life, love, meaning...
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 7:11 PM | შეტყობინება # 1 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| სახელწოდება: Life, Love, Meaning ავტორი: natuka რეიტინგი: G (General) ბეტა: Bells ჟანრი: მელოდრამა სტატუსი: წერის პროცესშია ავტორისგან: ეს არის ნამდვილი ამბავი, რომელიც გადახდა პაპაჩემს და სწორედ მისი სურვილით ვწერ ამ ფიკს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისთვის ნინის(Bells). იმედია მოგეწონებათ. თავი I ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა დამთავრდა. ადამიანები ყოველთვის ყველაფერს მაშინ ვაფასებთ როცა ის მთავრდება და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. მართალია მაშინ პატარა ვიყავი, თუ შეიძლება ასე ითქვას 5წლის ბავშვზე, მაგრამ მაინც ყოველთვის მამას უფრო მეტ პატივს ვცემდი და ის უფრო მიყვარდა, რადგან მკაცრი იყო. დედა კი... დედა ყველა სურვილს გვისრულებდა. მაშინ არ ვიცოდი ასე რატომ იქცეოდა, მაგრამ ახლა უკვე მივხვდი. ალბათ ის ყველაფერს წინასწარ გრძნობდა და უნდოდა, რომ კარგად დაგვემახსოვრებინა... მან იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ საავადმყოფოში დაწოლაზე მაინც უარი თქვა რათა ჩვენ არ მოგვშორებოდა არც ერთი წამით. ჩემს ოჯახში 5ბავშვი ვიყავით, ხუთივე ბიჭი და აბა ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ თავი დედას ადგილას. როგორია მცირეწლოვანი ბიჭების მოვლა ძვლის კიბოთი დაავადებული ქალისთვის. დედა გმირი ქალი იყო. მან შეძლო და ისე დაიღუპა, რომ არც ერთს არაფერი არ მოგვაკლო, მაგრამ მე მერჩივნა სადმე სოროში მეცხოვრა და ის დღე არ გათენებულიყო როდესაც მე დედა დავკარგე......... გუშინდელი დღესავით მახსოვს 13წლის წინ მომხდარი ამბავი. 12მაისი ღამდებოდა, საშინლად წვიმდა, დედა უკვე ძალიან ცუდად იყო და არც იმის თავი აღარ ჰქონდა, რომ ვენუგეშებინეთ როგორც ყოველთვის. საღამოს 8საათიდან მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, როდესაც დედამ გულში ჩამიკრა და მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა თვალები რატომ დახუჭა. მისი სახე ისევ უზადოდ ლამაზი იყო, ტუჩებზე ნაზი ღიმილი გადაჰკვროდა. ჩემი ძმები დიდები იყვნენ, 10, 13 და 15 წლის და ამიტომ ტირილი "მაგარ ბიჭობად" არ მიაჩნდათ. მე და ჩემი ძმა კი, ოჯახში ყველაზე პატარები ვიყავით, მე 5წლის, ნიკა კი 3-ის და ამიტომ ვერ გავიგეთ რა მოხდა. არც მამას არ უტირია. ყოველთვის იძახდა დავითის თვალიდან ერთი ცრემლი არ ჩამოგორებულა და თქვენც ასეთები უნდა იყოთო. დედა ისედ დავასაფლავეთ არავის უტირია. მე იმედი მქონდა, რომ დედა დაბრუნდებოდა, რადგან ის შემპირდა, მან ძილის წინ მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა... დასაფლავებიდან რამოდენიმე თვე იყო გასული, როცა მამას საუბარი შემთხვევით მოვისმინე, ის თავის მეგობარს ეუბნებოდა, რომ ნინო, ანუ დედაჩემი წარსულს ჩაბარდა. ის იმ წარსულის ნაწილი იყო რომლის გახსენებაც არ უნდოდა. უთხრა რომ დედას სიკვდილამდეც აპირებდა ამას, მაგრამ გამბედაობა არ ეყო. ამ საუბრიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე და ამიტომ მამასთვის არაფერი მიკითხავს. ყველაფერი მაშინ გახდა ცნობილი, როცა მამამ მეორე დღეს ვიღაც ქალი მოიყვანა და გვითხრა რომ დღეიდან ეს ქალი "დედაჩვენი" გახდებოდა. ქალი საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ დედას ვერც კი შეედრებოდა. ზუსტად ერთი თვე ვიცხოვრეთ მშვიდად, მაგრამ ერთი თვის თავზე მარიმ( ახალმა "დედიკომ" ) მამას გამოუცხადა, რომ ჩემი და ნიკუშას მოვლა აღარ მოსწოდა, ჩვენ ბავშვები ვიყავით და ამიტომ ბევრ პრობლემებს ვქმნიდით. მამა ჩუმად იყო და მარის ყვირილში ხელს არ უშლიდა. როდესაც მარიმ თავისი სათქმელი თქვა, მამამ წყნარად უპასუხა: რა პრობლემაა საყვარელო, ხომ იცი რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს სიტყვები ახლაც დანასავით მესობა გულში. წვიმიანი საღამო იყო... მამამ მე და ნიკუშას ბარგი ჩაგვილაგა, საწვიმარი ლაბადა მოისხა და ქუჩაში გაგვიყვანა. უახლოეს ბავშვთა სახლამდე ფეხით მივედით, ჭიშკართან მამა შეჩერდა, პატარა კონვერტი მომცა ხელში და მითხრა რომ მალე მომინახულებდა, ახლა კი ამ ჭიშკარში უნდა შევსულიყავი და კარისკაცისთვის მამას მოცემული კონვერტი გადამეცა. მამამ ზურგი გვაქცია და სწრაფად გაგვეცალა, ახლაც მახსოვს მისი ჩექმების ხმა როცა დიდ გუბეში ადგამდა ფეხს. მამა გარბოდა, მე და ნიკა კი ვიდექით და ვუყურებდით. ახლაც საშინლად წვიმდა, როგორც მაშინ როცა დედამ მიგვატოვა და დაგვპირდა რომ სულ ჩვენთან იქნებოდა. მე უკვე ამ დაპირებების აღარ მჯეროდა..............
შეტყობინება შეასწორა natuka - შაბათი, 2010-11-20, 0:21 AM | |
|
|
Rosalie | თარიღი: კვირა, 2010-12-05, 7:32 PM | შეტყობინება # 61 |
MrS. Cullen
989
Offline
| Quote (natuka) bella-bella, Rosalie, yvelaferi shemdeg tavshi gairkvevaa xoda velodebi shemdeg tavs da ro mova damidzaxett :P
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 6:35 PM | შეტყობინება # 62 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Rosalie, xval shemoiare da dagxvdebaa დამატებულია (2010-12-06, 6:35 PM) ---------------------------------------------
თავი 8 თვალები ცრემლებით მქონდა დაფარული და ნიკუშას საწოლს ბუნდოვნად ვხედავდი. მუჭით ამოვიწმინდე თვალები და ნიკას საწოლს მივუახლოვდი. ის ისეთი პატარა ჩანდა ამ უზარმაზარ საწოლში. გული საშინლად მეტკინა იმის გაფიქრებაზე, რომ მე რომ უარი მეთქვა ნატოსთვის ნიკა შეიძლება აქ არ წოლილიყო. არა! რა სულელი ვარ! რა სისულელეებზე ვფიქრობ, ახლა უნდა გავმხნევდე, რომ მერე ნიკაც გავამხნევო. საწოლთან ახლოს სკამი იდგა, მის მოსაწევად რომ გავიხედე თვალებს არ დავუჯერე. ფანჯრის რაფაზე ”ჩემი მტრედი” იჯდა და სევდიანი თვალებით მიყურებდა. სასწრაფოდ ფანჯარა გამოვაღე და მტრედი ოთახში შემოვუშვი. ის მაშინვე ნიკას საწოლისკენ გაფრინდა და ტუმბოზე დაჯდა. ისეთი მზრუნველი თველიბით უყურებდა, როგორც მე მაშინ, როცა საავადმყოფოში ვიწექი. უკვე ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ეს ჩვეულებრივი მტრედი არ იყო. როდესაც ის ნიკას საწოლზე გადასკუპდა აპარატმა, რომელზეც ნიკა იყო შეერთებული გამაყრუებელი ხმაური ატეხა. გულის ცემა საშინლად აჩქარებულიყო. მტრედი მაშინვე მოშორდა ნიკას და გაფრინდა. ნეტავ რა ხდებოდა? რატომ მოიქცა ასე? ფიქრი კარის ხმამ გამაწყვეტინა. ექიმი შემოვიდა და ნიკას საწოლისკენ გაემართა. აპარატი შეამოწმა და შემდეგ მე მკითხა: -აპარატს შენ დამართე რამე? ბავშვს ხომ არ შეხებიხარ?-ისე მეუბნებოდა, თითქოს ბინძურ მაწანწალას ელაპარაკებაო. -არა მე არაფერი არ მიქნია. აპარატი ახმაურდა, მაგრამ არ ვიცი რისი ბრალია -ნუ მატყუებ! შენ მიეკარებოდი ბავშვს და ამიტომაც აჩქარდებოდა გლის ცემა. აქ სხვებიც შემოდიან, მაგრამ ნიკას არაფერს უშავებენ. სწრაფად გადი ამ ოთახიდან და შემოსული აღარ დაგინახო-ცხვირი ზიზღით აიბზუა და დამიყვირა -მე აქ ბატონმა ზურამ შემომიშვა -ზურა აქ არაფერს არ წყვეტს, ახლავე გადი მეთქი გითხარი-ხელი მკლავში უხეშად წამავლო და კარისკენ წამათრია. ამ დროს ოთახში ზურა შემოვიდა და იკითხა რა ხდებოდა. -არაფერი ისეთი არ ხდება, უბრალოდ ამ ლაწირაკმა აპარატი აურია და ოთახიდან გასვლა ვთხოვე-უთხრა ექიმმა -არა მგონია, რომ საბას რამე გაეფუჭებინა. ყველაფერს მე გავარკვევ, მაგრამ შენ საბას ნუ ეუხეშები. მას უფლება აქვს, რომ ნიკას გვერდით იყოს-მკაცრად უთხრა ზურამ-ახლა კი გთხოვ გამომყევი, სალაპარაკო მაქვს შენთან-და ორივე გავიდნენ ოთახიდან. გულში ზურას მადლობა გადავუხადე რომ დამიცცვა, ხოლო როცა ვნახავდი ამას პირადადაც გავაკეთებდი. დარწმუნებული ვარ მის ადგილას მამა რომ ყოფილიყო კი არ დამიცავდა, არამედ უარესად მეჩხუბებოდა, არც ნატო ჩამაგდებდა უკეთეს დღეში. ზურა თანდათან მომწონდა და მიხაროდა, რომ ნიკას ასეთი ”მამა” ეყოლებოდა. სკამი ნიკუშას საწოლთან მივაჩოჩე და იქვე ჩამოვჯექი. აი თურმე რატომ გაფრინდა მტრედი ოთახიდან. ექიმს აქ რომ ენახა ნამდვილად მოკლავდა. რა ჭკვიანი მტრედია! დიდხანს ვიჯექი ასე ნიკას მიშტერებული, მაგრამ ის არ ინძრეოდა. მხოლოდ სუნთქავდა, ისიც სუსტად. თუ არ დააკვირდებოდი, ვერც მიხვდებოდი რომ სუნთქავდა. მთელი დღე წვიმას არ გადაუღია. უფრო და უფრო უმატებდა. წვიმის ასეთი ტემპი უკვე მაშინებდა, რადგან სწორედ ასე წვიმდა მაშინაც, როცა დედა დავკარგე და მაშინაც, როცა მამამ უპატრონო ლეკვებივით მიგვატოვა ქუჩაში. იმედია ეს წვიმა არ ნიშნავდა, რომ დღესაც ჩემთვის ძვირფასი ადამიანი მიმატოვებდა, თორემ ამას უკვე ვეღარ გავუძლებდი. ჩემი გული ამას ვეღარ გაუძლებდა. გამიგონია რომ ამბობენ, გული ყვავილებით არის დაფარული, ეს ყვავილები ის ადამიანებია, რომლებიც გვიყვარსო და როცა თითოეული მათგანი გვტოვებს, გულს ერთი ყვავილი სძვრება და გულიც ნელ-ნელა ჭკნობას იწყებსო. თუ ეს მართალა, მაშინ ჩემს გულს ერთადერთი ყვავილიღა ჰქონდა დარჩენილი, რომლის დაკარგვის შემთხვევაშიც, ის უბრალოდ გახმებოდა და მოკვდებოდა. ამას ვერ დავუშვებდი. არ მინდოდა ნიკას მიტოვება და სისხლის უკვე გადასხმა, რადგან ვიცოდი, რომ როდესაც ნატო ჩემს სისხლს მიიღებდა, მაშინვე თავშესაფარში დამაბრუნებდა და ნიკასაც სამუდამოდ დავკარგავდი, მაგრამ ახლა უკვე ზურას იმედიც მქონდა. ალბათ ის დამიცავდა და არ მისცემდა ნატს უფლებას, რომ ასე მოვეშორებინე. ასე რომ, ჯერ ნიკას სისხლს გადავუსხავ და მერე ისევ მასთან შემოვალ. სკამიდან ჩამოვხტი და კარისკენ გავემართე. კარი ოდნავ შეღებული იყო და საუბარიც ისმოდა. გავიჭყიტე და დავინახე, რომ ზურა და ნატო საუბრობდნენ: -ხომ გეუბნები, რომ საბას ამდენი ხანი ოთახში ყოფნა ნიკასთვის საზიანოა. გამოვიყვანოთ ბავშვი იქიდან-ეუბნებოდა ნატო. -ძვირფასო, მისმინე და კარგად დაფიქრდი. განა მე მსიამოვნებს იმ ბინძური ლაწირაკის ჩვენს შვილთან ამდენ ხანს ყოფნა, უბრალოდ მისი ნდობის მოპოვებას ვცდილობ, რომ მერე უყოყმანოდ დაგვთანხმდეს სისხლის გადასხმაზე. დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მენდობა და მზადაა ნიკას სისხლი გადაუსხას. დიდხანს აღარ გვალოდინებს, თვითონ გამოვა და გვეტყვის, რომ სისხლი ავუღოთ, რათა ეგონება, რომ მე ისევ დავაბრუნებ ოთახში. ასე რომ არც ხვეწნა აღარ დაგვჭირდება-მზაკვრულად ჩაიცინა ზურამ. მისი სიტყვების გაგონებაზე თითქოს სამყარო თავზე დამემხო. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ამ შენობაში ვენდობოდი თურმე მატყუებდა. მე კი ასე ადვილად დავუჯერე. ეჭვიც არ შემპარვია მის გულწრფელობაში. რა სულელი ვარ! ნუთუ ასეთი ადვილი ჩემი მოტყუება. რა დავაშავე ასეთი, რომ ყველა მიყენებს? ყველასთვის უბრაოდ ფეხის შესაწმენდი ერთჯერადი ჩვარი ვარ. ჰმ, მაინც როგორ მოვტყუვდი? აპარატმა გაბმული ყვირილი ატეხა. ალბათ ისევ მტრედი მოვიდა. წავალ მას მაინც მოვეფერები. ნიკას საწოლისკენ გავბრუნდი და ადგილზე გავიყინე. აქ მტრედი არ იყო. ოთახში არავინ იყო და აპარატი სწორ ხაზს უჩვენებდა...
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|
|
Bells | თარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 7:14 PM | შეტყობინება # 66 |
Between Clouds And Heaven
1089
Offline
| Es tavi Ratomgac GansakutrebiT Momewona Da Natuk Tyuilad ggonia Mshrali, Piriqit Ai Ragacnairi tavia, Ai ragacnairi (rogorc suratze tqvi shen ) Dzalian Dzalian kargad Giweria Yvelaferi :* Quote (natuka) გამიგონია რომ ამბობენ, გული ყვავილებით არის დაფარული, ეს ყვავილები ის ადამიანებია, რომლებიც გვიყვარსო და როცა თითოეული მათგანი გვტოვებს, გულს ერთი ყვავილი სძვრება და გულიც ნელ-ნელა ჭკნობას იწყებსო. თუ ეს მართალა, მაშინ ჩემს გულს ერთადერთი ყვავილიღა ჰქონდა დარჩენილი, რომლის დაკარგვის შემთხვევაშიც, ის უბრალოდ გახმებოდა და მოკვდებოდა Es dzalian momewona :*
შეტყობინება შეასწორა Bells - ორშაბათი, 2010-12-06, 7:15 PM | |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 7:28 PM | შეტყობინება # 67 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| | |
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-08, 0:40 AM | შეტყობინება # 68 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| | |
|
|
|
teko93 | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-09, 4:27 PM | შეტყობინება # 70 |
31
Offline
| | |
|
|
|
ROBsessed | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-09, 10:36 PM | შეტყობინება # 72 |
***
1111
Offline
| Quote (Rosalie) eg ki gadarcheba da me iman damainteresa sabasac xom ar ishvileben egenii.. eee mec eg vifiqre Quote (natuka) ოთახში არავინ იყო და აპარატი სწორ ხაზს უჩვენებდა... eee..kai ra nat! ar gecodebi me? :S orive tavze vitire ;( vai ai ra nichieri myavxar kaia rom gagicani :* karg bavshvs davkargavdi sheni saxit :X vgijdebi ai am motxrobaze :X ai umagresia :X fuuuu!!!!!ert momentshi mec vifiqre zura atyuebs tqo da aiQuote (natuka) იმ ბინძური ლაწირაკის ჩვენს შვილთან ამდენ ხანს ყოფნა amamze v:@:@:@:@:@:@:@:@:@:@:@::@:@:@ fuuu!!!matxovari kaci!!rogor sheidzleba bavshvs ase moeqce :Xcodoar aris? :X arada imedi mqonda amasac ishvileben metqi ;( Quote (natuka) გამიგონია რომ ამბობენ, გული ყვავილებით არის დაფარული, ეს ყვავილები ის ადამიანებია, რომლებიც გვიყვარსო და როცა თითოეული მათგანი გვტოვებს, გულს ერთი ყვავილი სძვრება და გულიც ნელ-ნელა ჭკნობას იწყებსო. თუ ეს მართალა, მაშინ ჩემს გულს ერთადერთი ყვავილიღა ჰქონდა დარჩენილი, რომლის დაკარგვის შემთხვევაშიც, ის უბრალოდ გახმებოდა და მოკვდებოდა. ai es ra magari sityvebia ;(;(
Dobby has no master! Dobby is a free elf and Dobby has come to save Harry Potter… And his friends! ♥
| |
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-09, 11:50 PM | შეტყობინება # 73 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| ana_-no, vaime an didi madloba sayvarelo. axali avi axlave iqnebaa დამატებულია (2010-12-09, 11:50 PM) ---------------------------------------------
თავი 9 ბოლო ხუთ წუთში სამი რაღაც მოხდა. პირველი ის, რომ ნიკას ოთახში რამოდენიმე ექიმი შემოვარდა საკაცით, ნიკა საკაცეზე დააწვინეს და სწრაფად გაიყვანეს, მეორე _ ზურამ მკლავში ხელი მაგრად წამავლო და ოთახიდან გამათრია, ხოლო მესამე ის, რომ ბოლოს სისხლის ჩამბარებელ ოთახში ვიჯექი და ვენაში გადასხმის აპარატი მეკეთა რომელიც ჩემს სისხლს აგროვებდა. ყველაფერი ჩემი ბრალია, ასე არ უნდა მეთამაშა ნიკუშას სიცოცხლეზე, მას რომ რამე დაემართოს საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ. ნატოს ვაბრალებდი, რომ ბავშვზე არ ზრუნავდა და მე როგორ მოვიქეცი? ჩემი სიამოვნების გულისთვის, თუ იმას სიამოვნებას დავარქმევთ როგორ უყურებ შენს მომაკვდავ ძმას, ნიკას სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდე. მე რომ ადრე გავსულიყავი ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა? ნიკა ახლა ხომ არ იწვებოდა განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფთა საოპერაციო მაგიდაზე უგონოდ? ნატო ხომ არ იდგებოდა გარეთ ატირებული? ზურა ხომ არ მეტყოდა, რომ ნაბიჭვარი ვარ, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს? ჰმ, ისე მისი სიტყვები არც მწყენია? ეს ხომ მე მოვინდომე მასთან დიდხანს ყოფნა და ჩემი გულისთვის დაუგვიანდა ოპერაცია? მართალი იყო, მე მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობდი იმ მომენტში. მხოლოდ ხუთი წუთი დავუთმე საკუთარ თავს და მაშინვე ყველაფერი გავაფუჭე. მე არარაობა ვარ, აჩრდილი, რომელიც ამ დედამიწას ამძიმებს თავისი დამნაშავე სულით და სხეულით. ახლა ნიკას ადგილას მე უნდა ვიწვე. მე უნდა ვებრძოდე სიკვდილს და არა სამი წლის უდანაშაულო ბავშვი, რომელიც ძმის უპასუხისმგებლობის გამო წევს საოპერაციო მაგიდაზე. როგორ მინდა ახლა მის ადგილას ვიყო. ჩემზე არც არავინ იზრუნებდა, არც არავინ ეცდებოდა სიკვდილისთვის ჩემს გამოგლეჯვას. არც მე არ მოვინდომებდი ბრძოლას სიცოცხლისთვის, თუკი შეიძლება, რომ ჩემს უბადრუკ არსებობას დედამიწაზე სიცოცხლე ეწოდოს. მე სიცოცხლე სულ სხვანაირი წარმომიდგენია. რაღაც ლამაზი, მშვენიერი და ნათელი, ცისარტყელას მსგავსი, რომელშიც თითოეულ ფერს შენ ქმნი და ასე ხატავ შენს სამყაროს. დედა ამბობდა რომ ცხოვრება ტილოა, ტილო, რომეელზეც უნდა ხატო ნელა, აუჩქარებლად, იმიტომ, რომ როდესაც რამეს დახატავ, მას ვეღარასდროს წაშლი. ზუსტად ასეა! ჩემი ტილოდან არასდროს არ წაიშლება სამი რამ: 12მაისი, დღე, როდესაც დედამ მიგვატოვა, დღე, როდესაც მამამ ჯოჯოხეთის კარიბჭესთან _ თავშესაფართან მიგვატოვა ბინძური ლეკვებივით, უფრო სწორედ კი არ მიგვატოვა, თავიდან მოგვიშორა. და არ წაიშლება დღევანდელი დღე. დღე, როდესაც ჩემი უპასუხისმგებლობის გამო ახლა ჩემი ძმა სიკვდილს ებრძვის, დღე, როდესაც შეიძლება ჩემს გულს უკანასკნელი ყვავილიც მოსძვრეს და ეს დღე საბედისწეროდ დამთავრდეს. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელსაც ვერ წავშლი. ჩემი ცისარტყელა, უფრო სწორად ის, რაც უნდა იყოს ცისარტყელა. მე ჩემი ცისარტყელა ვერ დავხატე, ის შავ-თეთრიც კი არ გამოვიდა. ჩემს ცხოვრებაში ერთი ნათელი წერტილიც კი არ არის, ყველაფერი ბნელია, ისეთივე შავი, როგორიც ჩემი ცისარტყელა. დარწმუნებული ვარ, რომ ნიკას რომ რამე დაემართოს არც მამაჩემს არ ვაცოცხლებ და არც თავს არ ვიცოცხლებ. ჰმ, ალბათ როგორი პრიმიტიული და სასაცილო მოსასმენია ეს ყველაფერი ექვსი წლის ბავშვისგან, მაგრამ ვინ თქვა, რომ მე ბავშვი ვარ? მე ხომ ბავშვობა მაშინ დავკარგე, როდესაც დედამ მიმატოვა. დარწმუნებული ვარ დედა ზეცაში ბედნიერი იქნება. მას ანგელოზები წაიყვანდნენ ზეცაში, ღმერთთან. ღმერთი თავის რჩეულებს ყოველთვის უფრო მეტ განსაცდელს უვლენს და ყოველთვის უფრო მეტად სტანჯავს. დედასაც ასე მოექცა. მაგრამ ბოლოს ვერ გაიმეტა ამ ცოდვებით დამძიმებული მიწისთვის და თავისი შვილი თავისივე ანგელოზებმა მიუყვანეს. იმედია იქ მაინც იქნება დედა ბედნიერი, რადგან მამას ხელში ერთი წამი არ გაუხარია. არ მახსოვს დღე, როდესაც ჩვენი სახლიდან ყვირილის და მსხვრევის ხმა არ გადიოდა. მამა საშინლად ექცეოდა დედას. როგორც მისი სატელეფონო საუბრიდან შევიტყვე თურმე მარიკას მოყვანა თავიდანვე უნდოდა, მაგრამ გამბედაობა არ ყოფნიდა. ალბათ ამიტომაც ამწარებდა დედას, რომ წასულიყო, მივეტოვებინეთ და შემდეგ მარიკა მოეყვანა. ამასაც მიაღწია. მახსოვს როგორ ტიროდა ხოლმე ნიკუშა როდესაც მამა ჩხუბობდა. ჩემი ძმები მაგარ ბიჭობას იბრალებდნენ და არავის საქმეში არ ერეოდნენ, მთელი დღეები გარეთ იყვნენ. მე და ნიკუშა კი ყოველი ჩხუბის დროს მაგიდის ქვეშ ვიმალებოდით. ღმერთო ჩემო, როგორ მწარედ მახსოვს ეს დღეები. თითქოს გუშინ ხდებოდა ყველაფერი. ხანდახან ღმერთის მადლობელიც ვარ, რომ დედა თავისთან წაიყვანა და მოაშორა აქაურობას. მას იმდენად წმინდა სული ჰქონდა, რომ აქ ვერ გაძლებდა. დედამიწა მისნაირი ადამიანებისთვის არ არის შექმნილი. აქ უბრალო, ცოდვილი ადამიანების ადგილი. აქ ზოგი ისეთის ცხოვრობს, რომელიც ჩემსავით თავისი ცოდვილი სულით ამძიმებს დედამიწას. დედა კი... დედა სულ სხვანაირი ადამიანი იყო. წმინდა სული ჰქონდა და ამიტომაც წაიყვანა უფალმა. როგორ მაინტერესებს ახლა სად არის, ან როგორ გრძნობს თავს. რა ბედნიერი ვიქნებოდი მაშინ, როდესაც ფსიქოლოგიური შოკისგან კლინიკური სიკვდილი მივიღე, რომ არავის გადავერჩინე. მე ხომ მივფრინავდი, მივფრინავდი უსასრულობაში, ჩემს გვერდით ჩემი თეთრი მტრედი მოფრინავდა და გზას მაჩვენებდა. მივყავდი უსასრულობისკენ, სადაც თავს თავისუფლად ვიგრძნობდი. არ მეცოდინებოდა, რომ არ ქვეყანაზე ყველასთვის მხოლოდ უბედურების მომტანი ვარ და რომ ჩემი არსებობა ყველასთვის სულ ერთია. ყველასთვის გარდა ერთისა. ერთადერთი მეგობრსა, რომელიც ახლახან შევიძინე. ირაკლის ხომ ასე კარგად ესმოდა ჩემი. ის ნამდვილად იმსახურებდა იმას, რომ სიმართლე სცოდნოდა ჩემს შესახებ და დადგებოლდა ის დღეც, როდესაც მე მას ვეტყოდი ყველაფერს. მაგრამ ახლა... ფიქრებიდან ექთნის ხმამ გამომარკვია. -თქვენი სისხლი უკვე ავიღეთ, ახლა შეგიძლიათ გაბრძანდეთ. თავს ცუდად ხომ არ გრძნობთ? ძალიან თეთრი ხართ-აქამდე სისხლს ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ როდესაც ხელზე დავიხედე... ვენა იმხელაზე მქონდა გაჩხვლეტილი, რომ როდესაც ექთანმა აპარატი მომხსნა, სისხლი მაინც მომდიოდა. თბილი სითხე ჩემს მკლავზე იღვრებოდა და ცუდად მხდიდა მისი სუნი. საშინლად მჟავე სუნი ჰქონდა და ძალიან მუქი იყო. ადგომა დავაპირე, მაგრამ თავბრუ დამეხმა და ექთანმა ისევ ჩემს ადგილზე დამაბრუნა -ახლა გადაღლილი იქნებით, დასვენება გჭირდებათ, საკმაოდ ბევრი სისხლი აგიღეთ. ცოტა ხანი წაოწექით და ყველაფერი გადაგივლით-გოგონამ თბილად გამიღიმა და ოთახიდან გავიდა. მისი გასვლა და ზურას შემოსვლა ერთი იყო. -აბა საბა, დაამთავრეს უკვე ყველანაირი პროცედურა? -დიახ, ყველაფერს მორჩნენ, რატომ მეკითხებით? ექთანი ხომ თქვენც ნახეთ -კი ვნახე, მაგრამ მინდა პირადად გითხრა, რომ ყველაფერი დამთავრდა. ჩვენ შენგან მივიღეთ ის, რაც გვჭირდებოდა, ახლა კი წადი იმ შენს ბინძურ თავშესაფარში და ახლოსაც აღარ გაგვეკარო. იცოდე თუ ნიკუშას მოძებნას დააპირებ, მწარედ განანებ-ისეთი ზიზღით მეუბნებოდა, რომ პასუხიც ვერ გავეცი. ან რა აზრი ჰქონდა შეპასუხებას? ხომ ისედაც ვიცოდი, რომ როდესაც სისხლს ამიღებდნენ მაშინვე თავიდან მომიშორებდნენ? ასეც მოხდა და ვერაფერს ვერ შევცვლიდი. ზუსტად ხუთ წუთში უკვე თავშესაფრისკენ მიმავალი ავტობუსის უკანა სკამზე ცოცხალ-მკვდარივით ვიჯექი და გულის რევის შეგრძნებას ვებრძოდი.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
| |
|
|
|
|