ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
Without sun

Bella_Cullenთარიღი: პარასკევი, 2010-06-25, 7:04 PM | შეტყობინება # 1
Miss Cullen
371
77  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ემოციების დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება:without sun
ავტორი: immortal (ნუნუკა აბუაშვილი)
ბეტა:Breee (მარიამ ლაცაბიძე)
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი + მე
ჟანრი;მელოდრამა
მთავარი გიმრები: ედვარდ კალენი,ბელა სვონი.
სტატუსი:წერის პროცესში
ეს არის ”ახალი მთვარის” ედვარდისეული გადმოცემა..


SLYTHIთარიღი: პარასკევი, 2011-02-18, 9:30 PM | შეტყობინება # 181

259
11  +
   ±
Offline
Quote (Immortal)
ჩემი აზრით, არ არის საჭირო რამე გამოსცადო აუცილებლად რომ მერე ის დაწერო.

გეთანხმები, მაგრამ მაინც ძალიან გამიკვირდა რომ სიყვარულის არ გჯერა biggrin
Quote (elle____)
აი არ ვიცი რა ვთქვა........ :*:*:*:*:*:*:* აი აღტაცებული ვარ ისე გაქვს აღწერილი ყველაფერი, ისე ნაზად და სიყვარულით სავსეა ყველაფერი რო არ ვიცი ცუდად ვარ უკვეეეეეეე :*:*:*:*:*

მეც ასე ვარ. უბრალოდ ვერ გამოვხატავ biggrin
ხოდა ნუკ, შეუდარებელი ხარ, ძალიან კარგად აღწერ ყველაფერს ! ძალიან ძალიან მომწონს ! lips lips

ucnobiucnobi2თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-23, 1:58 PM | შეტყობინება # 182
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
Unichieresi xar da imedia im nawilsac aghwer rogor enatreboda edwards bella **))

ucnobiucnobi2თარიღი: შაბათი, 2011-02-26, 3:25 PM | შეტყობინება # 183
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
vaime gulii...rogor aghwerda edwards lilis mama da edi ras fiqrobda mama-shvilobaze man xom ar icoda rom tvitonac iqneboda mama arachveulebrivi bavshvis...edwardis tkivili belas tkivilze bevrad ghrma iyo..

DiiiK♥თარიღი: კვირა, 2011-02-27, 3:05 PM | შეტყობინება # 184
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Quote (ucnobiucnobi2)
imedia im nawilsac aghwer rogor enatreboda edwards bella **))

biggrin biggrin biggrin თავი ვერ შევიკავე ნუუკ...
უცნობო, მთელი ნაწარმოები სწორედ მაგას აქვს მიძღვნილი.. მეტი აღწერა უბრალოდ შეუძლებელია biggrin



ucnobiucnobi2თარიღი: კვირა, 2011-02-27, 3:25 PM | შეტყობინება # 185
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
ხო ვიცი მაშინ არ მქონდა წაკითხული ეგ ნაწილი biggrin

DALENAთარიღი: ხუთშაბათი, 2011-03-03, 7:48 PM | შეტყობინება # 186

158
19  +
54  ±
   ±
Offline
au dzalian dzalian magariaaaaaaaaaa smile smile smile

DiiiK♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 5:41 PM | შეტყობინება # 187
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
მომენატრაააა : (((( ♥ ♥ ♥


ucnobiucnobi2თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 7:24 PM | შეტყობინება # 188
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
bavshvebo tqven iseti nichierebi xart am saitze yvela rom mgoni me 4 nawili edwardis tvalit rom aghwerot ar gagichirdebat da mec minda am saqmestan sherkineba :))

♥izabella♥თარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 9:51 PM | შეტყობინება # 189
♫♪ hakuna matata ♫♪
1176
153  +
   ±
Offline
mec momenatraaaaaaaaaa sad sad sad sad sad

SLYTHIთარიღი: შაბათი, 2011-04-23, 9:32 PM | შეტყობინება # 190

259
11  +
   ±
Offline
ახალი თავი მინდაა.. sad sad

tamu1792თარიღი: კვირა, 2011-05-15, 8:33 AM | შეტყობინება # 191
The Cullen Member!
1363
106  +
   ±
Offline
koleeeeeeeeeeeg mogvenatra sheni dawerilis siamovnebit kitxvaaaaaaaaaaaaaaaa cry cry cry cry cry cry shegvibrale raa cry cry cry biggrin

TEAM BELLWARD!!!

ucnobiucnobi2თარიღი: კვირა, 2011-05-15, 11:27 AM | შეტყობინება # 192
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
Quote (tamu1792)
koleeeeeeeeeeeg mogvenatra sheni dawerilis siamovnebit kitxvaaaaaaaaaaaaaaaa shegvibrale raa

Au Xoo Daiwye Raa Gtxov Meotxe Nawili Es Iqneba BOMBA !! vaime ra magari iqnebaa...

Immortalთარიღი: სამშაბათი, 2011-06-21, 8:57 PM | შეტყობინება # 193
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline

თავი მეოცე. ნაწილი პირველი


სასჯელი


ცხოვრება გაწბილებული ოცნებაა, საპირისპიროდ ახდენილი სიზმარია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მხოლოდ ფორმალურად ატარებს ამ სახელწოდებას, სინამდვილეში კი სივრცეში უმისამართოდ მოძრავი წამების ერთობლიობაა. ლომი არასოდეს დაინდობს მსხვერპლს, ასევე არ უნდა ელოდო ბედის მეგობრულ ღიმილს, როდესაც ურჩხული გქვია. ტალახიდან სუფთა ვერასოდეს ამოხვალ, მხოლოდ გარემოსთან შეგუება შეგიძლია. უცნაურია! გიხაროდეს და ტკივილამდე მისული ბედნიერების მიღმა ტოვებდე საკუთარ უბადრუკობასა და სიბინძურეს; ჯანდაბაში გზავნიდე წყეულ მოვალეობას, რომელიც მხოლოდ ფორმალური ლოგიკაა და მეტი არაფერი. გულწრფელი გრძნობა საზღვრებით ვერ შეიბოჭება, კანონით ვერ განისაზღვრება, რეალობას ვერ დაემონება, ვერ აქცევს მთლიანობად ,,მინდასა” და ,,აუცილებელიას”. ბრმას ვერ უსაყვედურებ რატომ ვერ ხედავო, გიჟს ვერ უბრძანებ ჭკვიანურად მოიქეციო. დგება მომენტები, როდესაც ყველაფერი... უბრალოდ სულერთია. ორს რომ ნული მივუმატოთ, მაინც ორია. გინდ ყოფილა ნული, გინდ-არა.
მე-მონსტრი, უგულო, დასახიჩრებული არსება არარსებული სულის შეძვრამდე ბედნიერი ვიყავი! ბელას საწოლზე ვიჯექი, ანგელოზის მძინარე, ბავშვური სახიდან წამოსულ წმინდა სინათლეს ვუღიმოდი,მისი სათუთი ხელი მაგრად მეჭირა და ვხვდებოდი, რომ ჩვენს გარდა ყველაფერი ნული იყო. ჩვენ ორი ვიყავით, არა ერთს მივუმატოთ ერთი, არამედ უბრალოდ ორი! ვგრძნობდი, როგორ მითბებოდა სხეულის თითოეული უჯრედი. გონებაში დაუსრულებლად ვიმეორებდი: ჩვენ, ჩვენ, ჩვენ, ჩვენ... საკუთარ სამყაროს ვქმნიდი და ისევე მიხაროდა, როგორც გულუბრყვილო ბავშვს –უფროსების მიერ შეთხზული ზღაპრების მოსმენა. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარდა, მეშინოდა და მძულდა, მე არ მტკიოდა!
არც ის დაბრკოლებები მაფერხებდა, წინ რომ მელოდა, არც ის ტკივილი... არ ვიცოდი, საერთოდ გვქონდა კი მომავალი?! არ მინდოდა მასში ხელების ფათური, არც უკან გახედვა... იქ მხოლოდ შეცდომები იყო. ერთადერთი რაც ვიცოდი იყო ის, რომ ჩვენ გვქონდა აწმყო, ასეთი ბედნიერი და რეალური! ვიჯექი, თავიდან ფეხებამდე სიმშვიდის მორევში გადაშვებული და ვიხსენებდი.
აეროპორტამდე ელისის მიერ მოპარული მანქანით მივედით. მე და ბელა უკან ვისხედით. ერთი წამითაც კი არ შემეძლო მისი მიტოვება, ხელი რომ გამეშვა, დარწმუნებული ვიყავი ფაიფურის სათამაშოსავით დავიმსხვრეოდი. მაშინ როგორღა გამოვიარე შვიდი თვე, მის გარეშე?! წარსულის გახსენება სხეულში ტკივილის უზარმაზარ ხვრელს მიჩენდა, რომელიც ტორნადოსავით იჭრებოდა მთელ არსებაში და ყველაფერს წალეკავდა, თუ დროზე არ დავუხვედრები მტკიცე აწმყოს. ანგელოზი ისეთი უსუსური იყო, არასოდეს მყვარებოდა მისი მშიშარა სხეულის სითბო ისე, როგორც იმ წამს. გულში მაგრად ვიკრავდი და არ მინდოდა აზრად გამევლო, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მარტო იყო, ასეთი სუსტი... ასეთი პატარა... ვერ ვიცავდი, როდესაც ამდენი განსაცდელი იყო ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მე ის მივატოვე! მაგრამ ახლა, მაინც მის სიახლოვეს ვბედავდი. არაუშავს, ყველაფერთან ერთად თავხედიც ვყოფილიყავი, ამას ავიტანდი, მაგრამ მასთან განშორებას –ვეღარ. ვიცოდი, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, თუმცა უბრალოდ არ შემეძლო! მტვერსასრუტივით ამოესრუტა ძალა ამდენ ტკივილს, დამსხვრეული ვიყავი და უიმედობა უსასრულო უფსკრულისკენ მექაჩებოდა.
ანგელოზი არ მშორდებოდა, მაგრამ უცნაურად ფრთხილი და თავშეკავებული იყო. ნუთუ უკვე გვიანი იყო?! მიწისძვრასავით მოჭრილმა კითხვამ არ დამინდო, გააზრებაც ვერ მოვასწარი, მაშინვე მთელ სხეულში დამიარა და დამამტვრია. შეშინებულმა ბელას შევხედე, მისი თვალები ვიპოვე და... ჯანდაბა, როგორ ვერ მივხვდი, რომ დაღლილი იყო და ძილიც ჰაერივით სჭირდებოდა.
–ბელა, შეგიძლია დაიძინო. ყველაფერი დასრულდა.
–არ მინდა დაძინება, არ დავღლილვარ.
–შეეცადე.
უარის ნიშნად თავი გააქნია.
–ისევ ისეთი ჯიუტი ხარ. –ჩემი ჯიუტი ბელა!
აღარ შევეწინააღმდეგე, რა აზრი ჰქონდა, მაინც არ დაიძინებდა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ორგანიზმი მის სურვილზე ძლიერი აღმოჩნდებოდა. ჯერჯერობით კი გმირულად ებრძოდა ქუთუთოებს და იმარჯვებდა კიდეც.
აეროპორტში მოსასხამი ურნაში დავტოვეთ და ელისმა ახალი ტანსაცმელი მიყიდა. ბელამაც გამოიცვალა. უფრო გამოცოცხლებული ჩანდა, სტიუარდესას ყავის მოტანაც კი სთხოვა.
–ბელა! –ვუთხარი უკმაყოფილოდ, რადგანაც ვიცოდი, რომ ყავა მის ორგანიზმს ცუდად გადაჰქონდა.
–არ მინდა დაძინება. თუ თვალებს დავხუჭავ, ისეთ რამეს დავინახავ, რაც არ მესიამოვნება.
გაყინული გული შემეკუმშა. ანგელოზს აკანკალებული ხმა ჰქონდა, თვალებიც არ ინდობდა და მათ მიღმა მთელი სიმართლე იკითხებოდა: როგორც ჩანს, შვიდი თვის მანძილზე მას კოშმარები ესიზმრებოდა. ამ ყველაფრის მიზეზი კი მხოლოდ მე ვიყავი, მხოლოდ მე ვაყენებდი ამდენ ტკივილს.
აღარ შევეკამათე. უბრალოდ ჩუმად ვიჯექი და იმ ყველაფერზე ვფიქრობდი, რაც ჩემი წასვლით გამომეწვია. იმდენი რამ მქონდა სათქმელი, მაგრამ დუმილი ყველაზე კარგად მეტყველებდა. თან იმედი მქონდა, რომ ბელა დაიძინებდა. როგორც ყოველთვის, სასტიკად შევცდი. მთელი გზა ამაყად იჯდა, გახარებული საკუთარი ,,გმირობით”. მის ბავშვურ საქციელზე მეცინებოდა, მაგრამ იყო რაღაც, რაც ძალიან მაწუხებდა. ვგრძნობდი, როგორ მოუსვენრად იჯდა ანგელოზი. კიდევ ერთხელ გამკრა სასტიკმა ფიქრმა, რომ უკვე დამეგვიანებინა. იქნებ არ შეეძლო იმის პატიება, რაც მისთვის გამეკეთებინა?! იქნებ უკვე... სხვა... უყვარდა?! არა, ასე არ იქნებოდა! არ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო! რატომაც არა? მე ხომ სწორედ ეს მინდოდა, ნორმალური ცხოვრებით ეცხოვრა პიროვნებას, რომელიც არაადამიანურად ძლიერ მიყვარდა; ყოფილიყო მასთან, ვინც ნამდვილად იმსახურებდა. არა, ამას ვერ გადავიტანდი! ვერ შევეგუებოდი მის დაკარგვას. თუმცა, თუ ეს სიმართლე იყო... მომიწევდა უსაზღვრო ტკივილთან დაბრუნება. არა, არა! ეს ფიქრი თავიდან უნდა ამომეგდო... მხოლოდ ჩვენ... ბელას სახეზე ვეფერებოდი, ვკოცნიდი თმებზე, შუბლზე, ხელებზე... წყურვილი მახრჩობდა, შხამი პირში მიგუბდებოდა, მაგრამ მასთან სიახლოვის სურვილი ბევრად უფრო ძლიერი იყო. მე ხომ ამ წუთზე მთელი შვიდი თვის მანძილზე ოცნებაც კი აკრძალული მქონდა. იმაზე ფიქრი მიღებდა ბოლოს, რომ ვეღარასოდეს შევძლებდი შევხებოდი მის ნაზ, თბილ კანს, მოვფერებოდი, როგორც უსუსურ ბავშვს, დამეცვა ყველასგან და ყველაფრისგან. იმის ცოდნა, რომ შეიძლებოდა ეს მომენტი არასოდეს დამდგარიყო, უფრო მიმძაფრებდა მასთან ყოფნის სურვილს და მე არ შემეძლო ამ გრძნობას შევწინააღმდეგებოდი. აღარ შემეძლო... უკვე დავნებებულიყავი უთანასწორო შერკინებაში, ბოლო წამამდე, უკანასკნელ შესაძლებლობამდე მებრძოლა, უშედეგოდ...
ატლანტის აეროპორტში ჩემი ოჯახის წევრები დაგვხვდნენ. ესმიმ ჩვენთან მოირბინა, ბელას ძლიერად, მაგრამ უხერხულად ჩაეხუტა, იმიტომ რომ სასტიკ უარს ვაცხადებდი მის გაშვებაზე და ისევ გულზე მყავდა მიკრული.
_აღარასოდეს მაიძულო, რომ ასეთი რამ გადავიტანო!
_მაპატიე, დედა.
_მადლობა ბელა, –კარლაილიც მოგვიახლოვდა, _შენთან ვალში ვართ.
_არ ღირს, –წაიბუტბუტა ანგელოზმა.
_ფეხზე ძლივს დგას, ჩქარა წავიყვანოთ სახლში.
შავ “სედანზე” ემეტი და როზალი იყვნენ მიყრდნობილნი. ჩემი დის დანახვამ კვლავ ურჩხულად მაქცია, სიბრაზე და შხამი პირში მიგუბდებოდა.
–არ გინდა, –შემეხვეწა ესმი, –თავს საშინლად გრძნობს.
_ესეც უნდა იყოს!
_ნება მიეცი დანაშაული გამოასწოროს.
ამოვიოხრე.
_ედვარდ –დაიწყო როზალიმ.
_ვიცი, –შევაწყვეტინე უხეშად. არაფერში მჭირდებოდა მისი თავის გასამართლებელი სიტყვების მოსმენა.
_ბელა?
_რა, როზალი? –გაუბედავად იკითხა ანგელოზმა. გაოცებული იყო, რომ ჩემი და მას მიმართავდა.
_ძალიან ვწუხვარ, ბელა. თავს ძალიან უბედურად ვგრძნობ, იმის გამო, რაც მოხდა, და იმდენად მადლობელი ვარ შენი, რომ ასეთი გაბედული აღმოჩნდი და ძმა გადამირჩინე, მას შემდეგ რაც გავაკეთე. გთხოვ მითხარი, რომ მპატიობ.
_რა თქმა უნდა, როზალი. ეს საერთოდ არ არის შენი შეცდომა. მე თვითონ გადმოვხტი იმ სულელური კლდიდან. რა თქმა უნდა გპატიობ.
–დაანებეთ თავი! –გავუბრაზდი ოჯახის წევრებს და ბელა ვერცხლისფერი ,,ვოლვოსკენ’’ წავიყვანე.
–ედვარდ, მე დავჯდები საჭესთან, –შემომთავაზა ელისმა. –დანარჩენები ,,სედანით” წავლენ. ,,ვფიქრობ, არ დაუშვებ, რომ ბელას ცოტა ხნით მაინც მოშორდე”. –დააყოლა გონებაში და თვალი ჩამიკრა.
–მადლობა! –მადლიერი თვალებით გადავხედე ჩემს დას.
ბელამ მკერდზე თავი დამადო. როგორც ჩანს, ვეღარ იბრძოდა და ნელ-ნელა ძილის სამყაროში იძირებოდა. მეც ხელები მჭიდროდ მოვხვიე, მის ფაფუკ თმებში გავიხლართე და უსასრულოდ ვკოცნიდი. მის თითებს ვათამაშებდი, სახეზე ვეფერებოდი. მე ყველაზე ბედნიერი ვიყავი! მოულოდნელად, ანგელოზმა ჩემი სახელი წარმოთქვა. მეგონა მეძახდა და აღელვებულმა შევხედე, მაგრამ თვალები დახუჭული ჰქონდა. სიზმარში მხედავდა! ის ღამე გამახსენდა, პირველად რომ დავრჩი მის საძინებელ ოთახში... –ედვარდ, –გაიმეორა ბელამ უფრო ხმამაღლა. ელისმა გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ თვალებით ვანიშნე, რომ ყველაფერი კარგად იყო და დამშვიდებულიყო. ანგელოზი გაუჩერებლად ჩემს სახელს იმეორებდა, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს რაღაცის ეშინოდა. ჯანდაბა, ისევ ტკივილს ვაყენებდი! რომ შემძლებოდა მის სიზმრებში შეღწევა და იმ საშინელების განადგურება, რაც ასე აწამებდა. ბელა ჩემს მკლავებში აწრიალდა, უფრო მჭიდროდ მოვხვიე ხელები და გულში ჩავიკარი. ისევ ჩემს სახელს იმეორებდა, პერანგზე თითებით მეჭიდებოდა და უფრო და უფრო ახლოს მეკვროდა. მერე ხელები მუშტებად შეკრა და უსუსური ჩიტივით აკანკალდა. ტკივილმა ძველი იარები გამიხსნა, არ ვიცოდი, როგორ დავხმარებოდი! –ედვარდ, არ წახვიდე, გთხოვ... არ დამტოვო, მოვკვდები! –იმეორებდა ანგელოზი და ჩემს მკერდში თავჩარგული სლუკუნებდა. ვეჩურჩულებოდი, რომ მის გვერდით ვიყავი და აღარასოდეს წავიდოდი, მაგრამ, უშედეგოდ. როგორც ჩანს, არაფერი ესმოდა. თავს ვერ აღწევდა საზარელ კოშმარს, რომელიც შიგნიდან ღრღნიდა. მოულოდნელად, ბელას ისტერიკული კივილი აღმოხდა, ერთიანად თრთოდა და ცრემლები ჩანჩქერივით გადმოჩქეფდა მისი თვალებიდან. ვიცოდი, რომ უკვე აღარ ეძინა, მაგრამ მისი ხმა... ის იმდენი ტკივილითა და სასოწარკვეთით იყო სავსე... ცეცხლწაკიდებული ისარივით გამიარა სხეულში მისმა კივილმა და გაყინულ გულში ჩამერჭო, როგორც გახურებული ლურსმანი. ვგრძნობდი, მეც აგონიაში ვვარდებოდი. აზროვნების უნარი დამეკარგა, დაშანთული გონებით მხოლოდ ბელას ტკივილს ვხედავდი და განვიცდიდი. ელისმა გამომაფხიზლა, რომელსაც მანქანა გაეჩერებინა და შეშინებული სახით გვიყურებდა. ,,ედვარდ, გონს მოდი! გაყინული ზიხარ, მას კი შენი დახმარება სჭირდება!” ბელას სახე ხელებით დავიჭირე, თვალებში ჩავხედე და უსასრულოდ ვუმეორებდი, რომ ყველაფერი დასრულებულიყო, ვოლტური მას ვეღარაფერს დაუშავებდა და აღარასოდეს მივატოვებდი. ანგელოზი თანდათან მშვიდდებოდა, მეც ვეხვეოდი და ვკოცნიდი თმებზე, შუბლზე, ხელებზე... ჩემს პერანგს ებღაუჭებოდა, მისი მდუღარე ცრემლები მარილივით მეყრებოდა ღია ჭრილობაზე. მალე ჩაეძინა. ელისი მიხვდა, რომ საშიში აღარაფერი იყო და მანქანა დაძრა. ბელას საქციელით გაკვირვებული ვიყავი. ნუთუ მართლა ამხელა ტკივილს აყენებდა უჩემობა? ნუთუ მართლა ამდენს ვნიშნავდი მისთვის? ნუთუ ასეთ მდგომარეობაში დამეტოვებინა მთელი ამ დროის მანძილზე?!
არ ვიცი დიდხანს ვმგზავრობდით თუ არა. გაურკვევლობიდან ჩარლის ფიქრებმა გამომიყვანა.
–ბელა, –ყვიროდა ის.
_ჩარლი, –წაიბურტყუნა ანგელოზმა და სცადა გამოფხიზლებულიყო.
_ჩშუუუ –ჩავჩურჩულე. _ყველაფერი კარგადაა. სახლში ხარ, უსაფრთხოდ. მხოლოდ ცუდი სიზმარი ნახე.
_არ მეგონა, თუ იმდენად თავხედი აღმოჩნდებოდი, რომ აქ გამოჩენას გაბედავდი. რა მოუვიდა? ,,რა უქენი ჩემს შვილს, უნამუსო! ის არ გეყოფოდა, რა ტკივილიც აქამდე მიაყენე?” ვიცოდი, რომ ჩარლის სიტყვებზე აუცილებლად დავფიქრდებოდი, მაგრამ არა ახლა, როცა ანგელოზს ვჭირდებოდი.
_ის მხოლოდ დაიღალა, ჩარლი. გთხოვთ, ნება მიეცით დაისვენოს.
_ნუ მასწავლი, რა გავკეთო! ,,ჯობდა მაშინ გეფიქრა მის უსაფრთხოებაზე, როდესაც აქედან მიდიოდი და დაჭრილ, სისხლისგან დაცლილ შვილს მიტოვებდი. _მომეცი. მოშორდი მას!
ვცადე ბელა ჩარლისთვის მიმეწოდებინა, მაგრამ ჩემს პერანგს უფრო მაგრად ჩაებღაუჭა და მტკიცედ მომეკრა. იმედია, საკმაოდ კარგი მსახიობი აღმოვჩნდებოდი და ამაყ გამომეტყველებას ჩემთვის შევინახავდი.
_არ გინდა, მამა, ნუ გაგიჟდები.
_შემიძლია დაგენიზლავო, რომ ვიზამ მაგას. სახლში შედი!
_კარგი. დამსვი, –ამოიოხრა ბელამ.
ფეხზე დავაყენე, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა და მანამდე დავიჭირე, სანამ ბეტონზე დაეხეთქებოდა.
_მხოლოდ მისი ზემოთ აყვანის უფლება მომეცით, შემდეგ წავალ.
_არა, –იყვირა ბელამ.
,,ისევ ის პანიკა ეწყება. ედვარდ, ხომ ხედავ, სხვა გზა არ გაქვს. თქვენ ხომ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეგიძლიათ!” ელისი! რატომ მახსენებდა ამას მაინც და მაინც ახლა?
,,დაუჯერებელია... მას შემდეგ რაც გაუკეთა, მაინც მასთან ყოფნა ურჩევნია.” –ფიქრობდა განრისხებული ჩარლი.
ყველას აზრები დავბლოკე, ანგელოზი ხელში ავიყვანე და ნაზად ჩავჩურჩულე, –შენთან ვიქნები.
თავი მკერდზე დამადო და ისევ ჩაეძინა. მისი ოთახი ისეთი იყო, როგორიც მახსოვდა, თითქმის არაფერი შეცვლილიყო გარდა იმისა, რომ მასში უცნაური სევდა და მარტოობა სუფევდა. ბელა საწოლზე დავაწვინე, მიჭირდა მასთან განშორება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. საბანი დავაფარე, დავიხარე და შუბლზე ვაკოცე. ტუჩები დამწვა მისმა სიმხურვალემ, ურჩხული ნათლად ხედავდა მის ძარღვებში გამავალ მჩქეფარე სისხლის ნაკადს, მაგრამ ის ცალკე იყო, მე –ცალკე და მხოლოდ ანგელოზის შეხებით გამოწვეულ სიხარულს ვგრძნობდი მთელი არსებით. ვიცოდი, რომ ისევ მოვიდოდი, ძალიან მალე და ყველაფერი ისევ ისე იქნებოდა, მხოლოდ მე და ბელა, ერთ სამყაროში... მაგრამ მაინც მიჭირდა მასთან განშორება, გაყინული ხელები ისე მიიწევდა მისი სახისკენ, თითქოს მათი ადგილი იქ იყო და ძალით გამომეგლიჯა უნამუსოს.
კიბეებზე ჩარლი შემხვდა, როგორც ველოდი.
–თუ კიდევ გაბედავ აქ მოსვლას, ჩემი ხელით აგკუწავ ნაწილებად! ფიქრადაც კი არ გაივლო ჩემი შვილის სახელი, შეიძლება მას ისევ ძველებურად უყვარხარ, ,,უყვარს, ნამდვილად უყვარს!” მაგრამ მე ვერასოდეს გაპატიებ არაკაცურ საქციელს!
–მესმის, რომ უზარმაზარი შეცდომა დავუშვი და არ ვარ ბელას ღირსი. ჩემს დანაშაულს ვერასოდეს გამოვისყიდი, მაგრამ გთხოვთ, მომეცით შანსი, ის მაინც გავაბედნიერო.
რას დავპირებოდი მამას, რომლისთვისაც ქალიშვილის სამუდამოდ წართმევას ვაპირებდი?!
–ის, რაც შენ გააკეთე, არავითარ შანსს არ იმსახურებს. საუბრის თემა დახურულია! იმედი მაქვს, თავს საფრთხეში არ ჩაიგდებ და ბელას სათოფეზეც არ გაეკარები!
ჩარლის თვალებში იმდენი რისხვა და სიძულვილი იკითხებოდა. მართალიც იყო, მე მხოლოდ ამას ვიმსახურებდი! გასასვლელი კარისკენ მიმითითა და სახლიდან უპატრონო ძაღლივით გამომაგდო.
გარეთ ჩემი და მორჩილად მიცდიდა.
–ელის, შენ წადი. მე ბელასთან დავბრუნდები. არ მინდა მისი მარტო დატოვება.
–არ გინდა თუ არ შეგიძლია? –ნიშნის მოგემით გადმომხედა ელისმა, მაგრამ პასუხად მხოლოდ დუმილი მიიღო და ისევ თავად განაგრძო, –არავითარ შემთხვევაში! ბელას დასვენება სჭირდება, შენ კი –ნადირობა. როდემდე უნდა იყო ასეთ მდგომარეობაში?
–მართალი ხარ.
–რა თქმა უნდა! ახლავე წავიდეთ, მხოლოდ მე და შენ. თანაც ხანგრძლივი და სერიოზული საუბარი გველის წინ.
ამოვიოხრე და მანქანაში ჩავჯექი. ფანჯრიდან ბელას სახლს ვუყურებდი დაჟინებით, თითქოს ყველაფერს იქ ვტოვებდი, სადაც ვეღარასოდეს შევიდოდი ფორმალურად, როგორც ედვარდ კალენი. მხოლოდ ფანჯრიდან ძრომიალი მომიწევდა უბადრული ქურდის მსგავსად.
–ნუ ღელავ, რომეოც ჩუმად მიიპარებოდა ჯულიეტას სანახავად. –ღიმილით გადმომხედა ელისმა და ერთი წამით მართლა დამაეჭვა, ნეტავ ხმამაღლა ხომ არ ვფიქრობდი –მეთქი.
–შედეგად ორივე დაიხოცა.
–თქვენ არ მოკვდებით. ვეჭვობ, ამის შემდეგ მაინც მოისურვო ბელას ადამიანად დატოვება.
–მე ყოველთვის მექნება ამის იმედი.
–არამგონია, მის სიკვდილს შეეგუო.
–საკუთარი ბედნიერებისთვის ვერ გავწირავ მის სულს მონსტრის სხეულში გამოსამწყვდევად.
–არა მარტო საკუთარი ბედნიერებისთვის!
–ბელამ არ იცის რა არის ბედნიერება!
–მან იცის, რომ უშენოდ ვერ იცოცხლებს. ერთხელ უკვე დაგკარგა, მის სუსტ არსებაში აღარ მოიძებნება ძალა, რომელიც ტკივილს ერთ მტკაველ წინააღმდეგობას მაინც გაუწევს.
აღარაფერი მითქვამს. არ მინდოდა მაინც და მაინც ამ თემაზე საუბარი. ჯერ კიდევ არაფერი არ იყო გადაწყვეტილი, სხვა გზა აუცილებლად მოიძებნებოდა, ისევე როგორც პირველი გაზაფხულის ენძელა თოვლის უზარმაზარი საფარის ქვეშ.
შორს არ წავსულვართ, სახლთან ახლოს შესაფერისი ადგილი გვეგულებოდა. ადამიანური ნიღაბი მოვიშორეთ და დროებით სისხლის მსმელ ურჩხულებად ვიქეცით. უღრან ტყეშიც მხოლოდ აუტანელი წყურვილი მიგვიძღოდა წინ, მადის აღმძვრელი ცხოველებისაკენ. ჩვენებური ტრიუკების გაკეთება არც ერთს არ გვიცდია. სანახაობრივი ნადირობის არც დრო გვქონდა და არც სურვილი. რამდენიმე მეტრის მოშორებით ლომის სიახლოვე ვიგრძენი, ელისი მარტო დავტოვე და ცხოველთა მეფეს ყველაზე საშიში მტაცებელი დავუპირისპირდი. თავიდან დისტანციას ვინარჩუნებდი, შორიდან ვზვერავდი მოწინააღმდეგეს, შემდეგ სინათლის სისწრაფით გავექანე ლომისკენ და ბასრი კბილები ცხელ სხეულში მოვათავსე. ამაყმა ცხოველმა უკანასკნელად დაიღრიალა. ხარბად დავეწაფე წითელ სითხეს, თითოეული ყლუპი ძალითYმავსებდა და სწორად განსჯის უნარს მიბრუნებდა. ჩემი თავი ყველაზე მეტად ნადირობის დროს მეზიზღებოდა. სწორედ მაშინ გამოდიოდა ურჩხული მზის შუქზე თავისი მოვალეობის შესასრულებლად. მოულოდნელად თვალწინ ბელას მშვიდი, ბავშვური სახე წარმომიდგა. მკვდარ ცხოველს სასწრაფოდ მოვცილდი და მიწაზე დავჯექი, თავჩაღუნული, დანაშაულზე წასწრებული ქურდივით. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბელა მართლაც ანგელოზი იყო და მიყურებდა, როცა ამ... სისაძაგლეს ვაკეთებდი. როგორ შეიძლებოდა მას, ასეთ სათნოს და წმინდას ნამდვილი ურჩხული შეყვარებოდა? რატომ ვერაფერს ვაკეთებდი, რომ ყველაფერი თავის ადგილას დამებრუნებინა? რატომ ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას საკუთარ თავს? მაშინ, როდესაც ამდენი მიზეზი მქონდა წასასვლელად, არარსებულ გამართლებას ვებღაუჭებოდი და ადგილიდან ვერ ვიძროდი. ჯანდაბა! ნუთუ ასეთი მტკივნეული იყო, რომ ახლა მაინც ვყოფილიყავი ბედნიერი? ამოვიოხრე და საკვებთან დავბრუნდი. მალე ბელას ვნახავდი, მასთან კი საუკეთესო თვითკონტროლი დამჭირდებოდა.
ცოტა ხნის შემდეგ მე და ელისი მიწაზე ვისხედით და ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვა გვრცხვენოდა.
–ედვარდ, ვიცი, რომ ყველაზე კარგი, სრულყოფილი პიროვნება ხარ ვინც კი ოდესმე მინახავს და აუცილებლად მაპატიებ, მაგრამ ჩემს დანაშაულს ვერასოდეს გამოვასწორებ. არ ვარ შენდობის ღირსი. მე რომ არა...
–არასოდეს დავბრუნდებოდი, –გავაწყვეტინე ჩემს დას და თავადვე ჩამწვა ამ შესაძლებლობის სისასტიკემ. –არ გინდა თავის დადანაშაულება. ეს, პირველ რიგში, ჩემი შეცდომა იყო. არ უნდა წავსულიყავი, ელის. ახლა ვხვდები, რომ ბელა უნდა დამეცვა, რადაც არ უნდა დამჯდომოდა. ამ ნაბიჯის გადადგმა ნამდვილი სისულელე იყო. მანამდე უნდა მიმეტოვებინა აქაურობა, სანამ ასე ღრმად შევტოპავდით. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი დამთავრდა და ჩემი სინანულით დროს ვერ დავაბრუნებ. ერთადერთი, რაც ჩემი წასვლით გამოვიწვიე, უსასრულო ტკივილი იყო. არადა როგორ მჯეროდა, რომ ამას მის სასიკეთოდ ვაკეთებდი. რომ მცოდნოდა... რას არ გავიღებდი... –აზრები ერთმანეთში მეხლართებოდა, სიტყვებს ვეღარ ვპოულობდი, ელისი კი მშვიდად იჯდა და მორჩილად მისმენდა.
–მართალი ხარ. მას შემდეგ, რაც ის წყეული ხილვა მქონდა, სასწრაფოდ ბელასთან წამოვედი და... ,,არ ღირს, არ უნდა ვუთხრა... უფრო დაიტანჯება.’’
–ელის, და რა? ყველაფერი მითხარი, მე გავუძლებ ამ ტკივილს!
,,კარგი. იქნებ ამან მაინც დაგარწმუნოს, რომ სხვა გზა არ გაქვს.”
–ჩარლის ველაპარაკე. ყველაფერი მიამბო, რაც იმ დროის მანძილზე გადაიტანა.
თვალები დავხუჭე, ცრემლები შიგნიდან მახრჩობდა. რამდენიმე წუთი ასე ვიჯექი და ძალებს ვიკრებდი, შემდეგ ელისს მივუბრუნდი.
–გისმენ.
–დარწმუნებული ხარ? იქნებ არ ღირს, ედვარდ.
–გისმენ! –გავუმეორე მტკიცედ.
ელისმა ამოიოხრა და დაიწყო:
–მითხრა, რომ არასოდეს ეგრძნო თავი ასე უსუსურად. პირველ კვირაში ბელა არ ჭამდა, არ სვამდა, არ მოძრაობდა. ჩარლიმ გადაწყვიტა, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა თუ საცხოვრებლად ფლორიდაში გადავიდოდა, დედასთან. მაგრამ როდესაც მის ნივთებს ალაგებდნენ... თქვა, რომ არასოდეს ენახა ბელა ასეთი. ის ისტერიკაში ჩავარდა, ტანსაცმელებს აქეთ-იქით ისროდა, ყვიროდა, რომ მათ არ შეეძლოთ მისი წაყვანა და ბოლოს ატირდა. აღარ დაატანეს ძალა... ჩარლი ელოდებოდა, როდის შემოტრიალდებოდა სიტუაცია სასიკეთოდ. გაუმჯობესება მართლაც შეეტყო. დაუბრუნდა სკოლას, ჭამდა და ეძინა, ასრულებდა საშინაო დავალებებს. პასუხობდა თუ ვინმე კითხვას უსვამდა. მაგრამ ის ცარიელი იყო... მისი თვალები არაფერს გამოხატავდნენ. მუსიკას აღარ უსმენდა, არც ოთახში შედიოდა, როდესაც ტელევიზორი ჩართული იყო. ჩარლი ძალიან ღელავდა, ბოლოს მიხვდა, რომ ბელა გაურბოდა ყველაფერს... რაც შენს თავს ახსენებდა. გრძნობდა, როგორ ეცლებოდა შვილი ხელიდან, თავად კი არაფრის გაკეთება არ შეეძლო. თითქმის აღარ ელაპარაკებოდა, ეშინოდა ისეთი რაღაც არ ეთქვა, რაც მას გულს ატკენდა. უბრალო რაღაცებზეც კი აკანკალებდა და არაფრით არ
ინტერესდებოდა, ის მხოლოდ მექანიკურად იძლეოდა პასუხებს. სულ მარტო იყო. მეგობრებთან ურთიერთობა არ ჰქონდა და ბოლოს აღარც ისინი ურეკავდნენ. ჩარლის ეშინოდა, თვლიდა, რომ ეს არანორმალური იყო. თითქოს რაღაც ჯერ კიდევ დარჩენილიყო ბელაში, მაგრამ რაღაც, ძალიან დიდი ნაწილი მომკვდარიყო. ედვარდ, მე ორივე გნახეთ, ერთმანეთისგან შორს... ეს მართლაც არანორმალურია, არაამქვეყნიური ტანჯვა... ედვარდ...!
მუხლებზე ვიდექი, მაგრამ ისეთ სიმძიმეს ვგრძნობდი, თითქოს მთელი მიწა მხრებზე მაწვებოდა. ტკივილის ქვეშ ვიყავი მოქცეული და ურჩხული ნელ-ნელა მსრესდა, რომ სხეულის თითოეული უჯრედით შემეგრძნო მისი ძალაუფლება. თვალებს ვეღარ ვახელდი, ნათლად ვგრძნობდი ირგვლივ მოგიზგიზე ცეცხლსა და მის მწველ ალს. აი, ახლაც მკაფიოდ მესმოდა ჩაქუჩის დარტყმის ხმა, რომელსაც საგანგებოდ ჩემს დასასჯელად ახურებდნენ. მაგრამ სანამ ძვლებს გადამატეხდნენ, იყო უფსკრული და შემაძრწუნებლად ცარიელი სიბნელე... იყო ღრმა ოკეანე და მძლავრი, სისხლიანი ტალღები. ელისის სიტყვები სასიკვდილო განაჩენივით ჩამესმოდა ყურებში და ვიცოდი, რომ განწირული ვიყავი. მერე სხეულზე ზამთრის სუსხის მსგავსი სიცივე ვიგრძენი და მივხვდი, რომ ვიღაცამ ძალით ამომათრია ცეცხლის რკალიდან. შემდეგი ნაბიჯი, რაც უნდა გამეკეთებინა, თვალების გახელა და ტკივილამდე შეკრული თითების განთავისუფლება იყო. ცეცხლის ალში კამკამა ცის სილურჯე შემოიჭრა, ხელებმა ბალახის სიმწვანე იგრძნო. იქვე ჩემი მოსამართლე იდგა... რატომ ჰქონდა ასეთი შეშინებული სახე? ნუთუ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და დანებით შეიარაღებული ადამიანები რატომღაც იგვიანებდნენ?
–ალო, კარლაილ! ჩვენს სახლთან მდებარე ტყეში გელოდები, სასწრაფოდ, შენი დახმარება მჭირდება!



Vampire_GvaberiDzeთარიღი: სამშაბათი, 2011-06-21, 9:16 PM | შეტყობინება # 194
^ Normal People Scare Me ^
817
32  +
44  ±
   ±
Offline
wink wink Vaime Ra Kargad wer.. Exa Daviwke Tavidan Daa Dzaan momewonaa.. ~~ !


ucnobiucnobi2თარიღი: სამშაბათი, 2011-06-21, 11:18 PM | შეტყობინება # 195
Nemo Me Impune Laccesit !
639
30  +
34  ±
   ±
Offline
vaime shen ar vici unichieresi adamiani xar )) am tavis wakitxvis mere ar vici ra vtqva ((( darwmunebuli var tu stephanie dawerda an aseti iqneboda an cota cudic shen martla magari xar...ubralod WOW da ra minda gkitxo gagrdzelebas apireb anu magalitad eclipse an breaking dawn edwinikos tvalit ?
ძებნა: