ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
life, love, meaning...

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 7:11 PM | შეტყობინება # 1
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
სახელწოდება: Life, Love, Meaning
ავტორი: natuka
რეიტინგი: G (General)
ბეტა: Bells
ჟანრი: მელოდრამა
სტატუსი: წერის პროცესშია
ავტორისგან: ეს არის ნამდვილი ამბავი, რომელიც გადახდა პაპაჩემს და სწორედ მისი სურვილით ვწერ ამ ფიკს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისთვის ნინის(Bells). იმედია მოგეწონებათ.



თავი I

ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა დამთავრდა. ადამიანები ყოველთვის ყველაფერს მაშინ ვაფასებთ როცა ის მთავრდება და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. მართალია მაშინ პატარა ვიყავი, თუ შეიძლება ასე ითქვას 5წლის ბავშვზე, მაგრამ მაინც ყოველთვის მამას უფრო მეტ პატივს ვცემდი და ის უფრო მიყვარდა, რადგან მკაცრი იყო. დედა კი... დედა ყველა სურვილს გვისრულებდა. მაშინ არ ვიცოდი ასე რატომ იქცეოდა, მაგრამ ახლა უკვე მივხვდი. ალბათ ის ყველაფერს წინასწარ გრძნობდა და უნდოდა, რომ კარგად დაგვემახსოვრებინა... მან იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ საავადმყოფოში დაწოლაზე მაინც უარი თქვა რათა ჩვენ არ მოგვშორებოდა არც ერთი წამით. ჩემს ოჯახში 5ბავშვი ვიყავით, ხუთივე ბიჭი და აბა ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ თავი დედას ადგილას. როგორია მცირეწლოვანი ბიჭების მოვლა ძვლის კიბოთი დაავადებული ქალისთვის. დედა გმირი ქალი იყო. მან შეძლო და ისე დაიღუპა, რომ არც ერთს არაფერი არ მოგვაკლო, მაგრამ მე მერჩივნა სადმე სოროში მეცხოვრა და ის დღე არ გათენებულიყო როდესაც მე დედა დავკარგე......... გუშინდელი დღესავით მახსოვს 13წლის წინ მომხდარი ამბავი. 12მაისი ღამდებოდა, საშინლად წვიმდა, დედა უკვე ძალიან ცუდად იყო და არც იმის თავი აღარ ჰქონდა, რომ ვენუგეშებინეთ როგორც ყოველთვის. საღამოს 8საათიდან მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, როდესაც დედამ გულში ჩამიკრა და მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა თვალები რატომ დახუჭა. მისი სახე ისევ უზადოდ ლამაზი იყო, ტუჩებზე ნაზი ღიმილი გადაჰკვროდა. ჩემი ძმები დიდები იყვნენ, 10, 13 და 15 წლის და ამიტომ ტირილი "მაგარ ბიჭობად" არ მიაჩნდათ. მე და ჩემი ძმა კი, ოჯახში ყველაზე პატარები ვიყავით, მე 5წლის, ნიკა კი 3-ის და ამიტომ ვერ გავიგეთ რა მოხდა. არც მამას არ უტირია. ყოველთვის იძახდა დავითის თვალიდან ერთი ცრემლი არ ჩამოგორებულა და თქვენც ასეთები უნდა იყოთო. დედა ისედ დავასაფლავეთ არავის უტირია. მე იმედი მქონდა, რომ დედა დაბრუნდებოდა, რადგან ის შემპირდა, მან ძილის წინ მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა... დასაფლავებიდან რამოდენიმე თვე იყო გასული, როცა მამას საუბარი შემთხვევით მოვისმინე, ის თავის მეგობარს ეუბნებოდა, რომ ნინო, ანუ დედაჩემი წარსულს ჩაბარდა. ის იმ წარსულის ნაწილი იყო რომლის გახსენებაც არ უნდოდა. უთხრა რომ დედას სიკვდილამდეც აპირებდა ამას, მაგრამ გამბედაობა არ ეყო. ამ საუბრიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე და ამიტომ მამასთვის არაფერი მიკითხავს. ყველაფერი მაშინ გახდა ცნობილი, როცა მამამ მეორე დღეს ვიღაც ქალი მოიყვანა და გვითხრა რომ დღეიდან ეს ქალი "დედაჩვენი" გახდებოდა. ქალი საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ დედას ვერც კი შეედრებოდა. ზუსტად ერთი თვე ვიცხოვრეთ მშვიდად, მაგრამ ერთი თვის თავზე მარიმ( ახალმა "დედიკომ" ) მამას გამოუცხადა, რომ ჩემი და ნიკუშას მოვლა აღარ მოსწოდა, ჩვენ ბავშვები ვიყავით და ამიტომ ბევრ პრობლემებს ვქმნიდით. მამა ჩუმად იყო და მარის ყვირილში ხელს არ უშლიდა. როდესაც მარიმ თავისი სათქმელი თქვა, მამამ წყნარად უპასუხა: რა პრობლემაა საყვარელო, ხომ იცი რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს სიტყვები ახლაც დანასავით მესობა გულში. წვიმიანი საღამო იყო... მამამ მე და ნიკუშას ბარგი ჩაგვილაგა, საწვიმარი ლაბადა მოისხა და ქუჩაში გაგვიყვანა. უახლოეს ბავშვთა სახლამდე ფეხით მივედით, ჭიშკართან მამა შეჩერდა, პატარა კონვერტი მომცა ხელში და მითხრა რომ მალე მომინახულებდა, ახლა კი ამ ჭიშკარში უნდა შევსულიყავი და კარისკაცისთვის მამას მოცემული კონვერტი გადამეცა. მამამ ზურგი გვაქცია და სწრაფად გაგვეცალა, ახლაც მახსოვს მისი ჩექმების ხმა როცა დიდ გუბეში ადგამდა ფეხს. მამა გარბოდა, მე და ნიკა კი ვიდექით და ვუყურებდით. ახლაც საშინლად წვიმდა, როგორც მაშინ როცა დედამ მიგვატოვა და დაგვპირდა რომ სულ ჩვენთან იქნებოდა. მე უკვე ამ დაპირებების აღარ მჯეროდა..............


შეტყობინება შეასწორა natuka - შაბათი, 2010-11-20, 0:21 AM

dodoთარიღი: ორშაბათი, 2011-01-17, 10:30 PM | შეტყობინება # 121

267
66  +
69  ±
   ±
Offline
umagresii tavia dzalian amichutydaa gulii ekazeeee happy happy happy es chemi patara didis tvinit smile smile smile happy happy umagresi xar nat

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-17, 10:32 PM | შეტყობინება # 122
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
dodo, didi madloba sixaruloo snegurochka


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

ROBsessedთარიღი: ორშაბათი, 2011-01-17, 11:39 PM | შეტყობინება # 123
***
1111
54  +
   ±
Offline
cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry



Dobby has no master! Dobby is a free elf and Dobby has come to save Harry Potter… And his friends! ♥

★Gvanca★თარიღი: სამშაბათი, 2011-01-18, 12:19 PM | შეტყობინება # 124
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dzaan magrai tavi iyo sabas piqrebi dgitidge upro maocebs aseti pataraa da ukve rogori azrovnebis unari aqvs dzaan magari xar nat umagresad wer ase gaagrdzele happy happy snegurochka snegurochka


♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-01-18, 3:20 PM | შეტყობინება # 125
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bella-bella, ana_-no, madlobt bavshveboo snegurochka snegurochka snegurochka


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

dodoთარიღი: სამშაბათი, 2011-01-18, 4:22 PM | შეტყობინება # 126

267
66  +
69  ±
   ±
Offline
madloba shen aset magar ragacas ro werrr:***miyy nat:*** happy happy happy

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-01-18, 4:58 PM | შეტყობინება # 127
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
natuka, ვაიმე როგორი სევდიანი თავია... მართლა დიდი დარტყმაა ბავშვისთვის ამდენი ტრაგედია ზედიზედ და შენ ბავშვის ტკივილს, გრძნობებს კარგად წარმოაჩენ. იმედია მალე წავა გულის გასახარი თავები, თორე გული მეთუთქება ამ თავებს რომ ვკითხულობ sad


♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-01-18, 5:16 PM | შეტყობინება # 128
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
dodo, mec miyvarxar sixarulo da saertod yvelani dzalian miyvarxart. AnasteishA, didi madloba sayvarelo, saertod dzalian maxarebs im adamianebis komentarebi vinc tvitonac weren da mixaria ase rom afaseb chems fiks. ai gulis gasaxar tavebs ki rac sheexeba vnaxot vnaxoot biggrin ise agar darcha bevri, male davamtavreb smile


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

elle____თარიღი: სამშაბათი, 2011-01-18, 7:32 PM | შეტყობინება # 129
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaimeeee ;((((((( cudaaaaaad vaaarrr : ((( iseti gulis amachuyebulia cry cry cry cry cry cry cry cry cry cry vaime neta mamamisis werili iyos da is qali gagdebuli yavdes da dabrunebas stxovdeeeeeeesssss cry cry cry cry meti araferi mindaaa cry cry cry cry yochag sayvarelo dzaaaan magaria da male dadeee raaa cry cry cry


♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-01-18, 7:39 PM | შეტყობინება # 130
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
elle____, madloba sixarulo, maseti kargi ambavic ar aris sad am sagamos an xval iqneba axali tavi smile


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-01-21, 10:00 PM | შეტყობინება # 131
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
abaa sheikribet bavshveboo. axali tavi sacaa daideba, 15wutshi iqneba albaat happy


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-01-21, 10:15 PM | შეტყობინება # 132
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 16
იკას ხელში ჩემი ”განთიადი” ეჭირა და ისე უყურებდა, თითქოს მასში ვიღაცას ხედავდა და ელაპარაკებოდა. ”განთიადს” რომ ვხატავდი მეც ხომ ზუსტად ასეთი სახე მქონდა. ასეთი თვალები და ალბათ ასე ვფიქრობდი, როგორც ჩემი საუკეთესო მეგობარი ფიქრობს ახლა. ”განთიადის” დახატვისას მე მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი. მინდოდა ის ულამაზესი სურათი, რაც მე გამთენიისას ვიხილე არ დაკარგულიყო და ფურცელზე უნაკლოდ გადამეტანა. მინდოდა მას სხვებისთვისაც ისეთი იმედი მიეცა და ჩაესახა ცნობიერებაში, როგორაც მე. თუმცა არ მინდა, რომ ეს იმედი ჩემი იმედივით ფუჭი გამოდგეს. და თუ მე ესე შევძელი, ახლა თუ ეს ემოცია რასაც ირაკლის სახეზე ვხედავ ჩემი ”განთიადითაა” გამოწვეული, მაშინ მე უბედნიერესი ადამიანი ვყოფილვარ, მიუხედავად ყველაფრისა. მხოლოდ ნამდვილ მხატვრებს შეუძლიათ ფუნჯით ”საუბარი” და თუ მე ეს შევძელი... ღმერთო რა ოცნებებში გადავვარდი! ”ნამდვილ მხატვრებს”-დაცინვით გავიმეორე გონებაში ჩემივე სიტყვები. რა სისულელეა, რა ნამდვილი მხატვარი! რაღაც ვიხლაფორთე, ძლივს რაღაც გამომივიდა და დავხატე და ახლა ყველას გული უნდა შევუწუხო იმაზე ლაპარაკით თუ რაოდენ ”დიდი მომავალი” მელის წინ! ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა! მხატვარი არა კვატი! რა მხატვარი ჩემგან დადგება. ალბათ საბავშვო ბაღშიც კი არ მიმიღებენ, რომ ბავშვებს ფსიქიკა არ შევურყიო ჩემი ნაჯღაბნებით. ოღონდ რა თქმა უნდა ამ ნაჯღაბნების სიაში ”განთიადი” არ შევა. ის ერთადერთი ნათელი წერტილი იქნება ჩემს შემოქმედებაში. ახლა კი ფიქროსთვის აღარ მეცალა. ჩემს გვერდით ჩემი მეგობარი იჯდა, რომელიც ახლა მეგობარზე მეტი იყო ჩემთვის და ასე ეგოისტურად ვერ მოვიქცეოდი! საკუთარ თავზე ვერ ვიფიქრებდი. გადმობრუნება ვცადე, მაგრამ ჩემმა უმოძრაობამ გამახსენა, რომ ”საბრალო ინვალიდი” ვარ და ეს სხვისი დახმარების გარეშე აღარ შემიძლია. ნუ მანამდე მაინც, სანამ არ მივეჩვევი. ”საბრალო ინვალიდის” გამეორებას გონებაში ხშირად ვცდილობდი, რათა ასე თუ ისე შევჩვეულიყავი ამ სიტყვას და როდესაც სხვები დამიძახებდნენ გული ძალიან აღარ მტკენოდა. რა თქმა უნდა ამის მოსმენა ჩემთვის მაინც მძიმე იქნებოდა, მაგრამ ამ სიტყვას უკვე შეჩვეული ვიქნებოდი. ღრმად ჩავისუნთქე და სახეზე ”ღიმილიანი ნიღაბი” ავიკარი.
-იკაა, რა კარგია რომ აქ ხარ! ჩვენ სალაპარაკო გვაქვს ჩემი საცხოვრებლის თემაზე, იმიტომ რომ არ მინდა ტვირთად დავაწვე შენს ოჯახს და ძალიან გთხოვ ამაზე ნუ ვიკამათებთ-სიტყვა ”ჩემი” განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოვთქვი, იმიტომ რომ იკა ერთხელ და სამუდამოდ მიმხვდარიყო: მას სახლი ჰქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც მქონდა! ჩემი სიტყვების მოსმენისას იკას სახე მოექუფრა და ისე მოემზადა, თითქოს დიდი მოხსენება უნდა ეთქვა, რაშიც ეჭვი არ მეპარებოდა, ამიტომ სანამ დაიწყებდა დავასწარი და მე ვთქვი.
-ვიცი, ახლა დამიწყებ : საბაა, ჩემი სახლი შენი სახლიცაა, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ და მეგობრები კი ერთმანეთს ჭირშიც და ლხინშიც ეხმარებიან, მაგრამ ძალიან გთხოვ ტყუილა არ გინდა ამდენი რამის თქმა. მოდი ელემენტალურ შეკითხვას დაგისვამ და მითხარი: დედაშენს ექნება სურვილი, რომ კვირაში ორჯერ ვარჯიშებზე მატაროს, რათა უკეთეს შემთხვევაში საწოლში ჩემით გადაბრუნება შევძლო? რა თქმა უნდა არა!
-ვაა, უკვე კარგად შეგისწავლივარ და ჩემი მონოლოგებიც დაგიზეპირებია, ყოჩაღ! ჰმ, აი რაც შეეხება კი შენს ნათქვამს შენს საცხოვრებელთან, ხაზგასმით გეუბნები შენს საცხოვრებელთან, პირობას გაძლევ პრობლემები აღარ შეგექმნება, არც შენ და არც მე. და საერთოდ ბავშვთა სახლის აღარც ერთ აღსაზრდელს. სანამ შენ აქ იწექი და გეძინა, ჩვენმა დირექტორმა იმხელა განცხადება გააკეთა, რამის მეც გვერდით მოგიწექი და დავიძინე. ესე თქვა, რომ ვინაიდან და რადგანაც-ამ სიტყვებზე კარგად ჩაიხითხითა, თან ცდილობდა ქალბატონი თეას ხმისთვის მიემსგავსებინა და წვრილი ხმით ლაპარაკობდა-ჩვენი თავშესაფარი დავიწყებას მიეცა, არ გაგიკვირდეს, მართლა ასე თქვა, და ვინაიდან და რადგანაც რვაასამდე ბავშვი დარჩა უსახლკაროდ-თორემ აქამდე ხომ ჰქონდათ სახლი რაა-წავკისის ბავშვთა სახლმა ჩვენთვის ერთი დიდი შენობა გამოყო, რომელსაც არ იყენებს, რათა ცოტა აღსაზრდელი ყავს.-იკამ დაამთავრა ქალბატონი თეას ხმით ლაპარაკი და რევერანსიც გააკეთა-თან მგონი ეს შენობა ძალიან დიდი და ძაან მაგრა გაკეთებული ყოფილა, ბაღიც ჰქონია და რაც მთავარია გარშემო დიიდიიი სათამაშო მოედანი. ხომ წარმოგიდგენია რამდენს ვითამაშებთ, აუ ძაან მაგარი იქნება. თან როგორ თეამ თქვა ის სუფთა ჰაერით დავიტენით ფილტვებს, აბა რას იტყვიი, ხომ მაგარიაა?
-კი, ძალიან კარგია, მაგრამ თუ შეიძლება ერთ შესწორებას შევიტან: ინვალიდები მოედანზე ვერ თამაშობენ! და საერთოდ მათთან თამაში არავის არ უნდათ! ასე რომ ყველაფერი კარგია რაც მითხარი, მაგრამ ამის დამახსოვრება და გეგმებიდან ჩემი ამოღება მოგიწევს. რა თქმა უნდა ეს მეც ძალიან მწყინს, მაგრამ რას ვიზამთ.
ჩემი ნათქვამის მერე, იკამ დამნაშავის სახით ჩაღუნა თავი და ასე იჯდა. მეც მივხვდი, რომ უსამართლო იყო ამ საოცრად მხიარული ბავშვისთვის ჩემი პრობლემები თავზე მომეხვია და მითუმეტეს ამის გამო უხეშად მეპასუხა. თავს საშინლად ვგრძნობდი, რომ თავში საოცარი იდეა მომივიდა, თან ეს მეც ძალიან მინდოდა. ჩუმად ჩავახველე და ვთქვი:
-იკა, მაპატიე ჩემი ნათქვამი, მართლა არ მინდოდა ასე უხეშად გამომსვლოდა, შენ არ ხარ დამნაშავე ჩემს დაინვალიდებაში და არც ვალდებული არ ხარ ჩემი პრობლემები ისმინო.
-არა საბა, შენ მაპატიე. იმდენად სულელი ვარ, რომ ახალმა ამბავმა ყველაფერი დამავიწყა და ვერ მივხვდი, რომ ეს შენ გულს გატკენდა. ხომ მაპატიებ?
-კი რა თქმა უნდა, ოღონდ ერთი პირობით!
-რაც გინდა მთხოვე!-დაუფიქრებლად მიპასუხა იკამ, რაც ახლა საოცრად მაწყობდა, ჩემი გეგმის განხორციელება ნელ-ნელა შესაძლებელი ხდებოდა.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-01-22, 0:16 AM | შეტყობინება # 133
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
natuka, wow dzaan magari tavi iyo saba sul maocebs tavis tavze saertod ar piqrobs sul unda rom sxvebi iyvnen kargad yvelaperi dzaan magrad gaqvs daweri dzaan nichieri xar da magrad wer


dodoთარიღი: შაბათი, 2011-01-22, 12:32 PM | შეტყობინება # 134

267
66  +
69  ±
   ±
Offline
umagresi xar nat,ai es praza rodemde unda vidzaxo ar vici albat mteli cxovreba:***** sawyali saba rogor mecodeba raa:[[[[...mara albat yvelaperi gamoswordeba da sabas albat da chemi aazrit kai momavali unda qondess:**miyyy
happy happy happy smile smile smile smile smile

dodoთარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-27, 5:21 PM | შეტყობინება # 135

267
66  +
69  ±
   ±
Offline
auu axali tavi minda sashinlaaad sad happy
ძებნა: