ისეთი, რომ ,,ის” დაბრუნებას გადაწყვეტს? და რა ბედი ეწევათ ბლექბორნს და მერიენს? რამდენი კითხვა დამიგროვდაააა ეს ბოლო თავი ხომ ძალიან მომეწონაააა. რაღაც უაზროდ მომწოონს. რამდენჯერ გადავიკითხე უკვეეეე კარგია, რომ მაინც დაწერე ეს თავიიი. ძალიან ვისიამოვნეეე Quote (AnasteishA) მე ჩავჯექი მწვანე, ხასხასა ბალახზე ცალ ხელზე დაყრდნობილი, თან აქეთ-იქით ვიყურებოდი. აქეთ-იქით იყო არაფერი. არაფერი, გარდა მოშორებით გაფანტულად მდგარი ქარის წისქვილებისა. მაგრამ ეს წისქვილები იყო შორს. ცა იყო ახლოს. მიწა კიდევ უფრო ახლოს და მე მქონდა ისეთი შეგრძნება, თითქოს ჩემს გარშემო იყო მოწყობილი სამყარო... ეს ამ მომენტზე გავგიჟდიიიიი. ძალიან ლამაზად გიწერიაააააა მოკლედ, აღარ ვიცი რა გითხრა მეტიი. თან ახლა მათემატიკაზე მივდივარ და ვცქარობ კომენტარის დაწერააას. მერე უფრო ვერ მოვახერხებდი. ანიიი, ბოდიში რა ამდენ ხანს რომ არ გიწერდი კომენტარს და ვერ ვკითხულობდიიი. ახლა ყოველ ახალ თავს მოუსვენრად ველოდებიი. თან ისეთი მომენტიააა.... ისე, მალე გამოჩნდება ,,ის?” ძალიან ძალიან მიყვარხააარრრრრრრ.
| |
|
|