ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
life, love, meaning...

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 7:11 PM | შეტყობინება # 1
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
სახელწოდება: Life, Love, Meaning
ავტორი: natuka
რეიტინგი: G (General)
ბეტა: Bells
ჟანრი: მელოდრამა
სტატუსი: წერის პროცესშია
ავტორისგან: ეს არის ნამდვილი ამბავი, რომელიც გადახდა პაპაჩემს და სწორედ მისი სურვილით ვწერ ამ ფიკს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისთვის ნინის(Bells). იმედია მოგეწონებათ.



თავი I

ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა დამთავრდა. ადამიანები ყოველთვის ყველაფერს მაშინ ვაფასებთ როცა ის მთავრდება და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. მართალია მაშინ პატარა ვიყავი, თუ შეიძლება ასე ითქვას 5წლის ბავშვზე, მაგრამ მაინც ყოველთვის მამას უფრო მეტ პატივს ვცემდი და ის უფრო მიყვარდა, რადგან მკაცრი იყო. დედა კი... დედა ყველა სურვილს გვისრულებდა. მაშინ არ ვიცოდი ასე რატომ იქცეოდა, მაგრამ ახლა უკვე მივხვდი. ალბათ ის ყველაფერს წინასწარ გრძნობდა და უნდოდა, რომ კარგად დაგვემახსოვრებინა... მან იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ საავადმყოფოში დაწოლაზე მაინც უარი თქვა რათა ჩვენ არ მოგვშორებოდა არც ერთი წამით. ჩემს ოჯახში 5ბავშვი ვიყავით, ხუთივე ბიჭი და აბა ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ თავი დედას ადგილას. როგორია მცირეწლოვანი ბიჭების მოვლა ძვლის კიბოთი დაავადებული ქალისთვის. დედა გმირი ქალი იყო. მან შეძლო და ისე დაიღუპა, რომ არც ერთს არაფერი არ მოგვაკლო, მაგრამ მე მერჩივნა სადმე სოროში მეცხოვრა და ის დღე არ გათენებულიყო როდესაც მე დედა დავკარგე......... გუშინდელი დღესავით მახსოვს 13წლის წინ მომხდარი ამბავი. 12მაისი ღამდებოდა, საშინლად წვიმდა, დედა უკვე ძალიან ცუდად იყო და არც იმის თავი აღარ ჰქონდა, რომ ვენუგეშებინეთ როგორც ყოველთვის. საღამოს 8საათიდან მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, როდესაც დედამ გულში ჩამიკრა და მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა თვალები რატომ დახუჭა. მისი სახე ისევ უზადოდ ლამაზი იყო, ტუჩებზე ნაზი ღიმილი გადაჰკვროდა. ჩემი ძმები დიდები იყვნენ, 10, 13 და 15 წლის და ამიტომ ტირილი "მაგარ ბიჭობად" არ მიაჩნდათ. მე და ჩემი ძმა კი, ოჯახში ყველაზე პატარები ვიყავით, მე 5წლის, ნიკა კი 3-ის და ამიტომ ვერ გავიგეთ რა მოხდა. არც მამას არ უტირია. ყოველთვის იძახდა დავითის თვალიდან ერთი ცრემლი არ ჩამოგორებულა და თქვენც ასეთები უნდა იყოთო. დედა ისედ დავასაფლავეთ არავის უტირია. მე იმედი მქონდა, რომ დედა დაბრუნდებოდა, რადგან ის შემპირდა, მან ძილის წინ მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა... დასაფლავებიდან რამოდენიმე თვე იყო გასული, როცა მამას საუბარი შემთხვევით მოვისმინე, ის თავის მეგობარს ეუბნებოდა, რომ ნინო, ანუ დედაჩემი წარსულს ჩაბარდა. ის იმ წარსულის ნაწილი იყო რომლის გახსენებაც არ უნდოდა. უთხრა რომ დედას სიკვდილამდეც აპირებდა ამას, მაგრამ გამბედაობა არ ეყო. ამ საუბრიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე და ამიტომ მამასთვის არაფერი მიკითხავს. ყველაფერი მაშინ გახდა ცნობილი, როცა მამამ მეორე დღეს ვიღაც ქალი მოიყვანა და გვითხრა რომ დღეიდან ეს ქალი "დედაჩვენი" გახდებოდა. ქალი საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ დედას ვერც კი შეედრებოდა. ზუსტად ერთი თვე ვიცხოვრეთ მშვიდად, მაგრამ ერთი თვის თავზე მარიმ( ახალმა "დედიკომ" ) მამას გამოუცხადა, რომ ჩემი და ნიკუშას მოვლა აღარ მოსწოდა, ჩვენ ბავშვები ვიყავით და ამიტომ ბევრ პრობლემებს ვქმნიდით. მამა ჩუმად იყო და მარის ყვირილში ხელს არ უშლიდა. როდესაც მარიმ თავისი სათქმელი თქვა, მამამ წყნარად უპასუხა: რა პრობლემაა საყვარელო, ხომ იცი რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს სიტყვები ახლაც დანასავით მესობა გულში. წვიმიანი საღამო იყო... მამამ მე და ნიკუშას ბარგი ჩაგვილაგა, საწვიმარი ლაბადა მოისხა და ქუჩაში გაგვიყვანა. უახლოეს ბავშვთა სახლამდე ფეხით მივედით, ჭიშკართან მამა შეჩერდა, პატარა კონვერტი მომცა ხელში და მითხრა რომ მალე მომინახულებდა, ახლა კი ამ ჭიშკარში უნდა შევსულიყავი და კარისკაცისთვის მამას მოცემული კონვერტი გადამეცა. მამამ ზურგი გვაქცია და სწრაფად გაგვეცალა, ახლაც მახსოვს მისი ჩექმების ხმა როცა დიდ გუბეში ადგამდა ფეხს. მამა გარბოდა, მე და ნიკა კი ვიდექით და ვუყურებდით. ახლაც საშინლად წვიმდა, როგორც მაშინ როცა დედამ მიგვატოვა და დაგვპირდა რომ სულ ჩვენთან იქნებოდა. მე უკვე ამ დაპირებების აღარ მჯეროდა..............


შეტყობინება შეასწორა natuka - შაბათი, 2010-11-20, 0:21 AM

★Gvanca★თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-30, 2:18 PM | შეტყობინება # 106
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
natuka, vaime ar vici ra vtaqva dzaan magari da emociuri tavi iyo sawyali saba imedia invalidad ar darcheba dzaan nichieri xar da magrad wer


Jack♥sparrowთარიღი: შაბათი, 2011-01-01, 3:23 PM | შეტყობინება # 107
I saw him. I kissed him. I love him.
1232
124  +
   ±
Offline
vaii .... ... .... prologebze vapren da momkaliiit ise magradaa dawerili chkua meketeba da minda rame vtqva da vcherdebi imitomr om meshinia rame shesapersad kargui rom ar vtqvaa .. ar vciiii ...sheudarebeli ...nichieri...idealuri ...


☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2011-01-01, 3:28 PM | შეტყობინება # 108
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
natuka, chemi nichieraaaa.... uuumagresi tavii... shemdegi rogor maintereseeebs happy happy happy happy miyvarxaaar


elle____თარიღი: შაბათი, 2011-01-01, 9:41 PM | შეტყობინება # 109
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
auuuuuu sawyaaaaaliiii : (((((( neta martla dabujebuli qondess fexebiiii : (((((((((((( ra codoaaa : (((( velodebi shemdeg taavs.


♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 9:49 PM | შეტყობინება # 110
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bavshvebo dzalian didi madloba yvelas, yvelani dzalian dzalian miyvarxart da madlobas gixdit aseti tbili komentarebistvis. axal tavs rac sheexeba dges vapirebdi dadebas, magram dzalian mdzime da emociuria da ar minda am bedoba dges cudi ganwyoba dagabedot, amitom axali tavi xval iqneba. miyvarxart yvelani da kidev ertxel didi madloba :*:*:*

დამატებულია (2011-01-03, 9:49 PM)
---------------------------------------------

თავი 14
ზუსტად რამოდენიმე წამში ჩემი ცხოვრება დაინგრა. როგორ მოვახერხე ამის გაკეთება? იმ ფანჯრიდან ხომ ირაკლი და ეკაც გადმოხტნენ და არაფერი მოსვლიათ, მადლობა ღმერთს ამისთვის, მაგრამ მაინცდამაინც მე როგორ მოვახერხე ისე ცუდად დაცემა რომ... ამ სიტყვის რაწმოთქმას ფიქრებშიც კი ვერ ვბედავდი, არ მინდოდა დამეჯერებინა ჩემი მდგომარეობა. არ მინდოდა სიმართლე ყოფილიყო ის რასაც ექიმის სახეზე ვკითხულობდი. მის სახეზე გაოცება, შიში, სიბრალული ყველა გრძნობა ერთად იკითხებოდა და კიდევ უფრო ნათელს ხდიდა ჩემს მდგომარეობას. ეს რომ უბრალო დაბუჟების ბრალი ყოფილიყო ექიმი ასე არ დაიზაფრებოდა და იმედსაც მომცემდა, მაგრამ მისი თვალებიდან ჩანდა, რომ თვითონაც კი არ ჰქონდა არაფრის იმედი. ბოლოს შუბლზე ოფლი ხელით მოიწმინდა, ღრმად ჩაისუნთქა და ძლივს შესამჩნევად გაიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი არ იყო თბილი, ეს არ იყო ის რასაც ხალხი ღიმილს ეძახდა. ეს უფრო იმას ჰგავდა, რომ ჩემს მდგომარეობაში შედიოდა და იზიარებდა ჩემს განსაცდელს. დიდი ძალისხმევის შედეგად კაცმა ძლივს ამოღერღა რამოდენიმე სიტყვა. ეს ის სიტყვები იყო, რომელმაც ცა თავზე ჩამომაქცია და სიცოცხლის ხალისი დამიკარგა, თუმცა ჩემს სიცოცხლეს ხალისიანს ვერ დავარქმევდით და ხალისსაც შესაბამისად ვერ დავკარგავდი. ამ სიტყვებმა ჩემი ცხოვრების და საერთოდ ამ ცოდვილ დედამიწაზე არსებობის აზრი დამიკარგა. მან თქვა რომ ეს არ იყო უბრალო დაბუჟება, ეს უფრო ძვლის ტვინის დაზიანებას ჰგავდა და შანსი იმისა, რომ ოდესმე ისევ შევძლებდი ფეხზე დადგომას თითქმის არ არსებობდა, მაგრამ მაინც მჭირდებოდა გამოკვლევები. რა თქმა უნდა იკაც ჩემთან იყო ამ დროს და ჩემი ხელი თავის ხელებში ჰქონდა მოქცეული, მაგრად მიჭერდა და მეჩურჩულებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მე უკვე მისი ხმა აღარ მესმოდა. მე ახლა მხოლოდ საშინელი ხარხარის, დამცინავი ხარხარის ხმა ჩამესმოდა, ხმა რომელიც ასეთი ნაცნობი იყო ჩემთვის დამცინოდა და მეუბნებოდა, რომ მიაღწია იმას რაც უნდოდა. არადა ადრე როგორი თბილი იყო ჩემთვის ეს ხმა ადრე, ყველაზე თბილი დედას ხმის შემდეგ. მაგრამ ამ ხმამ ჩემთვის მაშინ დაკარგა ყველანაირი მნიშვნელობა, როდესაც თავშესაფრის კართან მე და ჩემი ძმა უპატრონო ლეკვებივით დაგვტოვა. დიახ, ეს მამაჩემის ხმა დამცინოდა და სულ არ აინტერესებდა ჩემი ბედი. იმედია ეს უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, თორემ ეს რომ რეალობა ყოფილიყო ალბათ ან ჩემითვე ”წავიდოდი” დედასთან და ან კიდევ გავგიჟდებოდი. რაც არ უნდა ყოფილიყო ის ხომ მამაჩემი იყო და მას თუ არ ვაინტერესებდი აბა სხვისგან რაღა უნდა მომეთხოვა მიპატრონეთ და გამიგეთთქო. ისე დედასთან ”წასვლის” იდეა ისე მომეწონასავით, ნუ ყოველ შემთხვევაში დაფიქრება ღირდა. ვის რა დააკლდებოდა ჩემი წასვლით? არც არაფერი, შეიძლება რამოდენიმე ადამიანს დასწყვეტოდა გული, ისიც მხოლოდ იმის გამო, რომ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. ეკა და ირაკლიც გადმოაგდებდნენ რამოდენიმე ცრემს, ცოტას დამიტირებდნენ, რამოდენიმე თვე ვემახსოვრებოდი, შეიძლება მაგდენი ხანიც არა, მაგრამ მერე როგორც ყველას და ყველაფერს ჩემს თავსაც დავიწყებას მისცემდნენ. შეიძლება ნიკასთვისაც ეთქვათ ეს ამბავი, რაშიც ძალიან მეპარებოდა ეჭვი. რატომ უნდა ეტკინათ პატარას ნაზი და სათუთი გული? არა, ჩემს გამო არავინ არ გააკეთებდა ამას, რომც გაეკეთებინათ შეიძლება ნიკას უკვე აღარც ვხსომებოდი. მაგრამ ბოლოს გავიდოდა დრო და ყველა ისე დამივიწყებდა და ისე გაქრებოდა ჩემი სახელი დედამიწიდან, როგორც შარშანდელი თოვლი. ჰმ, რა კარგი შედარებაა. ადამიანი, როგორც თოვლი ხომ მხოლოდ ერთხელ მოდის დედამიწაზე, ცოტა ხანი რჩება და შემდეგ ისევ თავის შემქმნელს, ღმერთს უბრუნდება. საერთოდაც რა საჭიროა ამ ქვეყნიური ცხოვრება, როცა ბოლოს მაინც ზეცაში უნდა წახვიდე? ნუთუ ეს უბრალო გამოცდაა? გამოცდა ტანჯვითა და ტკივილით აღსავსე, რომელშიც თუ გაგიმართლებს შეიძლება რამოდენიმე ნათელმა და ბედნიერმა სხივმაც გამოანათოს. მაგრამ ეს ბედნიერი სხივებიც ხომ მხოლოდ რჩეულთა ხვედრია? სამოთხეც რჩეულთა ხვედრია, მათი, ვინც გამოცდას ჩააბარებს და პირნათლად და პატიოსნად წარსდგება უფლის წინაშე. მე ალბათ მათ სიაში ვერასდროს მოვხვდები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა დავტოვებ ამ ქვეყანას, რომელსაც ხალხი ცხოვრებას ეძახის. მეეჭვება ისეთი ბედი მქონდეს, რომ სიკვდილამდე რამე ცოდვის ჩადენა ვერ მოვასწრო, ან თუნდაც ის ხომ ყველა მძიმე ცოდვაა რომ თავს მოიკლავ? მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა. თავიდან ცოტა ტკივილს ვიგრძნობდი, შეიძლება ტკივილით დავტანჯულიყავი კიდევაც, მაგრამ შემდეგ სამუდამოდ დავისვენებდი. დავისვენებდი ამ ქვეყნის სიბინძურისგან და გავნთავისუფლდებოდი იმ მძიმე ტვირთისგან, რომელსაც ცხოვრება ერქვა. შემდეგ მსუბუქად და თავისუფლად ვიფრენდი ჩემს თეთრ მტრედთან ერთად. ის დედასთანაც მიმიყვანდა, შემდეგ დედას ჩავეხუტებოდი, ძალიან მაგრად და ძლიერად ჩავეკვრებოდი გულში და ყოველ წამს იმას გავუმეორებდი რომ ძალიან მიყვარს და მჭირდება. რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. ზემოდან ვუპატრონებდი იკასაც, ეკასაც და ნიკასაც. შეიძლება ირაკლის არც დავვიწყებდი, მე ხომ როგორც იძახდა მისთვის ნამდვილი განძი ვიყავი. რომ სწორად მაშინ მიპოვა, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი. თუ ასე გავაგრძელებდი ფიქრს, მაშინ ეკამ რაღა დამიშავა? მან ხომ თავი გასწირა ჩვენს გადასარჩენად და ხომ ძალიან ეტკინებოდა გული, როცა გაიგებდა, რომ არ დავაფასე და სიცოცხლე რომელიც მან შემინარჩუნა ერთი ხელის მოსმით გავანადგურე. და თუ ადამიანებზე რომლებიც მოგვიანებით შევიძინე ასე ვღელავდი, მაშინ ადამიანს, რომელიც თვალის გახელის წამიდან ჩემს გვერდით იყო რატომ ვატკენდი გულს? რატომ უნდა მეტკინა ნიკას პაწაწინა გული ჩემი სულელური საქციელით? ის ხომ ჯერ კიდევ ისეთი პატარაა, რომ ვერ გამიგებს და ყოველთვის დამადანაშაულებს, თან მე ხომ დავიფიცე? არა! მე ამას არ გავაკეთებ! მე დავიფიცე, რომ ნიკას დავიბრუნებდი, მიუხედავად იმისა რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს! ჩემივე პირობა ვინანე, იმიტომ რომ ის აქედან ”წასვლის’ და განთავისუფლების უფლებას არ მაძლევდა. საბოლოოდ დავკარგე იმედი, რომ ოდესმე ვიგრძნობდი თავისუფლების და სიმსუბუქის შეგრძნებას. თან მე ხომ თვითმკვლელობის ასეთი მარტივი გზა მქონდა არჩეული, დამამშვიდელბელის მიღება დიდი დოზით და დაძინება. არც არაფერი მეტკინებოდა და დამშვიდებულიც წავდოდი ამ ქვეყნიდან, მაგრამ მე ამას არ ვიზამდი, არ ვიზამდი ჩემთვის ძვირფასი ადამიანების გამო! დღეიდან მე ნიკას მოძებნას და დაბრუნებას ვიწყებდი!



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

★Gvanca★თარიღი: ორშაბათი, 2011-01-03, 11:33 PM | შეტყობინება # 111
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
natuka, vaime dzaan magari tavi iyo am bavshvis piqrebi sul upro da upro makvirvebs tan dzaan mecodeba aseti pataraa da amdeni ubedureba gadaitana imedia invalidad ar darcheba yochag tan dzaan magrad wet snegurochka snegurochka


elle____თარიღი: სამშაბათი, 2011-01-04, 11:54 AM | შეტყობინება # 112
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaimeeeeeeeeeeeee dzaaaaaaaaaaan shemecodaaaa : ((((((( sawyaaaliaa dzaaan : (((( me magis adgilze mets nagdat ver gavudzlebdii : (( cry cry cry cry cry cry cry is bavshvic romc ipovos ra gamoatanen ? ro ar axsovdes ? mokled ar vici... dzaaan mdzimea...... cry cry cry cry


dodoთარიღი: სამშაბათი, 2011-01-04, 2:07 PM | შეტყობინება # 113

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au es saba magijebs raaa.....magari xar naatt umagresad cerrrr happy happy happy happy
sacyali nikusha sad sad

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2011-01-04, 2:34 PM | შეტყობინება # 114
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
natuka, martla damgruzveli tavi iyo nat... yoveli tavis wakitxvis shemdeg ufrodaufro saintereso xdeba chemtvis es ambavi. dzalian mainteresebs rogor daagwevs tavs mag situacias da rogor moaxerxebs dzmis dabrunebas. mokled dzalian magari gogo xar, nichieraa. miyvarxar


dajiთარიღი: სამშაბათი, 2011-01-04, 3:34 PM | შეტყობინება # 115

9
6  +
20  ±
   ±
Offline
gagrzeleba agar iqneba? zalian gtxovt gaagrzelet ra. zalian momewona. tumca saba imaze didi adamianis shtabewdilebas tovebs vidre aris, vfiqrob avtoris gavlena igrznoba... anu 6 wlis bavshvi pataraa aseti azrovnebistvis... zalian nichieri xar.

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2011-01-04, 5:05 PM | შეტყობინება # 116
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
AnasteishA, dodo, elle____, bella-bella, daji, ddzalian didi madloba bavshvebo, mec miyvarxart yvelani dzalian snegurochka daji, gagrdzeleba rogor ar iqneba, albat xval davdeb axal tavs


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Bellsთარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 3:09 PM | შეტყობინება # 117
Between Clouds And Heaven
1089
84  +
   ±
Offline
ბავშვებო, ნათიას სამწუხაროდ მამიდა დაეღუპა და 1 კვირა მაინც, ვერ შეძლებს ახალი თავის დადებას


ROBsessedთარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 5:40 PM | შეტყობინება # 118
***
1111
54  +
   ±
Offline
:cry: :cry: :cry: es ra iyo surprised :o cry cry cry cry cry cry cry
nat vaime rogori iyo bolo tavi ;(;(;(
lamis gavgijdi :X
ar mjera rom saba aseti pataraa da ase azrovnebs...ase bevri chemze da shenze didic ver azrovnebs da es pirveli klaselic ki ara pirdapir magijebs :X:X:X
moutmenlad veli axal tavs da vwuxvar mamidashenis gamo :*
miyvarxar chemo zenichiero :* :love:




Dobby has no master! Dobby is a free elf and Dobby has come to save Harry Potter… And his friends! ♥

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-17, 7:30 PM | შეტყობინება # 119
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
didi madloba bavshvebo yvelas, rom shexvedit chems mdgomareobashi da gamiget. madlobt rom amdeni motmineba gamoichinet da damacadet mdgomareobidan gamosvla. martalia axlac shokshi var momxdaris gamo da dzalian michirda axali tavis wera, magram amdens vegar galodinebdit. aseve dzalian meshinia, ar vici mogewonebat tu ara es tavi, radgan amdeni xania ar damiweria da ar vici axla rogori gamovida. shefaseba tqventvis momindia. axali tavi ukve dawerili maqvs da chems betas velodebi, ase 10is wutebze ki davdeb axal tavs. snegurochka


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: ორშაბათი, 2011-01-17, 9:40 PM | შეტყობინება # 120
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 15
დღეიდან მე ახალ ცხოვრებას ვიწყებდი, რომელშიც ჩემი მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საყვარელი ადამიანების გახარება და მათთვის ცხოვრება იყო. აღარ მაინტერესებდა რას იტყოდნენ ან იფიქრებდნენ სხვები ჩემზე, მთავარია რომ მე მათთვის ყურადღება არ უნდა მიმექცია და ისე მეცხოვრა როგორც დედას გაუხარდებოდა. დედას ყოველთვის უნდოდა, რომ წესიერი და კარგი ადამიანი გამოვსულიყავი, რაც მთავარი იყო კი ნასწავლი. დედას ოცნება იყო, რომ კარგად მესწავლა და კარგი მოსწავლე ვყოფილიყავი, რადგან თვლიდა, რომ უსწავლელი ადამიანი ამ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევდა და არ უნდოდა, რომ მათხოვარი, ან სულაც ქურდი ვყოფილიყავი. ან საერთოდაც რომელ დედას უნდა ეეს? რომელი დედა ისურვებს შვილისთვის ცუდ მომავალს? ეს ხომ შეუძლებელია! შეუძლებელია ცუდი გინდოდეს იმ არსებისთვის, რომელიც 9თვე მუცლით ატარე და მის ყოველ განძრევას გრძნობდი. ახლა ზოგი მეტყვის, ისე ლაპარაკობ, თითქოს გოგო იყოო, მაგრამ ეს ხომ სიმართლეა? რა შუაშია გოგო და ბიჭი? ამას ყველა მიხვდება! ყველაზე ბინძური სულის მქონე არსებაც კი! ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ ჩემთან ორი ექიმი მოვიდა საკაცით, ზედ დამაწვინეს და სასწრაფო დახმარების მანქანისკენ წამიყვანეს. მანქანაში ფრთხილად შედგეს საკაცე , კარი მოხურეს და მანქანაც დაიძრა. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა. ჩემს გვერდით საკაცეზე მყოფის ვინაობით დავინტერესდი და როდესაც გვერდით გავიხედე, დასისხლიანებულ ქალში ძლივს ამოვიცანი ჩვენი ანგელოზი ეკა. მან ჩვენთვის თავი გაწირა და ახლა... ახლა ის ჩვენს გამო აქ წევს, მთლიანად სისხლით მოსვრილი და სიკვდილს ებრძვის. ის ისეთი დაუცველი და სუსტია. ძლივს სუნთქავს და ეს ყველაფერი ვის გამო? ჩვენ რომ იმ ოთახში არ ვყოფილიყავით ეკა ხომ არ შემოვიდოდა და არც ასეთ დღეში არ იქნებოდა ახლა? ღმერთო! ნუთუ შეიძლება რომ ყველანაირი უბედურების მიზეზი მე ვიყო? შესაძლებელია რომ ყველაფერი, რაც ფუჭდება ჩემი ბრალი იყოს? რატომ უნდა იღუპებოდეს ხალხი ჩემს გამო? რა დავაშავე ასეთი! ოხ ეს პირობა! ნეტავ საერთოდ რატომ დავიფიცე, რომ ნიკას არასდროდ მივატოვებდი და მასზე ვიზრუნებდი. რომ არა ეს პირობა, ახლა აქ კი არა უკვე მორგში ვიწვებოდი და ბედნიერიც ვიქნებოდი. მაგრამ წარსულს ვეღარ შევცვლით. დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს საერთოდ არ დავიფიცებდი, მაგრამ სამწუხაროდ ეს მარტო მე კი არა, თითქმის მთელ მსოფლიოს აწუხებდა. ისე რა კარგი იქნებოდა დროის მართვა რომ შემეძლოს. იმ დღეს საერთოდ გავაქრობდი როცა დედა დავკარგე და ახლა აქ არ ვიქნებოდი. ჩემს სახლში ვიქნებოდი, თბილად ვიჯდებოდი და მოვემზადებოდი ხვალინდელი დღისთვის. რა თქმა უნდა სკოლაში დედა მიმიყვანდა, მე როგორც მაგარი ბიჭი საერთოდ არ ვიტირებდი და თავაწეული შევიდოდი საკლასო ოთახში, შემდეგ მასწავლებელს ლექსს წავუკითხავდი. რამე უბრალო და ბანალური ლექსს კი არა, არამედ რაიმე ისეთს, რომელსაც დიდები კითხულობენ! რა მაგარი იქნებოდა! ყველა პირდაღებული დამიწყებდა ყურებას, მე კი ამაყი ვიქნებოდი იმის გამო, რომ ჩემი ოჯახი და რაც მთავარია დედა ვასახელე. თვალები დავხუჭე და ეს ყველაფერი ნათლად წარმომიდგა თვალწინ. ისე, თითქოს ფილმს ვუყურებდი. რომ იცოდეთ რა ლამაზი სანახავი იყო დედა! ულამაზესი იყო სკოლის პირველ დღეს. ხელში ყვავილებს მაწვდიდა, შემდეგ შუბლზე მკოცნიდა და მასწავლებლისკენ მიშვებდა, რათა ყვავილები მიმეცა. ჩემი ოცნება ნელ-ნელა სიზმარში გადაიზარდა და თან ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ აშკარად ვგრძნობდი რომ მეძინებოდა. ასე პირველად დამემართა, აქამდე სიზმარში ისე ვიძირებოდი, ვერასდროს ვგრძნობდი რა მომდიოდა, მაგრამ ახლა. საოცარია პირდაპირ! ლამაზი სიზმარი მანქანის დამუხრუჭებამ და კარის გაღებამ შემაწყვეტინა, მაგრამ თვალები არ გამიხელია. ვცდილობდი იქნებ კიდევ დამძინებოდა, მაგრამ ამაოდ. ვეღარ მოვახერხე დაძინება და დედას ნახვა. ამან გული ძალიან დამწყვიტა და თვალები გავახილე. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ საავადმყოფოს პალატაში ვიყავი, ჩემს გვერდით კი იკა იჯდა და რაღაცას უყურებდა გაღიმებული. როდესაც მის ხელბში მოთავსებული ქაღალდი დავინახე, გული სითბოთი და სიხარულით ამევსო.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka
ძებნა: