ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
Without sun

Bella_Cullenთარიღი: პარასკევი, 2010-06-25, 7:04 PM | შეტყობინება # 1
Miss Cullen
371
77  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ემოციების დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება:without sun
ავტორი: immortal (ნუნუკა აბუაშვილი)
ბეტა:Breee (მარიამ ლაცაბიძე)
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი + მე
ჟანრი;მელოდრამა
მთავარი გიმრები: ედვარდ კალენი,ბელა სვონი.
სტატუსი:წერის პროცესში
ეს არის ”ახალი მთვარის” ედვარდისეული გადმოცემა..


DiiiK♥თარიღი: სამშაბათი, 2010-11-09, 2:28 PM | შეტყობინება # 106
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Immortal, ჩემთვის ყველაზე ემოციური თავი იყო... ეს და მერე შემდეგი... ვსო, უკვე კულმინაციაში შევდივაართ და ღმერთო, ვერ წარმოიდგენ როგორ ვღელაავ!!! უმაგრესიი თავი რომ იყო ხალხის რეაქციიდანაც ჩანს!!! hands hands hands hands hands hands hands hands hands hands hands hands hands hands hands hands hands ვაიმე, როგორ მახოსვს ამ თავი წაკითხვისას ჟრუანტელი როგორ მივლიდაა!!! თითქოს ედვარდის პერსონაჟში ვიყავი შესული და იმას ვგრზნობდი, რასაც ის! მოვალეობას, სურვილს რომ ჩემი ანგელოზი, ჩემი სიცოცლხე გადამერჩინა!!! ეს არ არის ლიტონი სიტყვები! ეს არის ის, რასაც მე ვერ გადმოგცემ, მაგრამ საშინლად მწარედ ვგრძნობ და მალადეეც შენ, რომ სეგიძლია ჩემნაირებსაც აგრძნობინო ეეს :* მიიყვარხააარ love love love love love love love love love love love love love love


RoZy_HaLeთარიღი: სამშაბათი, 2010-11-09, 5:58 PM | შეტყობინება # 107
Some People Call Me "Loony", Actually..
765
30  +
91  ±
   ±
Offline
Immortal, aii chkviani xar raaa :OOO tannn dzaliiian! momcons es fiki magrad edikos fiqrebiii (l) :* magaria nuunuuk da velodebi shemdeg tavebs :****


tamu1792თარიღი: სამშაბათი, 2010-11-09, 11:09 PM | შეტყობინება # 108
The Cullen Member!
1363
106  +
   ±
Offline
chemii vunderkindiiiii love velodebi sulmoutqmelad shemdeg tavs love

TEAM BELLWARD!!!

Rosalieთარიღი: ოთხშაბათი, 2010-11-10, 7:50 PM | შეტყობინება # 109
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
ohoo ukve dasasruls uaxlovdebaa..?? sad sad ehh.. dzalian magari xar nuk :*:*:*:* sad sawyali edika.. mapatieT xalxo xo naxeT ra shewuxebuli xma mqonda ubralod vuTxari ravicii.. sad sad sad sad sad biggrin biggrin



elle____თარიღი: შაბათი, 2010-11-13, 7:24 PM | შეტყობინება # 110
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
vaime xo gaagrdzeleeeeeeb ? tu amiti mtavrdeba ? cry cry cry cry cry cry cry


Immortalთარიღი: კვირა, 2010-11-14, 2:45 PM | შეტყობინება # 111
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
bavshveobo yvelas dzalian dzalian dzaliaan didi madlobaa. da aii nanatri tavic biggrin yvelaze mdzime, yvelaze sazareli da yvelaze sapasuxismgeblo. me piradad vpiqrob rom ar aris iseti, rogoric unda yopiliyo, iseti emociuri.. tqven sheapaset :* :* dzalian mainteresebs tqveni azri.mash ase...

15 თავი
წვიმდა... ან თოვდა... არ ვიცი... მიწაზე გაყინული, უემოციო არსების გვამი ეგდო, გვერდით უფერო ბალახზე ტელეფონის ნაფშვენები ეყარა. დრო ჯიუტად ჩაჭედილიყო ამ სასტიკ წამზე, ყველაფერი გამოსართავად გამზადებულ კომპიუტერს ჰგავდა, რომელშიც უკანასკნელი ზარის ჩამორეკვამდე ყველაფერი შავდება. არ ცემდა გული, თითქოს ეშინოდა გამეფებული სიმყუდროვე არ დაერღვია და მხოლოდ ფარულად მოქმედებდა. თავში დიდი, სისხლიანი ასოებით იწერებოდა სიტყვები ,,მან თავი მოიკლა”, მაინც ვერაფერს ვგრძნობდი. უკვე დაზეპირებული სცენარივით ვიმეორებდი როზალის ნათქვამს, მაინც ვერა და ვერ ვხვდებოდი მის მნიშვნელობას. სამაგიეროდ სხეული აღიქვამდა იმას, რის დაბლოკვასაც გონება მთელი ძალებით ცდილობდა. მახსოვდა როგორ გამომეცალა ძალა, როგორ მოვწყდი უეცრად მუხლებში, როგორ დავემხე ძირს, მერე ჩემდა გასაკვირად მოულოდნელად როგორ ავღმოვჩნდი მიწაზე გართხმული. არ ვიცოდი რატომ... ტვინის უჯრედები შეთანხმებულიყვნენ და ერთდროულად შეეწყვიტათ მოქმედება. ვიწექი იქ და ჩემი გაცრეცილი თვალები უსასრულობაში იკარგებოდნენ. მათში ვერაფერს წაიკითხავდი გარდა სიცარიელისა... ვერ ვფიქრობდი, ვერ ვხედავდი, ვერ ვიხსენებდი, ვერ ვაანალიზებდი, ვერ ვკვდებოდი... ყველაფერი ხელიდან გამომცლოდა. უაზროდ, უადგილოდ ვიყავი გამოკიდებული ვაკუუმში. ჰაერი რომ ჩემი ნაწილი ყოფილიყო, ალბათ დამახრჩობდა კიდეც. ფაქტიურად აღარ ვცოცხლობდი. რა უნდა შესძლებოდა განადგურებულ, გათიშულ მონსტრს? საცოდავ ავადმყოფს ვგავდი, რომელიც კომაში ჩავარდნილა, ხედავს, ესმის, მაგრამ ვერ რეაგირებს, ვერ მოძრაობს და მისი სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი ბურუსით მოცულ მწარე რეალობაში ჩაკარგული თვალებია... არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე უგონოდ, ან იქნებ სულაც დროს სადღაც მიეჩქარებოდა, მაგრამ ჩემს ტკივილს რომ მოკრა თვალი, გადაწყვიტა უფრო მეტად დავესაჯე და სამუდამოდ ამ მომენტზე გაიყინა. ცივი ვიყავი, საშინლად ცივი, როგორც გარეთ, ისე შიგნით... ალბათ იმიტომ, რომ აღარავინ მყავდა, ვისაც ჩემი სითბო დასჭირდებოდა. აღარავინ მყავდა... ,,კლდიდან გადახტა”... ,,თავის მოკვლა რომ სცადოს?” ,,მე ის დამპირდა.” ,,პირობებს ბევრი არღვევს.” ,,ბელას ვენდობი!” ,,ისიც გენდობოდა!’’ ,,მან თავი მოიკლა!” ,,წყალში დაიხრჩო!’’ არა! არა! არა! ეს ფრაზები ტორნადოსავით იჭრებოდნენ ჩემს გონებაში, შიგნით ქროდნენ და ყველაფერს თავდაყირა აყენებდნენ. წამიერად გაანათებდნენ და მერე ისევ შავ უსასრულობას ტოვებდნენ. არა! ეს შეუძლებელი იყო! არა, არა! ამას ვერ დავიჯერებდი. საუკუნის განმავლობაში არ ვიცოდი რა იყო ძილი, მაინცდამაინც ახლა რატომ ვერ ვიღვიძებდი? ეს ტყუილი იყო, ბოროტი ხუმრობა. როზალისგან ხომ არაფერი იყო მოულოდნელი. კი მაგრამ რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი? მივრბოდი... ჰაერს ვუსწრებდი... ყველას და ყველაფერს უკან ვიტოვებდი. ცივი ქარი სახეში მძიმე მუშტებს მირტყამდა, მაგრამ უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი... ხეები ათქვეფილი სურათებივით მოჩანდა ჩემი გადასახედიდან. ტკივილი თავიდან ბოლომდე იჭრებოდა ჩემში, ყველა ორგანოს მიფიტავდა, ნაკუწ-ნაკუწ ღრღნიდა. თავი ხორცის მანქანაში გატარებულ უსარგებლო საკვებად წარმომედგინა. კბილები ისე მაგრად მიმეჭირა ერთმანეთზე, რომ ცოტაც და ნამსხვრევებად დაიფშვნებოდა. სულ მთლიანად ვკანკალებდი და შეკრული მუშტებით ვიჭერდი თავს, რომ არ წავქცეულიყავი, რომ მოძრაობა არ შემეწყვიტა. მე ბელას სიცოცხლე უნდა გადამერჩინა! მისი სიკვდილი არ უნდა დამეშვა. ანგელოზები ხომ არ იღუპებიან? ამას ვერ შევეგუებოდი. ამ დროს ვერავითარი ძალა ვერ აღმიდგებოდა წინ, მთელი სამყარო რომ განადგურების პირას მისულიყო, მე მაინც დავბრუნდებოდი იქ. არა! არა! ჯერ კიდევ არ იყო გვიან. მე თავიდანვე განწირული ვიყავი, მაგრამ ბელა ამას არ იმსახურებდა. სადაც არ უნდა ყოფილიყო, რადაც არ უნდა დამჯდომოდა მე მას გადავარჩენდი. როზალიმ უბრალოდ ელისის ხედვა მამცნო, ეს... ეს... ეს ჯერ არ მომხდარა... არც მოხდება! მე არ დავუშვებ! ცაში ავფრინდები და ისე მივაღწევ მასთან, სხვანაირად არ შეიძლება. არ მივცემ უფლებას, რომ თავს რაიმე დაუშავოს. დანებება გარდაუვალია, საფ... საფლავიდანაც კი ამოვიყვან ჩემს ცხოვრებას და გავაცოცხლებ... მე ამას გავაკეთებ, ანგელოზს აუცილებლად დავუბრუნებ იმ სამყაროს, რომელსაც ეკუთვნის, თავად ვიქცევი სიცოცხლედ და მის ულამაზეს სულში ჩავსახლდები. ნებისმიერ ფასად... მე მას გადავარჩენ! გამუდმებით ვუმეორებდი ჩემს თავს ამ სიტყვებს, ვარწმუნებდი, რომ მე შემეძლო. თან სირბილს არ ვწყვეტდი. რომ დამეგვიანებინა, მთელს ჩემს არსებობასა და მომავალს მასთან ერთად დავმარხავდი. არა! არა! ეს ნამდვილად კოშმარი იყო. ხელებით თავს ჩავაფრინდი, რაც ძალი და ღონე მქონდა ვკაწრავდი, ვექაჩებოდი, იქნებ ეს დაწყევლილი ფიქრები მომეშორებინა. ნუთუ სიმართლე იყო? ნუთუ... არა, წარმოდგენისაც კი მეშინოდა. გონებაში მაინც სასიკვდილო განაჩენის ფურცელივით თვალწინ იშლებოდა საზარელი სურათები, რომლებიც ჩემში იჭრებოდნენ და ნაკუწ-ნაკუწ მშლიდნენ. რას არ გავიღებდი, სრულიად არაფერს დავიშურებდი, ოღონდ ისინი მხოლოდ ფიქრებში დარჩენილიყვნენ და რეალობის საზღვრებსაც კი არ გაჰკარებოდნენ. შავებში გამოწყობილი ხალხით სავსე ეკლესია, წინ კუბო და შიგნით... ანგელოზი, თავიდან ბოლომდე თეთრი და ცივი... მისი მდუმარე გული, ძარღვებში გაჩერებული სისხლი, დახუჭული თვალები, გაყინული ლოყები, რომლებსაც ერთდროს ქვეყნად ყველაზე ლამაზი წითელი ფერი გადაჰკრავდა ხოლმე, გამოყვანილი, კალმით ნახატი სხეული, რომელსაც მიწა დაფარავს და შთანთქავს... არა! არა! თავზარდაცემულ ბუნებაში გამეფებული სიჩუმე ჩემმა ღრიალმა დაარღვია. ვყვიროდი, ყველაფერს გარეთ ვუშვებდი, ტკივილს ბგერებად აღმოვთქვამდი. ეს ხომ უსამართლობა იყო... რატომ უნდა ჩაესვენებინათ ასეთი სილამაზე სიბნელეში, როცა მე აქ ვიდექი და უნამოსოდ შევყურებდი ნათელ ზეცას. ჩემი თავი ისე მეჯავრებოდა, როგორც არასდროს. ვერ ვიტანდი ჩემს მეორე ,,მე”-ს, რომელმაც ბელა იმსხვერპლა. მეზიზღებოდა, სხეულში მასთან ერთად ვეღარ ვჩერდებოდი. აბა როგორ შემებრალებინა, როგორ შემეცოდებინა ჩემი თავი, როცა მან იმ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა. ან კი მქონდა საერთოდ მისი სიყვარულის უფლება? სწორედ ამ გრძნობამ მიიყვანა იგი საიქიომდე, ადგილამდე სადაც სამუდამოდ დავკარგავდი... წამოვედი იმიტომ, რომ მეგონა ვიცავდი, თურმე თავად ვუმზადებდი აღსასრულს. რატომ ვერ მივხვდი, რომ მისი სიცოცხლე ბედის ანაბარად არ უნდა დამეტოვებინა? რომ უნდა დამეცვა ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი ოდესმე გამაჩნდა, მიუხედავად იმისა ვიმსახურებდი ამას თუ არა. მეგონა ვიწვოდი, არ იყო ცეცხლი, მეგონა ვტიროდი, არ იყო ცრემლი, მეგონა მესიზმრებოდა, არსად ჩანდა რეალობა... ანგელოზს ხომ ბედნიერად უნდა ეცხოვრა, სიცოცხლით უნდა დამტკბარიყო, ღმერთს ხომ არ ჰქონდა უფლება ჩემთვის მისი თავი წაერთმია. რატომ ვერ დამივიწყა... თავი მოიკლა იმიტომ, რომ უჩემობას ვერ შეეგუა. არა! არა! სიკვდილი ყველაზე მცირე სასჯელი იყო, მთელ სამყაროს რომ გადაეარა ჩემთვის, მაინც არ იქნებოდა საკმარისი. რომ მოვდიოდი... რომ შემძლებოდა ბელას გულის ის ნაგლეჯიც წამომეყოლა თან, რომელშიც ურჩხულის სიყვარული ბუდობდა. მე ის მოვკალი! მე ანგელოზი გავანადგურე! მე ის მოვკალი! მე მკვლელი ვიყავი! . . . მონსტრი . . . მკვლელი! . . .
მიწაზე დავემხე, ზეცას შევხედე, რომელზეც ბელას სახე იხატებოდა. ღმერთო, როგორ დამეჯერებინა, რომ ის აღარ იყო? როგორ შევგუებოდი ამას ასე ადვილად? რატომ უნდა ვყოფილიყავი ახლა აქ, როცა ანგელოზს ჩემივე მიზეზით მიწაში ასვენებდნენ? როგორ გადამესვა წამებში ხაზი იმ ყველაფრისთვის, რასაც 109 წლის განმავლობაში ვაგროვებდი? რატომ ვიტანჯე ამდენი ხანი, რომ ასეთი საზარელი, შეუბრალებელი შეცდომა დამეშვა და მისი სიცოცხლე გამენადგურებინა? საერთოდ რატომ დავიბადე? რატომ არ წამიყვანე დროულად შენთან? რატომ ვიყავი ასეთი ეგოისტი, ასეთი სასტიკი? რატომ შევხვდი ბელას? რატომ შემიყვარა? რატომ ვერაფერს ვაკეთებდი? რატომ ვქცეულიყავი ასე უმწეოდ?! ყურში გამუდმებით სამგლოვიარო ზარი ჩამესმოდა. არ ვიცოდი ვის ეძღვნებოდა ის, მე თუ მას... ცოცხლდებოდა მოგონებები, მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი გმირები უკვე დიდი ხანია აღარ ეკუთვნოდნენ ამ ქვეყანას... თითოეული დეტალი მახსოვდა, ყოველი წამი. ნეტავ ბედის ბორბლის უკან დატრიალება და იმ დროის უკან დაბრუნება შემძლებოდა, როცა ყველაფერი ჯერ კიდევ კარგად იყო... როცა ჩვენს ურთიერთობას ჯერ კიდევ არ ერქვა ტრაგედია... მაწვიმდა, მაინც მშრალი ვიყავი, ალბათ იმიტომ, რომ შიგნით ვსველდებოდი. მე რომ მეტირა, ჩემი ცრემლები ოკეანეს დაფარავდა. არა! ვერ ვიტანდი წყალს, მან ბელა წამართვა. როგორ გაბედა, ჩემზე მოესინჯა თავისი ძალები, მე გავენადგურებინე, ოღონდ ანგელოზს ნურაფერს დაუშავებდა. ვცდილობდი, მაგრამ ვერაფრით წარმომედგინა ბელა მის უზარმაზარ ტალღებში. რაზე ფიქრობდა როცა ამას აკეთებდა? გონებაში ვხატავდი მის სახეს, ტკივილით სავსე თვალებს, საზარელი ფიქრებს, უკა... ნას... კნელ წამებს... თანდათან თვალებზე ბინდი მეკვრებოდა და ვგრძნობდი, როგორ ვკარგავდი კონტროლს. თავბრუ მეხვეოდა და ირგვლივ თანდათან ყველაფერი შავდებოდა. მერე უცებ დედამიწამ ტრიალი დაიწყო, საოცარი სისწრაფით მოძრაობდა და ზევიდან ქვევით ეშვებოდა, ქვევიდან-ზევით... ამ ყველაფრის მიღმა ნათელი, ენით აუწერელი სილამაზის ქყვეყანა იყო, უამრავი ყვავილებითა და ნაირგვარი ფერებით, შუაში კი თეთრებში გამოწყობილი გოგონა იდგა. მხედველობა დავძაბე, კარგად რომ დავაკვირდი... ბელა! ბელა! ბელა! ბელა! ბელა! რაც ძალი და ღონე მქონდა ვყვიროდი, მბრუნავ დედამიწას ვეჯახებოდი, ვცდილობდი მის შეჩერებას, ბარიერის გარღვევას და მასთან მიღწევას, უნდა გავქცეულიყავი, რამდენიმე წამიც და ანგელოზს ჩემი ხელით შევეხებოდი, მის გვერდით გავჩნებოდი, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა, თითქოს ჩაჭედილი იყო, არაფრით იძროდა ადგილიდან. სიკვდილი რომ შემძლებოდა ალბათ იმ წუთას 109-ჯერ მოვკვდებოდი, მაგრამ ჩემი ხვედრი ხომ ეს იყო: ტკივილისთვის ბოლომდე უნდა გამეძლო. ვყვიროდი, ვღრიალებდი, ფეხებს ვექაჩებოდი, ბელასკენ მივიწევდი... მაგრამ ის მაინც შორს იყო, იდგა და სევდიანი სახით მიყურებდა, ღმერთო როგორ მომნატრებოდა, ისევ ისეთი მშვენიერი იყო. სულ ცოტაც, ცოტაც და აღარასოდეს გავუშვებდი, მუხლებზე დაჩოქილი მივიდოდი მასთან, გულში ჩავიკრავდი, კიდევ ერთხელ ვიგრძნობდი მის სითბოს, ნაზ სურნელს, ვეტყოდი, რომ უსაზღვროდ მიყვარს და ყველაზე მეტად მჭირდება. სულ ცოტაც... თითქოს რაღაც ძალამ თავში წამომარტყაო, საშინელი ტკივილი ვიგრძენი და მიწაზე დავემხე. გათავდა ყველაფერი... გაჩერდა დედამიწაც. პირაღმა ვემხე და უცრემლოდ ვტიროდი, თავის აწევის მეშინოდა, მეშინოდა დამენახა ის, რაც საბოლოოდ მომიღებდა ბოლოს, მეშინოდა თვალი გამესწორებინა იმ რეალობისთვის, რომელსაც სიზმრებშიც კი არ ჰქონდა არსებობის უფლება, მეშინოდა დამენახა წინ თეთრი სივრცე და ჩემი თავიც მისთვის მიმემსგავსებინა. მეშინოდა ანგელოზის დაკარგვის... მაგრამ ვაი, რომ უკვე ძალიან გვიანი იყო. საუბედუროდ ვეღარაფერს შევცვლიდი. ისიც კი არ შემეძლო მის საფლავზე მივსულიყავი, ცივ ქვაზე გამოკვე|თილ თბილ სახეს მოვფერებოდი, იმ მიწას ჩავხუტებოდი, რომლის ქვეშაც ბელას სხეული იხრწნებოდა, მისთვის მეკოცნა, კუთხეში საცოდავად ამოსული ვარდი ჩემი ცრემლით დამენამა, საფლავის კიდეები სისხლით შემეღება და ანგელოზს იქვე შევგებებოდი... ერთადერთი რაც უნდა გამეკეთებინა, ეს ჩემი გაუმართლებელი არსებობის დასრულება იყო. ეს აქამდეც ერთადერთი გამოსავალი იყო, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ჯუიტად ვუვლიდი გვერდს. მიზნის მისაღწევად მხოლოდ ვოლტური თუ დამეხმარებოდა. ერთ წუთსაც აღარ ვიცოცხლებდი ბელას გარეშე. ამ საქციელით მას ვეღარ დავიბრუნებდი, მაგრამ ვერც საპირისპიროდ ვიმოქმედები. რა აზრი ჰქონდა იმ სამყაროში დარჩენას, რომელშიც ის აღარ იყო და რომლისთვისაც მე მხოლოდ ზიანის მოტანა შემეძლო? ყველაფერს აზრი დაეკარგა, სრულიად უმნიშვნელო და ,,არარაობა” გამხდარიყო ჩემთვის, თითქოს არც არასდროს არსებულა. ყველგან ზედმეტი ვიყავი, სწორედ ამიტომ უნდა ვქცეულიყავი ფერფლად, იმედია ქარს მაინც არ დავამძიმებდი. ვერ გავუძლებდი ამ წამებას! ვერ დავუპირისპირდებოდი სიმართლეს, ვერ ,,ვისუნთქებდი”, ვერ ვიაზროვნებდი, ვერ ვიარსებებდი მის გარეშე.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თვალის კუთხეში პატარა ცრემლი ჩამოკიდებულიყო. არ ვიცი მეჩვენებოდა თუ ნამდვილად სასწაული ხდებოდა, მაგრამ ამას არავითარ ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ისიც მეყოფოდა, რომ მთელი ჩემი სხეული ტიროდა.
მივდიოდი... ვტოვებდი სამყაროს, რომელშიც ყველა აზრი დამეკარგა და რომლისთვისაც უკვე დიდი ხანია უცხო გავმხდარიყავი. დედამიწაზე ისევ წვიმის ფარდა ეშვებოდა და წინ ცრემლიან გზებს მიკვლევდა. მივაბიჯებდი, სავსე წარმოუდგენელი ტკივილითა და ზიზღით... სიძულვილით საკუთარი თავის მიმართ. ვსულდგმულობდი მოგონებებით, სიყვარულით. ისედაც ცოტაღა დამრჩენოდა . . .




★Gvanca★თარიღი: კვირა, 2010-11-14, 4:40 PM | შეტყობინება # 112
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
Immortal,
Quote (Immortal)
vpiqrob rom ar aris iseti, rogoric unda yopiliyo, iseti emociuri.
me dzaan momewona dzaan emociuri tavia kitvisas cotac da tirils daviwyebdi dzaan nichieri xar yvelaperi dzaan magrad gaqvs dawerili



DiiiK♥თარიღი: კვირა, 2010-11-14, 5:01 PM | შეტყობინება # 113
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Immortal, ჩემიიი გენიოოსიი ხარ შეეენ!!! გენაცვაალეეე!!!! ეს არის ჩემი ყველაზეე, ყველაზეე, ყვეელაზე საყვარეელი თავიი!!!! ჩემო ემოციები იცით როგორ იყო, როცა პირველად წავიკითხეე???

VAIME!!! dedaaa... es ra dammarteee!!! vaime asmagii emociaa!!! asmagi tkiviiliii!!! deduuuu!!!! gadaviiriieee!!! nu xom isedac maagaarii tavii iyoo!!! daa ai axlaaa rogori aforiaqebuli ar, iciii!!! nu pirdapir xelebi mikankaleebs! ogond ragac saocraad!!! vaime ratom ar momtydes xeli, rom gitxra umagresi tavi iyotqoo... gatyueeb!!! marto umagresia ki ara vaimee da viuumeee tavii iyooooo!!!! momewoonaa???? momewona dzaaliaan rbili natqvamiaaa!!! sheudarebeli iyoo!!! chems leqsikonshi ar moidzebneba is udidesi sityvebi, romlebitac unda sheimkos es tavi..... shemdegi mindaaa!!!!!!!!!!!!!! :*****************

მე ♥ ნუკა!!!! <<<ახალი სლოგანი biggrin biggrin biggrin biggrin



tamu1792თარიღი: კვირა, 2010-11-14, 6:07 PM | შეტყობინება # 114
The Cullen Member!
1363
106  +
   ±
Offline
vaimeeeeeeeeeeee davmunjdi ai sityvebs ver vpoulob iseti tavi iyo koleeeeeeeeg :X :X :X es iyo ragac saocreba ai ar vici shokshi vaaaaaaaar :X :X :X

TEAM BELLWARD!!!

elle____თარიღი: კვირა, 2010-11-14, 6:45 PM | შეტყობინება # 115
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Immortal, vaime ai martla geubnebi motxrobaze da daje bindze ar mitiria arasdros da ai exla es ro wavikiitxe ai seriozulad cudad gavxdi imena ise vibgavle :S dedachemi gashterebuli miyurebdaa..:D dzaaaaaaaaan magari xar stefans tu ar jobixar qali ar viyo biggrin :D biggrin D: ai dzaaaaaaaaaaaaaan magaria da sanam shemdeg tavs dadeb albat tavs moviklaaaav cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry kai xval ara mara zeeeeg xo daddeeeb ? cry cry cry cry cry cry


Rosalieთარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 6:39 PM | შეტყობინება # 116
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
Quote (Immortal)
სიკვდილი რომ შემძლებოდა ალბათ იმ წუთას 109-ჯერ მოვკვდებოდი

cry cry cry cry cry
ra magari Tavi ikoo.. rogorc yovelTvis emociuri da iseTi emociuric rogorc arasdros.. sawyali edwardii.. cry cry
Quote (stupid_l@mb)
მე ♥ ნუკა!!!!

heart heart heart




sofkaთარიღი: პარასკევი, 2010-11-19, 8:49 PM | შეტყობინება # 117
( Smile For Me )
377
32  +
   ±
Offline
vaih! dzaan emociuri tavi iyoooo! davmunjdi pirdapir, arc ki vici ra gitxra, dzalian agelvebuli da dabneuli var... marto es tavic rom waikitxos stefanim albat sircxvilit weras agar gaagrdzelebs, imdenad saocrad gaqvs yvelaferi gadmocemuli, rom megona mec edvardivit vitanjebodi... ase emociurad titon bindic ki ar wamikitxavs... udzlieresi tavi iyooooo! da darwmunebuli var kidev gvachuqeb aset udzlieres taveeebs! dzalian miyvarxaaaar! love love love love love love love aba warmatebebi! kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss kiss

ჩემი ფიკი ==>სიყვარულით დაბრმავებული


[

elle____თარიღი: კვირა, 2010-11-21, 3:07 PM | შეტყობინება # 118
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
auu axal tavs rodis dadeeeebt ?? : ((((((((


S@liთარიღი: კვირა, 2010-11-21, 10:30 PM | შეტყობინება # 119
*/In love with Rpattz/*
417
167  +
   ±
Offline
Immortal, nunuuk, ar vici chemi emociebi rogor gamovxato! cry Sul upro da upro "mshokav" cry
Ai seriozulad vambob: warmodgena ar maqvs, amaze uket vinmes roogr unda gadmoeca is yvela emocia, is grdznoba da tkivili, romelsac edwardi grdznobda mashin!
Saocari tavi iyo cry Gmerto, ici ramdeni matire? Ase arc erti motxroba da wigni ar miyuyebs guls. Ise zustad gadmoeci yvelaperi, ise lagad, rom ertaderti grdznoba, romelic adamians sheudzlia gauchndes edwardisadmi aris sibraluli. Warmoudgeneli ram gadautania "axal mtvareshi", es yvelaperi pardis migma darcha, magram shen sheni ganumeorebeli istoriit yvelaperi gvichvene. Ici ramdeni fanfiki maqvs wakitxuli rusulad edwardis wasvlaze, mis grdznobebze, tkivilze. Zogi kargi, zogi arc ise. Zogi guls martla michuyebda da momwonda, magram SHENI ?! Sheni yoveli tavi ragac agmochenaa!
Ugrmesi madloba sheni shemoqmedebisatvis! Martla mixaria rom shennairi nichieri da kargi adamiani myavs megobrebshi! Miyvarxar uzomod :* madloba tavistvis!


I've closed my heart down, so many seasons. I didn't want to hurt again,
I didn't want to try, so I turned myself to ice and stone,
said I don't need anyone, and nobody else would ever make me cry...


elle____თარიღი: ორშაბათი, 2010-11-22, 2:54 PM | შეტყობინება # 120
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
S@li, rac unda metqva yvelaferi dzaaan kargad gadmoeci biggrin : )))))))))))))

ძებნა: