ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
life, love, meaning...

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 7:11 PM | შეტყობინება # 1
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
სახელწოდება: Life, Love, Meaning
ავტორი: natuka
რეიტინგი: G (General)
ბეტა: Bells
ჟანრი: მელოდრამა
სტატუსი: წერის პროცესშია
ავტორისგან: ეს არის ნამდვილი ამბავი, რომელიც გადახდა პაპაჩემს და სწორედ მისი სურვილით ვწერ ამ ფიკს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისთვის ნინის(Bells). იმედია მოგეწონებათ.



თავი I

ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა დამთავრდა. ადამიანები ყოველთვის ყველაფერს მაშინ ვაფასებთ როცა ის მთავრდება და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. მართალია მაშინ პატარა ვიყავი, თუ შეიძლება ასე ითქვას 5წლის ბავშვზე, მაგრამ მაინც ყოველთვის მამას უფრო მეტ პატივს ვცემდი და ის უფრო მიყვარდა, რადგან მკაცრი იყო. დედა კი... დედა ყველა სურვილს გვისრულებდა. მაშინ არ ვიცოდი ასე რატომ იქცეოდა, მაგრამ ახლა უკვე მივხვდი. ალბათ ის ყველაფერს წინასწარ გრძნობდა და უნდოდა, რომ კარგად დაგვემახსოვრებინა... მან იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ საავადმყოფოში დაწოლაზე მაინც უარი თქვა რათა ჩვენ არ მოგვშორებოდა არც ერთი წამით. ჩემს ოჯახში 5ბავშვი ვიყავით, ხუთივე ბიჭი და აბა ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ თავი დედას ადგილას. როგორია მცირეწლოვანი ბიჭების მოვლა ძვლის კიბოთი დაავადებული ქალისთვის. დედა გმირი ქალი იყო. მან შეძლო და ისე დაიღუპა, რომ არც ერთს არაფერი არ მოგვაკლო, მაგრამ მე მერჩივნა სადმე სოროში მეცხოვრა და ის დღე არ გათენებულიყო როდესაც მე დედა დავკარგე......... გუშინდელი დღესავით მახსოვს 13წლის წინ მომხდარი ამბავი. 12მაისი ღამდებოდა, საშინლად წვიმდა, დედა უკვე ძალიან ცუდად იყო და არც იმის თავი აღარ ჰქონდა, რომ ვენუგეშებინეთ როგორც ყოველთვის. საღამოს 8საათიდან მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, როდესაც დედამ გულში ჩამიკრა და მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა თვალები რატომ დახუჭა. მისი სახე ისევ უზადოდ ლამაზი იყო, ტუჩებზე ნაზი ღიმილი გადაჰკვროდა. ჩემი ძმები დიდები იყვნენ, 10, 13 და 15 წლის და ამიტომ ტირილი "მაგარ ბიჭობად" არ მიაჩნდათ. მე და ჩემი ძმა კი, ოჯახში ყველაზე პატარები ვიყავით, მე 5წლის, ნიკა კი 3-ის და ამიტომ ვერ გავიგეთ რა მოხდა. არც მამას არ უტირია. ყოველთვის იძახდა დავითის თვალიდან ერთი ცრემლი არ ჩამოგორებულა და თქვენც ასეთები უნდა იყოთო. დედა ისედ დავასაფლავეთ არავის უტირია. მე იმედი მქონდა, რომ დედა დაბრუნდებოდა, რადგან ის შემპირდა, მან ძილის წინ მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა... დასაფლავებიდან რამოდენიმე თვე იყო გასული, როცა მამას საუბარი შემთხვევით მოვისმინე, ის თავის მეგობარს ეუბნებოდა, რომ ნინო, ანუ დედაჩემი წარსულს ჩაბარდა. ის იმ წარსულის ნაწილი იყო რომლის გახსენებაც არ უნდოდა. უთხრა რომ დედას სიკვდილამდეც აპირებდა ამას, მაგრამ გამბედაობა არ ეყო. ამ საუბრიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე და ამიტომ მამასთვის არაფერი მიკითხავს. ყველაფერი მაშინ გახდა ცნობილი, როცა მამამ მეორე დღეს ვიღაც ქალი მოიყვანა და გვითხრა რომ დღეიდან ეს ქალი "დედაჩვენი" გახდებოდა. ქალი საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ დედას ვერც კი შეედრებოდა. ზუსტად ერთი თვე ვიცხოვრეთ მშვიდად, მაგრამ ერთი თვის თავზე მარიმ( ახალმა "დედიკომ" ) მამას გამოუცხადა, რომ ჩემი და ნიკუშას მოვლა აღარ მოსწოდა, ჩვენ ბავშვები ვიყავით და ამიტომ ბევრ პრობლემებს ვქმნიდით. მამა ჩუმად იყო და მარის ყვირილში ხელს არ უშლიდა. როდესაც მარიმ თავისი სათქმელი თქვა, მამამ წყნარად უპასუხა: რა პრობლემაა საყვარელო, ხომ იცი რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს სიტყვები ახლაც დანასავით მესობა გულში. წვიმიანი საღამო იყო... მამამ მე და ნიკუშას ბარგი ჩაგვილაგა, საწვიმარი ლაბადა მოისხა და ქუჩაში გაგვიყვანა. უახლოეს ბავშვთა სახლამდე ფეხით მივედით, ჭიშკართან მამა შეჩერდა, პატარა კონვერტი მომცა ხელში და მითხრა რომ მალე მომინახულებდა, ახლა კი ამ ჭიშკარში უნდა შევსულიყავი და კარისკაცისთვის მამას მოცემული კონვერტი გადამეცა. მამამ ზურგი გვაქცია და სწრაფად გაგვეცალა, ახლაც მახსოვს მისი ჩექმების ხმა როცა დიდ გუბეში ადგამდა ფეხს. მამა გარბოდა, მე და ნიკა კი ვიდექით და ვუყურებდით. ახლაც საშინლად წვიმდა, როგორც მაშინ როცა დედამ მიგვატოვა და დაგვპირდა რომ სულ ჩვენთან იქნებოდა. მე უკვე ამ დაპირებების აღარ მჯეროდა..............


შეტყობინება შეასწორა natuka - შაბათი, 2010-11-20, 0:21 AM

dodoთარიღი: კვირა, 2011-02-13, 9:28 AM | შეტყობინება # 166

267
66  +
69  ±
   ±
Offline
surprised surprised surprised happy happy happy happy happy surprised surprised surprised vai me nat amis kitxvis dros ici ra damemartaa? surprised boolo winadadebam ise gamaxara ise ro raviciiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii,umagresi fiki gaaaaaaaaaaaaq happy happy happy happy surprised

bachia_bachia555თარიღი: კვირა, 2011-02-13, 11:13 AM | შეტყობინება # 167

206
19  +
33  ±
   ±
Offline
vaime nikaa ipovaa??? surprised au rogor mainteresebs...axali tavi male dade raa kiss

elle____თარიღი: კვირა, 2011-02-13, 1:12 PM | შეტყობინება # 168
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
au ra magariaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa !!! happy happy happy happy happy happy happy happy au tu martla nika ipova =))) neta icnosss maiiincccc cry cry cry cry cry auuu dzaaan gamixaardaa ro ilaparakeesss da shennncc dzaaan intrigani yofilxaaarrr sheeeeeennnn !! :*:*:*:*:*:*:* saaad gaaacheree mokledddd :*:*:* maleee dadeeeee :*:*::*:*:*:*


♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2011-02-13, 3:32 PM | შეტყობინება # 169
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
madlobt bavshveboo happy
Quote (elle____)
hennncc dzaaan intrigani yofilxaaarrr sheeeeeennnn !!

biggrin biggrin biggrin anasteishasgan gadmomedo intrignobaa biggrin biggrin biggrin biggrin biggrin



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

elle____თარიღი: კვირა, 2011-02-13, 5:41 PM | შეტყობინება # 170
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (natuka)
anasteishasgan gadmomedo intrignobaa

xoda orives unda gadmogdot chemi anti-intriganoba biggrin :D
yochag syavarelo male dade axali taviiiiiii :*P:*



ROBsessedთარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-16, 7:19 PM | შეტყობინება # 171
***
1111
54  +
   ±
Offline
VAIME RA magaria!!!nika ipoves..naat xo martla ipoves? biggrin
au ra magaria yvelas gilocavt nikolozis povnas biggrin




Dobby has no master! Dobby is a free elf and Dobby has come to save Harry Potter… And his friends! ♥

E:)B:)თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 10:05 PM | შეტყობინება # 172

106
17  +
63  ±
   ±
Offline
natuka au axali tavi rodis iqnebaa? davitanjeee cry cry cry cry cry mishvele rame

♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 10:12 PM | შეტყობინება # 173
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
E:)B:), male iqnebaa kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-02-25, 10:35 PM | შეტყობინება # 174
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline

თავი 21
იკას სიტყვებმა პირდაპირ გონებაში შეაღწია და ტვინი გამიყინა. მართალია იმედს არასდროს ვკარგავდი, მაგრამ მაინც არ მეგონა თუ ნიკას პოვნას მოვახერხებდით. იკამ ჩემთვის ფაქტიურად სასწაული შეძლო, მან ნიკუშა მაპოვნინა. ამ ბოლო დროს იკა ხშირად იქექებოდა ხოლმე საბუთებში, ხოლო როდესაც ვეკითხებოდი თუ რა ხდებოდა, მპასუხობდა რომ მალე გავიგებდი და აი დადგა ეს დღეც. ამ ახალი ამბით იმდენად აჟიტირებული ვიყავი, რომ ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე, მადლობაც კი ვერ გადავუხადე იკას იმისთვის, რაც გააკეთა. გაოგნებული ვიყავი და ვუყურებდი. იკა მიხვდა, რაც მჭირდა და არაფერი არ უთქვამს. მომიახლოვდა და საბუთები კალთაში ჩამიდო. სურათს დავხედე, რომელიც პირად საქმეზე იყო მიმაგრებული და გავოგნდი, ნიკუშა არ შეცვლილიყო. ქუჩაში რომ შემხვედროდა უთუოდ ვიცნობდი.
-საბა ამას გადახედე, ყველაფერი წერია ნიკუშაზე, ხოლო როცა დაწყნარდები მომიყევი ნატუკასთან რა ქენი -მითხრა იკამ და თავის საწოლზე წამოწვა.
როგორც საბუთებიდან გავარკვიე ნიკა ისევ იმ ოჯახში იზრდებოდა რომელმაც იშვილა. მართალია ნიკა არასრულწლოვანი იყო, მაგრამ მამობილს მთელი მისი ქონება მისთვის დაეტოვებინა, თვითონ კი ერთი წლის წინ დაღუპულიყო. ქალს ქმრის დაღუპვა ვერ გადაუტანია და თვითინაც რამოდენიმე თვეში გარდაცვლილა. ახლა ნიკა მარტო იყო დარჩენილი და მარტო პატრონობდა ბიზნესს, თანაც ძალიან კარგად. საბუთებში წავიკითხე ისიც, რომ ნიკას ქველმოქმედება დაუწყია და ახლა სწორედ ჩვენი თავშესაფრისთვის აპირებდა საკმაოდ სოლიდური თანხის გადარიცხვას. მას გვერდით თავისი მენეჯერი_გიორგი ედგა, რომელმაც ”მშობლების” გარდაცვალების შემდეგ საკუთარი შვილივით გაზარდა ნიკუშა, სწორედ გიორგი ეხმარებოდა ნიკას ფულის სწორედ დაბანდებაში. ძალიან გამიხარდა როცა გავიგე, რომ ნიკა ისევ ნიკად დარჩა და ამ სასტიკი ცხოვრების მიუხედავად არ გაფუჭდა. ”მშობლების” გარდაცვალების შემდეგ ფული კი არ გაფლანგა, არამედ კარგად დააბანდა და ქველმოქმედება წამოიწყო. მართლაც რომ ვამაყობდი ჩემი ძმით. ერთი სული მქონდა როდის შევხვდებოდი, ერთი სული მქონდა როდის ჩავიკრავდი გულში ჩემს პატარა ძამიკოს. ნეტავ მიცნობდა? ან საერთოდ ეხსომებოდა რომ ძმა ჰყავდა? იმედია კი! თუ არადა ყველაფრის გახსენება მოუწევდა, იმიტომ რომ როცა ვიპოვიდი არ დავნებდებოდი და ნიკას მაინც დავიბრუნებდი. ახლა როცა ყველაფერში გავერკვიე დრო იყო იკასთვისაც გადამეხადა მადლობა და მისი ინტერესი დამეკმაყოფილებინა.
-ძალიან ძალიან დიდი მადლობა მეგობარო! მართლა არ ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა. ის რაც შენ ჩემთვის გააკეთე, მართლაც რომ გმიროვის ტოლფასია, დიდი მადლობა! მართლა ძალიან ბედნიერი ვარ რომ შენნაირი ადამიანი მყავს გვერდით.
-კარგი საბა დაწყნარდი, რისი მადლობა. ძმები ვართ ფაქტიურად და ჩვენში მადლობა რა სათქმელია. მისმინე, შენმა ექეიმმა დარეკა რაღაც საქმე მაქვსო და მოიყვანე საბაო და წავიდეთ ბარემ?
-არ უთქვია რა საქმე აქვს? შენ გცალია რომ გამომყვე?
-არა არ მცალია, სამუშაო მაქვს. მცალია აბა არ მცალია? რა საქმე უნდა მქონდეს ააქ? თან დღეს ანას საქმეები აქვს და საღამომდე ვერ ვნახავ, ასე რომ მთელი დღე შენს განკარგულებაში მიგულე.
-კაი, მაშინ წავიდეთ.
ოთახიდან გავედით და პირდაპირ დირექტორის კაბინეტისაკენ გავემართეთ, რომ გასვლის ნებართვა მოეცა. დირექტორი ორივეს ძალიან გვენდობოდა და ნებართვის მოპოვება არც გაგვჭირვებია. ის კი არა, თავშესაფრის მძღოლი გაგვაყოლა რომ კარგად გვემგზავრა. გზა დიდი იყო, ასე რომ მერჩივნა ნატუკაზე იკასთვის ჩემითვე მომეყოლა ყველაფერი სანამ თვითონ დამიწყებდა კითხების დასმას. ყველაფერი დეტალურად მოვუყევი, მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა და მილიონ კითხვას მისვამდა. დაახლოებით სამჯერ მომაყოლა ერთი და იგივე მომენტი. ბოლოს დაასკვნა, რომ რამოდენიმე დღეში შეყვარებულები გავხდებოდით და გაბღენძილი იჯდა დარჩენილი გზა. მე წინასწარ გული მისკდებოდა, არ ვიცოდი რა უნდა ეთქვა ექიმს, მაგრამ მაინც ცუდს მოველოდი. რამოდენიმე დღის წინ ანალიზი ჩავაბარე, რომელიც გაარკვევდა შევძლებდი თუ არა როდესმა ფეხზე გავლას. მე ამის იმედი უკვე აღარ მქონდა. სიმართლე ითქვას და ხანდახან ექიმსაც წამოსცდებოდა ხოლმე რომ სულ ტყუილად ვწვალობდით.
როგორც იქნა საავადმყოფომდეც მივაღწიეთ. მძღოლმა ჩამოგვსვა, თვითონ კი მანქანა ავტოსადგომზე გადააყენა და შეგვპირდა რომ იქ დაგველოდებოდა. სანამ ექიმის კაბინეტადმდე მივედით ლამის მოვკვდი, მაგრამ ბოლოს ძალა მოვიკრიბე და კაბინეტში შევედი. იკა გარეთ მელოდებოდა.
-გამარჯობათ ქალბატონო დალი. ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ დაგირეკიათ. რამე სერიოზულია?
-გამარჯობა საბა. კი, საკმაოდ სერიოზული ამბავია. ანალიზის პასუხები მივიღე.
-მერე? არის რამის იმედი?
-იმედი არის, მაგრამ შანსი მილიონიდან ერთია. მოდი სიმართლეს გეტყვი, უკვე დიდი ხარ და გაიგებ. ეს ისეთი სერიოზული ამბავია, რომ მეეჭვება საერთოდ როდესმე სიარული რომ შეძლო-ექიმის თითოეული წარმოთქმული სიტყვა კარგად გავიგე და შევისისხლხორცე-მაპატიე ასეთი პირდაპირობისთვის, მაგრამ მგონი გირჩევნია სიმართლე იცოდე.
-დიახ, ნამდვილად ჯობია. მადლობთ რომ პირდაპირ მითხარით. ერთი კითხვა მაქვს, რაზე უნდა მოვაწერო ხელი, რომ მკურნალობა და ვარჯიშები შემიწყვიტოთ?
-არა საბა, იმედს ნუ დაკარგავ. ეს ჩემი აზრია, მაგრამ შეიძლება...
-ძალიან გთხოვთ ზღაპრების მოყოლა არ გინდათ, უბრალოდ საბუთები მომიტანეთ და დავამთავროთ საქმე -მართალია უხეშად ნათქვამი გამომივიდა, მაგრამ ამ წუთას ამაზე სულ არ ვდარდობდი.
-თქვენი ნებაა-მითხრა ექიმმა და საბუთები გამომიწოდა. როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი, ავნერვიულდი, მაგრამ ხელი მაინც მოვაწერე. ჯობდა დროზე დამესრულებინა ეს თამაში, რომ მერე ძალიან არ შევჩვეოდი და იმედი არ მომცემოდა.
ხელი მოვაწერე თუ არა საბუთებს მაშინვე გამოვედი ექიმის კაბინეტიდან.
-მივდივართ-ხმამაღლა ვთქვი და ეტლი გასასვლელისკენ წავიყვანე.
-საბა მოიცა-გამომეკიდა იკა-რა მოხდა? ცუდადაა საქმე?
-არაფერი არ მომხდარა და ახალი არაფერი არ უთქვამს. პირდაპირ მითხრა რომ ვეღარ გავივლიდი, მე კი ავდექი და იმ დაწყევლილ საბუთებს ხელი მოვაწერე და მკურნალობა შევწყვიტე.
-ჯანდაბა საბა! ნუ ღრიალებ! რატომ შეწყვიტე მკურნალობა, ხომ შეიძლებოდა რომ ....
-გეყო რა იკა! ყველაფერი დამთავრდა! არაფერიც არ შეიძლებოდა! გვეყო ამაზე ლაპარაკი-გაცეცხლებული ვღრიალებდი და მანქანისკენ მივდიოდი.
მთელი გზა არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. იკა გაბრაზებული იყო, რომ მკურნალობა შევწყვიტე, მაგრამ ის არ იცოდა რომ დანებებას არ ვაპირებდი. სიცოცხლის ფასად რომ დამჯდომოდა ფეხზე მაინც დავდგებოდი. არაფერიში მჭირდებოდა ექიმების დახმარება. ისინი მთელი ათი წელი ცდილობდნენ და ვერაფერი გამიკეთეს, ასე რომ საავადმყოფოსეულ მკურნალობას აზრი აღარ ჰქონდა. ახლა ჩემით უნდა მეზრუნა საკუთარ თავზე. როდესაც თავშესაფარში მივედით დირექტორთან შევედი და ხელმოწერილი ფურცელი მივეცი. ქალბატონი თეა გაოგნდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, კიდევ კარგი. გზაში შემთხვევით ნატუკას შევეჩეხე:
-საბა როგორ ხარ? იყავი ექიმთან? ანამ მითხრა, რომ შენ და იკა ექიმთან უნდა წასულიყავით.
-კი ნატ ვიყავი, მაგრამ სახარბიელო პასუხები არ იყო, მკურნალობა შევწყვიტე და ძალიან გთხოვ შენ მაინც არ მითხრა რომ სისულელე ჩავიდინე.
-ძალიან ვწუხვარ, მაგრამ არაფერს არ გეტყვი. ეს შენი ცხოვრებაა და ისე უნდა მოიქცე, როგორც სწორად მიგაჩნია. ჰო მართლა, დიდ დარბაზში არ მოდიხარ?
-დიდ დარბაზში რა ხდება?
-არც მე არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ყველა იქ მიდის, ანამ მითხრა საბა წამოიყვანე და შენც წამოდიო.
-კარგი წავიდეთ მაშინ.
მე და ნატუკა დიდ დარბაზში წავედით. უკვე ყველა იქ შეკრებილიყო და აღარანაირი ფუსფუსის ხმა არ ისმოდა. დარბაზში მკვდარი სიჩუმე ჩამოწვა. რაღაცნაირად დავიძაბე, თითქოს ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. უცბად იკა გამოვიდა მიკროფონით ხელში და ხალხს სთხოვა, რომ ჩემთვის გზა გაენთავისუფლებინათ და წინ გავეშვი. ხალხი შუაზე გაიპო და იკას გვერდით მე ნიკუშა დავინახე! გული საშინლად მიცემდა, თითქოს საგულედან ამოვარდნას ცდილობსო. ნიკუშამ დამინახა თუ არა, სახე მაშინვე შეეცვალა. ბრმა უნდა ყოფილიყავი რომ მისი სახის ცვლილება არ დაგენახა. ჩესკენ წამოვიდა, მთელი ძალით ჩამეხუტა და მითხრა:
-ძალიან მომენატრე ძმაო!
ცოტა ხანს ასე ვიყავით, ჩვენს უკან კი ზოგიერთის ტირილის ხმა ისმოდა. შემდეგ ნიკუშა ჩემს ოთახში შევიყვანე და კარგა ხანს ვისაუბრეთ. აბსოლიტურად ყველაფერი მოვუყევით ერთმანეთს რაც კი გადაგვხდა. აღმოჩნდა, რომ მტრედი ნიკუშასთანაც მიდიოდა ხოლმე და მასაც იგივე სიზმრები ესიზმრებოდა რაც მე. შემდეგ ნიკუშა დამპირდა, რომ საზღვარგარეთ წამიყვანდა სამკურნალოდ და ფეხზე აუცილებლად დამაყენებდა, მაგრამ მე უარი ვუთხარი. როცა ავუხსენი, რომ მინდოდა ეს ჩემით გამეკეთებინა გამიგო და აღარაფერი უთქვამს. ისიც ავუხსენი თუ რა მიზეზების გამო ვრჩებოდი თავშესაფარში და დავპირდი, რომ როდესაც ყველაფერს მოვაგვარებდი აუცილებლად გადავიდოდი მის სახლში. უკვე კარგა გვიანი იყო ნიკა რომ წავიდა. ნიკუშა იკამ გააცილა, შემდეგ კი ოთახში დაბრუნდა და მითხრა:
-არ ვიცი შენით როგორ უნდა დადგე ფეხზე, მაგრამ ასე რომც დარჩე მე ყოველთვის შენი მეგობარი ვიქნები.
-ვიცი იკა, ბოდიში დილანდელისთვის. გპირდები, რომ ფეხზე აუცილებლად დავდგები.
**
******************************************************************************************

ამის შემდეგ გავიდა ერთი წელი. მე და ნატუკა უკვე შეყვარებულები ვიყავით. საქმე ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ ფეხზე დადგომას ვერ ვახერხებდი. ნიკა ყოველ დღე მოდიოდა ჩემს სანახავად და მთხოვდა, რომ გერმანიაში გავყოლოდი სამკურნალოდ, მაგრამ უარს ვეუბნებოდი. ბოლო კვირაში რაღაც გაუმჯობესებას ვატყობდი, მაგრამ ჯერ არავის არაფერს არ ვეუბნებოდი. არ მინდოდა ტყუილი იმედი ჩამესახა მათთვის. და აი დადგა ის დღეც, როდესაც სიმართლის თქმა გადავწყვიტე. ნიკას დავურეკე და ვთხოვე ერთ ადგილას წავეყვანე. რა თქმა უნდა წამიყვანა და თან არამარტო მე, არამედ იკა და ნატუკაც. ახლა კი მე ”ჩემს მდელოზე” ვიდექი, რომელიც თერთმეტი წლის განმავლობაში სულ არ შეცვლილიყო, ეტლის სახელურზე ”ჩემი მტრედი” მეჯდა და ნატუკას და იკას ჩემს თავგადასავლს ვუყვებოდი. იკაც ინტერესით მისმენდა. მან მივუყევი ჩემი ცხოვრების ის მომნტიც, როდესაც დედასთან ვცხოვრობდი და ბოლოს ვუთხარი, რომ მათთვის სიურპრიზი მქონდა. ყველანი ერთ დაღმართზე წავიყვანე, რომლიდანაც გზა ყოფილი თავშესაფრის ადგილას ჩადიოდა. სწორედ იმ ადგილას სადაც ფანჯრიდან საბედისწერო ნახტომი გავაკეთე. ეტლი პირდაპირ იმ დაღმართზე დავაყენე, მთელი ძალ-ღონე მოვიკრიბე და ფეხზე დავდექი. დიახ! მე ფეხზე ვიდექი, ხოლო ჩემი ეტლი იმ დაღმართზე დაგორდა და იმ ადგილას დაიმსხვრა სადაც მე დავვარდი. ახლა მე ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ ჩემთვის ძვირფასი ყველა ადამიანი ჩემს გვერდით იყო და რაც მთავარია, ისინი მაძლიერებდნენ და მაძლევდნენ აზრს
სიცოცხლის!
სიყვარულის!
არსებობის!



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Bellsთარიღი: პარასკევი, 2011-02-25, 10:42 PM | შეტყობინება # 175
Between Clouds And Heaven
1089
84  +
   ±
Offline
Aq Aucileblad Unda Viyo pirveliii biggrin

natuka, Pirvel Rigshi Gilocav Dasrulebas kiss Magram Meore mxriv arc ise mosalocia, Mogvenatreba orives (da ra tqma udna Sxvebsac) Es Motxroba da Axali tavebi :S Maagram Odesme xom unda dasrulebuliyo biggrin
Ai Ar Vici Dzalian Karagd Dawere da Agwere Yvelaferi kiss Me Megona rom kidev ramdenime tavi iqneboda sachiro dasasrulamde, magram yvelaferi mshvenivrad moaqcie am ert Tavshi^^
Amagelvebeli Iyo Am tavis Kitxva, gansakutrebit Bolo Nawilis (h) Namdvilad arachveulebrivi Tavi gamogivida, rogorc damagvirgvinebeli^^ Rac Mtavaria Zgapruli Happy Endit^^
Genacvale Dzalian Miyvarxar kiss Dzalian Sasiamovno iyo Chemtvis Vyofiliyavi sheni beta da Pirvels wamekitxa es mshvenieri ambavi^^ Xo, Kidev Ertxel Minda Mogixado Bodishi, rom Chemi Mouclelobis gamo Ver vaxerxebdi Xolme weseirad Gasworebas :S magram arc schirdeboda didad kiss
Aba Shen Ici Gisurveeb Warmatebebs Da Kidev bevr Axal Motxrobas kiss



E:)B:)თარიღი: პარასკევი, 2011-02-25, 10:48 PM | შეტყობინება # 176

106
17  +
63  ±
   ±
Offline
natuka vaimeeee cry cry cry cry cry cry cremlebi dzlivs shevikaveee surprised surprised surprised surprised dzalian dzalian magari tavi iyoo.... bolo xom saertod... ახლა მე ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ ჩემთვის ძვირფასი ყველა ადამიანი ჩემს გვერდით იყო და რაც მთავარია, ისინი მაძლიერებდნენ და მაძლევდნენ აზრს
სიცოცხლის!
სიყვარულის!
არსებობის!
dzalian magrad wer da velodebi shemdeg tavs :*:*:* smile smile

☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-02-25, 10:52 PM | შეტყობინება # 177
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
wooow... ra emociuri tavi iyo... cry cry cry sityvebi ar myofnis... magari xar. gkocni da miyvarxar... mets verafers ver getyvi


☆AnasteishA☆თარიღი: პარასკევი, 2011-02-25, 10:55 PM | შეტყობინება # 178
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
E:)B:), morcha fiki ana raga shemdegi tavi :(:(:(


♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2011-02-25, 11:11 PM | შეტყობინება # 179
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
vaime bavshvebo dzalian dzalian didi madloba. niin, mec momenatreba shentan mushaobaa happy E:)B:) madloba sayvarelo, magram fiki dasrulda. ana shen kidev ugrmesi madloba. uzomod miyvarxart yvelani da madloba minda gadagixadot rom mexmareobodit tqveni komentarebit fikis werashi kiss kiss kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

E:)B:)თარიღი: პარასკევი, 2011-02-25, 11:14 PM | შეტყობინება # 180

106
17  +
63  ±
   ±
Offline
natuka au rato damtavrda??? dzalian dzalian momenatreba es fiki... ise me dzalian uyuradgebo adamiani var raaaa happy zedmetad uyuradgebooo rac yvelafershi xels mishlis
ძებნა: