life, love, meaning...
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 7:11 PM | შეტყობინება # 1 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| სახელწოდება: Life, Love, Meaning ავტორი: natuka რეიტინგი: G (General) ბეტა: Bells ჟანრი: მელოდრამა სტატუსი: წერის პროცესშია ავტორისგან: ეს არის ნამდვილი ამბავი, რომელიც გადახდა პაპაჩემს და სწორედ მისი სურვილით ვწერ ამ ფიკს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისთვის ნინის(Bells). იმედია მოგეწონებათ. თავი I ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა დამთავრდა. ადამიანები ყოველთვის ყველაფერს მაშინ ვაფასებთ როცა ის მთავრდება და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. მართალია მაშინ პატარა ვიყავი, თუ შეიძლება ასე ითქვას 5წლის ბავშვზე, მაგრამ მაინც ყოველთვის მამას უფრო მეტ პატივს ვცემდი და ის უფრო მიყვარდა, რადგან მკაცრი იყო. დედა კი... დედა ყველა სურვილს გვისრულებდა. მაშინ არ ვიცოდი ასე რატომ იქცეოდა, მაგრამ ახლა უკვე მივხვდი. ალბათ ის ყველაფერს წინასწარ გრძნობდა და უნდოდა, რომ კარგად დაგვემახსოვრებინა... მან იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ საავადმყოფოში დაწოლაზე მაინც უარი თქვა რათა ჩვენ არ მოგვშორებოდა არც ერთი წამით. ჩემს ოჯახში 5ბავშვი ვიყავით, ხუთივე ბიჭი და აბა ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ თავი დედას ადგილას. როგორია მცირეწლოვანი ბიჭების მოვლა ძვლის კიბოთი დაავადებული ქალისთვის. დედა გმირი ქალი იყო. მან შეძლო და ისე დაიღუპა, რომ არც ერთს არაფერი არ მოგვაკლო, მაგრამ მე მერჩივნა სადმე სოროში მეცხოვრა და ის დღე არ გათენებულიყო როდესაც მე დედა დავკარგე......... გუშინდელი დღესავით მახსოვს 13წლის წინ მომხდარი ამბავი. 12მაისი ღამდებოდა, საშინლად წვიმდა, დედა უკვე ძალიან ცუდად იყო და არც იმის თავი აღარ ჰქონდა, რომ ვენუგეშებინეთ როგორც ყოველთვის. საღამოს 8საათიდან მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, როდესაც დედამ გულში ჩამიკრა და მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა თვალები რატომ დახუჭა. მისი სახე ისევ უზადოდ ლამაზი იყო, ტუჩებზე ნაზი ღიმილი გადაჰკვროდა. ჩემი ძმები დიდები იყვნენ, 10, 13 და 15 წლის და ამიტომ ტირილი "მაგარ ბიჭობად" არ მიაჩნდათ. მე და ჩემი ძმა კი, ოჯახში ყველაზე პატარები ვიყავით, მე 5წლის, ნიკა კი 3-ის და ამიტომ ვერ გავიგეთ რა მოხდა. არც მამას არ უტირია. ყოველთვის იძახდა დავითის თვალიდან ერთი ცრემლი არ ჩამოგორებულა და თქვენც ასეთები უნდა იყოთო. დედა ისედ დავასაფლავეთ არავის უტირია. მე იმედი მქონდა, რომ დედა დაბრუნდებოდა, რადგან ის შემპირდა, მან ძილის წინ მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა... დასაფლავებიდან რამოდენიმე თვე იყო გასული, როცა მამას საუბარი შემთხვევით მოვისმინე, ის თავის მეგობარს ეუბნებოდა, რომ ნინო, ანუ დედაჩემი წარსულს ჩაბარდა. ის იმ წარსულის ნაწილი იყო რომლის გახსენებაც არ უნდოდა. უთხრა რომ დედას სიკვდილამდეც აპირებდა ამას, მაგრამ გამბედაობა არ ეყო. ამ საუბრიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე და ამიტომ მამასთვის არაფერი მიკითხავს. ყველაფერი მაშინ გახდა ცნობილი, როცა მამამ მეორე დღეს ვიღაც ქალი მოიყვანა და გვითხრა რომ დღეიდან ეს ქალი "დედაჩვენი" გახდებოდა. ქალი საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ დედას ვერც კი შეედრებოდა. ზუსტად ერთი თვე ვიცხოვრეთ მშვიდად, მაგრამ ერთი თვის თავზე მარიმ( ახალმა "დედიკომ" ) მამას გამოუცხადა, რომ ჩემი და ნიკუშას მოვლა აღარ მოსწოდა, ჩვენ ბავშვები ვიყავით და ამიტომ ბევრ პრობლემებს ვქმნიდით. მამა ჩუმად იყო და მარის ყვირილში ხელს არ უშლიდა. როდესაც მარიმ თავისი სათქმელი თქვა, მამამ წყნარად უპასუხა: რა პრობლემაა საყვარელო, ხომ იცი რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს სიტყვები ახლაც დანასავით მესობა გულში. წვიმიანი საღამო იყო... მამამ მე და ნიკუშას ბარგი ჩაგვილაგა, საწვიმარი ლაბადა მოისხა და ქუჩაში გაგვიყვანა. უახლოეს ბავშვთა სახლამდე ფეხით მივედით, ჭიშკართან მამა შეჩერდა, პატარა კონვერტი მომცა ხელში და მითხრა რომ მალე მომინახულებდა, ახლა კი ამ ჭიშკარში უნდა შევსულიყავი და კარისკაცისთვის მამას მოცემული კონვერტი გადამეცა. მამამ ზურგი გვაქცია და სწრაფად გაგვეცალა, ახლაც მახსოვს მისი ჩექმების ხმა როცა დიდ გუბეში ადგამდა ფეხს. მამა გარბოდა, მე და ნიკა კი ვიდექით და ვუყურებდით. ახლაც საშინლად წვიმდა, როგორც მაშინ როცა დედამ მიგვატოვა და დაგვპირდა რომ სულ ჩვენთან იქნებოდა. მე უკვე ამ დაპირებების აღარ მჯეროდა..............
შეტყობინება შეასწორა natuka - შაბათი, 2010-11-20, 0:21 AM | |
|
|
|
|
|
DiiiK♥ | თარიღი: კვირა, 2010-11-21, 1:47 PM | შეტყობინება # 19 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| natuka, ბრავისიმოოო!!! ჩემო კარგო, შენი ნათქვამიდან ვხვდებოდი, რომ რაღაცა კარგი ნაწარმოები იქნებოდა, მერე ქუდიც რომ წავიკითხე ხომ მოვიხიბლე მაგრამ.... მაგრააამ!!! როცა თვითონ ნაწარმოებს კითხულობ, ვერ შეაფასებ მაგალითად ასე:" მაგარი იყო, ყოჩაღ, შემდეგ როდის იქნება?" მე უბრალოდ არ შემიძლია მხოლოდ ეს გითხრა იმ გაგებით, რომ ეს რეალური ამბავია! ეს მართლა მოხდა და როგორც მივხვდი შენს ბაბუას გადახდა თავს. ქედს ვიხრი მის წინაშე ასეთი ისტორიები ჩემზე ყოველთვს ძალიან მოქმედებს და მელანქლია მიპყრობს. თან, რომ წარმოიდგენ, რომ ამ ყველაფერს ასე კარგად და სწორად (ყველაზე შესამჩნევი "სწორად" თხრობაა) გიყვება მთავარი გმირის შვილიშვილი... ეს არ არის მხოლოდ ფიკი, უბრალოდ ვერ გავბედავ, რომ შემდეგ მე შენს ნაწარმოებს ეს სიტყვა ვუწოდო, რადგან ეს მას სრულიად არ შეეფერება. შენ ისტორიულ ფაქტებს აღწერ, ამატებ შენსას, მაგრამ ეს ხომ მაინც სინამდვილე იყო? ის სინამდვილე, რომელიც 5 წლის ბავშვს და მის პატარა ძმას თავს დაატყდა! ამბავი ვიცი, რომ საინტერესო იქნება, შენ მთავარია ასე კარგად წერა გააგრძელო, რაშიც ეჭვი არ მეპარება! აბა შენ იცი! ველი შემდეგ თააავს
| |
|
|
|
DiiiK♥ | თარიღი: კვირა, 2010-11-21, 2:38 PM | შეტყობინება # 21 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| Quote (natuka) stupid_l@mb, shen ki damshoke. exla debilivit vzivar, shen koments vuyureb da cremlebi momdis. ugrmesi madloba aseti shefasebistvis. ai dzalian didi madloba არა, ეს შენ დამშოკე მეეე!!! გაიხარეეე!!!
| |
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: კვირა, 2010-11-21, 10:37 PM | შეტყობინება # 24 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| bella-vampire, didi didi madloba sayvarelo :*:*:*:*:*:*:* shemdegi tavi xval iqnebaa დამატებულია (2010-11-21, 10:37 PM) --------------------------------------------- თავი 3 მივდიოდა, მაგრამ ფეხები ოთახში მრჩებოდა. არ მინდოდა ამის გაკეთება, საშინლად მრცხვენოდა. გაჩუმდი! დავუყვირე ჩემს თავს და წავედი იმ ოთახისკენ სადაც მშობლები იყვნენ. შენ ეს ნიკასთვის უნდა გააკეთო, შენ ეს გევალება. ნუ გრცხვენია. შენ ეს უნდა გააკეთო. სწორედ ამას ჩავჩიჩინებდი ჩემს თავს, რომ უცებ დიდ დარბაზში აღმოვჩნდი. სასწარფოდ თვალი მოვავლე იქაურობას და ირაკლიც დავინახე. ის და დედამისი კუთხის მაგიდასთან ისხდნენ და ერთმანეთს ისეთი თვალებით შეჰყურებდნენ, რომ გული ჩამწყდა. რატომ არ შეიძლება, რომ იკას ადგილზე მე ვიყო? რატომ არ შეიძლება, რომ ჩემთანაც მოვიდეს მშობელი. ნურაფერს მომიტანს, უბრალოდ მოვიდეს და გულში ჩამიკრას, მითხრას, რომ ვუყვარვარ და მისთვის ძვირფასი ვარ. ეს არასდროს არ მოხდება. ტყუილ ოცნებებს უნდა შევეშვა და ჩემი მოვალეობა შევასრულო. ნიკას ტორტი უნდა და მე მას მივუტან ტორტს! სწრაფად მივუახლოვდი ირაკლის მაგიდას და გავჩერდი. -გამარჯობა იკა როგორ ხარ? დედა გესტუმრა? რა კარგია. რა ლამაზი ტორტი მოუტანია, ალბათ ძალიან გემრიელია ხო? -ვა საბაა, გამარჯობა. მე კარგად ვარ და შენ? კი ეს ჩემი დედიკოა ლალი. მადლობ რომ მოგეწონა ჩემი ტორტი. ისეთივე გემრიელია როგორი ლამაზიცაა. -მართლა? ძალიან მიყვარს ტორტები. ალბათ 1წელია აღარ მიჭამია. დედა ძალიან ცუდად იყო და ვეღარ მიცხობდა ხოლმე. მერე კი შენც იცი რაც მოხდა..... -იკა შვილო, მოუჭერი საბასაც ტორტი. ის ხომ შენი მეგობარია და თან შენ საკმაოდ ბევრი რამ მოგიტანე -საუბარში ქალბატონი ლალიც ჩაერთო. -უი აქადმდე როგორ ვერ მოვიფიქრე. ჩამოჯექი, ტორტს მოგიჭრი და ერთად ვჭამოთ. -არა არ შეგაწუხებთ., მაგრამ ტორტზე ნამდვილად ვერ გეტყვით უარს. იკამ ერთი პატარა ნაჭერი ტორტი მომიჭრა. -იკაა, იცი ტორტი ჩემს ძმასაც ძალიან უყვარს. მერიდება ამის თქმა მაგრამ იქნებ ნიკასთვისაც მომიჭრა პატარა ნაჭერი?-ამის თქმას მერჩივნა მიწა გამსკდარიყო და თან ჩავეტანე, მაგრამ ისეთი პატარა ნაჭერი არ ეყოფოდა ნიკუშას. -კი საბა რა პრობლემაა-ირაკლიმ უპრობლემოდ მომიჭრა მეორე ნაჭერიც. შემდეგ თეფშზე დამილაგა და გამომატანა. სასწრაფოდ ოთახში შევედი და ნიკუშას თეფში მივაწოდე. -ეს ორივე ჩემია საბა?-გაბრწყინებული სახით მკითხა ნიკუშამ. სწორედ ამ სახის დანახვის გამო გადავლახე თავმოყვარეობა და ასეთი რამ ვიკადრე და ახლა ნამდვილად ვერ ვეტყოდი, რომ მეც ძალიან მინდოდა ტორტი. -კი ნიკუშ, ორივე შენია, გემრიელად მიირთვი. ნიკა მადიანად შეექცეოდა ტორტს. შემდეგ კი დაიძინა. დღემ ისევ ჩვეულებრივად ჩაიარა, არაფერი სიახლე არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თავშესაფრის დირექტორმა გამოგვიცხადა, რომ 2კვირაში სწავლა იწყებოდა და 6წლის ბავშვები უნდა მოვმზადებულიყავით ამ დღისთვის. -ვისაც მშობლები ყავთ აუცილებლად დავუკავშირდებით და ვეტყვით, რომ მოვიდნენ და მხარი დაგიჭირონ სკოლის პირველ დღეს -გვითხრა დირექტორმა და ოთახიდან გავიდა. ბავშვები ახმაურდნენ, ზოგს ახარებდა სწავლის დაწყება, ზოგი კი წუწუნებდა, რომ სათამაშო დრო აღარ დარჩებოდათ. ჩემთვის ამას არანაირი აზრი არ ჰქონდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მამა და მითუმეტეს მარი არ მოვიდოდნენ, ჩემი ძმები კი ”ძველბიჭობდნენ” და თავშესაფრის სკოლას ახლოსაც არ გაეკარებოდნენ. ამიტომ აზრი არ ჰქონდა სწავლა დაიწყებოდა თუ არა, რადგან მე მაინც მარტო ვიქნებოდი. მარტო როგორც არასდროს, რადგან არც ნიკუშა არ იქნებოდა ჩემს გვერდით. დღეს ადრე ჩამეძინა და უცნაური სიზმარიც ვნახე. თითქოს ყვავილებით მოჩითულ მინდორში ვიჯექი, მზე ანათებდა და საოცრად ლამაზს ხდიდა მინდორს. უცებ ის თეთრი მტრედი მოფრინდა დილით რომ ვნახე და გვერდით მომიჯდა. მტრედს მივეფერე და უცებ ის გაქრა, გაბრწყინდა და მის ადგილას საოცრად მშვენიერი ქალი გაჩნდა. ის იყო ამ ქალის სახე უნდა დამენახა, რომ ზარმა გამაღვიძა და სიზმარიც გაქრა. დილით უცნაურ ხასიათზე გამომეღვიძა. თითქოს გულზე დიდი ლოდი მედო და მამძიმებდა. ამ ბოლო დროს ამის მიზეზიც ბევრი მქონდა, მაგრამ დღეს განსაკუთრებით უცნაურად ვგრძნობდი თავს. ნიკუშას საწოლი ცარიელი და გასწორებული იყო. დღეს ზუსტად ზარზე გავიღვიძე. შეუძლებელია ნიკა ჩემზე ადრე ამდგარიყო. უცებ ოთახში ჩვენი მომვლელი ეკა შემოვიდა და მომესალმა. მე ნიკას შესახებ ვკითხე, მან კი უბრალოდ გამიღიმა და მითხრა, რომ ნიკა საყიდლებზე წაიყვანეს, რადგან აქ სამი წლის ბავშვებს ყოველთვის ანებივრებდნენ. ეს ამბავი უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ აღარაფერი მიკითხავს. სწრაფად ჩავიცვი და სასადილო ოთახში გავედი. აქ უკვე ბავშვებს მოეყარათ თავი. ყველა მაგიდა დაკავებული იყო. უცებ ირაკლის ხმა გავიგონე. ის თავისი მაგიდისკენ მიხმობდა. მეც საუზმე ავიღე და იკას მაგიდას მივუჯექი. აქ კიდევ რამდენიმე ბიჭი იჯდა, ისინიც დაახლოებით ჩვენი ტოლები იქნებოდნენ. ბავშვები საკმაოდ სასიამოვნო მოსაუბრენი აღმოჩნდნენ. მათთან თავს ისევ ბავშვად ვგრძნობდი, მაგრამ უცებ ლაშამ, ჩვენი მაგიდის გვერდით მჯდარმა ბავშვმა წამომაძახა მათხოვარი ხარ, გუშინ ირაკლის ტორტი როგორ ემათხოვრეო და ხასიათიც მთელი დღით გამიფუჭა. ვერაფერი ვუპასუხე, რადგან ეს სიმართლე იყო და უსიტყვოდ გავემართე ჩემი ოთახისკენ. ოთახში შევედი თუ არა, მაშინვე ფანჯარა გამოვაღე, მაგრამ მტრედი აღარ მოსულა. დიდხანს ველოდე. არც მტრედი და არც ნიკა მთელი დღე არ გამოჩენილან. უკვე სერიოზულად ავნერვიულდი, რომ ამ დროს ოთახში ეკა შემოვიდა, ნიკუშას ტანსაცმელი ძალიან ლამაზ ჩემოდანში ჩაალაგა და უსიტყვოდ გავიდა. გადავწყვიტე, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა უნდა გამეგო სად იყო ნიკა და ჩუმად უკან გავყევი. ეკა პირველ სართულზე ჩავიდა და კარისკაცს ჩემოდანი გადასცა. როდესაც უკან გამობრუნდა დამინახა და სასწრაფოდ ჩემკენ მოვიდა. -საბა შენ ახლა უკვე უნდა გეძინოს. აქ რას აკეთებ, ხომ იცი რომ ბავშვებს პირველ სართულზე ჩამოსვლა გეკრძალებათ? მე უკვე მისი სიტყვები აღარ მესმოდა, რადგან დავინახედ ის, რაც არ უნდა დამენახა. ოთახში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შემოვიდა. ქალს ნიკუშა ეჭირა. კაცმა კარისკაცს ჩემოდანი გამოართვა და გავიდნენ. ნიკა საკმაოდ გახარებული ჩანდა, რადგან ვერ ხვდებოდა იმას სადაც მიჰყავდათ. მე კი ამ ყველაფერს მივხვდი და გული საშინლად შემეკუმშა. ტკივილმა მთელ სხეულში დამიარა, უცებ ოთახი დატრიალდა და გონება დავკარგე.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
შეტყობინება შეასწორა natuka - კვირა, 2010-11-21, 10:49 PM | |
|
|
|
|
|
|
Bells | თარიღი: ორშაბათი, 2010-11-22, 4:31 PM | შეტყობინება # 29 |
Between Clouds And Heaven
1089
Offline
| AnasteishA, Eg Satauri me shevurchie rodesac Mkitxa Tu Ra daerqva am ambistvi da Radganac AM saitze Apirebda Dadebas ragacnairad Mainc Davakavshire Sagastan da Rodesac Natiam am istoriis mokle shinaarsi wamakitxa Isetive sevda momawva rogorc New Moonis kitxvis dros Mqonda da gamaxsenda Bellas sityvebi Edwardis Wasvlisas: Love, Life, Meaning... (tanmimdevroba cota gadavanacvlet) nu ese zustad ver agigwer tu ratom gaxda chemtvisac da natiastvis es satauri axlo am ambavtan, magram arc gageeba rtuli Sicocxle, Siyvaruli Es Yvelaferi Warmoadgens Imis AZRS rom am adamianma ese gmirulad gaagrdzela Cxovreba. Rac Sheeexeba Natias, am bavshvit Martla Agfrtonavebuli Var... Dzalian Dzalian Msiamovnebs ROm betat Amirchia da VAsworeb Mis NAshoms romelshic xshirad arc araferia shesasworebeli Namdvilad Dzalian Sasiamovno da Saintereso txrobis Stili Aqvs da Aracuhveulebrivad Wers :*
შეტყობინება შეასწორა Bells - ორშაბათი, 2010-11-22, 4:36 PM | |
|
|
|