ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
life, love, meaning...

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 7:11 PM | შეტყობინება # 1
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
სახელწოდება: Life, Love, Meaning
ავტორი: natuka
რეიტინგი: G (General)
ბეტა: Bells
ჟანრი: მელოდრამა
სტატუსი: წერის პროცესშია
ავტორისგან: ეს არის ნამდვილი ამბავი, რომელიც გადახდა პაპაჩემს და სწორედ მისი სურვილით ვწერ ამ ფიკს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისთვის ნინის(Bells). იმედია მოგეწონებათ.



თავი I

ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა დამთავრდა. ადამიანები ყოველთვის ყველაფერს მაშინ ვაფასებთ როცა ის მთავრდება და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. მართალია მაშინ პატარა ვიყავი, თუ შეიძლება ასე ითქვას 5წლის ბავშვზე, მაგრამ მაინც ყოველთვის მამას უფრო მეტ პატივს ვცემდი და ის უფრო მიყვარდა, რადგან მკაცრი იყო. დედა კი... დედა ყველა სურვილს გვისრულებდა. მაშინ არ ვიცოდი ასე რატომ იქცეოდა, მაგრამ ახლა უკვე მივხვდი. ალბათ ის ყველაფერს წინასწარ გრძნობდა და უნდოდა, რომ კარგად დაგვემახსოვრებინა... მან იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ საავადმყოფოში დაწოლაზე მაინც უარი თქვა რათა ჩვენ არ მოგვშორებოდა არც ერთი წამით. ჩემს ოჯახში 5ბავშვი ვიყავით, ხუთივე ბიჭი და აბა ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ თავი დედას ადგილას. როგორია მცირეწლოვანი ბიჭების მოვლა ძვლის კიბოთი დაავადებული ქალისთვის. დედა გმირი ქალი იყო. მან შეძლო და ისე დაიღუპა, რომ არც ერთს არაფერი არ მოგვაკლო, მაგრამ მე მერჩივნა სადმე სოროში მეცხოვრა და ის დღე არ გათენებულიყო როდესაც მე დედა დავკარგე......... გუშინდელი დღესავით მახსოვს 13წლის წინ მომხდარი ამბავი. 12მაისი ღამდებოდა, საშინლად წვიმდა, დედა უკვე ძალიან ცუდად იყო და არც იმის თავი აღარ ჰქონდა, რომ ვენუგეშებინეთ როგორც ყოველთვის. საღამოს 8საათიდან მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, როდესაც დედამ გულში ჩამიკრა და მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა თვალები რატომ დახუჭა. მისი სახე ისევ უზადოდ ლამაზი იყო, ტუჩებზე ნაზი ღიმილი გადაჰკვროდა. ჩემი ძმები დიდები იყვნენ, 10, 13 და 15 წლის და ამიტომ ტირილი "მაგარ ბიჭობად" არ მიაჩნდათ. მე და ჩემი ძმა კი, ოჯახში ყველაზე პატარები ვიყავით, მე 5წლის, ნიკა კი 3-ის და ამიტომ ვერ გავიგეთ რა მოხდა. არც მამას არ უტირია. ყოველთვის იძახდა დავითის თვალიდან ერთი ცრემლი არ ჩამოგორებულა და თქვენც ასეთები უნდა იყოთო. დედა ისედ დავასაფლავეთ არავის უტირია. მე იმედი მქონდა, რომ დედა დაბრუნდებოდა, რადგან ის შემპირდა, მან ძილის წინ მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა... დასაფლავებიდან რამოდენიმე თვე იყო გასული, როცა მამას საუბარი შემთხვევით მოვისმინე, ის თავის მეგობარს ეუბნებოდა, რომ ნინო, ანუ დედაჩემი წარსულს ჩაბარდა. ის იმ წარსულის ნაწილი იყო რომლის გახსენებაც არ უნდოდა. უთხრა რომ დედას სიკვდილამდეც აპირებდა ამას, მაგრამ გამბედაობა არ ეყო. ამ საუბრიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე და ამიტომ მამასთვის არაფერი მიკითხავს. ყველაფერი მაშინ გახდა ცნობილი, როცა მამამ მეორე დღეს ვიღაც ქალი მოიყვანა და გვითხრა რომ დღეიდან ეს ქალი "დედაჩვენი" გახდებოდა. ქალი საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ დედას ვერც კი შეედრებოდა. ზუსტად ერთი თვე ვიცხოვრეთ მშვიდად, მაგრამ ერთი თვის თავზე მარიმ( ახალმა "დედიკომ" ) მამას გამოუცხადა, რომ ჩემი და ნიკუშას მოვლა აღარ მოსწოდა, ჩვენ ბავშვები ვიყავით და ამიტომ ბევრ პრობლემებს ვქმნიდით. მამა ჩუმად იყო და მარის ყვირილში ხელს არ უშლიდა. როდესაც მარიმ თავისი სათქმელი თქვა, მამამ წყნარად უპასუხა: რა პრობლემაა საყვარელო, ხომ იცი რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს სიტყვები ახლაც დანასავით მესობა გულში. წვიმიანი საღამო იყო... მამამ მე და ნიკუშას ბარგი ჩაგვილაგა, საწვიმარი ლაბადა მოისხა და ქუჩაში გაგვიყვანა. უახლოეს ბავშვთა სახლამდე ფეხით მივედით, ჭიშკართან მამა შეჩერდა, პატარა კონვერტი მომცა ხელში და მითხრა რომ მალე მომინახულებდა, ახლა კი ამ ჭიშკარში უნდა შევსულიყავი და კარისკაცისთვის მამას მოცემული კონვერტი გადამეცა. მამამ ზურგი გვაქცია და სწრაფად გაგვეცალა, ახლაც მახსოვს მისი ჩექმების ხმა როცა დიდ გუბეში ადგამდა ფეხს. მამა გარბოდა, მე და ნიკა კი ვიდექით და ვუყურებდით. ახლაც საშინლად წვიმდა, როგორც მაშინ როცა დედამ მიგვატოვა და დაგვპირდა რომ სულ ჩვენთან იქნებოდა. მე უკვე ამ დაპირებების აღარ მჯეროდა..............


შეტყობინება შეასწორა natuka - შაბათი, 2010-11-20, 0:21 AM

Bellsთარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 9:04 PM | შეტყობინება # 151
Between Clouds And Heaven
1089
84  +
   ±
Offline
natuka, Dzalian kargi tavi gamovida kiss Lamazi, Mxiaruli da bavshvuri^^
Da Bodishi ROm Drois Uqonlobis Gamo Gagvianebineb Dadebas Magram ra vqna :S



☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 9:07 PM | შეტყობინება # 152
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
natukaze nadiroba mainteresebs dzalian biggrin biggrin biggrin qalbatono mweralo cota didi tavebi dawereee, tore ar myofnis ase patara tavebi tongue tongue tongue magari xarrr da miyvarxar lips :lips:


★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 9:11 PM | შეტყობინება # 153
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
dzaan magari tavi iyo dzaan magrad wer smile . sabas nadiroba dzaan mainteresebs rogori iqneba velodebi shemdeg tavs lips


♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 9:34 PM | შეტყობინება # 154
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
dzalian didi madloba bavshveboo lips
Quote (AnasteishA)
qalbatono mweralo

es dzaan xmamagli natqvamia an, magram mainc vecdebi cote didebi iyos happy



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bachia_bachia555თარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 9:53 PM | შეტყობინება # 155

206
19  +
33  ±
   ±
Offline
momewona... smile axal tavs veliii smile

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 10:23 PM | შეტყობინება # 156

842
83  +
   ±
Offline
natuka, ნაათ, რამდენი ხანია შენი ფიკი აღარ წამიკითხავს. ბოდიში რააა sad უნამუსო ვარ! მაგრამ ახლა დარჩენილი თავები ერთად წავიკითხე და ეს უფრო დიდი სიამოვნება იყოოო happy ვაიმე, საბას ფიქრებზე ვგიჟდები surprised რა ჭკვიანი ბავშვიააა happy აუუ, კიდევ ინვალიდია? sad ხო ეშველება? და დარწმუნებული ვარ, ნიკუშასაც იპოვის, ხო? smile უცბად გაზრდის პერიოდი მომეწონა happy ეს ბოლო თავიც ძალიან კარგი იყოო smile ნატუკაზე ნადირობა ძააალიიაან მაინტერესეებს happy მშვენივრად წეერ kiss ყველაფერი ძალიან კარგად გაქვს გადმოცემული. smile და ანის ვუერთდებიი. ცოტა დიდი თავები წერე რა :*::*

elle____თარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 11:53 PM | შეტყობინება # 157
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
dzaaaann kai taviaaa :**** guli mwydeba rom isev invalidis etlshi rchebaaa cry cry cry cry cry cry yochag sayvarelo es nadiroba dzaaan mainteresebs da iemdi maqvs gamouvaa :*** cry happy happy happy happy happy male dadeee :******


KristenStewartთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 10:44 AM | შეტყობინება # 158
Kristen Stewart
292
24  +
42  ±
   ±
Offline
Auuu vaimeee vaimee vimeeeeeeeee umagresia sixaruloo :***


♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 2:05 PM | შეტყობინება # 159
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime didi didi madloba yvelaas happy albat xval iqneba axaliii


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

ROBsessedთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 2:39 PM | შეტყობინება # 160
***
1111
54  +
   ±
Offline
nat va ra magari iyo kiss gushin vegar gavige ro dade sad
yochag kiss
xo anis da tamos vuertdebi..cota didi tavebi dade ra kiss




Dobby has no master! Dobby is a free elf and Dobby has come to save Harry Potter… And his friends! ♥

dodoთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 9:32 PM | შეტყობინება # 161

267
66  +
69  ±
   ±
Offline
yochag,aii es ukve momwons smile tongue :***** au eg pexze ro ar dadges movkvdebi,mara dadgeba albat smile happy genacvale umagresss happy smile smile smile smile smile tongue

dodoთარიღი: პარასკევი, 2011-02-11, 5:38 PM | შეტყობინება # 162

267
66  +
69  ±
   ±
Offline
mogklavv natuka, male dade axali tavii angry

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2011-02-12, 10:00 PM | შეტყობინება # 163
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 20
დილით იკამ თავში ბალიშის ჩარტყმით გამაღვიძა და მაიძულა, რომ რაც შეიძლება სწრაფად ავმდგარიყავი.ჩემს გარდერობში შეძვრა და რაც კი რამ მოეწონა ყველაფერი გარეთ გადმოყარა, მერე ამ გადმოყრილებიდან კიდევ გადაარჩია ტანსაცმელი და ბოლოს მუქი ჯინსი და სვიტერი დამიტოვა. ჯანდაბა! ახლა ასე იმისთვის თუ იქცევა, რისთვისაც მე მგონია, მაშინ ნამდვილად ცუდად მქონია საქმე. ყველანაირად ვცდილობდი დრო გამეწელა და რაც შეიძლება ნელა ავმდგარიყავი, მაგრამ იკას ხელში ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. მიმიხვდა, რომ დროის გაწელვა მინდოდა და დამემუქრა შენით დროზე თუ არ ჩაიცმევ, მე ჩაგაცმევო. ამას კი ნამდვილად ჩემით ჩაცმა მერჩივნა. როგორც იქნა იკას მიერ არჩეულ ტანსაცმელში გამოვეწყვე. კიდევ კარგი იმის უფლება მაინც მომცა, რომ კეტები ჩემით შემერჩია, თორემ თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობდი. როცა ყველაფერი დავამთავრე და საათს შევხედე, კინაღამ გული გამისკდა. ზარამდე კიდევ ერთი საათი იყო დარჩენილი.
-იკა გაგიჟდი? ასე ადრე რატომ გამაღვიძე? რა ვაკეთო ახლა მთელი ერთი საათი?
-ეგ მე ვიცი. გეგმა რომ არ მქონოდა არც მე მოვიკლავდი თავს ადრე ადგომით-ენა გამომიყო და ფანჯარასთან მივიდა. ფარდა ფრთხილად გადაწია, ისე თითქოს ამოწმებს რაღაცასო.
-საბა, შენი ფურცლები და ფანქარი აიღე. ხო მართლა, შენი კაშნეც გაიკეთე.
-ირაკლი რას აკეთებ? რა გაქვს ჩაფიქრებული?
-მაგას მაშინ გაიგებ, როცა დაბლა ჩახვალ. აიღე ყველაფერი?
-კი. მზად ვარ, მაგრამ დავმშვიდდები თუ მეცოდინება რა უნდა გავაკეთო.
-ოო, მოკლედ არ აცდი ადამიანს შენი დაბნეულობით გახალისებას რაა. არადა რა მაგრაგ ვიხალისებდი შენს სახეზე.
-აბა მეტყვი თუ კიდევ დიდხანს გელოდო?
-მოკლედ, როგორც ამ დიდი სახლის ყურებმა და თვალებმა, გავარკვიე, რომ ნატუკა ხელოვნებაზე გიჟდება. განსაკუთრებით ძალიან უყვარს, როცა ბიჭი ხატავს.
-და ეგ რა შუაშია ამ ყველაფერთან?-ისე ვკითხე თითქოს არაფერიც არ მესმოდა.
-აუუუ, რა ბლუ ხარ რაა. ეხლა ნატუკა დაბლაა და მუსიკებს უსმენს შენს საყვარელ პარკში. ჰოდა შენც იქ უნდა ჩახვიდე და ხატვა უნდა დაიწყო. თან ისე უნდა მოიქცე, რომ ვითომ თავიდან ვერ შენიშნე და მერე მისი პორტრეტიც უნდა დახატო. მიხვდი? ხო და მართლა, რომ ამოხვალ შენთვის შესანიშნავი ინფორმაცია მაქვს.
-ბრწყინვალე გეგმა მოგიფიქრებია-შევნიშნე სარკასტულად. ოხ ნეტავ სურვილი არ გქონდეს თორემ ............
-ბედი შენი რომ სურვილი მაქვს, თორემ ნატუკას ვერც ვერასდროს გაიცნობდი. კარგი წადი ეხლა და საქმეს მიხედე. მეც მანამდე რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გავარკვიო.
ორივენი ერთად გამოვედით ოთახიდან. მე გარეთ გავედი, იკა კი მანამდე არ წავიდა, სანამ არ დამინახა რომ პარკში შევდიოდი. საშინლად ვნერვიულობდი და ეს ჩემს გულის რიტმზეც აისახებოდა. როცა პარკში შევედი და ნატუკას სკამის გვერდით მივდგი ჩემი ეტლი გულის ცემამ პიკს მიაღწია. ოხ ირაკლიი! არა, მაინც რა სურვილი მომიფიქრა რაა, უნდა რომ ამ გოგოსთან შევრცხვეე? აბა რომელი ჭკუათმყოფელი გოგო შეხედავს ინვალიდ ბიჭს სხვა თვალით? ნუ რას ვიზამთ, სურვილი სურვილია, მე კი მის შესრულებას უნდა შევუდგე. როცა კარგად მოვკალათდი, ჩემს კალთაში ჩადებული სამხატვრო პატარა დაფა ავიღე, ზედ ფურცელი დავამაგრე და ფანქარი მოვიმარჯვე. ვერ ვიფიქრებდი რა შეიძლებოდა დამეხატა ისეთი, რომ ნატუკას ყურადღება მიმექცია და ბოლოს თავში ბრწყინვალე აზრი მომივიდა. ისე სიმართლე ითქვას, ასეთი სტილის და შინაარსის ნახატი აქამდე არასდროს დამიხატავს და ამიტომ ცოტა ვღელავდი სანამ ხატვას დავიწყებდი, მაგრამ როდესაც ფანქრის წვერი ქაღალდს ნაზად შეეხო და პირველი მონასმი გავაკეთე, ყველაფერი გადამავიწყდა და მთლიანად ნახატზე გადავერთე. ულამაზესი თეთრი მტრედი დავხატე, გვერდით კი ანგელოზი მივუხატე დედაჩემის სახით. ეს ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მაშინ დამესიზმრა. თითქოს მტრედი ქრებოდა და მის ადგილას ჩემთვის ძალიან ნაცნობი ქალი ჩნდებოდა. ეს სიზმარი ბავშვობიდან მოყოლებული ხშირად მესიზმრებოდა, მაგრამ ყოველთვის იმ მომენტში მეღვიძებოდა როცა ქალის სახე უნდა გამოჩენილიყო. ერთხელ კი მე ამ ქალში დედაჩემი ამოვიცანი. ამის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ დედას არასდროს მივუტოვებივარ და მართალია მტრედის სახით, მაგრამ მაინც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. როცა ხატვა დავამთავრე დაჟინებული მზერა ვიგრძენი. იქით გავიხედე საიდანაც მზერა მოდიოდა და ჩემზე მოშტერებული ნატუკა დავინახე. როდესაც გავხედე თვალები გაუბრწინდა და გაწითლდა. შემდეგ გავუღიმე, მან კი თავი დახარა. გადავწყვიტე პირველი ნაბიჯი მე გადამედგა და რაც შეიძლებოდა ყველაზე უაზრო კითხვა დავუსვი:
-დიდი ხანია აქ ხარ?
-მე მაშინაც აქ ვიყავი, როცა შენ მოხვედი -თავისაუწევლად მიპასუხა თავისი მჟღერადი და ამავდროულად საოცრად ნაზი ხმით.
-ეტყობა ვერ შეგამჩნიე. ისე მართლა, მე საბა ვარ, შენ ნატუკა ხომ?
-კი, სასიამოვნოა შენი გაცნობა. მინდა გითხრა, რომ არაჩვეულებრივად ხატავ. შეიძლება ახლოდან ვნახო?-ხელი ჩემი ნახატისკენ გამოიშვირა, რომ გამოერთმია.
-კი რა თქმა უნდა-ნახატი გავუწოდე და როდესაც უნდა გამოერთმია ჩვენი ხელები ერთმანეთს შეეხო. თითქოს რაღაც ელექტრული ველი დატრიალდა ჩვენს შორის. ნახატი მივაწოდე და სასწრაფოდ ხელი გავუშვი.
ის დიდხანს ათვალიერებდა ჩემს ნახატს, შიგადაშიგ კითხვებს მისვამდა და მეც ვპასუხობდი. ორივეს მოგვეხსნა დაძაბულობა და უკვე თავისუფლად ვლაპარაკოვდით. ნატუკამ მომიყვა, რომ რამდენიმე დღის წინ მშობლები ავტოკატასტროფაში დაეღუპნენ და სწორედ ამიტომ მოხვდა აქ. მართალია მას ნათესავები ჰყავდა, მაგრამ არ ისურვეს თინეიჯერი გოგონას გაზრდა და აქ მოიყვანეს. ნატუკაც ჩემხელა იყო და კარგად გავუგეთ ერთმანეთს. მთხოვა, რომ ჩემზეც მომეყოლა რაიმე, მაგრამ ჩემი წარსულის გახსენება არ მინდოდა. დავპირდი, რომ აუცილებლად მოვუყვებოდი რატომ მოვხვდი აქ, სამაგიეროდ კი ბავშვთა სახლში მოხვედრის დღიდან თავს გადამხდარი ყველა უმნიშვნელო ამბავიც კი მოვუყევი. როდესაც გაიგო, რომ ძმას ვეძებდი და ფეხზე წამოსაყენებელ ვარჯიშებზეც დავდიოდი, იმედი მომცა, რომ აუცილებლად მივაღწევდი ჩემს დასახულ მიზნებს. შევატყვე, რომ ჩემგან განსხვავებით ძალიან მეოცნებე იყო. ჩვენი საუბარი შედგა! ბოლოს ორივენი ერთად წავედით შენობისკენ. ჯერ თავის ოთახამდე მივაცილე, შემდეგ კი ჩემს ოთახში შევედი. იკა იქ დამხვდა და გამიკვირდა, რომ ჩემი შესვლის დროს ათასი კითხვა არ მომაყარა. ის ჩემსკენ ზურგით იდგა და რაღაც საბუთებში იქექებოდა. შემდეგ მოულოდნელად სიხარულისგან წამოიკივლა, ჩემსკენ შემობრუნდა და იყვირა:
-საბა, მე ვიცი სადაცაა ნიკა! შენი ძმა ნიკა ვიპოვე!



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

KristenStewartთარიღი: შაბათი, 2011-02-12, 10:28 PM | შეტყობინება # 164
Kristen Stewart
292
24  +
42  ±
   ±
Offline
vaimee. naat es aris namdvilad arachveulebrivi fiki!!! :*:*:*:*


★Gvanca★თარიღი: შაბათი, 2011-02-12, 11:28 PM | შეტყობინება # 165
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
wow dzaan magaria tu nika ipova es irakli ragac gasaocari megobari da adamiania . mixaria natukam da sabam ertmaneti rom gaicnes imedia male daaxlovdebian . moutmenlad velodebi shemdeg tavs

ძებნა: