life, love, meaning...
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 7:11 PM | შეტყობინება # 1 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| სახელწოდება: Life, Love, Meaning ავტორი: natuka რეიტინგი: G (General) ბეტა: Bells ჟანრი: მელოდრამა სტატუსი: წერის პროცესშია ავტორისგან: ეს არის ნამდვილი ამბავი, რომელიც გადახდა პაპაჩემს და სწორედ მისი სურვილით ვწერ ამ ფიკს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისთვის ნინის(Bells). იმედია მოგეწონებათ. თავი I ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა დამთავრდა. ადამიანები ყოველთვის ყველაფერს მაშინ ვაფასებთ როცა ის მთავრდება და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. მართალია მაშინ პატარა ვიყავი, თუ შეიძლება ასე ითქვას 5წლის ბავშვზე, მაგრამ მაინც ყოველთვის მამას უფრო მეტ პატივს ვცემდი და ის უფრო მიყვარდა, რადგან მკაცრი იყო. დედა კი... დედა ყველა სურვილს გვისრულებდა. მაშინ არ ვიცოდი ასე რატომ იქცეოდა, მაგრამ ახლა უკვე მივხვდი. ალბათ ის ყველაფერს წინასწარ გრძნობდა და უნდოდა, რომ კარგად დაგვემახსოვრებინა... მან იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ საავადმყოფოში დაწოლაზე მაინც უარი თქვა რათა ჩვენ არ მოგვშორებოდა არც ერთი წამით. ჩემს ოჯახში 5ბავშვი ვიყავით, ხუთივე ბიჭი და აბა ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ თავი დედას ადგილას. როგორია მცირეწლოვანი ბიჭების მოვლა ძვლის კიბოთი დაავადებული ქალისთვის. დედა გმირი ქალი იყო. მან შეძლო და ისე დაიღუპა, რომ არც ერთს არაფერი არ მოგვაკლო, მაგრამ მე მერჩივნა სადმე სოროში მეცხოვრა და ის დღე არ გათენებულიყო როდესაც მე დედა დავკარგე......... გუშინდელი დღესავით მახსოვს 13წლის წინ მომხდარი ამბავი. 12მაისი ღამდებოდა, საშინლად წვიმდა, დედა უკვე ძალიან ცუდად იყო და არც იმის თავი აღარ ჰქონდა, რომ ვენუგეშებინეთ როგორც ყოველთვის. საღამოს 8საათიდან მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, როდესაც დედამ გულში ჩამიკრა და მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა თვალები რატომ დახუჭა. მისი სახე ისევ უზადოდ ლამაზი იყო, ტუჩებზე ნაზი ღიმილი გადაჰკვროდა. ჩემი ძმები დიდები იყვნენ, 10, 13 და 15 წლის და ამიტომ ტირილი "მაგარ ბიჭობად" არ მიაჩნდათ. მე და ჩემი ძმა კი, ოჯახში ყველაზე პატარები ვიყავით, მე 5წლის, ნიკა კი 3-ის და ამიტომ ვერ გავიგეთ რა მოხდა. არც მამას არ უტირია. ყოველთვის იძახდა დავითის თვალიდან ერთი ცრემლი არ ჩამოგორებულა და თქვენც ასეთები უნდა იყოთო. დედა ისედ დავასაფლავეთ არავის უტირია. მე იმედი მქონდა, რომ დედა დაბრუნდებოდა, რადგან ის შემპირდა, მან ძილის წინ მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა... დასაფლავებიდან რამოდენიმე თვე იყო გასული, როცა მამას საუბარი შემთხვევით მოვისმინე, ის თავის მეგობარს ეუბნებოდა, რომ ნინო, ანუ დედაჩემი წარსულს ჩაბარდა. ის იმ წარსულის ნაწილი იყო რომლის გახსენებაც არ უნდოდა. უთხრა რომ დედას სიკვდილამდეც აპირებდა ამას, მაგრამ გამბედაობა არ ეყო. ამ საუბრიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე და ამიტომ მამასთვის არაფერი მიკითხავს. ყველაფერი მაშინ გახდა ცნობილი, როცა მამამ მეორე დღეს ვიღაც ქალი მოიყვანა და გვითხრა რომ დღეიდან ეს ქალი "დედაჩვენი" გახდებოდა. ქალი საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ დედას ვერც კი შეედრებოდა. ზუსტად ერთი თვე ვიცხოვრეთ მშვიდად, მაგრამ ერთი თვის თავზე მარიმ( ახალმა "დედიკომ" ) მამას გამოუცხადა, რომ ჩემი და ნიკუშას მოვლა აღარ მოსწოდა, ჩვენ ბავშვები ვიყავით და ამიტომ ბევრ პრობლემებს ვქმნიდით. მამა ჩუმად იყო და მარის ყვირილში ხელს არ უშლიდა. როდესაც მარიმ თავისი სათქმელი თქვა, მამამ წყნარად უპასუხა: რა პრობლემაა საყვარელო, ხომ იცი რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს სიტყვები ახლაც დანასავით მესობა გულში. წვიმიანი საღამო იყო... მამამ მე და ნიკუშას ბარგი ჩაგვილაგა, საწვიმარი ლაბადა მოისხა და ქუჩაში გაგვიყვანა. უახლოეს ბავშვთა სახლამდე ფეხით მივედით, ჭიშკართან მამა შეჩერდა, პატარა კონვერტი მომცა ხელში და მითხრა რომ მალე მომინახულებდა, ახლა კი ამ ჭიშკარში უნდა შევსულიყავი და კარისკაცისთვის მამას მოცემული კონვერტი გადამეცა. მამამ ზურგი გვაქცია და სწრაფად გაგვეცალა, ახლაც მახსოვს მისი ჩექმების ხმა როცა დიდ გუბეში ადგამდა ფეხს. მამა გარბოდა, მე და ნიკა კი ვიდექით და ვუყურებდით. ახლაც საშინლად წვიმდა, როგორც მაშინ როცა დედამ მიგვატოვა და დაგვპირდა რომ სულ ჩვენთან იქნებოდა. მე უკვე ამ დაპირებების აღარ მჯეროდა..............
შეტყობინება შეასწორა natuka - შაბათი, 2010-11-20, 0:21 AM | |
|
|
|
elle____ | თარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 3:06 PM | შეტყობინება # 92 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| | |
|
|
|
elle____ | თარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 6:33 PM | შეტყობინება # 94 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| | |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-22, 10:17 PM | შეტყობინება # 95 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| ki galodinet, mara cota didi tavi dagaxvedreet თავი 12 მეგონა, რომ მეორე სართული არც ისე მაღალი იყო დაბლა ჩასახტომად, მაგრამ ვაი რომ ვცდებოდი და ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა გაბედულად მივედი ეკასთან და დაბლა ჩავიხედე. გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა. შეიძლება შიშის გამო დამემართა ასე, მაგრამ დაბლა რომ ჩავიხედე იმხელა სიმაღლე დავინახე თავბრუ დამეხვა და თვალები ამიჭრელდა. ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დავიწიე, მაგრამ თან ვხვდებოდი, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა. კარის სახელური კიდევ ერთხელ მაგრად ჩამოვწიე და ვეცადე გამეღო, მაგრამ ამაოდ. კარი ხის იყო და რომ მივედე ძალიან გახურებული კარის ღრიჭოებიდან კვამლი შემოდიოდა , ცდილობდა ოთახში შემოეღწია და ახერხებდა კიდეც, ოთახი ნელ-ნელა ივსებოდა ნაცრისფერი კვამლით. ახლაღა მივხდი რა ხდებოდა ჩვენს თავს. თავშესაფარი ცეცხლში იყო გახვეული და იწვოდა. საცაა ჩვენს ოთახშიც შემოაღწევდა ცეცხლის ენები, მაგრამ ჩვენ მანამდე უნდა მოგვესწრო და გადავმხტარიყავით. უცებ ჩემი ნახატი გამახსენდა. დღეს ისეთი მწველი და მშვენიერი მზე იყო. ისე საოცრად ამობრწყინდა ცის კაბადონზე, რომ ნამდვილად არ მეგონა ეს დღე ასე ცუდად თუ გაგრძელდებოდა. როგორმე უნდა მომეხერხებინა და ჩემი ნახატიც გადამერჩინა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი თუ ის დაიწვებოდა მე მეორედ ასე ვეღარასდროს დავხატავდი. მაშინ რაღაც დამემართა, რაღაც ზებუნებრივმა მაიძულა ასე დამეხატა, თორემ მე ხომ სინამდვილეში ხატვა სულაც არ მეხერხება. მაშინ ეტყობა ემოციების ჭარბი მოზღვავების ბრალი იყო, ან რაიმე მასეთის თორემ აბა მე ასეთ ნახატს როგორ დავხატავდი? რაც არ უნდა მომხდარიყო მე ეს ნახატი უნდა გადამერჩინა, რათა როცა დავხედავდი გამახსენდებოდა, რომ ერთი დღე მაინც ვიყავი ბედნიერი ამ უბედურ და უბადრუკ სამყაროში. გონება დამებინდა შიშისა და აღელვებისაგნ. ვერც ნახატს ვეღარ ვხედავდი და ვერც ეკას. შეშლილივით ვიყურებოდი აქეთ-იქით და მათ დანახვას ვნატრობდი. -საბა ჩქარა! დროზე მოდი თორემ მერე უკვე გვიანი იქნება! მალე!-ეკას დაზაფრული კივილი და ირაკლის შეშინებული ხმა ერთმანეთში ირეოდა. მე არ შემეძლო ასე უბრალოდ წავსულიყავი და ჩემი ”განთიადი” აქ დამეტოვებინა. გამეწირა ცეცხლისთვის, რომელიც დაწვას და დაფერფვლას ჰპირდებოდა. მე მას ცეცხლისთვის ვერ გავიმეტებდი, ის დაბლა უნდა ყოფილიყო ჩემთან ერთად, თუნდაც დახეულიყო. უცებ გონება გამინათდა და გამახსენდა, რომ ბოლოს ნახატი ეკას ეჭირა. ესეიგი სადმე საწოლთან ახლოს უნდა მეძებნა. სასწრაფოდ მოვავლე თვალი საწოლს, მაგრამ მას ვერ ვხედავდი, თან ყურში ჩამესმოდა ეკასა და იკას ყვირილი და სულ უფრო მაბნევდა. რაც არ უნდა მომხდარიყო ოთახს ნახატის გარეშე მაინც არ დავტოვებდი. რაც არ უნდა მომხდარიყო! ვგრძნობდი, რომ სასოწარკვეთა მიპყრობდა და ჩემი სიტყვები განწირული ბავშვის წუწუნს უფრო გავდა, მაგრამ ეს სიმართლე იყო. როგორც იქნა დავინახე ისიც. საწოლის ქვეშ ეგდო ეულად, თითქოს მელოდაო. ნეტავ აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? ის ხომ ასე ახლოს იყო ჩემთან. ახლოს კი იყო, მაგრამ ჯობდა შორს ყოფილიყო, რადგან რამოდენიმე წამში ცეცხლი ოთახშიც შემოაღწევდა და ჩემი ”განთიადიც” განადგურდებოდა. ფერფლად იქცეოდა და შემდეგ ყველა დაივიწყებდა მას, ყველა ჩემს გარდა. მასაც ისევე დაივიწყებდა ყველა, როგორც დედას და ის მხოლოდ ჩემს ხსოვნაში იარსებებდა. მე არ მივცემდი ცეცხლს უფლებას, რომ ჩემი ნატკენი გული კიდევ უფრო ეტკინა, მე ვიბრძოლებდი ბოლომდე ”განთიადის” გადასარჩენად, თუნდაც ამას ჩემთვის ტკივილი მოეყენებინა. არაუშავს, ერთხელ მეტკინებოდა და მერე მომირჩებოდა. ხორციელი ტკივილი ხომ სულიერს ვერც კი შეედრება. სულიერი სამუდამოდ რჩება შენში და ყოველთვის თავს გახსენებს, თუნდაც სულ უმნიშვნელო დეტალით. ამდენი ფიქრის დრო აღარ მქონდა! ცრემლები მუჭით მოვიწმინდე და ნახატისკენ გავემართე. ცეცხლმაც არ დააყოვნა და თითქოს მე მელოდებოდაო მაშინვე შემოხეთქა ოთახში. მივდიოდი და მომყვებოდა. მბოჭავდა და თავს არ მანებებდა. ჩემი თავისთან დარჩენა უნდოდა, მაგრამ ვერ ეღირსებოდა! არასდროს დავმორჩილდებოდი ცეცხლს! არც კი ვჩქარობდი, დაე მომხდარიყო ის რაც მოსახდენი იყო. -საბააააა! მაგის დრო არ არის! ეგ არ არის შენს სიცოცხლეზე ძვირფასი! წამოდი დროზე!-მესმოდა ეკას სასოწარკვეთილი ხმა, მაგრამ ჩემთვის მის ნათქვამს მნიშვნელობა დაეკარგა. მე ამ წამს მხოლოდ ”განთიადისთვის” ვცოცხლობდი. უფრო სწორად კი არ ვცოცხლობდი, ვარსებობდი. ჩემს ყოფნას დედამიწაზე არსებობის გარდა არაფერი შეიძლება დაერქვას. ვუახლოვდებოდი მას და ყოველი წამი უფრო და უფრო იწელებოდა. უფრო მიწვავდა ზურგს ცეცხლი და უფრო მკაფიოდ მესმოდა ეკასა და ირაკლის ყვირილი.უფრო მიწვავდა ზურგს ცეცხლი და უფრო მკაფიოდ მესმოდა ეკასა და ირაკლის ყვირილი. უფრო ღრმად აღწევდა კვამლი ჩემს ფილტვებში და ერთიანად მწვავდა, მიცრემლიანებდა ისედაც აცრემლებულ თვალებს.როგორც იქნა კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი და მივაღწიე მასთან. ისე საწყლად ეგდო, რომ მომინდა ჩავხუტებოდი, მაგრამ დრო აღარ რჩებოდა. თუ არ ვიჩქარებდი, მარტო ”განთიადი” კი არა მეც ფერფლად ვიქცეოდი. თან ჩემი ამ ქმედებით ხომ ჩემს საყვარელ ადამიანებსაც საფრთხეში ვაგდებდი. ისინი ჩემს გარეშე არ წავიდოდნენ, დამელოდებოდნენ და ამით საფრთხე შეექმნებოდათ. არც ასეთი ეგოისტი გიყავი, რომ ჩემი არსებობა სხვის სიცოცხლეზე მაღლა დამეყენებინა. სწარაფად ავიტაცე ნახატი ხელში და ეკასკენ გავიქეცი. მხოლოდ ახლა გავაცნობიერე, რომ ცეცხლი უკვე ოთახშიც საკმაოდ იყო შემოჭრილი. ამას მაშინღა მივხვდი, როცა ფანჯარასთან მისვლამდე არაერთი დაბრკოლება შემექმნა და მომიწია ცეცხლის პატარა კოცონებზე გადახტომა. სად მქონდა ჭკუა, როცა ასე ვრისკავდი? საერთოდ რაზე ვფიქრობდი? ”გ ა ნ თ ი ა დ ზ ე” ! აი ეს იყო პასუხი ყველა კითხვაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში მასზე ვფიქრობდი. როგორც იქნა ფანჯარასთანაც მივაღწიე და ეკას ჩავეკარი გულში. ცრემლების დაალვას აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომ გულიანადაც ვქვითინებდი. არც ეკა და იკა იკლებდნენ ტირილს. ბოლოს გადავწყვიტე, რომ პირველი ნაბიჯი მე უნდა გადამედგა, ნახატი მაგრად დავიჭირე, იკას ნაჩუქარ ჯვარს ვემთხვიე, კიდისკენ მივიწიე და გადავაბიჯე უსასრულობაში. ისე სწრაფად ჩავვარდი ძირს, რომ ძალიან გამიკვირდა. ფრენა სულ ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ საერთოდ არ შემშინებია. ფრენა ხომ ასეთი ნაცნობი გრძნობა იყო ჩემთვის. არც სიკვდილის აღარ მეშინოდა. პირიქით, სიკვდილი ჯილდოდ მიმაჩნდა, რომელსაც მე ვერასდროს ვეღირსებოდი. მაგრამ სხვებისთვის საუბედუროდ და ჩემთვის საბედნიეროდ ”უსასრულობაც არ ასრებობს მარადიული”. მოვიდოდა დრო როდესაც მეც დავამთავრებდი ამ უბადრუკ არსებობას დედამიწაზე და დედასთან წავიდოდი. მივფრინდებოდი მასთან და მაგრად ჩავეხუტებოდი. ალბათ როგორ გაიხარებდა ჩემი დანახვით, გულში მაგრად ჩამიკრავდა და აღარ გამიშვებდა. მაგრამ სანამ დედასთან წავიდოდი, მანამდე კიდევ მქონდა სხვა საქმეც, ასე რომ ჯერ სიკვდილის დრო არ იყო! როცა თვალები გავახილე, უკვე მიწაზე ვეგდე, ნახატი ხელში მქონდა ჩაბღუჯული, მეორე ხელით კი ჯვარს ვებღაუჭებოდი. რაოდენ გასაოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემს გვერძე იყვნენ ეკა და ირაკლიც, ეტყობა ისინიც ჩემთან ერთად გადმოხტნენ. მაგრამ მათი დაახვა ისე არ გამკვირვებია, როგორ მისი. გაოცებისგან წამოვიყვირე კიდეც. კი მაგრამ როგორ მიხვდა? როგორ მიხვდა რომ მიჭირდა და მჭირდებოდა? მგონი უკვე ვგიჟდებოდი მისი ასე უცნაური გამოჩენებით. მაგრამ თან გულზეც მომეშვა როცა დავინახე. ეს იმას ნიშნავდა, რომ მოიცალა ჩემს სანახავად და აღარავის აღარ ემუქრებოდა საფრთხე!
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
შეტყობინება შეასწორა natuka - ოთხშაბათი, 2010-12-22, 10:18 PM | |
|
|
Bells | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-22, 11:15 PM | შეტყობინება # 96 |
Between Clouds And Heaven
1089
Offline
| Naaat :* Mokled, es tavi ragac Dzalian datvirtulia emociebit, moqmedeba mxolod 1 otaxshi xdeba, magram ise kargad gaqvs gadmocemuli titoeuli detali da sabas azrebi, rom martla idzirebi am otaxis kvamlshi. xom, yuradgeba miipoyro da momewona rom "gantiadi" gamoyofilad gaqvs naxsenebi yvelgan da bevrjer Quote (natuka) ”უსასრულობაც არ ასრებობს მარადიული”. Aseve es frazac^^ Mokled Rogorc Yoveltvis arachveulebrivi tavia :* genacvale chemo nichiero :*
შეტყობინება შეასწორა Bells - ოთხშაბათი, 2010-12-22, 11:15 PM | |
|
|
|
------ | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-22, 11:49 PM | შეტყობინება # 98 |
from porcelain, to ivory, to steel.
1183
Offline
| natuka, საოცრად წერ მართლა ძალიან მომწონს , დიდი ემოციები დევს შიგ!! ყოჩაღ :*:* Quote (Bells) Naaat :* Mokled, es tavi ragac Dzalian datvirtulia emociebit, moqmedeba mxolod 1 otaxshi xdeba, magram ise kargad gaqvs gadmocemuli titoeuli detali da sabas azrebi, rom martla idzirebi am otaxis kvamlshi. xom, yuradgeba miipoyro da momewona rom "gantiadi" gamoyofilad gaqvs naxsenebi yvelgan da bevrjer Quote (natuka)”უსასრულობაც არ ასრებობს მარადიული”. Aseve es frazac^^ Mokled Rogorc Yoveltvis arachveulebrivi tavia :* genacvale chemo nichiero :* რაღადავამატო,დავაქუოთებ.
| |
|
|
|
|
|
|
elle____ | თარიღი: კვირა, 2010-12-26, 9:40 PM | შეტყობინება # 103 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| Quote (AnasteishA) , natias sicxe aqvs dzalian magali da ver axerxebs axali tavis dadebas. vaime gushin velaparake da araferi chirda : (((( auu ra cudiaaaaa : ((((((((
| |
|
|
|
Bells | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-29, 8:22 PM | შეტყობინება # 105 |
Between Clouds And Heaven
1089
Offline
| თავი 13 ჩემს გვერდით ჩემი ერთგული მეგობარი, ჩემი მცველი, ჩემი თეთრი მტრედი იწვა, რომელსაც ბოლისგან ძალიან გამურვოდა თეთრი ფრთები. ძალიან უსუსური მეჩვენებოდა ასეთ დღეში რომ იყო, ისეთი სუსტი ჩანდა ისიც ვიფიქრე ხომ არ მოკვდა-მეთქი, მაგრამ შემდეგ შევამჩნიე, რომ სუსტად სუნთქავდა და დავმშვიდდი. როდესაც მასზე ნერვიულობას შევეშვი ჩემს გარშემო სხვებიც შევამჩნიე. ჩემი მეგობარი იკა და ჩვენთვის ანგელოზად მოვლენილი ეკა, ორივე ჩემს გვერდით იწვნენ, იკა მსუბუქად იყო დაშავებული, ეკას კი გაჭრილი ხელიდან ჩანჩქერივით სდიოდა სისხლი და გონება ჰქონდა დაკარგული. წამოდგომა და მათთან მისვლა დავაპირე, მაგრამ ვერ შევძელი. ადგომა მინდოდა და ვერ ვდგებოდი, ფეხებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ღმერთო ჩემო ნუთუ მომტყდა? მაგრამ მაშინ ხომ უნდა მტკიოდეს კიდეც? არც სისხლი არ მომდიოდა, მაგრამ როცა წელში გამართვა დავაპირე, რაღაცამ დამიჭირა და ვერ გავიმართე. მგონი ვხვდები ასეთ სიტუაციას რაც ქვია, მაგრამ როგორ იყო შესაძლებელი, რომ მეორე სართულიდან გადმომხტარი დავინვალიდებულიყავი? მაგრამ ფაქტი სახეზე იყო. მე ახლა უბადრუკი სულის მქონე ადამიანთან ერთად საბრალო ინვალიდიც ვიყავი, რომელსაც ყველა სიბრალულით შეხედავდა და დასცინებდა. ღმერთო როგორ მოვახერხე ასე ცუდად დაცემა? ფაქტიურად შეუძლებელია ასეთი პატარა მანძილიდან რამის დაზიანება. ეს იქიდან ვიცი, რომ როცა ჩემი ძმები რამეს აშავებდნენ და მამა მეორე სართულზე კეტავდა ისინი ფანჯრიდან ხტებოდნენ და ისე იპარებოდნენ. ერთხელ მეც შემომთავაზეს, მაგრამ შემეშინდა და უარი ვუთხარი. ნუ რაც მოხდა მოხდა, ამას ვეღარ შევცვლიდი. ახლა ჩემს თავზე საფიქრალი დრო არ მქონდა, ჩემზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანებიც იყვნენ აქ, ჩემს გვერდით, რომელთაც ვჭირდებოდი, თუნდაც ინვალიდი. როგორღაც მოვახერხე და იკასთან მივხოხდი. ხელით შევეხე თუ არა მაშინვე თვალები გაახილა და ჩემი დანახვით გახარებულმა წამოიყვირა, შემდეგ კი მაგრად ჩამიკრა გულში. -საბა როგორ ხარ? ხომ არ დაშავდი? რა მაგარი ხარ, არც კი შეგშინებია ისე გადმოხტი, მე კი ისე შემეშინდა ლამის მოვკვდი. საერთოდ სიმაღლის ძალიან მეშინია, მართალია მეორე სართული არც ისე მაღალია, მაგრამ მაინც. შენი ნახატი ხომ გადარჩა, ხომ არაფერი მოსვლია? ეკა როგორ არის? ისიც გადმოხტა?-შოკირებულმა იკამ კითხვები მომაყარა, მართალია მშვიდად იყო, მაგრამ მისი ხმიდან ვხვდებოდი, რომ საცაა პანიკაში ჩავარდებოდა. მთელი ძალა მოვიკრიბე, ღრმად ჩავისუნთქე და რაც შემეძლო მშვიდად ვუპასუხე. -იცი იკა, მე სიარული აღარ შემიძლია, ფეხებს ვეღარ ვგრძნობ. ეკა დაშავებულია, ჩემი ნახატი კი გადარჩა. -რაა? ღმერთო ჩემო! ეს როგორ მოხდა? იქნებ უბრალოდ რაიმე, რაიმე არ ვიცი რა დავარქვა. იქნებ რაიმე-იკა გაურკვევლად ლუღლუღებდა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა. მართალი ვყოფილვარ, ის ახლა ნამდვილად ისტერიკაში იყო. -იკა დაწყნარდი გთხოვ. ახლა ჩემზე სანერვიულოდ არ გცალია. შენს თავს უნდა მიხედო. მეც რამე მეშველება, ახლა ჩემზე არ უნდა იღელვო, გესმის? -არა არა არა, შენ ჩემი მეგობარი ხარ, ახლავე რამე უნდა ვიღონოთ. ოღონდ შენ არა, იქნებ რაიმე არასწორად გაიგე? იქნებ დაბუჟებული გაქვს ფეხები და გეგონა რომ...-ჩემი თანდასწრებით ინვალიდის თქმა ვერ გაბედა. ვხვდებოდი რომ იკა ჩემზე ძალიან ღელავდა, მაგრამ არ მივცემდი საშუალებას, რომ ისედაც შეშინებულს ჩემზეც ენერვიულა. ეს უნდა გამეკეთებინა, შემდეგ კი ბოდიშს მოვუხდიდი, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, რომ იკა შოკიდან გამომეყვანა. იკას სილა გავაწანი. ამან აშკარად იმოქმედა, რადგან უკვე შეშლილი თვალებით აღარ მიყურებდა და არც ცრემლები სდიოდა. მართალია გაბრაზებული სახით მიბღვერდა, მაგრამ ამას როგორმე გადავიტანდი, იმის უფლებას კი არ მივცემდი, რომ ჩემზე ენერვიულა და მითუმეტეს ჩემ გამო შოკში ჩავარდნილიყო. -მაპატიე იკა, მაგრამ ეს აუცილებელი იყო რომ გამოფხიზლებულიყავი. იმედია ხვდები რასაც ვამბობ. შენ ახლა ჩემზე არ უნდა ინერვიულო, ეკაც ცუდ დღეშია და თუ ნერვიულობა გინდა მასზე ინერვიულე, მაგრამ გახსოვდეს, არ მოგცემ უფლებას, რომ ჩემ გამო თუნდაც ერთი ცრემლი მაინც გადმოაგდო, გესმის? -კარგი დაწყნარდი. უკეთ ვარ, მაგრამ მოდი ისე ვქნათ თითქოს შენი ბოლო სიტყვები არ გამიგია, თორემ ვიჩხუბებთ. კარგი? და ეგ აღარასოდეს გაიმეორო. ახლა ვდგები და სასწრაფოდ ექიმს ვეძახი, რომ შენ და ეკა გაგსინჯოთ, მერე კი დედაჩემს დავუკავშირდები და სანამ გადაწყვიტავენ რომელ შენობაში გადაიტანენ თავშესაფარს ჩემთან ვიცხოვრებთ ორივე, გესმის? ორივეეე და არც გაბედო შეწინააღმდეგება-იკა წამოდგა და სწრაფად გაიქცა ექიმისკენ. მხოლოდ ახლა მივხვდი რაც ხდებოდა ჩვენს თავს. ხანძრის შედეგად ხომ თავშესაფარი დაიწვებოდა? ღმერთო ამას აქამდე როგორ ვერ მივხვდი. რა მეშველება? მართლა იკასთან ხომ ვერ ვიცხოვრებ? სირცხვილია სხვა თუ არაფერი. იკაც იმიტომ იზრდება აქ რომ მის მშობლებს მისი მოვლა არ უნდათ და მეც ხომ მათთან არ ჩავსახლდები? თან როგორი მოსავლელია 6წლის ინვალიდი ბიჭი? ღმერთო არა, სულ ქუჩაში დავიძინებ, მაგრამ იკასთან ვერა. სხვებს ჩემი მასთან გადასვლის ამბავი არ გააკვირვებთ, იმიტომ რომ მათ არ იციან ნამდვილი მიზეზი, რის გამოც იკა აქ ცხოვრობს. ყველას ჰგონია, რომ იკა აქ იმიტომ არის, რომ ეგრეთწოდებულ ”დაბალ ფენასთან” ურთიერთობა ისწავლოს, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ასე არაა. სხვა გამოსავალიც არ მაქვს, რომ ვკვდებოდე, მამაჩემი შინ არ დამაბრუნებს და სხვა ნათესავი კი არ მყავს. მომიწევს როგორმე იმ აზრთან შეგუება, რომ ქუჩაში უნდა დავიძინო, თან შუა სექტემბერში. ამ დროს კი თბილა ხოლმე, მაგრამ წელს განსაკუთრებით მკაცრი გამოდგა შემოდგომა. სკოლა? ნეტავ სკოლაზე რას გადაწყვეტენ? წესით ხომ სწავლა ხვალ უნდა დაგვეწყო? მაგრამ ალბათ სწავლას გადადებენ, ან სულაც ჩათვლიან, რომ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, რომლებსაც ხშირად ”ქუჩის მაწანწალებსაც” უწოდებენ განათლების მიღება სულაც არ სჭირდებათ და პრობლემას მარტივად გადაჭრიან. რატომ დახარჯონ ფული იმაში, რასაც მოსწავლეთა ნახევარზე მეტი არ გამოიყენებს? დარწმუნებული ვარ აქედან ზოგი ან ნარკომანი გახდება ანდაც უბრალო ჯიბის ქურდი. როდესაც ბავშვი ახლავე მოგპარავს შენს ნივთს, ან საჭირო ოთახში წებოს სუნთქვით იქნება დაკავებული ის როცა გაიზრდება რაღას იზამს? მაგრამ რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს მე მესმის მათი. ისინი ისე არიან ცხოვრებაზე გაბოროტებულნი თავისი ყოფის გამო, რომ არაფერზე იხევენ უკან და ცდილობენ ”მაგარი ბიჭები” გახდნენ. ალბათ ნიკუშა და იკა რომ არ მყოლოდნენ მეც ასეთ გზას ავირჩევდი. ზოგს ხომ ისე ადვილად შეუძლია სხვის გავლენის ქვეშ მოქცევა და ისე ადვილად ენდობა სხვებს, განსაკუთრებით კი მე. სწორედ ამიტომაც მატყუებს ყველა მე და დღითიდღე ვკარგავ ძვირფას ადამიანებს. ფიქრი ექიმის ხელის შეხებამ გამაწყვეტინა, რომელიც ფრთხილად მისინჯავდა ფეხებს. აცრემლებული თვალები მუჭით ამოვიწმინდე და ჩემს თავს შთავაგონე, რომ ახლა დაცემის დრო არ იყო!
| |
|
|