life, love, meaning...
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 7:11 PM | შეტყობინება # 1 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| სახელწოდება: Life, Love, Meaning ავტორი: natuka რეიტინგი: G (General) ბეტა: Bells ჟანრი: მელოდრამა სტატუსი: წერის პროცესშია ავტორისგან: ეს არის ნამდვილი ამბავი, რომელიც გადახდა პაპაჩემს და სწორედ მისი სურვილით ვწერ ამ ფიკს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისთვის ნინის(Bells). იმედია მოგეწონებათ. თავი I ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა დამთავრდა. ადამიანები ყოველთვის ყველაფერს მაშინ ვაფასებთ როცა ის მთავრდება და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. მართალია მაშინ პატარა ვიყავი, თუ შეიძლება ასე ითქვას 5წლის ბავშვზე, მაგრამ მაინც ყოველთვის მამას უფრო მეტ პატივს ვცემდი და ის უფრო მიყვარდა, რადგან მკაცრი იყო. დედა კი... დედა ყველა სურვილს გვისრულებდა. მაშინ არ ვიცოდი ასე რატომ იქცეოდა, მაგრამ ახლა უკვე მივხვდი. ალბათ ის ყველაფერს წინასწარ გრძნობდა და უნდოდა, რომ კარგად დაგვემახსოვრებინა... მან იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ საავადმყოფოში დაწოლაზე მაინც უარი თქვა რათა ჩვენ არ მოგვშორებოდა არც ერთი წამით. ჩემს ოჯახში 5ბავშვი ვიყავით, ხუთივე ბიჭი და აბა ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ თავი დედას ადგილას. როგორია მცირეწლოვანი ბიჭების მოვლა ძვლის კიბოთი დაავადებული ქალისთვის. დედა გმირი ქალი იყო. მან შეძლო და ისე დაიღუპა, რომ არც ერთს არაფერი არ მოგვაკლო, მაგრამ მე მერჩივნა სადმე სოროში მეცხოვრა და ის დღე არ გათენებულიყო როდესაც მე დედა დავკარგე......... გუშინდელი დღესავით მახსოვს 13წლის წინ მომხდარი ამბავი. 12მაისი ღამდებოდა, საშინლად წვიმდა, დედა უკვე ძალიან ცუდად იყო და არც იმის თავი აღარ ჰქონდა, რომ ვენუგეშებინეთ როგორც ყოველთვის. საღამოს 8საათიდან მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, როდესაც დედამ გულში ჩამიკრა და მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა თვალები რატომ დახუჭა. მისი სახე ისევ უზადოდ ლამაზი იყო, ტუჩებზე ნაზი ღიმილი გადაჰკვროდა. ჩემი ძმები დიდები იყვნენ, 10, 13 და 15 წლის და ამიტომ ტირილი "მაგარ ბიჭობად" არ მიაჩნდათ. მე და ჩემი ძმა კი, ოჯახში ყველაზე პატარები ვიყავით, მე 5წლის, ნიკა კი 3-ის და ამიტომ ვერ გავიგეთ რა მოხდა. არც მამას არ უტირია. ყოველთვის იძახდა დავითის თვალიდან ერთი ცრემლი არ ჩამოგორებულა და თქვენც ასეთები უნდა იყოთო. დედა ისედ დავასაფლავეთ არავის უტირია. მე იმედი მქონდა, რომ დედა დაბრუნდებოდა, რადგან ის შემპირდა, მან ძილის წინ მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა... დასაფლავებიდან რამოდენიმე თვე იყო გასული, როცა მამას საუბარი შემთხვევით მოვისმინე, ის თავის მეგობარს ეუბნებოდა, რომ ნინო, ანუ დედაჩემი წარსულს ჩაბარდა. ის იმ წარსულის ნაწილი იყო რომლის გახსენებაც არ უნდოდა. უთხრა რომ დედას სიკვდილამდეც აპირებდა ამას, მაგრამ გამბედაობა არ ეყო. ამ საუბრიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე და ამიტომ მამასთვის არაფერი მიკითხავს. ყველაფერი მაშინ გახდა ცნობილი, როცა მამამ მეორე დღეს ვიღაც ქალი მოიყვანა და გვითხრა რომ დღეიდან ეს ქალი "დედაჩვენი" გახდებოდა. ქალი საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ დედას ვერც კი შეედრებოდა. ზუსტად ერთი თვე ვიცხოვრეთ მშვიდად, მაგრამ ერთი თვის თავზე მარიმ( ახალმა "დედიკომ" ) მამას გამოუცხადა, რომ ჩემი და ნიკუშას მოვლა აღარ მოსწოდა, ჩვენ ბავშვები ვიყავით და ამიტომ ბევრ პრობლემებს ვქმნიდით. მამა ჩუმად იყო და მარის ყვირილში ხელს არ უშლიდა. როდესაც მარიმ თავისი სათქმელი თქვა, მამამ წყნარად უპასუხა: რა პრობლემაა საყვარელო, ხომ იცი რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს სიტყვები ახლაც დანასავით მესობა გულში. წვიმიანი საღამო იყო... მამამ მე და ნიკუშას ბარგი ჩაგვილაგა, საწვიმარი ლაბადა მოისხა და ქუჩაში გაგვიყვანა. უახლოეს ბავშვთა სახლამდე ფეხით მივედით, ჭიშკართან მამა შეჩერდა, პატარა კონვერტი მომცა ხელში და მითხრა რომ მალე მომინახულებდა, ახლა კი ამ ჭიშკარში უნდა შევსულიყავი და კარისკაცისთვის მამას მოცემული კონვერტი გადამეცა. მამამ ზურგი გვაქცია და სწრაფად გაგვეცალა, ახლაც მახსოვს მისი ჩექმების ხმა როცა დიდ გუბეში ადგამდა ფეხს. მამა გარბოდა, მე და ნიკა კი ვიდექით და ვუყურებდით. ახლაც საშინლად წვიმდა, როგორც მაშინ როცა დედამ მიგვატოვა და დაგვპირდა რომ სულ ჩვენთან იქნებოდა. მე უკვე ამ დაპირებების აღარ მჯეროდა..............
შეტყობინება შეასწორა natuka - შაბათი, 2010-11-20, 0:21 AM | |
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: კვირა, 2011-01-30, 12:24 PM | შეტყობინება # 137 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| esec dapirebuli 2 axali tavii თავი 17 იკასთვის მინდოდა მეთხოვა, რომ სანამ წავკისში წაგვიყვანდნენ, იმ მდელოზე წავეყვანე, რომელიც მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც თავშესაფრიდან გავიპარე. მან რომ მიპოვა, მართალია გვიანი იყო და თან საკმაოდ შებინდებული, მაგრამ იმედია იმ ადგილს კიდევ მიაგნებდა. თუ არადა მე მაინც გავიხსენებდი როგორმე სად იყო ”ჩემი მდელო”. როდესაც გადავწყვიტე, რომ იკასათვის ეს მეთხოვა და პირი გავაღე, პალატაში ექიმი შემოვიდა და ვეღარაფრის თქმა ვერ მოვახერხე. -აბა საბა, როგორ გრძნობ თავს?-მკითხა მოხუცმა ექიმმა. -ინვალიდის კვალობაზე მშვენივრად-ვეცადე მეხუმრა, მაგრამ არ გამომივიდა. -არა საბა, შენთვის ასეთი ცუდი განწყონილება არაა შესაფერი. რას ჰქვია ინვალიდი? ხელი არა გაქვს თუ ფეხი? უბრალოდ ეხლა წელსქვემოთ მოძრაობის უნარი გაქვს შეზღუდული, თორემ მალე ისევ გაივლი-შეეცადა საზეიმოდ დაესრულებინა წინადადება, მაგრამ ამ ექიმს ტყუილის თქმა ჩემსავით არ გამოსდიოდა, არადა მივხვდი როგორ უნდოდა, რომ ეს დამეჯერებინა. მაგრამ იმას ვერ დავიჯერებდი, რისაც თვითონ მას არ სჯეროდა. -საბა, შენი ეტლი უკვე მოიტანეს. როგორ ფიქრობ, შეძლებ შენით გადაადგილებას? -კი რა თქმა უნდა. გარდა იმისა, რომ დავინვალიდდი სხვა არაფერი მომსვლია-ჩემს თერაპიას არ ვივიწყებდი და სიტყვა ინვალიდს ხშირად ვხმარობდი. -კარგი, მაშინ შემოგიტან და გადაჯდომაში დაგეხმარები, შემდეგ კი ხმარების წესებსაც გასწავლი.-როგორც ჩანს ჩემს ეტლს ცოცხალი ინსტრუქციაც მოაყოლეს ამ ექიმის სახით. ექიმმა ეტლი შემოიტანა, რომელზეც დიდი წითელი ბაფთა იყო შებმული და ისე გამოიყურებოდა, როგორც დაბადების დღის საჩუქარი. თუ იმას არ გავითვალისწინებდით, რომ ”საჩუქარი” ინვალიდის ეტლი იყო, მაშინ ასეთ შეფუთულ საჩუქარზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი, მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაცია იყო და ასეთ ”საჩუქარს” არავის ვუსურვებდი. თვით ლაშასაც კი, რომელიც თავშესაფარში ყოფნისას ყოველ დღე მიშრობდა სისხლს . ნეტავ ახლა სხვა სართულზე მოხვდეს, ღმერთო გთხოვ, ნეტავ ლაშა სხვა სართულზე მოხვდეეს. მაგრამ, საიდან მოვიტანე, რომ შენობას სართულები აქვს? მართალია იკამ თქვა, რომ შენობა დიდია, მაგრამ იქნებ ერთსართულიანი დიდი შენობაა? ამბობენ იმედი ბოლოს კვდებაო და მეც დავიტოვებ იმედს, რომ ლაშა სხვა სართულზე თუ არა, ჩვენგან ძალიან დაშორებულ ოთახში მოხვდება. ეეჰ, კაია ოცნებები, მითუმეტეს თუ სრულდება, მაგრამ რომ სრულდებოდეს ხომ ასეთი ლამაზი და სასურველი აღარ იქნებოდა? მაშინ ოცნებას აზრიც დაეკარგებოდა, გაუფასურდებოდა. ისევე გაუფასურდებოდა, როგორც ადამიანი საკუთარი ადამიანობის დაკარგვისას. -აბა როგორ მოგეწონა შენი ეტლი? ხომ ლამაზია?-ფიქრებიდან ექიმის იმედიანმა ხმამ გამომაფხიზლა. ის ისეთი თვალებით მიყურებდა და იმდენად უნდოდა, რომ მისი ”საჩუქარი” მომწონებოდა, რომ ხათრი ვეღარ გავუტეხე და ღიმილიანი ნიღაბი ავიფარე სახეზე. -ძალიან ლამაზია, მაგრამ იმედს ვიტოვებ მის სილამაზესთან შეჩვევა არ მომიწევს. -საბა რამდენი წლის ხარ?-სრულიად სერიოზულად მკითხა ექიმმა. ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა შეკითხვამ ისე გამაოცა, რომ რაც პირველი მომადგა ენაზე ის ვთქვი. -უკაცრავად, როგორ? -ჰო საბა, მაინტერესებს რამდენი წლის ხარ? -ექვსის გავხდი ცოტა ხნის წინ. რატომ მეკითხებით? -იცი, შეიძლება ეს სხვასაც უთხვამს, მაგრამ უფრო დიდს გავხარ. არა, გარეგნულად კი არა, გარეგნულად მართლა გავხარ ექვსი წლის ბავშვს, მაგრამ აი შენი ფიქრები და სიტყვები მართლაც რომ მაოცებს. როგორ შეგიძლია, რომ ასე სერიოზულად მიუდგე შენი დაინვალიდების საკითხს და ოდნავადაც არ ინერვიულო?-ექიმმა ყველაფერი სიმართლე თქვა, გარდა იმისა, რომ არ ვნერვიულობ, ეს ხომ უბრალოდ შეუძლებელია. -მართალი ხართ, ეს პირველს არ გითქვამთ და ვეჭვობ არც უკანასკნელი იქნებით ვინც ამას მეტყვის, მაგრამ ეს რთული ასახსნელია. ამის ახსნა უბრალოდ არ შემიძლია. ეს უნდა გესმოდეთ, უნდა იგრძნოთ ის, რასაც მე ვგრძნობ და მაშინ ჩემი ასეთი ქცევები საერთოდ აღარ გაგაკვირვებდათ. ალბათ ძალიან გაინტერესებთ რა არის ასეთი რთული ასახსნელი, მაგრამ მერწმუნეთ, ამის გამოცდას ნამდვილად არ გირჩევთ, ასე რომ არაა აუცილებელი ის იცოდეთ რასაც ვგრძნობ-შეიძლება ბოლოში ცოტა უხეშად გამომივიდა, მაგრამ ექიმს ის ვუთხარი რასაც გრძნობდი, უბრალოდ აღარ შემეძლო ამ ყველაფრის დამალვა და საყვარელი და უდარდელი ბავშვის როლის მორგება.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: კვირა, 2011-01-30, 12:25 PM | შეტყობინება # 138 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 18 ჩემი სიტყვების შემდეგ ექიმს ჩემთან ამ თემაზე ხმა აღარ ამოუღია. ისედაც სიტყვაძუნწი გახდა, მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებს მისვამდა, იმასაც იშვიათად. ფრთხილად გადამსვა ეტლში და მისი ხმარების წესებიც მასწავლა, მეც ყურადღებით ვუსმენდი და ხანდახან როდესაც რაიმეს ვერ გავიგებდი ვეკითხებოდი კიდეც. დღესვე მიპირებდნენ გაწერას და ამიტომ ყველა კითხვის დასმა უნდა მომესწრო, იმიტომ რომ იქ ვერავინ დამეხმარებოდა. შეიძლება თავშესაფარს კი ჰყოლოდა ექიმი, მაგრამ ალბათ ისიც ისეთი ”განსწავლული” იქნებოდა, როგორიც ძველი თავშესაფრის ექიმი იყო. ხანდახან იკაც ჩაერთვებოდა ხოლმე ჩვენს საუბარში და ჩემთან დაკავშირებით ექიმს კითხვებს უსვამდა, ისიც ცდილობდა ჩვენთვის გასაგებ ენაზე აეხსნა ყველაფერი. როგორც იქნა მოვრჩით ყველაფერს, მაგრამ უარესი წინ მელოდა. ამ ეტლით დერეფნის ბოლოში უნდა გავსულიყავი, რათა სხვა ექიმს შევემოწმებინე ყველაფერი რიგზე მქონდა თუ არა. ალბათ იტყვით, რა არის ამაში საშინელებაო, მაგრამ ეტლი მე უნდა მემართა პირველსავე დღეს! იკამ დახმარება შემომთავაზა, მაგრამ ექიმმა უთხრა რომ უკეთესი იქნებოდა თუ მე თვითონვე წავიყვანდი, თანაც შეჩვევა მჭირდებოდა თავშესაფარში პრობლემები რომ არ შემქმნოდა. როგორც იქნა გავიარე უსაშვეოლო დერეფანი და მივაღწიე ექიმის კაბინეტამდე. იქ ისეთი არაფერი გაუკეთებიათ, ჩემი ავადმყოფობის ისტორია გადაათვალიერეს და შესაშფოთებელი რომ ვერაფერი შენიშნეს, დიდი გამოკვლევები აღარ ჩამიტარეს. მშვენიერია! ამხელა გზა იმისთვის გამოვიარე, რომ მეყურებინა როგორ მიირთმევდა ექიმი ყავასა და ნამცხვარს და როგორ ათვალიერებდა ჩემს ავადმყოფობის ისტორიას. მოკლედ დღეს ყველაფერი ცუდად წამივიდა რაა, ჯერ იყო და იკასთვის ვერ მოვასწარი მეთქვა, რომ მდელოზე მინდოდა წასვლა, მერე ექიმმა წითელი ლენტით შეფუთული ინვალიდის ეტლი მომართვა და ახლა კიდე ყველაფერი იმან დააგვირგვინა, რომ ამხელა გზა ტყუილად გამოვიარე და კინაღამ ნერწყვების ყლაპვით დავიხრჩვი, იმიტომ, რომ რაც დედა დაიღუპა იმის მერე ნამცხვარი აღარ გამისინჯავს. ვაიმეე, რამნდენს ვწუწუნეებ, საცაა მოხუცს ბუზღუნას დავემსგავსები, ცოტა თავი ხელში უნდა ავიყვანო. იკა დერეფანში მელოდებოდა ”განთიადით” ხელში. დამინახა თუ არა, მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა, ”განთიადი” კალთაში ჩამიდო, თვითონ კი ეტლის სახელურებს მოკიდა ხელები და წამიყვანა. ხელები უკვე იმდენად მტკიოდა და იმდენად დაღლილი მქონდა, რომ წინააღმდეგობაც კი აღარ გამიწევია. -აბა რა ქენი, გაგსინჯეს? -არა რა თქმა უნდა, აქაც ზუსტად ისეთი ექიმები არიან, როგორებიც ჩვენს თავშესაფარში იყვნენ, მაგრამ ამათ ერთი პლიუსი აქვთ. მთელი დღე ყავასა და ნამცხვარს მიირთმევენ და პაციენტს ნერწყვის ყლაპვით ახრჩობენ-გაბუტული ხმით მოვახსენე იკას მომხდარი ამბავი, მან კი ჩემს ხმაზე ჩაიხითხითა და მხარზე ხელი მომითათუნა. -კარგი, ახლა დაწყნარდი და მერე დედას ვეტყვი, რომ ერთი გემრიელი ტორტი მოგვიტანოს, დიდი და მარტო ჩვენი. იმ ტორტს რომ გასინჯავ, იქნებ მერე ამ ნამცხვარს ზედაც აღარ შეხედო. -ოო, იკაა ისევ უნდა დაიწყო? -სუ! გაჩუმდი! შენთვის კი არ მინდა ნამცხვარი, მე რომ არ მინდოდეს შენ გგონია შენთვის თავს შევიწუხებდი? რა მეგობრები ვართ თუ რაა? -ბოლო სიტყვებზე სიცილს ძლივს იკავებდა. -არ გასკდე, გაიცინე თუ გინდა-ჩემი სიტყვები და იკას სიცილის ატეხვა ერთი იყო. ისე გემრიელად იცინოდა, რომ მეც ამიყოლია და ორივენი ერთად ვიცინოდით შუა დერეფანში. -კარგი, ახლა გაჩუმდი, თორე ის ექიმი უკან შეგაბრუნებს და ფსიქიატრიულ შემოწმებასაც ჩაგიტარებს, იმიტომ რომ ასე სულელურად იცინი, თან ჩემთან ერთად ხარ!-სიცილით მითხრა იკამ. ღრმად ჩავისუნთქე და დავწყნარდი, სიცილით აღარ ვიცინოდი, მაგრამ რატომღაც მაინც კარგად ვგრძნობდი თავს. *************** ამის შემდეგ დრო ჩვეულებრივ გადიოდა, ერთფეროვნად და უაზროდ. იკა და ”ჩემი მტრედი” გვერდიდან არ მშორდებოდნენ. ეკა კი მიუხედავად იმის, რომ სულ რაღაც 20წლის იყო, ჩემზე მაინც ისე ზრუნავდა, როგორც დედა. წავკისის ბავშვთა სახლი, მართლაც რომ შესანიშნავი გამოდგა. ოცნებაც ამიხდა, მე და იკა პირველ სართულზე ვცხოვრობდით, ლაშა კი მეოთხეზე და ამიტომ მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისას ვხვდებოდით ერთმანეთს. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სკოლაშიც დავდიოდი, მართალია ხანძრის გამო ერთი წლით გვიან შევედით, მაგრამ სკოლა მართლაც რომ შესანიშნავი იყო. სანამ სკოლაში შევიდოდი, პირველი კლასის მასალის ათვისებაში ეკა დამეხმარა, მერე გამოცდებიც ჩავაბარე და პირდაპირ მეორე კლასში დამსვეს, ასე რომ ერთი წელი დაკარგული აღარ გამომდიოდა. რა თქმა უნდა იკა ყველა გაკვეთილზე ჩემს გვერდით იჯდა. ეკა ორივეს გვამეცადინებდა და წლის ბოლოს იმდენი შევძელით, რომ ფრიადოსან მოსწავლეთა დაფაზე ჩვენი სურათები პირველი ეკრა. მხოლოდ ერთ რამეზე მწყდებოდა გული-წამოსვლამდე იმ მდელოზე წასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ იმედს ვიტოვებდი, რომ დრო გავიდოდა და იქ არა ეტლით, არამედ ჩემი ფეხით წავიდოდი. წავკისი მართლაც რომ გამოირჩეოდა სილამაზით და ბუნებით, მაგრამ აქაც კი ”ჩემი მდელოს” მსგავსი ადგილიც კი ვერსად ვნახე. თვეში ერთხელ სკოლას ექსკურსიებზე დავყავდით, რისი წყალობითაც თითქმის მთელი საქართველო შემოვლილი მქონდა და ამ ექსკურსიების შემდეგ ჩემი ნახატების ალბომიც უფრო და უფრო მდიდრდებოდა. არც ერთ ექსკურსიას არ გამოვკლებივარ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მთაზე ასვლა ძალიან მიჭირდა. ასეთ შემთხვევებში ჩვენი გოლიათი ფიზკულტურის მასწავლებელი მეხმარებოდა და უპრობლემოდ ავყავდი ყველგან. დრო გადიოდა, ნიკუშას კვალი უფრო და უფრო ქრებოდა, მაგრამ იმედი არასდროს დამიკარგავს, რომ მას ვიპოვიდი. ამასობაში გავიდა 10წელი. სკოლაში პირველობას კვლავ ვინარჩუნებდი. ხატვაშიც წარმატებას მივაღწიე და შარშან სკოლაში ჩემი პერსონალური გამოფენა მოეწყო. რაც მთავარია, ამ 10წლის განმავლობაში ყოველ კვირა დავდიოდი სარეაბილიტაციო ცენტრში და ვარჯიშებს გავდიოდი, რათა სიარული ისევ შემძლებოდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით იმედი არ იყო. გუშინ ჩემი მე-17 დაბადების დღეც ავღნიშნე. ჩვენს ოთახში მე, იკა, იკას შეყვარებული ანა და ეკა ვიყავით. ამ თარიღის აღნიშვნა ეკამ დაიჩემა და უარიც აღარ გვითქვამს. სწორედ მან შეგვკრიბა ჩემი და იკას ოთახში და მან ჩამაქრობინა ტორტზე სანთელი პირველად, დედას გარდაცვალების შემდეგ. ეს დღე ამის გარდა, კიდევ ერთი რამით იყო განსაკუთრებული. ამ დღეს შესანიშნავი საჩუქარი მივიღე. სწორედ ჩემს დაბადების დღეზე ვიპოვე ის. ის ერთადერთი, რომლის გამოც ვაპირებდი ფეხზე დადგომას. პირველად დავინახე თუ არა, მაშინვე გულში რაღაც ვიგრძენი. მართალი ჯერ პირადად არ ვიცნობდი, იმიტომ რომ ჩვენს თავშესაფარში დღეს გადმოიყვანეს, მაგრამ როდესაც დავინახე მისი თვალები, მაშინვე მივხზვდი, რომ ის აზრს მისცემდა ყველაფერს. სიცოცხლეს სიყვარულს არსებობას!
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
შეტყობინება შეასწორა natuka - კვირა, 2011-01-30, 12:27 PM | |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2011-02-04, 8:57 PM | შეტყობინება # 150 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| თავი 19 როდესაც ჩვენი ოთახიდან ყველანი გაიკრიფნენ, იკა მაშინვე დასაძინებლად დაწვა, მე არ მეძინებოდა და ეტლით ფანჯარასთან მივგორდი. იქვე ფურცლები მედო, იმიტომ, რომ ჩემი თითქმის ყველა ნახატი მაშინ იყო დახატული, როცა ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვიყურებოდი. აქედან საოცარი ხედი იშლებოდა, ულამაზესი იყო აქაურობა წელიწადის ყველა დროს. ახლა შემოდგომა იყო და ჩემი ოთახის ფანჯრიდან გახედვას არაფერი შეედრებოდა. თვალწინ იშლებოდა ულამაზესი ბაღი, სადაც ლამპიონების ქვეშ ხის სკამები იდგა, ხოლო ბაღში კი თვალუწვდენელი ნაძვების თაღი მიგაცილებდათ. ძალიან მიყვარდა ამ ბაღში ყოფნა, ხის სკამის გვერდით მივდგამდი ხოლმე ჩემს ეტლს, თვალებს ვხუჭავდი და სულ ცოტა ხნით ვივიწყებდი რომ ინვალიდის ეტლში ვიჯექი. ახლაც ამ ბაღს გადავყურებდი, რომელიც ლამპიონებით ულამაზესად იყო განათებული, მიწაზე ფოთლების ოქროსფერი ხალიჩა ეფინა და იმედი მეძლეოდა. იმედი იმისა რომ ერთხელ ჩემი ფეხით გავივლიდი ნაძვების თაღის ქვეშ და ჩემ ფეხქვეშაც აშრიალდებოდნენ ფოთლები. უცებ ამ ბაღის დახატვა მომინდა და ფანჯარასთან მიდგმულ ტუმბოზე დალაგებულ ფურცლებს და ფანქარს დავწვდი. ფურცელი სპეციალურ დაფაზე დავამაგრე, რომელიც დღეს მაჩუქა ეკამ და ფანქარი მოვიმარჯვე. ის იყო ხატვა უნდა დამეწყო, რომ იკას ჩუმი ხითხითი გავიგონე. მივხვდი რაზეც იცინოდა და ისეთი თვალებით გავხედე მაშინვე გაჩუმდა. -კარგი ხო, როგორ მიყურებ-შეკავებული სიცილისგან ხმა შესცვლოდა- კარგი კარგი, მოვკეტავ და აღარ დაგცინებ იმაზე, რომ ამ ბაღს უკვე მეჩვიდმეტედ ხატავ -ბოლოს მაინც ვეღარ მოითმინა და ხარხარი ატეხა. -ირაკლი!-ასე მხოლოდ მაშინ ვეძახდი, როცა ვბრაზდებოდი- ხომ იცი, რომ.... -კარგი კარგი, არ დაიწყო ეხლა რომ ადამიანს ხასიათი ყოველ დღე ეცვლებაო, ყოველ დღე სხვადასხვანაირად აღიქვამს ამ მშვენიერებასო და ეგეთები-ლაპარაკი გამაწყვეტინა და მართლაც სწორედ გამოუცნო რაც უნდა მეთქვა. როცა ასე ლაპარაკობდა საშინლად მინდოდა ენა ამომეძრო მისთვის, იმიტომ რომ რაც ანა გაიცნო, სულ ღრუბლებში დაფრინავდა და ხელოვნებას აღარ აფასებდა. ისე ანაზე კარგი რაღაც გამახსენდა, ნუ რაღაც არა, ვიღაც! -იკაა, რამ მინდა გკითხო -აუ არ მითხრა რაა, გამოვიცნობ ეხლავე. გინდა დავნიძლავდეთ? -მიდი აბა. წაგებულმა კი მოგებულს ერთი სურვილი შეუსრულოს -მოსულა! ეხლა გეტყვი რაც უნდა მკითხო. შენ გაინტერესებს რა ჰქვია ახალგადმოსულ გოგოს და რატომ მოხვდა ჩვენთან, ხომ ასეა?-ღმერთო ეს ბავშვი გადამრევს. ნამდვილი ექსტრასენსია! -იკაა-გაოცებულმა მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. -ჰაჰა! რა თქმა უნდა გამოვიცანი. უკვე გითხრა ჩემი სურვილი?-თვალები ეშმაკურად აუციმციმდა. -იცოდე სასადილოში აღარ ვიკითხავ მანი ფაფა გაქვთ თუ არათქო! -იკას ბოლო სურვილი ეს იყო და მაშინვე ეს გამახსენდა. -არა ნუ გეშინია, მაგას აღარ დაგავალებ. ახლა უკეთესი რამ მოვიფიქრე. ხვალ დილით, გაიღვიძებ თუ არა, მაშინვე ლამაზად გამოეწყობი და ნატუკაზე ნადირობას დაიწყებ. -რაა?? ნატუკა ვინ არის? ან რა ნადირობას? -ოჰოჰო! რა პატიოსანი ბიჭი გვყავს ნახეთ!-ვერ ვიტანდი როცა ასე უაზროდ იცინოდა თავის ნათქვამზე-ნატუკა ვინ არის და ახალი გოგოა, რომელზეც უკვე ჭკუას კარგავ, ხომ ასეა? -რეებს იგონებ, რა სისულელეა. -საბა! ყოველთვის გაფრთხილებ რომ ვერაფერს გამომაპარებ. თან ხომ იცი რომ ვერ იტყუები და რაღას წვალობ ერთი ათასი რამის მოფიქრებაზე. აღიარე რა. -კარგი ხო ნუ შემჭამე! მომეწონა, მერე რაა? არ შეიძლება? ჰოდა შენს სურვილს რაც შეეხება მაგაზე არც იოცნებო! -მოგეწონა თუ? კაი ხო ეხლა შეგეშვები, მაგრამ იცოდე თუ ხვალ არ გაიცნობ, საღამოს კართან დიდი თაიგული დახვდება, სადაც ეწერება ”საბასგან”. -იკა მოგკლავ! ყვავილების გაგზავნა არ გაბედო და ხვალ თუ გინდა მიყურე როგორ გავიცნობ ნატუკას, კარგი? -ოჰოო, ეს უკვე მომწონს. კარგი, აბა შენ იცი. ეხლა კი დაწექი და დაიძინე, თორემ გოგონებს თვალებჩასიებული ბიჭები არ მოსწონთ.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|