life, love, meaning...
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 7:11 PM | შეტყობინება # 1 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| სახელწოდება: Life, Love, Meaning ავტორი: natuka რეიტინგი: G (General) ბეტა: Bells ჟანრი: მელოდრამა სტატუსი: წერის პროცესშია ავტორისგან: ეს არის ნამდვილი ამბავი, რომელიც გადახდა პაპაჩემს და სწორედ მისი სურვილით ვწერ ამ ფიკს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისთვის ნინის(Bells). იმედია მოგეწონებათ. თავი I ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა დამთავრდა. ადამიანები ყოველთვის ყველაფერს მაშინ ვაფასებთ როცა ის მთავრდება და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. მართალია მაშინ პატარა ვიყავი, თუ შეიძლება ასე ითქვას 5წლის ბავშვზე, მაგრამ მაინც ყოველთვის მამას უფრო მეტ პატივს ვცემდი და ის უფრო მიყვარდა, რადგან მკაცრი იყო. დედა კი... დედა ყველა სურვილს გვისრულებდა. მაშინ არ ვიცოდი ასე რატომ იქცეოდა, მაგრამ ახლა უკვე მივხვდი. ალბათ ის ყველაფერს წინასწარ გრძნობდა და უნდოდა, რომ კარგად დაგვემახსოვრებინა... მან იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ საავადმყოფოში დაწოლაზე მაინც უარი თქვა რათა ჩვენ არ მოგვშორებოდა არც ერთი წამით. ჩემს ოჯახში 5ბავშვი ვიყავით, ხუთივე ბიჭი და აბა ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ თავი დედას ადგილას. როგორია მცირეწლოვანი ბიჭების მოვლა ძვლის კიბოთი დაავადებული ქალისთვის. დედა გმირი ქალი იყო. მან შეძლო და ისე დაიღუპა, რომ არც ერთს არაფერი არ მოგვაკლო, მაგრამ მე მერჩივნა სადმე სოროში მეცხოვრა და ის დღე არ გათენებულიყო როდესაც მე დედა დავკარგე......... გუშინდელი დღესავით მახსოვს 13წლის წინ მომხდარი ამბავი. 12მაისი ღამდებოდა, საშინლად წვიმდა, დედა უკვე ძალიან ცუდად იყო და არც იმის თავი აღარ ჰქონდა, რომ ვენუგეშებინეთ როგორც ყოველთვის. საღამოს 8საათიდან მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, როდესაც დედამ გულში ჩამიკრა და მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა თვალები რატომ დახუჭა. მისი სახე ისევ უზადოდ ლამაზი იყო, ტუჩებზე ნაზი ღიმილი გადაჰკვროდა. ჩემი ძმები დიდები იყვნენ, 10, 13 და 15 წლის და ამიტომ ტირილი "მაგარ ბიჭობად" არ მიაჩნდათ. მე და ჩემი ძმა კი, ოჯახში ყველაზე პატარები ვიყავით, მე 5წლის, ნიკა კი 3-ის და ამიტომ ვერ გავიგეთ რა მოხდა. არც მამას არ უტირია. ყოველთვის იძახდა დავითის თვალიდან ერთი ცრემლი არ ჩამოგორებულა და თქვენც ასეთები უნდა იყოთო. დედა ისედ დავასაფლავეთ არავის უტირია. მე იმედი მქონდა, რომ დედა დაბრუნდებოდა, რადგან ის შემპირდა, მან ძილის წინ მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა... დასაფლავებიდან რამოდენიმე თვე იყო გასული, როცა მამას საუბარი შემთხვევით მოვისმინე, ის თავის მეგობარს ეუბნებოდა, რომ ნინო, ანუ დედაჩემი წარსულს ჩაბარდა. ის იმ წარსულის ნაწილი იყო რომლის გახსენებაც არ უნდოდა. უთხრა რომ დედას სიკვდილამდეც აპირებდა ამას, მაგრამ გამბედაობა არ ეყო. ამ საუბრიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე და ამიტომ მამასთვის არაფერი მიკითხავს. ყველაფერი მაშინ გახდა ცნობილი, როცა მამამ მეორე დღეს ვიღაც ქალი მოიყვანა და გვითხრა რომ დღეიდან ეს ქალი "დედაჩვენი" გახდებოდა. ქალი საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ დედას ვერც კი შეედრებოდა. ზუსტად ერთი თვე ვიცხოვრეთ მშვიდად, მაგრამ ერთი თვის თავზე მარიმ( ახალმა "დედიკომ" ) მამას გამოუცხადა, რომ ჩემი და ნიკუშას მოვლა აღარ მოსწოდა, ჩვენ ბავშვები ვიყავით და ამიტომ ბევრ პრობლემებს ვქმნიდით. მამა ჩუმად იყო და მარის ყვირილში ხელს არ უშლიდა. როდესაც მარიმ თავისი სათქმელი თქვა, მამამ წყნარად უპასუხა: რა პრობლემაა საყვარელო, ხომ იცი რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს სიტყვები ახლაც დანასავით მესობა გულში. წვიმიანი საღამო იყო... მამამ მე და ნიკუშას ბარგი ჩაგვილაგა, საწვიმარი ლაბადა მოისხა და ქუჩაში გაგვიყვანა. უახლოეს ბავშვთა სახლამდე ფეხით მივედით, ჭიშკართან მამა შეჩერდა, პატარა კონვერტი მომცა ხელში და მითხრა რომ მალე მომინახულებდა, ახლა კი ამ ჭიშკარში უნდა შევსულიყავი და კარისკაცისთვის მამას მოცემული კონვერტი გადამეცა. მამამ ზურგი გვაქცია და სწრაფად გაგვეცალა, ახლაც მახსოვს მისი ჩექმების ხმა როცა დიდ გუბეში ადგამდა ფეხს. მამა გარბოდა, მე და ნიკა კი ვიდექით და ვუყურებდით. ახლაც საშინლად წვიმდა, როგორც მაშინ როცა დედამ მიგვატოვა და დაგვპირდა რომ სულ ჩვენთან იქნებოდა. მე უკვე ამ დაპირებების აღარ მჯეროდა..............
შეტყობინება შეასწორა natuka - შაბათი, 2010-11-20, 0:21 AM | |
|
|
|
ROBsessed | თარიღი: ორშაბათი, 2010-11-29, 4:22 PM | შეტყობინება # 47 |
***
1111
Offline
| Quote (natuka) ana_-no, vaime genacvale aan, didi madloba :*:*:* chemi chkviani gogo miyvarxar :*:*:* mec chkviani da shenc? :? ara :*:*:* shen xar chkviani :X ai umagresi tavi iyo ai martla dzaan magari :X mosaklavi xar shen :X ra momentebshi wyvet :X codo ar var axla unda vichylito tvini vin aris metqi X:X:XX::D:D:D:D ai dzaan magra wer chemi chkviani :*:*:*:* miyvarxar da WOW!!!!
Dobby has no master! Dobby is a free elf and Dobby has come to save Harry Potter… And his friends! ♥
| |
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-01, 10:26 PM | შეტყობინება # 50 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| Rob♥Sten, madloob. neti chavirte bavshveboo da axali tavi dges sagamos iqnebaa :*:*:* დამატებულია (2010-12-01, 10:26 PM) --------------------------------------------- თავი 6 -საბა! რა კარგია რომ გიპოვე, რამდენ ხანს გეძებე იცი?-ჩემთან აქოშინებული იკა მოვარდა და ჩამეხუტა-დავინახე ოთახიდან როგორ გაიქეცი და მივხვდი, რომ მარტო ყოფნა გინდოდა, ამიტომ აღარ გამოგყევი. ბოლოს მივხვდი შენ როგორ ადგილსაც აირჩევდი განსამარტოვებლად და აი გიპოვე კიდეც!-ბოლოს გამარჯვებული ხმით შესძახა იკამ. -კი მაგრამ ასე გვიან როგორ გამოგიშვეს? -ჰმ, ჯერ არაა გვიანი, 9საათია. ამ დროს ხომ ჩაის გვასმევენ, ხო და მე მზარეულს გამოვყევი და ჩუმად გამოვიპარე. დარაჯს როგორც ყოველთვის ეძინა. ახლა კი სანამ მართლა პრობლემები შეგვექმნება ორივეს ჯობია დროზე ადგე და წამოხვიდე, რომ ისევ მოვახერხოთ შეპარვა -და ჩემი წასვლა არავინ შეუმჩნევია? -მმმ... იცი, დღეს ხომ ლაშას დაბადების დღეა, ხოდა ყველანი მას აქცევენ ყურადღებას. -ჰო მესმის... მე და იკა მივდიოდით ტყეში, მაგრამ არ მინდოდა წასვლა. კიდევ კარგი იკას ფანარი ჰქონდა, თორემ აუცილებლად დავიკარგებოდით. ნაძვების დერეფანი და დაღმართი სწრაფად გავიარეთ და თავშესაფრის ეზოშიც აღმოვჩნდით. -აი ახლა კი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ არ გვინდა, რომ გავებათ-ეშმაკური ხმით მითხრა ირაკლიმ და თავშესაფარში ფრთხილად შევიდა. შემდეგ თავი გამოყო და მანიშნა, რომ გავყოლოდი. მეც ფრთხილად შევიპარე და შემდეგ სასწრაფოდ ჩვენს ოთახში შევედით. გამოვიცვალე და მაშინვე დავწექი, რადგან უკვე მომვლელი ეკა უნდა შემოსულიყო და შეემოწმებინა გვეძინა თუ არა. -ბავშვებო გძინავთ?-ჩუმად იკითხა, ჯერ იკასთან დაიხარა, შემდეგ ჩემთან და როცა შეამჩნია რომ ჯერ არ მეძინა სწრაფად მკითხა: -საბა, დღეს ბავშვებთან არ დამინახიხარ, არც ოთახში იყავი. რაშია საქმე? რამე ხომ არ მოხდა? -არაა, მმმ... იცით დღეს მე საერთოდ არ -დღეს საბა ეზოში იყო გასული სახატავად. უნიჭიერესი ბავშვია, საოცრად ხატავს-მხიარლი ხმით ჩაერთო იკა ჩვენს საუბარში, მე კი მადლიერი თვალებით გადავხედე. -მართლაა? გიყვარს ხატვა? კარგია, მე ძალიან მიყვარს ხატვა, ადრე ხატვის მასწავლებელიც ვიყავი, აუცილებლად უნდა მანახო შენი ნახატი, ძალიან მაინტერესებს, იცი, რომ ნახატით ბავშვის ფსიქოლოგიის გაგებაც კია შესაძლებელი?-დაინტერესებული ხმით მომაყარა ეკამ კითხვები. -იცით დღეს მე პირველად დავხატე და ამიტომაც ძალიან კარგი არ გამოვიდა. გპირდებით, რომ ხვალ აუცილებლად განახებთ, ახლა კი ძალიან მეძინბა, დღეს საკმაოდ დავიღალე და... -უი ხო, რა თქმა უნდა. ახლა დაიძინეთ, აი ხვალ კი აუცილებლად უნდა მანახო შრნი ნახატი, ხვალ საღამოს მოვალ სამსახურში და მაშინვე მანახე კარგი? ძილი ნებისა ბავშვებო -აუცილებლად განახებთ, ძილი ნებისა. ეკა ოთახიდან გავიდა თუარა იკა მაშინვე ჩემსკენ გადმოტრიალდა. -მადლობ იკა, რომ გადამარჩინე -არაფრის რისი მადლობა კაცო, აი მე კი მგონია, რომ უფრო დიდ შარში გაგხვიე. -რას გულისხმობ? -რას და იმას რომ ხვალ ნახატი უნდა ანახო ეკას, შენ კი ხატვა არ იცი -ვაიმე, ახლაღა მივხვდი, რა უნდა ვქნა? რა შეიძლება რომ დავხატო? -რავიცი, მულტფილმის გმირი დახატე, ან ყვავილებიანი მდელო, ცისარტყელა და ლამაზი მანქანა, მთავარია ლამაზი და მხიარული ფერები იყოს. -ჰო, იმედია გამომივა -კი აუცილებლად გამოგივა-ირაკლიმ დამაიმედებლად გამიღიმა-ახლა კი ძავიძინოთ. -ძილი ნებისა იკა -ძილი ნებისა. იკა კედლისკენ გადაბრუნდა და მაშინვე ჩაეძინა. მე კი საკმაო საფიქარალი მქონდა. ხვალ აუცილებლად უნდა მეჩვენებინა ეკასთვის ნახატი, ისე არ შემეშვებოდა და მერე იმასაც გაიგებდა, რომ დღეს თავშესაფარში საერთოდ არ ვყოფილვარ, ეს კი არ მაწყობდა. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ვერაფრით მოვიფიქრე რა შეიძლებოდა დამეხატა, პრობლემას ისიც მიქმნიდა, რომ ხატვა საერთოდ არ ვიცოდი და გადავწყვიტე რომ დამეძინა, იქნებ ძილში მაინც მენახა რამე და მომეფიქრებინა რისი დახატვა ღირდა. დედა დამესიზმრა. როგორც ყოველთვის ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ რატომღაც დამწუხრებული მომეჩვენა, მის სახეზე იმდენი ტკივილი იკითხებოდა, გული მომიკვდა. ნეტავ რაში იყო საქმე? დედა ასე მხოლოდ მაშინ წუხდა, როცა ბავშვებს რამე გვიჭირდა. იმედია ჩემს ძმებს არაფერი მოსვლიათ. დილით საშინელმა ზარმა გამაღვიძა, მთელი ღამე უცნაური სიზმრები მესიზმრებოდა და ახლაც უცნაურად ვგრძნობდი თავს. გარეთ საშინელი ამინდი იყო, წვიმდა და ქარი ქროდა, რაც ზაფხულის ბოლო თვისთვის საკმაოდ უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ ყველაზე დიდი უცნაურობა ის იყო, რომ ”ჩემი მტრედი” თავის ჩვეულ ადგილას არ იჯდა. ის ყოველთვის მოდიოდა ხოლმე, მხოლოდ მაშინ არ მოსულა, როცა ნიკუშას უჭირდა. ღმერთო! არა! ოღონდ ნიკუშას არაფერი დაემართოს, ოღონდ მას არა! -აბა მხატვარო როგორ გეძინა? მოიფიქრე რას დახატავ?-ფიქრებიდან იკას მხიარულმა ხმამ გამომარკვია -ჯერ არ მომიფიქრებია, დღეს ეკა საღამოს მოვა და მანამდე მოვიფიქრებ რა დავხატო-პირველ კითხვაზე ვერ ვუპასუხე, რადგან ჯერ მისთვის ამ ყველაფრის მოყოლა არ მინდოდა, მოვიდოდა დრო, როდესაც მას ყველაფერს მოვუყვებოდი, მაგრამ დღეს არა! საუზმედ როგორც ყოველთვის ჩაი და ბუტერბროდები გვქონდა, საუზმემაც უჩვეულოდ ჩაიარა, რადგან ლაშას არც კი დაუცინია ჩვენთვის. დავაკვირდი, რომ დღევანდელი დღე უცნაურობებით იყო სავსე და ეს არ მომეწონა. საუზმის შემდეგ სასწრაფოდ ოთახში გავიქეცი, რადგან მეგონა იქ ”ჩემი მტრედი” დამხვდებოდა, მაგრამ ის იქ არ იყო. შემდეგ ვეცადე ყვავილებიანი მდელო დამეხარა, მაგრამ არ გამომივიდა. დღევანდელი დღე ისე გაიწელა, რომ ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა. სული მეხუთებოდა უკვე ამდენი უცნაურობებისგან. საღამოს ყველანი დიდ დარბაზში ვიყავით. მე ფანჯარასთან მიდგმულ სარწეველა სკამში მოვკალათდი და წვიმას ვუყურებდი, მისი წვეთები ძალიან ლამაზად ცეკვავდნენ ფანჯრის მინაზე, თითქოს ხატავდნენო. ზურგზე ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი და მისკენ მივტრიალდი. ქალბატონმა თეამ თავისთან მიხმო, საკმაოდ შეწუხებული ჩანდა. -საბა გამარჯობა. მისმინე, შენთან სტუმარია მოსული, ძალიან უნდა რომ გელაპარაკოს, მას შენი დახმარება ისე სჭირდება როგორც არასდროს. მართალია შენ მას არ იცნობ, მაგრამ ის გიცნობს. ასე რომ, გთხოვ უბრალოდ მოუსმინე და ზურგს ნუ აქცევ, კარგი?-იმდენად სევდიანი და იმედიანი თვალებით მიყურებდა, რომ უარი ვერ ვუთხარი. ქალბატონმა თეამ დერეფანში გამიყვანა, ცოტა ხნის შემდეგ კი გაჩერდა და თავისი კაბინეტის კარზე მიმითითა. შევედი და დავინახე, რომ მის სავარძელში ვიღაც იჯდა. ჩემი შესვლა გაიგო თუარა, მაშინვე ადგა. ჩემკენ ზურგით იდგა და ამიტომ მხოლოდ იმას მივხვდი, რომ ჩემი სტუმარი ქალი იყო. შემდეგ კი ის მობრუნდა და მე დავინახე მისი სახე. სახე, რომელსაც ათას კაცში ვიცნობდი. ქალბატონი თეა შეცდა, მას მეც კარგად ვიცნობდი, მაგრამ მერჩივნა, რომ ეს სახე არასდროს არ მენახა. ჩემს წინ ნიკუშას დედობილი იდგა, ტირილისგან დასიებული თვალებით სევდიანად მიყურებდა და ჩემგან დახმარებას ელოდა. -საბა, გთხოვ მაპატიე. შენ ახლა მას სჭირდები, შენ ნიკუშას სჭირდები-მითხრა ჩახლეჩილი ხმით, გულში ჩამიკრა და აქვითინდა.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
შეტყობინება შეასწორა natuka - ოთხშაბათი, 2010-12-01, 10:27 PM | |
|
|
|
|
|
|
|
|
♥vampiressa♥ | თარიღი: პარასკევი, 2010-12-03, 11:59 PM | შეტყობინება # 57 |
♫ la tua cantante ♫
1449
Offline
| ana_-no, madloob :*:*:* shemdeg tavi axlavee iqnebaa დამატებულია (2010-12-03, 11:59 PM) --------------------------------------------- თავი 7 ამ დროს ჩემი გონება გაიყინა. ყველაფერს მივხვდი, მაგრამ მინდოდა ეს უბრალოდ ჩემი ვარაუდი ყოფილიყო. თუ მას რამე მოუვიდა ამ ქალს ნამდვილად მოვკლავდი, მაგრამ პირველ რიგში მამას არ შევარჩენდი თუ მას რამე დაემართებოდა. ოღონდ მას არა! მხოლოდ ეს ფრაზა მიტრიალებდა ამ წუთას თავში. ძალა მოვიკრიბე და შევეცადე რაც შეიძლება მშვიდი ხმით მეთქვა. -რა დაემართა ნიკას?-თითოეული სიტყვა გამოკვეთილად ვუთხარი, მაგრამ ბოლოში ხმა მაინც ამიკანკალდა. -მაპატიე საბა გთხოვ, ძალიან გთხოვ მაპატიე-გულამოსკვნილი ტიროდა ისევ. -რა დაემართა ნიკას?-ახლა უკვე დამარცვლით და მტკიცედ ვუთხარი. -დღეს სასეირნოდ გვყავდა გაყვანილი ქალაქგარეთ, როდესაც იქიდან ვბრუნდებოდით-ქალმა ტირილს უმატა-მანქანა მოგვისრიალდა და ავარიაში მოვყევით, ჩვენ გადავრჩით, მაგრამ ნიკა ძალიან მძიმედაა ამ დროს მხოლოდ ის მინდოდა, რომ ჯერ ეს ქალი მიმეხრჩო და შემდეგ მამაჩემი. მამაჩემი იმიტომ, რომ ასე ძაღლებივით მიგვაგდო ქუჩაში და ფეხებზე დაგვიკიდა, ეს ქალი კი იმის გამო, რომ იმის თავი არ აქვს, რომ 3წლის ბავშვს ნორმალურად მოუაროს. ნეტავ ჩემგან რაღა უნდოდა? იმისთვის მოვიდა რომ გაეგებინებინა თავისი დაუდევრობა? იმისთვის რომ კიდეც ერთხელ მოეკლა ჩემი ისედაც მკვდარი გული? იმისთვის, რომ ჩემს გულში საშინელ გრძნობას_შურისძიებას დაესადგურებინა? -რა გინდათ ჩემგან?-მტკიცედ ვუთხარი და თავი მისი ხელებიდან გავითავისუფლე -ექიმებმა თქვეს, რომ ნიკუშას სისხლის გადასხმა სჭირდება, არც მე და არც ჩემ ქმარს კი ნიკუშას სისხლი არ გვაქვს. გახდები შენი ძმის დონორი? ხომ იცი დახმარება რომ არ მჭირდებოდეს არ მოვიდოდი შენთან. ჰმ, ესეიგი მხოლოდ იმ დროს უნდა მოვიდეს როცა ვჭირდები? უბრალოდ უნდა გამომიყენოს და მერე ისევ მიმაგდოს? როგორი დიდი სიამოვნებით ვეტყოდი ახლა უარს, მაგრამ სასწორზე ჩემი ძმის სიცოცხლე იდო და ამის გაკეთება არ შემეძლო. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, ძალა მოვიკრიბე და შევეცადე აუღელვებლად მეთქვა -როდის მივდივართ? -ახლავე, კარგი? -კარგი. 5წუთში უკვე მის მანქანაში ვიჯექი უკანა სკამზე და საავადმყოფოსკენ მივდიოდით. გამიკვირდა გარეთ მანქანა რომ დამხვდა და ეს სახეზე აშკარად შემეტყო. ქალმაც შეამჩნია და მითხრა, რომ თავისი ქმრის მანქანა დაუმტვრევით. ასევე გამეცნო და მითხრა, რომ თურმე ნატო ჰქვია. რაში მაინტერესებდა ახლა მისი სახელი? მე მხოლოდ ის მინდოდა ჩემ ძმასთან რაც შეიძლებოდა მალე მივსულიყავი და არა ამ ქალთან საუბრის გაბმა. ნახევარ საათში უკვე საავადმყოფოში ვიყავით. იქ მისი ქმარი ზურა გვიცდიდა და თან ექიმს ელაპარაკებოდა. ნატოს ჩემთვის ხელი არ გაუშვია და ძალიან თბილად მექცეოდა. მის ქმართან მივედით და ნატომ ნიკუშას მდგომარეობა იკითხა. -სამწუხაროდ ისევ უგონოდაა, ექიმები ვერაფერ საიმედოს ვერ გვეუბნებიან, მხოლოდ ოპერაცია თუ გადაარჩენს, მაგრამ ამისთვის სისხლია საჭირო. -ხოდა მაშინ ექიმს უთხარი, რომ სისხლი ვიშოვეთ და საოპერაციო მოამზადოს.-ძალიან არ მესიამოვნა, რომ ასე დაუფარავად გამოხატავდა ნატო ჩემს მიმართ დამოკიდებულებას. ესეიგი მე მისთვის უბრალო სისხლი ვიყავი ხომ? უბრალო სისხლის მარაგი, რომელსაც გამოწურავდნენ და მერე სახლში გაუშვებდნენ. ჩემს თავზე სიმწრისგან მეცინებოდა. რატომ დამცინოდა ყველა ასე? რა დავაშავე ასეთი, რომ ასე ვისჯები? მე ხომ უბრალო უზრუნველი ბავშვი ვიყავი. -საბა, ეხლა ექიმთან წაგიყვან, რომ შეამოწმონ შეძლებ თუ არა ნიკას დონორობას, კარგი?-მკითხა ნატომ. დარწმუნებული ვიყავი, რომ როდესაც სისხლს ამიღებდნენ, მაშინვე სახლში გამიშვებდნენ, ისე, რომ ნიკას არც კი მანახებდნენ, მე კი ამას არ დავუშვებდი. -სანამ ნიკუშას არ ვნახავ არსად არ წამოგყვებით.-ვუთხარი მტკიცედ, რათა დარწმუნებულიყო, რომ მართლა ასე მოვიქცეოდი. -კი მაგრამ ასე არ შეიძლება, შენ შემპირდი! ნიკუშასთან შენი შესვლა აუცილებელი არაა, მერე განახებ -არა! სანამ მას არ ვნახავ არსად არ წამოვალ. თქვენთვის უკეთესია მალე მიიღოთ გადაწყვეტილება, რადგან ოპერაცია გვიანდება. -ასე არ შეიძლება-აწიწინდა ქალი-ასე არ შეიძლება, შენ არ გაქვს უფლება რომ -ნატო დაწყნარდი. საბას აქვს უფლება რომ ეს გვთხოვოს-საუბარში ზურა ჩაერთო-წამომყევი შვილო, მე შეგიყვან ნიკასთან-შვილო რომ დამიძახა თავი საშინლად ვიგრძენი, უფრო სწორად კი უცნაურად. მამა ასე არასდროს მეძახდა, ყოველთვის ძალიან მკაცრი იყო და არც არასდროს გვეფერებოდა, სულ სახელებით მოგვმართავდა, ისიც იმ შემთხვევაში გვეუბნებოდა რამეს, თუ დავჭირდებოდით. ამ სრულიად უცხო კაცმა კი თავისი ცოლისგანაც დამიცვა და შვილოც დამიძახა. მიხარია რომ ნიკუშას მაინც ეყოლება გვერდით ისეთი ადამიანი, რომელიც მამის მაგივრობას გაუწევდა. იქნებ მას მაინც არ ეგრძნო ის ტკივილი, რისი გადატანაც მე მიწევდა. ყოველ შემთხვევაში მას არავინ გააგდებდა სახლიდან 18წლის შემდეგ. ჰმ, რა კარგად ჟღერს სიტყვა სახლი. ადრე ამას ყურადღებას არასდროს ვაქცევდი, მაგრამ ახლა.... ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ ზურამ პალატის კარი შემიღო. -ნიკა აქ წევს, შედი და რამდენ ხანსაც გინდა იყავი, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ოპერაცია მალე უნდა გაუკეთდეს. -გმადლობთ და გპირდებით, რომ მალე გამოვალ-წინადადების ბოლოს ხმა ამიკანკალდა, რადგან ბურთი, რომელიც ყელში მქონდა გაჩხერილი საშინლად მახრჩობდა. ოთახში შევაბიჯე და საწოლში მწოლიარე ნიკა დავინახე. გული საშინლად მეტკინა, თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი.
ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =) my blog <3 natuka
შეტყობინება შეასწორა natuka - შაბათი, 2010-12-04, 0:00 AM | |
|
|
|
Rosalie | თარიღი: შაბათი, 2010-12-04, 8:24 PM | შეტყობინება # 59 |
MrS. Cullen
989
Offline
| | |
|
|
|