ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
life, love, meaning...

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 7:11 PM | შეტყობინება # 1
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
სახელწოდება: Life, Love, Meaning
ავტორი: natuka
რეიტინგი: G (General)
ბეტა: Bells
ჟანრი: მელოდრამა
სტატუსი: წერის პროცესშია
ავტორისგან: ეს არის ნამდვილი ამბავი, რომელიც გადახდა პაპაჩემს და სწორედ მისი სურვილით ვწერ ამ ფიკს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისთვის ნინის(Bells). იმედია მოგეწონებათ.



თავი I

ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა დამთავრდა. ადამიანები ყოველთვის ყველაფერს მაშინ ვაფასებთ როცა ის მთავრდება და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. მართალია მაშინ პატარა ვიყავი, თუ შეიძლება ასე ითქვას 5წლის ბავშვზე, მაგრამ მაინც ყოველთვის მამას უფრო მეტ პატივს ვცემდი და ის უფრო მიყვარდა, რადგან მკაცრი იყო. დედა კი... დედა ყველა სურვილს გვისრულებდა. მაშინ არ ვიცოდი ასე რატომ იქცეოდა, მაგრამ ახლა უკვე მივხვდი. ალბათ ის ყველაფერს წინასწარ გრძნობდა და უნდოდა, რომ კარგად დაგვემახსოვრებინა... მან იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ საავადმყოფოში დაწოლაზე მაინც უარი თქვა რათა ჩვენ არ მოგვშორებოდა არც ერთი წამით. ჩემს ოჯახში 5ბავშვი ვიყავით, ხუთივე ბიჭი და აბა ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ თავი დედას ადგილას. როგორია მცირეწლოვანი ბიჭების მოვლა ძვლის კიბოთი დაავადებული ქალისთვის. დედა გმირი ქალი იყო. მან შეძლო და ისე დაიღუპა, რომ არც ერთს არაფერი არ მოგვაკლო, მაგრამ მე მერჩივნა სადმე სოროში მეცხოვრა და ის დღე არ გათენებულიყო როდესაც მე დედა დავკარგე......... გუშინდელი დღესავით მახსოვს 13წლის წინ მომხდარი ამბავი. 12მაისი ღამდებოდა, საშინლად წვიმდა, დედა უკვე ძალიან ცუდად იყო და არც იმის თავი აღარ ჰქონდა, რომ ვენუგეშებინეთ როგორც ყოველთვის. საღამოს 8საათიდან მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, როდესაც დედამ გულში ჩამიკრა და მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა თვალები რატომ დახუჭა. მისი სახე ისევ უზადოდ ლამაზი იყო, ტუჩებზე ნაზი ღიმილი გადაჰკვროდა. ჩემი ძმები დიდები იყვნენ, 10, 13 და 15 წლის და ამიტომ ტირილი "მაგარ ბიჭობად" არ მიაჩნდათ. მე და ჩემი ძმა კი, ოჯახში ყველაზე პატარები ვიყავით, მე 5წლის, ნიკა კი 3-ის და ამიტომ ვერ გავიგეთ რა მოხდა. არც მამას არ უტირია. ყოველთვის იძახდა დავითის თვალიდან ერთი ცრემლი არ ჩამოგორებულა და თქვენც ასეთები უნდა იყოთო. დედა ისედ დავასაფლავეთ არავის უტირია. მე იმედი მქონდა, რომ დედა დაბრუნდებოდა, რადგან ის შემპირდა, მან ძილის წინ მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა... დასაფლავებიდან რამოდენიმე თვე იყო გასული, როცა მამას საუბარი შემთხვევით მოვისმინე, ის თავის მეგობარს ეუბნებოდა, რომ ნინო, ანუ დედაჩემი წარსულს ჩაბარდა. ის იმ წარსულის ნაწილი იყო რომლის გახსენებაც არ უნდოდა. უთხრა რომ დედას სიკვდილამდეც აპირებდა ამას, მაგრამ გამბედაობა არ ეყო. ამ საუბრიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე და ამიტომ მამასთვის არაფერი მიკითხავს. ყველაფერი მაშინ გახდა ცნობილი, როცა მამამ მეორე დღეს ვიღაც ქალი მოიყვანა და გვითხრა რომ დღეიდან ეს ქალი "დედაჩვენი" გახდებოდა. ქალი საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ დედას ვერც კი შეედრებოდა. ზუსტად ერთი თვე ვიცხოვრეთ მშვიდად, მაგრამ ერთი თვის თავზე მარიმ( ახალმა "დედიკომ" ) მამას გამოუცხადა, რომ ჩემი და ნიკუშას მოვლა აღარ მოსწოდა, ჩვენ ბავშვები ვიყავით და ამიტომ ბევრ პრობლემებს ვქმნიდით. მამა ჩუმად იყო და მარის ყვირილში ხელს არ უშლიდა. როდესაც მარიმ თავისი სათქმელი თქვა, მამამ წყნარად უპასუხა: რა პრობლემაა საყვარელო, ხომ იცი რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს სიტყვები ახლაც დანასავით მესობა გულში. წვიმიანი საღამო იყო... მამამ მე და ნიკუშას ბარგი ჩაგვილაგა, საწვიმარი ლაბადა მოისხა და ქუჩაში გაგვიყვანა. უახლოეს ბავშვთა სახლამდე ფეხით მივედით, ჭიშკართან მამა შეჩერდა, პატარა კონვერტი მომცა ხელში და მითხრა რომ მალე მომინახულებდა, ახლა კი ამ ჭიშკარში უნდა შევსულიყავი და კარისკაცისთვის მამას მოცემული კონვერტი გადამეცა. მამამ ზურგი გვაქცია და სწრაფად გაგვეცალა, ახლაც მახსოვს მისი ჩექმების ხმა როცა დიდ გუბეში ადგამდა ფეხს. მამა გარბოდა, მე და ნიკა კი ვიდექით და ვუყურებდით. ახლაც საშინლად წვიმდა, როგორც მაშინ როცა დედამ მიგვატოვა და დაგვპირდა რომ სულ ჩვენთან იქნებოდა. მე უკვე ამ დაპირებების აღარ მჯეროდა..............


შეტყობინება შეასწორა natuka - შაბათი, 2010-11-20, 0:21 AM

ROBsessedთარიღი: პარასკევი, 2010-12-10, 11:33 PM | შეტყობინება # 76
***
1111
54  +
   ±
Offline
naaaaaattt woooow!!!!! love



Dobby has no master! Dobby is a free elf and Dobby has come to save Harry Potter… And his friends! ♥

☆AnasteishA☆თარიღი: შაბათი, 2010-12-11, 7:04 PM | შეტყობინება # 77
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
natuka, ra dzalian nichieri xar gogo. mtavari faqtebi mesmis ro babuam mogiyva, mara saidan axerxeb, ro ase gaitaviso 6 wlis bavshvis fiqrebi da mere ase gadmogvce?? sainteresod, chkvianurad da mokled umagresad wer!!! miyvarxar dzalian. shemdegi tavii??? tongue tongue tongue love love love love


♥vampiressa♥თარიღი: შაბათი, 2010-12-11, 7:14 PM | შეტყობინება # 78
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ana_-no, AnasteishA, madlob bavshveboo kiss an shemdegi tavi xval iqneba albaat, shennairi swrafi tempit ver vwer samwuxarod biggrin love mec dzalian miyvarxar


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

dodoთარიღი: ორშაბათი, 2010-12-13, 6:01 PM | შეტყობინება # 79

267
66  +
69  ±
   ±
Offline
su es ra magari ramea genacvale magari vigaca xar magari mtxrobeli....dzalian kargi xar... heart heart heart heart

♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 0:06 AM | შეტყობინება # 80
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
dodo, didi madloba sayvarelo. dzalian miyvarxar dod kiss chemi shterukaa love

დამატებულია (2010-12-14, 0:06 Am)
---------------------------------------------

თავი 10
თავშესაფრამდე როგორ მივედი არ მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ გულის რევის შეგრძნება მტანჯავდა და ვცდილობდი თავი შემეკავებინა, რათა ხალხში არ შევრცხვენილიყავი. რომ მივედი დარაჯს ძალიან გაკვირდა ჩემი მარტო ყოფნა ასე გვიან.
-ასე გვიან რას აკეთებს გარეთ შენნაირი პატარა ბიჭუნა?-თბილად მკითხა მოხუცმა
-ჩემს ძმასთან ვიყავი მოსანახულებლად და ახლაღა დავბრუნდი
-მარტო მოხვედი? არავინ გამოგყოლია?
-აქამდე მომაცილეს და მერე წავიდნენ. ძალიან დაღლილი ვარ და შეიძლება ავიდე მაღლა?-იმის თქმას რომ საავადმყოფოდან გამომაგდეს სიკვდილი მერჩივნა, ამიტომაც ვიცრუე.
-ჰო რა თქმა უნდა. ძილი ნებისა
-ნახვამდის-ტკბილ ძილს ვერ ვუსურვებდი, რადგან ის დარაჯი იყო.
ზემოთ რომ ავედი ბავშვები ჯერ კიდევ დიდ დარბაზში იყვნენ და თამაშობდნენ. მათთან დარჩენის არც თავი მქონდა და არც სურვილი, ამიტომ მაშინვე ჩემი ოთახისკენ გავეშურე. ისევ წვიმდა, მაგრამ გასაკვირი არც იყო, შემოდგომა მოდიოდა. ოთახში რომ შევედი სინათლე ანთებული დამხვდა, იკა კი თავის საწოლზე იჯდა და ისეთი თვალებით მიყურებდა, აშკარად ეტყობოდა, რომ ინტერესით კვდებოდა. მისი სახის დანახვაზე გამეღიმა. იკა ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ჩემი გამხიარულება შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ არც მას ჰქონია ჩემზე უკეთესი წარსული. ეს ბავშვი ყოველთვის ახერხებდა, რომ კარგ გუნებაზე დავეყენებინე და აი ახლაც, მან მოახდინა სასწაული და დღევანდელი დღის შემდეგ შეძლო გავეღიმებინე, ისიც მხოლოდ მისი სახის დანახვაზე. რაღაცნაირ კარგ აურას ატარებდა და ცდილობდა ყველაში კარგი თვისებები ეპოვნა. თითქმის ყველა ბავშვი მისი მეგობარი იყო, ოღონდ რა თქმა უნდა ჰყავდა გამორჩეული მეგობრებიც და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გამორჩეული მეგობრების სიაში მოვხვდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ იკა ყველაფერს დაწვრილებით გამომკითხავდა, უბრალოდ შესაფერის მომენტს ეძებდა, რათა დაეწყო. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ახლა ნამდვილად ვერ შევძლებდი მისთვის ყველაფრის დაწვრილებით მოყოლას, თან დარწმუნებული ვარ ეს დაღლილობა პირდაპირ სახეზე მეწერა.
-დღეს დირექტორი იყო მოსული და გამოგვიცხადა, რომ ზეგ სწავლა იწყება-იკამ ჩემი მოლოდინისგან სრულიად განსხვავებულად დაიწყო საუბარი.
-კარგია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ახლა მაგაზე მეტად ის გაინტერესებს თუ სად ვიყავი მთელი დღე და რას ვაკეთებდი, ასე არაა?
-სწორად გამოიცანი, მაგრამ ახლა ისეთი სახე გაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დაღლილი ხარ და თან გულნატკენიც. ამიტომ დღეს არაფერს არ მოგაყოლებ. დაისვენე, კარგად გამოიძინე და ხვალ თუ საჭიროდ ჩათვლი, რომ მე ეს ამბავი უნდა ვიცოდე მაშინ მომიყევი ყველაფერი. ჰო და მართლა, არ დაგავიწყდეს. ხვალ ეკას ვეღარ გადაურჩები, ნახატი უნდა აჩვენო. დღეს მთელი დღე ვწვალობდი იქნებ რამე დავხატომეთქი, მაგრამ არაფერიც არ გამომივიდა.
-დიდი მადლობა იკა-მართლა გულწრფელად ვუთხარი
-მადლობას რისთვის მიხდი?-გაუკვირდა
-ყველაფრისთვის. უბრალოდ იმისთვის, რომ არსებობ-ამის მეტი ვერაფრის თქმა ვეღარ მოვახერხე, რადგან მადლიერებისგან ცრემლები მახრჩობდა. სწრაფად გამოვიცვალე და საბანში შევძვერი. ალბათ ძალიან დაღლილი ვიყავი, რადგან მკვდარივით ჩამეძინა, მაგრამ სამწუხაროდ მკვდარივით ძილი მშვდ ძილს როდი ნიშნავს. მთელი ღამე მესიზმრებოდა როგორ გაყვიროდა გულის აპარატი, როგორ მიჰყავდათ ექიმებს ნიკა და როგორ მაგდებდა ზურა საავადმყოფოდა. არასდროს არ დამავიწყდება მისი სიტყვები. არ დამავიწყდება როგორ წამიჭირა მკლავში ხელი, დაბლა როგორ ჩამათრია და კარში ლეკვივით როგორ გამაგდო. ნეტავ რამე რომ მომსვლოდა რას იზამდა? დირექტორს როგორ აუხსნიდა ამ ყველაფერს? ალბათ რამე ტყუილს მოიგონებდა და იმას მოუყვებოდა, მას ხომ ასე კარგად ეხერხება მსახიობობა. ღამე მტრედიც დამესიზმრა, ნიკას თავთან იჯდა და სევდიანი თვალებით დასცქეროდა. ნიკას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ძალიან თეთრი იყო და თუ კარგად არ დააკვირდებოდა, გეგონებოდა რომ არც სუნთქავდა. მისმა სითეთრემ შემაკრთო და დაზაფრულს გამომეღვიძა. საათი გამთენიის ხუთს უჩვენებდა. ორი საათი კიდევ მქონდა, რომ ძილი გამერძელებინა. ბევრი ვეცადე, საწოლში ვიტრიალე, ხან დედას მოყოლილი ზღაპრები გავიხსენე და ხანაც დათვლა დავწყე, რომ როგორმე ჩამძინებოდა. ,აგრამ ვერაფრით მოვახერხე. გადავწყვიტე, რომ ასე უაზროდ წოლას აზრი აღარ ჰქონდა და ავდექი. ჩაცმა არ მინდოდა, რათა მერე უნდა ამეხსნა თუ რატომ ვიყავი ასე ადრე ჩაცმული. პიჟამოებიანად გავედი დიდ დარბაზში და იმ სავარძელში ჩავჯექი, სადაც მაშინ სანამ დირექტორი ნიკას დედობილს შემახვედრებდა. ჯერ კიდევ ბნელოდა. რატომღაც თავშესაფრის ამ კედლის ნახევარი დიდი ფანჯრით იყო დაფარული, მხოლოდ ბოლოში მიუყვებოდა პატარა კედელი. ახლაღა შევამჩნიე, რომ დიდი დარბაზი საკმაოდ მდიდრულად გამოიყურებოდა. ესეთი კედლებიც, მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი. ეს სავარძელიც ძალიან კარგად იყო შერჩეული. პირდაპირ მინის კედელთან იდგა და მთლ ეზოს გადაჰყურებდა. მინაზე ისევ შემორჩენილიყო გუშინდელი წვიმის წვეთები. ვიჯექი და ვუყურებდი მთებს, რომელიც ჩემს წნ იყო გადაშლილი. უცებ ამ მთებს შორის წითელი ბურთი ამოცურდა. ძალიან ნელა მოცურავდა ზემოთ და ყცელაფერს ნათელს ჰფენდა. ეს ბურთი მზე იყო და მე ახლა პირველად ვუყურებდი განთიადს. თურმე რა ლამაზი ყოფილა განთიადის ყურება. მზე თითქოს შენს გულსაც ნათელს ჰფენს. ახალი დღის დაწყებასთან ერთად, შენც ახალი იმედი გიჩნდება, იმედი მომავლის, იმედი ხვალინდელი დღის. გული სითბოთი ამევსო. როგორ მინდოდა ახლა ფრენა შემძლებოდა, რომ მივსულიყავი მზესთან და უბრალოდ ჩავხუტებოდი. მადლობე მეთქვა იმისთვის, რომ არსებობს. მზე ბოლომდე ამოცურდა ცაზე და ყველაფერი გააბრწყინა. მინაზე შემორჩენილი წვიმის წვეთები საოცრად აბრჭყვიალდნენ, თითქოს მათაც უხაროდათ და ზეიმობდნენ. უცნაური შეგრძნება დამეუფლა. მინდოდა რომ ეს განთიადი მხოლოდ ჩემი არ ყოფილიყო, მინდოდა ეს გრძნობა, რომელიც ახლა ჩემს გულში იყო სხვებსაც განეცადათ. მე მივხვდი რაც მჭირდებოდა და გავაკეთე ეს ცხოვრებაში პირველად და დარწმუნებული ვარ, რომ არა უკანასკნელად. როდესაც ზარის დარეკვამ ბავშვები გააღვიძა მე უკვე ჩაცმული ვიყავი და ვუყურებდი ნახატს, რომელიც ჩემს საწოლზე იდო. ვუყურებდი განთიადს, რომელიც თითქმის ისეთივე იყო, როგორიც ცოტა ხნის წინ მე ვნახე და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ნახატი, რომელსაც თვალს ვერ ვწყვეტდი ჩემი დახატული იყო.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 2:31 PM | შეტყობინება # 81
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
natuka, pirveli vaaar angel mec daviwye shejibreba biggrin biggrin nat scenebis agweris saocari nichi gaqvs, mtlianad veflobi xolme rom vkitxulob... mzis amosvla ra saocrad gqonda agwerili... metviton ise miyvars mzis amosvla da ise ucnauri gancdebit da emociebit vimuxtebi, rom sabas grdznobebi dzalian nacnobi da axlobeli momechvena. dasasruli ra magari iyo!!!! magari gogo xar dzaliaaan kiss :kiss: nichieeeeer love


♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 3:09 PM | შეტყობინება # 82
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
AnasteishA, vaime an didi madloba sayvarelo. mec dzalian miyvars da tavs ufelba miveci, rom am tavshi chemic chamedo rame, tore ise papa ar xatavs biggrin


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 3:40 PM | შეტყობინება # 83
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
natuka, მართლააა? ძააალიან ლამაზად გამოვიდა. ეკასთვის სურათის ჩვენებაც შენ მოიფიქრე? კარგად მოგიფიქრებია, მშვენივრად ჩაჯდა kiss kiss kiss


♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2010-12-14, 6:58 PM | შეტყობინება # 84
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
AnasteishA, egec me movifiqre biggrin madlob an rom kitxulob da rom mogwons :*


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

dodoთარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-15, 4:51 PM | შეტყობინება # 85

267
66  +
69  ±
   ±
Offline
au nati dzaan magari rameeeeeeeeeeaaaaaaaaaaaa

ROBsessedთარიღი: შაბათი, 2010-12-18, 10:05 PM | შეტყობინება # 86
***
1111
54  +
   ±
Offline
naaat ise WOWWWWW!!!!



Dobby has no master! Dobby is a free elf and Dobby has come to save Harry Potter… And his friends! ♥

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2010-12-19, 11:28 PM | შეტყობინება # 87
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
eseigi bavshvebo am skolam da gamocdebma darwmunebuli var marto me ki ara tqvenc shegiklot xelshi. tan axla bolo kvirebi roa sul sakontroloebi da davigale, sacaa gadaviwvebi. axla rato davwere amxela moxseneba biggrin am bolo dros movukeli weris temps da did bodishs gixdit amistvis, magram gpirdebit ardadegebze aginazgaureebt :*:*:* axla ki axali tavi

თავი 11
ალბათ კიდევ დიდხანს ვიდგებოდი და ვუყურებდი ,გაბრწყინებული სახით, ჩემს ნახატს, იკას მხიარულ ხმას რომ არ გამოვეფხიძლებინე
-დილა მშვიდობისა საბა, როგორ გეძინა? რას უყურებ ასე ბედნიერი?
-დილა მშვიდობისა საბა. შენ როგორ გეძინა?-მხიარული ტონით ვუთხარი, ნახატი ხელში ავიღე და ირაკლისკენ შევბრუნდი, თან თვალები ეშმაკურად მიციმციმებდა.
-ეს...ეს..........ეს შეეეენ? -იკას მოულოდნელობისგან ენა დაება და თავისი სათქმელის გადმოცემა ვერ შეძლო, მაგრამ მე მოვახერხე გაგება.
-კი, ეს ნამდვილად ჩემი ნახატია. დილით განთიადის ყურებისას დავხატე. როგორ ფიქრობ ეკას მოეწონება?
-აი ეს მესმის. როგორ მოახერხე?-გაოგნებისგან წაუსტვინა-ვინ დაგეხმარა? სად ისწავლე ხატვა? ეკას რა თქმა უნდა მოეწონება, მაგრამ დახატვა რომ სთხოვოს როგორ დაუხატავ?
-იკაა ეს ჩემი ნახატია. სხვას არავის დაუხატავს და არც ხატვა მისწავლია სადმე, უბრალოდ მივხვდი, როგორ უნდა გადმოსცე გრძნობები ფურცელზე, სულ ესაა.
-საბა შენ ნამდვილად 6წლის ხარ?-დაეჭვებულმა მკითხა. საოცარია, როგორ ვერ იჯერებდა?
-კი, 6ის ვარ. რაში გაინტერესებს?
-არა, უბრალოდ გკითხე. ხანდახან ნამდვილი დიდი ადამიანივით ლაპარაკობ ხოლმე. საიდან არის შენში ამდენი... არ ვიცი რა დავარქვა, ხომ ხვდები რისი თქმაც მინდა?-და ეს მშვენიერი დღეც დასრულდა ამ ნათქვამით. დარწმუნებული ვარ, იკას ეს არ უნდოდა, მაგრამ მან ჩემში მიძინებული ადამიანი გააღვიძა და ის ცოტა ხანიც დაასრულა, როდესაც თავს ბავშვად ვგრძნობდი.
-იცი, მართალი ხარ. ხანდახან მეც მასე ვფიქრობ, რომ 6წლის ბავშვზე გაცილებით დიდი ვარ, მაგრამ მოდი არ გვინდა ამაზე ლაპარაკი.
-დამპირდი......
-რას დაგპირდე?-ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და ამიტომაც ძალიან გამიკვირდა მისი სიტყვები.
-დამპირდი, რომ ერთხელაც დადგება ის დღე, როდესაც აღარ მეტყვი, რომ ამაზე ლაპარაკი არ გინდა.
-გპირდები, რომ დადგება დღე, როდესაც მე თვითონ გეტყვი, რა ხდება ჩემს თავს.
-კარგი, გმადლობ რომ მენდობი და რომ ვმეგობრობთ.
-აბა ბავშვებო გაიღვიძეთ უკვე? დღეს დილის სმენაში გადმომიყვანეს და გადავწყვიტე ჩვენი პატარა ”მხატვრისთვის” შემომევლო-კარი ეკამ შემოაღო და მხიარულად მოგვესალმა. არ ვიცი როგო, მაგრამ ეს ქალი ახერხებდა, რომ ყოველთვის კარგი აურა შემოეტანა.
-გამარჯობათ ეკა. მზად ხართ რომ ნახოთ და შეაფასოთ ჩვენი დიდებული მხატვრის და უბრალოდ კარგი ადამიანის ნახატი? მაშინ დაჯექით, რადგანაც ეს ნახატი თქვენში შოკს გამოიწვევს. მაშ ასე, მიესალმეთ საბას ნახატს ”განთიადი”.- იკას ნამდვილი წამყვანივით გამოუვიდა, ეკას კი გაკვირვება გამოესახა, იკას ენდო და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
ირაკლიმ ჩემი ნახატი აიღო და ისე დაანახა ეკას, თითქოს რაიმე დიდებულს აჩვენებდაო. იკას სიტყვებმა, ხომ ძალიან გამახარა, მაგრამ იმან რაც ეკას სახეზე დავინახე წარუშლელი კვალი დატოვა ჩემში. მას ერთდროულად ეხატა გაოცება, სითბო, აღტაცება, ბედნიერება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სევდაც. სევდა, რომელიც ასეთი ახლობელი და ნაცნობი იყო ჩემთვის. სევდა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი მეგზური და მეგობარი იყო. ამ დროს ეკა ისეთი ახლობელი გახდა ჩემთვის, როგორც საკუთარი თავი. ვუყურებდი ეკას სახეს და გული სითბოთი და სიხარულით მევსებოდა. ჩემს გულში ახალი გრძნობა სახლდებოდა, ისე რომ ნებართვას არც კი მეკითხებოდა. ჩემს გულში ახალი ყვავილი იზრდებოდა. დღევანდელი დღე ისეთი კარგი იყო ჩემთვის, რომ კინაღამ დავიჯერე კიდევაც, რომ ჩემი ცხოვრებაც შეიძლებოდა გამხდარიყო ცისარტყელა. ცისარტყელა, რომელშიც შვიდი კი არა უამრავი ფერი იქნებოდა, მხიარული ფერები, რომლებიც სითბოსა და სიხარულს მომიტანდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ კინაღამ მოხდა. კინაღამ იმიტომ, რომ სწორედ იმ წუთას როდესაც ეკაზე მოხვევას ვაპირებდი, მთელი თავშესაფარი ზარის ხმამ გააყრუა. ეკას თავიდან არაფერი შეეტყო, მაგრამ როდესაც სახანძრო მილები ჩაირთო და ყველანი ერთიანად დავსველდით, მაშინ კი შეკივლა და ცრემლები წასკდა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ ის კი აშკარა იყო, რომ უბედურება დაგვატყდა. ყველა მხრიდან ისმოდა კივილი და ტირილი. ეკა ცდილობდა კარი გაეღო, მაგრამ ვერ აღებდა. კარი ვიღაცას გარედან ჩაეკეტა, რაცდ მხოლოდ რამოდენიმე ადამიანს შეეძლო. ნეტავ ვის რაში უნდა სდომოდა ჩვენი ჩაკეტვა? ვის რაში წაადგებოდა თუ რამე მოგვივიდოდა? მაგრამ რატომაც არა? ვისთვის რას წარმოვადგენდი რომ შევცოდებოდი? იქნებ.... ოღონდ ეს არა. იქნებ ნიკას რამე მოუვიდა და გაბოროტებულმა ნატომ გადაწყვიტა შური ჩემზე იძიოს? თუ ასე მოხდა, მაშინ მზად ვიყავი პასუხის საგებად, მაგრამ არ დავუშვებდი, რომ ჩემს გამო ჩემთვის ახალშეძენილი და ძვირფასი ადამიანებიც დაზარალებულიყვნენ. ფიქრები მსხვრევის ხმამ გამაწყვეტინა. ჩამსხვრეულ ფანჯარასთან ეკა იდგა და დაბლა იყურებოდა. თითქოს სიმაღლეს ზომავდაო. ჩვენი ოთახი მეორე სართულზე იყო, ოთახები კი არც ისე მაღალი, რომ ჩახტომისას რამე დაგვეზიანებინა. ნუთუ ეკამაც ის გაიფიქრა რაც მე? ნუთუ მანაც გადაწყვიტა, რომ გადახტომა ერთადერთი გამოსავალი იყო? გამოსავალი, რომელიც ძალიან სახიფათო და საშიში იყო? ეკას თვალებში იმდენი შიში იკითხებოდა, რომ მომინდა ჩავხუტებოდი და გამემხნევებინა. ეკა ისევ ფანჯარასთან იდგა და ხელიდან, რომლითაც ფანჯარა ჩაამსხვრია სისხლი სდიოდა. სისხლი წითელ ზოლად ჩამოედინებოდა მის მკლავზე, შენდეგ მტევანზე და იატაკზე წვეთებად იღვრებოდა. ისეთივე წვეთებად, როგორიც ახლა ჩემი თვალებიდან ჩამოდიოდა. სახეს მთლიანად მინამავდა საავარიო მილის წყალი და ამიტომ ცრემლები არ მეტყობოდა. ეტყობა ეკასაც ამის იმედი ჰქონდა და ამიტომ ტიროდა ასე გაბედულად. უცებ ჩვენსკენ შემოტრიალდა და თავისკენ გვიხმო. სახეზე იმედი გამოსახვოდა და ამიტომ მეც გაბედულად გადავდგი ნაბიჯი მისკენ. ის ხომ ჩემთან იყო?



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Bellsთარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 1:17 AM | შეტყობინება # 88
Between Clouds And Heaven
1089
84  +
   ±
Offline
natuka, Dzalian Momwons Es tavi Nat :* Yvelaze Metad Am tavze Gvqonda Mgoni Bchoba biggrin Sabolood Dzalian kargi Gamovida :* Bevri Dadebiti Emociacaa Am tavshi Da Bolosken Dadzabulobac (h)
Shemdeg Tavs Mootminebit Davelodebi biggrin :*



☆AnasteishA☆თარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 9:11 AM | შეტყობინება # 89
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
natuka, მეც შეგატყვე ეგ ამბავი, რომ ამბოლო დროს აღარ დებ ახალ თავებს მალ–მალე და ის იყო შემოვედი, რომ ეს ამბავი მესაყვედურა და ახალი თავი მომეთხოვა, რომ... კოვზი ნაცარში ჩამივარდა და ახალი თავი დამხვდა!
ძაააააალიან მაგარი თავი იყო!!! აღფრთოვანებუუუულ!!! იმედია არაფერს იტკენენ დახტომისას. ძალიან საინტერესო ისტორიას ყვები და მალ–მალე დადე ხოლმე რა თავები თორე დამტანჯა ინტერესმა
Bells, ბჭობაც გაქვთ ხოლმე თქვენ ახალ თავთან დაკავშირებით? ვაააააუ



elle____თარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 1:45 PM | შეტყობინება # 90
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaime vaime sawyleeeeeebi .... exla wavikitxe 1 tavidan moyulebuli da seriozulad vitire : ((( vaime ra codoebi arian : (( vaime im "mama"-ze xo nervebi amehsla nabozaris gamo bavshvebi datova mand : (((( vaimeeee .. tan vtirivar da tan vwer martla...... cry cry cry cry cry martla cudad var : (( vaime titqos martla didia saba : (( rogor udzlebs mikvirs magid adgilze chemi xelit moviklavdi tavs : ((((( cry cry cry cry

ძებნა: