Without sun
|
|
Bella_Cullen | თარიღი: პარასკევი, 2010-06-25, 7:04 PM | შეტყობინება # 1 |
Miss Cullen
371
Offline
| პირველი ადგილი კონკურსში "Fanfiction Awards 2010" ნომინაციაში "ემოციების დედოფალი-ავტორი". სახელწოდება:without sun ავტორი: immortal (ნუნუკა აბუაშვილი) ბეტა:Breee (მარიამ ლაცაბიძე) დისკლეიმერი: სტეფანი მეიერი + მე ჟანრი;მელოდრამა მთავარი გიმრები: ედვარდ კალენი,ბელა სვონი. სტატუსი:წერის პროცესში ეს არის ”ახალი მთვარის” ედვარდისეული გადმოცემა..
| |
|
|
|
|
|
sofka | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-10-28, 11:38 PM | შეტყობინება # 94 |
( Smile For Me )
377
Offline
| | |
|
|
ROBsessed | თარიღი: სამშაბათი, 2010-11-02, 7:44 PM | შეტყობინება # 95 |
***
1111
Offline
| თავი 13 მივრბოდი. უკანმოუხედავად და შეუჩერებლად. აქამდე ამას ხშირად ვაკეთებდი, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ახლა არაფერს გავურბოდი, არ მივქროდი იმიტომ, რომ უკან საზარელი მოგონებები დამეტოვებინა და წინ უარესი დამხვედროდა. არც იმიტომ, რომ ამ დროს ტკივილის დარტყმები შედარებით სუსტი იყო... არა! ამ წუთას ეს ყველაფერი ჩემთვის სრულიად აზრს კარგავდა. მივრბოდი უფრო დიდისთვის, უფრო მნიშვნელოვანისთვის. უზარმაზარ მანძილს ვფარავდი წამის მეასედში მხოლოდ ერთი მიზნის მისაღწევად. მასზე ხომ მთელი ჩემი განვლილი ტანჯვა და აწმყო იყო დამოკიდებული. მომავალი მაინც აღარ მექნებოდა... მხოლოდ ეს ერთი რაღაც დამრჩენოდა ამ ქვეყნად და მის შესასრულებლად ნებისმიერ გზას მივმართავდი. მივისწრაფოდი... თავს არ ვზოგავდი ანგელოზის სიცოცხლის გადასარჩენად. მხოლოდ ეს მინდოდა, მხოლოდ ამისთვის ვიბრძოლებდი. დამარცხება -ეს სიტყვა მთლიანად ამომეშალა ჩემი არსებიდან. არ მქონდა ამის უფლება, სულ ცოტა ხნითაც ვერ მოვადუნებდი ყურადგებას როცა ყველაზე საყვარელი, ყველაზე სათუთიი ადამიანის ცხოვრება ჩემს უხეშ , მაგარ მკლავში იდო. დანებება გამორიცხული იყო სიცოცხლისა და სიკვდილის, არა, ბევრად უფრო უარესის ზღვარზე. ვერ წავაგებდი, როცა სამსხვერპლოდ ბელას მომავალი იდო, როცა შეიძლებოდა მის მბრწყინავ თვალებს უკანასკნელად გაენათებინა სამყარო, მის ბაგეებს უკანასკნელად ამოესუნთქა და სამუდამოდ დაეკეტა კარი სიცოცხლის ტალღისთვის. ვერ დავუშვებდი მისი ულამაზესი სული სამოთხეში გაეგზავნა ვიქტორიას. იქ ხომ ვეღარასოდეს შევხვდებოდი... სამუდამოდ დავკარგავდი... გამარჯვება გარდაუვალი იყო, რა ფასადაც არ უნდა დამჯდომოდა ის. საკუთარ თავსაც დავთმობდი ბელას გადასარჩენად. ჩემგან ხომ მაინც აღარაფერი დარჩენილიყო... მეგონა ერთი ხელის შეხებაც საკმარისი იქნებოდა ნაწილებად დასაშლელად, ისე გამოვეფიტე ტკივილს. მაგრამ ამ ერთი ,,ხელის'' მფლობელი ვიქტორია არ იქნებოდა. წარმოვიდგენდი მის შურისზიებით აღსავსე თვალებს, სახეს, რომელზეც ბოროტება სამუდამოდ მიყინულიყო, ზიზღის მომგვრელ წითელ თმებს, ცეცხლივით რომ ანათებდა და საფრთხის შესახებ ამცნობდა უდანაშაულო მოსახლეობას. მასთან ერთად კი... თბილ, სათუთ ბელას, მის შეშინებულ თვალებს და სწრაფად მფეთქავ გულს, რომელიც მაშინ ისე მენატრებოდა, როგორც არასდროს. არა! ვიქტორია მის სიახლოვეს... ეს დაუშვებელი იყო. სიძულვილით ივსებოდი ამის წარმოდგენისას, შხამი პირში ამომდიოდა და მახრჩოდა. არასოდეს მეგრძნო ასეთი ზიზღი... ჩემი თავის მიმართაც კი... იმ წუთას მზად ვიყავი მილიმეტრებში დამეფლითა მეტოქე. ასეც იქნებოდა, მე აუცილებლად მოვძებნიდი მას და ვანანებდი, სამაგიეროს გადავუხდიდი იმის გაფიქრებისთვისაც კი, რომ ბელას რაიმეს დაუშავებდა. მის დასამარცხებლად დიდი ენერგია დამჭირდებოდა, მაქსიმალურად ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, ამასში კი მხოლოდ სისხლი დამეხმარებოდა. ჯანდაბა, ახლა ქალაქში ვიყავი, სხვა გზაც არ არსებობდა, რომ როგორმე გვერდი ამექცია იმ ადგილებისთვის, სადაც სიცოცხლე ჩქეფდა და არავის ანაღვლებდა თუ იმ ადამიანის ცხოვრება სასწორზე იდო, რომელიც მათ ყველას სჯობდა. ანგელოზი საუკეთესო იყო და ვერცერთი გაიგებდა ამას, ვერცერთი დაემსგავსებოდა მას... ბელა ერთადერთი იყო ჩემთვის... იძულებული ვიყავი ნელა მევლო და ნორმალური ცხოვრების რიტმში ჩავმდგარიყავი, დავმსგავსებოდი სხვა ადამიანებს. მაგრამ ასე ხომ არ იყო, ვერცერთი მათგანი, თუნდაც ერთად აღებული, ვერ გაუძლებდა იმ ტკივილს, რომელსაც თან დავატარებდი. მივაბიჯებდი იქ, უცნობ ქუჩებში, თითქოს უდარდელი სახით. ყველა ერთ, ჩვეულებრივ მოქალაქედ აღმიქვამდა, მხოლოდ ერთი-ორი თუ მომაქცევდა ყურადღებას, ისიც გარეგნობის გამო. იფიქრებდნენ, რომ საქმიანი კაცი ვიყავი, რომელმაც ეს-ესაა დატოვა ძვირიანი სამსახური და ძვირფასი სახლისკენ მიიჩქარის, სადაც ტბილად შეხვდებიან ოჯახის წევრები. გარედან ასე ჩანდა, ასეთ დასკვნებს აკეთებდა ადამიანის სუსტი გონება. ასე ხდება ყოველთვის, მხოლოდ ზოგადად, ზედაპირულად უყურებენ ყველაფერს, იმას კი ვერ ხვდებიან, რომ გარეგნობა მატყუარაა, ის შეიდზლება მხოლოდ დიდი სევდის კარგი ნიღაბი იყოს. ვერცერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა იმ ტანჯვას, რომელიც იმ წუთას მიღრღნიდა გულს და ვერც იმ ნებისყოფას, რომელიც მაძლებინებდა ცოტა ხნით მაინც ვქცეულიყავი ნორმალურ, ბედნიერ ადამიანად. მივდიოდი და ვაკვირდებოდი ყველას, ცხოვებას, რომელიც ჩემთვის უკვე დიდი ხანია უცხო გამხდარიყო. თითქმის მეხსიერებიდან ამომეშალა ის წლები, ძვირფასი და ამავდრუოლად მიუწვდომელი. ისეთი სულელი და გამოუცდელი ვიყავი. ჯარი, წარმატებები-აი ერთადერთი რამ, რისთვისაც შეიძლებოდა ჩემი მიზანი მეწოდებინა, ნამდვილი ჭეშმარიტება კი კუთხე-კუნჩულში დალექილიყო. მხოლოდ დრომ და მასთან ერთად გამოცდილებამ შეძლო მისი ნაპირზე ამოყვანა. ახლა სულ სხვა ედვარდი ვიყავი. არა იმიტომ, რომ ადამიანი აღარ მერქვა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანის თვალებით აღარ ვუყურებდი სამყაროს. ბელამაც ხომ სწორედ ამით მომხიბლა, ის ხომ არ ჰგავდა სხვა თანამედროვე გოგოებს, რომელთა სალაპარაკო თემაც ბიჭებს არ სცდება, სიყვარული კი მხოლოდ კოცნით და ფიზიკური ურთიერთობით შემოიფარგლება. მართალია მის ფიქრებს ვერ ვკითხულობდი, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო,რომ ანგელოზის სილამაზის უკან ჭკვიანი და ,,უცნაური’’'' ადამიანი იმალებოდა. ხო მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ მე ის უნდა შემყვარებოდა... ფიქრებიდან ბავშვის ტირილმა გამომაფხიზლა. უკან მივიხედე. დაახლოებით ოთხი წლის გოგონა ქუჩაში იწვა და ცრემლები შადრევანივით გადმოჩქეფდა მისი მრავლისმეტყველი, ლურჯი თვალებიდან. მივედი, წამოვაყენე. მუხლი ნატკენი ჰქონდა, ჭრილობაზე ცივი ხელი დავადე, მეორე კი თმებზე გადავუსვი. გაკვირვებულმა ტირილი შეწყვიტა და მორცხვად ამომხედა. ჯერ შეშინებული იყო, მერე სევდიან თვალებში სითბო ჩაეღვარა, გამიღიმა და პატარა, თბილი ხელი ცხვირზე მომიჩირა. მეც გავუცინე. ლოყაზე მეფერებოდა და გამუდმებით კეთილ ბიძიას მეძახდა. -წაიქეცი?- არ მინდოდა, მაგრამ ჩემს ხმას მთელი ტკივილი ამოყვა თან. ბავშვმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ეშმაკურად დამაკვირდა. მისი ნამტირალევი თვალები უკვე ნაპერწკლებს ისვრიდა. ისეთი საყვარელი იყო, საშინლად მომინდა რომ გულსი ჩამეკრა. -გტკივა ფეხი? თავი გააქნია, რაც როგორც ჩანს უარის ჟესტად უნდა მიმეღო. -არ მელაპარაკები? -თავადაც მიკვირდა ისეთი თბილი და უშუალო ვიყავი მასთან. არადა ბავშვებთან არასოდეს მქონია ურთიერთობა. კისერზე ციცქნა ხელები შემომხვია, ლოყაზე მაკოცა, მერე წელზე დოინჯი შემოირტყა, წინ დამიდგა და კმაყოფილი სახით გამომხედა. -მადლობთ, -ვუთხარი ნიშნის მოგებით და გავუღიმე. უცებ დანაღვლიანდა. პატარა ხელი აიგო და ლოყაზე დამადო. -ლატომ ქალ მოწყენილი? -ენის ჩლიფინით ჩაილაპარაკა და პასუხის მოლოდინში ისეთი დამწუხრებული მიყურებდა, თითქოს თავად განიცდიდა ჩემს ტკივილს. სახტად დავრჩი… ვუცინოდი, ვცდილობდი რაც შეიდზლებოდა მხიარული გამოვჩენილიყავი, ის კი ისე იოლად მიხვდა, პატარა ბავშვი, თითქოს ყველაფერი სახეზე მეწერა –არ ვარ. -ქალ. -ლილი, შვილო! -მოგვესმა ყვირილი და ორივემ იქეთ გავიხედეთ საიდანაც ხმა მოდიოდა. ვიღაც კაცი ჩვენსკენ მორბოდა.ბავშვმა როგორც კი დაინახა, მაშინვე მისკენ გაექანა, -მამა! -შესძახა და მაგრად ჩაეხუტა. მამა... ამ სიტყვის გაგონებამ მთელი სხეული ჩამწვა, საშინლად მტკიოდა. მე ხომ ვიცოდი, რომ არასოდეს ვიქნებოდი მამა, არასოდეს მომმართავდა ლილისნაირი პატარა ამ სახელით. აი ბელა კი იქნებოდა დედა... -ლილი შვილო, ხომ გითხარი არ გაიქცე მეთქი. აი ხომ ხედავ... ვკითხულობდი მის აზრებს და ეს გრძნობა საბოლოოდ მკლავდა, მიწასთან მასწორებდა. ისეთი უცნაური და შესანისჰნავი იყო მამობა. ამას მხოლოდ სხვისი გადასახედიდან თუ გამოვცდიდი... უცებ კაცს ჩემი იქ ყოფნა გაახსენდა და მადლიერი თვალებით ამომხედა. -მადლობთ, თქვენგან დავალებული ვარ. ,,როგორი საშიში შეხედულება აქვს, კიდევ კარგი ლილის არაფერი დაუშავა. მაგრამ იქნებ გარეგნობა მატყუარაა? როგორ შეიდზლება ბოროტი ადამიანის, ან საერთოდ ადამიანის თვალებში იხატებოდეს ასეთი ტკივილი? საოცარია. ნეტავ რა გამოიარა? რა მოხდა ისეთი, რომ მის ულამაზეს თვალებში ენით აუწერელი სიღრმე და სევდა დატოვა, თითქოს მათ ათასწლეულები გამოუვლიათ და ყველაფერი უნახავთ. ახლა კი... არ ვიცი რა დავარქვა ამას, აშკარად ტანჯვაზე უფრო მეტია, ყავისფერი დნება, თითქოს სადაცაა მთლიანად ცრემლად დაიღვრება. მიკვირს როგორ უძლებს ამდენს, ან ამ წუთას როგორ იკავებს თავს, რომ არ იტიროს? ან ნეტავ რა გრძნობით იწვის მისი გული?'' მე რომ გული მქონოდა... მე რომ ტირილი შემძლებოდა... -ძალიან კარგი შვილი გყავთ, გაუფრთხილდით. სამაგიეროდ მხოლოდ ამას ვითხოვ. არ მინდოდა პატარასთან დაშორება, ისე კარგად ვგრძნობდი მასთან ერთად თავს, ისეთი სითბოთი მავსებდა მისი ბავშვური ფიქრები და საქციელი. მაგრამ მე წამსაც ვერ დავკარგავდი... -ნახვამდის, ლილი. დავიხარე და თვალებში ჩავხედე, თვალებში, რომლებშიც ისევ ის სიბრალული და თანაგრდზნობა ამოვიკითხე. -კალგად კეთილი ბიძია. ალ მოიწყინო. ხელი დამიქნია და წავიდა... თითქოს სადღაც შიგნით რაღაც ჩამწყდა... მეც უნდა წავსულიყავი, უკვე ღამდებოდა. კვლავინდებურად გავუყევი გზებს. გზებს, რომლებიც იმედია დილით სამიზნესთან მიმიყვანდა. დამატებულია (2010-11-02, 7:44 PM) ---------------------------------------------
Quote (ana_-no) ლილი, შვილო! -მოგვესმა ყვირილი და ორივემ იქეთ გავიხედეთ საიდანაც ხმა მოდიოდა. ვიღაც კაცი ჩვენსკენ მორბოდა.ბავშვმა როგორც კი დაინახა, მაშინვე მისკენ გაექანა, -მამა! -შესძახა და მაგრად ჩაეხუტა. მამა... ამ სიტყვის გაგონებამ მთელი სხეული ჩამწვა, საშინლად მტკიოდა. მე ხომ ვიცოდი, რომ არასოდეს ვიქნებოდი მამა, არასოდეს მომმართავდა ლილისნაირი პატარა ამ სახელით. აი ბელა კი იქნებოდა დედა... -ლილი შვილო, ხომ გითხარი არ გაიქცე მეთქი. აი ხომ ხედავ... ვკითხულობდი მის აზრებს და ეს გრძნობა საბოლოოდ მკლავდა, მიწასთან მასწორებდა. ისეთი უცნაური და შესანისჰნავი იყო მამობა. ამას მხოლოდ სხვისი გადასახედიდან თუ გამოვცდიდი... უცებ კაცს ჩემი იქ ყოფნა გაახსენდა და მადლიერი თვალებით ამომხედა. -მადლობთ, თქვენგან დავალებული ვარ. ,,როგორი საშიში შეხედულება აქვს, კიდევ კარგი ლილის არაფერი დაუშავა. მაგრამ იქნებ გარეგნობა მატყუარაა? როგორ შეიდზლება ბოროტი ადამიანის, ან საერთოდ ადამიანის თვალებში იხატებოდეს ასეთი ტკივილი? საოცარია. ნეტავ რა გამოიარა? რა მოხდა ისეთი, რომ მის ულამაზეს თვალებში ენით აუწერელი სიღრმე და სევდა დატოვა, თითქოს მათ ათასწლეულები გამოუვლიათ და ყველაფერი უნახავთ. ახლა კი... არ ვიცი რა დავარქვა ამას, აშკარად ტანჯვაზე უფრო მეტია, ყავისფერი დნება, თითქოს სადაცაა მთლიანად ცრემლად დაიღვრება. მიკვირს როგორ უძლებს ამდენს, ან ამ წუთას როგორ იკავებს თავს, რომ არ იტიროს? ან ნეტავ რა გრძნობით იწვის მისი გული?'' მე რომ გული მქონოდა... მე რომ ტირილი შემძლებოდა... -ძალიან კარგი შვილი გყავთ, გაუფრთხილდით. სამაგიეროდ მხოლოდ ამას ვითხოვ. არ მინდოდა პატარასთან დაშორება, ისე კარგად ვგრძნობდი მასთან ერთად თავს, ისეთი სითბოთი მავსებდა მისი ბავშვური ფიქრები და საქციელი. მაგრამ მე წამსაც ვერ დავკარგავდი... -ნახვამდის, ლილი. დავიხარე და თვალებში ჩავხედე, თვალებში, რომლებშიც ისევ ის სიბრალული და თანაგრდზნობა ამოვიკითხე. -კალგად კეთილი ბიძია. ალ მოიწყინო. ხელი დამიქნია და წავიდა... თითქოს სადღაც შიგნით რაღაც ჩამწყდა... მეც უნდა წავსულიყავი, უკვე ღამდებოდა. კვლავინდებურად გავუყევი გზებს. გზებს, რომლებიც იმედია დილით სამიზნესთან მიმიყვანდა. vai :X:X:X:X rogor shemecoda :X:X: ai magas ro vwerdi tirili daviwye :X:X:X:X:X chemi edwini :X:X:X:X nuuuuukkkk!!!!!! ai umagresi tavia :X:X:X :*:*:*:*:*
Dobby has no master! Dobby is a free elf and Dobby has come to save Harry Potter… And his friends! ♥
შეტყობინება შეასწორა ana_-no - სამშაბათი, 2010-11-02, 7:29 PM | |
|
|
DiiiK♥ | თარიღი: სამშაბათი, 2010-11-02, 9:22 PM | შეტყობინება # 96 |
You're just too good to be true ...
1004
Offline
| ჩეემიი უსაყვარლეესიი თავია ეეს ჯერ მარტო რამდენი შრომაა ცადებული ედვარდის პერსონაჟში და აქ რა კარგად ჩანს, რომ ავტორი სრული სერიოზულობით ეკიდება თავისი გმირის ფიქრებს! ყველაფერი გათვლილია და ყოველი სიტყვა ათასჟერ გაზომილიი!!! მართალია ეს თავი დიდი ხნის წინ წავიკითხე, მაგრამ ახლაც მახსოვს რა გიჯივით ვწერდი ნუკას, რომ აღფრთოვანებული ვიყავიი და ახლაც ვარ! ერთი თვალის გადავლება და ისევ ამეშალა ის მტანჟველი ფიქრები, რაც ედვარდის თვალით დანახული სამყაროს ბრალია! და ბოლოს შეხვედრა ლილისთან ხომ კულმინაციური მომენტი იყო! Quote (ana_-no) -ლატომ ქალ მოწყენილი? -ენის ჩლიფინით ჩაილაპარაკა და პასუხის მოლოდინში ისეთი დამწუხრებული მიყურებდა, თითქოს თავად განიცდიდა ჩემს ტკივილს. სახტად დავრჩი… ვუცინოდი, ვცდილობდი რაც შეიდზლებოდა მხიარული გამოვჩენილიყავი, ის კი ისე იოლად მიხვდა, პატარა ბავშვი, თითქოს ყველაფერი სახეზე მეწერა –არ ვარ. -ქალ. ბევრი შემთხვევა მინახავს და წამიკითხავს, როდესაც პატარა ბავშვებს უფრო ადვილად ამოუცვნიათ დიდების დარდი და ვარამი, ვიდრე იმ პიროვნების თანატოლებს. ეს ყველაფერი თითქოს ერთგვარ მაგიურ ძალას ატარებს და სიმბოლური დატვირთვაც აქვს, ასე არ არის ნუკ? პატარა ლილი შენ წარმოდგენილი გაქვს, როგორც ყველაზე უცოდველი და უმანკო არსება, რომელიც ერთი შეხედვით მიხვდა ედვარდის ფიქრებს, თუმცა მას არავითარი ზებუნებრივი უნარი არ აქვს... უბრალოდ ლილიმ ედვარდის თვალებში დაინახა ის წმინდა გრძნობა, რომელიც მხოლოდ სულით უმანკო ადამიანების თვალისთვის არის შესამჩნევი... მან დაინახა ედვარდის თვალებში ის დიიდი, ზეეამაღლებული სიყვარული, რაც ასე ტანჯავს ჩვენს გმირს, თუმცა უამისოდ გაცილებით დაიტანჯებოდა მოოკლეედ ძაალიან კარგი გოგო ხარ, ჩემო კარგო :* შენზე ვგიჯდებიიიი :* :* :* და მოუთმენლად ველი შემდეგ თააავს! იიიმ თავს :*
| |
|
|
saaali | თარიღი: სამშაბათი, 2010-11-02, 11:50 PM | შეტყობინება # 97 |
Life sucks either way
990
Offline
| | |
|
|
|
|
elle____ | თარიღი: კვირა, 2010-11-07, 7:11 PM | შეტყობინება # 100 |
JuSt FoReVeR YoUnG ^^^^^
1235
Offline
| vaime ai iseti magaria ro ar vici ver agvwer ra damemarta ro wavikitxe :X tviton stefanze kargad gaqvs dawerili : )) saocrebaa dzaaaaaaaaaaaaaaaaaaan momewona.. dedachemi ro ar yofiliyo albat 7-jer daviwyebdi tirils : ((((((((( dzaaaan magaria .. daweras agrdzelebt xo ? დამატებულია (2010-11-07, 7:11 PM) --------------------------------------------- stupid_l@mb, shenc ise kargad chamoayalibe :* shenc ro dado ar ginda ? :*:*:*:*:*
შეტყობინება შეასწორა elle____ - კვირა, 2010-11-07, 7:01 PM | |
|
|
|
Immortal | თარიღი: ორშაბათი, 2010-11-08, 8:27 PM | შეტყობინება # 102 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| ai bavshvebo kidev axali tavi. didi bodishit rom amdeni galodenit :*: * yvelas yvelapristvis ugrmesi madlobaa. miyvarxaart :* 14 თავი იმ დღეს განსაკუთრებით სასტიკი ვიყავი. ღამის უკუნეთში ჩაკარგულ ტყეს ჩემი მძვინვარე თვალები ანათებდა. უზარმაზარ ხეებს შორის აჩრდილივით დავძრწოდი, სიცარიელეში კი ქარი ქროდა და მთელი ძალებით აწყდებოდა სიბნელის სამფლობელოს ნაპირებს. ცის კაბადონზე ახალი მთვარე ეკიდა. ჩემი დაბრმავებული თვალებით მას ვერ ვხედავდი, მაგრამ სამაგიეროდ მანათობლის სიახლოვეს ვგრძნობდი, როგორც ბელას სიყვარულის... იმ ღამით არ ვიტანჯებოდი, ტკივილს ვეღარც კი ვგრძნობდი. განა იმიტომ რომ ის აღარ არსებობდა? არა, უბრალოდ საკმაოდ შევჩვეოდი მას, თითქოს ეს ჩემი მუდმივი მდგომარეობა იყო. ხანდახან მიკვირდა კიდეც რა განმასხვავებდა მკვდრისგან. ცივი და გაყინული ვიყავი, არც სული გამაჩნდა, არც სუნთქვა და თვალების დახუჭვა მჭირდებოდა. უბრალოდ ვმოძრაობდი, ვფიქრობდი და ვგრძნობდი. ვგრძნობდი არსაიდან, მე ხომ არც გული მქონდა, არც არაფერი, სადაც ადამიანის პიროვნება და ყველა თვისება იყრის თავს. აბა საიდანღა ვუძლებდი ამდენს? საიდანღა მიყვარდა ასე ძლიერ? ბევრი კითხვა მღრღნიდა შიგნიდან და მათზე პასუხები თვით დროსაც კი ვერ აღმოეჩინა. ალბათ სხვა რაღაც არსებობდა, რის შესახებ წარმოდგენაც კი არ მქონდა, ალბათ ბოლომდე მაინც არ ვიცნობდი ჩემს თავს. და საერთოდ ვინ ვიყავი მე? 109 წლის განმავლობაში ვფიქრობდი ამაზე... ჩემი გვარიც კი არ ვიცოდი დანამდვილებით, ედვარდ კალენი თუ ედვარდ მეისენი? ორი გვარი მქონდა, ორი ოჯახი, ორი პიროვნება, ორი წარსული... მაგრამ არა ორი ცხოვრება... რას წარმოვადგენდი? რა ადგილი მქონდა ამ სამყაროში? პასუხების მოძებნა მიჭირდა, დროთა განმავლობაში კი ახალ-ახალი კითხვები ჩნდებოდა. სამაგიეროდ იმ ღამით ვიცოდი ვინ ვიყავი მე: ვამპირი, შურისძიებითა და სისხლის წყურვილით აღსავსე ურჩხული, საზარელი, დაუნდობელი მონსტრი. რამდენ ცხოველს მოვუსწრაფე სიცოცხლე, გამწარებული ვეცი და ბოლო ამოსუნთქვაც კი არ ვაცადე ისე დავეწაფე წითელ სითხეს. მერე ენერგიით სავსემ გზა განვაგრძე. თან იმ დღეებზე ვფიქრობდი, ტკივილთან ერთად რომ გამეტარებინა. კონკრეტულად ვერცერთს გამოვარჩევდი, თითქოს საათები ერთმანეთში არეულიყო და ერთად სადღაც შორს, უსასრულობაში გადაკარგულიყო. ერთმანეთს ჰგავდა ყოველი წამი, ყოველი წუთი, დრო კი არაფერი იყო თუ არა მათი ერთობლიობა. გონებაში წარმომიდგებოდა ჩემი თეთრი, უემოციო სახე, საოცრად ცარიელი თვალები, რომლებშიც სევდა სამუდამოდ ჩაღვრილიყო, რბილი სხეული, რომელიც თავს წყდებოდა და უღონოდ, ყოველგვარი მიმართულების გარეშე ქვევით ეშვებოდა, ტკივილისგან შეკრული ტუჩები და თმაც კი, საოცრად გახუნებული და დაგრეხილი... ეს ის ედვარდი იყო, რომელსაც ადამიანების ფიქრები ირეკლავდა. ნუთუ მართლა ასე საშინლად ვიყავი? რატომ იწვევდა ჩემნაირი არსება სიბრალულს და არა შიშს? ან საერთოდ, რატომ ვეცოდებოდი ყველას ასეთი გარეგნობის გამო? ბედი ხომ არაფერ შუაშია, ჩვენ ხომ თავად ვითხრით სამარეს? რატომ არავინ ფიქრობდა, რომ იქნებ საკუთარი შეცდომების გამო ვიტანჯებოდი და ამ სასჯელის ტარებაც სამართლიანად მიწევდა? თუმცა ამას აზრი არ ჰქონდა, რამდენიც არ უნდა მეძახა, პასუხს მაინც არავინ გამცემდა, რამდენიც არ უნდა მეოცნება, ბელასთან მაინც არასოდეს ვიქნებოდი... უკვე ვუახლოვდებოდი ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, სულ ცოტაც და ვიქტორია ჩემს ხელში იქნებოდა. არ მიყვარდა ვინმეს მოკვლა, მაგრამ ეს სხვა სიტუაცია იყო. ანგელოზის გამო ყველაფერს დავივიწყებდი, ყველას და ყველაფერს, მისი უსაფრთხოების გარდა. ისე მივქროდი, თითქოს თავადაც ჰაერის ნაწილი ვიყავი. თავი საშინელებათა ფილმის მთავარ გმირად წარმომედგინა. განა ჩემი ცხოვრება დადგმული და კარგად გათამაშებული ტრაგედია არ იყო? სადაც რეჟისორიც მე ვიყავი, სცენარისტიც და მთავარი როლის შემსრულებელიც. სხვა ყველას ხელი აეღო ჩემს არსებობაზე. მხოლოდ საკუთარ იმედზე უნდა ვყოფილიყავი, ჩემი პრობლემები მე უნდა მომეგვარებინა, ჩემი წამება მე უნდა გადამეტანა. არავინ დამიდგებოდა გვერდში. თითქოს დახმარება არც მჭირდებოდა... ,,სადღაც ვამპირია! შეუძლებელია ვცდებოდე, კი მაგრამ ვინ? ლორანი ხომ იმის გასაგებად გავგზავნე, ისევ იცავენ თუ არა ვეგეტარიანელები იმ ჯოჯოხეთის მაშხალას...” როგორ გაბედა! ანგელოზზე ასეთ რაღაცას როგორ ამბობდა! შხამმა საშინელი სისწრაფით ამოხეთქა შიგნიდან და სულ მალე ალბათ გარეთ ამოჩქეფდა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, თვალები მრისხანებით ამევსო, თავიდან ბოლომდე ბრაზს შევეპყარი. ასე როგორ უწოდა ჩემს ბელას... მივიდოდი და სამუდამოდ ჯოჯოხეთში გავაგზავნიდი, იქ კი მაშხალად ნამდვილად გამოადგებოდათ მისი ცეცხლისფერი თმები. ნაფლეთებად ვაქცევდი, ამ ზიზღის მომგვრელ არსებას სამუდამოდ გავანადგურებდი. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლეს აუცილებლად გადავარჩენდი, თუნდაც მაშინ როცა ის სხვას ეფერებოდა... არა, ეს ფიქრი თავიდან უნდა ამომეგდო. რაში მანაღვლებდა ვისთან იქნებოდა ის, მთავარია დაცული და ბედნიერი ყოფილიყო... იქით გავიქეცი, საიდანაც ბოროტებითYაღსავსე სუნი მოდიოდა. რამოდენიმე წამიც და ვიქტორია სამუდამოდ ინანებდა იმ სიტყვების გამო... უცებ გამეფებული მდუმარება ტელეფონის გაბმულმა ზარმა დაარღვია, რომელიც განგაშივით ცემდა ხეებს შორის. ჯანდაბა! სულ დამავიწყდა, რომ ჯიბეში მედო. ალბათ კარლაილი იყო, ჩემი ამბის გაგება სურდა, მაგრამ ახლა ხომ ვერ ვუპასუხებდი? არაუშავს, მოეცადა და ცოტა ხანში თავად დავურეკავდი ბრწყინვალე გამარჯვების შეტყობინებით. მობილური ისევ გაბმულად რეკავდა, არც მე ვჩერდებოდი, დასაკარგი დრო არ მქონდა. თურმე უკვე ყველაფერი დაკარგული მქონდა. ვაი, რომ ეს მხოლოდ რამოდენიმე წამის შემდეგ გავიგე. ,,ედვარდ, აიღე გთხოვ, ვიცი რომ გესმის. მნიშვნელოვანი საქმე მაქვს შენთან, გემუდარები.” როზალი! ყოველთვის რატომ მიშლიდა ნერვებს? ახლა შეტყობინების დატოვება რა საჭირო იყო... ყურმილი ავიღე, თან სამიზნისკენ მივქროდი. -დროზე მითხარი, არ მცალია. -ხო მაგრამ არ ვიცი როგორ დავიწყო... ვიცი, რომ გაიგებ, რაღაც საშინელებას ჩაიდენ... მაგრამ შენ უნდა იცოდე... -რა მოხდა? ვერასოდეს წარმომედგინა როზალი ასეთი შეწუხებული. მისი ხმა ყოველთვის სიამაყისა და ოდნავი სევდის ნარევი იყო, ახლა კი... ნეტავ რაზე ლაპარაკობდა? არ ვიცოდი რა მემართებოდა, როგორც წესი ასეთ რაღაცეებს ყურადღებას არ ვაქცევდი ხოლმე, მაგრამ ახლა, ამ წუთას საიდანღაც ვგრძნობდი, რომ რამოდენიმე წამში ჩემი და საშინელებას მეტყოდა, რომ რამოდენიმე წამი... და ჩემი აღსასრულის ზარი საბოლოოდ ჩამოკრავდა. -ედვარდ, ელისს ხილვა ჰქონდა... ბელა... არ ვიცი... იქნებ არ ღირს თქმა? ბელა? ამ სახელის გაგონებამ ჭკუიდან შემშალა. ნორმალურად ვეღარ ვაზროვნებდი. რა შუაში იყო აქ ანგელოზი? მაინც მივრბოდი, თითქოს მოსალოდნელ კოშმარს გავურბოდი. თურმე გასაქცევი არსად მქონდა... -როზალი, ბოლოს და ბოლოს ამოღერღე! –უკვე მოთმინებას ვკარგავდი. -ბელა აღარ არის! მან თავი მოიკლა! კლდიდან გადახტა! თავი დაიხრჩო! - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ტელეფონის შეწყვეტილი ზარი... წვიმის წვეთები... ადგილზე გაქვავებული, გაყინული სხეული... გაჩერებული გონება... გაჩერებული წუთები... სიტყვები: მან თავი მოიკლა!...
| |
|
|
|
|
|