ბლოგზე დაბრუნება · ახალი შეტყობინებები · წევრები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ფორუმის მოდერატორი: S@li  
Without sun

Bella_Cullenთარიღი: პარასკევი, 2010-06-25, 7:04 PM | შეტყობინება # 1
Miss Cullen
371
77  +
   ±
Offline

პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ემოციების დედოფალი-ავტორი".

სახელწოდება:without sun
ავტორი: immortal (ნუნუკა აბუაშვილი)
ბეტა:Breee (მარიამ ლაცაბიძე)
დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი + მე
ჟანრი;მელოდრამა
მთავარი გიმრები: ედვარდ კალენი,ბელა სვონი.
სტატუსი:წერის პროცესში
ეს არის ”ახალი მთვარის” ედვარდისეული გადმოცემა..


tamu1792თარიღი: სამშაბათი, 2010-11-23, 10:43 PM | შეტყობინება # 121
The Cullen Member!
1363
106  +
   ±
Offline
sulmotqmelad velodebi shemdeg tavs chemo unichiereso adamianoooooooooooooo love

TEAM BELLWARD!!!

Immortalთარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 7:57 PM | შეტყობინება # 122
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
bella-bella, stupid_l@mb, tamu1792, Rosalie, sofka, elle____, S@li, Ugrmesii madlobaa bavshveboo.. KArgebii xart.. Dzalian bevrs nishnavs chemtvis tqveni shepaseba.. miyvarxart yvelaa da ugrmesii madlobaa tanadgomistviss.
Rac sheexeba axal tavs... gtxovt gamiget dzalian datvirtuli var, skolis garda kidev xut ragacaze davdivar da 1 wami ar maqvs imistvis rom amovisuntqo. shabat-kvirasac ki ver visveneb. rogorc ki gamovnaxav xolme dros, mahsinve viwyeb weras, me-16 tavic ukve naxevrad dawerili maqvs, rogorc ki movaxerxeb davdeb. mesmis tqveni magram gamis pirvel saatze dawerili tavi memgoni arc tqven gindat da arc me biggrin
miyvaarxart yvela da dzalian didi bodishi rom amdens galodinebt :*



tamu1792თარიღი: პარასკევი, 2010-11-26, 8:33 PM | შეტყობინება # 123
The Cullen Member!
1363
106  +
   ±
Offline
Immortal, araushaavs koleeg chven movicdit,mtavaria shen moicalo xolme da rodis dadeb,eg araa mtavari...martalia dzaan gvainteresebs,magram motmenac shegvidzlia :*

TEAM BELLWARD!!!

Takoთარიღი: ოთხშაბათი, 2010-12-01, 5:02 PM | შეტყობინება # 124
I'll hide from the world, bihind a broken frame
813
37  +
   ±
Offline
gmerto chemoo... ar mjera.... nutu amas 14 wlis gogo wweers? rogor sheidzleba amdeni rame amdeni emocia, tkivili, siyvaruli, yvelanairi usazgvro gdznoba chatios da srulyofilad aqcios da srulyofilad gadmoqvces tundac 1 tavshii?? es xom sheudzlebelia, magram ara nunukastvis! ar vici, ubralod ar vici ra vtkva, ise wer titikos shen iko edwarid, titikos shen gamogearos es yvelaferi, titikos shen iko 109 wlis datajuli vampiri ... saidan mogaqvs es yvelaferi? saidan amdeni namdvili gdznoba da saidan aseti sityvebi. gaognebuli ki ara ar vici ra kvia mag sityvas. gancifrebulze gancvifrebuli vaar! shen shignit chamidzveri! shennairi fenomeni adamiani me ar shemxvedria. ar mesmis ese kargad ranairad axerxeb emociebis tamovyras, tan mitumetes sityvebit gadmocemas... ubralod ar vici ra gitxra, ena maqvs chavardnili... gmerto chemoo!

P.s mapate amden xans rom ver wavikitxe, sul ar megona tu dadebdii . kiss kiss kiss



Oooh, baby I've been flying...Mama, there ain't no denyin'

Rosalieთარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 7:38 PM | შეტყობინება # 125
MrS. Cullen
989
40  +
74  ±
   ±
Offline
Immortal, axali tavii mindaa cry cry



DiiiK♥თარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 8:12 PM | შეტყობინება # 126
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Rosalie, რა დამთხვევაა biggrin

მეეეეეეეეეეც!!!!!



Immortalთარიღი: ორშაბათი, 2010-12-06, 8:44 PM | შეტყობინება # 127
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
stupid_l@mb,es vis nawers vxedaav?? biggrin genacvale axali tavi ar iqneba male da viwyeb shimshilobas sheni saxlis win biggrin
xoda chems axal tavs rac sheexeba am ardadegebze chavujdebi, cota moitminet manamde biggrin 2 kvira da 4 dge darcha (ra gaudzlebs skolaas cry )



elle____თარიღი: სამშაბათი, 2010-12-07, 10:21 AM | შეტყობინება # 128
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
49  +
   ±
Offline
Quote (Immortal)
2 kvira da 4 dge darcha

mixaria vigaca chemnairad ro angarishobs : D: D me dges gavacdine amitom 13 saswavlo dge darchaaa : )))) ihuuu holiday holiday holiday holiday holiday holiday holiday holiday



tamu1792თარიღი: პარასკევი, 2010-12-10, 6:52 PM | შეტყობინება # 129
The Cullen Member!
1363
106  +
   ±
Offline
Immortal, koleeeeeg moutmenlad velodebit xo ici ardadagebis dawyebas,rom vixilot shemdegi tavebii love :*

TEAM BELLWARD!!!

Immortalთარიღი: პარასკევი, 2010-12-10, 7:20 PM | შეტყობინება # 130
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
tamu1792, genacvalee koleeg xo ici rogor miyvarxaar da rogor menatrebiii :* :* :* bavshvebo naxevari dawerili maqvs da yvelanairad shevecdebi rom gagaxarot da male davdo :*


DiiiK♥თარიღი: პარასკევი, 2010-12-10, 10:00 PM | შეტყობინება # 131
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Immortal, raoo? ra shimshilobaoo? biggrin biggrin biggrin biggrin cool ar vicode mainc (daaxloebit) sad cxovroob biggrin


Immortalთარიღი: პარასკევი, 2010-12-10, 10:13 PM | შეტყობინება # 132
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
stupid_l@mb, xo ar shemarchino exla biggrin :D shen xo mainc gesmis chemii biggrin


DiiiK♥თარიღი: შაბათი, 2010-12-11, 11:05 PM | შეტყობინება # 133
You're just too good to be true ...
1004
113  +
   ±
Offline
Immortal, მეესმიის ძვირფასოოო, მე თუ არ მესმიის.. :* ასე რომ მორჩილად ველი იიმ ნანატრ დღეს, როდესაც ფეისზე ლინკს მომწერ, ან იმას, რომ სკაიპსი მელიი :** მიიყ :*


Immortalთარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 9:37 PM | შეტყობინება # 134
Floccinaucinihilipilification
341
66  +
   ±
Offline
16 tavi
წყვდიადი... შემაძრწუნებელი სიბნელე... არაფრისმთქმელი და ამავდროულად ყველაზე მრავლისმეტყველი სიჩუმე... შიში, ზიზღი, ტანჯვა, ტკივილი... მერე სრულიად არაფერი... მხოლოდ უსასრულო გაურკვევლობა და ბოლოსმომღები სიცარიელე... უზარმაზარი ხვრელი, რომლის შავი, ვეშაპის პირიც უფსკრულისაკენ მიექანება. წამიც და ერთი ნახტომით ურჩხულის მუცელში აღმოვჩნდი. თვალები მტანჯველმა სინათლემ მომჭრა. დავრწმუნდი, რომ ფეხების მოძრაობის უნარი ჯერ კიდევ შემრჩენოდა, ღრმად ჩავისუნთქე და დერეფანს გავუყევი. ხელები, როგორც ყოველთვის მუშტებად მქონდა შეკრული და ლურჯი, გახუნებული პერანგის შიგნით ვმალავდი, რომ კონტროლი არ დამეკარგა და რამე არ დამელეწა. არადა ირგვლივ იმდენი ნივთი იყო, რომელსაც სიამოვნებით ვიხილავდი იატაკზე ნამსხვრევებად მიმოყრილს. ჩემსავით თეთრი, ულამაზო ქანდაკებები ძალაუნებურად მიწვევდნენ, ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა მათი გამოყვანილი ფიგურები, ფაიფურის თავი, ხელები, ფეხები. რა მოხდებოდა ხელის ერთი მოსმით რომ დამეფშვნა ეს ქმნილებები? ისევე როგორც მე დამშლიდნენ ცოტა ხნის შემდეგ. ყურადღებით ვაკვირდებოდი ქანდაკებებს, ვადარებდი მათ ჩემს თავს, გონებაში ვხატავდი გაყინულ გრძნობებს, გაქვავებულ აზროვნებას და წარმოვიდგენდი ამ ,,არსებების’’ განადგურების პროცესს. მეც ხომ ზუსტად იგივე მელოდა. ცივი, საზარელი ხელი და შენს დაუსრულებელ არსებობასაც წამებში ცილდება ზედსართავი სახელი, ხაზი ესმევა ყველაფერს, თეთრ ფურცელზე უკვალოდ ქრება სისხლიანი ნაწერი. უბრალოდ ქრები... ხელის ერთი მოსმით იშლება ის, რაც ერთ დროს მთელი იყო. ასაწყობი სურათივით ნაწილდები, ლამაზი გამოსახულება იყავი, მხოლოდ გარეგნული ნიშნებით, ყოველგვარი სულიერი სამყაროს გარეშე, მერე მოსაბეზრებელ, უშინაარსო ნაგლეჯად იქცევი და უგზო-უკვლოდ იკარგები. აღარავინ ცდილობს შენს აწყობას, გამრთელებას. რომც ცადოს, ვერ მოახერხებს. ზუსტად ასე ვიყავი, მაგრამ ერთი განსხვავებით: ჩემს ,,აწყობილ ნახატში” შემადგენელ ნაწილებს შორის დაცილება მინიმუმ ერთი მეტრი იყო. საშინელენაა უაზროდ, უმიზნოდ ყოფნა. ტკივილსაც კი აღარ გავეხადე იმის ღირსი, რომ ჩემთან დარჩენილიყო. ან სულაც იქნებ იქვე იყო, მიბუზული კუთხეში, მე კი ვერ ვამჩნევდი? ვინ იცის...
-მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
ვოლტურისთან. რით გემსახუროთ?
მიმღების ,,თავაზიანი”, მაგრამ ტვინისგამბურღავი და უმნიშვნელო კითხვები ცალ ყურშიც არ შემიშვია. ფიქრებზე: ,,რა ლამაზია! ნეტავ მარტოა?” ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. სასწრაფოდ კარები გამოვაღე და უზარმაზარ თეთრ დარბაზში აღმოვჩნდი.
-ედვარდ კალენ! რა სიურპრიზია! არ გელოდით.
იქნებ ჯობდა პირდაპირ მიმეხალა მთავარი სათქმელი და აღარ მესმინა მათი ფარისევლური, ზედმეტად ,,ინტელიგენტური” კომენტარებისთვის? მაგრამ არა! რაც უფრო მეტი სასჯელი, მით უკეთესი. თავში მეორე აზრიც მიტრიალებდა: რაც უფრო მალე, მით უკეთესი, მაგრამ მაშინვე დავბლოკე და პირველი ვარიანტი ვარჩიე.
-საქმე არ იცდიდა, არო.
-ნუთუ?! და მაინც რა საქმე? ადამიანი ხომ არ შემოგეჭამა ძვირფასო ვეგეტარიანელო? –ირონიულად ჩაილაპარა ფელიქსმა.
-არა, რას ამბობ! განა რომელიმე სულელი არსების შეხრამუნების გამო ექნება ასეთი სევდიან-დარდიან-ტრაგიკული სახე? –შხამიანი ღიმილით დაამატა ჯეინმა.
-არაფერია გასაკვირი. არ დაგავიწყდეთ ბატონებო, ჩვენ წინ თვით ედვარდ კალენი დგას –ვამპირთა სამყაროს შეცდომა! –ჩაიხითხითა ალეკმა.
-გეყოფათ! –როგორც იქნა შეაწყვეტინა არომ, მალულად კი ,,თანამოძმეებით” ამაყობდა. –ედვარდ, მზად ვართ ყურადღებით მოვისმინოთ შენი ვიზიტის მიზეზი და შეძლებისდაგვარად დაგეხმაროთ.
როგორ მაღიზიანებდა მათი ,,ფორმალობა” და ,,გულისხმიერება”. მაგრამ სხვა რა გზა იყო.
-სჯობს თავად ნახო. –ჩუმად ვუთხარი და მისკენ გავემართე. არომ ხელი ჩამავლო და ჩემს სამყაროში შემოიჭრა. დანარჩენები ხმაგაკმენდილები ისხდნენ და ცნობისმოყვარეობისგან რამის იხრჩობოდნენ.
გავიდა 60 წამი... 120... 180. არო როგორც ჩანს ნანახით ვერ ძღებოდა. ვიცოდი, ბევრ ისეთ რამეს ახდიდა ფარდას, რაც არ უნდა გაეგო, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა? მთავარია ჩემი ბოლო გადაწყვეტილებისთვის მიექცია სათანადო ყურადღება.
-წარმოუდგენელია! დაუშვებელია! –გაოცებული მიყურებდა და არ იცოდა რა ეწოდებინა ამ ყველაფრისთვის. მერე დანარჩენებს მიუბრუნდა, მათაც თვალები დაქაჩეს და ყურები დაიგრძელეს, მაგრამ აროსგან ჩამოვარდნილი ყბის გარდა რომ ვერაფერი მიიღეს, სალანძღავი სიტყვებით შეამკეს გულში, გარედან კი ისევ ის ,,ინტელიგენციის” ნიღაბი მოირგეს ოსტატურად.
-ედვარდ, ვფიქრობ უნდა დაგვტოვო. გადაწყვეტილების გასაგებად ერთ საათში შემოგვიარე, -მომმართა განცვიფრებულმა არომ.
შემოვტრიალდი, ზურგი ვაქციე ჩვენს სამყაროს, მონსტრებს, რეალობას და სიტყვის უთქმელად გამოვაღწიე იმ საზარელი ოთახიდან. დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა ფიქრების სამართავად, რომ გონება არ გამთიშვოდა... დარბაზში პატარა, ბნელი კუთხე ვიპოვე და იქ ჩავიცუცქე. რაც შემეძლო, ფეხები მოვხარე, თავი მუხლებს შორის მოვიქციე, კედელს მივეყუდე და ხელები თმებს ზემოთ შემოვიწყვე. ვინმეს რომ დავენახე, ალბათ იქვე მდგარი ქანდაკებებისგან ვერც გამარჩევდა. საშინლად ვიყავი, სხეულში ნემსების ვებერთელა ტალღები მივლიდა და შიგნიდან მჩხვლეტდა. ადგილს ვერ ვპოულობდი, მინდოდა გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით მივნარცხებოდი კედლებს, მერბინა და მტკივნეული ჰაერი შემეგრძნო, მინდოდა მეყვირა, მეღრიალა, რეალობა სიზმრად გადამექცია, მეპოვა ის ადგილი, სადაც მე და ბელა ერთად ვიქნებოდით, თუნდაც მკვდარი, თუნდაც სრულიად მარტონი, თუნდაც მთელი სამყაროს წინააღმდეგ, ოღონდ ერთად; მიმეგნო იმ ადგილისთვის, სადაც თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ ჩავეხუტებოდი; მეპოვა ისეთი არსება, ვინც საკმარისად გადამიხდიდა სამაგიეროს ჩემი თითოეული შეცდომისათვის. მაგრამ მე მაინც იქ ვიყავი, უჰაერო სივრცესავით ცარიელი, ყინულივით ცივი, მარმარილოსავით თეთრი და მოუთმენლად ველოდი აღსასრულს.
,,ნეტავ სად გაქრა ის ბიჭი? აი ვხედავ, ის არ არის კუთხეში რომ ჩაცუცქულა? როგორც არ უნდა დაიმალოს, მის თმებს მაინც მილიონი არსებისგან გამოვარჩევ. ნეტავ რატომ არის ასეთი მარტოსული? ახლა როგორ ავაწევინო თავი? რა სახელით მივმართო? ჰმ... ’’
ბევრი აღარ ვაწვალე და თავად ავხედე. არ ვიცი რა დაინახა ჩემს თვალებში ისეთი, რომ მოულოდნელად შეხტა და ფიქრებშიც კი დამუნჯდა.
-არო მზად არის თქვენს მისაღებად, -ბოლოს და ბოლოს ოდნავ გასაგონად ჩაილაპარაკა აკანკალებული ხმით. ისე წამოვხტი, თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი და პირველად მივყავდი მშობლებს ცირკში ან ზოოპარკში. არა, მონსტრების ბუდეში კი ნამდვილად უნდა შევსულიყავი, მაგრამ ის ვერ გამერჩია მე ვიყავი გალიაში გამომწყვდეული თუ ისინი.
ზიზღით შევაღე უზარმაზარი კარები, რომლისთვისაც საუკუნეებსაც კი ვერაფერი დაეკლოთ. რამდენი საზარელი სანახაობის მომსწრე და მონაწილე გამხდარა ის, რამდენი უბედური, უდანაშაულო ადამიანისთვის ჩაუკეტია ხსნის ერთადერთი გზა ამ რკინის ქმნილებას, რამდენი განწირული მოუქცევია მტაცებლის კლანჭებში. რამდენი სიცოცხლე შეეწირა ამ ურჩხულების შიმშილს, რა სასტიკი სიკვდილით აღესრულნენ ისინი. ამ ყველაფრის წარმოდგენისას შხამი საოცარი სისწრაფით მოჰქროდა სხეულში და პირში მიგუბდებოდა.
-ედვარდ, ჩემო მეგობარო! -,,აღტაცებით” წამოიძახა არომ. –როგორც დაგპირდით ვიფიქრეთ და გადაწყვეტილებაც მივიღეთ. მაგრამ ჯერ გვაინტერესებს, შემთხვევით ხომ არ გადაიფიქრე?
-რათქმაუნდა არა, -ძლივს გამოვცარი პასუხი კბილებს შორის,
-მაშინ სხვა რა გზა გვაქვს... შენი ნიჭი საკმაოდ ძვირფასია იმისთვის, რომ მისი მფლობელი გავანადგუროთ, ასე რომ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უარით უნდა გაგისტუმროთ. თუმცა შეგიძლია ჩვენთან, ანუ შენს ერთგულ მეგობრებთან ერთად დარჩე. ვოლტური სიამოვნებით მისცემს მიმართულებას შენს ბრწყინვალე შესაძლებლობებს.
როგორ ბედავდნენ? როგორ მთავაზობდნენ ასეთ რაღაცას? ეს ხომ სრული აბსურდი იყო, გცოდნოდა მათი ნამდვილი სახე, საქმიანობა და ამ ყველაფრის ნაწილი გამხდარიყავი... საკუთარი ნებით. სულ რაღაც ხუთი წუთის წინ კარებს ვადანაშაულებდი, დიდ ზღუდედ რომ აღმართოდა ადამიანების ოცნებებსა და იმედებს... და რას მთხოვდნენ, რომ კიდევ უფრო გამემძაფრებინა სამუდამო წყევლა? რკინისგან განსხვავებით ფიქრი ხომ მაინც შემეძლო? ჯერჯერობით...
-თქვენ აუცილებლად მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას, -ბგერებს უფლება მივეცი თან ამოეტანათ მთელი ჩემი ზიზღი, შხამში ამოევლოთ და ისე მისულიყვნენ ადრესატის ყურებამდე, ისე რომ კარგად გამჯდარიყვნენ ურჩხულების სხეულში და მეორე ყურიდან აღარ გაფანტულიყვნენ სიცივით სავსე ჰაერში.
-რათქმაუნდა მივიღებთ, მაგრამ არა უმიზეზოდ.
არ მინდოდა... მეგონა ვეღარ შევძლებდი, მიუხედავად ამისა მარჯვენა ტუჩის კუთხე ძალაუნებურად აიწია და მაინც გამეღიმა. მაგრამ ეს ხომ არ იყო ნამდვილი... სულიდან წამოსული ბედნიერების დარტყმით გახსნილი ბაგე და ღიმილი, რომელიც სითბოსა და სიყვარულის კომბინაციაა... ღიმილი, რომელიც თვალებთან უხილავი ძაფებით არის გადაბმული... ეს იყო სიძულვილი, ირონია...
სასწრაფოდ გამოვედი ოთახიდან, სადაც ყველაფერი გულს მირევდა. თუმცა უნდა შევგუებოდი იმ აზრს, რომ ეს იყო ჩემი სამყარო, ვამპირთა ნამდვილი სახე. გამეანალიზებინა, რომ ზღაპრებში ბოროტი გმირები ყოველთვის სამართლიანად ისჯებიან, რომ არ შეიძლება ერთი სხეული ერთდროულად იტევდეს ცუდსა და კარგს...




შეტყობინება შეასწორა Immortal - ორშაბათი, 2010-12-20, 9:37 PM

★Gvanca★თარიღი: ორშაბათი, 2010-12-20, 9:54 PM | შეტყობინება # 135
Don’t hate the player, HATE the game!
883
33  +
81  ±
   ±
Offline
Immortal, dzaan magari iyo rom vkitxulobdi megona ro stepanis naweri iyo ar vici xva ra vtqva mteli es tkivili ise gasagebad gaq gadmocemuli rom ar sheidzleba amis wakitxvisas shenc tkivili ar igrdzno dzaan nichieri xar da warmatebebs gisurveb

ძებნა: