ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
კონტრა ეშმაკთან

mileyთარიღი: სამშაბათი, 2011-02-22, 3:19 PM | შეტყობინება # 166

93
17  +
31  ±
   ±
Offline
umagresi tavi iyo momewona magra mainteresebs wveuleba


dodoთარიღი: სამშაბათი, 2011-02-22, 3:46 PM | შეტყობინება # 167

267
66  +
69  ±
   ±
Offline
auu ra magari tavi iyooo smile smile happy es bleqbrdi saxeli ver davimaxsovre:D:D:D "mevasa" kai tepea:**** vaime ra magrad wer raa ra aris kkacooo??shen unda momkla araa?:D

saaaliთარიღი: სამშაბათი, 2011-02-22, 3:56 PM | შეტყობინება # 168
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
AnasteishA, მოკლედ მომწონს შენი კონტრა ძალიან biggrin happy happy happy happy ნიჭიერი ხარ რა სხვა რაღა გითხრა ყველაფერი გითხარი უკვე.. მარაგში ვეძებ კიდევ რა მომეპოვება biggrin მაგრამ ერთი ის არ მომწონს რომ აჩრდილი გაქრა sad sad sad არ დაბრუნდება საერთოდ?

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-02-22, 8:23 PM | შეტყობინება # 169
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
მადლობა ბავშვებო, მიხარია რომ მოგეწონათ... სკანდალური თავი გელით წინ biggrin
elle____, რომელი კარნავალი?? წვეულებაა უბრალოდ biggrin biggrin
miley, რა დზაან მომწონს შენი ავატარი biggrin biggrin biggrin biggrin უცებ ჩემი დენიელი და ჯონათანი წარმოვიდგინე მანდ biggrin და კიდევ უფრო მესიამოვნა... biggrin
dodo, გავწითლდიი, მართლა ძალიან ძალიან და კიდე ძალიან მიხარია რომ მოგწონსსსს happy happy happy ბლექ-ბორნი დოდ tongue biggrin ადვილია
saaali, ჰოო, აჩრდილის გაქრობა ვის მოსწონს მარა ასე იყო საჭირო happy აჩრდილზეა ეს რომანი და აბა სად წავა?! happy happy შენ იმდენი რამე მითხარი უკვე, რომ... მყოფნის ჯერ-ჯერობით biggrin biggrin biggrin მადლობა დიდი დიდიი



☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-02-22, 10:00 PM | შეტყობინება # 170
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ბავშვებო, რაღაც მინდა გითხრათ: რამდენიმე ფიკზე დავტოვე კომენტარი და ჩემებური შენიშვნები გავუზიარე ავტორებს. შეიძლება (და სავარაუდოდ კი) ეწყინათ გულის სიღრმეში. ვიცი, კრიტიკა უსიამოვნოა, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ საჭირო და აუცილებელი. ამით იმის თქმა არ მინდოდა, რომ მე იდეალური ვარ ან ფიკს ვწერ ყველაზე მაგარს და სრულყოფილს, უბრალოდ ჩემი აზრი გამოვხატე და იმედია თქვენში აგრესია არ გამოვიწვიე. ან თუ გამოვიწვიე, ცხელ გულზე დამიწერეთ კრიტიკული კომენტარები happy happy საერთოდ, ყველას გთხოვთ, რომ ჩემი გულის გასახარ სიტყვებთან ერთად შენიშვნებიც დამიწეროთ თუ გიჩნდებათ. ან იქნებ ზედმეტად მშრალია და იმიტომ არ გიჩნდებათ შენიშვნა. მოკლედ, კრიტიკასაც ყურადღებით წავიკითხავ და გავითვალისწინებ. სულ ეს იყო, არ შემეძლო, რომ არ მეთქვა


☆AnasteishA☆თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 3:14 PM | შეტყობინება # 171
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
ver davde dges mapatiet. xval dilas davdebbbb


elle____თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 4:23 PM | შეტყობინება # 172
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
ver davde dges mapatiet. xval dilas davdebbbb

cry cry cry cry auu gtxooovvv xvaaal uechveeelii dadee raaa cry cry cry cry



dodoთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 6:41 PM | შეტყობინება # 173

267
66  +
69  ±
   ±
Offline
aucilebl:*** sad

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 6:53 PM | შეტყობინება # 174
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
aan, ra magari tavi iyooo happy happy happy vaime imaze vikaife magra meriens werili ro unda miewera da yvela saqme ro mashin gamouchnda biggrin biggrin unichierees nuu! miyvarxar!


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-24, 12:25 PM | შეტყობინება # 175
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

მის რიჩმონდის ინტრიგები

დილით ადრე ავდექი და მაშინვე სამზადისს შევუდექი. კატრინასთან მენიუ შევათანხმე, მსახურებს დარბაზის გასუფთავება-განიავება და ავეჯიდან თეთრი შალითების აღება დავავალე, თავად კი მოსაწვევების წერას შევუდექი, საუზმობამდე მინდოდა მომესწრო დამთავრება, რათა სტუმრებს დროზე მიეღოთ მოსაწვევი. ყველგან ერთსადაიმავე ტექსტს ვწერდი, რომ ესა და ეს ამას და ამას დიდი პატივისცემით ეპატიჟებოდა აქა და აქ. მხოლოდ ერთი წერილი იყო ოდნავ მოზრდილი და სრულიად განსხვავებული:

“მისტერ დენიელ ბლექბორნ,
რადგან თქვენს საღამოზე ვერ მოვედი, გადავწყვიტე თავად დაგპატიჟოთ პოპლარჰოლში. იმედია, სამაგიეროს არ გადამიხდით გუშინდელის გამო. ჰო, მართლა, მუქი ლურჯი, ჰაეროვანი კაბა მეცმევა. დღეს, 18 საათზე გელით.

მ.ჯ. სტრატფორდი“

მხოლოდ ეს უკანასკნელი წერილი დავლუქე და დაბლა ჩავედი, რომ მსახურებს ყველა მოწვეულისთვის დაერიგებინათ რამდენიმე კმ-ის რადიუსში.
_საროუებსაც ხომ უგზავნი?-წამომეწია ელა, როცა წერილები გადავეცი პიტერს და უკან ვბრუნდებოდი.
_ვიცოდი, თუ არ გავუგზავნიდი, ვერ გადაგირჩებოდი,-გამეღიმა.
_წინდახედული ხარ,-გამიცინა.-ახლა რას აპირებ?
_ჯერ-ჯერობით საუზმობას, შემდეგ მარჯვენა ფლიგელის ყველაზე დიდ დარბაზში წასვლას, მსახურებს დავხედავ.
_შემდეგ?
_შემდეგ კატრინას ვესტუმრები, კიდევ შემდეგ... საწოლზე დაფენილი ჩემი საყვარელი კაბის გარშემო დავიწყებ ფაციფუცს, შემდეგ ცოტას წავიხემსებ, მერე გამოვეწყობი და სტუმრების დასახვედრად გავემართები.
_შუალედში არ შეგიძლია დამეხმარო?-მავედრებელი მზერით მიყურებდა.-არ ვიცი რომელი კაბა ჩავიცვა, უნდა დამეხმარო.
_ამმ...-„დიდად“ ჩაფიქრებულმა მივიდე ნიკაპზე ხელი.-ჯანდაბას, ჩემი კაბის გარშემო ფაციფუცს ამოვიღებ... რა თქმა უნდა, დაგეხმარები! -ვუთხარი და სასადილოს კარებსაც მივუახლოვდით, მაგრამ სანამ შევიდოდი, მოვუბრუნდი და ვუთხარი.-მაინც არ მესმის, რა მოგწონს ამ ჯონათანში!-სანამ რამეს მეტყოდა, ოთახში შევსხლტი, მამასთან ერთად ვერაფერს მეტყოდა.
საუზმის შემდეგ, To do list-ის თამახმად, დარბაზში შევიარე, მითითებები გავეცი, ავეჯს ადგილები შევუცვალე და მოხერხებულად მოვაწყობინე. სამი უზარმაზარი ფანჯარად ღია იყო და ოთახში სუფთა ჰაერი ტრიალებდა.
ყოველგვარი სამზადისი შევამოწმე, ბოლოს ენს ვესტუმრე ოთახში და კაბა შევარჩევინე. ჩინური შირმის უკან ირგებდა კაბებს ელას დახმარებით და შემდეგ ჩემთვის სანახებლად გამოდიოდა. საბოლოოდ მონაცრისფრო-მოკრემისფრო კაბა შევარჩიეთ.
სტუმრების მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე სამზადისს მოვრჩით და მორთულ-მოკაზმულნი ჩავედით დაბლა. დარბაზში სუფრა გაეშალათ და ზედ ტკბილეული დაეხვავებინათ. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა, სანთლები სასიამოვნო, თბილ სინათლეს აფრქვევდნენ.
_სუნამოს მარაგი ამომეწურა, ჩვენს პარფიუმერს უნდა დავამზადებინო,-წუწუნებდა ენი, როცა ელამ პირველი სტუმრების მოსვლა გვაუწყა. მე და ენი დარბაზის კართან დავდექით, რომ მოსულებს მივგებებოდით.
_საუკუნეა პოპლარჰოლში არ ვყოფილვარ! როგორ შეცვლილა აქაურობა!-მომესმა ელეონორის ჟღურტულა ხმა.
_მე საერთოდ პირველად ვარ,-ეს რომელიღაც დიდგვაროვანი ქალის ხმა იყო, წამის შემდეგ ოთახში შემოაბიჯეს.
_მერიენ, რა მომხიბლავად გამოიყურები,-გადამეხვია ელეონორი.-მოხარული ვარ, რომ მოგვიწვიე.
_გმადლობ, რომ მოხვედით, ელეონორ! თქვენც მადლობას გიხდით მისის პერლ!
სტუმრები მოდიოდნენ და მოდიოდნენ, დარბაზი ივსებოდა. მამაც ჩამოვიდა სტუმრებთან და მასპინძლობა საკუთარ თავზე აიღო. ასე შემეძლო თავისუფლად გამოვლაპარაკებოდი ნაცნობებს.
_მშვენიერო მის მერიენ!-მომიახლოვდა ჯონათანი, ცბიერი ღიმილი არ შორდებოდა. თავი დავუკარი.-ჩემს წვეულებაზე საშინელი უხერხულობა შეიქმნა ჩემს გამო, მინდა ბოდიში მოგიხადოთ.
_ბოდიში მიღებულია, სერ!-ვუთხარი და გავშორდი, მაგრამ პირდაპირ მგლის ხახაში ამოვყავი თავი! ელეონორმა ჩამავლო ხელი და განცალკევებით წამიყვანა.
_რატომ არ მოხვედი გუშინ ფორსეიქენჰოლში?
_ვერ მოვახერხე, მამულის საქმეები თითქმის მთლიანად ჩემზეა.
_მართლა? აჯობებს მე მომბაძო, მთელ საქმეებს მსახურები აგვარებენ, სანამ მე სრულიად თავისუფლად ვერთობი! მართლაც ბევრი დაკარგე გუშინ რომ არ მოხვედი,-გააგრძელა ისევ თვითონ.-მასპინძელმა საუცხოო დრო გვატარებინა, მხიარულ ამბებს გვიყვებოდა, ოხუნჯობდა...
_მართლა? ძალიან კარგი,-საკმაოდ გულგრილად ვუთხარი.
_დიახ და სხვათაშორის, უცნაურ ყურადღებას იჩენდა ჩემდამი. არ გაგიკვირდეს ფორსეიქენჰოლის დიასახლისად რომ მოგევლინოთ, რადგან ეს ახალგაზრდა კაცი ძლიერ ინტერესს იწვევს ჩემში. თანაც სამუდამოდ აქ დავსახლდებოდი, ისედაც სულ მენატრება აქაურობა.
_მაპატიე, ელეონორ, სხვა სტუმრებსაც უნდა მივხედო, დროებით!-ვუთხარი და გუნებაწამხდარი შევერიე ხალხს. მადლობა ღმერთს, არ გამომდევნებია.
რადგან თამაში დიდად არ მეხერხებოდა, მე კი არ მინდოდა ხალხს უხასიათობა შეეტყო ჩემთვის, ჩემი ერთ-ერთი სიმდიდრისკენ, თეთრი როიალისკენ გავემართე, რომელიც თავახდილი იდგა უკიდურეს მარჯვენა კუთხეში, ფანჯარასთან. მოხერხებულად მოვთავსდი და „მთვარის სონატის“ დაკვრა დავიწყე. საუბარი შეწყდა. ყველა მე მომაჩერდა, მაგრამ გმირულად ავიტანე ამდენი მზერა. დაკვრას ვაგრძელებდი და მსუბუქი რხევით ვაყოლებდი ტანს მელოდიას. საკუთარ გულისცემას და როიალის ჟღერადობას ვუსმენდი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რატომ იგვიანებდა, ან იქნებ საერთოდ არ მოსულიყო? ბოლო აკორდი ავიღე და როცა ჟღერადობა შეწყვიტა, ხელები ჩამოვუშვი.
_ბრავო!-გაისმა იმავწამს ვიღაცის ხმა და ტაში. მოვიხედე, ხელმარჯვნივ სულ ახლოს მედგა თმაგაშლილი და მუქლურჯყელსახვევიანი (ავტ. და არა ჰალსტუხიანი) დენიელ ბლექბორნი, თან გაღიმებული მიყურებდა. ლამაზ თვალებში ჩავხედე და თვალის მოშორება აღარ მომინდა. სხვებმაც დაიწყეს ტაშის დაკვრა და საქებარი სიტყვები.
_გმადლობ,-ჩურჩულით ვუთხარი მხოლოდ მას. ხელი გამომიწოდა და წამომაყენა. ხალხმა საუბარი განაახლა (უმეტესობამ ალბათ ჩვენზე ჭორაობა დაიწყო).
_მიხარია, რომ მოხვედით!-ვუთხარი, ფანჯარასთან გავჩერდით და ჩაბნელებულ არემარეს გავხედე.
_ეჭვი გეპარებოდათ? გუშინდელი საღამო თქვენი ნახვის იმედით გავმართე, თქვენ კი არ მოხვედით! ვერც წარმოიდგენთ ეს რა შოკი იყო. თქვენი პასუხი რომ მივიღე, ოთახში ჩავიკეტე. ვიცი, საკმაოდ უტაქტოდ მოვიქეცი, მაგრამ არცერთი სტუმრის დანახვა არ მინდოდა. ბოლოს ნაითინგეილმა დამითანხმა და ცოტა ხნით ჩავედი სტუმრებთან, თუმცა ჩემი დაძმარებული სახის დანახვაზე მალევე დაიშალნენ,-სიცილით დაასრულა.
_ანუ საღამო ჩაგივარდათ?-სიცილითვე ვკითხე.
_ყველაზე საშინელ საღამოთა სიაში უთუოდ პირველ ადგილს დაიკავებდა. თქვენმა დღევანდელმა წერილმა კი ახალი სიცოცხლე შთამბერა. უკვე გითხარით, რომ მომაჯადოებლად გამოიყურებით? თვალს ვერ გწყვეტთ,-ისეთი მზერით მიყურებდა, უმალ დავიჯერე, თუმცა საერთოდ ქათინაურები თავს მაბეზრებდა.
_გმადლობთ,-მგონი ლოყებიც კი შემეფაკლა.-ლურჯი ყელსახვევი ძალიან გიხდებათ.
_მერიენ...-თქვა პაუზის შემდეგ. სად გაქრა „მის?“-თქვენს მიმართ უცნაურ ლტლვას ვგრძნობ, რაღაც მიზიდავს თქვენსკენ...
_მისტერ ბლექბორნ!-მოგვიახლოვდა ელეონორი. მისი ხმის გაგონებაზე შევკრთი და დენიელის თბილი ხმის ტემბრით გაბრუებულმა მზერა მოვარიდე.
_მის ელეონორ!-გულგრილი თავაზიანობით დაუკრა თავი დენიელმა.
_მერიენი მართლაც მშვენივრად უკრავს, არა მისტერ ბლექბორნ?-მოწონებით შემათვალიერა ელეონორმა, თუმცა მის მზერაში რაღაც არ მომეწონა.
_ელეონორ, არ ღირს ამის აღნიშვნა,-ვეცადე მზერით რაიმეს მიმეხვედრებინა, მაგრამ ამაოდ.
_არა, რატომ? მე პირადად...
_დიახ, მის სტრატფორდი მართლაც ბრწყინვალედ უკრავს!-გააწყვეტინა დენიელმა. დუმილი გაიწელა, ველოდი, რომ ელეონორი გაგვშორდებოდა, მაგრამ მცირე პაუზის შემდეგ მომიბრუნდა:
_მინდა ცალკე დაგელაპარაკო, მერიენ.
_კარგი,-გაოცება ვერ დავმალე, მაგრამ სანამ მისტერ ბლექბორნს გამოვეთხოვებოდი, თვითონ მითხრა.
_მის სტრატფორდ, აქ მოწევა სად შეიძლება?
_დარბაზიდან სუფთა ჰაერზე გასასვლელი კარი დაკეტილია, ამიტომ კაბინეტში გადით. დარბაზიდან გახვალთ თუ არა, ხელმარჯვნივ პირველივე კარი.
_გმადლობთ,-თავი დაგვიკრა და წავიდა. ელეონორმა უსიამოვნო მზერა გააყოლა.
_რა საქმე გქონდა?-მოვახედე.
_ელიზას საფლავზე მივდივარ ხვალ, არ წამოხვალ? არ მინდა მარტო წავიდე.
_კარგი, წავიდეთ.
_კარგი.-მითხრა და გაბრუნდა. არც დრო შეუთანხმებია, არც ის თუ სად შევხვდებოდით, რომ სასაფლაოზე ერთად მივსულიყავით. გაოცებული მოვტრიალდი.
_ენს მივუახლოვდი და გამოველაპარაკე, ჰელენი და ჯონათანი მასთან ერთად მხიარულად საუბრობდნენ. ცოტა ხანი მათთან დავყავი. დარბაზი მოვათვალიერე, დენიელი ჯერაც არ დაბრუნებულიყო, არც ელეონორი ჩანდა სადმე. დარბაზის გასასვლელისკენ გავიკვლიე გზა ხალხში. ჰოლში გასულს სახეაწითლებული, აფორიაქებული ელეონორი შემეჩეხა.
_რა მოხდა?-ვკითხე შეშფოთებულმა. მან შეშინებული თვალებით შემომხედა, თან თმას ისწორებდა.-ელეონორ, რა მოხდა?-გავუმეორე.
_მე... მან... უცებ მეცა და კოცნა დამიწყო... ვერ ვუძალიანდებოდი... ძლივს დავუსხლტი...-თქვა და კარისკენ გავარდი.
_ელეონორ!-გავედევნე, მაგრამ ის უკვე გარეთ იყო, ალბათ უკვე ეტლში ჯდებოდა. მოვტრიალდი და კაბინეტში შევიჭერი. მას ცალი ხელი მაგიდაზე დაეყრდნო, მეორე კი შუბლზე მიეჭირა. კარის გაჯახუნებაზე შემობრუნდა.
_მერიენ, ვერც კი წარმოიდგენთ...-უკიდურესად სერიოზული ხმით დაიწყო.
_უკვე ყველაფერი მითხრა ელეონორმა!-ხმა მიკანკალებდა.-გაეთრიეთ ჩემი სახლიდან!-ნერვების უკიდურესი დაძაბვის ფასად ვუთხარი მოჩვენებითი სიმშვიდით.
_რა?-გაოცებისგან ხმა ჩაეხრინწა.
_გაეთრიეთ,-კარისკენ მივუთითე.
_კი მაგრამ...-შეძრწუნებული მიყურებდა, მაგრამ ჩემს ცივ მზერას რომ წააწყდა, გაჩუმდა და კარისკენ წამოვიდა. მე პირიქით, მისი გვერდის ავლით გავსხლტი ოთახის სიღრმისკენ, თან თვალს არ ვაშორებდი. კართან მისული მობრუნდა, მე უკვე მაგიდასთან ვიდექი.
_არ მესმის თქვენი, რაზე მიბრაზდებით?-ისევ ისე გაოცებული მზერით მიყურებდა, მაგრამ ამ გულუბრყვილო მზერის მიღმა ავაზაკს ვხედავდი.-ელეონორმა...
_არაფრის თქმა არაა საჭირო, ისედაც ყველაფერი ვიცი, თქვენ მოძალადე, ავაზაკი ხართ და...
_მე ვარ მოძალადე?-სახიდან დაძაბულობა გაუქრა და გულწრფელად გაიცინა, თან ჩემსკენ წამოვიდა.-მართლა მოძალადე გგონივართ, მერიენ?
_არ მომიახლოვდეთ, მანდ იდექით!-წამოვიყვირე, ადგილზე გახევდა.-დიახ, მოძალადე ხართ! შეეცადეთ საწყალ, დაუცველ ქალზე გეძალადათ, ახლა კი დგახართ და უტიფრად იცინით! გაეთრიეთ, თორემ ვიკივლებ და... და... ძალით გაგათრევენ აქედან!
ჩემ სიტყვებზე სახე დაუსერიოზულდა. გამგმირავი მზერით მიყურებდა.
_ეს უკვე სასაცილო აღარაა. საქმე იმაზე სერიოზულად ყოფილა, ვიდრე მეგონა.
_ჯერ სად ხართ! ილოცეთ, რომ ელეონორმა ამ ამბის გახმაურება არ მოინდომოს, თორემ ჩაგქოლავენ! თქვენ სასახლეს გადაწვავენ აქაურები და...
_გაჩუმდით!-მრისხანედ დასჭექა და ხმა ჩამივარდა. უნებურად „ის“ გამახსენდა.-მერიენ, ვიცი, რომ ჭკვიანი ქალი ხართ და ძალიან მიკვირს თქვენი ეს საქციელი. როგორ იფიქრეთ, რომ მასზე ძალადობას ვცდილობდი?-ბოლო წინადადებაზე ხმა დაუთბა და ისევ ჩემსკენ დაიძრა.
_გაფრთხილებთ, არ მომიახლოვდეთ...-ვთქვი, მაგრამ ყურადღება არ მოუქცევია.
_...მითუმეტეს, რომ მის ელეონორ რიჩმონდი სულ არ მაინტერესებს. გავიწყდებათ, რომ მე ჯენტლმენი ვარ...
_ბლექბორნ, გაფრთხილებ, გაჩერდი!-მაგიდაზე დაგდებულ საკმაოდ ბასრ, კონვერტის გასახსნელ ხანჯალს წამოვავლე ხელი.
_ოჰო, მემუქრებით კიდეც? გაცეცხლებულიც კი მომხიბლავი ხართ...-სულ ახლოს, ნახევარ მეტრში მოვიდა.-ძალიანაც რომ მოინდომოთ, ვერაფერს დამიშავებთ. უბრალოდ არ შეგიძლიათ იმდენად კეთილი და...-ისე მომიახლოვდა, თითქმის მეხებოდა, სადაც იყო ჩამეხუტებოდა, არ ვიცი რა გრძნობამ ან ინსტიქტმა მიკარნახა, რომ თვალები დამეხუჭა, დამეყვირა:
_არააა!-და ხანჯლიანი ხელი მომექნია...



bachia_bachia555თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-24, 1:53 PM | შეტყობინება # 176

206
19  +
33  ±
   ±
Offline
ox ra momentze gacherda surprised ox es elonori ragac darwmunebuli var ro es yvelaferi elonorma moawyo dry dry axali tavi rodis iqnebaa?? kiss

elle____თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-24, 2:05 PM | შეტყობინება # 177
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
au au au ra magariaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa happy happy happy happy happy happy happy happy happy happy happy au neta martla moklas da is dabrundes biggrin :D biggrin D: D xo kai vici ro ar moxdeba..... dry dry dry uechveli eleonoram moawyooo dry dry dry ra cud personajad var raaaa biggrin :D


dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-24, 2:40 PM | შეტყობინება # 178

267
66  +
69  ±
   ±
Offline
ra??? surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised surprised ana es ra aris akvlevineb kacs?/ surprised surprised surprised surprised surprised surprised vaime dampali da uzrdeli eleonori saxels amartlebs raa angry angry angry mezizgeba eeg saxeli angry angry angry angry vaime neta ar mokvdes ra sad sad sad sad sad sad sad sad sad sad sad sad sad sad sad axali tavi male dade sad sad

★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-24, 2:50 PM | შეტყობინება # 179
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
au ra magari tavi iyo verc ki warmovidgendi aseti rame tu moxdeboda me eleonoris namoqmedari mgonia. is rodis dabrundeba dzaan mainteresebs an dabrundeba saertod? happy


mileyთარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-24, 8:55 PM | შეტყობინება # 180

93
17  +
31  ±
   ±
Offline
vaime axal tavs rodis dadeb ? magar momentze gacherda cry cry cry cry

ძებნა: