ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
კონტრა ეშმაკთან

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-24, 11:41 PM | შეტყობინება # 181
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaimeee! tutuci eleonori! degenerati! tavxedi! cancara! vaime kide rogor gavlandzgoo? au ra mougona ra aris raa! da debili merieni kide eg ro daijera biggrin an imedia araferi moxdeba tore ar vici ras vizav, tan neti metisheba da tu dadeb xval ver wavikitxav. momwere teleze mere tore mogklav biggrin miyvarxar chemi nichieroo kiss kiss kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-02-26, 11:27 AM | შეტყობინება # 182
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

ჯოჯოხეთური ღამე

ვიგრძენი როგორ ჩაერჭო ხანჯალი და თვალები გაკვირვებულმა გავახილე. მანაც არანაკლებ გაოგნებულმა შემომხედა, თითქოს ასეთ სიმუხთლეს არ ელოდაო. ჭრილობაზე ხელი მიიდო და შემდეგ გამოსწია. მისი სისხლიანი ხელის დანახვაზე ელდა მეცა, ხანჯალი ხელიდან გამივარდა. მას მუხლი მოეკვეთა და ძლივს მოვასწარი ხელის შეშველება, ფრთხილად დავაწვინე და თავი იატაკზე დავადებინე. თავზარდაცებული გავვარდი გარეთ დახმარების სათხოვნელად და ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე უაზრო შეცდომა ჩავიდინე, მაგრამ იმ წამს ფიქრი და აზროვნება საერთოდ არ შემეძლო, მთავარი იყო ის გადამერჩინა, არ უნდა მომკვდარიყო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომკვდარიყო... დარბაზში შევვარდი (ალბათ შეშლილი სახე მქონდა, რადგან სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა წამიერად) და ხმამაღლა ვიყვირე:
_დენიელ ბლექბორნი დაჭრილია!-ხალხი გაირინდა. პირველი მამა მოეგო გონს და ჩემსკენ წამოვიდა, თვალებში ჩამხედა და მკითხა:
_რა მოხდა, მერიენ?
_მამა, მისტერ ბლექბორნი... დაჭრილია... არც კი ვიცი როგორ მოხდა... მე...
_წამიყვანე,-კარზე მანიშნა. კაბინეტისკენ მიმავალმა ვიგრძენი, რომ მარტო მამა კი არა სტუმართაგან კიდევ ბევრი მომყვებოდა.
_ენ, კატრინას დაუძახე,-უთხრა მამამ, სანამ კაბინეტში შევიდოდი.
_ღმერთო ჩემო!-წამოიკივლა ვიღაცამ, სანამ მე დაჭრილს მივვარდებოდი და მის თავს კალთაში ჩავიდებდი მუხლებზე დაჩოქილი. გონება თითქმის დაკარგული ჰქონდა, სახე ტკივილისგან ემანჭებოდა.
_რა მოუვიდა?-დასვა ვიღაცამ საბედისწერო კითხვა. ადგილზე გავხევდი. ყველა მე მიყურებდა, მე კი პასუხს ვერ ვცემდი.
_მეთვითონ... შემთხვევით...-ოხვრას ამოაყოლა უცებ დაჭრილმა.
_რაო?
_რაო, რა თქვა?-ატეხა ხალხმა ყაყანი, შემდეგ ერთბაშად გაჩუმდნენ და დაჭრილს დაუგდეს ყური, რომელიც უკვე დადუმებულიყო.
_მერიენ, აგვიხსნი ბოლოსდაბოლოს, რა მოხდა?-მოთმინებადაკარგულმა მკითხა მამამ.
_მერიენს არაფერი დაუშავებია... მე... მე თავად... შემთხვევით... ხელში ვათამაშებდი და...-კიდევ ერთხელ ამოიღო ხმა. ამ დროს კატრინა შემოვიდა ოთახში, თან ჯამით წყალი და სუფთა ჩვრები მოჰქონდა. ხალხში გზა გამოიკვლია, ბლექბორნთან დაიჩოქა, თეთრი ჩვრები მე მომაწოდა, თვითონ კი წელში გასწორდა და ხალხს მიუბრუნდა.
_მისტერ ბლექბორნი დივანზე უნდა გადავიყვანოთ,-თქვა და მაშინვე გამოვიდა ხალხიდან ორი ახალგაზრდა, რომელმაც ფრთხილად აიყვანა და კაბინეტის მოხერხებულ დივანზე გადააწვინა ბლექბორნი.
_უნდა მომიტევოთ, მაგრამ ახლა კი ოთახი უნდა დატოვოთ. დაჭრილს ჰაერი სჭირდება, დიდ ბოდიშს გიხდით...-მიმართა მათ და ოთახიდან ყველა გაიკრიფა, მხოლოდ სამნი: ბლექბორნი, მე და მამა დავრჩით, რომელსაც კატრინამ ოთახიდან გასვლის წინ უთხრა:
_პიტერი უკვე გავაგზავნე ექიმის მოსაყვანად, სადაცაა მოვლიან,-და ისიც გავიდა ოთახიდან, სტუმრების გასაცილებლად. მე ხელში შერჩენილი ჩვარი ჭრილობაზე დავადე დაჭრილს, თან ცრემლები მახრჩობდა და ძლივს ვიკავებდი. ზურგით ვგრძნობდი, მამა გამომცდელი მზერით მიყურებდა.
_მერიენ, სამართლე მითხარი, შენ დაჭერი?
_მისტერ სტრატფორდ... ხომ ვთქვი... ყველაფერი ჩემი ბრალია...-ამოიხრიალა ისევ მან და მამას უკმაყოფილო მზერაც დაიმსახურა.
_წავალ, ვნახავ, ექიმი ხომ არ მოვიდა,-წაიბურტყუნა და კაბინეტიდან გავიდა. სისხლმა ჩვარში გამოჟონა და თითები დამისველა. დანარჩენი ნაჭრები ერთმანეთში გადავახვიე, დასვრილი ჩვარი მოვაშორე და დანარჩენები დავაფინე. საქმიანობას რომ მოვრჩი, სახეზე თვალი შევავლე და გაკვირვებულმა შევამჩნიე, რომ მიღიმოდა. მართალია ეს სიმწრის ღიმილი იყო, მაგრამ მაინც ღიმილი, მილულული თვალებიდან ანცი მზერა მიყურებდა.
_არც ისე კარგად მცნობიხართ... როგორ გამიმეტეთ... -სიტყვები თითქოს მკიცხავდა, მაგრამ ეს ღიმილი... ეს მზერა... -გახსენით შუბლი... მე არ მოვკვდები...-თვალი მოვარიდე და უცებ ლოყები დამისველდა, თუმცა ცრემლების შემშრალება არც მიფიქრია. ვგრძნობდი მიყურებდა, ხედავდა როგორ ვტიროდი, მე კი ჯიუტად დავყურებდი მის ჭრილობაზე დაფენილ ჩვრებს.
_უნდა დამიჯეროთ... მე მართლა არაფერი დამიშავებია... ის ქალი თვითონ დამეკიდა კისერზე, მერიენ... მე მოვიშორე და... და ალბათ ამან გაამწარა... ამიტომ გითხრა, რომ... რომ მე...-ხმა ჩაუწყდა
_მჯერა...-სლუკუნი აღმომხდა უცებ.-მაპატიეთ...-სანამ კიდევ რაიმეს თქმას შევძლებდი კაბინეტის კარი გაიღო, ცრემლები მკლავით შევიმშრალე.
_მის სტრატფორდ...-მისალმების კილოთი მომიახლოვდა ექიმი.
_ექიმო დალტონ,-იმავე კილოთი ვუპასუხე და ადგილი დავუთმე, რომ ჭრილობა ენახა.
_აჯობებს ოთახიდან გახვიდეთ,-მომმართა, სანამ ტანსაცმელს გახდიდა.
_მირჩევნია დავრჩე, თუ შეიძლება...-მამას შევხედე მავედრებელი თვალებით. თავი დამიქნია.
მოშორებით დავდექი, ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ მესმოდა როგორ გაუჭრა ტანსაცმელი.
_საკმაოდ ღრმა ჭრილობაა...-თქვა ჩემთვის უსიამოვნო ხმით.
_მაგრამ თქვენ ხომ შეგიძლიათ... ხომ შეგიძლიათ?-მგონი ისტერიკა მეწყებოდა.
_ბალახეულს დავადებ და მჭიდროდ შევუხვევ. წამალმა, წესით, მალე უნდა შეახორცოს ჭრილობა, მაგრამ ხომ გითხარით, ეს ღრმა ჭრილობაა,-პროფესიული, მონოტონური, აუღელვებელი ხმით თქვა.
_გააკეთეთ, რაც შეგიძლიათ,-უთხრა მამამ. ექიმი დალტონი დაპირებისამებრ მოიქცა, რაღაც მწვანე დაქუცმაცებული მოაყარა (ეს დავინახე, მაგრამ თვითონ ჭრილობა ვერა) და თეთრი სახვევები შემოახვია მთელ მუცელზე მკერდამდე.
_აჯობებს არ იმგზავროს, თუ შესაძლებლობა გაქვთ, აქ დატოვეთ. ეტლის ჯაყჯაყში სისხლისდენა დაეწყება.
_აქ დარჩება,-თქვა მამამ მტკიცედ და გარეთ გავიდა, უკან პიტერთან და კიდევ ერთ მსახურთან ერთად დაბრუნდა. მათ ოთახიდან გაიყვანეს ბლექბორნი და ზემოთ, ერთ-ერთ საძინებელში აიყვანეს. სანამ მამა არ ჩამოვიდა ექიმის გასაცილებლად (რომელსაც ჩაით და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ შეწუხებისთვის ბოდიშის მოსახდელად). სანამ ზემოთ ავიდოდი, დავინახე როგორ მისცა ფული, გაწეული დახმარებისთვის. შემდეგ კიბეებს ავუყევი და კარის ქვეშ ნაპრალიდან გამომავალი სინათლე სადაც დავინახე იმ ოთახში შევედი. სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახი იყო, კარი შევაღე. კატრინა ბალიშს უსწორებდა მას და თან რაღაცეებს ეუბნებოდა, ალბათ ამშვიდებდა, რომ რამდენიმე დღეში ფეხზე დადგებოდა და რომ სერიოზული არაფერი იყო. მე ყოველთვის ასე მეუბნებოდა ბავშვობაში, როცა ავად ვხდებოდი, თუმცა რეალურად რამდენიმე კვირა, ხან თვეც მიწევდა საწოლში ყოფნა.
_მგონი ჩაეძინა,-მითხრა, როცა შემნიშნა.
_კატრინა, ვერ ვიჯერებ, რომ მე...
_ჩჩშ...-ისეთი სახით მითხრა, რომ აშკარად იცოდა რისი თქმაც მინდოდა.-არაფრის თქმა არ არის საჭირო. წადი, დაწექი, დაისვენე.
_მირჩევნია აქ დავრჩე. იქნებ რამე დასჭირდე? წყალი... ან... არ ვიცი.
_ჰო, და ხვალ მთელს ვინჩესტერს მოედება, რომ მის მერიენ სტრატფორდმა მთელი ღამე უცხო მამაკაცთან ერთად ერთ ოთახში გაატარა! ამას ვერ დავუშვებ! დროზე! საწოლში!-მითხრა ღიმილით. თავისი ხალისიანობით მეც კი გამაღიმა.-მასთან მე დავრჩები და მივხედავ,-დაამატა სერიოზული ხმით. თვალი შევავლე მის მშვიდ, უშფოთველ სახეს და ოთახიდან გავედი. თუმცა სანამ კარს მივხურავდი, ვერშეკავებული გმინვის ხმა მომესმა...



bachia_bachia555თარიღი: შაბათი, 2011-02-26, 11:36 AM | შეტყობინება # 183

206
19  +
33  ±
   ±
Offline
o.m.g...ara ki mivxvid ro dachrida...isic mivxvdi ro is qali tviton chamoekida kiserze dry mara am tavs iseti dazabulli vkitxulobdi ro ravi biggrin

elle____თარიღი: შაბათი, 2011-02-26, 11:41 AM | შეტყობინება # 184
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
რა გმინვის ხმაა ? biggrin :D ააუუუ მაგარი თავია !! cry ვიცოდი რომ არ მოკვდებბოდა მაგრამ მაინც ძალიან ძალიან მაინტერესეებდააა :*:*:*:* კიდე კარგი გაირკვა ის ქალი რა საზიზღარი ვიღაცააა ფუუუ : ((((( ყოჩაღ საყვარელოოოოო გთხოოოვვ დრესვედადე რა ახალი თავიიიი :*:*ბოლომ ძააალიააან დამაინტრიიგააა :D


dodoთარიღი: შაბათი, 2011-02-26, 12:07 PM | შეტყობინება # 185

267
66  +
69  ±
   ±
Offline
vaime sad gaachereee raaaa cry ai umagresi tavi iyo sawyali bleqbordi sad sad sad sad sad vaime magas rame ro daemartos tavs ar vicocxleb..... sad sad damekarga kaco achrdili? sad sad sad surprised

elle____თარიღი: შაბათი, 2011-02-26, 12:22 PM | შეტყობინება # 186
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (dodo)
sad sad damekarga kaco achrdili?

xooo mec magas vchivivar : ((( me mainc magis mxares var happy happy dry



★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-02-26, 12:35 PM | შეტყობინება # 187
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dzaan magari tavi iyo vicodi rom bleqbordi ar mokvdeboda happy happy . is qali martla ver aris rogor sheidzleba egre moqceva biggrin biggrin .
Quote (dodo)
sad damekarga kaco achrdili?
au xo is mainc gvitxari kidev gamchndeba? smile



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-02-26, 1:10 PM | შეტყობინება # 188
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline

უტიფარი ელეონორი

კარგად გათენებულზე გამეღვიძა. რამდენიმე წამს ბედნიერი ვიყავი, სანამ წუხანდელი ღამის ბოლო საათები არ ამოტივტივდა გონებაში. გონება მაშინვე სევდის ბლანტმა ნისლმა მოიცვა. თუმცა ამ ყველაფერში მაინც იყო ერთი რამ, რაც მახარებდა. ეს გავიაზრე თუ არა, თავი იმავ წამს გიჟად შევრაცხე. უარყოფა შეუძლებელი იყო, მე მიხაროდა, რომ ბლექბორნს ჩემს სახლში, რამდენიმე კედლის მოშორებით ეძინა და აქ დარჩებოდა, სანამ არ მომჯობინდებოდა. სისი მოვიხმე ზარით და ავდექი.
_მისტერ ბლექბორნი როგორაა?-ვკითხე, როცა კაბის ჩაცმაში მეხმარებოდა.
_უკეთესად, მის.
_უკვე გაიღვიძა?
_როგორც კატრინა ამბობს, ჯერ არ გაუღვიძია.
მძინარეს ვერ დავადგებოდი ოთახში, ამიტომ დაბლა ჩავედი. სისი კაბინეტიდან გამომავალი ზარის ხმას გაჰყვა, მე სამზარეულოსკენ წავედი, მაგრამ სანამ კარებს შევაღებდი საუბარს მოვკარი ყური და გავჩერდი. კატრინა ჩურჩულებდა:
_...მთელი ღამე გმინავდა...საშინელი ტკივილები სტანჯავდა. არ უნდა მერიენს აგრძნობინოს რომ ჭრილობა სტკივა, წარმოგიდგენია? არ უნდა შეამჩნევინოს, რომ იტანჯება. წარმოიდგინე, მთელი ღამე, მთელი ღამე ოხრავდა. შუბლზე ცივ საფენებს ვადებდი, მაგრამ ამაოდ. ტკივილი ვერაფერმა დაუამა. ოფლში იხვითქებოდა, გამთენიისას ძლივს ჩაეძინა. იმედი მაქვს რომ გაიღვიძებს...-მაგრამ ამ დროს ვიღაცამ სამზარეულოს კარი გააღო შიგნიდან და ყველამ დამინახა. სახეები შეეცვალათ.
_კატრინა...-ამოვიკვნესე და მუხლი მომეკვეთა. მსახურებმა ხელი მტაცეს და სკამზე ჩამომსვეს. ერთ-ერთმა წყლიანი ჭიქა მომირბენინა.
_მართლა... მართლა მთელი ღამე?-ძლივს ამოვთქვი, როცა ცოტა წყალი მოვსვი.
_დამალვას რაღა აზრი აქვს... ჰო, მერიენ... შენ რომ შემოხვედი, არ ვიცი, როგორ შეიკავა თავი, თავი მოგაჩვენა, რომ ეძინა. არამგონია ასეთი ტკივილები ჩვეულებრივი ამბავი იყოს... კიდევ ხომ არ მოგვეწვია ექიმი დალტონი? ჭრილობას ნახავდა...
_კარგი, მასე მოვიქცეთ. გთხოვ, გააგზავნე პიტერი ექიმის მოსაყვანად.
_აჯობებს მოვიცადოთ, როდის გაიღვიძებს.
_კარგი, კატრინა,-წამოვდექი და ჰოლში გამოვედი. მოჩვენებასავით დავბორიალობდი, ვერ გადამეწყვიტა რა მექნა, სად წავსულიყავი, რა მომემოქმედებინა, რა მეფიქრა. ერთადერთი ის ვიცოდი, რომ ღირსი ვიყავი „ის“ მოსულიყო და ჯოჯოხეთში წავეყვანე იმის გამო, რაც ბლექბორნს დავმართე.
_მის, საუზმე მზადაა, მისტერ სტრატფორდი გიხმობთ,-მითხრა სისიმ, როცა სასადილო ოთახიდან გამოვიდა.
_გმადლობ, სისი,-წავიბურტყუნე და იქით წავედი, საიდანაც წუთის წინ ის გამოვიდა.
_როგორაა ავადმყოფი?-მისალმების ნაცვლად მკითხა სახედაღვრემილმა მამამ.
_არც ისე კარგად. კატრინამ თქვა მთელი ღამე ტკივილები აწუხებდაო. მისტერ დალტონი კიდევ ერთხელ ხომ არ მოგვეწვია?
_ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ ჩათვლი,-მითხრა და ჭამა გააგრძელა.
_მაინც ვერ გავიგე, რა მოუვიდა?-ხმაურიანად მოხვრიპა ჩაი ენმა, თან ცნობისმოყვარე მზერას არ მაშორებდა. ხმამაღლა ამოვიოხრე.
_არ ვიცი, ენ. არაფერი არ ვიცი,-წავიბურტყუნე. ჩემი სახე ალბათ ყველაფრის მანიშნებელი იყო, რადგან ჩემთვის კითხვით აღარ მოუმართავთ.
საუზმის შემდეგ გულმა აღარ მომითმინა, თავის შეკავება ვეღარ მოვახერხე და კიბისკენ დავიძარი. საძინებელ ოთახში შესვლის წინ კარზე დავაკაკუნე და შევედი. მას ისევ ეძინა, საწოლთან სკამზე ელა იჯდა და ხელსაქმით ირთობდა თავს.
_ხომ არ გაუღვიძია?
_არა, მის, მშვიდად სძინავს.
_თუ გინდა წადი, ისაუზმე. ცოტა ხნით მე დავრჩები.
_გმადლობთ, მის,-წამოდგა და ოთახიდან გავიდა. მის ადგილას მე დავჯექი და სახეზე დავაცქერდი. გაფითრებული, დაღლილი, გამოფიტული სახე ჰქონდა- მთელი ღამის ტანჯვის შედეგი. ხელი წავიღე მისი სახისკენ, მინდოდა მოვფერებოდი, მაგრამ ჰაერში გამიშეშდა- რომ გამეღვიძებინა? ისევ ტკივილები რომ დაბრუნებოდა? მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი, მისი სახე ისე ახლოს იყო... და თითქოს მელოდებოდა როდის შევეხებოდი. ფრთხილად მივიტანე ხელი მის შუბლთან და ოდნავ შევახე თითები. ელდანაკრავივით გავშეშდი. ცხელი იყო! შუბლი ეწვოდა! სიცხე ჰქონდა! ვიცოდი ეს რისი მანიშნებელიც იყო და გული გამეყინა. შესაძლებელი იყო აღარც გაეღვიძა...
დაფეთებული წამოვხტი და ოთახიდან გავვარდი, საფეხურები ელვის სისწრაფით ჩავირბინე და სამზარეულოსკენ გავიქეცი.
_კატრინა!-დავიძახე, როცა კარი შევაღე. მაგრამ კატრინამ შეწუხებული მზერით შემომხედა- კიდევ რაღაც მომხდარიყო? მაგრამ ამის დრო არ მქონდა.
_კატრინა, ბლექბორნი იწვის! მაღალი სიცხე აქვს! რა ეშველება? რა უნდა ვქნათ?-შემდეგ ყურებჩამოყრილ პიტერს მოვკარი თვალი.-რა მოხდა?-ვკითხე.
_მის, მისტერ დალტონი მეზობელ საგრაფოშია. ვიღაც ნათესავს წაუყვანია თავისი ავადმყოფი ცოლის გასასინჯად.
_რა? როდის დაბრუნდება?
_რამდენიმე დღეში.
_რამდენიმე დღეში...-გავიმეორე და სკამზე დავეცი. ისეთი ხმა მქონდა, თითქოს ბოლო იმედიც წამართვეს. სიჩუმე ჩამოწვა, ყველა მე მიყურებდა, ელოდნენ რას მოვიმოქმედებდი.
_უთხარი...-წაულაპარაკა უცებ ელამ პიტერს, თან მუჯლუგუნიც წაჰკრა. ახლა ის აღმოჩნდა ყველას ყურადღების ცენტრში.
_პიტერ?-ცნობისმოყვარე მზერით მივაჩერდი. პიტერმა დარცხვენილმა შემომხედა, შემდეგ ელას გადახედა, რომელმაც მზერით ანიშნა თქვიო. პიტერმა ძლივს გამისწორა მზერა და მითხრა:
_მის, მე მალამოს დამზადება ვიცი, იარებს ახორცებს,-ხელებზე დაიხედა. მისი მრავალრიცხოვანი იარები გამახსენდა.
_მის, კვიციც მისმა მალამომ მოარჩინა,-ჩაურთო ელამ.-ექიმი არ მოგვიყვანია.
_წამოდი, წაუსვი შენი მალამო,-ფეხზე წამოვხტი.
_ჯერ უნდა დავამზადო. კვიცს უკანასკნელი ნარჩენები წავუსვი.
_კარგი, დაამზადე. რამდენი ხანი დასჭირდება?
_ინგრედიენტები აქ არ იშოვება, მის. სურეის საგრაფოში უნდა წავიდე.
_მაშინ მალე წადი, რომ მალე დაბრუნდე. რამდენ ხანში დაბრუნდები?
_2 დღეში, მის. უფრო ადრე შეუძლებელია.
_ორი დღე...-გულში რაღაც ჩამწყდა.-მანამდე რამე რომ მოუვიდეს?
_ორ დღეში არაფერი მოუვა, მის, დამიჯერეთ. სიცხე თუ აუწევს, სველი საფენები დაადეთ შუბლზე. რაც შემეძლება მალე დავბრუნდები.
_კარგი. შენი იმედი მექნება, პიტერ. მალე დაბრუნდი!-ვუთხარი, თავი დამიკრა და გარეთ გავიდა.
_ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ მოარჩენს, მის,-თავდაჯერებული ხმით თქვა ელამ.
პიტერს მივყევი, რომ მეთქვა საუკეთესო ცხენი წაეყვანა. თავლაში შევედი და ჩემი სურვილის შესახებ გადავეცი. თავი დამიქნია, მთხოვა წასვლამდე სოფელში გავივლიო, ჩემს მშობლებთან გავივლიო, ცხენს მოახტა და წავიდა. სახლისკენ მომავალმა ეტლი დავინახე, რომელიც მამულის ბოლოდან, გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებული ალვის ხეებს შორის მოდიოდა. ალვების ხეივანი ეზომდე მოდიოდა, სწორედ ამიტომ ეძახდნენ ამ მამულს პოპლარჰოლს. სახლში შესვლა გადავიფიქრე და კართან ლოდინი დავიწყე. რაც უფრო მიახლოვდებოდა ეტლი, მით უფრო მიპყრობდა გაოგნება. ბოლოს ეტლი ზუსტად ჩემს წინ გაჩერდა, შიგნიდან კი მის ელეონორ რიჩმონდი მიღიმოდა.
_დღემშვიდობისა, მერიენ! მზად ხარ სასაფლაოზე წასასვლელად?
_ელეონორ?-თვალებს ჯერ კიდევ ვერ ვუჯერებდი.
_ხომ შევთანხმდით, რომ ელიზას საფლავზე წავიდოდით?
_ჰო, მაგრამ...
_ამოდი, ეტლში, წავიდეთ.
_ელეონორ, არ მინდა განწყობა გაგიფუჭო, მაგრამ რამდენიმე სიტყვა უნდა გითხრა,-შემდეგ მეეტლეს მივუბრუნდი.-შენ ყურები დაიცე,-რომ დაინახა არ ვხუმრობდი ხელთათმანიანი ხელები ყურებზე მიიდო.-ელეონორ, გაიძვერა, ცბიერი, ვერაგი, მატყუარა კახპა ხარ! -შემდეგ მეეტლეს ვანიშნე თავით, წასულიყო. განცვიფრებულმა ელეონორმა თავი გადმოყო ეტლის ფანჯრიდან, სანამ მეეტლე ცხენებს აბრუნებდა.
_რა დაგემართა, მერიენ? სულ გაგიჟდი?!-დაიძახა მან, მაგრამ მე უკვე სახლში შევდიოდი.
მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი სად იქნებოდა იმ წამს პიტერი. უკვე დატოვა თუ არა ჰემფშირი, სად იყო ახლა. მთელი საღამო ბლექბორნის საძინებელში გავატარე, ცივ საფენებს ვადებდი შუბლზე და ტუჩებს ნერვულად ვიკვნეტდი.
_წყალი...-ამოიოხრა რამდენჯერმე და კატრინას დარიგების თანახმად, ღვინო მოვასვი, რომ ცოტა მოძლიერებულიყო.
არ მინდოდა მეფიქრა, დამეშვა, რომ რამე მოუვიდოდა. რომ აქ, ამ სარეცელზე დალევდა სულს. არა, ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. შინაგან ვგრძნობდი, რომ ასე არ მოხდებოდა. რომ ასე არ გამწირავდა უფალი, არ მაქცევდა მკვლელად. ო, როგორ მინდოდა გაეღვიძა, მომჯობინებულიყო და მე მზად ვიყავი მთელი სიცოცხლე მის წინ მუხლებზე მეხოხა და პატიება მეთხოვა. საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი, რომ უდანაშაულო ადამიანს თავს დავესხი და რაც დრო გადიოდა, ამას უკეთესად ვიაზრებდი. ბოლოს ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ ის მე არ ვყოფილვარ, მე არ მომიქნევია ხანჯალი და მე არ დამიჭრია ბლექბორნი. არ ვიცოდი, რა ორგანოები დავუზიანი, რა დავმართე, მაგრამ საკუთარი გული კი სამუდამოდ დავჭერი.
შუაღამეს რომ გადასცდა, კატრინა შემოვიდა და ოთახიდან დამითხოვა, აღარ მომცა უფლება დავრჩენილიყავი. სევდიანი და უიმედო გამოვედი ოთახიდან და ჩემ საძინებელში შევლასლასდი. უცნაური ხმაური მომესმა. გავირინდე. ნუთუ ისევ მოვიდა? იქნებ მანუგეშოს? მითხრას, რომ ბლექბორნი არ მოკვდება? წამით იმედმოცემული გული გამითბა, მაგრამ შემდეგ დავინახე, რომ ეს ფარდა ირხეოდა და არავინაც არ მოსულიყო. მივედი და ქარის გაღებული ფანჯარა ჩავკეტე.
საწოლში გაუხდელად შევწექი, თუმცა ვიცოდი, ამაღამ ვერაფერი გამათბობდა.
ამ ყველაფრის შემდეგ, ერთ რამეს მაინც მივხვდი: ელეონორი ჩემი ძვირფასი მეგობარი ელიზა არ იყო.



☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-02-26, 1:14 PM | შეტყობინება # 189
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
თქვენი თხოვნა გავითვალისწინე და აგერ შემდეგი თავიც tongue tongue
ამ ბოლოს ვეღარ ვახერხებ კომენტარებზე პასუხის დაწერას, მაგრამ დიდის ყურადღებით ვკითხულობ და მიხარია რომ მოგწონთ. ის კიდევ გამოჩნდება აბა რა. ჯერ სათაურს დააკვირდით. თავისთავად გამოჩნდება.
ოღონდ იმ საწყალს ბლექბორნი ქვია და არა ბლექბორდი biggrin biggrin ვეცდები შემდეგი თავიც მალე მოგაწოდოთ happy lips lips lips lips



★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-02-26, 2:18 PM | შეტყობინება # 190
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
magari tavi iyo sawyali bleqborni rogor itanjeba magram darwmunebuli var ar mokvdeba smile . merieni magaria ra dzaan kargad miaxala eleonors yvelaperi happy happy yochag ase gaagrdzele da mal-male dade axali tavebi happy happy biggrin


bachia_bachia555თარიღი: შაბათი, 2011-02-26, 4:02 PM | შეტყობინება # 191

206
19  +
33  ±
   ±
Offline
vaime...au bleqbordi imedia male gamoketdeba tore movkvdi nerviulobitt cry

dodoთარიღი: შაბათი, 2011-02-26, 6:45 PM | შეტყობინება # 192

267
66  +
69  ±
   ±
Offline
ehh...meta ar mokvdes ra bleqborni sad sad sad sad sad martla momwons es kaci an bichi cry sad sad sad sad xo kaia ro dabrundeba gamixarda mara mec mivxvdi ragacas turme dzzaan shemyvarebia es bleqborni...kai vigacaa mara achrdilit su sxva iyo cry cry cry damgruza am tavma sad sad male dade axali tavi sad sad sad surprised

elle____თარიღი: შაბათი, 2011-02-26, 8:56 PM | შეტყობინება # 193
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (AnasteishA)
ის კიდევ გამოჩნდება

es rogor gamixarda shen ar iciiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii cry cry cry cry cry cry cry cry cry cry happy happy happy happy happy happy happy happy aba ro gkitxe ar gamochndeebaaaooo ? cry cry cry cry cry mtavaariii egaaa da tu eg sheni bleqborni ar chans sataurshiiiiii ar aris arc aris mtaaavaariiiii happy happy happy happy ra magariaaa happy happy



mileyთარიღი: კვირა, 2011-02-27, 5:36 PM | შეტყობინება # 194

93
17  +
31  ±
   ±
Offline
au ra magari iyo eleonora naxe ra male dade axali tavi ra cry cry cry cry cry


Takoთარიღი: ორშაბათი, 2011-02-28, 0:17 AM | შეტყობინება # 195
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
ანი, დიდად კი ისარჯები და გვიჩიჩებ, შენიშვნები მომეცითო, მაგრამ აზრდაც არ მომდის რაზე შეიძლება შესწორება იქნას შეტანილი, მითუმეტეს ჩემი მხრიდან. biggrin აღარ ვიცი რა ვთქვა, კარგა ხანია არ წამიკითხავს და დიდადაც ვინანაე, მაგრამ ამავ დროს არ მინანია, იცი რატომ? არაფერი არ ჯობს იმ სიამოვნებას, რომელიც ამდენი თავის მიყოლებით წაკითხვის შემდეგ დამეუფლა. მთლიანად ჩავეფლე ამ ამბავშვი და მთელი გულით განვიცდიდი ან მიხაროდა ნებისმიერი წვრილმანი.
ყველაზე ძალიან შენში ის მომწონს , რომ დახვეწილად და ძალიან კარგი ლიტერატურული ენით წერ! არ ვიცი ვცდები თუ არა , მაგრამ მგონი პროფესიონალიზმის გზას ადგახარ და ნამდვილად დიდი მომავალი გელის წინ! გამომცემლობაში უნდა მიიტანო სასწრაფოდ!!!
1. სიუჟეტი საოცარად ორიგინალური და მომხიბვლელი
2. გრამატიკა და ნებისმიერი წვრილმანი გამართული
3. მდიდარი ლიტერატურა
4. მწერლის განათლებულობა და გონიერობა
5. პერსონაჟების განსხვავებული და საინტერესოდ შერჩეული ხასიათები

და დამიჯერე ანი, კიდევ მრავალი მიზეზის ჩამოწერა შეიძლება , იმის დასამტკიცებლად რომ შენი ეს ნაწარმოები მართლაც რომ არაჩვეულებრივიაა!!!

პ.ს. უკვე გითხარი რომ , როდესაც ყოველ თავს სურათს ურთავ, ძალიან ძალიან მომწონს. თავი, სადაც ბლექბორრნზე იყო საუბარი, სურათი ედო, ჯერძოდ ჟულიო ბერუტისი . biggrin გეტყობა ელისა დი რივომბროზას უყურებდი. ჩემი საყვარელი სერიალაი! ეს რომ არ აღმენიშნა არ შემეძლო! ძალიან კარგად ჩაჯდა ბლექბორის ხასიათში ეს გარეგნობა.



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'
ძებნა: