ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 12
  • 13
  • »
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
life, love, meaning...

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 7:11 PM | შეტყობინება # 1
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
სახელწოდება: Life, Love, Meaning
ავტორი: natuka
რეიტინგი: G (General)
ბეტა: Bells
ჟანრი: მელოდრამა
სტატუსი: წერის პროცესშია
ავტორისგან: ეს არის ნამდვილი ამბავი, რომელიც გადახდა პაპაჩემს და სწორედ მისი სურვილით ვწერ ამ ფიკს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისთვის ნინის(Bells). იმედია მოგეწონებათ.



თავი I

ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა დამთავრდა. ადამიანები ყოველთვის ყველაფერს მაშინ ვაფასებთ როცა ის მთავრდება და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. მართალია მაშინ პატარა ვიყავი, თუ შეიძლება ასე ითქვას 5წლის ბავშვზე, მაგრამ მაინც ყოველთვის მამას უფრო მეტ პატივს ვცემდი და ის უფრო მიყვარდა, რადგან მკაცრი იყო. დედა კი... დედა ყველა სურვილს გვისრულებდა. მაშინ არ ვიცოდი ასე რატომ იქცეოდა, მაგრამ ახლა უკვე მივხვდი. ალბათ ის ყველაფერს წინასწარ გრძნობდა და უნდოდა, რომ კარგად დაგვემახსოვრებინა... მან იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ საავადმყოფოში დაწოლაზე მაინც უარი თქვა რათა ჩვენ არ მოგვშორებოდა არც ერთი წამით. ჩემს ოჯახში 5ბავშვი ვიყავით, ხუთივე ბიჭი და აბა ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ თავი დედას ადგილას. როგორია მცირეწლოვანი ბიჭების მოვლა ძვლის კიბოთი დაავადებული ქალისთვის. დედა გმირი ქალი იყო. მან შეძლო და ისე დაიღუპა, რომ არც ერთს არაფერი არ მოგვაკლო, მაგრამ მე მერჩივნა სადმე სოროში მეცხოვრა და ის დღე არ გათენებულიყო როდესაც მე დედა დავკარგე......... გუშინდელი დღესავით მახსოვს 13წლის წინ მომხდარი ამბავი. 12მაისი ღამდებოდა, საშინლად წვიმდა, დედა უკვე ძალიან ცუდად იყო და არც იმის თავი აღარ ჰქონდა, რომ ვენუგეშებინეთ როგორც ყოველთვის. საღამოს 8საათიდან მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, როდესაც დედამ გულში ჩამიკრა და მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა თვალები რატომ დახუჭა. მისი სახე ისევ უზადოდ ლამაზი იყო, ტუჩებზე ნაზი ღიმილი გადაჰკვროდა. ჩემი ძმები დიდები იყვნენ, 10, 13 და 15 წლის და ამიტომ ტირილი "მაგარ ბიჭობად" არ მიაჩნდათ. მე და ჩემი ძმა კი, ოჯახში ყველაზე პატარები ვიყავით, მე 5წლის, ნიკა კი 3-ის და ამიტომ ვერ გავიგეთ რა მოხდა. არც მამას არ უტირია. ყოველთვის იძახდა დავითის თვალიდან ერთი ცრემლი არ ჩამოგორებულა და თქვენც ასეთები უნდა იყოთო. დედა ისედ დავასაფლავეთ არავის უტირია. მე იმედი მქონდა, რომ დედა დაბრუნდებოდა, რადგან ის შემპირდა, მან ძილის წინ მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა... დასაფლავებიდან რამოდენიმე თვე იყო გასული, როცა მამას საუბარი შემთხვევით მოვისმინე, ის თავის მეგობარს ეუბნებოდა, რომ ნინო, ანუ დედაჩემი წარსულს ჩაბარდა. ის იმ წარსულის ნაწილი იყო რომლის გახსენებაც არ უნდოდა. უთხრა რომ დედას სიკვდილამდეც აპირებდა ამას, მაგრამ გამბედაობა არ ეყო. ამ საუბრიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე და ამიტომ მამასთვის არაფერი მიკითხავს. ყველაფერი მაშინ გახდა ცნობილი, როცა მამამ მეორე დღეს ვიღაც ქალი მოიყვანა და გვითხრა რომ დღეიდან ეს ქალი "დედაჩვენი" გახდებოდა. ქალი საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ დედას ვერც კი შეედრებოდა. ზუსტად ერთი თვე ვიცხოვრეთ მშვიდად, მაგრამ ერთი თვის თავზე მარიმ( ახალმა "დედიკომ" ) მამას გამოუცხადა, რომ ჩემი და ნიკუშას მოვლა აღარ მოსწოდა, ჩვენ ბავშვები ვიყავით და ამიტომ ბევრ პრობლემებს ვქმნიდით. მამა ჩუმად იყო და მარის ყვირილში ხელს არ უშლიდა. როდესაც მარიმ თავისი სათქმელი თქვა, მამამ წყნარად უპასუხა: რა პრობლემაა საყვარელო, ხომ იცი რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს სიტყვები ახლაც დანასავით მესობა გულში. წვიმიანი საღამო იყო... მამამ მე და ნიკუშას ბარგი ჩაგვილაგა, საწვიმარი ლაბადა მოისხა და ქუჩაში გაგვიყვანა. უახლოეს ბავშვთა სახლამდე ფეხით მივედით, ჭიშკართან მამა შეჩერდა, პატარა კონვერტი მომცა ხელში და მითხრა რომ მალე მომინახულებდა, ახლა კი ამ ჭიშკარში უნდა შევსულიყავი და კარისკაცისთვის მამას მოცემული კონვერტი გადამეცა. მამამ ზურგი გვაქცია და სწრაფად გაგვეცალა, ახლაც მახსოვს მისი ჩექმების ხმა როცა დიდ გუბეში ადგამდა ფეხს. მამა გარბოდა, მე და ნიკა კი ვიდექით და ვუყურებდით. ახლაც საშინლად წვიმდა, როგორც მაშინ როცა დედამ მიგვატოვა და დაგვპირდა რომ სულ ჩვენთან იქნებოდა. მე უკვე ამ დაპირებების აღარ მჯეროდა..............


შეტყობინება შეასწორა natuka - შაბათი, 2010-11-20, 0:21 AM

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 7:24 PM | შეტყობინება # 2
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
natuka, sevdiani magram saintereso istoriaa... dzalian damainteresa, sainteresod gaqvs agwerili yvelaferi...mixaria, rom fikebis jadosnur samyaroshi shemogviertdi happy shemdegi tavi rodis iqnebaaa?


♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 7:31 PM | შეტყობინება # 3
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
AnasteishA, madlob sayvarelo. ukve daviwye mushaoba da an xval sagamos davdeb da an zeg dilas. ar vici zustad smile


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bella-vampireთარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 7:55 PM | შეტყობინება # 4

842
83  +
   ±
Offline
natuka, :* ra sevdiani ambaviaaa sad magram dzalian saintereso. mitumetes namdvil;i ambavi. dzalin saintereso iqneba. yvelaferi dzalian kargad gaqvs gadmocemuli. bolosken tvalebic amicremlianda. velodebi shemdeg taavs :*

★Gvanca★თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 8:06 PM | შეტყობინება # 5
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
natuka, saintereso istoriaa da tan sevdiani. yvelaperi kargad gaqvs agwerili


♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 8:12 PM | შეტყობინება # 6
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bella-vampire, bella-bella, madlobt bavshveboo. shemdegi tavi an xval iqneba an zeg dilit :):):) es ambavi mec ramodenime dgea rac papam momiyva smile


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

sofkaთარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 8:17 PM | შეტყობინება # 7
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
natuka,arc ki vici rogor gamovxato chemi agfrtofaneba... dzalian lamazad yvebi love love gansakutrebit bolo momentma, roca mama shvilebs bavshvta saxlshi tovebs, ise imoqmeda guli shemekumsha da tirili mominda... ratom moeqca ase sastikad sawyal patarebs? ase usulgulod zaglis lekvebsac ver imeteben gadasayrelad cry cry cry cry mokled dzalian amagelva shenma fikma, mit umetes tu namdvil ambavze dayrdnobit wer... shens mkitxvelad chamtvale! happy gilocav aset karg dasawyiss da warmatebebs gisurveb! wink kiss kiss kiss kiss

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 9:34 PM | შეტყობინება # 8
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
sofka, love love love love love love vaime ugrmesi madloba, ai dzaan dzaan didi madloba :*:*:*


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Immortalთარიღი: შაბათი, 2010-11-20, 10:26 AM | შეტყობინება # 9
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
natuka, vaimee ra magari iyoo. xom male dadeb axal tavs?? miyvars namdvil istoriebze dawerili ragaceebi. rogor shemecoda papasheni, rogori gulqva unda iyo rom sakutar shvilebs ase moeqce. sawyali, warmomidgenia rogor cxovrebas gamoivlida.. :S mokle dveldoebi shemdeg tavs :* :*


Rob♥Stenთარიღი: შაბათი, 2010-11-20, 10:40 AM | შეტყობინება # 10
MrS.Cullen
1458
37  +
   ±
Offline
natuka, Gmertoooo surprised Sheudarebeliaaa :X:X Axaliii Tavii Dadee Raa Chamtria Dzaaan :*


♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2010-11-20, 1:42 PM | შეტყობინება # 11
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Immortal, Rob♥Sten, ugrmesi madloba bavshvebo, dzalian gamaxaret. axali tavi dges sagamos an xval dilit iqneba smile


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2010-11-20, 10:43 PM | შეტყობინება # 12
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Twilighter, ugrmesi madloba :*

დამატებულია (2010-11-20, 10:43 PM)
---------------------------------------------


II თავი
გარეთ ძალიან ციოდა, აქ დგომას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ის აღარ დაბრუნდებოდა. ამაში უკვე დარწმუნებული ვიყავი. ნიკუშას ხელი მოვკიდე და ჭიშკარში შევაბიჯეთ. აქ ერთი მოხუცი იჯდა პატარა ოთახში და თვლემდა. კარისკაცი ფრთხილად შევაღვიძე და იმ კაცის, რომელსაც უწინ მამას ვეძახდი, მოცემული კონვერტი გადავეცი. მოხუცმა ყურადღებით ჩაიკითხა წერილი, მერე გაოცებულმა შემომხედა და მკითხა. საბა თქვენ ხართ? ეს კი თქვენი ძმა ნიკაა ხომ? დავეთანხმე. კაცმა ვიღაცას გადაურეკა და უთხრა, რომ ახალი ბინადრები გაუჩნდათ. 5წუთის შემდეგ ოთახში ვიღაც ახალგაზრდა ქალი შემოვიდა, შეგვათვალიერა და წერილი გადაიკითხა. შემდეგ გაგვიღიმა და გვითხრა: საბა და ნიკუშა, მოგესალმებით თქვენს ახალ სახლში. ქალმა სველი ტანსაცმელი გამოგვიცვალა და თბილი დარბაზისკენ გაგვიძღვა. აქ ბავშვებს მოეყარათ თავი. დიდები სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ, პატარები კი თამაშობდნენ. ქალმა ბავშვებთან დარჩენა შემოგვთავაზა, ნიკუშა სიამოვნებით დასთანხმდა, მე კი ვთხოვე, რომ ჩემი მომავალი ოთახი ეჩვენებინა. ქალი წინ გამიძღვა, დერეფნის ბოლოს გაჩერდა და ოთახისკენ მიმითითა. ის საკმაოდ პატარა იყო, ორი საწოლი იდგა, რომლებსაც ერთმანეთისგან პატარა ტუმბო გამოყოფდა. ტუმბოს თავზე მართკუთხედი ფანჯარა იყო ამოჭრილი. საწოლები რკინის იყო. ოთახის კედლები თეთრად შეეღებათ. მყუდრო, მაგრამ ძალიან ცივი ოთახი იყო. როგორც ქალბატონმა ეკამ მითხრა ამ ოთახში მე და ნიკა ვიცხოვრებდით. ქალმა ჩემი ნივთები ამოალაგა, შემდეგ ნიკუშა შემოიყვანა ოთახში და ტკბილი ძილი გვისურვა. ნიკუშას მაშინვე ტკბილად ჩაეძინა, მე კი მთელი ღამე ვფიქრობდი. მაინტერესებდა რა იყო იმის მიზეზი, რომ "მამა" ასე მოგვექცა. დამნაშავის ძიება დავიწყე, მაგრამ ვერ ვიპოვე. მხოლოს ის ვიცოდი, რომ დედა რომ არ დაღუპულიყო ახლა აქ არ ვიქნებოდით. შევეცადე უსიამოვნო ფიქრებისგან თავი დამეღწია და დავიფიცე, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ნიკას არ მივატოვებდი და მასზე ყოველთვის ვიზრუნებდი. ემოციებისგან დაღლილს ღრმად ჩამეძინა. თითქოს იმ წუთის ჩაძინებული ვიყავი, რომ უცებ საშინელმა ზარის ხმამ გამაღვიძა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა და ამიტომ არც ავმდგარვარ. ამ დროს ოთახში ჩვენი მომვლელი ეკა შემოვიდა, ნიკა გააღვიძა, ჩააცვა, მე კი მითხრა, რომ საუზმის დრო იყო და ქვემოთ უნდა ჩავსულიყავი. საათს შევხედე, ზუსტად შვიდი საათი იყო. დედა საუზმეს ყოველთვის რვა საათზე გვიმზადებდა და მე და ნიკას ყოველთვის საწოლში მოგვართმევდა ხოლმე, რადგან ყველაზე პატარები ვიყავით.... ეს დრო წარსულს ჩაბარდა, რომელსაც "მამასგან" განსხვავებით არასდროს დავივიწყებდი, რადგან ეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დრო იყო. საუზმედ ჩაი და ბუტერბროდი გვქონდა. გემრიელი იყო, მაგრამ დედას გაკეთებულს ვერ შეედრებოდა. დედას რაღაც განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, არაფრისგან ისეთ რაღაცას გაგიმზადებდა რომ გაოცებული დარჩებოდი. საუზმის შემდეგ ოთახში წავედი, მარტო ყოფნა მინდოდა. გარეთ მზე ანათებდა, თბილი ამინდი იყო და გადავწყვიტე ჩემი ცივი ოთახიც გამეთბო მზის სხივებით. ფანჯარასთან მივედი და უცებ იქ თეთრი მტრედი დავინახე, იჯდა და ნაზად ღუღუნებდა. ფანჯარა გამოვაღე თუ არა, მაშინვე ოთახში შემოგოგმანდა, ჯერ ჩემს საწოლზე დაჯდა, შემდეგ ნიკუშასაზე და მერე ისევ ფანჯრის რაფაზე ისკუპა. ეს მტრედი საიდანღაც მეცნობოდა, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე საიდან. ის საოცრად ლამაზი და სპეტაკი იყო, ნაზი და უძირო თვალები ჰქონდა. ისე მიყურებდა თითქოს ჩემზე ზრუნავსო. საოცარი სითბო ვიგრძენი მისგან. უცებ გონება გამინათდა და ყველაფერს მივხვდი. გამახსენდა საიდან მეცნობოდა ეს მტრედი. როდესაც დედა დაიღუპა მეორე დილით ჩვენთან სწორედ ეს მტრედი მოფრინდა. ის ყოველ დილით მოდიოდა და როგორც ახლა, მაშინაც ჯერ ჩემ საწოლზე ჯდებოდა და შემდეგ ნიკუშასაზე. რაც მარი გადმოვიდა ჩვენთან მას მერე ეს მტრედი აღარ გამოჩენილა. უფრო სწორად რამდენჯერმე მოფრინდა, ჩემი და ნიკუშას ოთახის რაფაზე იჯდა და იქიდან გვიყურებდა, მაგრამ შიგნით აღარ შემოდიოდა. ძალიან გამიხარდა მისი ისევ დანახვა. Mმისი თვალები ძალიან ნაცნობი იყო ჩემთვის, თითქოს ის კი არა დედა მიყურებდაო ისეთი გრძნობა მქონდა. ბევრ ადამიანს სჯერა, რომ გარდაცვლილის სული სხვა სხეულში განაგრძობს სიცოცხლეს და მაშინ რატომ არ შეიძლება რომ დედასაც ასე დამართნოდა? ძალიან გამახარა ჩემმა ვარაუდმა. თუ ეს სიმართლე იყო, მაშინ დედას პირობა არ გაუტეხავს და სულ ჩვენთან ყოფილა. იქნებ არც მამამ გატეხოს პირობა და მომინახულოს? შევამჩნიე, რომ Aამ ბოლო დროს ბევრს ვვოცნებობდი და ფიქრი სხვა თემაზე გადავიტანე. ღოგორც გავიგე აქ ბავშვები მანამდე ცხოვრობდნენ სანამ 18წელი შეუსრულდებოდათ. Mმე იქამდე კიდევ 13წელი მქონდა დარჩენილი, მაგრამ წინასწარ მაინც უნდა მეზრუნა ჩემს მომავალზე. Aსევე გავარკვიე, რომ ეს ტიპიურ ბავშვთა სახლს არ წარმოადგენდა. Aაქ საკმაოდ გავლენიანი ოჯახებიდანაც ცხოვრობდნენ ბავშვები, რადგან მათ მშობლებს დრო არ ჰყოფნიდათ, ზოგს კი უნდოდა, რომ მათი შვილი ღირსეული ადამიანი გაზრდილიყო. Yყოველ დღე 5საათამდე მშობლებს უფლება ჰქონდათ შვილები მოენახულებინათ და სურვილისამებრ მთელი დღეც მათთან გაეტარებინათ. ეს ბავშვთა სახლი საკმაოდ კარგ ადგილას იყო აშენებული. ქალაქგარეთ, ტყეში და მწვანეში იყო ჩაფლული, დიდი მოედანი, სკოლა, ეკლესია და დასასვენებელი ეზო ჰქონდა. ღამოდენიმე დღეში 6წელი მისრულდებოდა და მეც ამ სკოლის მოსწავლე უნდა გავმხდარიყავი. ღოგორ ოცნბებობდა დედა, რომ სკოლაში მიმავალი ვენახე, ჩემს გვერდით ყოფილიყო ამ დღეს და ვენუგეშებინე. ჰმ, ეს დედამ ვერ შეძლო, მაგრამ მამამ უბრალოდ უარი თქვა ამაზე. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ უცებ ოთახში აცრემლებული ნიკუშა შემოვიდა. თურმე ბავშვებთან მშობლები მოსულიყვნენ და საჭმელებიც მოეტანათ. Nნიკამ მითხრა ირაკლის დედიკომ ისეთი ლამაზი ტორტი მოუტანა დარწმუნებული ვარ უგემრიელესი იქნებაო. გული ჩამწყდა, მაგრამ მე უკვე ამიერიდან მევალებოდა რომ ნიკაზე მეზრუნა და პირველად ჩემს ცხოვრებაში თავმოყვარეობა უკანა პლანზე გადავწიე და გადავწყვიტე იმის გაკეთება, რისიც საშინლად მრცხვენოდა...



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka


შეტყობინება შეასწორა natuka - შაბათი, 2010-11-20, 10:47 PM

Rosalieთარიღი: შაბათი, 2010-11-20, 10:43 PM | შეტყობინება # 13
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
natuka, vaime yochag !! dzalian kargi Txroba gaqvs da kargad gadmoscem shinaars.. vaime.. cry
Quote (Twilighter)
ისე რომ მკითხველი უემოციოდ არ დარჩება

veTanxmebi nikas.. happy




♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2010-11-20, 10:45 PM | შეტყობინება # 14
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Rosalie, დიდი დიდი მადლობა საყვარელო :*:*:*


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Rob♥Stenთარიღი: შაბათი, 2010-11-20, 11:02 PM | შეტყობინება # 15
MrS.Cullen
1458
37  +
   ±
Offline
Aii Ravicii Dzalian Kargia Da Rviciii Ravici Da Isev Ravicii.. biggrin Yvelaferi Skypeshi Gitxari Da Aq Marto Shemidzlia Gitxraa Didi Madloba Rom Weer :*:*:*:*:*:*

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 12
  • 13
  • »
ძებნა: