ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: Bells, S@li, DreaMy  
life, love, meaning...

♥vampiressa♥თარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 7:11 PM | შეტყობინება # 1
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
სახელწოდება: Life, Love, Meaning
ავტორი: natuka
რეიტინგი: G (General)
ბეტა: Bells
ჟანრი: მელოდრამა
სტატუსი: წერის პროცესშია
ავტორისგან: ეს არის ნამდვილი ამბავი, რომელიც გადახდა პაპაჩემს და სწორედ მისი სურვილით ვწერ ამ ფიკს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისთვის ნინის(Bells). იმედია მოგეწონებათ.



თავი I

ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა დამთავრდა. ადამიანები ყოველთვის ყველაფერს მაშინ ვაფასებთ როცა ის მთავრდება და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. მართალია მაშინ პატარა ვიყავი, თუ შეიძლება ასე ითქვას 5წლის ბავშვზე, მაგრამ მაინც ყოველთვის მამას უფრო მეტ პატივს ვცემდი და ის უფრო მიყვარდა, რადგან მკაცრი იყო. დედა კი... დედა ყველა სურვილს გვისრულებდა. მაშინ არ ვიცოდი ასე რატომ იქცეოდა, მაგრამ ახლა უკვე მივხვდი. ალბათ ის ყველაფერს წინასწარ გრძნობდა და უნდოდა, რომ კარგად დაგვემახსოვრებინა... მან იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ საავადმყოფოში დაწოლაზე მაინც უარი თქვა რათა ჩვენ არ მოგვშორებოდა არც ერთი წამით. ჩემს ოჯახში 5ბავშვი ვიყავით, ხუთივე ბიჭი და აბა ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ თავი დედას ადგილას. როგორია მცირეწლოვანი ბიჭების მოვლა ძვლის კიბოთი დაავადებული ქალისთვის. დედა გმირი ქალი იყო. მან შეძლო და ისე დაიღუპა, რომ არც ერთს არაფერი არ მოგვაკლო, მაგრამ მე მერჩივნა სადმე სოროში მეცხოვრა და ის დღე არ გათენებულიყო როდესაც მე დედა დავკარგე......... გუშინდელი დღესავით მახსოვს 13წლის წინ მომხდარი ამბავი. 12მაისი ღამდებოდა, საშინლად წვიმდა, დედა უკვე ძალიან ცუდად იყო და არც იმის თავი აღარ ჰქონდა, რომ ვენუგეშებინეთ როგორც ყოველთვის. საღამოს 8საათიდან მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, როდესაც დედამ გულში ჩამიკრა და მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა თვალები რატომ დახუჭა. მისი სახე ისევ უზადოდ ლამაზი იყო, ტუჩებზე ნაზი ღიმილი გადაჰკვროდა. ჩემი ძმები დიდები იყვნენ, 10, 13 და 15 წლის და ამიტომ ტირილი "მაგარ ბიჭობად" არ მიაჩნდათ. მე და ჩემი ძმა კი, ოჯახში ყველაზე პატარები ვიყავით, მე 5წლის, ნიკა კი 3-ის და ამიტომ ვერ გავიგეთ რა მოხდა. არც მამას არ უტირია. ყოველთვის იძახდა დავითის თვალიდან ერთი ცრემლი არ ჩამოგორებულა და თქვენც ასეთები უნდა იყოთო. დედა ისედ დავასაფლავეთ არავის უტირია. მე იმედი მქონდა, რომ დედა დაბრუნდებოდა, რადგან ის შემპირდა, მან ძილის წინ მითხრა, რომ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა... დასაფლავებიდან რამოდენიმე თვე იყო გასული, როცა მამას საუბარი შემთხვევით მოვისმინე, ის თავის მეგობარს ეუბნებოდა, რომ ნინო, ანუ დედაჩემი წარსულს ჩაბარდა. ის იმ წარსულის ნაწილი იყო რომლის გახსენებაც არ უნდოდა. უთხრა რომ დედას სიკვდილამდეც აპირებდა ამას, მაგრამ გამბედაობა არ ეყო. ამ საუბრიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე და ამიტომ მამასთვის არაფერი მიკითხავს. ყველაფერი მაშინ გახდა ცნობილი, როცა მამამ მეორე დღეს ვიღაც ქალი მოიყვანა და გვითხრა რომ დღეიდან ეს ქალი "დედაჩვენი" გახდებოდა. ქალი საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ დედას ვერც კი შეედრებოდა. ზუსტად ერთი თვე ვიცხოვრეთ მშვიდად, მაგრამ ერთი თვის თავზე მარიმ( ახალმა "დედიკომ" ) მამას გამოუცხადა, რომ ჩემი და ნიკუშას მოვლა აღარ მოსწოდა, ჩვენ ბავშვები ვიყავით და ამიტომ ბევრ პრობლემებს ვქმნიდით. მამა ჩუმად იყო და მარის ყვირილში ხელს არ უშლიდა. როდესაც მარიმ თავისი სათქმელი თქვა, მამამ წყნარად უპასუხა: რა პრობლემაა საყვარელო, ხომ იცი რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს სიტყვები ახლაც დანასავით მესობა გულში. წვიმიანი საღამო იყო... მამამ მე და ნიკუშას ბარგი ჩაგვილაგა, საწვიმარი ლაბადა მოისხა და ქუჩაში გაგვიყვანა. უახლოეს ბავშვთა სახლამდე ფეხით მივედით, ჭიშკართან მამა შეჩერდა, პატარა კონვერტი მომცა ხელში და მითხრა რომ მალე მომინახულებდა, ახლა კი ამ ჭიშკარში უნდა შევსულიყავი და კარისკაცისთვის მამას მოცემული კონვერტი გადამეცა. მამამ ზურგი გვაქცია და სწრაფად გაგვეცალა, ახლაც მახსოვს მისი ჩექმების ხმა როცა დიდ გუბეში ადგამდა ფეხს. მამა გარბოდა, მე და ნიკა კი ვიდექით და ვუყურებდით. ახლაც საშინლად წვიმდა, როგორც მაშინ როცა დედამ მიგვატოვა და დაგვპირდა რომ სულ ჩვენთან იქნებოდა. მე უკვე ამ დაპირებების აღარ მჯეროდა..............


შეტყობინება შეასწორა natuka - შაბათი, 2010-11-20, 0:21 AM

Rosalieთარიღი: ორშაბათი, 2010-11-22, 9:38 PM | შეტყობინება # 31
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
vaiime sawyali bavshviii.. ra unamusod gaashviles :|



♥vampiressa♥თარიღი: სამშაბათი, 2010-11-23, 10:59 PM | შეტყობინება # 32
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bavshvebo sashinlad var gaciebuli, magali sicxe maqvs da tvakebi mewvis da didi bodishi raa. shemdegi tavi yvelanairad vecdebi male davwero. madlobt motminebistvis da kidev ertxel gixdit bodishs kiss

დამატებულია (2010-11-23, 10:59 PM)
---------------------------------------------

თავი 4
-ღმერთო! ბავშვმა გონება დაკარგა!
-ვინმემ სასწრაფო გამოიძახეთ!
-თავშესაფრის ექთანი მოიყვანეთ!
-საბაა, გაახილე თვალები, გამოფხიზლდი!-მესმოდა სხვადასხვა შეძახილები ჩემი მხრიდან, მაგრამ ამას უკვე აღარანაირი აზრი აღარ ჰქონდა. ჩემთვის აღარ ჰქონდა აზრი იმას, დამიბრუნდებოდა გონება თუ არა. მე მაშინ მოვკვდი, როცა ის საშინელი სურათი დავინახე და აწი ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა. უცებ თითქოს დავმსუბუქდი და ზემოთ ავფრინდი. თავისუფლად მივფრიავდი ზემოთ, დაბლა დავიხედე და დავინახე ჩემი უგონო სხეული. გარშემო ხალხი დასტრიალებდა და ცდილობდა გონს მოეყვანა. იქვე დავინახე ნიკუშაც, რომლის გაყვანაც მანამდე მოესწოთ ოთახიდან სანამ ცუდად გავხდებოდი. მას უკვე ახალი ოჯახი ჰყავდა, მაგრამ ეს ჯერ თვითონაც არ იცოდა. ქალის ხელებში ჩასძინებოდა და ისე განაგრძობდნენ გზას. მივფრინავდი სადღაც შორს, უსასრულობაში. ვცილდებოდი ამ ბინძურ სამყაროს. გერდით თეთრი მტრედი მომყვებოდა. ნაზად მოფრინავდა ჩემთან ერთად. ძალიან ნაცნობი იყო ჩემთვის მისი გამოხედვა. ფრენას ვასრულებდი, რომ უცებ თითქოს ვიღაცამ ფეხებში ჩამავლო ხელი და ძირს ჩამომაგდო. მწარედ დავენარცხე ძირს და ისეც დავმძიმდი.
თვალები თეთრ ოთახში გავახილე. მაშინვე წამლის სუნი მეცა ცხვირში. ოთახში არავინ იყო, სულ მარტო ვიყავი. გული შემეკუმშა, არ მინდოდა მარტო ყოფნა. რატომ გამომაფხიზლეს? მე ხომ იქ ბედნიერი ვიქნებოდი. დედასაც ვნახავდი... უცებ კაკუნისმაგვარი ხმა გავიგე. კარზე არავინ აკაკუნებდა. ფანჯარაში გავიხედე, რომელიც ჩემი საწოლის გვერდით იყო ამოჭრილი და გული სითბოთი ამევსო. ფანჯარაში თეთრი მტრედი იჯდა და მზრუნველი თვალებით მიყურებდა. მას უკვე ისე შევეჩვიე, რომ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ის დღე, როცა ის არ მოდიოდა. უცებ ფეხის ხმა გავიგე და გავირინდე. თავი მოვიმძინარე. ექიმი ჩემს ოთახში შემოვიდა, რაღაც აპარატები შეამოწმა, მერე კი თავშესაფრის დირექტორს უთხრა, ეს ყველაფერი ნერვული და ფსიქოლოგიური სტრესის ბრალია, მალე გამოჯანმრთელდება, მაგრამ იქნებ როგორმე ბავშვის მშობელს დაუკავშირდეთ, არ აწყენდა ბავშვთან გასაუბრება. ის კი არა ახლა აუცილებელიცაა, რომ ბავშვი ვინმეს ესაუბროსო. ჰმ, მე მამაჩემთან გასაუბრება უკეთ გამხდიდა? თუ ექიმმი ასე ფიქრობდა მაშინ ძალიან ცდებოდა. ის მე უარესად გამხდიდა. და საერთოდაც, ის ჩემთვის აღარ არსებობდა, მან მაშინვა თქვა ჩემზე უარი, როცა ნიკასთან ერთად თავშესაფრის ჭიშკართან დამტოვა და მე რაღატომ უნდა მდომოდა მასთან ყოფნა? რატომ უნდა მეცა პატივი იმ ადამიანისთვის, ვინც ასე ძაღლივით მიმაგდო ქუჩაში? გადავწყვიტე, რომ ამ ფიქრებს არ ავყოლოდი და ექიმისთვის მეთქვა რომ გავიღვიძე.
-გამარჯობათ ექიმო, დიდხანს ვიყავი ასე გათიშული?
-გამარჯობა საბა. რა კარგია რომ გაიღვიძე, ახლა უკეთ შევძლებ შენს გასინჯვას. ორი დღე უგონოდ იყავი.-ღმერთო ჩემო, მთელი ორი დღე ასე გათიშული ვიყავი. ანუ გამოდიოდა, რომ ზეგ ჩემი დაბადების დღე იყო. ზეგ ექვსი წლის ვხდებოდი.
-ექიმო, მალე გამწერთ აქედან?-როგორ არ მინდოდა დაბადების დღის საავადმყოფოში გატარება. თუმცა რა აზრი ჰქონდა სად ვიქნებოდი? ამ დღეს უკვე აღარავინ აღარ აღნიშნავდა.
-დღეს კიდევ დაგაკვირდებით და თუ მდგომარეობა არ გაუარესდა ხვალ უკვე შინ იქნები-საინტერესოა შინში თავშესაფარი იგულისხმა?
მთელმა დღემ უაზროდ ჩაიარა, ყოველ საათში ექთნები შემოდიოდნენ და მდგომარეობას ამოწმებდნენ, რაღაც წამლებს მასმევდნენ და ერთი ნემსიც გამიკეთეს. არ მიტირია. ძალიან კი მეტკინა მაგრამ მაინც არ მიტირია, მე ახლა უკვე დიდი ვარ და დიდები კი არ ტირიან ნემსის ჩხვლეტაზე. საღამოს ჩემთან თავშესაფრის დირექტორი და ირაკლი მოვიდნენ. მომინახულეს და ხილი მომიტანეს, ქალბატონი თეა მალევე გავიდა გარეთ, მაგრამ ირაკლი კი ჩემთან დიდი ხანი დარჩა. თურმე რა კარგი ყოფილა, როცა შენზე ზრუნავენ და ვინმესთვის მაინც სულ ცოტათი მნიშვნელოვანი ხარ. ირაკლი ძალიან კარგი ბავშვი აღმოჩნდა. ის თავშესაფარში იმიტომ იყო, რომ მის მშობლებს უნდოდათ ღირსეული ადამიანი ყოფილიყო მათი შვილი. იკა ბევრ რამეს მომიყვა და შემპირდა, რომ ამიერიდან მეგობრები ვიქნებოდით. იკაც ჩემი ტოლი იყო და არ გაგვიჭირდებოდა საერთო ინტერესების პოვნა. თურმე ქალბატონ თეას უთქვამს ჩემზე არ მინდა ბავშვი ოთახში მარტო იყოს და ამიტომ მის ოთახში ვინმე უნდა გადავიყვანოთო. იკას გამოუთქვამს სურვილი და ქალბატონი თეაც დასთანხმებია. ამიერიდან მე და ირაკლი ერთ ოთახში ვიცხოვრებთ. ირაკლიმ ის ტორტიც მომიტანა ნიკუშას ასე ძალიან რომ მოეწონა და გამასინჯა. მართლა ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. კიდევ ნიკუშას პატარა დათუნიაც წამომიღო, თურმე ქალბატონ ეკას ჩემოდანში ჩადება დავიწყნოდა. კარგია, დათუნია მეყოლება მანამდე სანამ ნიკას ვიპოვი. მე მას აუცილებლად ვიპოვი, თუ უნდა ნუ წამოვა ჩემთან, მაგრამ აუცილებლად უნდა ვნახო და გულში ჩავიკრა. შეიძლება მაშინ აღარც ვახსოვდე, მაგრამ მე ყველაფერს გავახსენებ. დღეს მე დავიფიცე, რომ ნიკას აუცილებლად ვიპოვი.
მეორე დღეს უკვე თავშესაფარში, ანუ შინ დამაბრუნეს. მაშინვე ჩემს ოთახში წავედი და ფანჯარა გამოვაღე. იქ ხომ ჩემი მტრედი მელოდა. ის ისეთი წყნარი იყო, რომ გავბედე და ხელში ავიყვანე. მომეკრო და აღარ მომცილდა, თითქოს მეფერებოდა. ძალიან მესიამოვნა. იკას ვთხოვე, რომ ნიკუშას საწოლი ჩემთვის დაეთმო, თვითონ კი ჩემს ყოფილ საწოლში დაწოლილიყო. უარი არ უთქვამს და მეც ჩემი ნივთები ნიკას ყოფილ კარადაში გადავიტანე. ის ახლა უკვე ჩემი იქნებოდა და ყოველთვის, როცა ამ კარადიდან რაიმეს გამოვიღებდი, გამახსენდებოდა ჩემი ფიცი, რომ ნიკა აუცილებლად უნდა მენახა. საღამოს ბავშვები ერთ ოთახში შეიკრიბნენ. დღეს მათ მეც შევუერთდი, რადგან იკამ მთხოვა, რომ გავყოლოდი. ის ძალიან მხიარული ბავშვი იყო და ამიტომ მასთან ერთად სულ ცოტა ხნით მავიწყდებოდა ჩემი ამბავი. საღამოს უკეთეს ხასიათზე ვიყავი, მაგრამ ბავშვებთან მაინც არ მითამაშია. უბრალოდ ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი რა კარგი იქნებოდა, რომ ”მამას” ჩემში არ ჩაეკლა ბავშვი და ახლა მეც იმ ბავშვებისნაირი უდარდელი ვყოფილიყავი.



ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

☆AnasteishA☆თარიღი: სამშაბათი, 2010-11-23, 11:07 PM | შეტყობინება # 33
Love is an inscrutable kind of magic
1075
56  +
   ±
Offline
natuka, au, ra magari tavi iyo naat cry cry cry cry am patara bavshvis pikrebi magijebs pirdapir. ra nichieri myavxar happy happy happy tvalebi gewvoda da mainc dawere chveni gulistvis. ai, ro gamojanmrteldebi mere ase patara tavebit agar davkmayofildebi. vkitxulob da ar minda xolme ro damtavrdes kiss


♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-24, 2:23 PM | შეტყობინება # 34
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
AnasteishA, genacvaleee kiss :kiss: kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Rob♥Stenთარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-24, 2:46 PM | შეტყობინება # 35
MrS.Cullen
1458
37  +
   ±
Offline
natuka, Sityvebi Ar Myofniis love Lamis Avbgavldii love Umagresi tavi iyoo love


★Gvanca★თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-24, 3:01 PM | შეტყობინება # 36
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
natuka, dzaan magari tavia ro vkitxulobdi tvalze cremli momadga love love dzaan nichieri xar


♥vampiressa♥თარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-24, 9:59 PM | შეტყობინება # 37
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
Rob♥Sten, bella-bella, dzaan didi madloba bavshvebooo kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

bella-vampireთარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 2:37 PM | შეტყობინება # 38

842
83  +
   ±
Offline
natuka, vaimee. martla dzalian magari iyooo :* rogor shemecoda sabaaa sad kargia rom iraklisnairi megobari ipova. axla sul martoc agar iqneba da dardis gamziarebeli eyoleba happy happy guli amichuyda dzalian sad shemdeg tavs velodebii :*

♥vampiressa♥თარიღი: ხუთშაბათი, 2010-11-25, 5:01 PM | შეტყობინება # 39
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
bella-vampire, madlob :* shemdeg tavs cota daagviandeba, chem betas kompi gaufuchda da albat xvalistvis gaaketebs. bidishit rom galodinebt kiss :kiss: kiss


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

ROBsessedთარიღი: შაბათი, 2010-11-27, 7:03 PM | შეტყობინება # 40
***
1111
54  +
   ±
Offline
naatt ai ro mitxari tavidan daweras vapirebo maincdamainc mashin gamitishes neti da ai yoveldge imas vfiqrobdi natukas motxrobis wakitxva minda...ra magari iqneba metqi da ai ro chavrte shemovedi pirdapir da wavikitxe :X:X:X:X:X
ar mepareboda echvi rom aseti magari iqneboda :X:X nichieri xar :X nichi gaqvs xatvis da weris :X:X:X:X orive magra gamogdis magram wera jobia :X:X:X
ai umagresad wer :X:X vitirebdi kidev rom gagrdzelebuliyo :X:X:X:X
miyvarxar da ai martla umagresia :X:X:X

CHEMI NICHIERI
:love:




Dobby has no master! Dobby is a free elf and Dobby has come to save Harry Potter… And his friends! ♥

♥vampiressa♥თარიღი: კვირა, 2010-11-28, 3:22 PM | შეტყობინება # 41
♫ la tua cantante ♫
1449
54  +
   ±
Offline
ana_-no, vaime genacvale aan, didi madloba :*:*:* chemi chkviani gogo miyvarxar :*:*:*


ფიკზე გადასასვლელად დააკლიკეთ სურათს =)
my blog <3
natuka

Bellsთარიღი: კვირა, 2010-11-28, 4:26 PM | შეტყობინება # 42
Between Clouds And Heaven
1089
84  +
   ±
Offline

თავი 5
დილით ადრე გამეღვიძა. დღეს ჩემი დაბადების დღეა. მე უკვე 6წლის ვარ. ამ დღეს დედა ყოველთვის ჩემს საყვარელ კენკრის ტორტს მიცხობდა ხოლმე და დილით ტუმბოზე მახვედრებდა. საჩუქრებიც საწოლშივე მხვდებოდა. 25აგვისტოს ჩვენს ოჯახში ყოველთვის მხიარულება იყო ხოლმე. დღეს კი... დღეს ჩემს დაბადების დღეს არავინ აღნიშნავდა, არც კენკრის ტორტს მომიტანდა ვინმე და არც საჩუქრებს. ისე საჩუქრები არც მინდოდა, ამ დღეს ყველაზე დიდი საჩუქარი დედას დაბრუნება იქნებოდა, მაგრამ.... ფიქრი საშინელმა ზარის ხმამ გამაწყვეტინა. როგორ ვერ ვიტანდი ამ ზარს. ტუმბოსკენ გადმოვტრიალდი, რომ საათი მენახა და უცებ იმან რაც დავინახე შოკში ჩამაგდო. ფანჯრის რაფაზე თეთრი მტრედი იჯდა და ნისკარტში ჩემი საყვარელი კენკრა ეჭირა. ფანჯარა სწრაფად გავაღე და მტრედი ოთახში შემოვუშვი. მან კენკრა ტუმბოზე დამიდო და ნაზად ჩაიღუღუნა. მას მივეფერე და უცებ ხელზე დამაჯდა. ძალიან თბილი და ფუმფულა იყო. მის გულის ცემასაც კი ვგრძნობდი. უცებ ირაკლიმაც გაიღვიძა და მაშინვე ჩემსკენ გადმობრუნდა. მტრედით ხელში რომ დამინახა თვალები გაუფართოვდა, ეტყობა ეგონა მძინავსო და თვალები მოიფშვნიტა. მტრედი ფანჯარაზე დავსვი, რადგან დღეს ნამდვილად არ მინდოდა იმის მოყოლა, როდიდან მოდიოდა მტრედი ჩვენთან, უფრო სწორად კი უკვე ჩემთან. ნეტავ ახლა ნიკუშა რას აკეთებს? ნეტავ უკვე გაიღვიძა? ახსოვს რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა? შეიძლება მისმა ახალმა ”მშობლებმა” ბავშვს იმდენი უჩიჩინეს, რომ ყველაფერი დაავიწყებინეს, მაგრამ იმედია ასე არ მომხდარა. უცებ ირაკლი საწოლის ქვეშ შეძვრა და იქიდან დიდი და ლამაზად შეფუთული ყუთი გამოიღო.
-საბაა, გილოცავ დაბადების დღეეს. რა მაგარია უკვე დიდი ბიჭი ხაარ!-ნიკამ გამიღიმა და ყუთი საზეიმოდ გამომიწოდა-ეს ჩემგან.
-დიდი მადლობა იკა, რატომ შეწუხდი, არ იყო საჭირო-თავი უხერხულად ვიგრძენი.
-რა შეწუხებაა საბა, ეს დედიკომ მომცა, როდესაც ნამდვილ მეგობარს იპოვი ეს აჩუქეო და მეც შენ გაჩუქე
-დიდი მადლობა იკა ჩემზე ასე რომ ფიქრობ
-არაფრის. მიდი რა მალე გახსენიი, მეც ძალიან მაინტერესებს რა არის შიგნით-თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
იკას თხოვნა შევუსრულე და ყუთი გავხსენი. შიგნით პატარა ნაჭერში გადახვეული იყო რაღაც. ნაჭერი გადავხსენი და თვალები გამიბრწყინდა. ნაჭერში ულამაზესი ოქროს ჯვარი იყო გახვეული.
-იკა რა მაგარიაა-მეგობარს გახარებული მოვეხვიე-მაგრამ ეს ჩემთვის მეტისმეტია, მე ხომ სანაცვლოდ არაფრის მოცემა არ შემიძლია.
-კარგი რა საბა, შენ ჩემი პირველი მეგობარი ხარ, რომელიც იმის გამო არ დამცინის, რომ მდიდარმა მშობლებმა მხოლოდ იმის გამო მიმატოვეს რომ ჩემი მოვლა ეზარებოდათ და არა იმიტომ, რომ უნდოდათ დაბალ ფენასთან მქონოდა ურთიერთობა.
-ანუ მათ შენი მოვლა ეზარებოდათ?-ამ ამბავმა გამაოცა
-რა თქმა უნდა. ამას ყველა ხვდებოდა, ნუთუ ვერ მიხვდი? დედაჩემი უბრალოდ მოვალეობის გამო მოდის და მნახულობს, ჰგონია ძვირფასი საჩუქრებით ჩემს გულს მოიგებს, მაგრამ ცდება. მის საჩუქრებს მირჩევნია ერთხელ მაინც გულით ჩამეხუტოს. მაგრამ მოდი დღეს ამაზე ლაპარაკი არ გვინდა. დღეს შენი დაბადების დღეა და არ უნდა მოიწყინო-შოკისმომგვრელი ამბავი იკამ გადამდები მხიარულებით დაამთავრა. მისი ნაჩუქები ჯვარი სასწრაფოდ კისერზე ჩამოვიკიდე, ჩავიცვი და შემდეგ გარეთ ერთად გავედით. ბავშვები უკვე სასაუზმოდ იყვნენ დამსხდარნი და ჩვენმა გამოჩენამ ყურადღება მიიპყრო.
-ორი მათხოვარი ერთმანეთს დაუგემობრდა. ჰაჰა, ეს მამამისმა თავის ახალ ნაშაზე გაცვალა-თითით ჩემკენ ანიშნა-ეს კი იმიტომ მიაგდეს რომ მოვლა დაეზარათ-გამოწეული თითი იკასკენ გაიშვირა. ღმერთო როგორ მინდოდა ის თითი მომეტეხა ამ მეტიჩარასთვის, მაგრამ ძალიან დიდი იყო. 12წლის მაინც იქნებოდა. ყურადღება არ მივაქციე მის მთასავით გარეგნობას და საჩხუბრად გავიწიე. დარწმუნებული ვარ თვალები ეშმაკურად მიელავდა. ვიცოდი ამ ჩხუბიდან დალურჯებულს გამომიტანდნენ, მაგრამ არ შევარჩენდი მე და ჩემს მეგობარს მათხოვრები რომ გვიწოდა. მართალია იმაში მართალი იყო მამაჩემმა მარიკაზე რომ გამცვალა, მაგრამ არც ამას შევარჩენდი, რადგან ჩემი ცხოვრება მხოლოდ მე მეხებოდა, მე და სხვა არავის. იკა მიჩვეული იყო დაცინვებს და ამიტომ ყურადღებაც არ მიუქცევია ამისთვის, მაგრამ მე კი ვერ მოვითმინე. ხელი დასარტყმელად მოვმუშტე, რომ უცებ ოთახში მზარეული შემოვიდა, დიდი ტორტით ხელში. ღმერთო ჩემო, ნუთუ მამას გავახსენდი და ტორტი გამომიგზავნა? იქნებ საღამოს თვითონაც მოვიდეს და მომილოცოს დაბადების დღე? იქნებ არ დაარღვიოს თავისი პირობა და მართლა მომინახულოს? გული საშინლად მიცემდა სიხარულისგან. მზარეული ჩემსკენ გამოემართა და ტორტი ლაშას, იმ ბიჭს რომლისთვისაცვ უნდა დამერტყა წინ დაუდო.
-ლაშა გილოცავ დაბადების დღეს! -ყველა ბავშვმა ერთხმად მიულოცა ლაშას დაბადების დღე, მხოლოდ მე და ირაკლი ვდუმდით. დუმდა ჩემი გულიც, რომელიც წუთის წინ გამალებით ფეთქავდა. თითქოს გაიყინა და ყველა ოცნებაც მას მიჰყვა. სულ პატარაღა დარჩა, მაგრამ ისიც გაყინული. ყელში ბურთი გამეჩხირა და მივხვდი სასწრაფოდ დარბაზიდან თუ არ გავიდოდი თავს ვეღარ შევიკავებდი და ცრემლები წამსკდებოდა. დარბაზიდან გავიქეცი. არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი. უბრალოდ მივრბოდი და ვტოვებდი დარბაზში ყველას და ყველაფერს. მხოლოდ იკას დატოვების გამო მწყდებოდა გული, ის ახლახან შევიძინე და არ მინდოდა დამეკარგა. დღეს კარგი ამინდი იყო და ამიტომ ბავშვები საუზმის მერე ეზოში უნდა გაეყვანათ. კარებებიც არ იყო ჩაკეტილი და ეზოში გამიშვებდნენ. სწორედ ამით ვისარგებლე და სასწრაფოდ გარეთ გავვარდი. ჩვენი ეზო ძალიან ლამაზი იყო და ტყეს უერთებოდა. როდესაც ეზოში მშვიდად გავედი, რადგან დარაჯმა ვერაფერი იეჭვა და თვალს მოვეფარე, მაშინვე ჩვეული ტემპით გავაგრძელე სირბილი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლა ვიცოდი სადაც უნდა წავსულიყავი. სწრაფად ავირბინე პატარა გორაკი, გავიარე ნაძვების დერეფანი, რომელიც საკმაოდ დიდად და საშიშად მომეჩვენა და ტყეში აღმოვჩნდი. პატარა მდელოზე ვიდექი. ეს საოცარი ადგილი იყო. გარშემო ყველაფერი მწვანე იყო, უზარმაზარი ხეები გალავანივით აღმართულიყვნენ და მზის სხივებს შიგნით არ უშვებდნენ. ულამაზესი და დიდი გვიმრებიც ამშვენებდა გარემოს. აქ თითქოს ჰაერიც კი მწვანე იყო. გადავწყვიტე რომ დღევანდელი დღე აქ გამეტარებინა და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა აქ დავრჩენილიყავი. პატარა კუნძი დავინახე და მისკენ გავემართე. ტყეში ადრეც დავდიოდი, მაგრამ ეს ადგილი არასდროს მინახავს. კუნძზე ჩამოვჯექი და გარშემო მიმოვიხედე. აქ არავინ იყო და ალბათ არც არავინ გამოჩნდებოდა. დრო მქონდა განმარტოებისთვის და საფიქრელად. მაგრამ..... მაგრამ უცებ ჰაერში თეთრი ანგელოზი დავინახე. უფრო სწორად კი ანგელოზივით ლამაზად მფრინავი თეთრი მტრედი. ჩემი თეთრი მტრედი. ის შემოფრინდა ნაძვების გალავანში და ჩემს გვერდით დაჯდა მიწაზე. ღმერთო ჩემო! ეს დაუჯერებელია. როგორ მიპოვა? საიდან გაიგო სად ვიყავი? ის ხომ დარბაზში არ ყოფილა და შესაბამისად არც დაუნახავს, რომ იქიდან გამოვიქეცი. ეს ამბავი უკვე ძალიან მაეჭვებდა. ეს უბრალო თეთრ მტრედს არ გავდა. თითქოს სპეცალურად ჩემთვის იყო გამოგზავნილი ზეციდა და მმფარველობდა. თითქოს ის კი არა, დედა იყო აქ და ის მეჯდა გვერდით. ყოველთვის გული სიხარულით მევსებოდა როცა ამ თეთრ მტრედს ვხედავდი და მაშინვე ყველაფერი მავიწყდებოდა. თითქოს დედა არც მომკვდარა, ის ყოველთვის ჩემთან იყო. მართალია ეს შეუძლებელია, მაგრამ სასწაულებიც ხომ ხდება? დედა ყოველთვის ასრულებდა თავის პირობას, თან ძალიან მორწმუნე და ეკლესიური იყო და ალბათ ამიტომაც ღმერთმა დააჯილდოვა და მტრედის სხეული მისცა, რომ თავისი პირობა არ დაერღვია. ალბათ სწორედ ამიტომ გამოჩნდა ჩემი თეთრი მტრედი დედას დაღუპვის მეორე დღესვე. ძალიან მინდოდა ამ ამბის გარკვევა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ გამერკვია. უცებ ჩემი სიზმარი გამახსენდა. აი ის მაშინ რომ ვნახე სანამ ნიკას წაიყვანდნენ. მაშინ ხომ მტრედი ვიღაც ქალად გადაიქცა, მაგრამ საშინელი ზარის გამო ამ ქალის სახის დანახვა ვეღარ მოვასწარი. ნეტავ კიდევ დამესიზმროს ის სიზმარი. ამ იმედით სასწრაფოდ გავიძვრე მოსაცმელი, მიწაზე დავწექი და ზედ დავიფარე რომ არ გავციებულიყავი. შევეცადე დამეძინა, ნაგრამ არ გამომდიოდა. ბოლოს მაინც ჩამთვლიმა და დავიკარგე სიზმრების ულამაზეს სამყაროში, რომელიც ჩემთვის უკვე აღარ იყო ულამაზესი. სულ უაზრო სიზმრები მესიზმრა, მაგრამ ერთი სიზმარი ძალიან მომეწონა. ვითომ დიდი ვიყავი და ლაშა მაგრად ვცემე, მერე კი იმ ტორტში რომელიც მზარეულმა მოუტანა თავი ჩავაყოფინე. ძილშიც ბევრი ვიცინე ამ სიზმარზე. ამ სიზმრის მერე გამომეღვიძა. თეთრი მტრედი მაინც ვერ ვნახე, მაგრამ იმედია ღამე ვნახავდი. თვალები მოვიფშვნიტე და სწრაფად გავახილე, რომ ძილი აღარ მომრეოდა. ასე დედამ მასწავლა. როცა თვალები გავახილე ძალიან შემეშინდა, რადგან უკვე ღამე იყო. არც დიდი ნაძვები ჩანდნენ მცველებად, არც გვიმრები ლამაზებად და არც ჰაერი მწვანედ. თითქოს ყველაფერი ჩამუქებულიყო და ძალიან მაშინებდა. ახლა თავშესაფარშიც ვეღარ წავალ, რადგან უკვე ღამეა და კარებები ჩაკეტილი ექნებათ. დარწმუნებული ვარ მარტოსული და მთელი დღე ოთახში ჩაკეტილი ბავშვის გაქრობას ვერავინ შენიშნავს და ძებნასაც არ დამიწყებენ. უცებ ყურში, სისხლის გამყინავი ყმუილი ჩამესმა. უკვე პანიკა მიპყრობდა და ამას ისიც დაერთო რომ ბალახზე ნაბიჯების ხმა გავიგე.
-ვინ ხარ?-მინდოდა ხმამაღლა დამეძახა, მაგრამ შიშისგან ხმა ჩამიწყდა და უფრო ჩურჩული გამომივიდა ვიდრე დაძახება. პასუხი არ იყო, მაგრამ ნაბიჯები უფრო აჩქარდა ისევე, როგორც ჩმი გულის ცემა.




შეტყობინება შეასწორა Bells - კვირა, 2010-11-28, 4:27 PM

★Gvanca★თარიღი: კვირა, 2010-11-28, 5:58 PM | შეტყობინება # 43
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
natuka, dzaan magari tavi iyo saba dzaan shemecoda dzaan mainteresebs vin aris is adamiani saba rom sheashina.dzaan magrad wer


Rosalieთარიღი: კვირა, 2010-11-28, 8:54 PM | შეტყობინება # 44
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
vaime rogor damainteresaa.. sawyali bavshvii.. rogor shemecoda.. :S



saaaliთარიღი: ორშაბათი, 2010-11-29, 2:31 PM | შეტყობინება # 45
Life sucks either way
990
39  +
85  ±
   ±
Offline
natuka bodishi rom aqamde ver vkitxulobdi shens fanfiks.. exla wavikitxe da minda gitxra rom xar unichieresiiiiiiiiiii da dzalian kargad wer ai ravii magari xar chemo kargo happy kiss heart heart heart heart heart

www.caribbeanpirate.ucoz.com

www.gossipgirl.ucoz.org
ძებნა: